შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 25)


21-08-2018, 22:59
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 765

ცენტრში მდგარ რკინის მაგიდას,რომელსაც საპირისპიროდ ორი სკამი ედგა,ჭერში დამონტაჟებული სუსტი ნათურა ანათებდა,მამაკაცი მშვიდად იჯდა სკამზე და ხელში სანთებელას ათამაშებდა,ისე,რომ გამომძიებლის შემოსვლისას თავი ზევით არც აუწევია.
ოთახში მაღალი,წითური ახალგარდა ქალი შევიდა,ღია მწვანე თვალები შეანათა ბრალდებულს და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.
- დაკითხვას აწარმოებს გამომძიებელი ლილე რობაქიძე.
კამერას გახედა ჟღალმა,მზერა კვლავ მამაკაცისკენ დააბრუნა და მის წინ მოკალათდა. - ფურცელზე დაკითხვის დრო მონიშნა და კვლავ კაცს მიუბრუნდა.
- თუ შეიძლება დაიწყე,დემეტრე.
ტვილდიანმა მზერა გაუყარა ქალს,რომელიც აუღელვებლად უყურებდა და თითქოს ერთი სული ჰქონდა ინფორმაცია შეესრუტა.
- სამწუხაროდ,ვერ დავიწყებ ლილე..
- ანუ,გამოძიებასთან არ გსურს თანამშრომლობა?
- მსურს ბო*იშვილი ვიყო,მაგრამ აზრზე არ ვარ რა დავაშავე,ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ გამომძიებელოო?
- ბრალად გედება ნარკოტიკების მოხმარება,იმპორტი და მისი გავრცელება,ასევე 2009 წლის 21 სექტემბერს,ნასამართლევი ხარ ზუსტად ამავე მიზეზით..
ტყუილია ეს?
- არა,არ არის ... მხრები აიჩეჩა მამაკაცმა,რკინის მაგიდას მიეყრდნო და ლილეს მიუახლოვდა - ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვს!
- დემეტრე,ყველაფერი გავაკეთე,რომ აქ შემოვსულიყავი!
სიმართლე მითხარი! თვალები დაქაჩა ქალმა და წელში გასწორდა,მზერა კამერისკენ გააპარა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა.
- დანაშაულს არ ვაღიარებ,გამომძიებელო..
- საქმის გართულება გინდა?
- არა,პირიქით.
- რა გაეწყობა...ადვოკატს დაელოდე,ტვილდიანო.
თანხმობის ნიშნნად კაცმა თავი დააქნია,სკამს ზურგით მიეყრდნო და თვალი არ მოუშორებია ლილესთვის,ისე გავიდა გარეთ,ქალმა ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ნაცნობ ნომერზე რამოდენიმე ზარი გაუშვა.

ჯერ კიდევ მზე არ შეგებებოდა ქალაქს,როდესაც ბოლო მოდელის მერსედესის მანქანამ შეაჩერა პოლიციის შენობასთან,მანქანის კარი გააღო,სარკეში კიდევ კარგად შეათვალიერა სახე და კმაყოფილებით სავსე მიხურა კარები,მოფუსფუსე ფორმიანებს,რომლებიც აქეთ იქით დარბოდნენ საქმით დაკავებულები,ქალი ქუსლების კაკუნით დაიძრა უფროსის კაბინეტისაკენ.
- დემეტრე ტვილდიანო,მნახველია შენთან...
თქვა ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა,საშუალო სიმაღლის ფორმიანმა,რომელიც შავ,მოპრიალებულ ხელკეტს ათამაშებდა.
საკნის კარები მიხურა და დემეტრეს უკან გაჰყვა.
ისევ რკინის მაგიდასთან აღმოჩნდა ტვილდიანი,რომელიც კარისკენ არც კი უყურებოდა,ისე ელოდებოდა მნახველს,რომელსაც ამ დილაადრიან გაახსენდა.
ოთახში საშუალო სიმაღლის ქალი შემოვიდა, შავი კლასიკური,წელამდე შარვალი ეცვა,რომელიც მის თეძოებს,ფეხებს და ლამაზად გამოყვანილ უკანალს დიდი მონდომებით კვეთდა,ქუსლების კაკუნს მოეცვა სმენის არეალი,კაცმა მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და ტანით მისკენ შემოტრიალდა
ჩანთა სკამზე გადაკიდა,აბრეშუმის ძვირადღირებული კოსტუმი შეიხსნა და ისიც ჩანთის ადგილს მიაყოლა,მის წინ კი მედიდურად მოკალათდა და კაცს ფართოდ გაუღიმა.
დემეტრეს თვალები ქალის სავსე მკერდზე გადაიტანა,რომელიც ისე ეტმასნებოდა,გეგონებოდათ შემოასკდებაო.
- გამარჯობა.
წარბები შეკრა ტვილდიანმა და ქალისკენ მიიწია.
- შენ ვინ ხარ?!
სავიზიტო ბარათი კოსტუმიდან ამოაძრო და კაცს მაგიდაზე გაუსრიალა გამომცდელი მზერით,ტვილდიანმაც არ დააყოვნა,ბარათი თითებში მოაქცია სადაც გარკვევით ეწერა
" ადვოკატი თინითან სამხარაძე "
- და?! ბარათი ჰაერში ააფრიალა,რომელიც ლამის სახეზე შეაფრინდა ქალს.
- აქ შენს დასახმარებლად მოვედი.
მამაკაცის სახეს ირონიული სიცილი არ მოშორებია,მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო,რომელმაც ეს უკანსკნელი ქალის ფირუზისფერ თვალებს გაუსწორა მზერა.
- თინათინ,ჩემს ადვოკატს ველოდები..შენ არავის დაუპატიჟებიხარ,აი იქ - კარია,სახელურს დააწვები და გაიღება...იმ საქმეში მაგ ლამაზ ცხვირს ნუ ჩაყოფ,რომელიც არ გეხება,ძვირფასო.
თვალი ჩაუკრა და ხელით იმიტაცია გააკეთა,რომ წასულიყო.
- ეხლა მე მომისმინე,ჩემი კლიენტის დავალებით ვარ აქ მოსული,რომელსაც შენი დახმარება უნდა,მხოლოდ მე შემიძლია გიხსნა ციხისგან,ტყუილად დაკარგავ დროს სხვა ადვოკატებთან.
- ვაა.. და რა საინტერესოა ვინ არის შენი კლიენტი?!
- იასონ ტვილდიანი,ხომ არ გეცნობა?!
- ააა,მართლა?! ესე იგი შენ შეგიძლია ჩემი გაყვანა აქედან?
- დიახ.
თავი დააქნია ქალმა,რომელიც კალამს ნერვიულად ათამაშებდა თითებში.
- ჩემი აქ ყოფნის მიზეზი,შენი დედამო**ნული კლიენტია,რომლის გამოც უკვე მეორედ ვარ ციხეში,შენ კი მეუბნები მისი დავალებით ხარ მოსული და დამიხსნი აქედან?!
ქალი უფრო მეტად მიიწია დემეტრესკენ და მზერა მის ანთებულ თვალებს გაუსწორა.
- ძალიან ცდები,თუ ფიქრობ,რომ აქ ისევ მის გამო ხარ!
კბილებში გამოსცრა,რომელიც თვალსაც არ ახამხამებდა.
- იასონის მორიგი კახპა,მეუბნება ამას?!
- რა?!
- დედის***ნა! გგონია ასე დამკერავთ?! ასე უბრალოდ წამოვეგები?! მის გამოგზავნილ კახპას დავთანხმდები,რომელსაც ნომარლური კაცი როცა შეხედავს მხოლოდ იმაზე იფიქრებს სად და რა პოზაში გა*იმოს!!!
- მომისმინე კარგად,პირველი - იცოდე ვის ელაპარაკები თორემ ძალიან განანებ და მეორე - მე მამაშენის კახპ* არ ვარ, აი ამ ბარათს, ძირს დაგდებული სავიზიტო ბარათი აიღო და ისევ გაუსრიალა წინ მამაკაცს,რომელსაც თითი დაადო - ამ ბარათს აწერია "ადვოკატი თინათინ სამხარაძე" რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე ვინ არის და მერე გააკეთო შენი დასკვნები!
თუ არა და მამაშენი კი არა,ისე გავაკეთებ აქეთ სასჯელი დაგიმატონ!
- სისხლი გამეყინა,ისე შემეშინდა.. ხელებზეც კი ბუსუსებმა დამაყარა,ხედავ? ტვილდიანის კახპ*ავ.
ქალმა მაგიდას ხელები ერთდროულად დაარტყა,სკამიდან წამოხტა,რომელიც დემეტრეს წინ გადაიხარა.
- ვნახოთ ერთი,ვინ გიშველის...მაგ შენი თავმოყვარეობით იმასაც ვერ ხვდები,ვინ დაგიგო მახე!! ვინ არის შენი ნამდვილი მტერი და ვინ არა! ტვილდიანის შვილის კვალობაზე,არც ისე მაგარი ხარ!!
კარი ძლიერად გაიხურა,შენობის იატაკს ისე გაუდიოდა მისი ქუსლების კაკუნი,თითქოს ბრაზისგან სადაცაა გაბურღავსო, გაცეცხლებულმა დატოვა პოლიციის შენობა,მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
- ბატონო იასონ,დემეტრე თანახმა არ არის ჩემთან თანამშრომლობაზე.
- აჰა..ასეც ვიცოდი..
- რა ვქნათ?!
- გეგმა ბ-ზე უნდა გადავიდეთ,მას უნდა შეხვდე,აუხსენი ყველაფერი..იქნებ დათანხმდეს.
- კი,მაგრამ ეს ჩემს პროფესიონალიზმს..
სიტყვა გააწყვეტინა ქალს,ხელი ტუჩებთაან მიიტანა,რომელსაც ეს უკანასკნელი თვალები დაექაჩა
- შენ იმაზე მეტს გიხდი,ვიდრე შენი პროფეიონალიზმისთვის გადაუხდიათ აქამდე.
- კარგით,ვნახოთ მისგან რა გამოვა.
- რამოდენიმე საათში ისევ დაგირეკავ,აბა.. შეხვედრამდე.

_____

ყავის ფინჯანი მამაკაცს გაუწოდა ანასტასიამ და თავადაც სავარძელში ჩაეშვა.
- გუშინ აიღე რაიმე საქმე?
- არა,არავისი..
- მასზე ფიქრობ?
- ჰო.. ლილემ დამირეკა გუშინ,განყოფილებიდან.
- როგორ გგონია,დამნაშავეა?
- დემეტრეს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია..ყოველ შემთხვევაში თვითონ თქვა ასე,რაღაც სხვა ხდება და ვერ ვხვდები რა.. შეიძლება მამამისმა ჩასვა,რომ ამ შურისძიებებით თავი არ დაიღუპოს.
ქალის ტელეფონი აწკრიალდა,უცხო ნომერი ციმციმებდა ეკრანზე,სენსორი გადაწია და ხაზის მეორე მხარეს ახალგზარდა ქალის ხმამ გაიჟღერა.
- დიახ?! ჩემთან?! გასაგებია,15 წუთში მოვალ.
- რა ხდება?
გაკვირვებულმა შეხედა ანასტასიას,რომელსაც ჩანთა მოეკიდებინა მზარზე და პალტოს სწრაფად უყრიდა ხელებს.
- სანდრო,სასწრაფოდ უნდა წავიდე,დაგირეკავ საღამოს კარგი?
ბოლო სიტყვები ძლივს გაიგო,რომელიც უკვე კარის მიღმა იმყოფებოდა,ლიფტის მოლოდინში,ღილაკს თითს რამოდენიმეჯერ აჭერდა და ფეხს აბაკუნებდა.

ამჯერად მეხუთე განყოფილების დერეფანში,სხვა ქალი გამოჩნდა,რომლის ყურადღება ყველამ მიიქცია,მიუხედავად მათი ფუსფუსისა,რომლებიც ფუტკრებივით ბზუოდნენ და აქეთ იქით სწრაფად გადაადგილდებოდნენ.
კაბინეტიდან ლილე გამოვიდა,ფორმა შეისწორა და დაქალს ხელები მოხვია.
- სულ კანკალებ..
- ჰო,ვნერვიულობ.
ლილეს უკან მამაკაცი ნახევარი ტანით გამოვიდა კაბინეტიდან,ასე სადღაც 1.92 იქნებოდა,შავ თმაში აეხლართა ხელი ნერვიულად,ტელეფონი მხარზე მოექცია ყური ისე მიედო და მწვანე თვალებით ეძებდა ქალს,ლილე სწრაფად შეტრიალდა და უფროსს ახედა.
- დავით ხუნწარიას და მათე ამაშუკელს გადაეცი ეს ფაილები,უთხარი ახლავე დაიწყონ გოგიბერიძის საქმის გამოძიება.
გამოყვანილი ყბის ძვალი თითქოს ეჭიმებოდა ლაპარაკისას და საოცრად სექსუალურს ხდიდა,განსაკუთრებით ტანზე შემოტმასნილი ცისფერი კოფტა,რომლის შიგნით მისი ნავარჯიშები გულ-მკერდი და განიერი მხრები უკეთ გამოიკვეთებოდა,მამაკაცმა ტასოს ერთი თვალი შეავლო,შემდეგ ისევ ლილეს გახედა და კაბინეტს მიუბრუნდა.
ხელებზე ბწკენით მოიყვანა ჟღალი გონს,რომელსაც სახე ერთიანად მოებრიცა და წარბშეკრული უყურებდა მეგობარს.
- ეს ის ტირანია?! წარბი აზიდა ქალმა,რომლის სახეს ეშმაკური მზერა არ გამოპარვია.
- ხო! ის არის!
- ტირანი ეძახე და..რა კაცია,ლილე?!
- გოგო,გააფრინე?! არავინ გაიგოს!
ტუჩებთან თითი მიიტანა,სახე ისე დაეძაბა ლამის ანასტასიაც გადაყლაპა.
- კარგი,კარგი.. წავედი.
- ხო,მართლა.. რატომ გადაწვიტე აქ მოსვლა ვერა და ვერ ვხვდები..
- ყველაფერს მერე მოგიყვები..
ნახევრად განათებულ ოთახში,სადაც სიგარეტის კვამლში გახვეული ტვილდიანი იჯდა,სკამს ზურგით ბოლომდე მიყრდნობოდა,ისე,რომ სინათლე მის სახეს არ ხვდებოდა,მხოლოდ მის ხელებს და ცენტრში მდგარ რკინის მაგიდას.
მოძველებული რკინის კარი ხმაურით გაიღო,ფორმაში გამოწყობილი კარს უკან დადგა ზურგით,ქალი ოთახში შემოვიდა პატარ-პატარა ნაბიჯებით და სკამზე მოკალათდა.
- იასონის ახალი კახპ*ა მეწვია?!
მისი ირონია გაერია ყურთასმენას და ანასტასია მაგიდისკენ წამოიწია ხელებდაყრდნობილი.
- არა,ის ნამდვილად არ გწვევია.
დემეტრეს სახეს სინათლე ნელნელა შეეპარა,უკვე კარგად ჩანდა მისი სახე,რომელსაც გაოცება და სიხარული ერთად დათამაშებდა.
- ანასტასია?!
- იმედი მაქვს,მომისმენ.
- ქალმა,რომელმაც სახლიდან გამაგდო,საერთოდ დამივიწყა,ეხლა ჩემი დახმარების გასაწევად შეიწუხა თავი?! დღეს ძალიან საინტერესო ამბები ხდება ჩემს თავს...
წვერზე ხელი ჩამოისვა,თითები კი მაგიდაზე აათამაშა. - რა გინდა ანასტასია?
- მოდი ამაზე აქ ნუ ვილაპარაკებთ..
უბრალოდ იცოდე,მამაშენი ამჯერად არაფერ შუაშია,ნება მიეცი დაგეხმაროს და ამ სოროდან გამოგიყვანოს.
- შენამდეც მოვიდა ეგ ნა*იჭვარი?!
- საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისათვის,რომ მიხვდე,იასონი ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის.
- მე არ ვიცი და ხომ ვერ მეტყვი აბა,ვინ არის?!
- მაგას გამოძიება დაადგენს.
კაცმა ხარხარი ატეხა,ხელები ჰაერში ასწია და ტაში დაუკრა.
- რა ჭკვიანები ხართ,გაოცებული ვარ.. ტასოსკენ უფრო ახლოს მიიწია,იმდენად ახლოს რომ მათი სასუნთქი ორგანოდან გამოშვებული ცხელი ჰაერი ერთმანეთის სახეებს ედებოდა,რომელიც მათ შორის არსებულ ქიმიას უფრო მეტად ამძაფრებდა. - მე ვიცი ვინ არის ჩემი მტერი ანასტასია,ისიც ვიცი,ვის გამო ვზივარ აი აქ,სახე გვერდით გადახარა,ქვედა ტუჩი გაილოკა და ანასტასიას თვალებს არ მოშორებია მისი თვალები. - ნუ შეწუხდები,ნურც შენ,ნურც ის *ლე და იმის ბო*ები,ჩემ თავს მე თვითონ მივხედავ.
- კარგი,მაშინ.. ნება მომეცი მე დაგეხმარო!
- რატომ ეხმარები კაცს,რომელიც დღემდე გიყენებს?! თავმოყვარეობა დაკარგე ანასტასიაა?
- გეყოფა! გეყოფა ეს სარკაზმი!
- რას იზავ?! რას იზავ მიდი მითხარი?!
- ადამიანურად რომ ილაპარაკო არ შეგიძლია?! მითხარი არ შეგიძლიაა?! რა გავაკეთო? რა გავაკეთო მეტი?!
ჩემი ბრალია რომ მგონია სულ მიყენებდი და არც კი გყვარებივარ? მითხარი ჩემი ბრალია??
- შენთან საუბარი დავამთავრე,შეგიძლია წახვიდე.
- მომისმინე კარგად! მე თინათინ სამხარაძე არ ვარ,რომელიც შენს გაცეცხლებულ თვალებს, დამცინავ ლაპარაკს შეუშინდება და ქათამივით გავარდება სხვას სთხოვოს მისი საქმის შესრულება!
- კი,არ ხარ თინათინი,იმას უფრო დიდი ძუ*ები ჰქონდა..
- ან თუნდაც ამას,შენს სიტყვებზე არ ავვარდები,დემეტრე.
- კარგი,მაშინ მე წავალ და მარტო იჯექი შენს არაორდინალურ ჭკუასთან ერთად და დაგეგმე აქედან როგორ გამიყვანო.
ქალი ფეხზე წამოდგა,დემეტრეც მაშინვე აესვეტა მის წინ,ტასომ ხელი ააფრიალა მის სახესთან,რომელსაც სიგარეტის კვამლი მალავდა.
- წადი ანასტასია,წადი.
ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაუტარა,ქალმა კი ხელი დაუჭირა.
- წავალ.
___

- ტასოს არ დაურეკავს? იკითხა მართამ და თავი სანდროს მკერდზე მოათავსა.
- არა ჩემო სიცოცხლე.. ჯერ არა.. ალბათ ისევ იქ არის.
- ვნერვიულობ მასზე..
- კარგად იქნება ყველაფერი.
ქალის ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
მართას ტელეფონის ეკრანი აციმციმდა,სენსორი გადასწია და შეტყობინება გახსნა მაქსიმესგან.
"ჩემო ლამაზო,როგორ ხარ?რატი როგორ არის?უკვე მომენატრეთ.."
- ვინ არის? ჰკითხა ქალს და თითები მის თმაში შეაცურა.
- არავინ..გაბრაზებულმა ტელეფონი გვერდით გადადო და ხელები უფრო მეტად მოხვია ქმარს.
- ტელეფონი მომეცი.. ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს.
- სან რა გჭირს? კაი რა..
- ტელეფონი მომეცი თქო,დივანს მოშორდა სანდრო და ქალს გახედა ანთებული თვალებით.
წინააღმდეგობის მიუხედავად,ტელეფონი მაინც აიღო,შეტყობინებები გახსნა და ხელებზე ძარღვები ერთიანად დაჭიმა.
- ამას რატო გწერს?!
მართამ აცრემლებული თვალებით ძლივს ამოღერღა.
- სან,გეფიცები არ ვიცი.
- ამას რატომ გწერს?! იღრიალა კაცმა და ტელეფონი სიმწრით დაანარცხა იატაკზე.
- გთხოვ,რატი გაიღვიძებს.. ნუ ყვირი..მეშინია..
- მაინც და მაინც ის უნდა გამაკეთებინოთ რაც არ მინდა?!
- სან,გეფიცები არ ვიცი ასე რატომ მომწერა.. გთხოვ,დამიჯერე.. მე მას არანაირ საბაბს არ ვაძლევ.. ის უბრალოდ მოდის,რატის ნახულობს და მიდის..
- გიყვარს ისევ,არა?!
ქალის ხელები მოიშორა და ხელი ისე ჰკრა,დივანზე მოწყვეტით დავარდა.
- არ მიყვარს სანდრო.. არ მიყვარს..
- ფუ ამის დედას შევე*ი!!!
- სან,რატის თავს გეფიცები.. მხოლოდ შენ მიყვარხარ.. შენ მიყვარხარ გესმის? მე მაქსმიმეს მიმართ აღარ ვგრძნობ არაფერს,ის უბრალოდ რატის მამაა.. მეც მიჭირს ამ ფაქტთან შეგუება,მისი მოსვლა საერთოდ არ მსიამოვნებს ხოლმე,მაგრამ ვერაფერს ვიზავ..
ზურგზე მიეკრო მამაკაცს და ხელები სადამდეც სწვდებოდა,იქამდე შემოეხვია და მთელი ძალით მიეკრო.
- ვანანებ ამ სიტყვებს.. ამოიხრიალა და წამოდგომა სცადა,თუმცა მართა მის სხეულს არ შორდებოდა.
- გთხოვ სან,შეეშვი.. მე დაველაპარაკები,გემუდარები.
- რატის სანახავად მხოლოდ მაშინ მოვა,როცა მე ვიქნები სახლში,გესმის?
- კი. თავი სწრაფად დაუქნია და მის კალთაში მოთავსდა.
- სან,შემომხედე.
ქერამ სახეზე სიფრიფანა ხელები შემოხვია სანდროს,რომელიც მის ტუჩებს დაეწაფა მთელი სიყვარულით.
- ძალიან მიყვარხარ,ამოიჩურჩულა ქალმა და მის მარწუხებში მოეხვია.
- არ მინდა ჩემთან ძალით ცხოვრობდე,თუ არ გიყვარვარ,წადი.
- გულს მტკენ.. თან ძალიან..როგორ შემიძლია ძალით ვიყო ადამიანთან? ჩემში ეჭვი ასე ძალიან თუ გეპარება..მაშინ მართლა წავალ.
- არ წახვიდე.. ამოიჩურჩულა,შუბლი მართას შუბლს მიადო,თვალებზე ცრემლები მოდგომოდა,თუმცა ყლაპავდა მაინც ყელზე მობჯენილ სიმძიმეს.
მამაკაცის სხეულზე მიკრულს,პატარა ბავშვივით ჩაეძინა,სანდრო ფრთხილად წამოდგა,მართას ზეწარი გადააფარა და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა.
- მიცანი?!
- ვერა,მალე თქვი რომელი ხარ
- მაღლაკელიძე ვარ,მართას ქმარი.
ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
- ჰო,გიცანი,მერე ? რა ხდება?
- რადგან მიცანი ძალიან კარგიი..სამწუხარო ამბავი მაქვს შენთვის
- რა ხდება?!
- დოლიძის ბართან გელოდები,15 წუთში იქ იყავი.
- რა ხდება მეთქი?! რას ჰქვია გამოვიდე შ*გ ხოარ გაქვს?!
- რამდენს ლაპარაკობ შე სი*ო?! რომ გეუბნები,გამოდი.
- აჰაა,კარგიი.
სიგარეტის ბიჩოკი საფერფლეზე დასრისა,ტყავის ქურთუკი აიღო და სახლიდან გავარდა.

_____

- თინათინ,ანასტასია ახვლედიანი ვარ.
- გისმენ.
- იასონს გადაეცი,რომ ის მაინც უარზეა.
- ოჰოო,საყვარელი ქალის სიტყვებმა როგორ ვერ გაჭრა?
- საყვარელი ქალი აქ არაფერ შუაშია,ვინც არ უნდა მიუყვანოთ,აზრი არ აქვს.
- მეგონა მეტი გავლენა გექნებოდა დემეტრეზე..ჰმ,ვცდებოდი.. გაისისინა ქალმა
- მეგონა შენც არ დაგჭირდებოდა სხვა ადვოკატისთვის საქმის თხოვება,ვცდებოდი..
- კარგი,ხვალ ისევ მივალ.
- წარმატებები,თინა.
- ასევე,ანასტასია.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუუ რა გაჯიუტდაა გადავირიე მოსვენება დამაკარგვინაა, ციხეში არ გაუშვა რა, სანდროს და მართასაც არ აერიოთ ურთიეეთობა ამ მაქსის გამო იმედი მაქვს წყნარად მიაგვარებს, მოკლედ ყველათ თავის შემდეგ ნერვიულიბით ვკვდები????

 


№2 სტუმარი nino

umagresi xar ai dzalian magari iko <3 velodebi shemdeg tavs <3 dzalian maintereseebs <3 da dzalian didi madloba shen <3

 


№3  offline წევრი ლილილი

ნეტა ერთი მიბეგვოს ის მაქსიმე სანდრომ.დემეტრეს რა სიჯიუტის ბუზი დააჯდა,რაუბედურებაა.აახსნევინოს მაინც. :\\\
მართა უფრო მკაცრად უნდა მოექცეს და დიასტანცია დაიჭიროს მაქსიმესთან.
როგორ მიყვარს მართას და სანდროს წყვილი,ვაიმეე.წარამარა საიტზე შემოვდივარ იქნებ ახალი თავი დამხვდესთქო.უმაგრესია. <333

მადლობა რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე. <333

 


№4  offline წევრი nini :)

ძალიან მაგარიაააა

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
აუუუ რა გაჯიუტდაა გადავირიე მოსვენება დამაკარგვინაა, ციხეში არ გაუშვა რა, სანდროს და მართასაც არ აერიოთ ურთიეეთობა ამ მაქსის გამო იმედი მაქვს წყნარად მიაგვარებს, მოკლედ ყველათ თავის შემდეგ ნერვიულიბით ვკვდები????

მაპატიეე რომ განერვიულებ,ჩემი ბრალი არ არის.. :(((( :D დემეს ბრალია,ის არის ჯიუტი მაგრამ მოვარჯულებ როგორმე. :D <3 <3
nino
umagresi xar ai dzalian magari iko <3 velodebi shemdeg tavs <3 dzalian maintereseebs <3 da dzalian didi madloba shen <3

ძალიან დიდი მადლობააა ჩემო კარგოო პირიქიით <3 <3 <3
Nameless Girl
ნეტა ერთი მიბეგვოს ის მაქსიმე სანდრომ.დემეტრეს რა სიჯიუტის ბუზი დააჯდა,რაუბედურებაა.აახსნევინოს მაინც. :\\\
მართა უფრო მკაცრად უნდა მოექცეს და დიასტანცია დაიჭიროს მაქსიმესთან.
როგორ მიყვარს მართას და სანდროს წყვილი,ვაიმეე.წარამარა საიტზე შემოვდივარ იქნებ ახალი თავი დამხვდესთქო.უმაგრესია. <333

მადლობა რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე. <333

მადლობა ჩემო კარგო, რა თქმა უნდა,მკითხველის აზრს და მის სურვილებს გავითვალისწინებ,ეს ხომ ჩემთვის მნიშვნელოვანია. <3 <3
nini :)
ძალიან მაგარიაააა

დიდი მადლობააა <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

მე ეს ისტორია მიყვარს უზომოდ და მუდმივად ვამოწმებ საიტს დაიდო თუარა თან დადებულირომაა ისე გამიხარდებახომე ჩემს სიხარულს საზღვარიარაქ მადლობა შენ ამისთვის და შემიყვარდი უკვე <3

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ლიკა
მე ეს ისტორია მიყვარს უზომოდ და მუდმივად ვამოწმებ საიტს დაიდო თუარა თან დადებულირომაა ისე გამიხარდებახომე ჩემს სიხარულს საზღვარიარაქ მადლობა შენ ამისთვის და შემიყვარდი უკვე <3

ასეთი კომენტარების შემდეგ,ჩემს სიხარულზე მგონი საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობ..უღრმესი მადლობა შენ,საყვარელო! relaxed kissing_heart heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი Mziko

Exla Ra daemarta am demetres ver gavige raaaa arc is unda arc es. Mara eg isetia rake eqneba chapiqrebuli. Male dade Axali tavi raa.meti Sandro da Marta Minda kidev. Da male taso da demec tore gaskda guli Amati wvalebit:D

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mziko
Exla Ra daemarta am demetres ver gavige raaaa arc is unda arc es. Mara eg isetia rake eqneba chapiqrebuli. Male dade Axali tavi raa.meti Sandro da Marta Minda kidev. Da male taso da demec tore gaskda guli Amati wvalebit:D

მოთმინება მზიკოო,მოთმინებაა:დ <3 აი ზუსტად შემდეგ თავშია მოქცეული მართას და სანდროს მომენტებიც და გაგიხარდება შენც. :დ <3 ვეცდები ხვალ დავდო.

 


№10 სტუმარი ია ია

პროსტააა რა ამბები ხდებააააააა ძალიან მაგარია რა გავგიჟდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent