შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XIV


20-08-2018, 02:08
ავტორი Californian
ნანახია 1 971

გარიჟრაჟზე პირველმა ნიკომ გაიღვიძა.იფიქრა საუზმეს გავუკეთებ და ლოგინში მივუტანო და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.სიჩუმე ელენეს ტელეფონმა დაარღვია,რომლის ხმაზეც ელენეს მაშინვე გაეღვიძა.სახელს დახედა,თავისი უფროსი იყო.დილის 7 საათზე რას მირეკავსო,გაიფიქრა.
-გისმენთ...კი....რა?....გრიპი მაქვს,თან სიცხე მაქვს....კარგით - გაუთიშა - ჯანდაბა - ჩაილაპარაკა ჩუმად
-რა ხდება - იკითხა ნიკომ
-ჩემმა უფროსმა სამსახურში უნდა მოხვიდე დღეს აუცილებლადო
-რა? ხომ უთხარი ცუდად ვარო
-ხო,ვუთხარი და არ მაინტერესებს,თუ გინდა რომ დარჩე სამსახურში,უნდა მოხვიდეო.აუ,რა ვქნა ნიკო
-წარმოდგენა არ მაქვს
-უნდა წავიდე
ნიკოს ხმა არ ამოუღია და შეწუხებული თვალებით უყურებდა ელენეს
-შენც წამოდი
-რა? ახლა?
-ხო,მიდი წამოდი რა - ლოგინიდან ადგა ელენე და თან ეხვეწებოდა
ნიკომ მის ნახევრად შიშველ სხეულს შეავლო თვალი
-გთხოვ - განაგრძობდა ელენე
-კარგი,მაგრამ ჯერ არ ამიღია შვებულება
-არ გეტყვიან უარს,ხომ იცი?
-კარგი და ჩალაგებას რომ ვერ მოვასწრებ?
-რაც მოგხვდება ხელში,აიღე,ოღონდ ძალიან სწრაფად - თან იცმევდა და თან ლაპარაკობდა ელენე
ნახევარ საათში უკვე ელენეს მანქანაში ისხდნენ და თბილისისკენ გაეშურნენ.
-იქ რომ ჩავალთ,ჩემს ძმას გაგაცნობ
-აბა ახლოს არ ვარო?
-ხო,მაგრამ მინდა შენ გაგიცნოს,რადგან მნიშვნელოვანი მოვლენა ხარ ჩემს ცხოვრებაში
ნიკოს გაეღიმა ამაზე.
3 საათიანი სიარულის შემდეგ უკვე თბილისში იყვნენ.ელენე სამსახურში დარჩა,ჯერ ნიკო მიიყვანა სახლში.ნიკო ინტერესით ათვალიერებდა ელენეს ნივთებს,ტანსაცმელს,სურათებს.ცდილობდა ასე მაინც ამოეხსნა ის საიდუმლო,რომელიც ელენეს თვალებში იმალებოდა და ასე ძალიან ითხოვდნენ მის გამჟღავნებას,თუმცა ნიკომ ვერაფერი იპოვა,მხოლოდ ახალი დაბადებული ბავშვის სამაჯური,რომელიც ელენეს საწოლთან მდგარ ბოლო უჯრაში იდო,ნიკოს უცნაურად ეჩვენა,თუმცა დიდი ყურადღება არც ამისთვის არ მიუქცევია,იფიქრა ელენესი,ან მისი ძმისააო
* * *
სამსახურის შემდეგ ელენემ ძმასთან სტუმრობა გადაწყვიტა.მისამართიც კი ძლივს გაიხსენა,რაზეც გული დასწყდა.ცოტა ხანში მიუახლოვდა კორპუსს,რომელიც ძლივღა იცნო.აქ ალბათ 4 წლის წინ იყო ბოლოს.ნეტავ ისევ აქ ცხოვრობდა? გაიფიქრა ელენემ.სადარბაზო და სართული რატომღაც კარგად დაამახსოვრდა.გზა გაიარა და როცა კარს მიუახლოვდა დაფიქრდა,ღირს თუ არა დაკაკუნებაო,მაგრამ ის ხომ მაინც ოჯახის წევრი იყო? ბოლოს გაბედა და დააკაკუნა.იგრძნო,თუ როგორ დაუარა სხეულში ადრენალინმა.კარი მალევე გაიღო.ახლა ელენე უფრო მყარად იდგა ძმის წინაშე.
-შენ აქ რა გინდა? - გაუკვირდა ბიჭს,რომელიც ქერა თმას სამაგრით იკრავდა
-დახვედრაც ასეთი უნდა
-გამიკვირდა პროსტო
-არ შემიპატიჟებ?
-მოდი,ჰო
ელენე არეულ ოთახში შევიდა.ტანსაცმელი მიყრილ მოყრილი იყო,საჭმელი ტანსაცმელზე ესხა,იატაკი მინიმუმ 2 კვირის დასაგველი.
-ასე ცხოვრება მოგწონს? - წამოსცდა უცებ ელენეს
-ამის სათქმელად მოხვედი? - გაცხარდა ბიჭი
-არა,არა,სულ სხვა საქმე მაქვს - თქვა ელენე და დივანზე უნებართვოდ ჩამოჯდა,რადგანაც ძმას არც კი უთქვამს დაჯექიო
-აბა,გისმენ
-ჯერ მითხარი,როგორ ხარ? - ელენეს ხმაში ტკივილიც იგრძნობოდა
-არამიშავს,რა ვიცი,ვმუშაობ და ვარ,რა
-სად მუშაობ?
-ბარმენად
ელენეს ხმა არ ამოუღია,უსიტყვოდ დაუქნია თავი,თვითონაც არ იცოდა ეს კანტუზია რას ნიშნავდა.
-შენ რას შვრები? - სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია
-რედაქციაში ვმუშაობ
-მარტო ცხოვრობ?
-კიც და არაც
-ეგ როგორ?
-სწორედ ეგ უნდა მოგიყვე
-თორნიკესთან თუ ვიღაცასთან ერთად ცხოვრობ?
-დავშორდი თორნიკეს
-ვა,რატო ტო?
-მიღალატა
-უი - ტყუილი გულდაწყვეტით თქვა ბიჭმა,სინამდვილეში კი დის ამბები სულაც არ აინტერესებდა - ჰო,რაზე მოხვედი ახლა,მითხარი
-რამდენიმე თვის წინ ხევსურეთში ვიყავი,რაღაც სტატიები უნდა დამეწერა
-მერე?
-იქ გაცივანი ერთი კაცი - ელენე დადუმდა - ერთმანეთი შეგვიყვარდა
-ვაა - გააწყვეტინა ძმამ
-საქმე ძალიან სერიოზულადაა,იმაზე სერიოზულად,ვიდრე ახლა შენ გგონია
-რას გულისხმობ?
-ერთად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მინდა,რომ შენც გაგაცნო
ბიჭს ლამის ყელში გადასცდა ენერგეტიკული სასმელი,რომელსაც ელენეს წინ წრუპავდა
-მეე? - დაიძახა გაკვირვებით - როდის აქეთია ერტმანეთის ცხოვრებასი ვერევით?
-შენ ეს ჩარევა გგონია?
-ელენე,გთხოვ არ გვინდა ეს მოჩვენებითი ოჯახობანა.საერთოდ რატომ მოხვედი ჩემთან?როდის ვიყავით ნამდვილი და-ძმა? არასდროს
-რა? ამას მართლა ამბობ? - ტირილი შეეპარა ელენეს ხმაში - ახლა ყველაზე მეტად მჭირდები,შენ კი ზურგს მაქცევ? - თავი ვეღარ შეიკავა ელენემ და ატირდა
-და რა მერე? მოვალ,გავიცნობ,ვითომ ნამდვილი ოჯახი ვართ და მერე ისევ მარტო დავრჩები,ცხოველივით მარტო - ემოციებმა სძლია ბიჭმა
-მე არასდროს დამიტოვიხარ მარტო,ეს შენ არჩიე განცალკევება
-თუმცა არც თავი არ მოგიკლავს ჩემზე ზრუნვით - ტკივილი იგრძნობოდა ბიჭის ხმაშიც
-მე არ ვაპირებ შენს დატოვებას - დამშვიდებას ცდილობდა ელენე - და კარგად იცი,რომ არასდროს დამიტოვიხარ
ბიჭი ისევ სავარძელზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-რომ იცოდე როგორ მინდა ოჯახი მყავდეს - ტირილი დაიწყო - რომ იცოდე როგორ მენატრება ის დრო.არ მინდა ისევ ისე მოხდეს,მეგონოს რომ ოჯახი მყავს და შემდეგ ისევ გული მეტკინოს,არ მინდა.არ მინდა მარტოსული და მიტოვებული ვიყო
ელენე ძმასთან მივიდა და გულში ჩაიკრა
-არ მიგატოვებ,არასდროს არ მიგატოვებ.ნება მომეცი ,რომ ვიზრუნო შენზე,შენთან ვიყო
ბიჭმა თვალებში შეხედა,სახეზე კი იმედი აღბეჭვდოდა.ელენემ გულზე მიიხუტა
-აქ ვარ,შენთან ვარ
* * *
ნიკოს ელენეს ლოგინზე ჩასძინებოდა,როცა ოთახში ნაბიჯების ხმა მოესმა.ელენე სახლში დაბრუნებულიყო და თან პროდუქტი მოეტანა.
-ჩამძინებია - გაუღიმა ნიკომ
-ცოტა ხანში ჩემი ძმა მოვა და გაგაცნობ - უთხრა გახარებულმა ელენემ
-რა? იყავი უკვე? როგორ ჩაიარა ვიზიტმა?
-ემოციურად,მაგრამ კარგად დამთავრდა და იმედია ასე გაგრძელდება - სამზარეულოში ტრიალებდა ელენე.
ცოტა ხანში მაგიდა უკვე გაშლილი ჰქონდა.წყვილი ლოგინზე იწვა და ერთმანეთს ეფერებოდნენ.ელენე მოუთმენლად ელოდა საყვარელ ძმას.უკვე მოსაღამოვდა.ამასობაში კარზე კაკუნი გაისმა.ელენემ მიირბინა და გააღო.კარში მისი ძმა იდგა,თუმცა სხვანაირი იყო,ისეთი არა,როგორიც ახსოვდა,რომ იყო.ქუჩის სტილი დაევიწყებინა და სოლიდურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილიყო,ქერა თმა კი შეკრული ჰქონდა.ხელში ღვინო ეჭირა და იღიმოდა.
-შემოდი - ხალისიანად მიიპატიჟა ელენემ
ბიჭი ბინაში შევიდა და გარემო შეათვალიერა.დაინახა,რომ მისი მიმართულებით მასზე და თავის დაზე ბევრად მაღალი,მხარ-ბეჭიანი,შავგრემანი მამაკაცი მოემართებოდა.
-გაიცანი,ეს არის ნიკო,რომელზეც გიყვებოდი - ხელი ნიკოსკენ გაიშვირა ელენემ - ესაა ლექსო,ჩემი ძმა
-სასიამოვნოა - გაუღიმა ნიკომ და ხელი გაუწოდა
-ჩემთვისაც - თბილად უპასუხა ბიჭმა
მაგიდას მიუსხდნენ და საუბარი ძლივს წამოიწყეს,თუმცა შემდეგ კონტაქტში შესვლა არც გასჭირვებიათ.იცინოდნენ,ჭამდნენ,საუბრობდნენ და ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდათ.ნიკომ და ლექსომ მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს,მიუხედავად იმისა,რომ ნიკო მთიელი კაცი,ლექსო კი ქალაქელი,პანკი ბიჭი იყო.ღვინო დალიეს,თუმცა ყველაზე მეტად ელენეს მოეკიდა ალკოჰოლი.როცა 12-ს გადასცდა,ლექსოს ძილი მოერია და ახირდა,სახლში წავალო.ელენე ადრჩენას სთავაზობდა,თუმცა ლექსო უარზე იდგა,შეყვარებული ჰყავს სახლში და აქ ხომ არ დავრჩებიო,ფიქრობდა,ამიტომ ტაქსს გამოუძახა და წავიდა.წასვლისას ნიკოს კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი,სასიამოვნო იყო შენი გაცნობაო,დააყოლა.
ნასვამმა ელენემ ნიკოს დახმარებით მაგიდა აალაგა.დარჩენილი ღვინო ჭიქაში ჩაასხა და დალევა დააპირა.გუნება აშკარად წასვლოდა
-მგონი ბევრი მოგივა - ხელიდან გამოართვა ნიკომ ჭიქა
-არა,არა,მომეცი - ისევ გამოსტაცა ელენემ ხელიდან ჭიქა
-კარგად ხარ?
-არა
-რამე მოხდა?
-მოხდა,დიდი ხნის წინ.ღვინოსაც იმიტომ ვსვამ,რომ მოყოლისას უფრო ნაკლებად ვიგრძნო თავი დამნაშავედ,თუმცა მაინც ვიცი,რომ დამნაშავე ვარ
-ელენე,რა ხდება?
-რაღაცის თქმას ვაპირებდი შენთვის,გახსოვს?
-მახსოვს
-გეტყვი,მაგრამ იცოდე,რომ ეს ყველაფერი არაა იქიდან,რაც მოსაყოლი მაქვს
-ელენე მაშინებ
ელენეს ცრემლები წამოუვიდა.რამდენიმე წამით დადუმდა.
-ელენე,რა გჭირს,თქვი - განაგრძობდა ნიკო
-ნიკო - ტირილი ახრჩობდა და ლაპარაკს ვეღარ ახერხებდა
-დამშვიდდი,შენთან ვარ
ელენემ ძალა მოიკრიბა და დამშვიდდა.
-ნიკო,შვილი მყავს - უთხრა და ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა
-რა? მერე რა გატირებს? კი,მაგრამ ამას რატომ მიმალავდი? ახლა სადაა?
-არ ვიცი - ტირილს განაგრძობდა ელენე
-რა? როგორ თუ არ იცი ?
-ჰო,არ ვიცი სად არის



№1 სტუმარი ალამარია

აი კარგიაა
მომეწონაააა

 


№2 სტუმარი nia

ძალიან პატარა თავები და ესე ინტერესი იკარგება

 


№3  offline წევრი naniko mindia

Vaime ramomentshi gawyvite male dade nu daigvianeb warmatebebi
❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი tamuna.s

ნუთუ შვილი მიატოვა? არ მინდა რომ ასე იყოს :( მალე დადე რა უფრო საინტერესო ხდება ისტორია, გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent