შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, მე გამაგიჟე (თავი 3)


22-08-2018, 16:04
ნანახია 2 104

-დედა და მამა ადრე წავიდნენ ასე, რომ წავედით.- მითხრა, გარეთ გავედით, მანქანის კარები გამიღო, მეც ჩავჯექი. მალევე მივედით წვეულებაზე, ღია ცის ქვეშ იყო და რაღაც საოცრად ლამაზი იყო. ხელმკლავი გავუკეთე მათეს და ასე შევედით წვეულებაზე, აშკარად ყველაზე გვიან მივსულვართ, როდესაც შევედით“Fურორი“ მოვახდინეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა....

.................................

მალე ვიპოვეთ დედა და მამა და მათთან მივედით.
-აბა ჩვენი ინვესტორები სად არიან?- იკითხა მათემ.
-მალე მოვვლენ, რაღაც შეფერხება მოხდა გზაში და ცოტათი დააგვიანებენ.- თქვა მამამ.
-აუ ყველა მე რატომ მიყურებს, რამე ცუდად მაქვს?- გადავუჩურჩულე მათეს და ჩემი თავი შევათვალიერე.
-არა პირიქით, ულამაზესი რომ ხარ ყველა მაგიტომ გიყურებს.- თვალი ჩაამიკრა და შუბლზე მაკოცა.
-აი ისინიც.- თქვა მამამ და მათკენ წავიდა, მეც უცბათ შევტრიალდი, იქ იყვნენ, როგორც მივხვდი დედა, მამა და მათი ორი შვილი, გოგო და ბიჭი. რატომღაც ის ბიჭი გაოცებული მიყურებდა, მალევე მოვიდნენ ჩვენთან.
-გამარჯობა, ნია- ხელი ჩამოვართვი, როგორც მივხვდი ამ ბავშვების მამას.
-გამარჯობა, ლევანი, სასიამოვნოა.- მითხრა აწ უკვე ბატონმა ლევანმა.
-ჩეემთვისაც.
-ლია, სასიამოვნოა- თბილად მითხრა და ხელი ჩამომართვა, მათმა დედამ, ის ისეთი თბილი იყო უკვე შემიყვარდა ეს ქალი.
-ჩემთვისაც.
-ანდრია, სასიამოვნოა.- ხელზე ნაზად მეამბორა.
-ელენე.- თბილად მითხრა გოგონამ, რომელიც ულამაზესი და ამავდროულად ძალიან საყვარელი იყო. ანდრიას სილამაზემ საოცრად მომხიბლა რაღაც გამორჩეული იყო. ნია რეებს ამბობ ჩემი თავი გავლანძღე.
ანდრია...


ცოტახანი ლაპარაკობდნენ მშობლები რაღაც ხელშეკრულებაზე, მე ელეს ველაპარაკებოდი, მათე და ანდრია კიდევ ერთად ლაპარაკობდნენ. მალე სიმღერა ჩაირთო და ანდრია მომიახლოვდა.
-ულამაზესო ქალბატონო თქვენთან ცეკვა შეიძლება.- ხელი გამომიწოდა ანდრიამ.
-რათქმაუნდა.- გავიცინე და ხელი მოვკიდე, მათემ და ელენემაც დაიწყეს ერთად ცეკვა.
ერთად ვცეკვავდით მე და ანდრია, ის ისეთი სიმპატიური იყო და ცეკვა ისე უხდება, რომ... ნაზად ხელები ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, ჩემი ხელები კიდევ მის კისერზე იყ შემოხვეული და ნელი მოძრაობით ვყვებოდით მუსიკას.
-ულამაზესად გამოიყურები.- ჩამჩურჩულა ანდრიამ, მე კიდევ გავწითლდი.
-თქვენც ასევე.-
-გთხოვ თ-ები არ გვინდა რა დღეიდან ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი გვექნება ასე, რომ არ გვინდა.
-კარგი ანდრეა.- რატომღაც ანდრეა დავუძახე მეც გამიკვირდა, ყველა ანდრიას ეძახის.
-ანდრეა? ჰმ... მომწონს.- ჩამჩურჩულა მან. მალე დამთავრდა სიმღერა და ჩვენს ადგილს დავუბრუნდით.
დანანრჩენმა დრომ უაზროდ ჩაიარა. მალევე მოვიდა სახლში დაბრუნების დრო, ყველას თბილად დავემშვიდობე, ელე ძალიან მომეწონა დარწმუნებული ვარ კარგი ურთიერთობა გვექნება და დავმეგობრდებით.
მე და მათემ ისევ ერთად გადავწყვიტეთ წასვლა. მანქანაში , რომ ჩავჯექით მათე მომიბრუნდა.
-მოგეწონა წვეულება? მგონი ეს ყველაზე კარგი იყო არა? ელენე და ანდრია მომეწონა, ორივეს კარგად შევეწყვე, ელენე როგორც შენ ისე მივიღე, შენსავით პატარა და საყვარელია, ანდრიას დავუმეგობრდი, ნამდვილად კარგი ადამიანია.
-ხო გეთანხმდები, ორივე მეც ძალიან მომეწონა დ აკარგად შევეწყვე, ელენე ძალიან მეგობრულია დარწმუნებული ვარ მომავალში აუცილებლად ვიმეგობრებთ.- მალე მივედით სახლში, საშინლად დავიღალეეე... სახლში, რომ შევედი მამამ დამიძახა შენთან საქმე მაქვსო.
-ნია, მომისმინე. მე და დედაშენმა გადავწყვიტეთ, რომ კომპანიაში უნდა დაიწყო მუშაობა, სკოლის შემდეგ, 9საათამდე იმუშავებ და თან ისწავლი, ვიცი რთულია მაგრამ ყველაფერში დაგეხმარებით, ანდრია და ელენეც ჩვენთან იწყებენ მუშაობას, რადგან კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ, ელენეც შენხელაა და ახლა ისწავლის ყველაფერს. შენ ანდრეა დაგეხმარება, რადგან მან ბიზნესი დაამთავრა და შენც ამ სფეროში აპირებ სწავლის გაგრძელებას, ხოლო ელენე დედაშენთან ერთად დიზაინს მიხედავს. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ასე, რომ შეგიძლია ხვალისთვის მოემზადო.- რააა? ნერვები მომეშალა, ჯერ ხომ მეთორმეტე კლასში ვარ, ღმერთო საშინლად დავიღლები, ვიცი შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ასე, რომ დავთანხმდი.
ოთახში ავედი, გამოვიცვალა, შხაპი მივიღე და გოგოებს დავურეკე.
-ალო (სალი)
-გოგოებო ბომბი ამბავი მაქვს.
-აბა ამოღერღე. (ანიტა)
-მოკლედ...- ყველაფერი მოვუყევი რაც წვეულებაზე მოხდა და შემდეგ რაც მამამ მითხრა.
-აუუუ... ანუ ჩვენთვის დრო საერთოდ აღარ გექნება ხომ? (ნინა)
-სამწუხაროდ, მაგრამ შეგიძლიათ კომპანიაში მომაკითხოთ ხოლმე და შაბათ- კვირასაც ხომ ვისვენებ არა? ხოდა მთელ დავენების დროს თთქვენთან გავატარებ.
-და რეპეტიტორები?(სალი)
- რეპეტიტორებისთვის დრო აღარ მექნება და რასაც შევძლებ ჩემით ვისწავლი, კარგი ახლა უნდა გავიდე სშინლად მეძინება და თან ხვალ უსაშინლესი დღე მაქვს, მიყვარხართ, ძილინებისა.
-ჩვეენც (ყველა.)
გავუთიშე და მალევე გადავეშვი მორფეოსის ტკბილ სამყაროში.
დილით ადრე გავიღვიძე, დილის რუტინა მივიღე და ჩავიცვი შავი კლასიკური, ნაჭრის, მაღალ წელიანი შარვალი და ზემოდან, ცისფერი პერანგი წარწერებით, ფეხზე ადიდასის ბოტასები მოვირგე, შავი თმა დავსწორე, მცირეოდენი მაკიაჟი გავიკეთე და ჩემი ძმაც გავაღვიძე.
ქვევით ჩავედი, ვისაუზმე და სკოლაში წავედი. სკოლაში, რომ შევედი იმ წამს დაირეკა ზარი და მეც გავიქეცი, რომ არ დამეგვიანა. მივრბოდი, რომ უცბათ ვიღაც იდიოტს შევასკდი, რომ არა მისი ძლიერი მკლავები ძირს გავიშოტებოდი, ავხედე და საკმაოდ სიმპატიური ვიგინდაარა იყო და იდიოტურად მიყურება.
-ჰეი ლამაზო ფრთხილად.
-შენი ლამაზი აქ არავინაა გაიგე? გაიწიე და ახლა გამატარე ვაგვიანებ.- ვგინდარა, იდიოტი „სიმპატიური როგორ გამოგრჩა?“ ჩამძახა ალტელეგრომ. „შენ მოკეტე მანდ.“
-რატო უხეშებ ლამაზო?- ნაგლი ფუ...
-გაიწიე და აღარ დამენახე, თვითდაჯერებული იდიოტი.- ბოლო წინადადება ჩემთვის ვთქვი.
-ბოლო გავიგეე..-
-იმიტომ ვთქვი, რომ გაგეგო.- მივაძახე და წავედი. იდიოტი ხასიათი გამიფუჭა. სანამ კლასი შევიდოდი საჭირო ოთახში შევედი და ისე დავბრუნდი. კლასის კარებზე დავაკაკუნე და შევაღე.
-ბოდიშს გიხდით მას დაგვიანებისთვის, ვიღაც შემეჯახა და დავაგვიანე ვწუხვარ.
-კარგი არაუშავს, მობრძანდი.- მითხრა თბილად, აი რატომ მიყვარს ეს ქალი.
ჩემს ადგილას მივედი და დავინახე, რომ ის ვიგინდარა იჯდა.
-ადექი ჩემმი ადგილია.
-რამდენად იყიდე?- ფუ იდიოტი რამდენს ბედავს.
-ნუ ჩხუბობთ, ირაკლი ადექი და გოგონას დაუთმე ადგილი, ბოლოს და ბოლოს რაც ამ კლასში გადმოვედით სულ მანდ ზის.
-კარგით მას.- მორჩილად დაეთანხმა და ადგილი დამითმო, იდიოტი. „სიმპატიური იდიოტი“. ისევ ჩამძახა ალტელეგრომ. „ მოკეტეთქო. ვუთხარი და ჩემს ადგილას დავჯექი.
-იცი ახლა ვის ეჩხუბე?- მკითხრა ანიტამ.
-კი ვიღაც იდიოტს, რომელიც დერეფანში შემეჯახა, ახლა ადგილია არ დამითმო და ირაკლი ჰქვია.
-არა მცდარია, შენ ახლა ეცხუბე, ჩვენს ახალ კლასელს, ხომ გითხარი, ახალი ბიჭები გადმოდიანთქო, ხოდა იქიდან ერთ-ერთი იყო.
-მერე რა მაინც იდიოტია.- ვთქვი და წიგნები ამოვირე.
-დანარჩენმა გაკვეთილებმა უინტერესოდ ჩაიარა და ახლა დროა სახლში წავიდე გამოვიცვალო, ვიმეცადინო და ჩემს ახალ სამსახურში წავიდე...

/////////////////////////
ვიცი, ვიცი პატარაა, მაგრამ მეტი დრო აღარ მქონდა. საერთოდ არ დადებას, მერჩივნა პატარა მაინც დამედო, მგონი მართალი ვარ არა?, ხვალისთვის დიდს ავტვირთავ, ახლა კიდევ პატარათიც ისიამოვნეთ. მადლობა, რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს მიწერთ.

შ ე ნ
მ ე
გ ა მ ა გ ი ჟ ე.

სიყვარულით: „ციფერთვალაგოგო.“



№1 სტუმარი სტუმარი ანკა

ძალიან ძალიან მაგარი იყო
შ ე ნ
მ ე
მ ა რ თ ლ ა
გ ა მ ა გ ი ჟ ე❤️❤️❤️❤️

აუუ ანდრეა ❤️❤️❤️❤️ აუუუ ირაკლი ❤️❤️❤️❤️

რომელთან დარჩება? ძაან მაინტერესებს მალე დადე რა გთხოვ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Mec igive kitxva maqvs rac ankas neta romeltan sarcheba?? Ki sruliad getanxmebi sjobs patara vidre sul araferi

Mec igive kitxva maqvs rac ankas neta romeltan sarcheba?? Ki sruliad getanxmebi sjobs patara vidre sul araferi

 


სტუმარი ანკა
ძალიან ძალიან მაგარი იყო
შ ე ნ
მ ე
მ ა რ თ ლ ა
გ ა მ ა გ ი ჟ ე❤️❤️❤️❤️

აუუ ანდრეა ❤️❤️❤️❤️ აუუუ ირაკლი ❤️❤️❤️❤️

რომელთან დარჩება? ძაან მაინტერესებს მალე დადე რა გთხოვ❤️❤️❤️❤️❤️❤️

სპეციალურად გავაკეთე, რომ ინტრიგა დამეტოვებინა. შევეცდები რაც შემიძძლია მალე დავდო. heart_eyes

სტუმარი მარიკო
Mec igive kitxva maqvs rac ankas neta romeltan sarcheba?? Ki sruliad getanxmebi sjobs patara vidre sul araferi

Mec igive kitxva maqvs rac ankas neta romeltan sarcheba?? Ki sruliad getanxmebi sjobs patara vidre sul araferi

ყველაზე მეტად ინტრიგის დატოვება მიყვარს :დდდ შევეცდები რაც შემიძლია მალე დავდო. heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent