ხევსურეთი XIII
მეგობრებთან ყოფნას სახლში წასვლა და ხვალინდელი დღისათვის გამზადება ამჯობინა.სახლში სიხარულით წავიდა.ჩანთაში ბევრი არაფერი ჩაულაგებია,იქ დარჩენას ხომ არ აპირებდა.საათი თერთმეტს მიუახლოვდა.უფროსისთვის უნდა დაერეკა,მაგრამ ამ დროს ხომ ეძინა.მესიჯი გაუგზავნა,ძალიან ცუდად ვარვ,გრიპი მაქვს და ვერ მოვალო.ესეც ასე,ეს საქმეც მოაგვარა.ახლა კარგად უნდა გამოეძინა,რომ დილით ამდგარიყო ადრე.იცოდა,არ დაეძინებოდა ნიკოზე და ხვალინიდელ დღეზე ფიქრით და საძილე აბი დალია.დაწვა თუ არა,მაშინვე ჩაეძინა. გარიჟრაჟზე უკვე თვალები გაახილა და ლოგინიდან ადგა.ახლა სულაც არ ჩქარობდა,რადგან ამ დღეს ვერავინ წაართმევდა.სამზარეულოში გავიდა,საჭმელი გააცხელა,ყავა დაისხა და სიგარეტს მოუკიდა.მოსწონდა ყავისა და სიგარეტის შერეული გემო და ამ სიამოვნებას რამოდენიმე ღერის მოწევით იხანგრძლივებდა ხოლმე ყავის სმის დროს.ჭამის შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა და ჩაცმა დაიწყო.იფიქრა,იქ ისევ ეციებაო და თან ქურთუკიც წაიღო.ქვემოთ ჩავიდა,მეგობრისგან ნათხოვ მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუდგა.იცოდა,ნიკოს სტუმრები არ ეყოლებოდა,შესაბამისად დაბადების დღეს მარტო არ გადაიხდიდა,ამიტომ გზად,მარკეტთან შეჩერდა,ძვირადღირებული ღვინო,ტკბილეული,პატარა ზომის ტორტი და 4 და 5-იანი ფორმის სანთლები იყიდა. * * * უკვე ბნელდებოდა,გზა კი არა და არ მთავრდებოდა.ეს ადგილები რატომღაც არ ეცნობოდა.აშკარად უცნობი იყო.კიდევ რამდენიმე კილომეტრი გაიარა,ბენზინიც უთავდებოდა,თუმცა შატილს მაინც ვერ მიაღწია.გვერდით რაღაც წარწერას გაუარა,სვლას შეუნელა და უკან დაიწია. ,,მუცო“ დაინახა წარწერა. -ჯანდაბა - დაიყვირა ხმამაღლა გზის შეშლის გამო - იქით უნდა შემეხვია უკვე ბნელოდა,გზის გაკვლევა კი ძალიან ჭირდა.როგორც იქნა,მიაღწია იმ ორ შესახვევს,წეღან რომ შეხვევა შეეშალა.ახლა მეორე მხარეს მიდიოდა.ბენზინი ელეოდა,გზა კი ისევ არ მთავრდებოდა.ისევ ხომ არ ამერიაო,გაიფიქრა,მაგრამ მეტი გზა აღარ იყო.კიდევ რამდენიმე კილომეტრი გაიარა,შემდეგ კი ადგილი იცნო.ხუთ წუთში ნიკოს სახლის წინ იდგა.გული ისე აუჩქარდა,როგორც რამდენიმე თვის წინ,მისი დანახვისას უჩქარდებოდა ხოლმე.არ ჩქარობდა გადასვლას,რადგან სასიამოვნო წამები გაეხანგრძლივებიდა.ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო,თან ნერვიულობდა,თითქოს პირველად უნდა ნახოს შეყვარებულიო.დღისით ნაყიდი პროდუქტი მანქანაში დატოვა, გადავიდა და ეზოში შევიდა.გარეთ შუქი ენთო.კარს მიუახლოვდა და ოდნავ მიაწვა.კარი ღია აღმოჩნდა.ხომ არ გაგიჟდა,კარი ღია რომ დატოვა ამ შუაღამისასო,გაიფიქრა,მაგრამ გაუხარდა,სიურპრიზი გამოუვიდოდა მისვლა.ნაცნობ ოთახში შევიდა და ნაცნობი სუნი ღრმად შეისუნთქა.მიხვდა,როგორ მონატრებია.ოთახში ალკოჰოლის სუნი იდგა,ნიკოს კვალი კი არსად ჩანდა,თუმცა მიხვდა სადაც იქნებოდა.გვერდით გავიდა და დივანს მიუახლოვდა.ნიკო იქვე იჯდა,სიბნელეში,სიჩუმეში,ვისკის ჭიქით ხელში და ჩასძინებოდა.მისი ამ მდგომარეობაში ყურებას მონატრებია,თუმცა ამან გულიც დასწყვიდა.უკნიდან მიუახლოვდა,კისერზე ხელები ფრთხილად მოხვიდა და ჩაეხუტა.ნიკოს ისე გამოეღვიძა,რომ არც კი შეშინებია,ამანაც გული მოუკლა ელენეს. -ელე - წამოიძახა გახარებულმა -გილოცავ დაბადების დღეს - ლოყაზე აკოცა ელენემ,დივანს მოუარა და მძელი ძალით ჩაეხუტა -როგორ მომენატრე - ბედნიერი ხნით უთხრა ნიკომ -მეც ძალიან მომენატრე.შუქი აანთე,რა ნიკო ადგა და შუქი აანთო.ასე უკეთ ხედავდნენ ერთმანეთს. -არ გელოდებოდი -ვიცი.არც ვაპირებდი თქმას,გაგეხარდებოდა -რომ გეთქვა,რამეს გავაკეთებდი -არაფრის გაკეთება არ გვინდა - მრავლობითში თქვა ელენემ - მე მოვიტანე ყველაფერი.მანქანაშია და გადმოვიტან -კარგი,მე მაგიდას გავაწყობ - აკოცა ნიკომ ელენემ პარკები გადმოიტანა.სანამ ნიკო სამზარეულოში იყო,ტორტი გახსნა და სანთლები ჩაარჭო.ნიკო თეფშებით ხელში გამოემართა და ტორტის დანახვაზე გაეღიმა -ჩააქრე და სურვილი ჩაიფიქრე -ჩემი სურვილია,რომ სულ,სულ ერთად ვიყოთ,ჰოდა, ერთად ჩავაქროთ სანთლებს ორივემ შეუბერა და მაგიდას მოუსხდნენ -რომ იცოდე როგორ მომენატრე - უთხრა ელენემ - რას აკეთებდი ხოლმე სახლში,მარტო? -რას და ვმუშაობდი,შენზე ვფიქრობდი,მეძინა,ვჭამდი -თბილისში არ წამოხვალ?ცოტა ხნით მაინც,მინიმუმ.უფროსი მოვატყუე,გრიპი მაქვსმეთქი,ზეგ ისევ უნდა წავიდე -ვიზავ რამეს.შვებულება დიდი ხანია არ მქონია და მემგონი არ მეტყვიან უარს.შენზე მომიყევი ახლა,რას აკეთებდი? -არც არაფერს.სახლის და სამსახურის გზაზე ვიყავი სულ და ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი.უაზრობა იყო შენს გაერშე,სულ მოწყენილი ვიყავი - დამწუხრებით თქვა ელენემ ნიკო სკამიდან ადგა და ელენეს მიუახლოვდა -მეც ძალიან მომენატრე - ჩურჩულით უთხრა და აკოცა.ელენეც მაშინვე წამოდგა სკამიდან და გამალებით დაუწყო კოცნა.საძინებლისკენ აიღეს გეზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.