შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის პიკი


21-08-2018, 08:49
ავტორი anuchki
ნანახია 1 512

გაზაფხულის პირველი დღე, ღმერთო ყველაზე მეტად წელიწადის ეს დრო მიყვარს არა იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს დავიბადე იმიტომ რომ ჩემს დაბადებასთან ერთად ბუნებაც ახლიდან დაიბადა. დღეს ზუსტად პირველი მარტია ხოდა მეც დილის ექვს საათზე გამეღვიძა, მაშინვე გამოვაღე ფანჯრები და გაზაფხულის სურნელი შევიგრძენი, ჩემმა მშობლებმა მშვენიერი საჩუქარი გამიკეთეს,იმიტომ რომ ოც მარტს დავიბადე მამაჩემიც და ჩემი საუკეთესო ორი მეგობარიც ზუსტად მარტში არიან დაბადებულები და ზუსტად ოც მარტს ,საოცრებაა პირდაპირ,მოდით ცოტას გაგეცნობით, მე სარა ვარ ოცდაერთი წლის, ვარ სტუდენტი და იურიდიულზე ვსწავლობ, ხასიათებით და გარეგნობით ზედგამოჭრილი დედა ვარ ,მაქვს ქერა და გრძელი თმა ,ცისფერი თვალები ,ჩემს გარეგნობას არ ვუჩივი ორმოცი კილო ვარ და მშვენივრად გამოვიყურები, შეყვარებული არასდროს მყოლია რაზეც სულ დამცინის გაბრიელა ჩემი მეგობარი ,მას დაახლოებით ცამეტი ბიჭი ყავს გამოცვლილი მე კი მე რომ მინდა ისეთი მაინც და მაინც ვერ ვიპოვე და რა ვქნა. მე, გაბრიელა , ქეითი და ლილიანი საუკეთესო მეგობრები ვართ. ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი ერთად გამოვიარეთ რაც ჩვენი მშობლების დამსახურებაა,ადრე თურმე ჩვენი დედებიც საუკეთესო მეგობრები ყოფილან , ხოდა ჩვენც იგივე დაგვემართა .სამეგობროში რა თქმა უნდა ბიჭებიც გვყავს გოგოები მერტო ჩვენ ვართ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ. სულ გვიცავენ და სულ გვეჩხუბებიან რაც არ მოსწონთ მაგრამ ვინ უჯერებს? ,თავზეხელაღებულები ხართო ასე გვეძახიან ჩვენ კი სულ სიცილით ვკვდებით ,სულ რაღაცას ვაფუჭებთ მერე კი იქიდან თვალისდახამხამებაში მივდივართ.მოკლედ რომ ვთქვათ ერთმანენთან და ძმასავით ვართ.
და როცა უკვე ყველაფერი გავაკეთე დილის პროცედურები ჩავამთავრე რასაც ერთი სააღი მოვუნდი დროა ჩაცმას მივხედო .დახეული ჯინსი და თავისუფალი მოკლემკლავიანი მაისური ჩავიცვი და ჯინსის ქურთუკი მოვიცვი ტელეფონი ავიღე და გაბრიელას დავურეკე.
-ქალბატონო გაბრიელა პოლიციიდან გაწუხებთ თქვენი მეგობარი სარა დავაპატიმრეთ და თქვენთან გასაუბრება სურს-ვუთხარი სერიოზული ტონით და სიცილი ძლივს შევკავე
-რაა ? სარა რა სჭირს კარგადაა,ოხ სარა შენ ხარ ხო გამისკდა გული
-ხო მე ვარ ჩაიცვი და გამოდი გარეთ
-კაი ხო ჩავიცვამ
-ლილიანს და ქეითს შენ დაურეკე და სკვერში შევხვდეთ
-კაი დროებით
რამდენიმე წუთში ყველანი იქ ვიყავით და ხმამაღლა ვიცინოდით, მე გაბრიელა და ლილიანი დაბადების დღეზე ვბაასობდით და ყველაფერიც დავგეგმეთ ბიჭები და სხვებიც დავპატიჟეთ და სამზადის შევუდექით ბოლო დღეს გაირკვა რომ ბიჭებმა ძმაკაცებიც დაპატიჟეს, გადახდას ჩემს კერძო სახლში ვაპირებდით რომელიც საკმაოდ დიდია იქაც მარტო ვცხოვრობდით მე და ლილიანი ,საღამოს ყველაფერი მზად იყო ახლა კი ჩაცაზე უნდა გვეზრუნა , გაბრიელამ თეთრი შარვალი და ზოლიანი მაისური ჩაიცვა, ლილიანმა გახეხილი ჯინსი და შავი მაისური რაღაცა წარწერით, ქეიტმა მწვანე ჯინსი და ყვითელი მაისური , მე კი რა თქმა უნდა დახეული ჯინსი და თავისუფალი ტოპი ჩავიცვი ასეთია ჩემი სტილი, ჩვენს დანახვაზე ბიჭებმა ერთი დაგვატრიალეს და მე ლილიანს და და გაბრიელას მოგვილოცეს დაბადების დღე და წვეულებაც დაიწყო, სახლი ივსებოდა და ივსებოდა მუსიკა ბოლო ხმზე იყო აწეული ვცეკვავდით ვსვამდით და დროს ვატარებდით მაგრამ რად გინდა მერე მაინც ჩამშხამდა ვიღაცა ბიჭი დამეჯახა და სასმელი გადამესხა
-ეეე, წინ იყურე ბრმა ხარ
- ბრმა მე კი არა შენ ხარ ამხელა ქალი ვერ დამინახე -გავბრაზდი
-ბოდიში მაგრამ შენ ბატონო რომ მოსულხა აქ ვიღაცის სახლში ცოტა უნდა შეგრცხვეს
ვიღაცის სახლშიო ასე მითხრა როცა თვითონ დამეტაკა ამხელა დაკუნთული შავგვრემანი მწვანე თვალება დევი ბიჭი თანაც ჩემსავე სახლში წარმოგიდგენიათ ?,მე ისედაც ფეთქებადი ხასიათის ადამიანი ჩემს დაბადების დღეზე უფრო ავფეთქდი და ბოლო ხმაზე დავიწყე ლაპარაკი
- შენ ბიჭო ვინმეში ხომ არ გეშლები ჰა ? მითხრაი ერთი
-სიტყვები შეარჩი ვის ალაპარაკები გოგო ხარ თუ ქაჯი?- მითხრა გაბრაზებულმა
თავს გავუტეხავდი ბიჭებს რომ არ დავეკავიბინე ძლივს დავმშვიდდი ბოლოს გაარკვია რო ჩემს სახლში იყო და ჩემს დაბადების დღეზე მაგრამ ბოდიშიც კი არ მოუხდია მიბრნუდა გართობა გააგრძელა
-იდიოტი ხედავ ბოდიშიც კი არ მოუხდია
-კაი რა გჭირს გოგო რას გადაირიე ?-მკითხა ნიკამ
- რა ქვია იმ მუდოს ვკითხე ნიკას ისე რომ უცნობისთვის თვალი არ მომიშორებია
-სანდრო, რად გინდა მაგის სახელი - მკითხა თაზომ
- სადმე თუ შემხვდა ქუჩაში თმებით ვათრევ -ვთქვი მშვიდად
იმის მერე მისტერ სანდროსგან არანაირ შევიწროებას ადგილი არ ქონი საღამო კარგად დამრთავდა ყველა გავაცილეთ. მე, გაბრიელა,ლილიანი, ქეითი, თაზო, ნიკა , ბექა ,და გიორგი დავრჩით იქაურობა მივალაგეთ თითოეილს თავისი ოთახი ვანახე და მეც ჩემი ოთახისკენ წავედი .



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian momewona xom gaagrdzeleb? Am istoriis gagrdzelebis atasi azri gamichnda ukve gtxov gaagrdzele

 


№2  offline წევრი anuchki

აუცილებლად გავაგრძელებ საყვარელო.არ ვიცოდი თუ მოგეწონებოდა ძალიან გამიხარდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent