შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეთამაშები!. (თავი 4)


21-08-2018, 10:56
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 867

თბილისსში დარუნებულს აეროპორტში კრისტი დამხვდა. სმენაში იყო.
-ჩემი შავტუხა გოგო.-გადამეხვი.
-ჩემი ხუჭუჭა.-როგორ მომნატრებია.
-ვიკუ რა ძაან მომნატებიხარ. როდის გამოდიხარ სამუშაოდ.-ხელი მომხვია და ერთად დავტოვეთ შენობა.
-ხვალ და ზეგ ხომ დასვენებებია და მერე გამოვალ. რა ხდება აქ.-ჩემი ყურადღება მხარბეჭიანმა მამაკაცმა მიიპყრო, არ შემობრუნებულა, ალბათ მეჩვენება.
-მისმენ ვიკაა-გამომაფხიზლა.-აუუფ შენ ან ძაან დასვენებული ხარ ან უარესად დააღლილი. წადი სახლი დაისვენე ხვალ გამოვალ და ვიჭორაოთ.
-აუუ ხო რა ფრენამ დამღალა. -ვაკოცე და ტაქსი გავაჩერე.
მეორე დღეს საღამოსკენ კრისტი მოვიდა.
-ცხელი ჩაი დამალევინე რა, მგონი ვცივდები-შემოსვლისთანავე მომცა დავალება. მეც უსიტყვოდ მოვუმზადე ჩაი, ჩემთვის ყავა გავაკეთე და იქვე რილ პუფში ჩავჯექით.
-ერთი კაცი გავიცანი.-ნელა დავიწყე მოყოლა.
-რაა-კინაღამ გადაცდა მოსმული ჩაი.
-დამაცდი მოყოლას?
-კაი კაი.მიდი მალე მოყევი.-ორივე ხელით ჩაებღაუჭა ჭიქას და ინტერესით მომაჩერდა.
-შარმში, ერთი ქართველი კაცი გავიცანი. 35 წლის იყო. სექსი გვქონდა ბევრჯერ და ძალიან მაგარი.-ხელით მანიშნა გავჩერებულიყავი.
-მეღადავეი ხო? მერე ეხლა სად არის.
-მე ვუთხარი რომ არ მოვეძენე,არ მინდოდა ის ურთიერთობა გაგრძელებულიყო აქაც..
-შენ გამაგიჟებ-სიტყვებს მაინც მიკვეხებდა ლაპარაკის დროს..
-საოცნებოა კრისტი.ძალიან მაღალი, განიერი მხრებით მე რომ მომწონს ისეთი. საოცარი ტანი აქვს. შავი თმა და კუპრივით შავი თვალები, რომ ვუყურედი ვშტერებოდი, თან ისე იცოდა შემოხედვა, ერთიანად კანკალი მიტანდა. არ ვიცი როგორ დავივიწყებ.
-კი მარა ვიკუ რატომ არ გინდა აქ ურთიერთობის გაგრძელება.
-მეშინია.ტკივილის მეშინია, ნიკას მერე არ ვიცი გადავიტან თუ არა ასეთ ტკივილს. -ყავა მოვსვი.
-ყველა ერთნაირი ხომ არაა. ვიკუ..-გავაწყვეტინე.
-პერანგი მოვპარე.-გამეცინა მაგიდაზე ჭიქა დავდე და ოთახში გავედი.
-რა ქენი?-გაოცებისგან სიცილი ატეხა.
-ხო ჩუმად წამოვიღე მისი ნომრიდან.-თეთრი პერანგი გამოვიტანე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
-ვიკუ ასე მგონია გიყვარს ის კაცი..
-არა კრისტი, არ მიყვარს. უბრალოდ იმდენად კარგი დრო გავატარე მასთან მიჭირს დავიწყება. -თავი ჩავხარე. -მარტო ჩემი სახელი იცის. რომც მოუდენს ვერ მიპოვის. ასე უკეთესია, არ მინდა ვინმესთან ყოფნა.
-სირაქლემას პოზიცია ნუ გაქვს, მთელი ცხოვრება ასე ხომ არ იქნეი, გვერდით გჭირდება ვინმე. რატომ არ აძლევ უფლებას გაგაბედნეროს.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი. შენსკენ რა ხდება.-თემა შევცვალე.
-აუ არაფერი ისეთი. ახალი ხალხი გვყავს და ვერ ვეგუები ჯერ. აი რომ მოხვალ ნახავ, სამი გოგო და ერთი ბიჭი აიყვანეს. ის გოგოები იმენა ამაზზრზენები არიან. ფუუფ-მათ გახსენებაზე სახე დამანჭა.
-კაი ერთი შენ აითვალწუნებდი..-გამეცინა. იმ დღეს გვიანობამდე დარჩა კრისტი ჩანთების დალაგებაში მეხმარებოდა. ერთი დღეც გავიყვანე და დავუბრუნდი სამსახურს. დილის შვიდ საათზე გავიღვიძე შხაპი მივიღე. თეთრი პერანგი ჩავიცვი და ღილები შევიკარი, მკერდთან არასდროს მიყვარდა შეკრული ღილი ამიტომ ისე დავტოვე,შავი გეტრი ჩავიცვი და ბოლოში ლამაზი მაქმანი ბაყვზე გავისწორე,შავი ქვედაბოლო მუხლამდე ტანზე მომდგარი მოვირგე ფეხზე ასევე შავი ფერის მაღლები ჩავიცვი და თმის მოწესრიგება დავიწყე, გრძელი თმა მაღლა ავიწიე და კუდი გავიშალე.ტელეფონმაც დარეკა.
-ვიკუ მოვედით, ჩამო.-კრისტი იყო, მის ძმას დავყავდით ისიც ჩვენთან მუშაობდა ინჟინრრად. სუნამო მივიპკურე, თბილი მანტო მოვიცვი და სწრაფად დავტოვე სახლი. კიბეები ნელა ჩავიარე.
-ვა ვიკა როგორ ხარ?-გეგამ უკან გამომხედა როცა მის მანქანაში ჩავჯექი.
-კარგად გეგუში შენ როგორ ხარ?-ეს ჩემგან პატარა შეფუთული სუვენირი გავუწოდე.
-ეე მადლობა, მე კიდე მეგონა არ გაგახსენდებოდი.-შეათვალიერა საჩუქარი.
-რას კადრულობ -გავუცინე. მალევე მივედით აეროპორტში, უკვე ხალხმრავლობა იყო,ხალხი ქაოტურად მოძრაობდა.ცვლის უფროსის ოთახში შევედით.
-ნინუცა მე მოვედი.-ნახევარი ტანი შევუავი ოთახში.
-ვიკაა, კაია გვაკლდი.-მიდი 20 წუთში რეისზე ხარ, ცხრილი გამოგიგზავნე და შეამოწმე.
-კაი -გავუღიმე და მეორე სართულზე კიბეებით ავედი, გასასვლელთან დაცვა დამხვდა.
-გამარჯობათ.-მივესალმე , ჩანთა შესამოწმებელ აპარატში შევუშვი და დაველოდე.
თანამშრომლების ოთახში სამი უცნობი გოგონა დამხვდა.
-გამარჯობათ.-მაგიდას მივუახლოვდი და კარადაზე შემოვდე ცანთა, საშვი საყელოზე დავამაგრე. სამივე უცნაურად მიყურებდა.გავხედე თუ არა ერთდროულად ჩაყვეს თავი ტელეფონებში, გამეცინა. რაცია ავიღე და ოთახი დავტოვე.
რეისი გავუში შუადღე მოსულიყო, შესვენებაზე ვერ მოვახერხე გასვლა ორი რეისი ზედიზედ მქონდა. ოთახში შევედი ერთი საათი მქონდა სანამ რეისი დაიწყებოდა, პატარა ოთახში ბევრ ხალხს მოეყარა თავი, ერთი სკამი იდგა კუთხეში დავჯექი და ტელეფონში დავიწყე სურათების თვალიერება.კარები იღება და მაღალი კაცი შემოდის, თეთი პერანგით და მუქი ლურჯი შარვლით, ხელში რაცია უჭირავს და უკან მდგომ გოგონას სიცილით ელაპარაკება.
-ღმერთო ოღონდ ის არა.-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და აი ისიც დამინახა.სახეზე ერთიანად აღებეჭდა გაოცება, სიხარული. მაშინვე შეწყვიტა იმ გოგოსთან ლაპარაკი და ჩემ წინ თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა. თავხედურად მიყურებდა და სულ არ აქცევდა მის გარშემო მოლაპარაკე ორ გოგოს რომელიც ძალიან ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას.



№1 სტუმარი ann

რა კარგი თავი იყოო, ის ბიჭია ხომ უეჭველიიიი :))) აუუუ ძაან მინდა ის იყოს :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი მაიკო

მინდა კიდე მინდა მალე დადე ახალი რააა ძალიან მომეწონა

 


№3 სტუმარი Mari

Auu armitxra exla ro is bichis reisis gamcilebeli turagacaaa ???? ufro metvs veliiiii :dds bossi an ramemsgavsii ufro sheefereba chembichs

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

გამოვშტერდიიი ესეთი დამთხვევები ცხოვრებაში ცოტაა

 


№5  offline წევრი tamuna.s

დღეს დადებ?

 


№6  offline მოდერი Phoenix..

tamuna.s
დღეს დადებ?

დღეს მეორწ ისტოეია უბდა დავდო 12სათის მერე დავდებ ამ ისტორიას❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent