*სისხლიანი პაემანი* (თავი 24)
ცივი ნოებრის სიო,მიუხედავად იმისა რომ სუსტად იძროდა ღია ფანჯრიდან,კანს მაინც უსუსხავდა და უწითლებდა ცხვირს. სიცივისგან აკანკალებულ ტუჩებს ცხელი ჩაით ისველებდა და თავის გათბობას ცდილობდა. კარზე კაკუნი გაისმა,ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა შემოსასვლელს. კარი გააღო თუარა,მის წინ დათა აესვეტა,ნაბიჯი წინ გადმოდგა და სინათლეში უფრო მეტად გამოჩნდა მისი დასიებული ქუთუთო,რომელიც ლურჯ სფეროებს უფარავდა. ესეც დემეტრეს ნამოქმედარი.. გაიფიქრა ქალმა და გული უფრო მეტად შეეკუმშა. - მოდი,დაჯექი. - რა საქმე გქონდა,ანასტასია. - მე ვერ მოვედი,ალბათ ხვდები რატომაც.. აღარ შემიძლია ხალხთან კონტაქტი და მათი დამცინავი მზერის აცილება. - ვხვდები,ამიტომ აქ ვარ და გისმენ.. - საუბრის დაწყება ძალიან მიჭირს,მაგრამ მომისმინე და გთხოვ,არ გამაწყვეტინო. - გისმენ.. ამოიოხრა და თავი გვერდით გადახარა. - მაპატიე. ვიცი,როგორ ეგოისტურად,დამცინავად და ირიონიულად ჟღერს ეს სიტყვა,მაგრამ დამიჯერე,მართლა მინდა,რომ მაპატიო.. - ჰო,ასე ჟღერს კი.. ტუჩებზე ოდნავ ღიმილი გაეპარა და ქალს მიაშტერდა. - მე შენ გიღალატე და ეს ყველაფერი ისე დავაჯერე საკუთარ თავს,ვითომ ცუდი არც გამიკეთებია.. უბრალოდ ასე მინდოდა თავი გამემართლებინა შენთან.. ამის გამო მძულს ჩემი თავი. საშინლად მძულს,დათა. შენ ის მაჩუქე,რაც აქამდე არასდროს,არავის არ უჩუქებია ჩემთვის.. სიყვარული მაჩუქე,უანგარო,რომელსაც არ ვიმსახურებდი.... არც იმას ვიმსახურებ,შენი ცოლი მერქვას,თუნდაც ამას სამაგიეროს გადახდის მიზნით აკეთებდე. - ჩემს მიმართ შეიცვალე და მე მაშინვე ხელი გკარი,არადა ჩემი ბრალი იყო..ღალატს მეც არ ავიტანდი,შენ კიდევ მაინც კარგად მექცეოდი,ხელი რომ შემეწყო,ალბათ დაივიწყებდი კიდეც ამ ყველაფერს,მე კი უარესობისკენ მიმყავდა,უფრო ვართულებდი,როცა შემეძლო უფრო იოლად გამოვსულიყავით. - არა ანასტასია,არ დავივიწყებდი,მაგრამ შენს გამო ჩემს თავმოყვარეობას ვაბიჯებდი და *ლესავით ვიჯერებდი,რომ ერთი შანსი უნდა მომეცა,შენთვის.. ჩვენთვის. - ამას ვგულისხმობ,დათა.. ჩემი თავის,ჩემი არსებობის იმდენად მრცხვენია.. - ტასო.. - მათქმევინე. თავს არ გაცოდებ,მარიამის თავს გეფიცები. მართლა მრცხვენია.. - შეგეძლო ყველაფერი გეთქვა და მოგეყოლა იმ სი*ზე....მაგრამ შენ... ხელი ჩაიქნია და გვერდით გასწია მზერა. - იცი,როცა უკვე ერთად ვიყავით,როცა უკვე ვიცოდით ჩვენი მომვალის,ჩვენი სიყვარულის გეგმები..ერთხანს ვფიქრობდი,მომეყოლა შენთვის ყველაფერი,მაგრამ ვერ გავბედე,წარსულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდი,მეშინოდა.. ვერ გიყვებოდი,მრცხვენოდა...მტკიოდა..ჯერ კიდევ არ მქონდა ყველაფერი დავიწყებული,ამას ვერ ვიტყოდი,შენ წარმოიდგინე მეგობრებმაც შემთხვევით გაიგეს.. - გასაგებია. შენთან ერთად მართლა კარგად ვიყავი,მადლობელი ვარ ყველა იმ გატარებული წუთისთვის,რომელსაც მე მითმობდი.. - არაფრის. მხოლოდ მადლობა თუ მეთქმის,ის კი,რაც გააკეთე და როგორც მომექეცი,მხოლოდ ჩემი დამსახურებაა და უარესიც ღირსიც ვიყავი,ვარ და ვიქნები. - კარგი,მორჩი თვითგვემას.. მიპატიებია ყველაფერი.. იმედია ბედნიერი იქნები მასთან ერთად. კოლოფიდან ამოაძრო ერთი ღერი და მომწამვლავი აირი ფილტვებში ჩაუშვა. - მასთან ერთად,არა.. ისე ვნახოთ.. ჩაიღიმა ქალმა და ღაწვები მარილიანი წყლით დაუსველდა. - კარგი,ნუღარ ტირი.. ცერა თითი ყვრიმალებზე გადაუსვა და შეუმშრალა. - მეც დამნაშავე ვარ,ასე არ უნდა მოგქცეოდი..უბრალოდ,უცებ..გადამეკეტა... თითი საფეთქელზე მიირტყა და ნერვიულად მოაქცია ტუჩები კბილებს შორის. - ვიცი. - კარგი,წავალ.. სამსახურში მაგვიანდება,დღეს ბოლო კვირაა.. - მართლა? წარმატებებს გისურვებ. სკამზე გადაკიდებული პალტო აიღო და ხელები გაუყარა. - სამსახურში არ დაბრუნდები? თეთრი,ჩამწკრივებული კბილები გამოუჩნდა ტუჩებს შორის,ხშირ წვერში და თვალი ჩაუკრა. - არ ვიცი.. - გადაწყვიტე,შენი კაბინეტი მხოლოდ შენ გელოდება,ქალბატონი ანასტასიას გარდა,არავის დავიჯენ აქ-ო. - კარგი,ვნახოთ. ცერა თითი ნიკაპზე მოუსვა,ქალის იდეალურად ლამაზ სახეს კიდევ ერთხელ გადახედა და სახლი დატოვა. ქალმა საძინებლის კარი შეაღო,სარკის წინ დადგა და თავის გამოსახულებას მიაჩერდა. - შენ მხოლოდ კარგი ადვოკატობა შეგიძლია..მეტი არაფერი..დაე ასე იყოს. ჩაილაპარაკა და ზიზღისგან ტუჩები მობრიცა. ____ 25 ნოემბერი,ორშაბათი. 13:00 საათი. * კლასიკური ქვედაბოლო,მუხლებამდე კარგად აცდენილი,რომელშიც მუქი და ოდნავ გამჭვირვალე კოფტა ჩაეტანა,ბიუსტჰალტერი ბუნდოვნად მოუჩანდა და მისი მკვრივი მკერდიც,რომელიც თავს იწონებდა სიფრიფანა ნაჭრის მიღმა. თმა უკან გადაიყარა,ყურთან გადაიწია,შინდისფერი ტუჩსაცხით შეიღება ბაგეები,მაღალ ქუსლებზე შედგა და მარიამის საძინებლამდე ქუსლების კაკუნით გავიდა. - ჩემთან ერთად დალევ ყავას? კარს ჩამოეკონწიალა და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ნახევრად მძინარეს. - ვაუ ტასოო,იმენა ბომბა ხარ.. სამსახური უნდა ააფეთქო? - იდიოტურ ხუმრობებში საყვარელ მამიკოს გავხარ! მოდი რა,მუხლები მიკანკალებს ისე ცუდად ვარ. - კარგი ჰო.. ავდგები.. საძინებლის კარი ფრთხილად მოიხურა და კვლავ კარზე კაკუნის გაგებისას,სწრაფად გავარდა შესასვლელისკენ. - სან?! თვალები აუციმციმდა სიხარულისგან. - ჰო,გაიკრიჭა მამაკაცი და ტასო გულში ჩაიკრა.- მე წაგიყვან დღეს. - მადლობა სანდროო.. მადლობა.. მის მარწუხებში მოექცა და საუკეთესო მეგობრის მკლავებში ისეთი სიმშვიდე იგრძნო,რომელიც აქამდე არასდროს განუცდია,თითქოს მისი ოჯახის ნაწილი ყოფილიყო ისიც. - აბა რა გეგონა,მარტო გაგიშვებდი?? ოღონდ ყავა დამალევინე. - აჰა,აი მარიამისთვის ვადუღებდი. - აი ნახე რა... უკმაყოფილოდ დაიჯღანა მარიამი და ყავის ფინჯნისკენ გადაიტანა მზერა. - აღარ ვჭირდები და ყავაც სხვას უთავაზა! - წუწუნის ექსპერტო,წადი აბაზანაში და თავი მოიწესრიგე. - არა,აშკარად მაშინ უფრო გიყვარდი,როცა სულ ნერვებს გიშლიდი! - დაასკვნა. თვალები აატრიალა ტასომ და სანდროს გახედა,რომელიც ჭიქაში იღიმოდა. - არ გადაგცდეთ! დაიღრინა მარიამმა და ოთახის კარები მიიხურა. - ტასო,ისე მიკვირს მაგრად,სამსახურს რომ უბრუნდები. - სან,ფული მჭირდება.. თავი ხომ უნდა ვირჩინო? მარიამს ხან დედა აძლევს ფულს,ხან მამა..მაგრამ ხომ იცი,მე მათ ფულს ხელს არ ვაკარებ. - რუსუდანი არ გირეკავს? - არა.. ისე,ხანდახან მგონია,ამდენ შეცდომას ცხოვრებაში იმიტომ ვუშვებ,რომ დედა არასდროს მყოლია გვერდით... არ დავურიგებივარ არასდროს ადამიანურად,ქალურად,მეგობრულად...არ ვიცი,აქამდე საერთოდ როგორ მოვედი.. დედ-მამის სითბო არ ვიცი რა არის,როცა რეალურად ისინი ცოცხლები არიან.. რა ირონიაა.. - ჰო.. აი მე მაგრად მენატრებიან ჩემები.. - შენ მართლა საუკეთესო მშობლები გყავდა სან... - კაი წამო,წამო.. დავაგვიანებთ. - აჰა..დროა უკვე? ღრმად ჩაისუნთქა და სკამიდან წამოხტა გველნაკბენივით. - დამშვიდდი,ნიკაპი მოაქცია თავის ხელში და თვალებში ჩახედა. - მშობლებში შეიძლება არ გაგიმართლა,მაგრამ ჩემი სახით ძმა გყავს,რომელიც ყველას თავს-პირს გაუერთიანებს,თუ ვინმე გააბრაზებს ჩემს გოგოს! - ნუ თუ ასეაა.. წარბი აწია და გამომცდელად შეხედა. - წამოდი,წამოდი,წავიდეთ. სავარძელს ზურგით მიეყრდნო,თითქოს პირველად იჯდა კუთვნილ ადგილას და აქამდე ეს კაბინეტიც სხვისი ყოფილიყო,ყოველი ტელეფონის ზარზე გული აუდიდ-ჩამოუდიოდა. მდივანი კაბინეტში კარზე კაკუნით შემოიჭრა,ფაილები მაგიდაზე დაუდო ანასტასიას და ქალი აათვალიერა,ტასოც დაიძაბა და სავარძელს დაუბრუნდა ისევ. - ქალბატონო ანასტასია,რამეს ხომ არ დამავალებთ? - არა,შეგიძლია წახვიდე. მობილური ხელში მოიმარჯვა და ნომერი სწრაფად აკრიფა. - აბა როგორ მიდის შენი პირველი სამუშაო დღე? მეორე ხაზიდან ქალის სასიამოვნო ხმამ გაიჟღერა. - საშინელებაა!კატასტროფააა! ჯოჯოხეთია.. ყველა თვალებით მჭამს,ასე მგონია გადამყლაპავენ.,მომკლავენ...არ შემიძლია..ნეტა მიწა გამისკდეს და თან ჩამიყოლოსო - ეხლა მესმის ამ ფრაზის მნიშვნელობა ყველაზე კარგად! სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო თითების კვნეტით. - დამშვიდდი..გესმის? ყველაფერი გაივლის,ეგ დაძაბულობაც მოიხსნება ნელნელა. - ვერ ვმშვიდდები და რა გავაკეთოო? შენ ისევ განყოფილებაში ხარ? - ჰო,ახალი უფროსი გვყავს.. - მერე რა? - საშინელი ტირანია! ვიფიქრე ბატონს ლუკას მოვშორდებით და ახალი მაინც ნორმალური იქნება თქო,მაგრამ შენც არ მომიკვდე,უარესი! თავი კიტრად მოაქვს,თითქოს რამეს წარმოადგენდეს! დიდი ამბავი,არავის უკვირს მისი ლამაზი ცხვირ-პირი და იდეალური სხეული! - რა გჭირს ჟღალო,როგორ გაუბრაზებიხარ იმ ხელოვნების ნიმუშს? - რა ხელოვნების ნიმუში! იდიოტი,ნარცისი ნაბი*ვარია! რომ მიყურებს ვკანკალებ,გესმის?!სარკაზმის მეფე!!! - ნუ რა ვიცი,ისე აღწერე,დამაჟრიალა. ჩაიცინა ქალმა და ლილემ ლამის ტელეფონიანად გადაყლაპა. - კარგი წავედი,მოდის ტირანი და ტელეფონით რომ დამინახოს,აქვე ჩამაქვესკნელებს ალბათ. - კარგი მიდი,არ დადნე მანდ. - ენას ამოგაძრობ რომ გნახავ. ღია კარში თავი სანდრომ გამოყო,ქალმა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და მაგიდაზე დაწყობილი ნივთები მოიმარჯვა. - წავედით? - ჰო. შენობიდან გამოსულები,ვერცხლისფერ მერსედესს მიუახლოვდნენ,უეცრად არსაიდან ჟურნალისტების არმია გამოჩნდა,რომლებიც გარს შემოეხვივნენ ანასტასიას და მიკროფონს გადამღები აპარატურით სახესთან უფრიალებდნენ. - ესენი აქ საიდან გაჩნდნენ? - გადახედა ნერვიულად სანდროს და მხარზე ჩაებღაუჭა,კაცმა კი საპასუხოდ მხრები აიჩეჩა. - ქალბატონო ანასტასია,რა მოხდა თქვენსა და მომავალ პრეზიდენტს შორის? - რას ნიშნავს თქვენი დაბრუნება,გაპატიათ საქმრომ ღალატი? - ქალბატონო ანასტასია,მართალია რომ მკვლელის საყვარელი იყავით? - გაიწიეთ,გამატარეთ!! ღრიალებდა ქალი,ყელზე ბურთი მობჯემოდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა. სახეზე ხელებს იფარებდა და ფოტოაპარატის სინათლე უჭრიდა თვალებს. - გაიწიეთ!!! იღრიალა სანდრომ და კარი სწრაფად გააღო,მანქანას შემოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. - გთხოვ,ჩქარა წავიდეთ. გთხოვ! - ახლავე ტასო,დამშვიდდი. ძალიან მალე ვიქნებით სახლში. გაზს მთელი სისწრაფით მიაწვა და ჟურნალისტების ხროვა ნაცრისფერ კვამლში გახვეულიყო. ** სისხლიანი პაემნის მეორე დღე. 26 ნოემბერი,სამშაბათი. 17:30 - დათა,ამას შეხედე.. მაქსიმემ ლეპტოპი მამაკაცისკენ მიატრიალა,სადაც ანასტასია დაინახა საშინელ მდგომარეობაში,რომელსაც ჟურნალისტები ეხვეოდნენ. - კაი რა,ესე სი*ულად სამაგიეროს გადახდა მაგრად ტეხავს ტო - რაა? - არ არის ამის დრო,რამოდენიმე დღე და პრეზიდენტი ხარ! რა გჭირს შე*ემა. - შენ ხოარ ან*რევ?გგონია ანასტასიას მე ვუჩალიჩებ რამეს? ლეპტოპი ახლოს მისწია და კადრები გადაახვია. - რავი,კაი ძმაო კაი.. კაბინეტში კარზე კაკუნი გაისმა,მდივანს ორი ახალგაზრდა ბიჭი შემოჰყვა და დათას მიაშტერდნენ. - რა ქენით? წვერზე ხელი ჩამოისვა ნერვიულად და მზერით გაბურღა ორივე. - დავალება შესრულებულია ბატონო. - ძაალიან კარგიიი.. კმაყოფილებით სავსემ გაიღიმა,უჯრიდან ფულის შეკვრა ამოიღო და მაგიდაზე გაასრიალა. - გაიყავით,ეს პირველი სამუშაოსთვის,მერე ვნახოთ კარგად თუ მოიქცევით,პრემიასაც აიღებთ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს,ფული აიღეს და იქაურობას გაეცალნენ. მაქსიმე სკამით მიიწია მამაკაცისკენ,იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და გამომცდელად შეხედა. - რას ჩალიჩობ? - მაგასაც გაიგებ. - ჩემი კარგი მო***ნ ძაან აჭრილი ხარ და იცოდე საქმეს გაიფუჭებ - ოოო ნუ შემე*ი თუ ძმა ხარ,ვახტანგივით ნუ მელაპარაკები თორემ მიგაყოლებ იმას - კაი გავალ და მალე მოვალ. - სად მიდიხარ? - ბავშვი უნდა ვნახო. - და პრესკონფერენცია?! - აა,მოვალ მანამდე. კოსტუმს ხელები გაუყარა და მკერდთან შეისწორა,გასაღებს ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავარდა. *** - დაიძინე რა დეე,დაიძინეე.. ქალს ქერა თმა სახეზე გადმოყროდა არეულად,თვალების ქვეშ სიშავეებს დაეკავებინა ადგილი და ლამის იქვე ჩასძინებოდა,კარზე კაკუნი გაისმა და ბრაზი ერთიანად მოაწვა. - მაქსიმე? აქ რას აკეთებ? - რატის სანახავად მოვედი,როგორ ხარ? ლოყაზე აკოცა და სახლში უცერემონიოდ შემოიჭრა. - ნუ აკაკუნებ ხოლმე,მომწერე ამოსვლას როცა დააპირებ და გაგიღებ. - რატო? - რა რატო?მაგ დროს შეიძლება ბავშვს ეძინოს. - აა,ბაზარი არაა,სად არის რატი? - გამოვიყვან,დამღალა უკვე ორი საათია ვცდილობ დაიძინოს,წუწუნით გამოიყვანა ბავშვი საძინებლიდან და მაქსიმეს დაკუნთულ ხელებში მოაქცია. - მამას კაციიი.... თვალები გაუნათდა პატარა არსების დანახვაზე. - ფრთხილად,თავი აქ დაუჭირე. ხელით ანიშნა და რატის მოციმციმე თვალებზე ორივეს გაეღიმა,პატარამ მამის მკლავებში შეწყვიტა ტირილი და ხითხითი დაიწყო. - რაო მაა? მოგენატრეე? - აქამდე მოსულიყავი,ვერ გავაჩერე მთელი დღეა ტირის. - მამა არ გრცხვენია? დედას რა პონტში აბრაზებ ტო? მოდი დავიძინოთ ხო? მის მკლავებში მჭიდროდ მოაქცია და აქეთ იქით ირხეოდა. მართას გაეცინა და ეჭვის თვალით გახედა. - ბავშის დაძინება ვინ გასწავლა? - ექთანმა,ხო რას მიყურებ? შენ რომ პალატაში იწექი,ბავშვთან ვინ იქნებოდა აბა? კეთილი ფერიები? - აჰაა..ეხლა გასაგებია რატომ არის შენთან მშვიდად. - კი,ჩვენ პირველ დღესვე მაგრად დაგვევასა ერთმანეთი,არა მა? პატარა რატის დახედა,რომელსაც თვალები უშფოთველად მიელულა და გაკვირვებისგან წარბები აზიდა. - ვა,ჩაეძინა ტო.. - მოდი,აქ დააწვინე. - რა დავაფარო? - აი ეს.. ხელით ანიშნა გადასაფარებლისკენ და სახეზე ღიმილი მოეფინა,როგორ ევლებოდა თავზე უხეში და ნარცისი მამაკაცი თავის ერთადერთ ვაჟს,რომელიც სულ სხვანაირი ხდებოდა მასთან ურთიერთობისას. კეფაზე ხელი ნერვიულად მოისვა და კიდევ ერთხელ დახედა თავის შვილს,საძინებელი ორივემ დატოვა და ფრთხილად გაიხურეს კარი. - ცუდ დროს მოვედი,მინდოდა ცოტახანი მაინც გამეტარებინა მასთან. - აბა მე მკითხე? კიდევ კარგი დააძინე,ძალიან დავიღალე. - ჰო,თვალებზე გეტყობა. ჯიბიდან საფულე ამოიღო და მართას გაუწოდა. - მაქსიმე არ გინდა.. - ბავშვს სჭირდება,შენც თუ დაგჭირდა გამოიყენე. ამისთვის არ მჭირდება სასამართლო მართა,არც მაგათი დედამო***ი დაწესებული დღეები,როდის ვნახავ ბავშვს და როდის არა,რამდენს მოგცემთ ფულს და ასე შემდეგ. - მაქსიმე ეს ძალიან ბევრია,გესმის? - არაუშავს. თვალები სახლს შემოავლო და მზერა ისევ მართასკენ გადაეტანა,რომელსაც თვალები დაეხარა. ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა,მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და ქალისკენ ახლოს მიიწია. - შენ როგორ ხარ? ხომ არაფერი გაწუხებს? სახეზე ჩამოყრილი ოქროს კულულა მოაშორა და ყურთან გადაუწია,მის შეხებაზე მართა შეიშმუშნა და თმა თავისი ხელით შეისწორა. - მე კარგად ვარ,უბრალოდ დაღლილი ვარ. - ცოტაც მოითმინე,წამოიზრდება ბავშვი და მე როცა დავიტოვებ,შენ გამოიძინებ ხოლმე. - მადლობა. - და....სანდროც აქ არის ხოლმე? ტუჩებში მოქციული სიგარეტი თითებით გამოიძრო და კვამლი გვერდით გაუშვა. - ერთად ვცხოვრობთ,აბა სად იქნება. - დავიჯერო გიყვარს? - ჰო,მაქსიმე,რატომ არ უნდა მიყვარდეს? - იასნია..ალბათ იცი,რომ მაგრად ვიჭრები. - არ ვიცი. - კაი,წავალ,საქმეები მაქვს. - კარგი,მადლობა მაქსიმე,კიდევ ერთხელ. - არაფრის, მომაჯადოვებლად გაიღიმა,როგორც მას სჩვევია,ქალისკენ დაიხარა და ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს,მთელი სინაზით აკოცა. კარი მიიხურა და ოთახებში მხოლოდ მაქსიმეს სურნელი ტრიალებდა,სწრაფად გააღო ფანჯრები და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა,რომელიც თითქოს შინაგანად უწვავდა ყველაფერს. * 27 ნოემბერი,23:00 პოლიციის სირენა სახლის გარშემო ტრიალებდა,მანქანიდან ფორმაში გამოწყობილი,რამოდენიმე მაღალი სილუეტი გამოჩნდა,სახლიდან გამოსულ მამაკაცს სწრაფად მიცვივდნენ,მანქანასთან მოიმწყვდიეს და ხელებზე ბორკილები დაადეს. - რა აკეთებთ შ*გ ხოარ გაქვთ?! ხელი გაწიეთ!!! იღრიალა მამაკაცმა და ყველანაირად ცდილობდა ორი ახმახის ხელიდან გათავისუფლებას. - თქვენ ბრალად გედებათ ნარკოტიკების მოხმარება და მათი გავრცელება,გაქვთ დუმილის უფლება,ყველაფერი რასაც იტყვით შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოზე. ცენტრში მდგარ რკინის მაგიდას,რომელსაც საპირისპიროდ ორი სკამი ედგა,ჭერში დამოტაჟებული სუსტი ნათურა ანათებდა,მამაკაცი მშვიდად იჯდა სკამზე და ხელში სანთებელას ათამაშებდა,ისე,რომ გამომძიებლის შემოსვლისას თავი ზევით არც აუწევია. ოთახში მაღალი,წითური ახალგარდა ქალი შევიდა,ღია მწვანე თვალები შეანათა ბრალდებულს და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. - დაკითხვას აწარმოებს გამომძიებელი ლილე რობაქიძე. კამერას გახედა ჟღალმა,მზერა მამაკაცისკენ დააბრუნა და მის წინ მოკალათდა. - ფურცელზე დაკითხვის დრო მონიშნა და კვლავ კაცს მიუბრუნდა. - თუ შეიძლება დაიწყე,დემეტრე. ტვილდიანმა მზერა გაუყარა ქალს,რომელიც აუღელვებლად უყურებდა და თითქოს ერთი სული ჰქონდა ინფორმაცია შეესრუტა. - სამწუხაროდ,ვერ დავიწყებ ლილე.. - ანუ,გამოძიებასთან არ გსურს თანამშრომლობა? - მსურს ბო*იშვილი ვიყო,მაგრამ აზრზე არ ვარ რა დავაშავე,ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ გამომძიებელოო? - ბრალად გედება ნარკოტიკების მოხმარება,იმპორტი და მისი გავრცელება,ასევე 2009 წლის 21 სექტემბერს,ნასამართლევი ხარ ზუსტად ამავე მიზეზით.. ტყუილია ეს? - არა,არ არის ... მხრები აიჩეჩა მამაკაცმა,რკინის მაგიდას მიეყრდნო და ლილეს მიუახლოვდა - ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვს! - დემეტრე,ყველაფერი გავაკეთე,რომ აქ შემოვსულიყავი! სიმართლე მითხარი! თვალები დაქაჩა ქალმა და წელში გასწორდა,მზერა კამერისკენ გააპარა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა. - დანაშაულს არ ვაღიარებ,გამომძიებელო.. - საქმის გართულება გინდა? - არა,პირიქით. - რა გაეწყობა...ადვოკატს დაელოდე,ტვილდიანო. თანხმობის ნიშნნად კაცმა თავი დააქნია,სკამს ზურგით მიეყრდნო და თვალი არ მოუშორებია ლილესთვის,ისე გავიდა გარეთ,ქალმა ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ნაცნობ ნომერზე რამოდენიმე ზარი გაუშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.