შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, მე გამაგიჟე (თავი 2)


21-08-2018, 00:10
ნანახია 2 344

-ხო კარგი, კარგი წამოდით წავიდეთ კლასში.- თქვა ანიტამ და სამივე წავედით ჩვენს კლასში, შევედით და ჩვენი საფირმო ადგილი დავიკავეთ, უკან სადაც სამი მაგიდა დგას სწორედ ჩვენთვის. დავჯექით, წიგნები ამოვიღეთ და მე მათეს მივწერე რომელზე მიმთავრდებოდა გაკვეთილები, რომ გამოეარა და დავუბრუნდი გაკვეთილს.

................................

გაკვეთილებმა უინტერესოდ ჩაიარა, მხოლო იყო კითხვები აბა, როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადაგები. აი როგორც იქნა მესამე გაკვეთილიც დასრულდა, ზარი დაირეკა და ახლა სახლში წასვლის დროც დადგა. გადავწყვიტე მათესთვის დამერეკა.
-ხო სიყვარულო.- გაისმა ტელეფონში მათეს ხმა.
-მათუკი გაკვეთილები დამთავრდა სად ხარ?- მივმართე სახელით, რომელიც ძალიან სძულს.
-მათუკი არა გთხოვ რა, ხომ იცი როგორ მეზიზღება. უკვე სკოლასთან ვარ, მალე გამოდი.
-ვიცი, რომ გეზიზღება და მაგიტომ გეძახი, კარგი გამოვალ მათუკი.- უცბათ გავუთიშე, რადგან წუწუნს დაიწყებდა. ახლა გოგოებს მივუბრუნდი.
-ჩემი მათუკი მოვიდა, თუ გინდათ თქვენც მიგიყვანთ სახლში.
-არა ჩვენ, ჩვენი მანქანებით ვართ მოსულები სიყვარულო, წადი მათუკი არ ალოდინო.- სიცილით თქვა ნატამ.
-კაი ჩემო სიცოცხლეებო.- გოგოები გადავკოცნე, ჩანთა ავიღე და ახლა ნინისთან კლასში შევედი.
-აბა კარგად, მათუკი მოვიდა და უნდა წავიდე.- მივედი და ჩავეხუტე.
-კაი გოჭო, კარგად.- გადამკოცნა და კლასიდან გავედი. მალევე გავედი სკოლიდან და კარებთან დავინახე ჩემი მათუკი.
-ეეე, მათუკიი.- მივედი და ჩავეხუტე.
-მათუკი ხო? ნიაკუკ მომენატრე.- ნია დაწყნარდი, დაწყნარი, არ აფეთქდე. ღრმად ჩავისუნთქე, რომ ამ სახელით გამოწვეული სიბრაზე ჩამეხშო და მათუკის მივუბრუნდი.
-ხომ იცი არაა ჩემზე ეგ არ მმოქმედებს.
-დამაჯერე ახლა, ვითომ შენ არ გაწითლებულხარ სიბრაზისგან რა.- მითხრა სიცილით.
-ხო კაი კაი, წამო წავიდეთ.- მანქანაში ჩავჯექით.
-სიყვარულო, ხვალ კომპანიას წვეულება აქვს ვიღაც ახალ ინვესტორებს უნდა შეხვდნენ და აუცილებელია მთელი ოჯახი იქ ვიყოთ, ასე რომ ხვალისთვის არაფერი დაგეგმო წვეულება ცხრაზეა.- მითხრა მათუკიმ, ღმერთო როგორ მძულს ეს კომპანიის წვეულებები, სადაც უნდა ითამაშო ვითომ ბედნიერი ოჯახი ვართ, მძულს, მძუუუულს.
-აუუუ, აღარ შემიძლია ეს კომპანიის ივენთებიი, მძულს, მძულს რით ვერ გაიგეს დედამ და მამამ.- ცოტაც და ვიტირებ, მართლა აღარ შემიძლია. ალბათ ფიქრობთ უბრალოდ წვეულებაა, როგორ უდა გძულდეს ან მაგის გამო, როგორ უნდა იტიროო. იცით რა საშინელებაა, სანამ წვეულებაზე წავალთ დედა, რომ მოდის და ყვირილით მეუბნება, რომ უნდა გავიღიმო და იქ ჩემი ბავშვური ხასიათ არ გამოვავლინო, ჩემი ოჯახის შესაფერისი უნდა ვიყო. იმის მოსმენა, რომ მე მარტო უბედურება მომაქვს და საშინელი ადამიანი ვარ, შემდეგ ცრემლები, დასიებული სახის ტონალურით დაფარვა და წვეულებაზე გაღიმება და ბედნიერი სახის მიღება. ეს ყველაფერი აუტანელიაა... ამის გახსენებაზე ცრემლები წამსკდა.
-არა, არა, არა რა პატარა არ იტირო გთხოვ.- მითხრა მათემ და მანქანა გადააყენა. როგორც კი გავჩერდით, ღვედი მოიხსნა და ჩამეხუტაა.
-აღარ, მართლა აღარ შემიძლია დედასგან ამდენი დამცირების ატანა, ხვალ კიდევ, კიდვ ერთხელ უნდა ვიტირო იმ სიტყვების გამო რასაც დედა მეტყვის.- ვლუღლუღებდი და თან ღვარღვარით ჩამომდიოდა ცრემლები. მათე ცრემლებს მწმენდა, უფრო მაგრად მეხუტებოდა და თვალებზე მკოცნიდა.
-ვსო დამშვიდდი, ნუ ღელავ ხვალ დედას შენთან არ მოვუშვებ, მე სულ შენთან ვიქნები.- მითხრა და მაგრად ჩამეხუტა. როდდესაც მოვშორდი დავინახე, როგორ ჰქონდა სახეზე ცრემლები. ნერვები მომეშალა ჩემს თავზე. დებილი ხარ ნია დებილი რა, შეი გრძნობები რატომ გამოხატე, ხომ ხედავ სვაც დააზინე, სულელი ხარ რა. ვლანძღავდი ჩემს თავზე.
-გთხოვ ჩემს გამო ნუ ტირი რა, უფრო ცუდად ვარ.- ვუთხარი მას.
-შენ, შენ ისეთი პატარა და დაუცველი ხარ, არა შენ სულ ჩემთან იქნები, არსად გაგიშვებ ჩემო ცხოვრება, შენი ცრემლები მე უფრო მტკივა ვიდრე შენ.- მითხრა და თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი, მასაც ვატკინე.- ოღონდ ახლა თავი არ დაიდანაშაულო გრძნობები გამოხატვის გამო, ხომ იცი ჩემზე უკეთ შენი თავიც კი ვერ გცნობს.- მითხრა, ჩამეეხუტა და მანქანა დაძრა. სახლამდე ხმა არ ამომიღია, მთელი გზა თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. როგორც იქნა მივედი, უცბათ გადავედი მანქანიდან და სირბილთ გავიქეცი ჩემი ოთახისკენ, უცბათ ავედი, შევედი, ოთახში და ტირილი დავიწყე, ვიცი მათე არ შემოვა, რადგან იცის, რომ ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მინდა. ალბათ ახლა ჩემი ემოცია ერთი წვეულების გამო ზედმეტად გეჩვენებათ, მაგრამ მართლა საშინელებაა დედა, რომ გეუბნება საშინელი ადამიანი ხარო და მარტო უბედურება მოგაქვსო, ბოლო დონემდე გლანძღავს და მერე გადის ოთახიდან. მალევე დავმშვიდდი და აბაზანაში შევედი, როდესაც გამოვედი როგორც ყოველთვის ბედნიერი დავბრუნდი, თითქოსდა წყალმა ყველაფერი ცუდი თან წაიყოლაო. ვიმეცადინე და ქვევით ჩავედი რადგან საშინლად მშიოდა. ქვევით როდესაც ჩავედი დედა დივანზე იჯდა და გაზეთს კითხულობდა.
-ალბათ, მათემ უკვე გითხრა ხვალინდელ წვეულებაზე ხომ?- მითხრა ისე, რომ გაზეთისთვის თვალი არ მოუშორებია.
-რათქმაუნდა მითხრა.
-იმედი მაქვს ხვალ შენთვის ლექციის ჩატარება არ დამჭირდება იმაზე თუ როგორი უბედ...- უცბათ მათემ გააწყვეტინა.
-დედა რა გინდა, რა ამიხსენი. რას ერჩი ნიას, რატო ატირებ ყოველთვის შენი სიტყვებით? ის ხომ ისედაც მშვენივრად იქცევა წვეულებაზე შენი ლექციის გარეშეც. გეყოს რა უკვე ყელში ამოვიდა შენი ასეთი დამოკიდებულება ნიასადმი.- ყვიროდა მათე.
-მათე ტონი აკონტროლე.- დაიყვირა დედამ.
-კარგით, კარგით გეყოთ, ნუ ჩხუბობთ ჩემს გამო, მათე თავი გაანებე მითხრას ის რასაც ყოველთვის მეუბნება, ოღონდ არ იჩხუბოთ რა.- ვთქვი შეშინებულმა და სამზარეულოში გავიქეცი, მათეც დამედევნა.- მათე კარგად ვარ გადი, უბრალოდ შევჭამ და დავბრუნდები ჩემს ოთახში ისე, რომ დედას არ შევეჩეხები, ჭამა დამაცადე.- ვთქვი და მაცივრის კარები გავაღე.
-კარგად ხარ?- მკითხა მან.
-კი, კი კარგად ვარ.- თბილათ ვუთხარი.
-კარგი მაშინ წავალ.- სამზარეულოდან გავიდა, მე შევჭამე და ოთახში ავედი. გადავწყვიტე გოგოებს დავურეკო.
-ალო.- გაისმა ანიტას ხმა, მეც საერთო სასაუბრე ჩავრთე და ოთხივე ვლაპარაკობდით.
-გოგოებო ხვალ კიდევ ერთი ივენთია კომპანიაში.-
-ანუ ხვალ ვერ წავალთ ვერსად?- (ნინა)
-რომელზეა წვეულება?-(სალი)
-ცხრაზე.
-ესეიგი ვერ შევხვდებით.- (ანიტა)
-ხომ, აბა მოყევით თქვენსკენ რა ხდება.
-აუ მე მთელი დღეა ჩვენს ახალ კლასელებზე ვფიქრობ, ნეტავ როგორები არიან?- (ნინა)
-აუუუ ეს მეკაცთანე.-(ყველა) ყველამ ერთად ვთქვით და გავიცინეთ.
-ეს მარტო ბიჭებზე როგორ ფიქრობს? ნეტავ არ გბეზრდება? (ანტა)
-შენ ვის რას ეუბნები, ის მე ვიყავი, რომ ამბობდა ერთი სული მაქვს ვნახხოო?-(ნინა)
-გამოგიჭირეს?- ვთქვი სიცილით.
-ხო, მაგრამ ეს კითხვა მხოლოდ ინტერესის დონეზე იდგა.-(ანიტა)
-კაი გეყოს ახლა-
-ხო კაი ვდუმვარ, სამარე ვარ.-(ანიტა)
-აუ მე გავედი რა უკვე თერტმეტია, წყალს გადავივლებ და დავიძინებ, თორემ ხვალ დიდი დღე მაქვს, აბა კრგად.
-კარგად გვიყვარხარ.(სალი)
-მეც მიყვარხართ.
გავუთიშე და აბაზანაში შევედი, მალე გამოვედი, ლოგინში ჩავწექი და ემოციებისგან დაღლილმა მაშინვე ჩამეძინა. მალე მასწავლებლებთან დავიწყებ სიარულს და საშინელი დღეები მელის.
დილით მაღვიძარა მაღვიძებს და როგორც ყოველთვის გოგოებს ვაღვიძძებ და აბაზანაში შევდივარ, წყალს ვივლებ, გამოვდივარ და ვიცმევ შაბიამნისფერ გრძელ, კოჭებამდე სარაფანას, წელზე ქამრით და ჩემს ამჯერად მუქი მწვანე ჩანთას ვიღებ, ვალაგებ და ქვევით ჩავდივარ. ანამ ქვევით ჩავალ ჩემს ძმას ვაღვიძებ, ახლა უკვე ჩავედი და ქვევით დედა და მამა იჯდნენ და როგორც ყოველლთვის საუზმობდნენ.
-დღეს სკოლაში არ წახვალ, წვეულებისთვის უნდა მოემზადო.- მითხრა დედა.
-დედა, მგონი მეთორმეტე კლასში ვარ და ახლა სკოლას კი არ უნდა ვაცდენდე პირიქით რაც შემიძლია მაქსიმუმ უნდა ვისწავლო.
-არაუშავს დღეს გამონაკლისი იქნება, ისედაც უბედურება მოგაქვს ყოველთვის და ვინ იცის დღეს სკოლაში, რომ წახვიდე ვაიდა ვერ მოასწრო მომზაება, ასე რომ რჩები.- მიკვირს მამა ხმას რატომ არ იღებს.
-მამა შენ არაფერს იტყვი?- ვკითხე მას.
-დედაშენი რასაც იტყვის იმას გააკეთებ.
-კარგით ხო, კარგით.- მათე ჩამოვიდა, მაკოცა და მაგიდასთან დაჯდა. მალევე ვისაუზმეთ და მე და მათე სახლიდან გავედით.
-მიგიყვანო სკოლაში?-
-სკოლაში არ მივდივარ დღეს, როგორც დედამ თქვა ასე, რომ ჩეემი მანქანით წავალ სავაჭრო ცენტრში.
-კარგი, მაშინ კარგად.- მითხრა ჩამეხუტა და წავიდა. მანქანაში ჩავჯექი და წავედი. მალევე მივედი H&M-ში.
ორი საათის ძებნის შემდეგ ვიპოვე ჩემთვის შესაფერიი კაბა. მუქი შინდისფერი ხავერდის გრძელი კაბა უკან შლეიფით, მთელი ზურგი ამოღებული აქვს და სხეულის ყველა ნაწილს ლამაზად კვეთს. ახლა დროა სალონში წავიდე. მალევე მივედი.
თმა კოსად გავიკეთე, ძალიან ლამაზი იყო, მაკიაჟს ცოტა მოგვიანებით გავიკეთებ. ტელეფონი ვნახე და აფეთქებული დამხვდა, ანიტასგან, ნინასგან და სალისგან, სულ გადამავიწყდა მეთქვა, რომ ვერ მივიდოდი დღეს სკოლაში. საათს დავხედე, ალბათ დასვენება აქვთ და დავურეკავ, გავიფიქრე.
-ალო, გოგო ნორმალური თუ ხარ დღეს რატომ არ მოხვედი, აგაფეთქე და შენ კიდევ ტელეფონს არ იღებდი.(ანიტა)
-უხმოზე მქონდა დაყენებული და მანქანაში იყო, სულ გადამავიწყდა, რომ მეთქვა დედამ მითხრა არ წახვიდე სკოლაში, მოემზადე წვეულებისთვისო და მაღზიებში ვიყავი, ახლა სახლში ვბრუნდები, ალბათ თქვენც მოგირჩებოდათ და ჩემთან მოდით დამეხმარეთ გამზადებაში.
-ამ... გასაგებია რათქმაუნდა მოვალთ, მიყვარხარ.
-მეც.- ვუთხარი და გავუთიშე. ერთ საათში სახლში მივედი და ჩემს ოთახში ავედი. მალევე მოვიდნენ გოგოები კარები მე გავუღე.
-მობრძანდით.- ვუთხარი და სამივე გადავკოცნე. ჩემს ოთახში ავედით და ცოტახანი ვილაპარაკეთ, შემდეგ მოგვშივდა ვჭამეთ. გამზადბა დავიწყეთ, ჩემს სტილისტს დავურეკე და ვთხოვე, რომ მოსულიყო და მაკიაჟი გაეკეთებინა, რვა საათისთვი უკვე მზად ვიყავი და ჩემი ძმაც შემოვიდა ოთახში. შარვალ-კოსტუმი ეცვა.
-ეეე... დაიკო რა ლამაზად გამოიყურები, საღამოს დედოფალი შენ იქნები.- მოვიდა და დამატრიალა.
-შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურები.
-მადლობა, პრივეტ გოგოებო.
-პრივეტ.
-ნია ჩვენ წავალთ სახლში აბა კარგად გაერთე.- მითხრეს გოგოებმა, გადამკოცნეს და წავიდნენ.
-აბა წავედით პრინცესა?
-რათქმაუნდა პრინცო.- ვუთხარი მათეს და „პადრუშკა“ გავუყარე. ქვევით ჩავედით და მათემ მითხრა.
-დედა და მამა ადრე წავიდნენ ასე, რომ წავედით.- მითხრა, გარეთ გავედით, მანქანის კარები გამიღო, მეც ჩავჯექი. მალევე მივედით წვეულებაზე, ღია ცის ქვეშ იყო და რაღაც საოცრად ლამაზი იყო. ხელმკლავი გავუკეთე მათეს და ასე შევედით წვეულებაზე, აშკარად ყველაზე გვიან მივსულვართ, როდესაც შევედით“Fურორი“ მოვახდინეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა....

/////////////////////////////

სიმართლე, რომ გითხრათ დღეს არ ვაპირებდი დადებას, რადგან მუზა არ მომდიოდა, მაგრამ როდესაც თქვენ კომენტარებს ვკითხულობდი მომინდა, რომ რაც შემეძლო მალე დამედო. ამისთის კი მადლობას გიხდით ყველას ვინც ასეთ პოზიტიურ კომენტარებს მიწერთ. ვერც კი წარმოიდგენთ რა დონემდე მეხმარება თქვენი კომენტარები, იმაში რომ მუზა მომივიდეს და მალე დავწერო. ყვეანი ძალიან მიყვარხართ და მადლობა ყველაფრისთვს.



№1  offline წევრი anuchki

მალე დადე რა გთხოვ როგორ მომეწონა ისტორია ვერც კი წარმოიდგენ მოკლედ შენ მე გამაგიჟეე

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

მომწონს კი არა უკვე მიყვარს <3
არ დააგვიანოო<3<3<3

 


anuchki
მალე დადე რა გთხოვ როგორ მომეწონა ისტორია ვერც კი წარმოიდგენ მოკლედ შენ მე გამაგიჟეე

ხვალ უკვე ახალი ტავი დაიდება. მადლობა. heart_eyes kissing_heart

სტუმარი მარიკო
მომწონს კი არა უკვე მიყვარს <3
არ დააგვიანოო<3<3<3

არ დავაგვიანეებ, მადლობა. heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

სასიამოვნო წასაკითხია უბრალოდ თავები ცოოტაა გაზარდე

 


სტუმარი გვანცა
სასიამოვნო წასაკითხია უბრალოდ თავები ცოოტაა გაზარდე

აუცილებლად, მადლობა. heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№6 სტუმარი anusa

ძალიან ძალიან მაგარია ძალიან მომწონს საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ახალი ბიჭები მაინტერესებს ძალიან, მოკლედ რა
შ ე ნ
მ ე
გ ა მ ა გ ი ჟ ე
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes wink wink

 


anusa
ძალიან ძალიან მაგარია ძალიან მომწონს საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ახალი ბიჭები მაინტერესებს ძალიან, მოკლედ რა
შ ე ნ
მ ე
გ ა მ ა გ ი ჟ ე
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes wink wink

ოოოო... სანამ ახალ ბიჭებამდე მივალთ წინ უკეთესი რაღაც გელიით. მადლობა, რომ მოგეწონა. (ინტრიგას ვტოვეებ stuck_out_tongue_winking_eye : ბიჭები იმდენად მნიშვნელვანები არ არიან, ვიდრე ამ წვეულებაზე გამოჩენილი ადამიანები.) joy stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent