შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (5 თავი)


20-08-2018, 14:31
ავტორი naattii
ნანახია 4 971

ორშაბათი გოგისთვის ისევ ჩვეულებრივ დაიწყო, ნათია შემოვიდა, ყავა შემოუტანა და დაუბარა რომელ საათზე ვისთან უნდა დაერეკა, რა უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი ისევ წამებში ქონდა გაწერილი, როგორც ყოველთვის ბევრს ზედმეტსაც ლაპარაკობდა, ამიტომ ვერ ამჩნევდა როგორი ღიმილით უყურებდა ხელზე თავ ჩამოდებული უფროსი და არც აწყვეტინებდა.
-ბოს ხომ კარგად ხართ? ბოოს_ხელი აუფრიალა სახესთან გოგომ და გამოაფხიზლა.
-კი ნათი, რახდება?
-არაფერი ბოს, ისეთი გამოლენჩებული... ამ არა უკაცრავად, ისეთი...ისეთი ნუ კარგით უცნაური სახე გქონდათ, ამდენი ვილაპარაკე და არც მისმენდით, აუ ბოოს შეყვარებული ხომ არ ხართ?_თვალებ აციმციმებული მიუჯდა წინ და ცნობისმოყვარე სახე შეანათა.
-იმედი მაქვს არა_უხერხულად შეიშმუშნა კაცი და ჩაახველა -თბილისში როდის უნდა დავრეკო?
-კარგით რაა ბოოს, სიყვარულზე კარგი რა არის? მასზე ფიქრებში რომ იძინებ, მთავარი საზრუნავი მისი გაბედნიერება რომაა, მისი ღიმილისთვის ყველაფერს რომ გააკეთებ, მე სიყვარული ასეთი წარმომიდგენია, ამიტომაც არ მყავს არავინ, რომანტიკა აღარავის უნდა და იდიოტი პირველიც მეყოფოდა, წარმოგიდგენიათ? პირველად რომ უნდა ეკოცნა მეხვეწებოდა გაკოცებ რაო, შე კაი ადამიანო თუ კოცნა გინდა მიდი ნაზად მოკიდე ხელი, მოეფერე ლოყაზე, გადაუსვი ცერა თითი ქვედა ტუჩზე, მიუახლოვდი და ჰოპ კოცნა შენია, ის დეგენერატი კიდევ ადგა და შეყვარებულს ეხვეწა მაკოცეო. ისე ბოს თქვენ შეყვარებულს რა ქვია?
-ნათია_წამიერად უპასუხა და მაშინვე გამოფხიზლდა, -შეგიძლია წახვიდე_მალევე მიაყოლა გოგოს რომ რამე არ ეეჭვა, იმდენად გადავარდა ნათიას აღწერილი სცენის წარმოდგენაში, ვერც მიხვდა რა წამოროშა.
-ხო მართლა_კართან მისული გოგო მოაბრუნა -დღეს სანამ სახლში წახვალ სალაპარაკო გვაქვს.
-უი, მახსოვს ბოს, ჯერ კიდევ წასვლამდე გინდოდათ, რა ხდება? ხომ არ გინდათ იმ გოგოსთვის სიურპრიზების მოფიქრებაში დაგეხმაროთ? ისე კარგად შემიძლია, ყოველთვის ისე ორიგინალურად ვულოცავდი ყველას ყველაფერს, მე კიდე ასე არავინ მილოცავდა, ახლა კიდევ ერთს გავაბედნიერებთ_გამხიარულებულმა შემოკრა ტაში და სიტყვები პირზე შეაყინა პასუხის გასაცემად მზად მყოფ კაცს.
7 საათი იქნებოდა მორიდებული კაკუნით რომ შევიდა უფროსთან და თითებს დაუწყო წვალება.
-ბოს, შეიძლება წავიდე? ყველაფერს მოვრჩი.
-რა თქმა უნდა ნათია, თუ მორჩი თავისუფალი ხარ, ხომ არ გეშინია მარტო წასვლა უკვე ბნელა, გაგიყვან.
-არა ბოს, იცით მომაკითხავენ.
-გასაგებია, მაშინ ხვალამდე_მძიმედ ამოთქვა კაცმა და ნაღვლიანად გააყოლა თვალი სახე გაბრწყინებულ გოგოს. ფეხებმა თავისით მიიყვანა ფანჯარასთან, უცხო მხოლოდ შავი მერსედესი ჩანდა, საიდანაც ნათიას გამოჩენისას არც მეტი არც ნაკლები ლაშა გადმოვიდა. ძლივს მოხსნა განრისხებულმა გოგიმ აკანკალებული თითებით მობილურს ბლოკი და ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-ახლავე დაბრუნდი.
-კი, მაგრამ ბოს ხომ გამომიშვით.
-ახლავე ნათია._გამწარებულმა დაახეთქა ტელეფონი მაგიდაზე და არც მიუქცევია ყურადღება ამოვარდნილი ბატარეიასთვის.
რამდენიმე წუთში ნათიაც გამოჩნდა კარებში აქოშინებული, როგორც ჩანს გამწარებული მორბოდა.
-ასეთი რა მოხდა ბოს?
-პაემანი ხომ არ ჩაგიშალე შემთხვევით?
-ნუ ასეც შეიძლება ითქვას_ჩაეღიმა გოგოს.
-მე შენ რა გაგაფრთხილე?_მუჭი მძლავრად დაარტყა მაგიდას და გამწარებულ გულზე ტკივილი ვერც იგრძნო.
-რაზე ამბობთ ბოს?
-გამაგებინე ლაშაზე რა გაგაფრთხილეთქო?
-კი, მაგრამ ეს თქვენი საქმე არაა_თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-შენ წარმოიდგინე და არის ნათია.
-მაპატიეთ ბატონო გოგი, მაგრამ არ არის, თქვენ შეგიძლიათ მისაყვედუროდ თუ ცუდად ვმუშაობ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევით, ამიტომაც ქვია პირადი.
-ნათია...
-არა ბატონო გოგი, ნუ ვიტყვით ისეთ რამეს რასაც ვინანებთ, მე თქვენი თანაშემწე ვარ და თქვენთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ როცა ამ შენობიდან გავდივარ თქვენი საქმე არაა რას ვაკეთებ. ახლა ჩემი სამუშაო საათები დასრულებულია, ამიტომ ხვალამდე_თავი დაუკრა გაცეცხლებულ კაცს და კარიც გამოიხურა.

-გისმენთ.
-აბა რა მოიფიქრე? გაქვს ახალი იდეა?
-კი და მარტოც შევძლებ შენი დახმარება არ დამჭირდება, ხომ იცი რა მომხიბვლელი საყვარელი გყავს_სიცილი აუტყდა კაცს.
-რა ნაბი*ვარი ხარ_მალევე აყვა ქალიც.
-ყურადღებით იყავი რამე არ გამოგრჩეს, თბილისის კონტრაქტს ველოდები იცოდე, სანამ ხელს მოაწერენ უკეთესის შეთავაზება უნდა მოვასწრო.
-ამ საღამოს უკვე გექნება.
-მაშინ დროებით, ვინმემ რამე არ იეჭვოს_სწრაფად გათიშა მომავალი გოგოს დანახვაზე ლაშამ და ღიმილით გამოუღო მგზავრის კარი.
მთელი კვირა ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომელ საათზეც არუნდა გამოსულიყო ნათია სამსახურიდან, ლაშა ყოველთვის ელოდებოდა, რაზეც გოგი ორმაგად ბობოქრობდა. ნათიას არაფერი ესმოდა, ბიჭის ყურადღებით და კომპლიმენტებით იყო დაბრმავებული, ის ხომ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგო იყო და უცებ ასეთმა ღმერთკაცმა გამოიჩინა ინტერესი. პარასკევი იყო მოსული ნათია მთელი დღე ლამის რომ დაფრინავდა და მიწას ფეხს არ ადგამდა, მიზეზს გოგი დერეფანში გამოსვლისას მიხვდა. ნათიას მაგიდაზე დიდი მინდვრის ყვავილები იწონებდა თავს, თაიგული მართლაც ულამაზესი იყო, ყოველ ჩავლაზე ეფერებოდა ნათია და ათასი მადლობა გადაუხადა ლაშას. გაცეცხლებულმა გოგიმ ოფისი შუადღის სამზე დატოვა, რაც ისტორიას არ ახსოვდა და ნათია და მალენა გაკვირვებული უყურებდნენ ერთმანეთს. ბარში იჯდა გოგი და წაქცევამდე აპირებდა დალევას თავს ორი კაცი რომ წამოადგა.
-დაგვიტოვე საერთოდ რაიმე სასმელი?_სიცილით ჩამოუჯდა გვერდით დაჩი.
-აქ საიდან?
-თუ გადაკარგვა გინდა ტელეფონი უნდა გამორთო_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და მეორესკენ ანიშნა. -ეს დემნაა, მეორე მთავარი გამომძიებელი, ისე ოფიციალურად თქვენი საქმე მას აწერია, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩავეჩარი_გაეცინა დაჩის დემნამ მობეზრებით რომ გადაატრიალა თვალები.
-სასიამოვნოა_ამოიბურტყუნა გოგიმ და ჭიქა ბოლომდე დაცალა. ბარმენს კიდევ ერთი ანიშნა.
-როგორც ჩანს იმ გოგოს ჯერ ვერ დაელაპარაკე_ფრთხილად შეაპარა დაჩიმ.
-ჰმ, დაველაპარაკე, შეყვარებულია გოგო_ისევ ბოლომდე გამოცალა ჭიქა და საერთოდ ბოთლი წაართვა ბარმენს -თანაც ვერც კი გაარტყამ ვისზე.
-ოღონდ არ თქვა ლაშაო თორეე....._ბარის დახლს დაადო თავი დაჩიმ,
-ხოდა იფიქრე თორეში რას გულისხმობდი და გააკეთე, ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ კულტურულად დამახვევინა ჩემი პირადი რა შენი ს საქმეაო.
ჩუმად უსმენდა დემნა ორივეს საუბარს და მის გონებაში უკვე ახალი გეგმა იწყებდა ჩამოყალიბებას, რომელსაც აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე.

--------------------------------------

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის და რამხელა სტიმულს მაძლევს თქვენი ასეთი თბილი სიტყვები <3 უღრმესი მადლობა ყველას.



№1 სტუმარი სტუმარი დეფნე

არ მეყოო.... კარგია

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

მაგარიაა უკვე მიყვარს ეს მოთხრობა და ძალიან მაინტერესებს დემნას გეგმის შესახებ მიუნგრიონ თავ-ყბა ლაშას და მაგისიანებს joy rage

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა,მაგრამ იქნებ თავები გაზარდო???
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline მოდერი naattii

ზოგიერთი თავი დიდი გამოდის, ზოგი პატარა, შინაარსზეა ეს დამოკიდებული :( მადლობა, რომ კითხულობთ.

 


№5  offline წევრი დარინა

რატომღაც ამ თავში ნათიამ იმედები გამიცრუააა, ქარაფშუტა გოგოსავით მოიქცააა ლაშას აეკიდა ღირსი კია გული ეტკინოს მაგრამ ჩემი გოგი მეცოდებააა, ძლივს გული გაუთბა და ეს დებილი გოგო დაწანწალებს აქეთიქით, იმედია მალე მოვა ჭკუაზეეე.

 


№6  offline მოდერი naattii

დარინა
რატომღაც ამ თავში ნათიამ იმედები გამიცრუააა, ქარაფშუტა გოგოსავით მოიქცააა ლაშას აეკიდა ღირსი კია გული ეტკინოს მაგრამ ჩემი გოგი მეცოდებააა, ძლივს გული გაუთბა და ეს დებილი გოგო დაწანწალებს აქეთიქით, იმედია მალე მოვა ჭკუაზეეე.

ამჯერად ჩემი გოგო უნდა დავიცვა :( მან ხო არაფერი არ იცის ირგვლივ რა ხდება? ის უბრალოდ კაცით მოხიბლულია და უკვე გოგის წინააღმდეგობაც რომ დაინახა სიჯიუტეში გადაუვიდა. ვინ იტყოდა ასეთ კაცთან შეხვედრაზე უარს???

 


№7  offline წევრი დარინა

naattii
დარინა
რატომღაც ამ თავში ნათიამ იმედები გამიცრუააა, ქარაფშუტა გოგოსავით მოიქცააა ლაშას აეკიდა ღირსი კია გული ეტკინოს მაგრამ ჩემი გოგი მეცოდებააა, ძლივს გული გაუთბა და ეს დებილი გოგო დაწანწალებს აქეთიქით, იმედია მალე მოვა ჭკუაზეეე.

ამჯერად ჩემი გოგო უნდა დავიცვა :( მან ხო არაფერი არ იცის ირგვლივ რა ხდება? ის უბრალოდ კაცით მოხიბლულია და უკვე გოგის წინააღმდეგობაც რომ დაინახა სიჯიუტეში გადაუვიდა. ვინ იტყოდა ასეთ კაცთან შეხვედრაზე უარს???

არაფერიც ხომ უთხრა რაც ბრწყინავს არ ანათებსოოო, ამ გარეგნობაზე რას გადაირია და დახამდააა თინეიჯერი გოგოსავით, კაცს ბოლომდე არც მოუსმინაა, გამოუშვი გოგი ჩემთან ნათია მაინც არ აფასებს, დაჩიკოს ოჯახს ვერ ვუნგრევ თორემ ეგ არის ჩემი პირველი სიყვარულიიი.

 


№8 სტუმარი ემი

ძალიან საინტერესოა :) წარმატებები

 


№9  offline მოდერი naattii

დარინა
naattii
დარინა
რატომღაც ამ თავში ნათიამ იმედები გამიცრუააა, ქარაფშუტა გოგოსავით მოიქცააა ლაშას აეკიდა ღირსი კია გული ეტკინოს მაგრამ ჩემი გოგი მეცოდებააა, ძლივს გული გაუთბა და ეს დებილი გოგო დაწანწალებს აქეთიქით, იმედია მალე მოვა ჭკუაზეეე.

ამჯერად ჩემი გოგო უნდა დავიცვა :( მან ხო არაფერი არ იცის ირგვლივ რა ხდება? ის უბრალოდ კაცით მოხიბლულია და უკვე გოგის წინააღმდეგობაც რომ დაინახა სიჯიუტეში გადაუვიდა. ვინ იტყოდა ასეთ კაცთან შეხვედრაზე უარს???

არაფერიც ხომ უთხრა რაც ბრწყინავს არ ანათებსოოო, ამ გარეგნობაზე რას გადაირია და დახამდააა თინეიჯერი გოგოსავით, კაცს ბოლომდე არც მოუსმინაა, გამოუშვი გოგი ჩემთან ნათია მაინც არ აფასებს, დაჩიკოს ოჯახს ვერ ვუნგრევ თორემ ეგ არის ჩემი პირველი სიყვარულიიი.

სწორედ მაგაშია საქმე, რომ ნათიასთან ყველანაირად ბრწყინავდა... ნელნელა უფრო გამოჩნდება ❤ დაჩი ჩემი სიყვარულიცაა, კაცის იდეალია ჩემთვის

ემი
ძალიან საინტერესოა :) წარმატებები

დიდი მადლობა ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

კაია ასეთი ტემპით რომ დებ, ვგიჟდები ნათიას ცხოვრების ტემპზე სასაცილო საუბარზე,ხონში იტყოდნენ სუფთა “თხააო“ (იქ ვარ გათხოვილი????) იმედი მაქვ შორს აე შტოპავს ლაშასთან, ტეხავს,ხო ამასობაში “მუდმივ ხმაურში“ დავამთავრე და ძალიან მომეწონა????

 


№11  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
კაია ასეთი ტემპით რომ დებ, ვგიჟდები ნათიას ცხოვრების ტემპზე სასაცილო საუბარზე,ხონში იტყოდნენ სუფთა “თხააო“ (იქ ვარ გათხოვილი????) იმედი მაქვ შორს აე შტოპავს ლაშასთან, ტეხავს,ხო ამასობაში “მუდმივ ხმაურში“ დავამთავრე და ძალიან მომეწონა????

დიდი მადლობა ❤

 


№12  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ჩემი ნათიი ❤️ რა კარგი თავი იყო.. მე მესმის ნათიასი თავისუფალი ადამიანია და მოეწონა მამაკაცი, სიცანცარეს ვერსად ვხედავ.. შენ კი ნათ ნამდვილად ვერ მოგთხოვ თავების გაზრდას, ისედაც ყოველ დღე დებ ახალს ❤️
ისტორია ძალიან მომწონს..
ველოდები განვითარებას..
კარგი ხარ ❤️

მოუთმენლად ველი ხოლმე შენ კომენტარს ❤ მეტი ფიზიკურად არ შემიძლია, ბავშვს როგორც კი დავაძინებ, მაშინვე წერას ვიწყებ, სხვა დროს არ მაჯენს კომპთან თითონაც ითხოვს ხოლმე :D მადლობა ❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

დემნა თუ ერევა იქ ყველაფერი იასნსება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent