უნებლიე შეცდომა (6 თავი)
წყნარ კაფეში წაიყვანა ლაშამ გოგო, ისე თბილად ექცეოდა, იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა ბოლომდე თავბრუ დახვეული დადიოდა ნათია, ეგონა იდეალური კაცი ვიპოვე და ნეტა არ გავაფუჭებდე ყველაფერსო. იმ დღეს ცოტა მოწყენილი ეჩვენა კაცი, საუბარში ვერ იყოლიებდა და არც იცინოდა როგორც ჩვეოდა. -ლაშა, ხომ კარგად ხარ? ყველაფერი რიგზეა?_ თავისი ხელი დაადო მაგიდაზე დადებულ კაცის ხელს და სახეზე ახედა. მოწყენით გაიღიმა ლაშამ. -რაღაც ვიცი, მაგრამ შენი განაწყენება და ანერვიულება არ მინდა, თანაც თავიდანვე შევთანხმდით, რომ სამსახურის თემას არ შევეხებოდით. -თქვენ კომპანიას ეხება? რამე სერიოზულია? -არა ნათი, არა, შენ გეხება, უფრო სწორედ სადაც მუშობ. -ბოოს? კიარადა ბატონ გოგის? გისმენ_უფრო მოკალათდა სკამზე და მთელი ყურდღებით ახედა კაცს. -არ ვიცი ეს როგორ გითხრ, ვიცი, რომ შენ უფროს დიდ პატივს ცემ, მაგრამ გავგიჟდები შარში რომ გაეხვე, ვიცი ორი კვირა ცოტაა ადამიანის კარგად გასაცნობად, მაგრამ შენი დაკარგვა არ მინდა, მე ძალიან მომწონხარ ნათია და მინდოდა სერიოზულად გვეცადა, ახლა კი ეს ამბავი გავიგე და გავგიჟდი, შენ რომ რამე დაგემართოს_შუბლი მოიზილა ვითომ ანერვიულებულმა ლაშამ. ნათია ჯერ კაცის სიტყვებზე გაფითრდა, ლამის ხტუნვა დაიწყო ოცნება მიხდებაო,კიდევ და კიდევ აბრუნებდა გაგონილ სიტყვებს და ვერ იჯერებდა. ბოლოს თავი მოთოკა და ხმა ჩაიწმინდა. -მომიყევი რა ხდება. -ალბათ გახსოვს წვეულება ერთმანეთი სადაც გავიცანით, იმ დღეს გოგი გრიგოლს შეხვდა და მამას მასთან კონტრაქტის დადება უნდოდა, იმ დღეს არ გამოვიდა, ვერ მორიგდნენ, შემდეგ კი მამამ უთხრა უარი. -რატომ? მახსოვს რომ დარეკა ძალიან მონდომებული იყო. -საქმე იმაშია, რომ.... ჯანდაბა არც კი ვიცი როგორ გითხრა, გოგის შეკვეთასთან ერთად ნარკოტიკი შემოაქვს._ამოილაპარაკა და ხელი ჩაჭიდა გოგოს, ნაიას კი აღარაფერი ესმოდა, თავში უროსავით ურტყამდა ლაშას სიტყვები, გოგი და ნარკოტიკი? გამორიცხულია, ამას ასი წელი ვერ დააჯერებს ვერავინ, ამდენად იცნობს კაცს რომ მიხვდეს, მაგრამ ლაშას რა უნდა? -მე... მე არ ვიცი რა გითხრა ლაშა... -ვიცი, რომ არეული და დაბნეული ხარ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. -კიდევ რაღა მოხდა? -საქმე იმაშია, რომ მამამ გაარკვია გოგი პოლიციამ გაშიფრა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან, როგორ მენანება ციხისთვის, ნეტავ მისი გადარჩენა შეიძლებოდეს. ნათიას მაშინვე გაახსენდა ბოლო დროინდელი გოგის ყველანაირი საქმის გასაიდუმლოება და დაჩის სტუმრობა ფირმაშ, ახლა ყველაფერი დაუკავშირა ერთმანეთს და დაახლოებით მიხვდა რაც ხდებოდა. -როგორ ფიქრობ, მისი დახმარება შესაძლებელია?_გამომცდელად ახედა შეწუხებულ ლაშას. -შეიძლება ნათი, შეიძლება, მაგრამ მამას არ დაუჯერა, მატყუებ, გინდა პარტია ჩამიგდოო და გადაწყვეტილება არ შიცვალა. -აბა, რა უნდა გავაკეთოთ? -გავაკეთოთ? მის დასახმარებლად მზად ხარ? -ის ჩემი უფროსია ლაშა, რაშიც არუნდა იყოს გარეული პატივს ვცემ. ამაში დავეხმარები და მერე წამოვალ, ნარკოტიკთან არაფერი მესაქმება. მითხარი მისი დახმარება როგორ შეიძლება. -საზღვარგარეთის საბუთებს მხოლოდ შენ განდობს და ეს ერთის მხრივ კარგია, შეგიძლია მისგან უჩუმრად საბუთები შეცვალო, ტვირთში რამდენი ვაგონიც იქნება მითითებული მხოლოდ ერთი მოაკელი და მორჩა, მერე ბრალს ვეღარ დადებენ._წარბებ გახსნილმა ამოილაპარაკა ლაშამ და ღვინო მოსვა. -გასაგებია, მაშინ ჯობია წავიდეთ, ხო უნდა გადავხედო და დავგეგმო რა როგორ გავაკეთო და როდის. -კარგი, მაშინ წავიდეთ_მხიარულად წამოდგა ლაშა და ფულის გადასახდელად წავიდა. „-აი რაში ვჭირდებოდი მე“_მწარედ გაიფიქრა ნათიამ და ცრემლები გადაყლაპა. ისე დამძიმებული მივიდა სახლში მანანას ნათქვამი სიტყვაც კი ვერ გაიგო. ბოლოს ქალი დაიღალა თავის თავთან დაუბრით და ქალიშვილს ახსნა მოთხოვა რა ჭირდა, ნათია კი ყავით ხელში ფანჯარასთან იყო გათიშული. უკვე რამდენიმე საათი იყო გასული, რაც ფანჯარას მიეყინა და გონებას ფიქრს აიძულებდა, ხვდებოდა ახლა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და გულს და გონებას ერთმანეთთან ომი გაეჩაღებინათ. -დედა, შეიძლება რაღაც გკითხო? -რა თქმა უნდა შვილო, აბა რისთვის ვარ_ნათიას კაბის კერვას თავი ანება ქალმა და ამოხედა. -როცა არ იცი რა უნდა ქნა, როცა გული ერთს გთხოვს, გონება კი მეორეს და ერთმანეთს საერთოდ არ ეთანხმებიან, რა უნდა გააკეთო?_აცრემლებული თვალებით ახედა დედას. -შვილო, ვხვდები რომ რაღაც სერიოზული ხდება და თქმა არ გინდა, კარგი ჯერჯერობით ასე იყოს, მოდი მე ასე გირჩევ: თუ გულს ზურგს აქცევ და გონებას მიენდობი, თანაც აღმოჩნდება, რომ შეცდი, გულს ძველებურად ვეღარასდროს ააძგერებ. ხოლო, როცა გონებას აუვლი გვერდს და გულს ბოლომდე მიენდობი, თავად გიკარნახებს შემდეგ ნაბიჯს, რომც შეცდე, გონებას მალევე დაიმორჩილებ, გულს კი ვერასდროს ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. მადლობა ღმერთს, მოგვცა იმის საშუალება, გონებას უსიამოვნო მოვლენების დავიწყება ვაიძულოთ, მაგრამ გული ყოველთვის ყველაფერს შეგახსენებს შვილო._თავზე აკოცა ატირებულ ქალიშვილს და ოთახში შევიდა. რამდენიმე წუთში სახე დაუსერიოზულდა გოგოს, გადაწყვეტილება მიიღო და ცრემლებიც მაშინვე მოიწმინდა. დაწოლას აპირებდა კარზე ზარი რომ დარეკეს. -ვინ ბრძანდებით?_გაკვირვებულმა აათვალიერა უცნობი კაცი. -საღამო მშვიდობის, მაპატიეთ ასე გვიან შემოჭრა, დედათქვენის დაძინებას ვუცდიდი, მე მთავარი გამომძიებელი დემნა დემეტრაძე გახლავართ, მეორე განყოფილებიდან_მოწმობა აუფრიალა გოგოს და სახლში შეაბიჯა -შეიძლება ვისაუბროთ? -მობრძანდით_სამზარეულოში შეიყვანა კაცი და კარიც მოკეტა -დაახლოებით ვხვდები ჩვენ სასაუბრო თემას და არ მინდა დედამ გაიგონოს, ყავას მიირთმევთ? კარგად ვაკეთებ, ისე ვერასდროს ვხვდებოდი რითი არჩევდნენ როცა ბლატაობდნენ მაგრად ვაკეთებო, როცა უბრალოდ ყველაფერი ჭიქაში უნდა ჩაყარო და დუღარე დაასხა, ნეტა მორევაშია საქმე? ყავა ყავაა, შაქარი კი შაქარი, თავს იწონებენ და მეტი არაფერი_ ჭიქით ხელში მობრუნდა კაცისკენ და მის გაკვირვებულ სახეზე გაეცინა -ხო ვიცი, ბევრს ვლაპარაკობ, ყველა მეუბნება. -საყვარელი ბავშვი ხარ_სიცილით მოსვა დემნამ ცხელი ყავა. -ისე მეძახით ყველა ბავშვს ვითომ მე 15 ვიყო და თქვენ 45_ის. იმ ღამით ბევრი ისაუბრეს, ნათიას ყველაფრის თავის ჭკუაზე გაკეთება უნდოდა, დემნა რაღაცეებში არ ეთანხმებოდა და შეცვლას თხოვდა, შედეგად ორი საათი ისე გავიდა გეგმა ვერ მოიფიქრეს. გაკვირვებული უყურებდა დილით თვალებ დაწითლებულ ნათიას გოგი და გაკვირვებას ვერ მალავდა. -ნათია კარგად ხარ? -კი ბოს, ნუ გააჩნია რა კუთხით იკითხავთ, შეიძლება გარეგნულად იკითხოთ, ხასიათით თუ განწყობით, შინაგანად, მერე მიზეზები და მთელი დღე მოუნდება ადამიანს პასუხი რომ გაგცეთ. ხედავთ რა რთულია შეეკითხოთ ვინმეს როგორ ხარო. -ღმერთო მოთმინება მომეცი_ამოიხვნეშა კაცმა და სავარძელს მიაწვა. -მაშინ ასე გკითხავ, ნათია რამე ხომ არ მოხდა? -ბოს დღეში იმდენი რამე ხდება თქვენ რომელი გაინტერესებთ? მითუმეტეს შაბათ-კვირა იყო და.... -ნათია გადი. -ბოოს. -გადი გეუბნები სანამ ღრიალი დამიწყია. ნათიამაც სწრაფად მოიკეტა კარი და ამოიხვნეშა. -უჰ ხანდახან რა კარგია ბევრი ლაპარაკი რომ იცი, მითუმეტეს თუ გინდა ვინმეს ყურადღება გადაატანინო_ღიმილით გაიქნია თავი, საკუთარ მაგიდას მიუჯდა და სისტემაშ შევიდა. საღამოს დაელოდა სანამ ყველა არ წავიდოდა, აქ ისეთი ამბავი დატრიალდებოდა მოწმე არ იყო საჭირო. რვა ხდებოდა კაბინეტზე რომ დაუკაკუნა გოგის. -ბოს, შეიძლება? -ნათია ძალიან დაღლილი ვარ, პირდაპირ და მოკლედ. -მაშინ კარგით. სამსახურიდან მივდივარ_და თვალებ დახუჭული, მობუზული დაელოდა კაცის ღრიალს. -არა_ძლივს გაიგონა მისდა გასაკვირად წყნარად ნათქვამი სამი ასო. -ბოს, მემგონი ვერ გაიგეთ, მე... -გავიგე და არა_ამღვრეული თვალებით ამოხედა კაცმა -არ გაგიშვებ. -მაგრამ.... -ნათია, საიდან მოგაქვს ასეთი აზრები? რამეთი უკმაყოფილო ხარ? მითხარი და გადავწყვიტავთ, მაგრამ წასვლით არ გაგიშვებ_თვალები გაუდიდდა კაცს. -მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ძალით დამაკავოთ_ნაღვლიანმა ამოთქვა გოგომ და იატაკს დახედა. -ამას რატომ აკეთებ?_ფეხზე წამოდგა კაცი და მოუთმენლად აესვეტა წინ. -ეს ჩემი საქმეა ბატონო გოგი, ვალდებული ვიყავი გამეფრთხილებინეთ_ისევ თავდახრილი საუბრობდა ნათია და კაცს ერთი სული ქონდა მისი თვალები დაენახა. -ახლა ბატონი გოგი გავხდი?_ხმა გაბზარულმა ჩაილაპარაკა კაცმა და ნიკაპზე წაავლო თითები თავი რომ აეწია გოგოს. -არ გაგიშვებ, ვერ გაგიშვებ._ისევ მან დაარღვია სიჩუმე, ნათია იმდენად დაბნეული იყო კაცის სიახლოვით ცხოვრებაში პირველად ხმა ვერ ამოიღო და არც იცოდა რა უნდა ეთქვა. -როგორ მიხსნიდი პირველი კოცნის საიდუმლოს ორი კვირის წინ?_მეორე ხელი ნათიას ხელში ახლართა და მარჯვენით ზუსტად დაიწყო გოგოს სცენის ასრულება. თითებით ლოყაზე მოეფერა, ცერა ქვედა ტუჩზე გადაუტარა, სახე მიუახლოვა და ჩუმად ამოიჩურჩლა:-და მერე როგორ იყო? ჰოპ და კოცნა ჩემია არა? -ხო, მგონი_მაინც ვერ მოდიოდა აზრზე ნათია. -ხოდა რაც ჩემია ჰოპ, და ვიღებ_წამში დაეპატრონა გოგოს ნაზ ტუჩებს და მოურიდებლად დაუკოცნა.გაორებული ნათია ისევ გათიშულივით იდგა და ვერც ეწინააღმდეგებოდა და ვერც ყვებოდა, აი მისი პირველი კოცნაც, მაგრამ ვინ დაიმსახურა? მისმა ბოსმა? 34 წლის კაცმა? თითქმის ათი წლით უფროსმა? ჯანდაბა, სადაცაა გული ამოუვარდებოდა, როცა მიხვდა რომ უნდოდა აყოლოდა, იცოდა მეტი შანსი შეიძლება აღარც ქონოდა და გონება რამდენიმე წამით ჯანდაბაში გაგზავნა, მაგრად მოხვია კისერზე კაცს თავისუფალი ხელი და უფრო ახლოს მიეკრა. რატომ უნდა ჭირდებოდეს ასეთ მომენტში ადამიანს ჰაერი, როცა ღრუბლებშ ხარ არავინ იცის, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით მოუწია ამ სიამოვნებას მოწყვეტოდა და უკან დაწეულ კაცს ამჯერად თითონ გადაუტარა ქვედა ტუჩზე ცერა. -მაპატიეთ ბოს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევიცვლი, ვერ შევიცვლი, კიდევ ცოტა ხანს დავრჩები სანამ შემცვლელს იპოვით და მერე წავალ_სწრაფად გააშვებია ხელი კაცს და მანამდე დატოვა ოთახი სანამ მოწოლილი ცრემლები გადმოსვლას მოასწრებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.