შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაფრენა გარდაცვალებას ნიშნავს. (თავი 1)


20-08-2018, 21:13
ავტორი ნენეე
ნანახია 1 278

კაბინეტში იჯდა და ორდერს ელოდებოდა კარი, რომ გაიღო და გაცოფებული სახით შევიდა ანრი
-ლობჟანიძე გეფიცები შენ თუ იქ წახვალ არ ვიცი რას გიზამ
-ანრი მოდი დამშვიდდი ხო? ქალის ჩვეულმა მშვიდმა ტონმა სიტუაცია თითქოს დაამშვიდა და კაციც მალევე ჩამოჯდა ტყავის შავ სკამზე.
-თინანო საშიშია გეფიცები, ძალიან ახლართული საქმეა!
-ხო ვხვდები, რადგან თინანო დამიძახე ესეიგი იქ ვყოფ თავს სადაც არ უნდა ვყოფდე მაგრამ ყველაფერი ჩემს კარიერას ეხება
-კარიერის დედაც თინი, ამ ყველაფერს უნდა შეეწირო?
-არაფერს ვეწირები უბრალოდ ახლა ნინა შემომიტანს ორდერს, მეც დაუყოვნებლივ მივაკითხავ გაჩეჩილაძეს.
-მარტო ვერ გაგიშვებ!
-თუ რამეა იცი სადაც უნდა ეძებო ჩემი გვამი. ჩაიცინა და კარში მდგომ ნინას ხელიდან გამოგლიჯა ორდერი.
საჭეს მშვიდად მართავდა, არანაირი დაძაბულობა. კარგად იცოდა სად მიდიოდა და სად ყოფდა თავს მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ საქმე მას ეხებოდა და იმ კარიერას, რომლის აშენებასაც წლები მოანდომა და საკუთარი ცხოვრების საუკეთესო შვიდი წელი მიუძღვნა. მაგრამ მხოლოდ თავის ცხოვრება არ გაუწირავს ამისთვის, გაწირა ყველა ვინც მის გარშემო ტრიალებდა. არასდროს ჰქონდა დრო მუდამ რაღაცას კითხულობდა და მერე იქ მომხდარ ამბებს მამასთან ერთად აფასებდა.
თინის მამა ცნობილი გამომძიებელი გურამ ლობჟანიძე გახლდათ და ზუსტად ამიტომ ენდობოდა ყველა უმცროს ლობჟანიძესაც.
მამის სახელის კარგ გავლენას განიცდიდა თინათინ ლობჟანიძე.
ფიქრებში გართული, როგორ მიუახლოვდა გაჩეჩილაძეების რეზიდენციას ვერცკი მიხვდა და მალევე გააჩერა მანქანა
-ვნახოთ ახლა რას მეტყვით ბატონო ანზორ. კმაყოფილი გამომეტყველებით მივიდა შავად შეღებილ კართან და მაშინვე დარეკა ზარი, რადგან არცერთი წამის დაკარგვას არ აპირებდა ფუჭად.
კარი ხანდაზმულმა ქალბატონმა გაუღო, რომელმაც ჯერ ეჭვის თვალით აათვალოერა და შემდეგ სახლში შეიპატიჟა
-ანზორს სთხოვეთ
-ბატონ ანზორს! მაშინვე შეუსწორა მიმართვა ქალმა და კიბეები ნელა აიარა.
-რაც უფროსი ის ხელქვეითი. დანანებით ჩაილაპარაკა და იქვე დაკიდულ სურათს გაუსწორა თვალი.
-უმცროსი ლობჟანიძე მოსულა. უკნიდან მოესმა ნაცნობი, საძულველი ხმა და ძალა მოიკრიბა საკუთარი თავი არ გაეყიდა
-ბატონო ანზორ! მისკენ შეტრიალდა და ეცადა ალეწილი სახე დაელაგებინა
-დაბრძანდი გეთაყვა! ირონიას არ აკლებდა კაცი და თინის მიმიკებს გაფაციცებით აკვირდებოდა, რომ მისი ვიზიტის რაობა შეეტყო.
-დავბრძანდები, მაგრამ თქვენ რამდენად გინდათ ახლა დაჯდომა არ ვიცი, ვეჭვობ ეკლებზეც კი გაივლიდით ოღონდ გაიგოთ რა ესაქმება თქვენს სახლში გამომძიებელს.
-ცდებით თინი, თუ თინანო დაგიძახოთ? სტუმართმოყვარეობა ჩემი და ჩემი ოჯახის სტილია
-მაშინ უნდა გაგახაროთ ამის შემდეგ ხშირად მოგიწევთ ჩემი ნახვა. და სულ დამავიწყდა მინდა შესაბამისად გაგაცნოთ ჩემი თავი, როგორც ლობჟანიძეებს გვჩვევია
-გამომძიებელი თინათინ ლობჟანიძე
-ოჰოო ეს მამათქვენის კურსები კიდევ მახსოვს
-მაშინ ისიც გაიხსენეთ სად იყავით როცა სანდრო ერგემლიძე და მისი მეუღლე ბავშვებითურთ დახვრეტილი იპოვეს საკუთარ მანქანაში?
-ჩქარი ხარ თინი! კაცის ხმაში ირონია გამოერია და ბოლომდე დაიძაბა.
-კიდევ ერთხელ შეგისწორებთ თქვენ ახლა სახელმწიფო მოხელეს ესაუბრებით, თანაც გამომძიებელს და უკვე გითხარით თინათინი მქვია
-შენი საყვარელი სამიზნე მე რატომ ვარ? არ წყვეტდა ქილიკს გაჩეჩილაძე
-იმიტომ, რომ ყველგან ეკვეხები.
რაც კი ცუდი ხდება პირველი შენი სახელი ტივტივდება, ნეტავ რატომ? დავიჯერო ამ ხუთი საქმიდან ერთშიც არ ხარ გარეული და ასე უბრალოდ გადებს ყველა ხელს?
-ვარაუდებით, რომ ლაპარაკობ და ფაქტიურად ხელს მადებ მკვლელობაში ამისთვის შემიძლია გიჩივლო და შენი სტატუსიც გავანადგურო
-მე კი შემიძლია გიჩივლო, როგორ ექცეოდი თექვსმეტი წლის გოგონებს და ასევე წამში დავამსხვრიო შენი ყველა ინვესტიცია რაც საკუთარ თავში ჩადე.
კაცს ზიზღით ახედა და ბოლომდე ეცადა დაჭიმული სხეული არ შეემჩნია
-ახლა კი ველოდები პასუხს აი ორდერი.
ანზორს ცხვირწინ აუფრიალა თეთრი ქაღალდი და სავარძელზე მოკალათდა.
-ბუდაპეშტში ვიყავი, თათბირზე.
-მაშინ მოწმეები დაგჭირდებათ ბატონო ანზორ რადგან დღეიდან გეკრძალებათ თბილისიდან გასვლა.
-ეს მეტისმეტია
-შეგიძლიათ კარგი ადვოკატი დაიქირაოთ, მაგრამ ვშიშობ ეგეც ვერ გიშველით
-გაგანადგურებ თინი ლობჟანიძე
-ერთხელ უკვე გამანადგურე, თანაც ისე, რომ ჩემში ყველა ადამიანური გრძნობა მოკალი.
-გასაგებია, შენ ვერ მპატიობ, რომ არ მიყვარდი
-ახლა გინდა თავს დაგესხა და იარაღი მოგიშვირო? ცდები, ის შენი ხელქვეითი იქ, რომ დგას უთხარი ვედეოს გადაღება შეწყვიტოს და სკამზე ჩამოჯდეს, შენ კი ერთი დიდი ტრაგედია ხარ თბილისის ისტორიაში. და ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ თუ ნორმალირად არ მოიქცევი მომიწევს არქივი გავაღო და რამდენიმე საბუთს მტვერი გადავწმინდო. ახლა კი ჩემი წასვლის დროა
-რა ჩაიფიქრე?
-დაიმახსოვრე ანზორ გაჩეჩილაძე ვერასდროს აჯობებს ლობჟანიძეს იმიტომ, რომ შენ ჩვენთან ბრძოლა მოიგე მაგრამ ომი გრძელდება. ამ ყველაფერს მამაჩემის გამო გავაკეთებ, რომ გისოსებს მიღმა დაგინახო.
-თინი რას ვერ მპატიობ მითხარი! ხელზე ჩაებღაუჭა და მაშინვე მიიღო საპასუხო რეაქცია
-დაიმახსოვრე თბილისიდან გასვლა გეკრძალება და იცოდე თუ გავიგე, რომ თუნდაც ერთი მილიმეტრით გასცდი აქაურობას თავბედს გაწყევლინებ, სამაგალითოდ დაისჯები.
ერთხელ კიდევ შეხედა მის წინ მდგარ სხეულს და მანქანაში კუთვნილი ადგილი დაიკავა.
ზედმეტად ბევრს ფიქრობდა ერგემლიძის საქმეზე, იმდენად ბევრს, რომ ყველაფერი გვერდზე ჰქონდა გაწეული და დღე და ღამე მუშაობდა.
უძილობისგან და დაღლილობისგან იმდენად დასუსტებული იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა.
წონაშიც დაიკლო და მოკლედ მისი ცხოვრება ახლა ერგემლიძეების გარშემო ტრიალებდა..
ყველა დაკითხვის ვიდეო ხელახლა გადაამოწმა ყველას მიმიკას აკვირდებოდა, მათ სიმშვიდეს უბრალოდ ვერ ხსნიდა.
გრიგოლ ერგემლიძის დაკიგხვას სამჯერ უყურა და ბოლომდე ვერ ამოხსნა მისი შფოთვა და მოუსვენრობა.
დაბნეული უცქერდა კედელს კარზე, რომ დააკაკუნეს და მაშინვე გამოფხიზლდა.
-ღიაა! დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და კალამი გვერდით გადადო.
-თინი არ წასულხარ? ანრის ხმამ აზრზე მოიყვანა და კაცს ახედა
-კი ცოტახანში გავალ
-გაგიყვანო?
-არა მანქანით ვარ!
-კარგი მაშინ ხვალამდე. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თვალი გააყოლა მიმავალ დადიანს.
----
ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო და ახლაც არ არღვევდა საკუთარ ჩვეულებას.
ზედმეტად მშვიდი სახით შევიდა მთავარ პროკურორთან და ანზორ გაჩეჩილაძის რამდენიმე საქმე ჩამოართვა.
-წარმატებები თინათინ შენი იმედი გვაქვს. კაცის თბილმა ხმამ იმდენად დაამშვიდა, რომ ყველანაირი დაძაბულობა ზურგიდან მოიხსნა და სანაგვეში მოისროლა.
ძალიან კარგად ესმოდა და სჯეროდა რა ხდებოდა მის თავს.
გაფაციცებით ჩაჰყურებდა საბუთებს და სამირასა და ანზორის კავშირზე ეძებდა რამე ისეთს, რასაც ძლიერად ჩაებღაუჭებოდა.
ბევრი არ უძებნია საბუთის კუთხეში გაკრული ხელით დაწერილი ამოიკითხა თუ არა ესევე მოშორდა განყოფილებას.
----
არ ვიცი რა არის და როგორია მაგრამ იმედია ბევრი წაიკითხავთ და მოგეწონებათ!
მიყვარხართ და შემიფასეთ



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან მომეწონა,ამ ჟანრის მოთხრობები ძალიან მიყვარს.ესეც მომეწონა.მალე დადე რა თავები...წინა მოთხრობას აღარ აგრძლებ??
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი melina

საინტერესო დასაწყისია, იმედია გაგრძელებაც ასეთივე იქნება, წარმატებები.

 


№3  offline წევრი ნენეე

melina
საინტერესო დასაწყისია, იმედია გაგრძელებაც ასეთივე იქნება, წარმატებები.

მადლობა❤

Farvana
ძალიან მომეწონა,ამ ჟანრის მოთხრობები ძალიან მიყვარს.ესეც მომეწონა.მალე დადე რა თავები...წინა მოთხრობას აღარ აგრძლებ??

ის მოთხრობა იყო ძალიან მშრალი და თითქმის უშინაარსოც კი!
არ მინდა თავი მოვაბეზრო ყველას და არ გავაგრძელებ
--------------------
ნენე გასვიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent