ნუ მეთამაშები.! (თავი 5)
თავხედურად მიყურებდა და სულ არ აქცევდა მის გარშემო მოლაპარაკე ორ გოგოს რომელიც ძალიან ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას. -ვიკაა..-სწაფად შემოვიდა კრისტი.-უი ბექა აქ ხარ?გაიცანით ერთმანეთი.-ჩვენს შორის დადგა და ბექას დაეყრდნო. -ვიკა გამომყევი რა ..-მუდარით მითხრა. ჩემთვის კი ეს ხსნა იყო. -ღმერთო გავგიჟდები ეხლა..-ხელები თავზე გადავისვი. -რა ხდება. -არა არა არა.. -რა ხდება მეტყვი?-აღელდა -ისაა.-ხმას ვერ ვიღებდი გაბრაზებისგან და აღელვებისგან ენა ჩამივარდა. მთლიანად ვკანკალებდი, ასე რატომ მოხდა, რატო მაინდამაინც ეს. -ვინ ის, ვერ გავიგე ვიკა რა ხდება. -ისსა, კრისტი ისაა ვიზეც გიყვეოდი.-გაჩუმდა. -ბექაა, ის კაცი? -ხო,ხო-ცრემლებამდე ვიყავი მისუი როცა კარები გამოაღო და ჩვენსკენ წამოვიდა. -შეიძლეა ვილაპარაკოთ?-მომიახლოვდა. -არა არ შეიძლება. -მოკლედ ვუთხარი. -კრისტი მე წავედი თურქიშის რეგისტრაციას ვიწყებ. -უი რა დამთხვევაა მეც მოვდივარ.-გამიღიმა ბექამ.ღმერთო არა.სწრაფი ნაბიჯით წავედი.მე-9 სექციაზე დავჯექი და კომპიუტერი ჩავრთე, გვერდით მომიჯდა. -ხმა არ ამოიღო, შენი ნერვები არ მაქვს.-მაშინვე გავაფრთხილე. -ჩემი თეთრი პერანგი რათ გინდოდა.-ღიმილით მითხრა. -ხმა მეთქი-შევუბღვირე და მოსულ მგზავრს პასპორტი გამოვართვი.ერთი სული მქონდა მალე დამემთავრებინდა ყველაფერი მის გვერდით ყოფნა მანადგურედა, საკუთარ ბედს რა ვუთარი, როგორ გამწირა. -რას წარმოვიდგენდი-ხმამაღლა მომივიდა ფიქრი. -აბა, ხომ გაგაფრთხილე თუ გადამეღობეითქო.-სკამით ჩემსკენ შემოტრიალდა. -ბექა ნერვეს მაწიწკნი. -იქ უფრო მხიარული ჩანდი. -გაიღიმა.-კაი ხო აღარ შეგაწუხებ.-ამოვისუნთქე, საკუთარი თავი უცნოაურ გრძნობაში გამოვიჭირე. თითქოს გამიხარდა მისი დანახვა, თვალებით ყველგან ვეძებდი და აი ვიპოვე. -რას ბოდიალობ.-გულში საკუთარ თავი გავაჩუმე.მაგრამ სიმართლეს ხომ ვერ გავექცეოდი. ბოლო მგზავრიც დავარეგისტრირე და ბექასთან ერთად მეორე სართულზე ავედი. ჩასხდომაც დავამთავრეთ. -კრისტი სად ხარ?-ტელეფონი მხარით დავიჭირე და საბუთების შემოწმება დავიწყე. -ეხლა მივდივარ ოთახში, ყავა წამოგიღო? -აუუ მიდი რაა. გეგა სად არის? -გარეთ იქნება. არ ვიცი არ მილაპარაკია. -კაი კარამელიანი ყავა წამომიღე რაა. -კაი კუს.-გავუთიშე და სუპერვაიზერს ჩავაბარე ყველა საბუთი. არ დავლოდებივარ ბექას ისე წავედი ოთახში, იქ უკვე კრისტი დამხვდა, გვერდით მივუჯექი. -ძალიან მცხვენია. -მაშინ არ გცხვენოდა ხო რო..-გაიცინა. -რა გაცინებს მართლა მცხვენია. რას წარმოვიდგენდი რომ აქ მოვიდოდა. -ბექაც მალე შემოვიდა ახლებთან ერთად. ჩემს წინ დაჯდა სკამს მიეყრდნო და ხელები თავქვეშ ამოიწყო. -ბექა ყავას დალევ?-წვრილი ხმით ეკითხება ერთი. -კი საყვარელო.-თავი უკან გადასწია და ისე უთხრა. იმასაც მეტი რა უნდოდა. -ეხლა გავგლიჯავ ორივეს.- ჩუმად ვუთხარი კრისტის. -ოპაა ჩემი გოგო ეჭვიანობს.-ხმადაბლა ჩაიფხუკუნა.უცებ გეგა შემოვიდა. -ჩემი შავი ვარდიც აქ ყოფილა.-ასე მომართავს ხოლმე. ოღონდ რატომ არ ვიცი. მოვიდა და შუბლზე გემრიელად მაკოცა. -ჩემი გემრიელი ბიჭი-ლოყები გავუწელე.-ყავა გინდა? -შენი გაკეთებული კი.-გამიცინა. -კაი.-წამოვდექი და კარადიდან ჭიქა საშაქრე და ყავა გამოვიღე. გეგას გამზადებული ყავა წინ დავუდგი და გვერდით დავუჯექი.-მოგეწონა ჩემი საჩუქარი. -აბა რაა ჩემო გოგო-გემრიელად მოსვა ყავა. გეგას ვიცნობ უნივერსიტეტიდან. ნიკას ამბები ერთად გადავიტანეთ, კრისტი საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და მაშინვე გამაცნო. საოცრად თბილი ადამიანია. კაცი რომელიც გულს არასდროს მტკენს.ბექას შიგადაშიგ გავხედავდი და სახეზე არც თუ ისე კარგი გამომეტყველება ქონდა. -მე ბექა ვარ, ახალი თანამშრომელი.გოგოემა არ გაგვაცნეს ერთმანეთი.-წამოიმართა და ხელი გეგას გაუწოდა. -მე გეგა, კრისტის ძმა და ინჟინერი.-გაუღიმა. -სასიამოვნოა.-ისევ თავის ადგილას მოკალათდა. -მოგწონს აქ ყოფნა?-ყავა ბოლომდე გამოცალა და ჭიქა ურნაში ჩააგდო. -რავი ერთი კვირაა რაც ვარ აქ და ჯერ არააფერი მომხდარა ისეთი რომ არ მომეწონოს პირიქით.-და უცებ გამომხედა. მის მზერას ახლა უკვე გეგას მზერა მოყვა. -ვიკას იცნობ?ეს ჩემი სიცოცხლეა. -დაიხარა და შუბლზე მაკოცა.-ეს გოგო ხომ ჩემი ნერვების ჭია და გახარება ერთად.-გაიცინა და კრისტისაც აკოცა.მედა კრისტი ვხვდებოდით ამას რატომაც აკეთედა და ორივე გასუსულები ვიჯექით.გულში ბექას სახეებზე გულიანად ვიცინოდი. -ვიკუ წამო რა საქმე მაქვს შენთან.-გეგა მომიბრუნდა და სკამიდან წამომაყენა. წელზე ხელი მომხვია და კარებში ჯერ მე გამატარა მერე თვითონ გამოვიდა. -აბა ეხლა ამიხსენი რა ხდება. -რა ხდება?-მხრები ავიჩეჩე. -დებილი გგონიავარ თუ რა. -კაი ხო. ბექა შარმში გავიცანი. -თავი დავხარე. -მერეე..-ქვევიდა შემომხედა. -მერედაა ის რომ. -არაა. მაგას არ იზამდი.-ხელებს აქეთ იქით ნერვიულად იქნევდა, მე კიდე ჩუმად ვიდექი და თავს ვუქნევდი მხოლოდ.-ოხ რა უტვინო ხარ. -საშინლად გაბრაზდა.-ხო არ გაწყენინა-მაშინვე მოლბა ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ დაინახა. -არა. მე მოვექეცი ცუდად. გეგაა, ცუდი ადამიანი ვარ. მეგონა დავივიწყედი. ახლაკიდე აქ გამომეცხადა და საერთოდ ვერ ვიგდებ თავიდან.-ჩავეხუტე. -რა შტერი ხარ ვიქტორია. როგორ არ ფიქრობ არაფერზე.შენ რომ ისე გნახო როგორც ადრე იყავი. მოვკლავ და წავალ ციხეში. -ძალიან მიყვარხარ-მაგრად მოვხვიე ხელები და ზუსტად მაგ დროს გამოვიდა ბექაც. ჩემს სიტყვებზე შეკრთა. ხან მე შემომხედა ხან გეგას. ხელები მომუშტა და საპირფარეშოში სწრაფი ნაბიჯით წავიდა. -აუ ეხლა ამის ეჭვიანობაღა მაკლდა რა- ხელები ჰაერში აიქნია. -არაფერი უთხრა რა. გთხოვ მე მოვაგვარებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.