შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 18)


8-08-2018, 12:49
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 129

ბორდიურს გადააბიჯა სწრაფი ნაბიჯებით,მის წინ და უკან მრბოლელები დაქროდნენ,ზოგი რკალებს ხაზავდა,ზოგი ერთ ბორბალზე დგებოდა,საშინელი ხმაური და ყიჟინი ისმოდა ერთხმად,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,ცდილობდა დემეტრე გამოეძებნა,თუმცა ვერ პოულობდა,ერთ-ერთ ახალგაზრდას მიუახლოვდა,რომელიც თავის მოტოციკლეტს მიყრდნობოდა და ლუდის ქილა ეჭირა ხელში.
- უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით დემეტრე ტვილდიანი სად არის?
ბიჭმა ქილა ბოლომდე გამოცალა და მის წინ მდგარი მარიამი აათვალიერა.
- მხარდამჭერთა გუნდს უერთდები პატარავ?
თვალები აენთო წითურს.
- არა მე დემეტრეს ვეძებ! სასწრაფო საქმე მაქვს.
ბიჭმა თითები ტუჩებს შორის მოაქცია და დაუსტვინა,რამოდენიმე ბიჭი მის გვერდით გაჩნდა და კვლავ შეშინებულ მარიამზე გადაიტანეს ყურადღება.
- დემეტრეს ეძებს თურმე.. გაიმეორა ბიჭმა და ყველამ ერთად ხარხარი ატეხა.
- შენ არ იცი რო აქ არავის სახელი და გვარი არ აქვს?! ბიჭი დაიძაბა და მარიამისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი
- მე...მე არ ვიცოდი... მარიამი დაიბნა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა.
- ჩანთაში რა გაქვს? ელვა სწრაფად გასწია საიდანაც რვეულები და წიგნები ერთად იყრებოდა.
- როგორც ჩანს არაფერი საინტერესო... თავი გააქნია მამაკაცმა და ტუჩები დაბრიცა.
მალე ერთ-ერთი მოტოციკლის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა ტერიტორია,სწრაფად შემოუხვია მათკენ და მოსრიალდა,ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა თუ არა,გაკვირვებულმა შეხედა გოგონას.
- მარიამ?
- შენ გეძებდა ეს პატარა საყვარელი გოგო.. თვალი ჩაუკრა კვლავ წითურმა და კაცის გამოხედვაზე,ღიმილი სახეზე შეახმა.
- გინდა ძველბში გადაგამტვრიო? გააჯ*ით აქედან
დაუღრინა დემეტრემ და ყველა ადგილს მოშორდა ერთი მეორის მიყოლებით,ტყავის ქურთუკი შეიხსნა და გვერდით ჩამოუჯდა მარიამს.
- აქ რა გინდა??მარტო როგორ გაბედე აქ მოსვლა?
- მე..
სახეზე ხელები აიფარა,
თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და დემეტრეს მიეხუტა.
- რა ხდება მარიამ?!! გაწყენინა ვინმემ?!
- არა არა.. უცბად შემეშინდა.
- წამოდი,სახლამდე მიგიყვან,მალე რბოლა იწყება და აქ უნდა ვიყო.
- დემეტრე სალაპარაკო მაქვს..
- ანასტასიაზე თუ უნდა მითხრა რამე,აზრი არ აქვს.
- ჰო..ანასტასიაზე.
- არ მაინტერესებს მეთქი,მარი.
- დემეტრე გთხოვ,აუცილებლად უნდა იცოდე,მნიშვნელოვანია..
კარგი რა,ჩემი ხათრით.. მომისმინე.
- კარგი,აქ ხმაურია.. დაჯექი უკან,სხვაგან წავიდეთ.
ჩაფხუტი ფრთხილად დააფარა და ნიკაპთან შეუსწორა,მარიამიც მის უკან მოსკუპდა,ხელები შემოხვია მჭიდროდ და გამონაბოლქვით სავსე გზას მოშორდნენ.
- დამშვიდდი ცოტა? ჰკითხა ღიმილით და თმა ყურზე გადაუწია.
- კი.
- გისმენ,რა ხდება.
- მოკლედ,დემეტრე,იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად მოხდა.. ტასოს შენ უყვარხარ,დათა არ უყვარს,არ უნდა მასზე დაქორწინება
- რა?!
- დათამ ყველაფერი გაიგო,ჟურნალისტები ყოველ დღე ახალ ჭორებს ავრცელებენ,ყველა თქვენზე ლაპარაკობს.. იმ დღეს დათა მოვიდა,დაემუქრა.. შენი მოკვლით დაემუქრა,ტასოს არ უნდოდა რამე დაეშავებინა მას შენთვის,ამიტომ გითხრა ის ყველაფერი.. მოგატყუა დემეტრე,ტასოს ძალიან უყვარხარ
- ეხლა გასაგებია.. ჩაილაპარა დემეტრემ,ხელები შემოიწყო თავზე და სიარულს მოყვა. - ფუ ამის... დედ****ცი.. ესე იგი იმ სი*ის ბრალია ყველაფერი..
- რატომ არ მითხრა? მაშინვე რატომ არ მითხრა რაც ხდებოდა?!
იღრიალა კაცმა.
- მაგ დროს..
- რა?!
- მაგ დროს დათაც სახლში იყო.
- და სი*ივით იდგა და გვისმენდა?! ფუ ეგ უტ*აკო...
- ანასტასიას კარიერა დაუნგრია.. ყველაფერი წაართვა..
- მოვკლავ,მოვკლავ ჩემი ხელით...
- არა არა,არ გაბედო დემეტრე,ანასტასია რის გამო დაგშორდა ვერ ხედავ?! შენ რომ არაფერი დაგმართნოდა,საკუთარი ცხოვრება გაწირა.. სხვა რამე მოიფიქრე... გთხოვ,დათასთან არ მიხვიდე.. საერთოდ არავინ იცის მე რომ შენთან მოვედი..
- მარი,ესე ჩუმად არაფერი მოხდება.. სხვა რამეს ვერ მოვიფიქრებთ,ვერა..
- გთხოვ,უბრალოდ მინდა მშვიდობით დამთავრდეს ყველაფერი რა..
- ნუ გეშინია.. კაი,მორჩა. ოღონდ ეხლა გაიღიმე,არ გიხდებათ შენ და შენს და ცრემლიანი სახეები.
- კაი რა.
ცერა თითი ნიკაპზე მოკიდა,მუდარით სავსე მზერა მიაპყრო და მაინც გააღიმა მარიამი.
- აი,ასე ჯობია,დაჯექი,სახლში მიგიყვან და მერე მოვიფიქრებ რამეს.
- რბოლა?
- ხო,აქაც უნდა მოვიდე.. უბრალოდ მჭირდება ამ შეჯიბრის მოგება,მერე უკვე იმ საქმეს მივხედავ,კარგი?!
- კარგი,წამოვალ შენთან ერთად,გიგულშემატკივრებ.
- არა,არა დაიღლები,თან ძალიან მაგარი ხმაური იქნება,შეჯიბრი კიდევ საათზე მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს
- ჩემს მეგობარს მინდა ვუგულშემატკივრო,გთხოოოვ,არასდროს არ მინახავს ბაიკერების შეჯიბრი,კაი რა მოხდა?! ანასტასიასავით რატომ მახვეწნინებ ყველაფერზე,უხ..
- ჰო.კარგი.. წავედით?!
- წავედით,ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს..გთხოოვ უარი არ მითხრა.
- კაი,მითხარი..
გაეღიმა ბიჭს და ჩაფხუტები მოიმარჯვა.
- წინ დამაჯინე რააა... თვალები დააწვრილა და ყელზე თითები მიიტანა მუდარით.
- კარგი კარგი,დაჯექი!
____
ოქროსფერ სავარძელში მოკალათებულიყო მისი გრძელი ხალათით,თმა ტალღებად გადაეშვა ჰაერში,ცალი ხელით სიგარეტს ეწეოდა,მეორე კი ქვევით ჰქონდა დაშვებული,ფიქრებში წასულიყო გიშრისფერი თვალებით,რომელიც ხშირ წამწამებში მოქცეოდა,ურცხვად გამოდიოდა მისი სქელი,წითელი ბაგეებიდან ღრმა ნაფაზის შედეგად მიღებული კვამლი,რომელიც მის არაამქვეყნიურ კანის სურნელს შერეოდა.
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა,ფრთხილად წამოდგა სავარძლიდან და შემოსასვლელს გაუყვა ნელი ნაბიჯებით,კარი გააღო თუ არა,მის წინ დათა აესვეტა.
სიგარეტი ტუჩებს შორის მოაქცია და მანამ უყურა,სანამ კვამლი სახეში არ შეაბოლა.
- აქ რა გინდა?! ჰკითხა ქალმა და შეტრიალდა.
- რატომ ეწევი? კარი გადაკეტა,კოსტუმი სკამზე ჩამოკიდა და ანასტასიას წინ დაჯდა.
- ამასაც ამიკრძალავ?ხო.. შენ ხომ მხოლოდ ეგ შეგიძლია..
- არ მომწონს ასეთი ირონიული რომ ხარ..
- შენი პრობლემაა.
სწრაფად ადგა და სიგარეტი ხელიდან გამოგლიჯა,საფერფლეში ჩაწვა და ხელი ძლიერად დაუჭირა.
- არ გინდა ანასტასია თამაში,კარგად ვიცი როგორიც ხარ,რა გიყვარს და რა არა,სპეციალურად ნუ იქცევი ასე.
- ძალიან ცდები! მე შევიცვალე,ხოდა მიმიღე ისეთი,როგორიც ვარ.
- ისეთი იქნები,როგორიც იყავი!
ფეხზე წამოდგა და ზურგით დადგა, - არ ვაპირებდი ასე ლაპარაკს,საერთოდ სხვა რამე უნდა მეთქვა., შენ კიდევ არც მაცდი.
ანასტასიასკენ მოტრიალდა ისევ,მის წინ დადგა მუხლებზე და ხელი მის ხელებში მოაქცია.
- მინდა,რომ ისევ ისე კარგად ვიყოთ,როგორც ადრე.
სამ დღეში ჩემი ცოლი ხდები,არ მინდა რომ გძულდე.
ხელი სწრაფად გაინთავისუფლა მამაკაცის ხელებისგან და მუცელზე შემოიხვია.
- ტასო,შემომხედე.
- დათა რა გინდა?! კარიერა დამინგრიე,ყველაფერი გამომაცალე ხელიდან,არარაობა ვარ ყველას თვალში და შენ რას მთხოვ? შენთან კარგი ურთიერთობა მქონდეს?!
- ჰო.. კარგი.. დაბრუნდი სამსახურში,აღგადგენ ჩვეულებრივ.
- არ მჭირდება.
- ვიცი,ვიცი რომ გჭირდება,ვიცი რომ ხალხს სჭირდები.. მიყვარხარ,გთხოვ.. დამიბრუნდი ისევ ისეთი,როგორიც იყავი.
- შენ როცა მოგინდება მაშინ ვიმუშავებ,როცა მოგინდება წამოვალ,შენს ჭკუაზე უნდა ვიარო,მარიონეტივით უნდა გყავდე?!
- ხოდა გეუბნები,ზედმეტი მომივიდა,წადი შენს სამსახურში,გპირდები არაფერს გეტყვი,ოღონდ ყოველთვის დაცვასთან ერთად ივლი. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოხვალ,სახლიდან გასვლა თუ მოგინდება,ისევ დაცვა იქნება ქვემოთ.
- ასე უნდა მაკონტროლო?!
- ეგ ისედაც ეგრე იქნებოდა,როცა ცოლად გამომყვებოდი.
გიკვირს რომ არ გენდობი?! ხო,კარგი.. მოკლედ,ასე იქნება,ხვალიდან შეგიძლია დაუბრუნდე შენს საქმეს.
- უღრმესი მადლობა.
- ტასო,გთხოვ.. ასე ნუ მელაპარაკები..წავედი.
- კარგად იყავი.
- არ მაკოცებ?
- რა?!!
- ხო,რა იყო?!
- დათა,წადი.
კაცმა მისი სახე ხელებში მოაქცია,ხელის გაწევის მიუხედავად მაინც არ მოშორდა ანასტასიას სხეულს,მის ტუჩებს დააცხრა,რომელიც კოცნით არ პასუხობდა,მაგრამ მიუხედავად ამისა,გული მაინც იჯერა მისი მხურვალე ბაგეებით.
ტასოს თვალებიდან,ცრემლი ჩამოგორებულიყო,დათასაც შეემჩნია ეს,ფეხზე წამოდგა და კოსტუმი მოიცვა.
- ძილინებისა. თქვა და კარი გაიხურა.
მთელი ძალით დაიკივლა ქალმა,მაგიდიდან საფერფლე აიღო და მთელი ძალით შეახეთქა კედელს,რომელიც ნამსხვრევებად ქცეულიყო.
ხელები სახეზე აიფარა რა ცრემლებს გზა მისცა ბოლომდე.
- ტასო? გაკვრივებული მარიამი შემოვიდა,ანასტასია სწრაფად ადგა,ცრემლების ნაკვალევი შეიმშრალა სახეზე და ნაძალადევად გაუღიმა.
- სად იყავი ამდენი ხანი?
- გამოცდა ჩავაბარე.. მერე,მერე გეგასთან ერთად ვსეირნობდი.
- მაისური რას გიგავს,სად იყავით?
- მეე,მე.. ისა..
- მარიამ, რა ხდება?
- ბაიკერების შეჯიბრი იყო,გეგას მეგობარი მონაწილეობდა და გავყევით.. ძააან ძაან მაგარი იყო.
- ხო,კარგი,მიდი გამოიცვალე,საჭმელს გაგიმზადებ.
სააბაზანოდან გამოსული მაშინვე მაგიდას მიუჯდა,სკამი ბოლომდე მიიწია და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- აბა შემწვარი კარტოფილიო?
- სოკოს წვნიანი გავაკეთე,ისედაც ძალიან ცუდად ჭამ.
- ჰო კარგი,ეხლა ისე მშია ყველაფერს შევჭამ.
- მერე,რას მიყვებოდი?! მოიგო იმ ბიჭმა?
ლუკმა გადასცდა და წყლით სავსე ჭიქა მოიყუდა ბოლომდე.
- კი,კი მოიგო. სიტყვები მიაყარა ერთმანეთს და პურის ნაჭერს დასწვდა.
- კარგი,ჭამე.
შუბლზე აკოცა მარიამს და ბენზინის და გამონაბოლქვის სუნზე დაიჯღანა,ტუჩებზე ღიმილი გაეპარა და კედელთან დაყრილი ნამსხვრევების აღებას შეუდგა.
აივანზე გავიდა,სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად,კოლოფიდან გრძელი,წვრილი სიგარეტი ამოიღო,სიცივემ დაუარა მის სხეულზე და კანზე ეკლებმა დააყარა,ლამპიონების მანათობლების ყურებით გაერთო და გზას გაჰყურებდა ბოლომდე,ბოლოს თავის ეზოს მიაპყრო მზერა,თვალს უჭრიდა რაღაც,რაც ელვასავით ირეკლავდა სინათლეს.
ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი,ისევე დარჩა,ხელებით აივნის კიდეს დაეყრდნო და ნაცნობი მოტოციკლეტის დანახვისას,გული ლამის საგულედან ამოვარდა.
- დემეტრე?! სასოწარკვეთილმა ჩაიჩურჩულა და თვალები არ მოუშორებია ადგილისთვის.
ხალათზე პალტო მოიცვა,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მის წინ მდგომს მთელი ძალით შეეჯახა.
- მაპატიეთ,უკაცრავად..
- არა,არაუშავს.. ხომ არაფერი იტკინეთ?
- არა,არა.. დიდი ბოდიში.
- ნუ ღელავთ,არაფერია.
ჯანდაბა.. რას ვაკეთებ..რა გეგონა ანასტასია,ვინ დაგხვდებოდა აქ.. თავის თავს ლანძღავდა და სიცივისგან კანკალებდა,პალტოს მჯიდროდ იკრობდა და ცხვირი შესამჩნევად ასწითლებოდა.
- მე მეძებდი?
ნაცნობმა და მონატრებულმა ხმამ გაიჟღერა მის ზურგს უკან,ქალი ნელნელა შეტრიალდა და მის წინ მომღიმარი დემეტრე დაინახა.
- ნორმალური ხარ?!
ხმა გაუკრთა და წარბები შეკრა.
- დარეკვას ვაპირებდი,თუმცა აივანზე რომ შეგამჩნიე ქვევით იყურებოდი,ვიცოდი მაინც ჩამოხვიდოდი.
- აქ რას აკეთებ?! დემეტრე რა გინდა,რა?!
- ღმერთო ჩემო,სულ კანკალებ... თბილი ხელები წელზე შემოხვია და გულზე მიიკრო,თუმცა ქალმა მაშინვე ხელი კრა.
- დემეტრე სულ გააფრინე?!
- ყველაფერი ვიცი,ანასტასია.
- რა ყველაფერი?!
- იცი,რასაც ვგულისხმობ.. არ გინდა ეს მსხვერპლშეწირვა და შენი ცხოვრების განადგურება.
- იცი რას გეტყვი?! არაფერიც არ იცი! რომ იცოდე ასე არ ილაპარაკებდი!
- გეყოფაა! დაიღრიალა და მისი ხმა ექოსავით გაისმა სადარბაზოში - მაპატიე,თავი გააქნია და ჩაეცინა,უბრალოდ გეყოფა,ჩაიჩურჩულა ისე რომ ძლივს ისმოდა მისი ხმა.
- გგონია სასაცილოა?!
- უბრალოდ მინდა იცოდე,რომ არ არის საჭირო ეს ყველაფერი.. ანასტასია,ჩემს გამო კი არა,არავის გამო არ უნდა გაწირო შენი ცხოვრება,შენი კარიერა და საერთოდ,ყველაფერი,გესმის?
- ეხლა კარგად მომისმინე! ხმა გაებზარა ქალს,ყველანაირად ცდილობდა ყელში მომდგარი ბურთი გადაეყლაპა და ბოლომდე ამოეღერღა სათქმელი. - როცა შემიყვარდი,იმ წუთიდან დამთავრდა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში,რასაც "ჩემი" ერქვა,შენ თუ რამე დაგიშავდება,არ მჭირდება მე არც კარიერა,არც არაფერი,რატომ ვერ ხვდები?!
როცა მეცოდინება,რომ კარგად ხარ და უსაფრთხოდ,მაშინ ვიქნები ბედნიერი,მხოლოდ მაშინ!
- ჩემო სიცოცხლე,რა სისულელი ხარ?
გულზე მიიხუტა და ცხელი ტუჩები გაყინულ შუბლზე შეახო.
ხელი ისევ კრა და ისევ გასწია კაცი.
- კიდევ ერთხელ გამწევ ხელით და ბო*იშვილი ვიყო ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!!
მის მარწუხებში ისე მჭიდროდ მოაქცია,გასაშვებად რომც ეფართხალა,მაინც ვერსად გაექცეოდა ტასო.
- ყველაფერი კარგად იქნება,გპირდები.
- დემე გთხოვ,წადი.. წადი და იცხოვრე შენი ცხოვრებით.. დაივიწყე ყველაფერი,წადი გთხოვ..
- არსად არ წავალ.
- შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,გინდა რომ მოვკვდე?!
- მინდა,რომ ძალიან,ძალიან დიდ ხანს იცოცხლო და ბედნიერი იყო,გესმის?
- შენ თუ არ იქნები,მე ვერ ვიქნები დემეტრე! ამიტომ წადი,გთხოვ გამიშვი და წადი!
- არ წავალ,ხელს მხოლოდ მაშინ თუ გამაშვებინებ,როცა მომაკვდავი ვიქნები და ძალა აღარ მექნება..
- მომისმინე! სისულელეების გაკეთება არ გაბედო,გთხოვ,შეეშვი დათას და საერთოდ.. მე მას გავყვები ცოლად,შენ კიდევ იცხოვრე ისე,როგორ გინდა.. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,გთხოვ.
- მე ვიცი რასაც ვიზამ,შენ მაგაზე არ ინერვიულო.
- რას აპირებ??
- ადი სახლში,სულ კანკალებ,ადი.
- გინდა რომ ნერვიულობით მოვკვდე?
- არა,გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,ადი სახლში.
- კარგი.
მოტოციკლს მიეყუდა და სიგარეტი მოაქცია სისხლისფერ ტუჩებს შორის,ანასტასიას უყურებდა,როგორ ადიოდა კიბეებზე,როცა სახლში შევიდა,ბიჭიც მოტოციკლს მაშინვე შემოაჯდა და დათქმულ ადგილას აიღო გეზი.



ბავშებო,მაპატიეთ..ფიზიკურად ვერ შევძელი აქამდე ამეტვირთა ეს თავი,მართლა ძალიან დაკავებული ვიყავი.. არ გამიბრაზდეთ:(
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი,მეტჯერ აღარ დავაგვიანებ:დ <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორც ყოველთვის შეუდაარებელი იყო ცოტა მალმალე თუ შემოგვთავაზებ უფრო კარგი იქნება მოუთმენლად ველოდებიხომე ყოველდღე ვამოწმებ დაიდო თუ არა მოკლედ საუკეთესოა

 


№2  offline წევრი თამო1712

დღეს აღარ დადებ მეტს?

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ლიკა
როგორც ყოველთვის შეუდაარებელი იყო ცოტა მალმალე თუ შემოგვთავაზებ უფრო კარგი იქნება მოუთმენლად ველოდებიხომე ყოველდღე ვამოწმებ დაიდო თუ არა მოკლედ საუკეთესოა

ძალიან დიდი მადლობა<3 <3
თამო1712
დღეს აღარ დადებ მეტს?

სამწუხაროდ,მე არ ვარ მოდერი და არ მაქვს უფლება ორი სიახლე დავდო ერთ დღეში. :(

 


№4  offline წევრი teengirllove

dzalian magari iyoo..rodis vambobdi demetre miyvarstqo,ai rodis..kai male dade shemdegi

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

teengirllove
dzalian magari iyoo..rodis vambobdi demetre miyvarstqo,ai rodis..kai male dade shemdegi

ძალიიან დიდი მადლობაა^_^<3 >3 მალე დავდებ^_^<3

 


№6  offline წევრი elene2619

უხ როგორ მომწონს heart_eyes თავიდანვე ვკითხულობ და 18 თავია უკვე მაგრამ ის შეგრძნება რომ მოვლენები გაიწელა ან მზგავსი არცკი დამუფლებია <3 წარმატებები შენ <3 მაგერამ რაც შეეხება შენს ისტორიას "შენს მკლავებში დავლევ სულს " ერთიამოსუნთქვით წავიკითხე უბრალოდ კი არ მომეწონა მომნუსხა უდაოდ... ზუსტად მაგ ისტორიამ მაიძულა რო ეს ისტორიაც დამეწყო და რა თქმა უნდა ისევ გაამართლე ჩემი იმედები <3 წარმატებები heart_eyes

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

elene2619
უხ როგორ მომწონს heart_eyes თავიდანვე ვკითხულობ და 18 თავია უკვე მაგრამ ის შეგრძნება რომ მოვლენები გაიწელა ან მზგავსი არცკი დამუფლებია <3 წარმატებები შენ <3 მაგერამ რაც შეეხება შენს ისტორიას "შენს მკლავებში დავლევ სულს " ერთიამოსუნთქვით წავიკითხე უბრალოდ კი არ მომეწონა მომნუსხა უდაოდ... ზუსტად მაგ ისტორიამ მაიძულა რო ეს ისტორიაც დამეწყო და რა თქმა უნდა ისევ გაამართლე ჩემი იმედები <3 წარმატებები heart_eyes

უღრმესი მადლობა,ამაზე დიდ ბედნიერებას რა უნდა მანიჭებდეს,როცა ჩემი ნამუშევრები მოსწონს ჩემს მკითხველს <3 არც კი ვიცი რა ვთქვა,ძალიან მიხარია რომ არც ეს ისტორია გამოვიდა გაწელილი ან მოსაწყენი ვინმესთვის <3 <3 <3
მადლობა შენ,ასეთი შეფასებისთვის! <3 <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

უმაგრესია...... როდის დადებ??

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნინი
უმაგრესია...... როდის დადებ??

მადლობა საყვარელო kissing_heart ვეცდები ყველანაირად,დღეს დავდო.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

რატომ არ დაიდო ჩემი კომენტარი ვერ გავიგე არადა რამდენი ვიწვალე,დ... დათას ატანა შეუძლებელია. იმედი მაქვს ხელის მოწერამდე უშველუს დემე.

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
რატომ არ დაიდო ჩემი კომენტარი ვერ გავიგე არადა რამდენი ვიწვალე,დ... დათას ატანა შეუძლებელია. იმედი მაქვს ხელის მოწერამდე უშველუს დემე.

არ ვიცი,ძალიან ცუდია თუ არ დაიდო.. :((
ალბათ რაიმე ხარვეზი იყო..:((
არაუშავს საყვარელო,მაინც მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის..
kissing_heart kissing_heart

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

დადებ დღეს?!

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ანი
დადებ დღეს?!

კი,გვიან დავდებ kissing_heart

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

სანამ ახალს დადებ,მანამდე ვაპირებ თქვენს წინა ისტორიას ჩავუჯდე, რომელმაც კომენტარებში გაიჟღერა და მის ემოციასაც აქ გაგიზიარებთ.❤

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
სანამ ახალს დადებ,მანამდე ვაპირებ თქვენს წინა ისტორიას ჩავუჯდე, რომელმაც კომენტარებში გაიჟღერა და მის ემოციასაც აქ გაგიზიარებთ.❤

ძალიან მიხარია,დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes სიამოვნებით მივიღებ თქვენს ნებისმიერ შეფასებას,უარყოფითი იქნება ეს თუ დადებითი heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმეეე ეს რა იყოო ეხლა დავამთავრე ვის ახსოვდა ძილიიი, შოკში ვარ. ახლანდელი თაობისთვის ალბათ ძნელი მისაღებია ასეთი პიროვნება მაგრამ 90-იანი წლების თინეიჭერები ასეთ ბიჭებზე ვაფანატებდით, დ.დ.დ. არ ვიცი რა ფთქვა მაშინ მართლაც ხშირი იყო ასეთი სიყვარული, დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ კიდევ. არანაირი შენიშვნა უბრალოდ ყველას ვთხოვ რომ წაიკითხონ "შენს მკლავებში დავლევ სულს" .მადლობა ჩემო კარგო რომ ასე ლამაზად წერ.

 


№17  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
ვაიმეეე ეს რა იყოო ეხლა დავამთავრე ვის ახსოვდა ძილიიი, შოკში ვარ. ახლანდელი თაობისთვის ალბათ ძნელი მისაღებია ასეთი პიროვნება მაგრამ 90-იანი წლების თინეიჭერები ასეთ ბიჭებზე ვაფანატებდით, დ.დ.დ. არ ვიცი რა ფთქვა მაშინ მართლაც ხშირი იყო ასეთი სიყვარული, დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ კიდევ. არანაირი შენიშვნა უბრალოდ ყველას ვთხოვ რომ წაიკითხონ "შენს მკლავებში დავლევ სულს" .მადლობა ჩემო კარგო რომ ასე ლამაზად წერ.

ურმესი მადლობა შენ ჩემი კარგო,რომ კითხულობ და მოგწონს...ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და დრო დაუთმე,მართლა ძალიან დიდი მადლობა :*:* <3 <3 <3

 


№18 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუუუუუუ როდის დაიდება ყოველწამს ვამოწმებ საიტს?????

 


№19  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი თაკო
აუუუუუუუუ როდის დაიდება ყოველწამს ვამოწმებ საიტს?????

გუშინ გვიან ავტვირთე,მაგრამ ჯერ არ დაუდასტურებია ადმინისტრაციას...მეც ველოდები როდის დადებენ:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent