შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო (3 თავი)


20-08-2018, 22:46
ავტორი ttatusi
ნანახია 1 417

კიბეები სწრაფად ავიარე.ქეთის კარს მივადექი და ზარის ღილაკს დავაჭირე თითი.ქეთუშამ მალევე გამიღო კარი.-მოდი.წამო პირდაპირ ჩემს ოთახში შევიდეთ.-კარგიი.წვრილი შესასვლელი გავიარეთ, მისაღებში ქეთის დედას,სალომეს მივესალმე,ოთახშიც შევედით, იქ ქეთის პატარა ძმა დაგხვდა, ნიკუშა. რა თქმა უნდა, ქეთი წიკვინა დიდი და იყო, თუმცა ყურადღებას არ აკლებდა 6 წლის ნიკუშას,წელს სკოლაში შედიოდა.-აუ დედაა... დეეე..-რა გაყვირებს გოგო? რომელი საათია გაიღვიძა მეზობლებმა. სალომე დეიდამ შემოაღო კარი, ვგიჟდები ამ ქალზე, ძალიან სასიამოვნო და ლამაზია,ქეთიც მას ჰგავს ოღონდ მხოლოდ სილამაზით :დ ქეთის გრძელი ფეხები მომწონს.გრძელი არა უგრძესი :დ .-აუ ნიკუშა გაიყვანე რა შენთან..-კაი ამისთვის ყვიროდი? წამო დე დავიძინოთ.და ნიკუშა გაიყვანა.- ქეთი დე კარების ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს. -ესეც ასე დედაჩემიც გავუშვით, -ვაიმეე სულ დამავიწყდა.-რა რა დაგავიწყდა? შემომხედა ქეთიმ-აუ გოგო რახდება, მამაჩემა ამიყვანა დაცვა, ახლა ქვემოთ მიცდის სახლამდე უნდა მიმაცილოს.მთელი სერიოზულობით ვეუბნები.-რას ბოდავ?მეღადავები?-მიდიი გადაიხედე ფანჯრიდან.ქეთიც მივარდა ფანჯარას, -რაა ეს სიმპატიური მაღალი?? გაოცდა ქეთი-კიი ეგაა, ამაყად ვთქვი მეც და ფანჯრიდან გადავიხედე -აუ გოგო რა დაცვა, საიდან?ვახო ნახე,ასე უყვარხარ რო დაცვა აგიყვანა? -კაი გოგო ვიხუმრე რა დაცვა :დდ დასიცილი ავტეხე -რას მატყუეებ?აბა ვინაა ეს?მოიცა ეს ჩემი სიმპატიური მეორე სართულელი ხო არა?-არა გოგო რა შენი მე მომყვა.-საიდან გოგო საიდან? რა ხდება?გაოცდა ქეთი-ოო რა საიდან, სტუმრად იყო და გამომყვა მარტო ცოდვა ხარო რა, ხოდა მეც წამოვიყვანე ვიფიქრე გავასეირნებ სუფთა ჰაერზეთქო :დდ ძაღლი სულ მინდოდა, არ მყავს მაგრამ ესეც წავა რა . ბოლოო ხმაზე ვხარხარებდი როცა უცებ სანდრომ ამოიხედა ზემოთ.სწრაფად დავსერიოზულდი და ვითომ ქეთის გავუბრაზდი-კაი ქეთი სირცხვილია, წუხდება ხალხი. კვლავ გავიხედე ფანჯარაში.-სწრაფად ჩამოხვალ თუ კიდევ დიდხანს უნდა ამაყუდო აქ? გაბრაზებული ხმით ამომძახა სანდრომ.ვაიმეე ამაზე სულ მივეყინე ფანჯარას.-უკაცრავად, შენთვითონ რომ წამოხვედი დაგავიწყდა? ხოდა როცა მინდა მაშინ ჩამოვალ.გაბრაზებულმა ვუპასუხე მეც.ფანჯარა დავხურე და ფარდა ჩამოვაფარე.-ასე იყოს, უკეთესია.ამოვიბუტბუტე-კაი გოგო ცოდვაა მართლა რა უნდა აკეთოს, წადი წადი ახლა, ჩემი მეორე სართულელის გაცნობა სხვა დროს იყოს და იქნება ეს მაინც იყოს შენიბედი. ენა გამომიყო ქეთიმ.-რაა ქეთუშა მოგკლავ,რას ბოდიალობ, რა ეს. ჰაჰ სიმწრის სიცილით გამოვედი ქეთის ოთხიდან.საფულეც ავიღე.დავემშვიდობე და კიბეებზე დავეშვი.ძირს ჩავედი, ეს წარბებშეკრული იდგა და უტიფრად მიყურებდა.მე კიდევ ხალისიანად მივეგებე.-წამო წავიდეთ.თან გავუღიმე და თვალი თვალში გავუსწორე.თავი ვერ შეიკავა და მასაც გაეღიმა.-ჰე რა იყო? ვკითხე კვლავ გაღიმებულმა.-ღიმილით ზეგავლენას ნუ ახდენ ჩემზე.რაღაც მკაცრი ტონით,თან ძალიან წყნარად მიპასუხა.მასთან საუბრის გაგრძელება აღარ მინდოდა,მთელი გზა ჩუმად მოვდიოდით,როცა სახლში მივედით მე ჩემს ოთახში დავრჩი,მალევე კი მაიამ მითხრა რომ მიდიოდნენ,მათ წასვლას მოჰყვა სუფრის ალაგება,ჭურჭლის დარეცხვა და ჩემი წუწუნი.ამ პერიოდში სანადრო მეტრეველის შესახებ ბევრი რამ გავიგე, დედაჩემი საკმაოდ ინფორმაციული პიროვნება აღმოჩნდა.ნინოს კიდევ ჰყავს ერთი ვაჟი,დათო მეტრეველი.სანდროზე უფროსია 26 წლის ცოლ-შვილიანი, სანდრო 21 წლის არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ბიზნესის მეოთხე კურსის სტუდენტია.ირაკლის და მამაჩემს თავიანთი ბიზნესი გაუერთიანებიათ. მე არასოდეს ვინტერესდებოდი ვახოს სამსახურით, პატარაობიდანვე მახსოვს როგორ ბრუნდებოდა მამა გვიან სახლში და ყოველთვის მენატრებოდა, რაც წამოვიზარდე უფრო მეტ ყურადღებას მითმობს, მაგრამ მისი სამუშაო რეჟიმი არ შეცვლილა, სულ თავის პატარა ოფისში არის.დედა სკოლაში მუშაობს, მათემატიკის მასწავლებელია, მეც კარგად ვფლობ მათემატიკას,თუმცა მე და ქეთიმ ორივემ ჯავახიშვილის ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაზეჩავაბარეთ.დედაჩემის საუბარსა და ამ საღამოს ვიხსენებდი როცა უკვე ლოგინში ვიწექი. მინდოდა სანდროზე ცოტა უფრო მეტი გამეგო.ალბათ ყველა ადამიანი ასეა ახალი პიროვნების გაცნობისას.განსაკუთრებით კი მისმა თვალებმა მომხიბლა.
-ნუ კაი ბიჭია რა.ჩემთვის ამოვიბუტბუტე.ამაზე ფიქრს შევეშვი და მალევე დავიძინე.დღეები სწრაფად გადიოდა, ახლოვოდებოდა ჩემი უნივერსიტეტის პირველი დღე,ქეთი კი მხოლოდ მეორე სართულელზე ფიქრობდა.სულ იცოდა როდის გადიოდა სახლიდან როდის ბრუნდებოდა,ჩვენთვის კი მაინც უცნობი მეორე სართულელი იყო. ერთხელ ნინოც გვეწვია სტუმრად.დედაჩემს დაუახლოვდა, უკვე ერთდაც კი დადიოდნენ საყიდლებზე.მათი ოჯახი უკვე ახლოს იყოს ჩვენთან, რამდენჯერმე სანდრომ მოიყვანა ვახო სახლამდე.მე თავს ვარიდებდი მათთან შეხვედრას, განსაკუთრებით კი ქალბატონ ნინოსთან, უამრავი კითხვას მისმევდა...უნივერსიტეტის პირველ დღეს გავიცანით ჩვენი მომავალი კურსელები ანა და მარიამი ,საღამოს კი კლუბში night office იკრიბებოდნენ და ჩვენც გვთხოვეს წასვლა , მე დიდად არ მიყვარდა ესეთ ადგილებში სიარული მაგრამ ქეთის მარტო ვერ გავუშვებდი . მშობლებს შევუთანხმდი რომ ღამით ქეთისთან დავრჩებოდი, შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, ჩემი საამაყო თმები გავისწორე და ქეთისთან წავედი, ტაქსით ვაპირებდით წასვლას.კლუბში ჰაერი გაჟღენთილი იყო ,ყველა ცეკვავდა,ნაცნობ სახეებს ვეძებდით, ჩვენს მომავალ კურსელებსაც შევხვდით და მათთან მივედით, -მოდით გოგონებო. ღიმილით მოგვესალმა ანა. მის გვერდით მარიამი იჯდა.ბიჭები ცეკვით იყვნენ დაკავებულები. -აუ ელენე დალიე რა ერთი-ორი ჭიქა და შენი თავშეკავებულობა დაივიწყე.ქეთის ცდილობდა დალევაზე დავეყოლიებინე.-კიი ყველა ვსვავთ. გაიცინა მარიამმა.მეც დავთანხმდი სწრაფად გადავკარით არაყი.ერთს მეორე მესამე მოყვა.. დიდი სიმხურვალე ვიგრძენი და მივხვდი რომ უკვე სასმელი კარგად მომეკიდა, -წამო გავიდეთ, ვიცეკვოთ. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი რომ მუსიკის ხმა გადამეფარა. თან ერთი ჭიქა სასმელი გავიყოლე. ფეხს ძლივს ვადგავდი როცა უეცრად ნაცნობ მომღიმარ სახეს შევეჯახე.-ვაიმეეე.უაზროდ გავიცინე.თან ხელი მხარზე დავკარი.წონასწორობა ვეღარ დავიცავი და ცოტა შევბარბაცდი. სანდრომ ხელები სწრაფად მომხვია,-არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი. ნიშნის მოგებით გამიღიმა და თვალებში ჩამაჩერდა. მამაშენმა იცის?-რაა ? რა უნდა იცოდეს? დავიბენი და ხელი კარგად მოვხვიე რომ არ წავქცეულიყავი.-ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ. და თვალით მანიშნა სასმელზე, რომელიც მეორე ხელში მეჭირა.-თვრამეტი წლის ვარ. ხმამაღლა დავუმარცველე თავს მართლა ძაან ცუდად ვგრძნობდი, ირგვლივ ყველაფერი ბრუნდავდა.-ნუ მაშინ დიდი გოგო ხარ. მაცდურად გამიღიმა,-ელენე მე ბართან გავალ და მალე დავბრუნდები. ქეთიმ მომაძახა და ბედნიერი სახით დამტოვა.სხვა გზა არ მქონდა სანდროს ხელს არ ვუშვები, მეშინოდა არ წავქცეულიყავი,ერთადერთი ნაცნობი ბიჭი სანდრო იყო ამიტომ თავისუფლად ვიყავი მასთან.სასმელი, რომელიც ხელში მეჭირა,სწრაფად დავლიე და ორივე ხელი სანდროს კისერზე მოვხვიე, თავი კისერთან მივადე და მის მოძრაობებს ვიმეორებდი,მსიამოვნებდა მასთან ესე ახლლოს ყოფნა,მისიი სურნელიც უფრო ცუდად მხდიდა და თავბრუს მახვევდა.-ელენე წამოდი გარეთ გავიდეთ.ალბათ,მიხვდა რომ მართლა ცუდად ვიყავი გაბრაზებული თვალებით მიყურებდა .სულ რომ დედამიწა აფეთქებულიყო არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ შეწინააღმდეგების გარეშე გავყევი გარეთ.-რამდენი დალიე?საშინლად გამოიყურები.უკმაყოფილო ჩანდა.-აუ არაფერი არ ვიციი. სანდროს რომ შევხედე თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და უფრო მეტად მოვუჭირე ხელი მკლავზე, წონასწორობა რომ დამეცვა.-კაი რა გატირებს ტო. მოიცა სახლში წაგიყვან.მანქანამდე ძლივს მიმიყვანა.-ცუდად ვაარ. ძლივს წარმოვთქვი და ტირილი ისევ დავიწყე. ვერ ვგრძნობდი ცრემლები ისე მომდიოდა თვალებზე.-რა გავაკეთო? კაი მოიცა, სანდრომ თვალებთან ხელი ჩამომისვა,უამრავი რამ მიტრიალებდა თავში ბოლოს კი ჩამეძნა. თმებზე ვგრძნობდი შეხებას, როცა თვალები გავახილე სანდრო დავინახე როგორ თმაშბდა ჩემს თმებზე. ჩემს ბინასთან ვიყავით მოსულები
.-ვაიმე, აქ რა გვინდა.?-სახლში მოგიყვანე გოგო რა აქ რა გინდა . მგონი ახლა უკეთ ხარ და შეგიძილა ახვიდე.თვალი თვალშ გამიყარა და ჩემს პასუხს ელოდა.
-აუუ აქ არ მინდა არაა.. გაბრაზებულმა გავხედე.გულში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.ღმერთო რა სიმპატიურია ეს ადამიანი.
-აბა სად გინდა? -მე ქეთისთან ვრჩები, ვაიმე ქეთიი. სიცილი ამიტყდა
-იცინიი? ნუ კარგია რა გინდა. გამიღიმა და ეს ღიმილი უკვე შემიყვარდა.
-ქეთის მივწერ რომ ბინასთან ველოდები და მოვა. მობილურის ძებნა დავიწყე,სამწუხაროდ ჩემი მობილური კლუბში დამრჩენია,სანდრომ თვისი მობილურიდან მიმაწერინა. ქეთიმაც მალე მოვალო და ჩემი ნივთებიც მოჰქონდა.მანქანაში ვისხედით მხდოლოდ ჩვენ ორნი.ლამპიონების შუქი აღწევდა შიგნით.კარგად ვხედავდი მის სახეს. სანდროს მობილური აწკრიალდა.ვიღაცას ელაპარაკებოდა და ცდილობდა საუბარი სწრაფად დაემთავრებინა,მოკლე პასუხებით.ქეთის მომლოდინე თვალის გაკვრით გავხედავდი ხოლმე. მალევე მანქანაში მუსიკა ჩართო.
-ეს back to black არის? მომწონს ეს სიმღერა.-მგონი ჰო არ ვიცი.სანდროს ორივე ხელი საჭეზე ჰქონდა მოკიდებული და რითმას აყოლებდა თითების მოძრაობას.
-მგონი ეს coverია ხო?-აზრზე არ ვარ რაც არის არის.გამომხედა და უკმაყოფილოდ მიპასუხა. უხ საერთოდ რატომ დაურეკა მობილურმა?ვბრაზობდი,იმ ზარის შემდეგ ცოტა გაღიზიანებული ჩანდა.
-კაი.თავი ფანჯრისკენ გავატრიალე და ვნატრობდი როდის მოვიდოდა ქეთი.გავბრაზდი სანდროს ამ უხეშობაზე. ვაპირებდი ხმა აღარ გამეცა.ასე ვისხედით ორივე, სანამ ტაქსიდან გადმოსული ქეთი არ დავინახე.
-წავედი მე მოვიდა ქეთი. მოკლედ მოვუჭერი და კარები გავაღე-მოიცა გადმოვალ. თან უტიფრად გამიღიმა.ალბათ მიხვდა რომ გავბრაზდი.
-აუ არ გინდა რა იჯექი მად.ძლიერად დავუხურე კარები. უკან აღარც გამიხედავს ისე შევედით მე და ქეთი ბინაში.


ესეც ახალი თავი <3 ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1 სტუმარი სტუმარი ანა

საინტერესო იყო მაგრამ ცოტა... იმედია მალე დადებთ გაგრძელებას...

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

სხვათაშორის გუშინ ვფიქრობდი ამ ისტორიაზე და დილით დამხვდა ახალი თავი ამაზე კარგი რა უნდა იყოს <3

 


№3 სტუმარი -_-

ძალიან კარგია ძალიან მომწონს შემდეგ თავს როდის დადებ მალე დადე რა გთხოვ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ შემდეგ თავს?^_^

 


№5  offline წევრი ttatusi

სტუმარი ანი
როდის დადებ შემდეგ თავს?^_^

ხვალ ან ზეგ აუცილებლად <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ttatusi
სტუმარი ანი
როდის დადებ შემდეგ თავს?^_^

ხვალ ან ზეგ აუცილებლად <3

რატო არ დებ?:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent