შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (4 თავი)


19-08-2018, 15:25
ავტორი naattii
ნანახია 5 108

-დაჩი გადავწყვიტე.
-რა მოხდა გოგი?
-რაღაც გავარკვიე და მართალი იყავი.
-ჯანდაბა, ასეც ვიცოდი. ეს ცოტა რთული იქნება.
-არ იქნება, სანდო ადამიანი მყავს, ყველაფერს მას ჩავაბარებ, ხვალვე დავალაპარაკები.
-გოგი დარწმუნებული ხარ?
-ხომ იცი რომ არ ვიყო არ ვიტყოდი.
-მაშინ შენ ზარს ველოდები.
-კარგად დაჩი.

სიჩქარეს მოუმატა და რამდენიმე წუთში უკვე სახლთან იყო. აფორიაქებულმა ვერაფრით დაიძინა. ნეტა თუ დაეხმარება? იქნებ არ უნდა თხოვოს? იქნებ საფრთხეში აგდებს? მერე მისი თვალები წარმოუდგა და გააჟრიალა, მართლა საფრთხე რომ ემუქრებოდეს? რამე რომ დაემართოს მისი ბრალი იქნება, ის ხომ სულ ბავშვია. ბუზღუნით დაწვა და თავს დაძინება აიძულა.

დილით მოუსვენრად ელოდა გოგოს გამოჩენას, იმდენად ადრე გავიდა სახლიდან პირველი მივიდა ოფისში. ნათიას მოსვლას მოსვლა რ ერქვა, ლამის სირბილით შევარდა კაბინეტში და ყვირილი მორთო
-ბოს მიშველეთ რა.
-ხომ მშვიდობაა?_წამში წამოდგა ფეხზე კაცი.
-ბოდიშით ბოს მაგრამ ერთი კვირით უნდა გამიშვათ, არ ვიცი თუ არ გამიშვებთ მაშინ სამსახურიდან წავალ. გთხოვთ რა თქვენნაირ ჯმუხს სადღა ვნახავ.
-სიტყვები ნათია, რა მოხდა ასეთი.
-სოფელში უნდა წავიდე ბებო გამხდარა ავად, გთხოვთ რა ნახევრად მისი გაზრდილი ვარ.
-კიდევ აქ დგახარ? რამდენიც დაგჭირდება წადი, მოიცა თენგიზს დავურეკავ წაგიყვანს.
-არა ბოს, მადლობა, დედა მარშუტთან მელოდება უკვე.
-წამოდი_ხმა აღარ ამოაღებია გოგოს და თავად მიუჯდა საჭეს.
-ისე ბოს ლაშას რატომ დავაინტერესე ნეტა? არ მეგონა ჩემნაირი უფერული გოგოები თუ მოწონდა_მხრები აიჩეჩა ნათიამ და კაცს გადმოხედა.
-საიდან დაასკვენი?
-იმ საღამოს შემდეგ სამჯერ დამირეკა_ჩუმად ჩაილაპარაკა
-ვერ გავიგე?_სწრაფი დამუხრუჭებისგან მთლიანად წინ გადაწევა მოუწია ნათიას და კინაღამ ცხვირი დაარტყა მინას.
-ნუ, აი იმ წვეულების შემდეგ მირეკავს და მკითხულობ.
-ნათია, მხოლოდ ერთხელ გირჩევ, გაგაფრთხილებ, როგორ მიიღებ, მეორედ არ გავიგონო მის ზარს პასუხობდე, ან ახსენებდე, შეხვედრა ხომ საერთოდ ამოიგდე თავიდან. გასაგებად ვლაპარაკობ?
-ღმერთო ჩემო ბოს, ნუ მაიძულებთ დესპოტი დაგიძახოთ_სიცილი აუტყდა გოგოს.

რამდენიმე წუთში სადგურთან იყვნენ და მანანას ეძებდნენ.
-გამარჯობა_ღიმილით მიესალმა კაცი და ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა?_დაბნეული ჩანდა მანანა
-მე გოგი ვარ, ნათიას უფროსი, ნუ გიორგი მქვია, მაგრამ რატომღაც ყველა გოგით მიცნობს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა_დაბნეულად გაეღიმა კაცს.
-ბოს, როცა იბნევით ჩემზე მეტს ლაპარაკობთ_ჩუმად ჩაჩურჩულა კაცს და მიიღო კიდევაც მოქუფრული სახე პასუხად.
-შენ ხელში კიდე კარგ ჭკუაზე ვარ._მერე წყანარდ მიუბრუნდა გოგოს დედას და ისევ ღიმილით განაგრძო ლაპარაკი.
-იცით, მინდოდა თავად წამეყვანეთ, რადგან ნათია უნდა გავათავისუფლო, მისამართი აუცილებლად უნდა ვიცოდე, ყველაზე დიდ ხელშეკრულებას ვაფორმებთ და შეიძლება ნებისმიერ წამს დამჭირდეს. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამშრომელია_ღიმილით დახედა ამაყად გაჯგიმულ გოგოს, რომელმაც ამაყად დაიკოსა შავი სათვალე და ფეისბუქის აგენტ სმაილს წამში დაემსგავსა. ძლივს შეიკავა ფხუკუნი გოგიმ და მანქანისკენ ანიშნა მანანას. ქალსაც დიდი თავპატიჟი აღარ გამოუდია და ჩუმად დაიკავა უკანა სავარძელი.
მთელი გზა ენა გაუჩერებია ნათიას, ხან რას ყვებოდა ხან რას, გოგი მიხვდა ამითი ცდილობდა ცუდზე არ ეფიქრა და ჩართვებსაც აკეთებდა. დაძაბული ნათია ცუნამივით იყო, ამოსუნთქვაც არ ჭირდებოდა, ერთი თემიდან მეორეზე სწრაფად გადადიოდა და კაცი უკვე გადახარხარებას აპირებდა აქ გააჩერეო გოგომ რომ დაუძახა.
ჩვეულებრივი ორ სართულიან, საკმაოდ ლამაზ სახლთან გაჩერდნენ, გოგიმ მიპატიჟებას თავი აარიდა და სამსახური მოიმიზეზა.
-მადლობა ბოს_წამში აკოცა ლოყაზე კაცს და უცებ გადახტა ადგილიდან.
დაბნეული ბრუნდებოდა ქალაქში გოგი და ვერაფრით ხვდებოდა ეს დაბნეულობა რისთვის მიეწერა, მთელი მანქანა ნათიას სუნით რომ იყო გაჟღენთილი, თუ დამშვიდობება ესიამოვნა. სამსახურში დაბრუნებულს ოფისი აზუზუნებული დახვდა, მაგრამ პირველად აქ მუშაობის ისტორიაში მუშაობა ეზარებოდა.
ნაშუადღევი ისე მოვიდა, არც მისი ყავა გახსენებია ვინმეს და არც სადილი, სამაგიეროდ ნათია ზუსტ დროს ურეკავდა და ეუბნებოდა იმ დროს რას აკეთებდა ხოლმე, თორემ კაცი ყავის და სადილის გარეშე რომ დარჩენილიყო მთელ ოფის გადაწვდებოდა და ცოცხალს არავის დატოვებდა. სამი დღე ითმინა, ბოლოს წყობიდან გამოსულმა მალენას საყვედურების ულევი რაოდენობა დაახვედრა დამსახურებულად. აცრემლებული ქალი მაშინვე გავარდა ყავის მოსატანად და ღმერთს ნათიას ბებიის გამოჯანმრთელებას სთხოვდა.
-თბილისიდან დარეკეს?
-დიახ, ბატონო გოგი, შევთანხმდით.
-მუშები მოვიდნენ?
-დიახ.
-დროულად დაამთავრებენ?
-დიახ.
-ღმერთო მალენა, ასე უნდა ამოგგლიჯო თთოეული სიტყვა? გადი გადი._ნერვებმოშლილი გადაწვა სავარძელზე და შუბლი ხელით მოისრისა. ჯანდაბა, უნდა აღიაროს რომ მართლა ვეღარ მუშაობს ამ გოგოს გარეშე, იმდენად შეისწავლა მისი ყველა დეტალი შეცდომასაც არ უშვებდა, თურმე რამხელა ადგილს იკავებს. უკვე 5 დღეა, არც უნახავს და წესიერად არც დალაპარაკებია, არც ეცალა ნათიას, მთლიანად ბებიის მოვლით იყო დაკავებული და ტელეფონს ვერ დაეკიდებოდა.
-დღეს ადრე გავდივარ, თუ რამე მობილურზე დამირეკე_გაკვირვებულმა დაუქნია მალენამ თავი და კარისკენ მიმავალ კაცს გახედა ჰალსტუხს რომ იგლეჯდა.
-დაჩი.
-გოგის ვახლავარ.
-ძმურად უარი არ მითხრა დავლიოთ რა.
-გავიხსენოთ ძველი დრო? რა პრობლემაა ჩემთან გამო, ერთ საათში სახლში ვიქნები.
-სახლში შენებს ხომ არ შევაწუხებთ?
-არა პირიქით, დემეტრე შენც გიშველის_ჩაეცინა დაჩის და გაუთიშა.
სასმელი თავად წაიყო გოგიმ და ძლივს გაიხსენა დაჩის მისამართი. რამდენიმე წუთი არავინ გამოეხმაურა, შემდეგ მოესმა დაძაბული ხმა.
-რომელი ხართ?
-ლილია, გოგი ვარ დაჩის მეგობარი.
-უი ახლავე_სწრაფად გამოაღ გოგომ კარი -მაპატიეთ, დაჩის ჩვევები გადმომედო, რთულია ჩვენი ისტორიების შემდეგ კარი იოლად გამოაღო_ლამაზად გაიცინა ქალმა და სტუმარი შეატარა. წამში გაისმა მსხვრევის ხმაც.
-ვაიმე, ღმერთო დემეტრე_ადგილს მოწყდა ლილია და სამზარეულოსკენ წავიდა. ბავშვს ვაზა გაეტეხა და წინასწარ ტიროდა რომ არ გაბრაზებოდა დედა.
-ამას ბავშვი აღარ ქვია, ეშმაკია, წამით ვერ შეაქცევ ზურგს, თქვენ როგორ ხართ?_ბავშვით ხელში გამოვიდა ქალი და წინ დაუჯდა.
-არამიშავს, ვწუხვარ რომ ამდენ ხანს ვერ გინახულეთ_ბავშვს ახალი პულტიანი მანქანა გაუწოდა და ისიც წამში გაიქცა გამოსაცდელად.
-დიდი მადლობა, ორი დღით დამასვენეთ_ სიცილი აუტყდა ლილიას და მაგიდაზე შემოდებულ სასმელს მოკრა თვალი.
-ქალი თუ სამსახური?_ეშმაკურად ჩაეცინა.
-უკაცრავად?
-მაპატიეთ ასე გაშინაურება მჩვევია უცებ, კაცს დალევის სურვილს ორი მიზეზი უჩენს, ან ქალი ან სამსახური, თქვენი რომელიათქო.
-ვერც ვიფიქრებდი დაჩის სხვანაირი ცოლი აერჩია_სიცილი აუტყდა გოგის -მოდი ასე ვთქვათ ორივე მიზეზი.
-ოოო, მაშინ ერთი ბოთლი ცოტაა_კარადიდან მეორე გამოუღო და დაჩიც მოვიდა. ნაზად აკოცა ლილიას, ღიმილით ჩამოართვა გოგი და ბავშვიც ტირილამდე კოცნა. რამდენიმე წუთში კაცები სამზარეულოში განმარტოვდნენ და დაჩი წარბ აწეული ათვალიერებდა კაცს ერთიანად რომ გადაკრა მთელი ჭიქა.
-დაიწყებ ახლა? ოღონდ ახლა რა დავიწყო და არაფერი მომხდარა არ გინდა თუ ძმა ხრ_ხელი აუწია გოგის და თავიდან ჩამოასხა.
-რომ ვიცოდე რა მჭირს დასალევად არ მექნებოდა საქმე_ჩაიბუზღუნა გოგიმ და კიდევ ერთი მიაყოლა -გახსოვს გითხარი ასისტენტი საქმეში უნდა ჩავრთოთქო, ვერ მოვასწარი მოყოლა, იმ დღეს ერთი კვირით გამეთავისუფლა და მის მერე ოფისი კიარა ჯოჯოხეთი გახდა, ზეპირად იცოდა რომელ წუთს რას ვაკეთებდი, ყველაფერი წამებში ქონდა გათვლილი, ახლა კი ერთი კვირაა სადილიც ვერ შემოაქვთ წესიერად, წარმოგიდგენია? გაჩუმებას ვეხვეწებოდი და ახლა ლამის მოწყენილობისგან ვკვდები.
-ჯანდაბა_სიცილით გადაკრა დაჩიმ არაყი -გენატრება.
-ნუ ხუმრობ, მე სერიოზულად გელაპარაკები_ძლივს დადგა ხელში გაშეშებული ჭიქა გოგიმ.
-მე რა მეტყობა ხუმრობის? მიეჩვიე, ახლა გენატრება. ახლა რომ გიყურებ აღარც მარტო მიჩვევა მგონია.
-დაჩი, თითქმის ათი წლით უნცროსია.
-ხომ ხედავ? უარყოფის ნაცვლად მიზეზებზე ფიქრი დაიწყე.
-არა, არა სისულელეა, მაგაზე ფიქრიც კი. ბავშვია, ერთად ვმუშაობთ, კარგი თანაშემწეა, სულ ესაა.
-შენი მდგომარეობა სულ სხვას ამბობს_უკვე ჩაცლილ არყის ბოთლზე მიუთითა დაჩიმ და ხმაურით დააბრუნა გოგიმაც ჭიქა.
-იმ საქმეზე რა ვქნათ? _წამში შეცვალა სასაუბრო თემა
-რაც შენ გაარკვიე იმის მერე გრიგოლი მთავარი ეჭვმიტანილია, რა თქმა უნდა ლაშასთან ერთად. გამოძიება ჩუმად მიმდინარეობს, ვცდილობთ ვინმე შევაგზავნოთ მის კომპანიაში.
-სამწუხაროა, რომ მე არ მცალია_ღიმილით დაიკავა მესამე სკამი ლილიამ -საიდუმლო აგენტობა საოცრად გამომდის.
-გოგი, შენ არ თქვი ნათიას შევაგზავნიო?
-არა, არ ვიცი, სახიფათოა დაჩი, მეშინია შარს არ გადავკიდო, ისიც ვიფიქრე მოვუყვები და თავად გადაწყვიტოსთქო, მაგრამ სწორედ მაშინ ერთი კვირით დამეთხოვა, წასვლის დღეს კი მითხრა, რომ თურმე ის ყმაწვილი ხშირად ურეკავს, კითხულობს და თავს აწონებს_ხარბად ჩაყლაპა არაყი და პირველი ბოთლიც გამოცალეს.
-რატომ მეცნობა სიტუაცია?_ ქმარს გადახედა ლილიამ, რომელმაც შეუმჩნევლად დაუქნია თავი და ქალსაც გაეღიმა. -მაგრამ, გოგი აუცილებლად უნდა გაარკვიოთ თქვენი ასისტენტი, მიეცით უფლება თავად გადაწყვიტოს უნდა თუ არა თქვენი დახმარება, იქნებ შეეშინდეს და საერთოდ წავიდეს, იქნებ პირიქით, გვერდით ამოგიდგეთ.
ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს, გოგიც თითქოს დამშვიდდა რომ ილაპარაკა, მაგრამ გაურკვეველ გრძნობებს ვერსად გაურბოდა. ვერც იმას ხვდებოდა რამ ააცერცეტა ეს 34 წლის კაცი, არაყმა იმდენი ქნა, სანამ ნაცნობი ნომრები არ ააკრებინა ტელეფონზე და აიძულა თვალები დაეხუჭა საყვარელი ხმის გაგონებაზე.
-გისმენთ ბოს, ხომ მშვიდობაა ასე გვიან რომ მირეკავთ? ნუ რა გვიანი, ეს სოფელშია 9ზე იძინებენ ქათმებთან ერთად, თორემ მე თქვენი გადამკიდე უკვე ჩვევად მექცა ღამის პირველზე დაძინება_ღიმილით უსმენდა გოგი ნათიას ტიკტიკს და შეუმჩნევლად შეეკრა სუნთქვა, არუნდოდა რომელიმე სიტყვა მაინც გამორჩენოდა.
-ნათია, მაპატიე მაგრამ სასწრაფოდ მჭირდები, საქმე არ იცდის, როგორაა ბებო?
-უკეთ ბოს, ხვალ ექიმი უნდა მოვიყვანოთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება მაშინვე წამოვალ. ხომ მშვიდობაა უფოროს?_დააბნია გოგო კაცის სერიოზულმა ტონმა.
-თქვენ სახლში დარჩით, ექიმს მეჩამოვიყვან, საუკეთესოა ქუთაისში და შენც თან წამოგიყვან. შემოლაპარაკების გარეშე იცოდე._ღიმილით გათიშა ტელეფონი და დივანზე წამოწვა. ვერაფრით აიძულებდა თავს ღიმილი შეეწყვიტა, ამდენი დღის შემდეგ, როგორც იქნა ეღირსებოდა და ნახავდა.

-------------------------------------------
ვცდილობ დიდი თავები დავდო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ასე რომ გამოხატავთ მოწონებას <3 შეფასებები თქვენთვის მომინდია <3



№1 სტუმარი makukuna

თავიდან ძაან ნერვებს მიშლიდა, ამ გოგოს ტლიკინი. ახლა ისე მომწონს, უკვე ტიკტიკად აღვიქვამ smile smile

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

პატარა თავი იყო ნათი, მაგრრამ არაუშავს.
მომეწონა

 


№3 სტუმარი სტუმარი დეფნე

სუპერ გოგო ხარ

 


№4  offline მოდერი naattii

makukuna
თავიდან ძაან ნერვებს მიშლიდა, ამ გოგოს ტლიკინი. ახლა ისე მომწონს, უკვე ტიკტიკად აღვიქვამ smile smile

გეთანხმები ❤

ბელუ შეროზია
პატარა თავი იყო ნათი, მაგრრამ არაუშავს.
მომეწონა

ყველაზე დიდი თავია მემგონი რაც კი ოდესმე დამიდევს :D

სტუმარი დეფნე
სუპერ გოგო ხარ

დიდი მადლობა ❤

 


№5  offline წევრი დარინა

ისტორიის პოზიტივია ეს გოგოოო, ზოგადად არ მიყვარს ბევრს რომ ლაპარაკობენ ქალები მაგრამ ნათია ძალიან მომწონს, მიხარია გულქვა გოგი ამ ქვეყნისკენ რომ მოაბრუნააა, აი დაჩი მარტო ჩემთვის მინდააა.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Mshvenieriaa dzalian momwons sicilisgan vdnebi xolme am istoriis wakitxvisas

 


№7  offline მოდერი naattii

დარინა
ისტორიის პოზიტივია ეს გოგოოო, ზოგადად არ მიყვარს ბევრს რომ ლაპარაკობენ ქალები მაგრამ ნათია ძალიან მომწონს, მიხარია გულქვა გოგი ამ ქვეყნისკენ რომ მოაბრუნააა, აი დაჩი მარტო ჩემთვის მინდააა.

რა ვქნა, რამდენიმე ისტორია მაქვს, მგრამ დაჩი და ალექსანდრე (ერთჯერადი სტუმრიდან) განსაკუთრებით ეგოისტურად მიყვარს <3 ასაკის შესაბამისად გაბრიელსაც გამოვარჩევდი :დ

სტუმარი მარიკო
Mshvenieriaa dzalian momwons sicilisgan vdnebi xolme am istoriis wakitxvisas

ყველანაირად ვეცდები ბოლომდე ასე იყოს <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო ძალიან და იმედია გოგი მოუყვება ყველაფერს ნათიას.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№9  offline მოდერი naattii

La-Na
კარგი თავი იყო ძალიან და იმედია გოგი მოუყვება ყველაფერს ნათიას.ველი ახალ თავს

ვნახოთ ვნახოოთ :დ <3

უცნაური მე
ტკბილი თავი იყო. ნათიაზე ვგიჟდები <3 გოგიც მომწონს ძალიან. ნათი შენ ხარ საუკეთესო გოგო ❤️❤️❤️

როგორ გელოდებოდიი <3 დიდი მადლობა <3

 


№10 სტუმარი სტუმარი Salome

Dzalian kargi lamazi sasiamovno istoria romelic sul ginda ikitxo dzalian momwons

 


№11  offline მოდერი naattii

სტუმარი Salome
Dzalian kargi lamazi sasiamovno istoria romelic sul ginda ikitxo dzalian momwons

მადლობა ❤

 


№12  offline წევრი tamuna.s

დღეს დადებ?

 


№13  offline მოდერი naattii

tamuna.s
დღეს დადებ?

აუცილებლად. უკვე მზადაა ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

Dzalian momewona . Vapireb tkveni sxva istoriebis gacnobas nu shemomiyvardize vafren.velu axal tavs

 


№15  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
Dzalian momewona . Vapireb tkveni sxva istoriebis gacnobas nu shemomiyvardize vafren.velu axal tavs

უღრმესი მადლობა ❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

შეუყვარდა... ვაიმე უჟმური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent