შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მეშვიდე]


20-08-2018, 15:24
ავტორი -venus-
ნანახია 3 345

ანდრეი ჩემთან გვიანობამდე დარჩა, თავაუღებლად ვსწავლობდი თითოეულ წვრილმანს, პროგრამაში მუშაობას და დეკორაციის სრულფასოვნად შექმნას. ანდრეი კმაყოფილი ჩანდა, მალე აითვისეო, ცოტახანი კიდევ ივარჯიშე და კარგად გამოგივა ყველაფერიო. ასეც იყო, 2 კვირა თავაუღებლივ ვმეცადინეობდი, ხანდახან მარის ველაპარაკებოდი, ანდრეიც სულ მაკითხავდა, წამლებს ვსვავდი და ფეხი ნელნელა მირჩებოდა. ორი კვირის შემდეგ ანდრეიმ გადაწყვიტა, რომ ახალი შეკვეთების მიღება და დამუშავება უკვე თავისუფლად შემეძლო, ამიტომ ახალი პროექტი ჩემს ემაილზე გამოგზავნა, მითხრა მომხმარებლის მიერ შერჩეული ფერები: ნაცრისფერი, მუქი ლურჯი და შავი. ჰმმ, საკმაოდ ლამაზი მაგრამ ძნელი ფერებია, ყველა პროექტს არ უხდება, თუ პატარაა სახლი მაშინ მუქი ფერი მით უფრო დააპატარავებდა თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არარის, დეკორაციის გაკეთებას შევუდექი, გადავწყვიტე კედლები ნაცრისფერი ყოფილიყო, ერთ კედელზე დეკორაციული ნახატი ავარჩიე რომელშიც მუქი ლურჯი ფერი ერია, ავეჯი შავი, მოკლედ რამდენიმე დღე წამართვა მთლიანი სახლის დეკორირებამ, მაგრამ როგორც კი დავასრულე, ანდრეის დავურეკე, რომ ჩემთან მოსულიყო და აქ ენახა. მისი რეაქციის ნახვა მინდოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში ანდრეი მოვიდა და მაშინვე ლეპტოპს მიაშურა.
- მოდიი, ძლივს დავამთავრე, რომ არ მოეწონოს არ ვიცი რას ვიზამ.
- კაი ნუ პანიკიორობ, მანახე აბა ერთი რაა გააკეთე.
ლეპტოპი შევაბრუნე, კარგახანს ათვალიერა, გულმოდგინედ, ყველა შტრიხი, დეკორი, ფერის განლაგება, შეხამება, ყოველი წვრილმანი შემიფასა და სახეზე რადგანაც ღიმილი შეეპარა მივხვდი, რომ უკვე საქმეში ვიყავი.
- ჰაა როგორიაა?! დავიტანჯე ლოდინით.
- შეუდარებელია თქო რო ვთქვა მოგატყუებ, მაგრამ ძალიან განსხვავებულია.
- უიმეე, რო გეთქვა რა მოხდებოდა, თანამდებობიდან ჩამოგაგდებდნენ?
- რომ მეთქვა, მერრე უფრო და უფრო უკეთესი არ იქნები, ამიტომ ახლა შეეცდები შეუდარებელი გახდე.
- ანუ მოგეწონა?
- კი თქო, ლამაზია, განსხვავბული, თანამედროვე და "სტილნი"
- ვაუ, მაგარია, გამიხარდა.
- მეც გამიხარდა, რომ გამოგივიდა.
- ისე ვისი ბინაა? რა ძაან მუქი ფერები აარჩია.
- ხო, ერთი ჩვენი თანამშრომელია,ახალი ბინა იყიდა და დეკორი ჩვენთან უნდოდა რათქმაუნდა, რომ გაეკეთებინა, ამიტომ ცდის გამო შენ მოგეცი და გამოგივიდა კიდეც.
- ძალაინ კარგი, იმედია მოეწონება თქვენს თანამშრომელს. გავუღიმე,
- ჩვენს სტასია, ჩვენს. შენც ჩვენთან მუშაობ.
- რაა? უკვე? ასე მალე? ანუ ამიყვანე. რამაგარიაა ანდრეიი, კისერზე ჩამოვეკიდე, ვაკოცე და მოვშორდი.
- ჰო, გილოცავ. ახლა წავედი მე, ეს პროექტი უკვე დამუშავებული მეილზე გადმოაგზავნე და აბა შენ იცი. სანამ ბოლომდე გამოკეთდები სახლიდან იმუშავებ, მერე კომპანიაშიც მოხვალ, თუ რათქმაუნდა გზაში კიდევ რამეს არ მოიწევ. გაიცინა და კარისკენ წავიდა.
- აჰამ კარგი და სულ ნუ მეღადავები.
- ჭკუით.

ანდრეი რომ წავიდა, წამალმა იმოქმედა და მალევე ჩამეძინა.
ასე გავიდა, 3 კვირა. სახლში ვმუშაობდი, თან ვიწექი, ყავარჯენით ნელ-ნელა ფეხზე დადგომაც დავიწყე, შესიება აღარ მქონდა, ბოლოს ექიმთანრომ ვიყავი, ძვალი შეხორცებას იწყებსო, ნელ-ნელა გიშუშდებაო, ამიტომ ძალიან გახარებული ვიყავი, მალე შევძლებდი სამსახურში გასვლას.
და აი ისიც. დღე როცა ანასტასია, საკუთარი ლამაზი ფეხით სამსახურში წავა.
წინა დღეს შემოწმებაზე ვიყავი და ყველაფერი კარგად მქონდა, ფეხიც არ მტკიოდა, სიარული შემეძლო, ბოლოსდაბოლოს 5 კვირა ვმკურნალოობდი. იმ დღეს წარუმატებლად დაწყებული შოპინგი დღეს განვაგრძე. ზარაში მაინც წავედი, ოღონდ ამჯერად ტაქსისტს ვუთხარი, რომ წინ გაეჩერებინა და ასეც მოიქცა. დღეს 3 საათზე უნდა მივსულიყავი კომპანიაში, ახალი პროექტები იყო მოსული, თან თანამშრომლები უნდა გამეცნო, ამიტომ გადავწყვიტე კლასიკური და შესაფერისი ტანსაცმელი მეყიდა.
მაღაზიაში დიდხანს არ მიბოდიალია, არ მიყვარს უაზრო სიარული, მალე ვიღლები, რაც მომეწონა, გავისინჯე, რომელიც მომერგო ვიყიდე და წამოვედი.
2ისნახევარი იყო სახლში, რომ მივედი, აბაზანაში შევედი, ტანზე გადავივლე, თმა გავიშრე, შეძლებისდაგვარად მაკიაჟიც გავიკეთე, ახალი ნაყიდი, ღია ვარდისფერი პერანგი, შავი კალმის ფორმის ქვედაბოლო და პუდრისფერი მაღლებიც მოვირგე. არ მიყვარს ძალიან კლასიკურად, მითუმეტეს ეს ღია ფერები და კიდევ უფრო მითუმეტეს ვარდისფერი, მაგრამ პირველ დღეს გადავწყვიტე ნაზ და პასტელის ფერებში გამოვწყობილიყავი. ქალი ვარ ბოლო-ბოლო. ხელში ლეპტოპის ჩანთა და ხელჩანთა დავიჭირე, სარკეში ჩავიხედე და აი ასეთი ტასო უკვე ძალიან მომწონდა, ოფიციალური, დახვეწილი და ლამაზი ქალი დავინახე ჩემს წინ, მესიამოვნა, სახეზე ღიმილმა გადამირბინა, ერთი წამითაც არ მინდოდა გამეხსენებინა ძველი ანასტასია, ტანში ჟრუანტელს მივლიდა, მბურძგლავდა სიძულვილისგან. ტელეფონი ავიღე და სახლიდან გავედი.
ტაქსისთვის უნდა დამექნია ხელი წინ, რომ მანქანამ გააჩერა. ფანჯარა ჩამოიწია და რატომღაც ნაცნობი სახე დავინახე.
- დაბრძანდით.
- უკაცრავად ვინ ხარ? ან რატომ უნდა დავჯდე?
- ანდრეიმ გამომგზავნა, სამსახურში უნდა წაგიყვანო, თვითონ შეხვედრაზეა და ვერ მოვიდა.
- მოიცა, მოიცა, შენ...
- ხო მე ვარ, მაგრამ ამჯერად არ დამირტყავს ხო ხედავ. გაიღიმა და კარი გამიღო, მეც გამეღიმა და მას დავემორჩილე, მანქანაში ჩავჯექი, ღვედი გადავიჭირე და კარგად მოვკალათდი.
- ესეიგი, თანამშრომლები უნდა ვიყოთ?
- როგორც ჩანს კი,
- ანუ ანდრეი შენი უფროსია და მაშინ ანდრეიზე ამბობდი არ მინდა საყვედურის მიღებაო? ასეთი მკაცრია სამსახურში?
- კი, ბატონი ანდრეა სამსახურში მკაცრია, თუმცა სამსახურის გარეთ ასეთი არარის, ამიტომაც ვცემთ ყველა პატივს და გვიყვარს.
- გასაგებია, მე იცი ხო ალბათ ვინც ვარ.
- ალბათ საცოლე ან ცოლი. გაიღიმა და დავაკვირდი საჭეს როგორ მოუჭირა ხელები.
- ჰაჰაჰაა, სიცილი ამიტყდა, ისერომ ძლივს ამოვისუნთქეე.
- რა გაცინებთ?
- რა ცოლიი, რა საცოლეე?! ბიძაშვილი ვარ, ვაიმეე ძალიან გამაცინეე. ვერ გავჩერდი, ამის გაგონებაზე ისიც ამყვა და ერთად ვიცინოდით.
- მე საშა მქვია, ხელი გამომიწოდა და ისე გაიღიმა არც შემოუხედავს.
- ვიცი, საავადმყოფოში გავიგე, მე ანასტასია. სასიამოვნოა, იმედია კიდევ სამდე არ გამიტან მანქანით და ნორმალურად შევხვდებით ხოლმე სამსახურში ერთმანეთს.
- მეც მაგის იმედი მაქვს, სიარული და ქუჩაზე გადასვლა თუ ისწავლეთ, მაშინ არანაირი პრობლემა არიქნებაა. გაიცინა
- ნწ, რა იყო ახლა ეს? მოდი თქვენობით ლაპარაკი არ გვინდა,
- კარგი.
მალევე მივედით სამსახურში. 4 სართულიანი შენობა იყო, უამრავი რეკლამით და სლაიდებით აჭრელებული, შენობაში შევედით, და თავი სახლში მეგონა... ირგვლივ ოთახები იყო მოწყობილი, ავეჯის რეკლამირებისთვის, სამზარეულო, აბაზანა, მოკლედ ყველა ავეჯი, პარკეტი, კაფელი, და მსგავსი საჭირო ნივთები. ზედა სართულებზე ოფისები იყო განლაგებული. ჩვენ 3 სართულზე ავედით, ანდრეი უკვე ოფისში იყო. ჯერ დააკაკუნა, მერე გამიღო, რომ შევსულიყავი. ანდრეის მიესალმა და თვითონ თავის კაბინეტში შევიდა.
- ჰა, აბა რას იტყვი, მოგწონს აქაურობა?
- ვაიმე, კი მომწონს,მაგრამ ეს საშა ვინარის იცი?
- კი ჩემი თანამშრომელი.
- კარგი?! გავიცინეთ გვეყო. იმდღეს ეს დამეჯახა.
- სიარული არ გცოდნია მაშინ.
- შენც ბრუტუს? იმედები გამიცრუვდა.
- მეც, მეც. ისე დაყავს მანქანა არამგონია ვინმეს დაეჯახოს მისი შეცდომის გამო, ალბათ შენ შეგეშალა რამე. ისევ გაიცინა
- კაი დაივიწყე, სახე დამისერიოზულდა და მის წინ სავარძელში მოვკალათდი. მითხარი აბა რა გავაკეთო.
- მოკლედ ახლა მე მარიას დავუძახებ, შენი დამხმარე იქნება, შენ ჩემი მდივანი და დეკორატორი, შენს ოფისს განახებს, წინ განრიგს დაგიდებს და მეილზე რამდენიმე პროექტსაც გამოგიგზავნის. ყველაფერს გადახედე, გამაცანი შენი იდეები, შემდეგ მოვითათბიროთ და თუ მომეწონება დაიწყე.
- არის სერ.
- სხვათაშორის ლამაზად ხარ, ფეხნაღრძობის კვალობაზეც კარგად დაკაკუნობ მაღლებზე, ცალ მხარეზე ჩაეღიმა და მზერა ჩემიდან ლეპტოპზე გადაიტანა.
- მადლობა
- საშასთანაც შეიარე, ფლეშკას მოგცემს, მანდ რაღაც საბუთებია ჩაწერილი და შენ ლეპტოპში გადაიწერე, დაგჭირდება.
კონტრაქტსაც საღამოსკენ შემოგაწვდი და ხელი მოაწერე.
- აჰამ კარგი, როგორც ვატყობ მე და საშა ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.
- ოხ, ვიღაცას ვიღაც მოეწონაო?
- უი არა, რასამბობ, გაჩუმდი.
- ხოო არა, საერთოოდდ.
- დებილო, შევუბღვირე და ოფისიდან გავედი. უფროსწორად გავიდოდი ვიღაცის სხეულს რომ არ შევჯახებოდი მთელი ძალით. მისი კნავილის გაგონებაზე მივხვდი,რომ მარია იყო. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ პირდაპირ ეჩვენებინა ჩემი კაბინეტი. მარიამ პიჯაკი შეისწორა, დაბღვერილი და შეწუხებული სახით შემომხედა და თითი ანდრეის მოპირდაპირე კაბინეტისკენ გაიშვირა.
ოთახი ლამაზად იყო მოწყობილი, ავეჯით გადატვირთული არიყო. დიდი ფანჯრები ამშვენებდა ოთახს და იქაურობას საოცრად ანათებდა. ისეთი იყო როგორზეც ვფიქრობდი. მამშვიდებდა ღია ფერებით და დახვეწილი დეკორაციით, რათქმაუნდა ცუდი დეკორია ვერც იქნებოდა. მოვთავსდი სავარძელში, წინ ლეპტოპი დავიდე და მაგიდას, რომ გადავხედე აშკარად ცარიელია. გავედი, ანდრეის შემოვუთვალე მალე მოვალ თქო, საშას მივუკაკუნე და შევიხედე.
- რაღაც უნდა გთხოვო.
- გისმენ
- არ ვიცი აქ სად რა არის, ამიტომ მინდა ჩემი ოფისისთვის რამოდენიმე სუვენირი ვიყიდო და შეგიძლია წამიყვანო საქმე თუ არ გაქ?
- კი რათქმაუნდა.
გავუღიმე და კარებთან დაველოდე.
მანქანაში ჩავჯექით და სადღაც, რომელიღაცა მოედანზე მივედით, ბევრი საკანცელარიო და სასაჩუქრე მაღაზია იყო, საკანცელარიოდან ბლოკნოტი და ფერადი პასტები ვიყიდე. ფერების შეხამებისთვის მჭირდებოდა, ჩარჩოც ვიყიდე ჩემი და მარის ფოტოს ჩასადებად,
რამოდენიმე სუვენირიც და ვუალა.
მანქანაში ჩავჯექით...
- საქმე თუ არ გაქვს ყავა დავლიოთ?
- კარგი, შენ თუ არ გაგიბრაზდება ანდრეი დავლიოთ.
- არა, საქმე არც მე მაქვს. არ გამიბრაზდება.
საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, და კაფესკენ წავედით...


თბილისი

- რას შვები ძმა?
- რავიი ლაშ, შენ რავახარ?
- რავი ტო, რაღაც უნდა გთხოვო,
- გისმენ აბა.
- მოკლედ ერთი გოგოა, ყველგან ვეძებ რა, დაქალი არ ამბობს სადარის. ვიცი, რომ წავიდა აქედან, აქ რო ყოფილიყო ვიპოვიდი შანსი არარის. აქამდე არ მომაფიქრდა ტო რო შენთვის მეთხოვაა.
- გისმენ ბრატ რაზეა ლაპარაკი, თუ შემეძლება შენ გვერდით ვარ.
- ძმა ხარ! მოკლედ ანასტასია ტკაჩენკო, გამირკვიე ნებისმიერ რეისზე თუ იყო ჩაწერილი 5 კვირის წინ.
- მოიცა, ანუ 20 აგვისტოს.
- ხო რა, არ ვიცი ზუსტად რიცხვი...
- კაი ვნახავ, ტკაჩენკოა გვარად ხო?
- კიი ბრატ, კი...
- უკრაინელია, მოდი მაშინ ჯერ უკრაინით დავიწყებ, იქნებ იქ წავიდა ვინმესსთან.
- კაი ძმა მიდი თორე გავაფრენ.
- ხო მშვიდობაა?
- კი, კი უბრალოდ ცოტა ვვიკამათეთ და.
- კაი გაგაგებინებ თუ ვიპოვი.
- გელოდები, სპასიბა.

ტელეფონი გათიშა იქვე მიაგდო და საწოლზე ჩამოჯდა, ხელებში ჩაირგო სახე და ბურტყუნი დაიწყო... -სად ხარ ტასოო, საად? როგორ მომენატრეე, მაინც გიპოვი და დაგაბრუნებ, როგორ მინდა ჩაგეხუტო. თავისთვის ლაპარაკობდა და თან ცრემლი ზდიოდა თვალებიდან.
რამოდენიმე წუთში ისევ ტელეფონმა დარეკა.
- ხოო ძმა, იპოვე რამე?
- კი. 20 აგვისტო, დილის 8 საათიან რეისზე დაჯავშნა ბილეთი, კიევშია.
-აუუ ჯიგარი ხარ ტოო, მოკლედ ახლა ჩემთვისაც იგივეს აკეთებ, რაც შეიძლება სწრაფად, უახლოეს რეისზე აიღე ბილეთი კაი?
- კაი 2 სააათშია ფრენა მოასწრებ?
- კი, როოგორ არაა ტო, ჯიგარი ხარ.გადამეხადოს
- არ გრცხვენია? მიდი მეც აეროპორტში ვარ და რეგისტრატურაში გნახავ.
- ჰო დროებით.
ტელეფონი გათიშა, ისე სწრაფად მოძრაობდა მგონი თვითონაც თავბრუ დაეხვა, ჩანთა აიღო, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩადო, საჭირო ნივთებიც გაიყოლა და წავიდა.
გზად მარის შეუარა.
სადარბაზოში ავიდა და ზარი დარეკა.
- ლაშაა? აქ რა გინდა. ხომ გითხარი, რომ არ ვიცი სადარის.
- მარი კაი რა? მე ვიცი სადარის და დავიჯეროშენ არ იცი?
- რა? ის? მოიცა. სადარი? დაიბნა მარი
- კიევშია და ახლა იქ მივდივარ, მოკლედ ძალიან გთხოვ რამე მითხარი, გეფიცები არაფერს ვატკენ ბოდიშის მოხდა მინდა გთხოვვ რა.
- აუ არ შემიძლია ლაშა. არ მინდა, რომ დავკარგო, გამიბრაზდება.
- ყველას გეფიცები არ ვიტყვი, რომ რამე მითხარი, ისედაც აეროპორტში ნაცნობმა გამირკვია.
- აუუ, კაი, ოღონდ იცოდე იმიტო ვაკეთებ ამას, რომ მინდა შერიგდეთ... " ღმერთო იმედია არ მომკლავს ტასო" მოკლედ ბიძაშვილთან არის იქ, ანდრეი ქვია, მაგრამ სახლი იყიდა და თუ არ ვცდები კანკოვას ქუჩაზეა, ძველ მათ კორპუსში.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ.
- ლაშააა, უკან გაბრუნებულს მკლავში წვდა და შეაჩერა.
- ჰო,
- დამპირდირომ არაფერს ეტყვი,
- გპირდები მარი, გპირდები, ვიცი რომ შეიძლება არ მაპატიოს, მაგრამ მაინც ვცდი.
- მიდი, კეთილი მგზავრობა. ანერვიულებულმა დაკეტა კარი და ფრჩხილები ლამის დაიჭამა.
ყველაზე მეტად რაც არ უნდოდა ის იყო, რომ ახლა ტასოს დაერეკა მისთვის, ეგრევე სახეზე შეატყობდა ყველაფერს და მარისაც ძალაუნებურად მოაყოლებდა ყველაფერს. გადარჩა, იმ საღამოს არ დაურეკავს. დაწვა მარი დასაძინებლად, მაგრამ ნერვიულობისგან მაინც აქეთ იქით წრიალებდა.


ლაშა აეროპორტში იყო უკვე. რეგისტრატუსირკენ წავიდა, როგორც კი ნაცნობი დალანდა..
- გიოო,
მიუახლოვდა და გადაეხვია მეგობარს.
- მოდი ლაშა, დაგარეგისტრირებ ახლა და 1 საათში ფრენაა.
- აუ რა გაძლებს ერთი საათი.
- რა გჭირს, ასე ძალიან გეჩქარება?
- კი გიო, მეჩქარება, ერთი სული მაქ როდის ვნახავ.
- ოჰო, ესეთი არ მახსოვხარ.
- ეჰ ჩემოგიო, ყველაფერი იცვლება მათ შორის მეც.
დაახლოებით 45 წუთი ილაპარაკეს და როგორც კი ჩასხდომა დაიწყო ლაშა პირველი გავარდა, კონტროლი გაირა და თვითმფრინავისკენ წავიდა...
თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა და სულმოუთქმელად ელოდა მომენტს, როცა მის ოცნებას მკლავებში მოიქცევდა.


რამოდენიმე საათის შემდეგ, თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, დაჯდა და ლაშას გული საშინლად აუჩქარა, ვენები დაეჭიმა, ნერვიულობამ აიტანა, ხელის გულები გაუოფლიანდა. მალევე დატოვა თვითმფრინავი, კუთვნილი ბარგი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.
ბიზნესის გამო, რამოდენიმეჯერ მოუწია უკრაინაში, კერძოდ კიევში ჩამოსვლა, ამიტომ ასე თუ ისე იცდობდა აქაურობას, რუსულიც კარგად იცოდა, ამიტომ ანასტასიას მოძებნაც არ გაჭირვებია...
ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა... დაახლოებით ნახევარ საათში იმ ქუჩაზე იდგა ჩანთით ხელში, სადაც ტასო ცხოვრობდა. რადგან არ იცოდა რომელი კორპუსი, სართული ან ბინა იყო ანასტასიასი, გადაწყვიტა იქვე სადმე სკვერში დაეცადა იმ იმედით, რომ ან ის გამოჩნდებოდა ან ანდრეი, რომლის სურათიც წამოსვლამდე მარიმ აჩვენა, რომ სახეზე ეცნო.
დაახლოებით 3 საათი იყურყუტა ერთადგილას, შიოდა, წყუროდა, დაიღალა, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა ისე ელოდა მის დანახვას და ასეც მოხდა. მის წინ მდებარე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოდან გამოვიდა მისი მშვენიერება, ქალი რომელიც ძლივს იცნო. იმიტომრომ არა მხოლოდ გარეგნულად არამედ ქცევით, სიარულის მანერით და სტილითაც შეცვლილიყო. უყურებდა და ფიქრობდა რა ექნა, უბრალოდ მისულიყო და ბოდიში მოეხადა თუ რაიმე მინიშნებებით მიეხვედრებინა მისი იქ ყოფნა. დიდიხანი ვეღარ მოითმინა, ის ისიყო მისკენ უნდა წასულიყო, რომ მის წინ შავი ჯიპი გაჩერდა, ახალგაზრდა, სიმპატიური ყმაწვილი გადმოვიდა, გადაკოცნა და მანქანის კარი გაუღო, ეს ანდრეი არ იყო... ლაშას ძარღვები გამოებერა კისერზე, მუშტები დაჭიმა, თვალები დახუჭა და თავის თავს შემოუძახა, რომ დაწყნარებულიყო...
მანქანა ადგილიდან გაუჩინარდა...
ლაშამ ახლო მდებარე სასტუმროში, ნომერი იქირავა,უნდოდა ტასოსთვის ყვავილები და წერილი გაეგზავნა პატარა მინიშნებით თუმცა ბინის ნომერი არ იცოდა, მხოლოდ სადარბაზო და კორპუსი იცის, ამიტომ ასეთი რაღაც გადაწყვიტა:
საღამოსკენ ისევ ტასოს კორპუსთან მივიდა და იქვე მოთამაშე ბავშვებიდან ერთ-ერთს დაუძახა.
- ეიი, ბიჭი, მოდიი ჩემთან რაღაც უნდა გკითხო.
- დიახ ძია, რა გინდოდათ?
- შეგიძლია ერთ რამეში დამეხმარო?
- კიი როოგრ არაა..
- ჩემთან დაჯექი, რამდენიმე წუთშიან საათში ერთი დეიდა გამოივლის, მე იმას დაგანახებ და მინდა, რომ უკან გაყვე, დაიმახსოვრო მისი საცხოვრებელი ბინის ნომერი და უკან ჩამოხვიდე, კაი?
- კარგი, გაუღმა ბიჭმა
- შენ თუ ამაში დამეხმარები, მარკეტში შევიდეთ და რაც გინდა იმას გიყიდი..
- მართლაა? თვალები გაუბრწყინდა ბავშვს
- კი, მართლაა.
- კარგით, მაშინ ნაყინი, კოკა-კოლა და ჩიფსი მინდა.
ლაშამ გაიცინა, თმები აუბურძგლა და ბიჭი გვერზე მიისვა.
მალევე გამოჩნდა ტასო, ამჯერად მარტო. უნდოდა მისულიყო თუმცა გადაიფიქრა და ისევ ბავშვი გააგზავნა.
რამოდენიმე წუთში სირბილითგამოვიდა სადარბაზოდან ბიჭი და ლაშასთან მიირბინა.
- ბატონო ძია, მე-4-ე სართულია, ბინა 17.
- კარგი ბიჭი ხარ, ახლა როგორც შევთანხმდით, წავედით მარკეტში.


**
საღამოს სახლში მოსვლისას არაფრის თავი არ მქონდა, ახალ პროქტზე ვმუშაობდით მე და საშა.
ძალიან ყურადღებიანი, ზდილობიანიდა თავაზიანია, სიმპათიურიც... "ღმერთო რა სიმპატიური, რაზე ვფიქრობ, რადროს საშაა..."
ტელეფონი აწკრიალდა.
- ხოო ანდრეიი კიდევ რა მოხდა?
- რა მოხდა და სასწაული გოგო მყავხარრ..
- ბატონო?
- მისმინე ეს ბოლო პროექტი ვინც შეუკვეთა, ერთი მილიონერი ბიზნესმენია, მოკლედ ძალიან მოეწონა შენი ნამუშევარი.
- ჩემი არ იყო მარტო მე და საშა ვმუშაობით,
- ნუ რამნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ეს კაცი არის არქიტექტორი, ამჯერად აშენებს სასტუმროს ერთ-ერთ საუკეთესო და ლუქს ადგილას კიევში, ასეთი საქმე ჯერ არ მქონიაა არასოდეს და ისეთი კარგი ფეხი გაქ მინდა, რომ მოგაჭრა და "სერვანდში" სუვენირად დავდო. გაიცინაა
- რა უბედური ხარ, მეც გავიცინე დაა გაგრძელება ვთხოვე.
- მთლიანი სასტუმროს ოთახების დეკორაციას ჩვენგან ითხოვს, უფროსწორად შენგან, ვინც ბოლო პროექტი გააკეთა იმან გააკეთოს ესეცო, აზზე ხარ რა ტუზი დაგვეცა??
- არარსებობს.. ანუ რა გამოდის?
- რა გამოდის დაა გავმდიდრდით.
- აუ, რამაგარია, ავღნიშნოთ რა. გამომიარეე, ღვინო ან რამე წამოიღე, არყის გარდა ოღონდ...
- ნახე, ნახე, ლოთი, ეგრევე დალევაზე რო ფიქრობ, გაიცინა
- მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. აუ ეგ კი არა, რაღაც უნდა გთხოვო..
- გისმენ ჩემო ჭკვიანო ნიჭიერო და ხათაბალა გოგოვ, შენ დღეიდან შეგიძლია ყველაფერი მთხოვოო.
- ოჰოო, სულ, სულ ყველაფერი??
- ნუ ახლა, შეძლებისდაგვარად. გაიცინა ანდრეიმ
- მინდა რომ მარიამი ჩამოვიყვანო ჩემთან, იქნებ მასაც მოვუძებნოთ რამე სამსახური?
- ჩამოვიდეს, თუ გამოუშვებენ..
- ხოო ეგ მაქ მოსაგვარებელი, იმედია გამოუშვებენ.
- კაი მიდი და ნახევარ საათში შენთან ვარ,რამე გემრიელობები მომიმზადე თორე გაგაგდებ სამსახურიდან.
- ჯერესერთი ვერ გამაგდეებ, თუ გამაგდებ გაკოტრდებიი.. ნიშნის მოგებით ვუთხარი..
- უი ხო, მოკლედ ხოარ დაგაცდის ბლატაობას.
- გელდოებიიი...
ტელეფონი გავუთიშე და სამზარეულოში გავედი, უცებ მოვამზადე, სალათი, კარტოფილი შევწვი, ძეხვი ყველი და პატარა სუფრაც გავშალეე.
რამოდენიმე წუთში კარზე ზარი იყო, ანდრეი მეგონა.
კარი რომ გავაღე, არავინ იყო, ფეხებთან ვარდების თაიგული და წერილი იდო.
გამიკვირდა, თანაც ძალიან, საშასთან ისე არ ვარ რომ ვარდები გამომიგზავნოს, ანრეისგან სისულელეა, აბა ვინ?
კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე..
" - ძვირფასო ანასტასია, არც კი ვიცი როგორ და რანაირად მოვაბა თავი, რომ ლაპარაკი დავიწყო, წერილი არასოდეს დამიწერია, მითუმეტეს მაშინ როცა დამნაშავე ვარ და პატიების თხოვნა მინდა...
ვიცი გაგიკვირდება ჩემი წერილის და გამოგზავნილი ვარდის კიევში მიღება, თუმცა მინდა იცოდე,რომ მე ყველგან მოგაგნებ, ყოველთვის გიპოვი და ყოველთვის გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა ბევრის ლაპარაკი, უფროსწორად წერა, არ გამომდის და ვიცი რაღაც უაზრობას წამოვროშავ. მინდა,რომ პატიება გთხოვო, ვიცი ჩემ საქციელს ახსნა არ მოეძებნება, თავის მართლებასაც არ ვაპირებ, უბრალოდ.... უბრალოდ, ხო ხედავ გავიჭედე... უბრალოდ მიყვარხარ... ლაშა "
თვალები გამიფართოვდა, ირონია და ზიზღი ერთად მომაწვა. გაკვირვებამაც იმატა, არ მეგონა ლაშა თუ ასეთ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ. ბოლოს მისი საქციელიდან საპირისპირო დავინახე. პატიებას არ ვაპირებ, არ ვაპატიებ, კაცს რომელმაც ხელი აწია ჩემზე არასოდეს ვაპატიებ! ყვავილები ავიღე და პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩავაყუდე...
ღმერთო როგორ მინდა, რომ ახლა გესმოდეს და ამაზე პასუხი გაგცე.
ნერვებ მოშლილი გავედი სამზარეულოში და წყალი დავლიე, რომ ანდრეის მოსვლამდე ცოტა დავწყნარებულიყავი.
კარზე ზარია.
- მოდიი მოდიი.. სად ხარ ამდენხანს?
- საცობები ლამაზო, საცობები...
- ნწ, დააბრალა ახლა. რა მომიტანე?
- რავიცი ღვინო წამოვიღე, შოკოლადებიც ქალბატონი ტასოსთვის და რაღაც მზა საჭმელები.
- რა იყო, მე არ მენდობი?
- რავიცი იქნებ მომწამლო, გავიცინეთ და პატარა სუუფრას მივუჯექით...
კარგად მოვილხინეთ, შევზარხოშდით, ანდრეიმ პატარაობის ამბები გაიხსენა, დედაჩემი, მამაჩემი, მე, ჩვენი სახლი, ერთად გატრებული დღეები...
აცრემლებული თვალებით ვუსმენდი და მიხაროდა ასეთი ადამიანი რომ მყავდა გვერდით.
- ტასო, რაღაც უნდა გითხრაა.
- ხოო ანდრი, გისმენ
- ოღონდ არ გამიბრაზდე რაა, კაი?
- რა ხდებაა.
- მოკლედ, შენი ბიძაშვილი არ ვარ.
- რაა? მოიცა, როგორ თუ არ ხარრ. აბა მამაჩემი რო გაიძახოდა ჩემი ძმიშვილია, ჩემი ძმიშვილიო??
- ვიცი, იმიტომ რომ, მამაშენი და მამაჩემი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, როგორც ძმები, შენც იმიტო გეუბნებოდა მაგას და შენც იმიტომ იცოდი ამდენიხანი,რომ მე დაშენ ბიძაშვილები ვიყავით.
- მოიცაა, აუ, დავიბენი, კაიი რა. რა გამოდის ახლა, რომ შენ ჩემი არავინ ხარ?
- ახლა გავბრაზდები იცოდე! რასქვია არავინ ვარრ, შენ ხო ჩემი ტასო ხარ. გაიღიმა და უცნაურად შემომხედა.
- კაი რა, ყოველთვის ძმასავით გიყურებდი.
- მერე ვინ დაგიშალა, მიყურე ბატონო, თუ შენი ძმა გინდა ვიყო ვიქნები.
- ახლ რატომ მითხარი?
-არ ვიცი, შენ 8წლის იყავი აქედან რომ წაგიყვანეს, კარგად იცი, რომ მე დაშენ მაქამდე სულ ერთად ვიყავით, შენ შეიძლება არ გახსოვს მაგრამ შენზე უფროსი ვარ 3 წლით და უკეთესად მახსოვს, როცა წაგიყვანეს, თითქოს ჩემი ნაწილიც გაიყოლესო, ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო მეგობარი დავკარგე და ასეც იყო.
მერე დავივიწყეთსავით ერთმანეთი, რო გაიზარდე გეხმიანებოდი, გეხმარებოდი, შეხვედრა არ გამოგვდიოდა და ტელეფონში არ მინდოდა ამის თქმაა, ახლა კიდევ, ახლა, როცა აქ ხარ, როცა ახლოს ხარ, და როცა ვიხსენებ იმ ბავშვობას ერთად გატარებულს, რავიცი მომინდა, რომ გცოდნოდა, გცოდნოდა რომ მე და შენ არანაირი ნათესაობა არ გვაკავშირებს.
- ანდრეი, არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ძალიან დავიბენი.
- ვიცი ჩემო გოგო, ვიცი და ბოდიში კარგი?
- იმედია ეს იმიტომ არ მითხარი ახლა, რომ ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალა, ან რამმის იმედი გაქვს.
- მომისმინე, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ახლო და თბილი იქნება გაიგე? შენ თუგინდა შენი ძმა, ბიძაშვილი და ნათესავიც ვიქნები.
- მეთუ მინდა? და შენ რა გინდა?
- როცა შენგან გავიგებ იმას რისი გაგონებაც მინდა, მეც გეტყვი იმას რაც მე მინდა... გამიღმა და წამოდგა
- მოიცაა რას ნიშნავს ეს?
- ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ დღეს, ხო ხედავ ჩემი დალევა არ შეიძლებაა. ხვალ სამსახურში შევხვდებით.
მარჯვენა ხელი თმაში შემიცურა მისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა.
- კარგი, მაგრამ იცოდე, რომ სალაპარაკო გვაქვსს.
- აუცილებლად. ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა დაა კარები მიიხურაა.



№1  offline წევრი nini :)

მოკლედ მეგი შენ რა ხარრ..... საოცრება გოგო.... მინდა რომ სულ ამ ისტორიას ვკითხულობდეეე.... მალე მინდა შემდეგი საყვარელოოო

 


№2 სტუმარი სტუმარი ანკა

ძალიან მომწონს მალე დადე ხოლმე რა?! და კიდე შეურიგდეს რა ძალიან გთხოვ ლაშას❤️❤️❤️❤️???? რაღაც ანდრეის ხომ არ შეუყვარდა?! მოკლედ რა რა არის ასეთი ტასო ლაშას ხომ მოსწონს ნიკასაც, ანდრეისაც და საშასაც :D :D

მოსწონს კი არა უყვარს ❤️❤️????

 


№3  offline წევრი ნორმი

როდის დადებ?
არ ვიცი რატომ მაგრამ დიდი იმედი მაქვს ისე არ დაასრულებ,თუ გინდა ისე დაასრულე უბრალოდ ცეცხლი და ვნება მოამატე რააა.
--------------------
მორფეოსი

 


№4 სტუმარი anusa

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes მაგარია ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი იზუკა

აუუ სად დაიკარგეე ამომხდა სულიი ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent