შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანძილი შენამდე (თავი 1)


19-08-2018, 01:39
ნანახია 1 621

თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
თუ გინახავთ შორიდან?
მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.
გვერდიგვერდ ვდგავართ, შევყურებ და ვუცინი.
ალბათ, ათასჯერ ვნახე ის კადრი, ვახვევდი და ვახვევდი, ვუყურებდი და ვუყურებდი უსასრულოდ.
და მიკვირდა..
ასე არასდროს გამკვირვებია ჩემი თავის, არასოდეს მინახავს ასეთი, არ ვიცოდი ასეთიც თუ იყო!
მგონი ისიც არ ვიცოდი მანამდე, რომ მიყვარდა.
ასე თუ მიყვარდა.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ ჩემგან აღარაფერი დარჩა და აღარაფერი შემიძლია, ის კადრი მახსენდება.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღირდა და ყველაფერი ღირს, თუ შეიძლება ვინმეს ასე უყურო.
თუ შეიძლება სულ რაღაც ორ წამში ჩატენილი ასეთი სიყვარული გამოგივიდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მთავრდება, როგორ იკარგება.
მთავარი ის არის, რაც იქ ხდება, როცა უყურებ.

***
შემიძლია გითხრა რას ვგრძნობ, როცა გიყურებ.
შემიძლია გითხრა რას ვგრძნობ, როცა მეხები.
შემიძლია გითხრა რას ვგრძნობ, როცა ჩემთან ხარ.
შემიძლია, გითხრა როგორ მინდიხარ.
მაგრამ, არ შემიძლია გითხრა როგორ მიყვარხარ.

^^^
უსასრულოდ შემიძლია გესაუბრო იმაზე, რა ვიგრძენი პირველად როცა დაგინახე. უსასრულოდ შემიძლია გესაუბრო იმაზე როგორ გამაგიჟე და ამრიე. ბევრ რამეზე შემიძლია გესაუბრო ! როცა საქმე შენ გეხება, ჩემი გონება იმდენად მაღალფარდოვანი სიტყვებით ივსება, როგორც არასდროს, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო შენ თვალებზე, შენ თითებზე, შენ ღიმილზე და საერთოდ შენზე !
მიყვარს, როცა მესაუბრები, მინდა, რომ სულ გისმინო და ვიცი, რომ არასოდეს დავიღლები შენი მოსმენით.
როდესაც გისმენ, ასე მგონია, სულ სხვა სამყაროში ვმოგზაურობ.
იმდენად ტკბილი ხარ, მეშინია დიბეტი არ დამემართოს, თუმცა ღიირს !
შენთვის და შენსგამო !
ჩემთვის და ჩემსგამო !
არასდროს მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ, ალბათ არც იყო საჭირო.
ისე მაქვს შენზე გაფანატებული, მეშინია არ გავგიჟდე.
იმდენად მომენატრე, არ შემეძლო არ მომეწერა, ახლა თითქოს მშვიდად ვარ, მაგრამ ეს უფრო მაშინებს.
შენი ხმის მოსმენა მჭირდება ! კი არ მინდა, მჭირდება !
იმის აღიარება, რომ რაღაც ან ვიღაც გენატრება ძნელია, მაგრამ, ჰო ! მე, ძალიან მენატრები.


“06 01”

ტელეფონი წრიალებდა.
ისე ვუპასუხე ეკრანზე არც დამიხედავს:
-ჰმ - ამოვიზმუვლე და პასუხს დაველოდე
-დილამშვიდობის
- რომელი ხარ - პირიდან მწეველი,ბრადიაგა მამაკაცის ხმა ამოვუშვი და ისევ პსუხს დაველოდე.
- გიორგი
- ააა. დილამშვიდობის - სახე გაბაადრულმა დავუბრუნე პასუხი და წამოვდექი
- გაგაღვიძე?
- ხო, მარა დაიკიდე. შენ თუ არა დედაჩემი დარეკავდა და უკეთესია რო შენ გამაღვიძე
- ახლა შენ ყავა მოგინდება, ამიტო აღარ მოგაცდენ, მთავარია გაგაღვიძე. გამოფხიზლდი და მომწერე - სიცილით მითხრა და ტელეფონი გამითიშა.

ჩემს გვერდით გაშოტილ მარიამს ხელი მივკარი და ფეხის აწევით მანიშნა მღვიძავსო
- გავალ ყავას გავაკეთებ და მოვწიოთ - ვუთხარი და ფეხის ფრატუნით გავედი ოთახიდან.
(მარიმი ჩემი დაქალი, ტრუსიკის მეგობარი და ჩემი მეწყვილე ყველა ცუდ საქმეში)
აივანზე გავედით.
შუადღის მზე, ყავა, სიგარეტი და მარიამი ნეტარებაა.
- ვინ დარეკა?
- გიორგიმ
- რაო?
- არაფერი, გაგაღვიძეო
- საყვარელი - სახე გაუნათდა მარიამს.

ვინ არის გიორგი?
დიდი ისტორიაა.
ალაბთ ერთადერთი ადამიანია ვინც ყველაზე კარგად მიცნობს და ვისაც ყველაზე კარგად ვიცნობ. სკოლის პერიოდიდან ვიცნობთ ერთმანეთს. პირველად მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ გამეცნო და მის მერე ასე მოვდივართ. ერთი წელი ნაჩხუბრები ვართ, ერთი წელი ვრიგდებით. სულ ასე იყო დღემდე. ყოველთვის არეული ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთი კი მოგვწონდა, მაგრამ დღემდე ვერაფერი გამოგვივიდა. ახლა ყველაზე სტაბილური ურთიერთობა გვაქვს.
მეთორმეტე კლასში, ბანკეტი მქონდა, როცა სიყვარული ამიხსნა.
ერთად მაშინაც არ ვყოფილვართ.
ორი წელი ისე ვიყავით, თითქოს ერთმანეთს არც ვიცნობდით. ახლა თითქოს ყველაფერი დავალაგეთ, მთლად ერთადაც არ ვართ, მაგრამ არც ცალ-ცალკე ვართ. ანუ შეყვარებულობის წინარეპერიოდი გვაქვს. ერთმანეთს ვტანჯავთ, მაგრამ ერთმანეთი გვიზიდავ.
უკვე იმდენი ხანია გიორგის ვიცნობ, მეშინია მეგობრულად არ დავუწყო ყურება, ამით ყველაფერი გაფუჭდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ შეიძლება ასეც მოხდეს.
ადრე მიყვარდა, სულ მიყვარდა, მაგრამ იმის მერე გავიზარდე და შევეგუე, რომ ჩვენ არასდროს ვიქნებოდით ერთად და ახლა მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. არც კი ვიცი მინდა თუ არა ეს.

06.09
საღამოს თორმეტი საათი სრულდებოდა , მარიამი ისევ ჩემთან რჩებოდა. ჩვენი ზაფხულის ტრადიცია იყო, თუ ქალაქიდან არ ვიყავით გასულები აუცილებლად ერთმანეთთან ვრჩებოდით.
ხშირად ვიყავით ჩემთან, იმის გამო, რომ მარიამთან ბევრი ცხოვრობდა, ჩემთან კი მხოლოდ მე და ნათია (დედაჩემი).
სამზარეულოში ვისხედით და ვჭამდით, როგორც ყოველთვის.
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა გიორგისგან:

- ანა რასშვები?
- მარიამთან ერთად ვარ, შენ ?
- რავი. ლაპარაკი მინდა და გამოდი რა გნახავ
- ღადაობ? ახლა სად გამოვიდე, გინდა ნათია გავაგიჟოთ?
- კაი რა ! მიდი რამე მოიფიქრე და გამოდი, სადარბაზოსთან, დაგელაპარაკო მინდა
- ხვალამდე ვერ მოიცდის?
- ანა ! გთხოვ რა !
- კარგი, დამელოდე ცოტახანს.

მარიამს გაკვირვებულმა შევხედე:
- გიორგი უნდა ვნახო
- ხო ნახე - გაბადრულმა გამომხედა და პიცის ნაჭერი ყბებს შორის მოიქცია.
- ახლა უნდა ვნახო !
- ხოო ნახე, ნახე ! დაიცა, როდის უნდა ნახო?
- ლპარაკი უნდა და სადარბაზოსთან უნდა ჩავიდე.
- ნათია?
- როცა დაიძინებს მერე ჩავალ.
- და მე რა ვქნა?
- დამელოდე.

ნათია არხეინად იყო მოკალათებული ტელევიზორის წინ და სულაც არ აპირებდა ძილს:
- დეეეე არ იძინებ? - გავძახე სამზარეულოდან, სასურველი პასუხის მოლოდინში.
- არა დეე ! გამოდით აქეთ და რამეს ვუყუროთ!
- არააა, რა დროს ფილმის ყურებაა, უკვე უნდა დავიძინოთ! - ერთხმად გავძახეთ მე და მარიამმა და ოთახში გავედით.
ნახევარი საათი ველოდებოდი როდის დაიძინებდა ნათია და რატომღაც დღეს მოუნდა გილმების ყურება, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება და ყველაფერი საერთოდ !
ნუუ კაიი !
ისე ჩუმად გავედი სახლიდან, ნათიას ფხიზელ ძილს და “შორსმსმენელ” ყურებს არაფერი გაუგიათ.

სადარბაზოსთან იდგა გიორგი და მელოდებოდა:
- რაიყო ნათია სპეციალურად არ იძინებდა? - სიცილით მითხრა და გადამკოცნა - მომენატრეო მოაყოლა და ლოყაზე კოცნა დამიტოვა.
- რას შვები?
- ზოგადად თუ კონკრეტულად ამ მომენტში?
- რომელიც გინდა. - საპასუხოდ მხოლოდ ჩაეცინა და თმები უკან გადამიწია
- რამდენი გაქვს დრო?
- ძალიან ცოტა !
- ანუ უკვე დავიწყო ლაპარაკი?
- კიი დაა სწრაფად.
- ეგრე არ შემიძლია.
- რაზე გინდა ლაპარაკი?!
- ჩვენზე
- გისმენ
- ანა !! კაროჩე მიყვარხარ ! და დავიღალე იმით, რომ არაფერი გამოგვდის. შენ რო გელოდო, შენ არაფრის თქმას არ ჩქარობ და აღარ მინდა ასე გაურკვევლობაში ყოფნა. ძალიან მიყვარხარ, ყველაფერი მიყვარს შენი, ბევრს ვფიქრობ შენზე და სულ მენატრები ! მინდა, რომ ერთად ვიყოთ. არვიცი შენ რას ფიქრობ, მარა... აუუუ.. რამდენი რამის თქმას ვაპირებდი იცი? ეხა ვფიქრობდი მეთქი ასე ვეტყვი ასე თქო და დაგინახე და ამერია ყველაფერი... ნუ არ ვიციი რაა შენ რას ფიქროობ... და ჯობიააა როო გავარკვიოთ არა?
- გიორგი... არმინდა, რომ რამე გაწყენინო ან მსგავსი. არვიცი მინდა თუ არა. იმდენჯერ არაფერი გამოგვივიდა.... შევეჩვიე, რომ მხოლოდ მეგობრობა შეგვეძლო და მეტი არაფერი.. მგონია, რომ შენთან მეგობრობა უფრო გამიადვილდება ვიდრე სხვა ურთიერთობა... არვიციი რას ვეძეებ, რას ველიიი.. მაგრამ ვიცი, როომ ამ ეტაპზე ასე უფრო მირჩევნიაა.


———-
ჩეეეემოოოოო საააყვვვაარლებოოო დააა კარგებოოოო ! დავბრუნდიი ისეევვვ ახალიი ისტორიიით და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.
ვიცი პატარაა, მაგრამმ ძალიან მინდოდა რამე დამედოო იმდენად მომენატრეთ ! დაა ამ პატარა თავით გიბრუნდებით. იმედია თქვენ იმედებს გავამართლებ დაა ამ ახალი ისტორიით თქვენ გულს მოვიგებ ♥️



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Dzalian momewonaa

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Namdvilad gamogivida chemi gulis mogeba magram ana cota chedavs

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

კარგია,მომეწონა
<3
ველოდები მეორე თავს სულმოუთქმენლაადდ kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰუმ საინტერესო ჩანს,მომწონს ანა.
ველოდები გაგრძელებას ინტერესით blush

 


№5  offline წევრი ჟიზელი

თავიდან დაწყება ,თუ არ ვცდები,ლია ლიქოკელის სიტყვებია ან გავს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent