შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [15]


22-08-2018, 16:29
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 2 753

თვალებახვეული, ავტომობილის უკანა სავარძელში მჯდომი ლილე, ყველანაირად ცდილობდა მოეშორებინა გამტაცებლების უხეში ხელები, რომლებიც ერთ ადგილას აკავებდნენ. ყვირილი არ შეეძლო, რადგან პირზე ხელი უჭერდა ძლიერად. მისი მძიმე სუნთქვის გარდა ავტომობილში არაფერი ისმოდა და როგორც ჩანდა ლაპარაკს არც არავინ აპირებდა. ლილე ნერვების დაწყნარებას ცდილობდა, იცოდა აკაკი რომ საშველად მოდიოდა. მამამისის იმედიც ჰქონდა, მაგრამ იმედების ქონდა ტყუილად არ უნდოდა.
სამი საათი მგზავრობა საშინლად გაიწელა და ლილეს ფიქრები ზენონით იყო უკვე მოცული. ნანობდა რომ არ დაუკავშირდა აქამდე, არ უთხრა მამამისის ნახვის შესახებ და არ გააფრთხილა საფრთხის შესახებ. ზენონი მას მთელი გულით ელოდა ახლა და ლილე მას არც კი დამშვიდობებია წამოსვლისას.
-მივედით- გოგონას გვერდით მჯდომმა წარმოთქვა, - არ იფართხალო, მანქანიდან გადაგიყვანთ.
ლილეს თვალები ახვეული რომ არ ჰქონოდა, უცნობს ზიზღით აღსავსე თვალებს მიაპყრობდა, მაგრამ ახლა სიბნელეში ყოფნა აიძულებდა მისთვის მოესმინა. ავტომობილიდან გადმოიყვანეს. ფეხი ძირს დადგა თუ არა, თავისი კედებით იგრძნო რომ ბალახს ეხებოდა. ამან გული აუჩქარა. უკვე ეჭვები უჩნდებოდა თავისი ადგილმდებარეობის შესახებ. არ უნდოდა რკინის უზარმაზარი ჭიშკრის გაღების ხმა გაეგო, რადგან მაშინ მისი ეჭვები გამართლდებოდა და მართლაც „იმ“ სახლში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ ლილეს ბედი არასდროს სწყალობდა.
გოგონას თაფლისფერი თვალები აემღვრა, მაშინათვე კივილი ატეხა და ფეხების აქეთ-იქით სროლა. უნდა გაქცეულიყო. თუ ფეხს მაგ სახლში შედგამდა, მაშინ ყველაფერი დასრულდებოდა. ზენონს ვეღარ ნახავდა, თიკოს გაკეთებულ საჭმელს ვეღარ შეჭამდა, ვერ დაბრუნდებოდა იმ პატარა სახლში სადაც მისი ნახატები იქმნებოდა. იქიდან ვეღარასდროს გამოაღწევდა.
-ხელები გაუშვით და ჭიშკარი ჩაკეტეთ.- ბოხი ხმა გაისმა და ლილე მაშინათვე ძირს აღმოჩნდა.
სახიდან ნაჭერი მოიშორა, თვალები დააბრიალა და იქაურობა შეათვალიერა. ჯერ კიდევ ვერ ხედავდა გარკვევით წინანდელი სიბნელის გამო, ცრემლებიც მხედველობაში არ ეხმარებოდა, მაგრამ მის წინ მდგომი ბიჭი მოთმინებით ელოდა და არ აჩქარებდა.
-დიდიხანია რაც არ მინახიხარ პატარა დაიკო.- ლილემ მხოლოდ ახლა შეამჩნია მისი ხმა, მამამისის ცივ ტონს როგორ ჰგავდა.
-გიორგი.-გოგონამ წარმოთქვა და თვალები მოისრისა, მისი ნახევარ ძმა რომ დაენახა.- ვინ ჯანდაბამ მომიტაცა? ხომ იცი შენთვის ლიდერობის წართმევა არ მინდა. სახლში გამიშვი...
-არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს, - გიორგიმ ალმაცერად გაიღიმა. - რადგან მე ვუბრძანე შენი აქ მოყვანა.
ლილე გაკვირვებისგან ფეხზე წამოხტა. აზრები ვეღარ დაალაგა, ვერ მიხვდა მის აქ ყოფნის მიზეზს და სულ დაიბნა. გიორგისთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. მხოლოდ სადილობის დროს ხვდებოდნენ ერთმანეთს. მას ცალკე ამზადებნენ ლიდერობისთვის და ლილეს ცალკე. არანაირი დაძმური ურთიერთობა არ აკავშირებდათ მათ და მითუმეტეს მისი მოტაცება არ უნდა გაჰკვირვებოდა.
-წამომყევი, მაგიდა გაშლილია. ხმოლოდ შენ გელოდებოდით,- კვლავინდელი ღიმილი არ მოიშორა სახიდან და უზარმაზარ სამ სართულიან სახლში შეაბიჯა.
სახლი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იყო გარედან. შიგნით კი საოცრებები ხდებოდა, ყველა სართული ძვირფასი მასალით ჰქონდათ აშენებული, დეკორაციები უძველეს სამუზეუმო ექსპონატებად ჩაითვლებოდა. ყველაფერს რაც კი იქ იყო იმხელა ფასი ჰქონდა, ლილეს ხელის მოკიდების ნებასაც არ აძლევდნენ პატარაობაში. პირველი სართული მისაღები იყო, გვერდით მიდგმული სამზარეულოთი. სწორედ აქ მიდიოდა მოლაპარაკებები, სხვა მაფიოზების მიღება და ფულის გადათვლა.
ლილეს აქ მყოფი სამზარეულო უყვარდა. ვერ იტანდა უცნაური საჭმლებით სავსე მაგიდას მისაღებში და მშიერი იქ იმალებოდა. მზარეულებიც მასზე გიჟდებოდნენ, აძლევდნენ ნებას მთელი დღე მათთან ერთად გაეტარებინა. ინგრედიენტები საჭმლისთვის ჩუმად მოეპარა და ტკბილეულები ხალიჩაზე მჯდომიარეს ეჭამა. ეს ხალხი იყო მისთვის ოჯახი და ნათესავები.
მეორე სართულზე სტუმრებს ან ნათესავებს ეძინა. ლილე იქ არასდროს ადიოდა. არანაირი ინტერესი ჰქონდა იმ ხალხის დანახვისა, რომელიც მას აშინებდა.
მესამე სართულზე კი უკვე ლიდერის ოჯახს ეძინა. ყველას გამოყოფილი დიდი ოთახები ჰქონდა, თავიანთი გემოვნებით მოწყობილი და კომფორტული. ლილე ამ სართულზე არ ცხოვრობდა. მიწის ქვეშ საიდუმლო ოთახში ეძინა. ოთახი პატარა, მაგრამ თბილი ჰქონდა. იქ ყოფნა ერჩივნა მესამე სართულზე ასვლას, რადგან აქ კარგად შეეძლო სხვებისგან დამალვა. აქ ვერავინ ხედავდა როცა ტირილი უნდოდა, ჯერ კიდევ პატარას დედა ენატრებოდა და ვერ იგებდა მისი წასვლის მიზეზს. ვერ ეგუებოდა უცნობ კაცს, რომელიც მას თვალს არიდებდა და მამა ერქვა.
გაშლილ მაგიდასთან მისულებიც არ იყვნენ რომ სამზარეულოდან მოსამსახურეები გამოვარდნენ. სახიდან ცრემლებს იწმენდნენ და ლილეს გარს დასტრიალებდნენ.
-პატარა ლილე, ჩვენი ლილე დაბრუნდა.- ქვითინებდა მოხუცებული ქალი, რომელსაც ლილე პირველი დაუმეგობრდა. - როგორ მომენატრა თქვენთვის ტკბილეულობების გაკეთება! იმდენს გაგიკეთებ რომ გასუქდე. ეს რა გამხდარი ყოფილხარ ახალგაზრდა ქალბატონო! ამას ახლავე უნდა ვუშველოთ რამე!
გოგონას ხმის ამოღებაც არ აცადეს იმდენი საყვედური დააყარეს, პირობებით აავსეს, რომ საჭმლით გამოკვებავდნენ კარგად. მათ შემხედვარე ლილეს კი არ ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ აქ დარჩენას არ აპირებდა.
-ამ სახლში მხოლოდ აკაკის და მზარეულებს თუ უყვარდი.- ქალის ხმა გაისმა სუფრის თავიდან და მხიარული გარემო მაშინათვე დაარღვია.- წადით და საქმეს მიხედეთ!
მზარეულებმა ჩუმად ჩაიბუტბუტეს ლანძღვის სიტყვები და ლილეს საბოლოოდ მოეფერნენ. გოგონა ჯერ კიდევ მათი სითბოთი გაბრუებული არ ფიქრობდა მიტრიალებაზე და დედინაცვლის ნახვაზე. თავი მხოლოდ იმისთვის ასწია კარები რომ შეეთვალიერებინა და გაქცევის გეგმები დაელაგებინა.
-არც კი იფიქრო გაქცევაზე,- გიორგიმ მისი ყურადღება მიიპყრო. ღიმილით სკამი გამოუწია ლილეს და დაჯდომა მიანიშნა.
ლილესაც ამის გარდა არაფერი დარჩენოდა. სკამზე მოთავსდა. წინ არსებულ საჭმელს უცნაურად გადახედა და გვერდით მჯდომ ქალს ყურადღება კვლავ არ მიაქცია.
-ალბათ გაინტერესებს აქ რას აკეთებ- დედინაცვალმა საუბარი დაიწყო და სასმელით სავსე ბაკალი დაიჭირა ხელში.
-მაინტერესებს როდის გამიშვებ აქედან- ლილემ მკვახედ უპასუხა და თავის ცარიელ თეფშს თვალები არ მოაცილა.
-ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებ ჩვენს დავალებას.- ირონიული ღიმილით წარმოთქვა ქალმა და ლილეს მოპირდაპირედ მჯდომ გიორგის თბილად გადახედა. - მამაშენმა ვერ შეძლო შენი დათანხმება, მე კი მოთინება არ მყოფნის ლოდინისთვის. ალბათ გაიგე რომ მთელი მაფია ერთი პრობლემითაა...
-შენი მეორე შვილი სად არის?- ლილემ საუბარი გააწყვეტინა, ისეთი სახე მიიღო თითქოს არც უსენდა ქალს და ცარიელი სკამები მოათვალიერა.
დედინაცვალი წამით გაჩერდა. ელოდა ლილესგან ასეთ სიჯიუტეს, მაგრამ თან იცოდა რომ გოგონა მის ყველა სიტყვას იგებდა და იმახსოვრებდა.
-საზღვარგარეთ მოგზაურობს.
ლილეს გულიანად გაეცინა. მისხმა ხმამაღალმა სიცილმა იქ მჯდომი დედა-შვილი გააკვირვა და ალბათ წამით გიჟიც კი ეგონათ.
-თქვენი შვილი, ვაჟი, შემდეგი პოტენციური ლიდერი - ლილემ ხელები სახეში ჩარგო და თავისი იმედგაცრუება არ დამალა. -მოგზაურობს და თქვენ, ვიღაც ნაბი.ვარი მოიტაცეთ და მაფიის პრობლემებზე ელაპარაკებით?
-ვიღაც ნაბი.ვარი არა, - ქალმა კბილებიდან გამოსცრა. -ახლანდელი უძლიერესი ლიდერის ნაბი.ვარი.
-ოჰ, ეგ ალბათ ყველაფერს ცვლის.- ცინიკურად უპასუხა ლილემ. აქ ყოფნა უკვე აბსურდად ეჩვენებოდა, სულელურ ახირებად რომელიც ამ დედის მიერ იყო გამოწვეული, რომელსაც თავისი ვაჟი სიგიჟემდე უყვარდა.
-სულელურად იქცევით, ალბათ იცით.- ლილე სკამის საზურგეს მიეყრდნო და ქალს გადახედა.- პირიქით, უნდა დაგემალეთ, აქ არ მოგეყვანეთ და ეგ პრობლემა გიორგის უნდა გადაეჭრა რითაც ჯგუფის ნდობას მოიპოვებდა. ჩემი აქ ყოფნა თქვენთვის სახიფათოა.
-მემუქრები?- ქალმა დაიკივლა წყობილებიდან გამოსულმა და ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა.
-უბრალოდ გაფრთხილებთ. აქედან გამიშვით და ამ საქმეშიც ნუ ჩამრევთ.
-არ შეგვიძლია,- გიორგი პირველად ჩაება მათ საუბარში და ხელები მაგიდაზე დააწყო. -ხელები ყველანაირად შეკრული მაქვს.
ლილე მის ნათქვამს ვერ მიხვდა. ვერ იგებდა ვინ უშლიდა გიორგის მოქმედებაში ხელს. ეგონა ერთადერთ პრობლემას ის წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ჩანს სხვა რამეში იყო საქმე.
-თუ ჩემი გაშვება არ შეგიძლიათ, ესე იგი თქვენი ნებით აქ არ მოგიყვანივართ.- ლილემ მოკლე თმებში შეიცურა თითები.
-ჯგუფს უნდოდა შენი დაბრუნება, ითხოვს მარტო თუ არა გიორგისთან ერთად მაინც დაეხმარო ჯგუფს.-ქალმა ამოიოხრა და გრძელი თმები ცალ გვერდზე გადაიყარა. ეტყობოდა ამ იდეით არ იყო აღფრთოვანებული. ან საერთოდ რატო იქნებოდა, როდესაც თავის შვილს არაკანონიერი ბავშვი უშლიდა ხელს ძალაუფლების ჩაგდებაში.
-ჯგუფს...- ლილემ ჩაიბუტბუტა, თვალები ბრჭყვიალა ჭაღს მიაპყრო და ჩაფიქრდა. - მამამ მიაწოდა ეგ იდეა ჯგუფს?
-ლიდერი ამას არასდროს გააკეთებდა. ძლივს მოგაშორა ამ სახლს და კიდევ უკან არ დაგაბრუნებდა. ბაბუაშენმა ატეხა აყალმაყალი. ახლა გაახსენდა რომ ლიდერობა შენ გეკუთვნოდა და თურმე ამისთვის შესაძლებლობებიც გქონია.
-ბაბუას? ყველაზე ძალიან ეგ კაცი ვერ მიტანდა.
-მაფიოზებში ყველაზე ძლიერი და დამაკავშირებელი გრძნობა ზიზღია. უნდა გიხაროდეს რომ ვინმეს აქ ეზიზღები, ესე იგი მათ ცხოვრებაში რაღაც ადგილი გიკავია და პირველივე შემთვხევაზე ტყვიას არ დაგახლიან შუბლზე.
-ასე იწყნარებ თავს შენს ქმართან ერთად რომ წვები?- ლილემ დამცინავად გაიღიმა.
ქალი სკამიდან წამოხტა გამწარებული. ვინ მოელოდა ამ პატარა თოჯინა გოგონას ასეთ ძლიერი ხასიათის ქალად ჩამოყალიბებას. დედინაცვლის გაგიჟება წამებში შეძლო და ნერვიც კი არ შეუტოკდა. სკამიდან ადგილი არ იცვალა, კვლავ იღიმოდა და თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა.
-კარგად მისმინე ნაბი.ვარო!- ქალმა დაიღრიალა, მის წამოხტომაზე კი გიორგიმ ღრმად ამოიოხრა სეირის მოლოდინში. - ისე მოიქცევი როორც მე გეტყვი! გაიგებ რა ხდება სინამდვილეში მაფიოზებში, იპოვი იმ წყეულ ფულს, ჩემს შვილს მიაწერ ყველაფრის თავობას და ისე გაქრები, როგორც ექვსი წლის წინ გააკეთე. არ მოგცემ ნებას ჩემს შვილს კუთვნილი ადგილი წაართვა. შენნაირი ნაბი.ვრები ამას არ იმსახურებენ და მადლობა თქვი რომ აქამდე შენი მოკვლა არავისთვის დამივალებია!
-მგონი კარგ დროს მოვედი.- ბრაზით სავსე ხმა გაისმა ახლახანს გაღებული კარებიდან და სახლში ლიდერი აკაკისთან ერთად შემოვიდა.
-საყვარელო...- ქალმა დაბნეულად ჩაილუღლუღა. მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა მუქარით და თავისი წინანდელი რისხვა მაშინათვე გაუქრა.
-არ გვინდა ეს პირფერობა, თითქოს წუთების წინ ლილეს მოკვლით არ ემუქრებოდი.- კაცმა მოსასხამი იქვე მიაგდო, გიორგის გვერძე ადგილი დაიკავა და საჭმელს გადახედა.
-მე უბრალოდ...- ახსნა სცადა, მაგრამ კაცისგან მრისხანე მზერა მიიღო და ანერვიულებული სკამზე დაბრუნდა.
-ხომ იცი როგორები არიან დედები, შვილზე ნერვიულობით ყველაფერს იძახიან.- გიორგიმ მამას უთხრა და სასმელი დაუსხა.
-არ ვიცი, ჩემმა ჩვიდმეტი წლისას მიმატოვა და მითხრა რომ ჩემს გაჩენას ნანობდა.- კაცს წარბიც არ შეუხრია ისე უპასუხა და სალათის ჭამას შეუდგა.
ლილემ ბებიის შესახებ აკაკიდან იცოდა. გაგებული ჰქონდა რომ ქალმა შვილი იმის მერე მიატოვა რაც ყელში ამოუვიდა მაფიოზების ცხოვრება და დაინახა ერთადერთ შვილს ადამიანური სახე როგორ ეკარგებოდა. ქმარშვილი აქ დატოვა, თვითონ სოფელში, სიმყუდროვეში გადავიდა საცხოვრებლად და მათ არ ეკონტაქტებოდა. ბაბუას სხვა ცოლი აღარ მოუყვანია მიხუედავად ქალის ღალატისა, მისი ერთგული დარჩა და სხვა შვილიც აღარ ჰყოლია.
ბაბუამისი საერთოდ მძიმე ხასიათის კაცი იყო. ლილეს მამას არ ჰგავდა. სულ როხროხებდა, იგინებოდა, სმა უყვარდა და ხალისობა. თუ მისი შვილი პირფერობით მიზანს მიაღწევდა, ის ყოველთვის მყვირალა და ზედმეტად უხეში იყო. ლილეს სხვებისგან განსხვავებით არ აიგნორებდა და თვითონ აკვირდებოდა მისი სწვალის მიღწევებს. ალბათ მაშინაც ჰქონდა სურვილი ლილე ლიდერი გაეხადა.
-იმედია მსგავსი შინაარსის სიტყვები აღარ გაისმება ამ სახლში და შენი თავისუფლების შემცირება არ მომიწევს. -დაემუქრა ქალს.
-არა, რა თქმა უნდა არა, საყვარელო...- ქალმა თავი სწრაფად დაუქნია.- მაპატიე.
კაცს აღარ შეუხედია ცოლისთვის, სასმელი პატარათი მოსვა და ლილეს ცარიელ თეფშს თვალი მოავლო.
-ჭამას არ აპირებ?
-აქ, თქვენთან?- ლილემ მწარედ ჩაიცინა.- არა მგონია. იქნებ ჩემ წასვლას დავუბრუნდეთ?
-ტყუილად ჩქარობ. დღეს აქედან თავის დაღწევას ვერ შეძლებ. ბაბუაშენიც მოსასვლელია თან.
-რა საინტერესოა. აქამდე ყველა მიკრძალავდით თქვენთვის მამა, ძმა, ბაბუა მეწოდებინა. ახლა კი თვითონვე იყენებთ ამ სიტყვებს?
-მგონი დროა ცინიზმს თავი დაანებო და ჭამა დაიწყო, სანამ ამის საშუალება გაქვს და სერიოზულ საკითხზე არ გადავსულვართ.
-ამ საჭმელს ვერ ვიტან! - წყობილებიდან გამოვიდა ლილე, აღარ ეყო ნებისყოფა ამ ფარსში მონაწილეობა მიეღო. - ბავშვობიდანვე არ ვჭამდი. ეს მგონი აქამდე უნდა გცოდნოდა და ყველა რატო მაძალებს ამ „სერიოზულ საკითხს“ მოვუსმინო და შარში გამხვიოთ?
-არავის არ უნდა...
-მორჩი ჩემს მოტყუებას! რა მნიშვნელობა ჰქონდა აქ შენ მომიყვანდი, თუ ეს ქალი გამიტაცებდა? მაინც ხომ ორივეს ჩემი გამოყენება გინდათ, რომ გიორგს ხელი არ შეეშალოს ლიდერობაში. სულ გკიდიათ მოვკვდები ამ პროცესში თუ არა! არ გინდა მამიკოს როლის თამაში და ისე მოქცევა თითქოს შენი ცოლის ჩემდამი მუქარამ გაგაბრაზა!- დაიკივლა ლილელ და თეფში ძირს მოისროლა.
ყვირილმა და ნამსხვრევების ხმამ ყველა გააჩუმა. იქაურობა დაძაბულობამ მოიცვა და მამამისი მზად იყო სკამიდან ყოველ წამს წამომხტარიყო. აკაკისაც კი ეტყობოდა ღელვა, რადგან ლილეს გვერძე გაჩნდა მაშინათვე და გოგონას ხელი მხრებზე დაადო დასაწყნარებლად. ამან კი უარესად განარისხა მამამისი. კაცმა ხელები მაგიდაზე დაარტყა და დაიყვირა.
-რამდენჯერ გითხარი რომ ჩემს შვილს არ უნდა მიუახლოვდე?- ფეხზე წამოვარდა, აკაკის ხელები გააშვებინა და ხელი კრა ლილესგან მოშორებით რომ ყოფილიყო.
-რას აკეთებ?- ლილემ შეუბღვირა, მამამისის ასეთმა განრისხებამ ცოტა შეაშინა, მაგრამ არც მან დაუთმო და აკაკის მივარდა. -ძია, კარგად ხარ?
-ძია, ძია, ძია!- ღრიალებდა სახე აწითლებული კაცი, ყელზე უკვე ვენები ჰქონდა ამობურცული. -მისი სისხლი არც კი გაქვს. ის შენთვის არავინ არის! რატომ ექცევი მას ისე თითქოს ჩემზე მნიშვნელოვანია?!
-მას შენზე მეტი დრო აქვს ჩემთან გატარებული! ის მზრდიდა როცა პატარა ვიყავი, არ მემალებოდა როგორც უკანასკნელი ლაჩარი, თვალს არ მარიდებდა. მისთვის შვილი და ყველაფერი ვიყავი. ამ სახლში მხოლოდ მისგან მახსოვს სიყვარული. შენ მასთან ვერასდროს მიხვალ იმიტომ, რომ ეგოისტი კაცი ხარ. შენთან მხოლოდ ორიოდე მოგონება მაკავშირებს. თვეში ერთხელ რომ ინებებდი ჩემთან გამოლაპარაკებას, თმებს მივარცხნიდი, როცა თავს საშინლად გრძნობდი და ჩემს ტირილს ისმენდი, ისტერიკებს რომ ვმართავდი.
-იმან ვინც უნდა იეჭვიანოს ეს მე ვარ! შენი ერთადერთი ნამდვილი შვილი ვარ. როგორ მიმაგდე იმ მიწის დაწყევლილ ოთახში მარტო. ხუთი წლის ღლაპი. შიშით ვკვდებოდი ყოველ ღამე. შენი ცოლი მლანძღავდა, საშინელ სიტყვებს მეუბნებოდა. მოსამსახურეები კი ყველანაირად მამცირებდნენ. ყველა იმას მიმეორებდა რომ მალე მომიშორებდი თავიდან და ხმა არ იქამდე არ უნდა გამეღო; თვალები დამეხუჭა, ყურები დამეცო და არაფერი გამეგო! - ლილემ სასოწარკვეთილებით ხელები გაშალა, ვეღარ ხვდებოდა რა გაეკეთებინა თავისი გრძნობები, რომ გამოეხატა. გულიდან ამოეგლიჯა ყველა ძარღვი და საბოლოოდ დაესვენა.-ახლა კი აქ მომიყვანე. შენი საყვარელი ვაჟი სამოგზაუროდ გაუშვი გეგონება მას არ ეკუთვნოდა აქ ყოფნა. უფროსი ხომ სულ ფუფუნებაში გეზრდებოდა და... მე შენთვის არაფერი მითხროვია. უბრალოდ მინდოდა მამა ყოფილიყავი.- ლილეს ხმა ჩაუწყდა. იქიდან გაქცევა დააპირა, როდესაც კიბეებიდან პატარა ბიჭი ჩამობარბაცდა მისნაირი ამღვრეული თვალებით. ბავშვი საოცრად ჰგავდა მამამის. მაშინ კი ლილეს გულში რაღაც ჩასწყდა. ტირილი სულ გადაუნდა. მიხვდა, რომ მისი ყველა ნათქვამი სიტყვა უკვე ფუჭი იყო. კაცს ღიმილით მიუბრუნდა უკან.
-როგორც ჩანს შენი ერთადერთი შვილი აღარც ვყოფილვარ.
მათ საბოლოოდ აქცია ზურგი, ჩაკეტილ კარებს თვალები ტკივილით მოავლო და მისთვის განკუთვნილ ძველ ოთახში დაბრუნდა.

-

-იმედია რამე მნიშვნელოვანი ხდება და ტყუილად არ წამომიყვანე ლილეს სახლიდან - ზენონმა დაიბუზღუნა და დემეტრეს თავისი ჯგუფის შეხვედრის ადგილას გაჰყვა.
-ყოფილ ლიდერს არაფერი დაუკონკრეტებია, მაგრამ რაღაც ნამდვილად ხდება.- დემეტრე შეშფოთებული ჩანდა.
-ისევ იმ დაკარგულ ფულზეა საუბარი?- ამოიოხრა ზენონმა, ეს საქმე უკვე თავს აბეზრებდა, როდესაც იცოდა ანდრეას ბრალი იყო ყველაფერი.
-ბატონო, რაღაც უფრო დიდი, უარესი რამ ხდება- დემეტრემ უთხრა, კარები შეუღო ბიჭს და თვითონ გარეთ დარჩა.
ზენონს მისი აღელვება არ გადმოსდებია, მაგრამ ნამდვილად დასერიოზულდა. ოთახი მოათვალიერა და იქ მყოფ მამას, ლადოს და ანდრეას შეხედა.
-აქამდე სად იყავი?- ყოფილმა ლიდერმა უსაყვედურა.
-თავისუფალი დღე მქონდა. - მოკლედ უპასუხა, - იმედია მალე მოვრჩებით ამ სისულელეს.
-თავიდანვე სისულელედ რომ მიიღე პრობლემა, მაგიტო ვართ ასეთ დღეში- ლადომ წაკბინა და თვალები დაუბრიალა.
-ისევ ვმალავთ რომ ყველაფერი ამის ბრალია?- ზენონმა მკვახედ ჰკითხა და თითი ანდრეასკენ გაიშვირა. - მაგ ფულს შენს აგზავნი.
-მე არ ვაგზავნი, მე ვაგროვებ და სხვას ვაძლევ გადასაცემად.
-ანდრეა არაფერ შუაშია. - ყოფილი ლიდერი ჩაერია.
-ისევე როგორც ჩემი მოკვლა არ უცდია ორჯერ?
-ანდრეას არ უცდია, არც ამ საქმეშია დამნაშავე. აქამდე ის მეგონა ყველაფრის თავი, მაგრამ უკვე სიტუაცია შეიცვალა.- ლადომ წარბზე გადაისვა ხელი გაღიზიანებით.- ყველა ჯგუფში იკარგება ფული, მარტო ჩვენთან არა. დაკარგულმა მილიონებს გადააცილა...
-ომისთვის ემზადებიან?- ზენონმა გაფართოებული თვალებით იკითხა.- უნდათ ასე გაიგონ რომელი ჯგუფია დამნაშავე?
-ჩუმად თუ არ გაგვცხრილავენ, ალბათ მაგას იზამენ. ყველა ჯგუფში რაღაც საიდუმლოებები მჟღავნდება. ჯაშუშები ყველგანაა. ანდრეას და შენ გადაკიდებაშიც მათი ხელი ურევია.
-მთავარი ჯგუფებიც ამ ამბავშია გარეული?- ზენონმა ხმადაბლა იკიტხა და ისურვა ლილეს ჯგუფი არაფერ შუაში ყოფილიყო.
-„ც“ მაგას არ უნდა. ომს ისინი დაიწყებენ თვითონ. „მგლების“ ლიდერი შეხვედრას აწყობს, ყველა ლიდერის მოსვლას ითხოვს და ვითარების ახსნას.
-ხაფანგია?- ანდრეამ იკითხა.
-ალბათ. შეიძლება ულტიმატუმები წამოგვიყენოს.- ამოიოხრა ლადომ.
-რა უნდა გავაკეთოთ?- ზენონმა იქ მჯდომებს გადახედა და მათი მზერის მნიშვნელობა რომ შეამჩნია მწარედ გაიღიმა. -მოდი გამოვიცნობ, ჩემს ნათქვას „თ“ უნდა მოვაშორო, არა?
-ლიდერი შენ ხარ პატარა ძამიკო - ანდრეამ გაუღიმა. - ეს შენი ბოლო დავალებაა. იმედია თავს გაართმევ და შენ და ლილე ბედნიერად იცხოვრებთ ამის შემდეგ. მაგრამ... ჯერ ლილეს უნდა მიხედო არა?
-რას გულისხმობ?-გამოსცრა ზენონმა.
გაახსენდა რა ვითარებაში წავიდა მისი ანგელოზი კაფეში. გული მაშინათვე აუჩქარდა,ხელებზე თმები ყალყზე დაუდგა, რადგან წამშივე წარმოიდგინა ცარიელ კაფეში როგორ დაესხნენ ლილეს თავს და რამე დაუშავეს.
-ლილე „მთვარეული გველის“ სახლში დაბრუნდა. ყოფილმა ლიდერმა მისი იქ ყოფნა მოისურვა.- კაცმა თვალი აარიდა შვილს.- იმედია იცი ეს რასაც ნიშნავს.
-ჩვენს ლილეს ლიდერად ნიშნავენ- გაუღიმა ანდრეამ დაცინავად და სკამზე გადაწვა. - ომი თუ დაიწყო, მზად უნდა იყო მისი ხელით სიკვდილისთვის.
ზენონს სისხლი გაეყინა ვენებში. აქამდე არსებული ნერვიულობა გადაავიწყდა და ეჭვები გაუჩნდა. ჯერ არ დაიჯერა გაგონილი, მაგრამ იმანაც დააეჭვა რომ ლილე ჯერ მას არ შეხმიანებია. იქნებ ანგელოზმა მას უღალატა და ყველა მისი პირობა დაივიწყა. იქნებ ზენონი არც არასდროს ადარდებდა. იქნებ თავიდანვე ეს იყო მისი მთავარი მიზეზი...
კიდევ საშინელი აზრებით აივსებდა გონებას აციმციმებულ ტელეფონს რომ არ გამოეფხზილებინა და ლილეს მომღიმარი სახე რომ არ გახსენებოდა.
„ზიი, წამიყვანე აქედან“
არა, ლილე ისევ ისეთი იყო. ისევ მისი ძლიერი, ერთგული და მოსიყვარულე ანგელოზი, რომელსაც ახლა დემონის მკლავებში უნდოდა ყოფნა.


-
შემდეგ თავს სავარაუდოდ ზეგ დავდებ. ცოტა ლილეს წარსულის და მისი ყოფილი სახლის შესახებ ^^ იმედია მოგეწონათ თავი. წერა გამიჭირდა რაღაც უმუზობის გამო და ეს თავი დიდად არ მომეწონა. მაინც ველი თქვენს აქტიურობას ^^ დიდი მადლობა წაკითხვისთვის.



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან მომეწონა,კარგი თავი იყო."უმუზობის" გარეშეც მშვენიერი იყო.არ ვიცი ზეგამდე რა გაძლებს,მაგრამ დიდი იმედებით დაველოდები.. kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი მკითხველი

კარგია ძალიან საჭირო იყო ლილეს ემოციები და მიზეზი თუ რატომ ასეთი თბილი ვინც უყვარს და ცივი ვინც არ უყვარს, მაგრამ ''პარატა ბიჭი'' ვერ გავიგე ლილეს ნაირი კიდევ ერთი უკანონო შვილია ?

კარგი იყო საჭირო იყო ლილეს ემოციები მომეწონა ძალიან, მაგრამ "პატარა ბიჭი" ვერ გავიგე ვინ არის კიდევ ერთი ლილეს მსგავსი უკანონო შვილი?

 


№3  offline წევრი KATIE ♥12

Farvana
ძალიან მომეწონა,კარგი თავი იყო."უმუზობის" გარეშეც მშვენიერი იყო.არ ვიცი ზეგამდე რა გაძლებს,მაგრამ დიდი იმედებით დაველოდები.. kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის^^ კომენტარებს ყოველთვის შენს ხსნი ხოლმე <3
მკითხველი
კარგია ძალიან საჭირო იყო ლილეს ემოციები და მიზეზი თუ რატომ ასეთი თბილი ვინც უყვარს და ცივი ვინც არ უყვარს, მაგრამ ''პარატა ბიჭი'' ვერ გავიგე ლილეს ნაირი კიდევ ერთი უკანონო შვილია ?

კარგი იყო საჭირო იყო ლილეს ემოციები მომეწონა ძალიან, მაგრამ "პატარა ბიჭი" ვერ გავიგე ვინ არის კიდევ ერთი ლილეს მსგავსი უკანონო შვილი?

ეს პატარა ბიჭი ლილეს ნამდვილი ძამიკოა რომელიც მამამის მისი დედინაცვლისგან გაუჩნდა ^^ ლილე ხომ 6 წელი მათგან მოშორებით ცხოვრობდა და არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ეს კი მას რა თქმა უნდა გაანაწყენებდა, რადგან აქამდე ეგონა მამამისისთვის გამორჩეული იყო თავიანთი სისხლით ნათესაობით.
დიდი მადლობა კომენტარისთვის და წაკითხვისთვის^^
--------------------
-K

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

პირიქით ძალიან მომეწონა, ერთადერთი არ მომწონს მამის დამოკიდებულება ლილეს ვითომ ძმებთან, ისინი ხომ მისი შვილები არ არინ არადა ლილეზე მეტ ყურადღებას აქცევს ,მაგრამ ბაბუის პოზიცია მომწონს, პატარა ბიჭი მამის და დედინცვლია საერთო შვილია ალბათ ხო? მოკლედ მუზის გარეშეც მაგრად წერ იმხელა მუღამს ტივებ რომ ზეგ საიტზე ვიქნები ჩამოკიდებული????

 


№5 სტუმარი მკითხველი

KATIE ♥12
Farvana
ძალიან მომეწონა,კარგი თავი იყო."უმუზობის" გარეშეც მშვენიერი იყო.არ ვიცი ზეგამდე რა გაძლებს,მაგრამ დიდი იმედებით დაველოდები.. kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის^^ კომენტარებს ყოველთვის შენს ხსნი ხოლმე <3
მკითხველი
კარგია ძალიან საჭირო იყო ლილეს ემოციები და მიზეზი თუ რატომ ასეთი თბილი ვინც უყვარს და ცივი ვინც არ უყვარს, მაგრამ ''პარატა ბიჭი'' ვერ გავიგე ლილეს ნაირი კიდევ ერთი უკანონო შვილია ?

კარგი იყო საჭირო იყო ლილეს ემოციები მომეწონა ძალიან, მაგრამ "პატარა ბიჭი" ვერ გავიგე ვინ არის კიდევ ერთი ლილეს მსგავსი უკანონო შვილი?

ეს პატარა ბიჭი ლილეს ნამდვილი ძამიკოა რომელიც მამამის მისი დედინაცვლისგან გაუჩნდა ^^ ლილე ხომ 6 წელი მათგან მოშორებით ცხოვრობდა და არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ეს კი მას რა თქმა უნდა გაანაწყენებდა, რადგან აქამდე ეგონა მამამისისთვის გამორჩეული იყო თავიანთი სისხლით ნათესაობით.
დიდი მადლობა კომენტარისთვის და წაკითხვისთვის^^


გასაგებია, დიდი მადლობა,
რომ ამიხსენი :) .
ისტორია მომწონს და ინტერესით ველოდები, განსაკუთრებით ბაბუასთან შეხვედრა იქნება საინტერესო.

 


№6 სტუმარი სტუმარი ტალუ.

საუკეთესო ხარ????????

 


№7  offline წევრი ნორმი

ყველაზე მეტად მინდა,რომ მამასთან ურთიერთობა გამოუსწორდეს.
--------------------
მორფეოსი

 


№8  offline წევრი KATIE ♥12

სტუმარი ნათია
პირიქით ძალიან მომეწონა, ერთადერთი არ მომწონს მამის დამოკიდებულება ლილეს ვითომ ძმებთან, ისინი ხომ მისი შვილები არ არინ არადა ლილეზე მეტ ყურადღებას აქცევს ,მაგრამ ბაბუის პოზიცია მომწონს, პატარა ბიჭი მამის და დედინცვლია საერთო შვილია ალბათ ხო? მოკლედ მუზის გარეშეც მაგრად წერ იმხელა მუღამს ტივებ რომ ზეგ საიტზე ვიქნები ჩამოკიდებული????

დიდი მადლობა ნათიაა^^ მიხარია შენი ემოციების კითხვა. მამამის ვაჟებთან უფრო უადვილდება ურთიერთობა, ისინი ლილესგან დიდებიც (გიორგის შემთხვევაში) არიან და უფრო ადრე გაჩნდნენ მის ცხოვრებაში^^ ლილესთან არ იცის როგორ მოიქცეს სწორად, ამიტომაც გაურბის და ამით თავის უდიდეს მოწიწებას იჩენს მის მიმართ. (რამე არ გამომტყუო შემდეგ თავებზე, ასე ლაპარაკს თუ მოვყევი :დდდდდ)

მკითხველი
KATIE ♥12
Farvana
ძალიან მომეწონა,კარგი თავი იყო."უმუზობის" გარეშეც მშვენიერი იყო.არ ვიცი ზეგამდე რა გაძლებს,მაგრამ დიდი იმედებით დაველოდები.. kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის^^ კომენტარებს ყოველთვის შენს ხსნი ხოლმე <3
მკითხველი
კარგია ძალიან საჭირო იყო ლილეს ემოციები და მიზეზი თუ რატომ ასეთი თბილი ვინც უყვარს და ცივი ვინც არ უყვარს, მაგრამ ''პარატა ბიჭი'' ვერ გავიგე ლილეს ნაირი კიდევ ერთი უკანონო შვილია ?

კარგი იყო საჭირო იყო ლილეს ემოციები მომეწონა ძალიან, მაგრამ "პატარა ბიჭი" ვერ გავიგე ვინ არის კიდევ ერთი ლილეს მსგავსი უკანონო შვილი?

ეს პატარა ბიჭი ლილეს ნამდვილი ძამიკოა რომელიც მამამის მისი დედინაცვლისგან გაუჩნდა ^^ ლილე ხომ 6 წელი მათგან მოშორებით ცხოვრობდა და არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ეს კი მას რა თქმა უნდა გაანაწყენებდა, რადგან აქამდე ეგონა მამამისისთვის გამორჩეული იყო თავიანთი სისხლით ნათესაობით.
დიდი მადლობა კომენტარისთვის და წაკითხვისთვის^^


გასაგებია, დიდი მადლობა,
რომ ამიხსენი :) .
ისტორია მომწონს და ინტერესით ველოდები, განსაკუთრებით ბაბუასთან შეხვედრა იქნება საინტერესო.

არაფერს^^ მიხარია რომ მოგწონს და შემდეგ თავს ელი. რაც ბაბუას შეეხება, როგორც ვთქვი როხროხა კაცია თქო და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია :დდ
სტუმარი ტალუ.
საუკეთესო ხარ????????

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის^^
Farvana
ყველაზე მეტად მინდა,რომ მამასთან ურთიერთობა გამოუსწორდეს.

ეგ ყველას გვინდა, მაგრამ იმას კი გეტყვი (სადღაც გულის კუნჭულში) მათი ასეთი "თავისებური" ურთიერთობა საკმაოდ მომწონს :დდდ
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent