შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 7


23-08-2018, 14:37
ავტორი katiusha
ნანახია 3 228

მშობლების ზარმა ბოლომდე დასვენება არ დააცადათ და დაგეგმილი შაბათ-კვირა ჩაუშალათ.უკმაყოფილოები ჩასხდნენ მანქანებში და უკან გამობრუნდნენ.დემეტრეს მამქანაში ისევ ისინი მოთავსდნენ ვინც წასვლისას,დანარჩენები ბერდიასთან.კი წუწუნებდა ბიჭი გადამრიეს და ჭკუიდან გადამიყვანეს შემიცოდეთო,მაგრამ არავინ მოუსმინა...ჯერ ლიკა დატოვეს სახლში,მერე გუგა და ბექაურების დიდი სახლისკენ გაემართნენ.
-არ უთქვამთ რა უნდოდათ?ან ასე უცებ რატომ დაგვიბარეს?
-არა ნიკუშ,საერთოდ არაფერი.მხოლოდ სასწრაფოაო ეს მითხრა მამამ,მეტი არაფერი.
-ვაა რა ეტაკათ ნეტავ?დათაც აღელვებული მომეჩვენა.
-წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ ბიჭებო და ნუ აღელდებით.მივიდეთ და გავიგოთ ყველაფერი.-დაამშვიდა სოფომ ორივე.
-შენ დამშვიდდი მშვიდობის მტრედო.ნახე ნიკუშ რა უცებ დააწყნარა სიყვარულმა.
-კარგი რა დემე,სულ გუგას რატომ კბენ?
-ვაიმე ეწყინა ბიჭო..გაჩერდი გოგოო ნუ ხარ ასეთი ბუტია..-მოუჩლიქა ენა ბურდულმა.
სოფო გაიბუტა და ხმა აღარ ამოუღია...
სამივე ერთად შელაგდა დიდ ოთახში.თუმცა მანამდე მაინც კარგად შეამჩნიეს გაძლიერებული დაცვა,გაფაციცებით რომ იყურებოდა აქეთ-იქით,იარაღებით შეიარაღებულიყვნენ და დაძაბული სახეებით იდგნენ.
-ხომ ვთქვი რაღაც ხდება-თქო.მაინც არ დამიჯერებ?-გადაულაპარაკა დემეტრემ ნიკუშას.დანარჩენებიც მისულიყვნენ და თითქოს მხოლოდ მათ ელოდნენ..
-მამა რა ხდება?რატომ მიგვიწვიე აქ?ხომ მშვიდობაა?-დაარღვია გამეფებული სიჩუმე დემეტრემ.
-დაჯექი.-მკაცრად გაიჟღერა მამის ხმამ.შვილს ცუდად ენიშნა მისი ეს ტონი.დედის და დის გვერდით დაიკავა ადგილი და მოსასმენად მოემზადა.
რატომღაც ყველა დუმდა და ბექაურის სიტყვით გამოსვლას ელოდნენ. შვილები გაკვირვებულები შეჰყურებდნენ მშობლებს და ვერ ხვდებოდნენ რატომ სდუმდნენ ისინი.
-როგორც იცით ჩვენნაირი ადმაინები ბევრნი არ არიან ჩვენა ქვეყანაში.ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ვინც არ გვიცბობდეს და ჩვენი ცხოვრებით არ ინტერესდებოდეს.ჩვენნაირ ადამიანებს ბევრი მტერი ჰყავთ,რომლებიც ჩრდილშს არიან დამალულები,ხელსაყრელ დროს ელიან რომ გამოჩნდნენ და დარტყმა მოგვაყენონ...
-ახლა არ მითხრა რომ აქ ამის სათქმელად დაგვიბარე მამა.-სიცილით გააწყვეტინა დემეტრემ.
-მორჩი სიცილს და მომისმინე.-სიმკაცრეს არ კარგავდა რეზო.-მოკლედ ასეა საქმე ერთ-ერთი ჩვენი მოწინააღმდეგე ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და მიზნად დაისახა რომ გაგვანადგუროს.ოღონდ დარტყმას საიდან მოგვაყენებს არ ვიცით.სწორედ ამიტომ ხართ აქ ამის შესახებ უნდა იცოდეთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ.
-როდის იყო რომ ჩვენ ვიღაცეების მუქარის გვეშინოდა მამა?
-დემეტრე ეს უბრალო ვიღაც არაა.საკმაოდ საშიში პიროვნებაა.შურისძიებისგან ისეა დაბრმავებული რომ ნათელს ვერ ხედავს.შესაბამისად მოგვიწევს თავის დაცვა ჩვენც.
-თავის დაცვა?მოიცადეთ მხოლოდ თავს დავიცავთ და სხვა არაფერი?არ შევუტევთ?-ახლა ნიკუშამ იფეთქა.
-ეს არაა გამოსავალი.დაჯექი შენს ადგულზე და ბოლომდე მოისმინე სათქმელი.-ჩაერთო დათა.
-კარგი ვთქვათ გავაძლიერეთ დაცვა და მათი თანხლებით ვიარეთ.ამით რა შეიცვლება?როდემდე გასტანს ეს დამალვა?
-არასწორად ფიქრობთ ბიჭებო.დაცჳით სიარული დამალვას არ ნიშნავს ჩემო ბერდია.-წამოდგა ზეზვა.-დრო გვჭირდება რომ მოვიფიქროთ
-მოკლედ ასეა საქმე და ასე გადავწყვიტეთ ჩვენ მშობლებმა.უკვე დროა რომ ბიჭებმა მუშაობა დაიწყოთ და კომპანიაში დასაქმდეთ.სწავლაც დასრულებული გაქვთ ყველას და უსაქმოდ ყოფნა აღარ შეიძლება.დროებით შეგეზღუდებათ გართობა და აქეთ-იქით სიარული,განსაკუთრებით გვიან ღამით და მითუმეტეს დაცვის გარეშე.რაც შეეხება გოგონებს დაცვას გამოგიყოფთ თქვენც,მაგრამ შეზღუდავთ სამსახურში სიარულს და ნაკლებად ივლით,მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე.
მამის მონოლოგი მშვიდად მოისმინა დემეტრემ,მერე კი წამოხტა და იფეთქა.
-რატომ?მამა რატომ უნდა გამოვიკეტოთ სახლში ვიღაც ნაბი....ს გამო?ნუთუ თქვენი ცნობილი გვარი და სამეგობრო ვიღაცამ შეაშინა?ნუ მაცინებთ რაა,-იღრიალა დემეტრემ და იარაღი ამოიღო ქამრიდან,ჰაერში მიმართა და მზადყოფნაში მოიყვანა.
-თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ნამდვილად დავაჭედებ ტყვიას შუბლში იმ არაკაცს.-გამოსცრა კბილებში.ისე ჩაუსისხლიანდა თვალები,რომ იქიდან რაღაც საშინელი მზერა გამოკრთა.ოთახში შეკივლებოს ხმა გაისმა,სოფოს შეაკანკალა და შიშმა აიტანა.პირველად დაინახა ასეთი შვილი- ცივსისხლიანი და დაუნდობელი.
-შვილო,იარაღს ატარებ?-ამოიკნავლა საცოდავად
-მომეცი აქ.შენ ვინ გგონია თავი ამდენი ხალხის წინაშე რომ ატრიალებ?ვერ ხედავ გოგოები რა დღეში არიან.დედა მაინც არ გეცოდება?
ბაბუის შეხება იგრძნო და ხელი მოუდუმდა.მერე უფროსმა ბექაურმა იარაღი გამოართვა,ჩამკეტი გადაწია და იარაღი რეზოს მიაწოდა. მისი ერთი სიტყვა საოცრად მოქმედებდა მოსახელე შვილიშვილზე.თავი ჩაქინდრა და სკამზე ჩამოჯდა.
-გცხვენოდეს დემეტრე,გცხვენოდეს..-მხოლოდ ეს თქვა რეზომ და განაწყენებულმა დატოვა იქაურობა.
-დავასრულებ რეზოს სათქმელს.დღევანდელ დღეს დასხდებით და დაფიქრდებით ყველა თქვენს მომავალზე,ყველაფერს გააანალიზებთ და გაიაზრებთ,ხვალ კი ოფისში გელოდებით ყველას.რაც შეეხება გოგოებს არც თქვენ არ გახვალთ დაცვის გარეშე არსად.სახლიდან გაუძღვებით საქმეებს.მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში წახვალთ იქ.სრულად დაივიწყებთ კლუბებს,რესტორნებს და გარეშე მეგობრებს...
-ასე არ შეიძლება.-წამოხტა თამარი.-დათა ბიძია ამას როგორ გავუძლოთ?ციხეში ვართ?
-არა,არ ხართ, მაგრამ ცოტა ხნით ასე მოგიწევთ.სხვა გზა არაა.
-ამას ვერ შევეგუები.-გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა და საკუთარ ოთახში გავარდა.
სხვანაირი იყო თამარ ბექაური.დემეტრესგან გასხვავებით ის ყოველთვის ჩუმდებოდა და პროტესტს დუმილით გამოხატავდა.შეიძლება რამდენიმე დღე შეკეტილიყო ოთახში და იქიდან საერთოდ არ გამოსულიყო.მერე,აი ასე უცებ გამოიდარებდა და ისე ჩამოვიდოდა სასადილო ოთახში,თითქოს წინა რამდენიმე დღე საერთოდ არ ყოფილიყო.....
ასე მოხდა ამჯერადაც.იმ დღესაც შეიკეტა ოთახში და იქიდან არ გამოსულა.არ გაუგია როგორ დასრულდა შეკრება და რა გადაწყდა. მეორე საღამომდე არავის მიუკითხებია და არავის შეუწუხებია.კარგად იცოდნენ მისი ამბავი.უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. საღამოს ნინია არაბულის ზარი გაისმა.არ უპასუხა.რამდენიმეჯერ რომ დარეკა და თამარმა არ უპასუხა შეტყობინება მისწერა.„-აიღე ტელეფონი და მიპასუხე,თორემ იცოდე სიგიჟეს ჩავიდენ,შენს ოთახში შემოვალ და მანდედან გამოგათრევ.მნიშვნელოვანი საქმე მაქვს“-წერდა მეგობარი.
საერთოდ ხასიათით ყველაზე ძალიან ეს ორნი ჰგავდნენ ერთმანეთს.პროფესიაც ერთნაირი შეარჩიეს და ერთადაც გახსნეს ფოტო-სტუდია,რომელიც საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებდა.
ცალკე სასაუბრო თემაა ნინია არაბული-ყველაზე მეამბოზე და საოცარი ენერგიის პატრონი.სამეგობროს სული და გული,უამრავი სიგიჟის მომფიქირებელი.მერე ისე აკეთებდა,რომ ყველას იყოლიებდა და იყო ერთი დიდი გიჟური მხიარულება.
მასინვე გადაურეკა მეგობარს.
-როგორც იქნა იკადრეთ ბექაურების პრინცესავ და მიპასუხეთ.-მოესმა მისი ხმა,-მე რა შუაში ვარ რომ არ მელაპარაკები?
-კარგი ხოო.შენ არ ხარ შუაში.მეტყვი რა ხდება?
-ჩემებმა სახლში გამომკეტეს,ან თუ მაინცდამაინც გასვლა მომინდება დაცვასთან ერთად გავალ.მე კი არც სახლში გამოკეთტვა მინდა და არც დაცვით სიარული.
-ჩემებიც ასე მომექცნენ.რას მთავაზობ?
-სიგიჟეს.
თამარმა იგრძნო ნინიას ხმაში რომ უკვე მოფიქრებული ჰქონდა სახლიდან გასვლის გეგმა და გაეღიმა.
-მოემზადე.გაიპრანჭე და გავიპაროთ.საიდუმლო გასასვლელი ხომ იცი სადაც გვაქვს?
-ერთ საათში.დედა და მამა ახლა დაბრუნდნენ და ვახშმობენ,დემეტრე და ბაბუაც მათთან არიან.მალე დაიძინებენ და წავიდეთ.-ჩურჩულებდა გოგო.
-შენს ზარს დაველოდები.დროებით.-დაემშვიდობა ნინია და სააბაზანოში შევიდა მოსამზადებლად...
როცა სახლში სიჩუმემ დაისადგურა და ნახევრად ჩაბნელდა დერეფანი,თამარი ფეხაკრეფით გამოიპარა ოთახიდან.ხელში პატარა,შავი ჩანთა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეჭირა,რომ არ ეხმაურა. ბოლომდე გაიარა და აივანზე გავიდა.აქ კამერა ვერაფერს აფიქსირებდა და არც დაცვა იყო.მოაჯირზე გადაძვრა და აგურით ნაშენებ კედელზე დადგა.ჩანთა და ფეხსაცმელი ისროლა და ძირს ჩაბობღდა.მიწაზე მყარად რომ დადგა, მოწერსიგდა და სახლის საპირისპიროდ წავიდა.გზის ბოლოს ნინია ელოდა.ტაქსში ჩასხდნენ და წავიდნენ...
-სად მივდივართ?-ჰკითხა მეგობარს
-იქ სადაც ჯერ არ ვყოფილვართ და ჩვენები არასოდეს წავლენ.ამჯერად ნაკლებად ცნობილ ლაუნჯს მივაკითხოთ,როგორ ამბობენ ხოლმე?საშუალო ფენა რომ დადისო ისეთი.
-გადარეული ხარ ნინია არაბულო.-გადაიკისკისა გოგომ და ფანჯარაში გაიხედა...
მათდა გასაკვირად არაფრით განსხვავებული კლუბი იყო.მეტიც სიმყუდროვით და ვიზუალურად საკმაოდ კარგად იყო მოწყიბილი.მეორე სართულმა მიიქცია მათი ყურადღება,სადაც პუფები და რბილი სავარძლები იდგა პატარა მაგიდების გარშემო....რაც მთავარია არ იდგა სიგარეტის და ალკოჰოლის უსიამოვნო სუნი.
ბართან ახლოს დაიკავეს ადგილი და მიმტანს დაელოდნენ.მალე გამოჩნდა შავ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი.მაისურზე ბარის დასახელება და სახელი ეწერა.ესეც განსხვავებულად მოეჩვენათ.მიმტანმა მალევე მიუტანა შეკვეთა-ორი მსუბუქი კოქტეილი. ნელა წრუპავდნენ.საუბრობდნენ და თან იქაურობის შესწავლით იყვნენ დაკავებულები..
მაშინვე მიიქციეს ყურადღება როგორც კი შევიდნენ.თვალთახედვის არედან არ გამოჰპარვია მეპატრონეს უცხო კლიენტების შემოსვლა.წინ გადმოიწია და მოაჯირს დაეყრდნო. თვალი დაადგა ერთ-ერთს- მის პირდაპირ მჯდომს -არც მეტი არც ნაკლები თამარ ბექაურს.მის ყოველ მოძრაობას,მიმიკას,მიხვრა-მოხვრას
აკვირდებოდა.
ცოტა დრო რომ გავიდა და სასმელიც თითქმის გამოცალეს,ნინიამ მეგობარს გადაულაპარაკა.
-თამრიკო ადექი გოგო ვიცეკვოთ გოგო,აქ დასაჯდომად ხომ არ მოვედით?
-ნინია არაბულო კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ სახელს და გეფიცები ენას ამოგაძრობ აქვე,-კატის თვალები მიანათა მან,თან სახიდან ღიმილს არ იშორებდა.
-ოჰ,როგორ შემეშინდა.ახლა გული წამივა შიშისგან.
-არ გეშინია ხომ გადარეულო?
-ოდნავადაც არა.
-ამიტომ გეკამათება და გეჩხუბება სულ შენი ძმა.
-იმას თუ ნერვები არ აქვს წესრიგში რა ჩემი ბრალია?-მხრები აიჩეჩა გოგომ.მერე წამოდგა.თამარს ხელი ჩაჰკიდა და მოცეკვავე ახალგაზრდებს შეუერთდნენ....
ერთმანეთთან ახლოს იდგნენ და ნაზად აყოლებდნენ მელოდიას სხეულებს.თითქოს ნირვანაში გადაეშვნენ.მერე ნელ-ნელა დაშორდნენ,ახალგაზრდების მოძრაობებმა თავისტავად გამოიწვია ეს,რამდენინე წამში კი ორივეს წინიდან ახალგაზრდა მამაკაცები აესვეტნენ.ჯერ ზრდილობიანად აყვნენ ცეკვაში,თუმცა ახლოს არ უშვებდნენ.რაც უფრო ეშხში შედიოდა მუსიკა,მით უფრო რთული ხდებოდა მათგან თქვის დაღწევა.განსაკუთრებით მას შემდეგ რას თამარს პარტნიორმა წელზე შემოხვია ხელები და სხეულზე აიკრა.უხერხულად იგრძნო გოგომ თავი და მოშორება სცადა.ნინიას გახედა.ვერ დაინახა ახლოს გოგო.ეფარებოდნენ სხვები. გაუზალიანდა და ბიჭს ხელების ჩამოწევა სტხოვა.მას ჩაეღიმა და საჯდომისკენ ჩააცურა.აქ კი ატეხა ამბავი ბექაურმა,მტრისას ისეთი.
-ვის უბედავ შე იდიოტო?გასწიე შენი ბინძური ხელები.-ისე იყვირა,თითქმოს გადაფარა მუსიკის ხმა.ნინიას მაშინვე ცუდად ენიშნა ეს და მისკენ წავიდა.თან გაჰყვა ბიჭიც.
-რა იყო პატარა არ მოგწონს?კარგი იქნებოდა ამაღამ შენთან,ხომ არ გავერთოთ?-უფრო აიკრა სხეულზე და სახეზე ენა აუსვა.
აქ კი გადაეკეტა ბექაურს,ოდნავ მოიშორა ხელისკვრით ბიჭი,ფეხებსშუა ამოარტყა და საბოლოოდ მოშორდა მას.
-ვახ ჩემიიი.-იღრიალა მან და ზურიგით შექცეულ გოგოს თმებში ჩაააფრინდა.მთელი ძალით დაქაჩა თავისკენ.გოგომ კივილი ატეხა და მის მოშორებას ცდილობდა.ნინიამ მისახმარებლად გაიწია,მაგრამ მეორემ დაიჭირა და დახმარების საშუალება არ მისცა.
-შენ აქ დარჩი პატარა.-ირონიული სიცილით უთხრა მან.
საშინელი კივილი ატეხა ნინია არაბულმა,მერე ისტერიკაში გადაუვიდა და აკანკალდა.მუსიკა გაითიშა.სეირის მაყურებლები გარს შემოერტყნენ და დახმარება არავის უცდიათ.თამარი ისევ ბრძოლობდა და თავის დახსნას ლამობდა,თან გულში უფალს გადარჩენად სთხოვდა.
არავინ იცის საიდან გაჩნდა ორი ჯანიანი ახალგაზრდა,სანამ დაცვა მოვიდა,მაგრამ მარჯვედ იქნევდნენ მუშტებს.მოძალადეებს გოგოები გამოსტაცეს.მათ შუაში ჩადგნენ და სინქრონულად დაუშინეს მუშტები.საბოლოოდ დაცვის მოსვლამდე ორივე მხარეს მოხვდათ,მაგრამ იმათ განსაკუთრებით.
-აქედან გაიყვანეთ ეს ორი ნაძირალა და აქ კიდევ ერთხელ რომ გამოჩნდნენ არ დაინდოთ.-გასცა ბრძანება ოდნავ დაბალმა,მერე იქ მყოფებს მიუბრუნდა:
-თქვენს ადგილებს დაუბრუბდით,ვისაც ცეკვა გსურთ განაგრძეთ,ისეთი არაფერი მომხდარა...
თამარმა ჯერ მას შეხედა,მადლობა უნდა ეთქვა,მაგრამ მერე მის უკან მდგომ ნინიას გახედა,მისი სახე რომ დაინახა,მიხვდა ცუდად იყო და იყვირა.
-უშველე,_იყვირა ინსტიქტურად და მეორე დამცველმა მექანიკურად შეაშველა ხელი.გულწასული გოგო მკლავებში ჩაუვარდა.
-ვახ ეს რა დღე მაქვს,გავგიჟდები ნამდვილად.ჩემნაირ ცოდვიანს ასეთ ანგელოზთან შეხვედრა და მისი ხელით ტარება თუ მომიწევდა რას წარმოვიდგენდი?-ფიქრობდა კაბინეტისკენ მიმავალი და გოგოს უცოდველ სახეს თვალს არ აშორებდა...
უკან თამარი და ბარის მეპატრონე-დუდა შენგელია მიჰყვებოდნენ
გაუკვირდა მეგობრები იქ რომ არ დახვდნენ,სადაც შეხვედრა დათქვეს.მიხვდა სადაც იქნებოდნენ და ისიც ბარის უკან მდებარე გასასვლელში გაუჩინარდა.ხმაურით შეაღო კარი და საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა. დივანზე გულწასული გოგონა იწვა,მასთან მეორე ჩაცუცქულიყო,შეშინებული იყურებოდა და მის გონზე მოყვანას ცდილობდა,ბიჭები კი კუთხეში ატუზულიყვნენ დაბნეულები.ღიმილი სახეზევე შეაშრა და წარბები შეკრა.
-აქ რა ხდება?რას აკეთებთ?არ მითხრათ რომ ძალადობას აპირებდით?-კარი მიხურა და ორივეს მკაცრად გადახედა.
-მეტრეველო დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი.-გამოსცრა კბილებში შრამიანმა,რომელსაც თითქმის მთელ სახეზე გასდევდა ზოლად.მერე პირველადი დახმარების ყუთში ნიშადური მოძებნა,გოგოსთან მივიდა და ასუნთქა.
-ამიხსნით რა ხდება?ან შენ ტუჩი რატომ გაქვს გახეთქილი?
-ბიჭები აეკიდნენ და რაღაცეები დაუპირეს,ეს კი ისე როგორ დატოვებდა?-აუხსნა დუდამ
-რა თქმა უნდა,როგორც ყოველთვის.არამკითხევ აბა მითხარი მაგრად მოგხვდა?ერთი კვირაც არაა რაც ციხიდან გამოხვედი და მერამდენედ გაეხვიე შარში?-მიუბრუნდა მეგობარს თორნიკე და დატუქსა.
-თუ ძმა ხარ რაა,ახლა შემეშვი გონზე მოვიყვანო ეს გოგო.
-არ ხართ მარტო დასატოვებლები.ის მაინც მითხარით იმათაც მოხვდათ?
-აბა ისე გადაგვირჩებოდნენ?-გაიჭიმა ამაყად დუდა.
საუბარი გოგოს გონზე მოსვლამ შეაწყვეტინათ.მძიმედ და ნელა გაახილა თვალები ნინიამ და დაიკვნესა.
-სად ვარ?რა მოხდა?
-როგორც იქნა გონს მიხვედი მეგობარო.-მისი ხელი ხელებში მოიქცია თამარმა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-რატომ ტირი თამრი,რამე მოხდა?ნუთუ...
-არა არაფერი არ მომხდარა,მშვიდად იყავი შენ.არ ინერვულო.ამ ბიჭებმა გვიშველეს და გადაგვარჩინეს.ვაიმე მართლა მე კიდევ ისე დავიბენი მადლობაც არ გადამიხდია თქვენთვის.-ახლა მოეგო გონს ბექაური და მათკენ მოიხედა.მესამე ბიჭის დანახვამ თითქოს დააბნია,როდის მოვიდაო გაიფიქრა,მაგრამ ხმამაღლა არ უკითხავს
-დიდი მადლობა ბიჭებო,ჩვენს გამო თავი საფრთხეში რომ ჩაიგდეთ.
-სამადლობელი არაფერია.ის გავაკეთეთ რასაც ყველა ნორმალური ადამიანი გააკეთებდა.ვიცნობდეთ ერთმანეთს-დუდა შენგელია.-ხელი გაუწოდა თამარს.გოგო წამოდგა და თავის ხელი შეაგება მის დიდ ტორს.
-ესენი ჩემი მეგობრები არიან-თორნიკე მეტრეველი და ლევან ქისტაური.-წარუდგინა გოგოს.
-თამარ ბექაური და ჩემი მეგობარი ნინია არაბული.-გაეცნო გოგოც და ხელი უკან გასწია.
-არაბული?-თავლები გაუფართოვდა ლევანს. „წარმოუდგენელია“-გაიფიქრა გონებაში და სახე ეცვალა
რატომღაც თორნიკემ ყურადრება არ გაამახვილა თამარზე და მის გვარზე,თორემ რომ სცოდნოდა ვინ იყო მის წინაშე...
-რა მოხდა?-გადაუჩურჩულა მეგობარს.
-მერე გეტყვი-,-გოგოსთან მივიდა,რომელიც უკვე წამომჯდარიყო და ოდნავ უკეთ გრძნობდა თავს და ჰკითხა:-ბერდია არაბულის ვინ ხართ?
-მისი და ვარ.იცნობთ მას?-გაკვირვებულმა უპასუხა გოგომ
-ისე შორიდან.-ზედაპირული პასუხი გასცა ბიჭმა.
მიხვდა დუდა რაც ხდებოდა და რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია ლევანს,ამიტომ სიტუაციის განსამუხტად საუბარში ჩაერთო რომ მეგობარი ეხსნა.
-რადგან საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდა ხომ არ ჯობია ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და რამე დაგველია?
-ახლა ამის დრო არ არის,უნდა წავიდეთ.ისედაც დავაგვიანეთ.რომ გაიგონ ჩვენებმა აქ რა მოხდა...
-ვერავინ ვერაფერს გაიგებს თამარ...
-არა,არაა.წასვლის დროა.ადექი ნინია.-წამოდგომაში მიეხმარა,გვერიდით ამოუდგა და კარისკენ წავიდნენ.ლევანს რომ ჩაუარეს ნინიამ თვალი თვალში გაუყარა და მასზე გაუშტერდა მზერა...
არეული მიჰყვებოდა თამარს და ნაბიჯებს ძლივს ადგავდა.ქისტაურზე ფიქრები აეკვიატა.საიდანღაც ეცნობოდა. ეცნობოდა მისი მზერაც და ის ნაიარევიც სახეზე რომ ჰქონდა,მაგრამ საიდან ვერ იხაენებდა.რაც უფრო ძაბავდა გონებას,მით უფრო მატულობდა თავის ტკივილი....
დაბნეული და გაშეშებული იდგა ლევანი.ადგილს მიაჯაჭვა არაბულის შემოხედვამ.საოცრად მამაცი და ლამაზი იყო გოგო.იმ ღამის ამბავმა წამებში გაუარა თვალწინ.მისი ცრემლიანი თვალები დაუდგა წინ ძმის შებრალებას რომ სთხოვდა.ახლაც ცხვირის ნესტოებშუ უღიტინებდა მისი სუნამოს სუნი..
-მაინცდამაინც შენ უნდა შეგხვედროდი?მაინცდამაინც შენ უნდა გადამერჩინე?მაშინ როცა ბერდიაზე შურისძიებას ვგეგმავდი?-ფიქრობდა გულში.
გონს რომ მოვიდა და ფიქრებს დააღწია თავი,ისინი იქ აღარ იყვნენ.
-სად წავიდნენ?-იკითხა აღელვებულმა.მაშინვე შეამჩნიეს მის ხმაში ცვლილება.
-მე რავიცი,ალბათ სახლში..-მხრები აიჩეჩა დუდამ
ადგილს მოსწყდა და ოთახიდან გავარდა ქისტაური.
-ეს სადღა გავარდა?
-მე რა ვიცი,რას გაუგებ ამ გადარეულს?მთელი დღეა მაგას დავდევ,გადამიყვანა ჭკუიდან.-უპასუხა დუდამ.
სად წავიდა ქისტაური?ბარიდან რომ გავიდა გოგოებს თვალი მაშინ მოკრა ტაქსში რომ სხდებოდნენ.მეორე ტაქსი გააჩერა და სთხოვა უკან გაეკიდე წინა მანქანასო.მძღოლმაც თავი დაუქნია და წინ მიმავალ მანქანას აედევნა...
იცოდა ლევან ქისტაურმა რომ ეს ის საბედისწერო შეხვედრა იყო, რომელიც არ უნდა მომხდარიყო,მაგრამ მაინც მოხდა.იცოდა,მისი მოსისხლე მტრის დისთვის არ უნდა შეეხედა სხვანაირად,არც უკან უნდა გაჰკიდებოდა,მაგრამ ვაი რომ ედარდებოდა გოგო და მისი ბედიც.ან იქნებ პირიქით იყო.უნდა შეეხედა მისთვის და ამ გზით ეძია შური არაბულზე? ორი გრძნობა ერთმანეთს უპირისპირდებოდა მის გონებაში.დიდი ომი ჰქონდათ გამართული. ერთმანეთს ანაცვლებდა წარსულში მომხდარი მოვლენები და კადრები.სიბრაზემ ისევ წამოუარა,მაგრამ მერე გოგოს უცოდველმა სახემ ისევ გადაფარა ყველაფერი...იქნებ სწორედ ნინია იყო ის დამაკავშირებელი რგოლი,რომელიც ყველაფრის გარკვევაში დაეხმარებოდა?
სახლში რომ დაიგულა გოგოები მშვიდობიანად მისულები,უკან გამობრუნდა.ბიჭებთან უნდოდა დაბრუნება,მაგრამ გადაიფიქრა და სახლისკენ წავიდა.სახლისკენ სადაც მისვლა უჭირდა და თავს არიდებდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ,მთელი კვირის განმავლობაში.
ქურდივით შეიპარა უხმოდ და სინათლე აანთო.თვალი მოავლო გამოცარიელებულ სახლს,ცივს,მდუმარეს და პირქუშს.ოდეღაც რომ სხვანაირი იყო. მუდამ ხალისიანი და სამზარეულოში მოფუსფუსე დედა,სამსახურიდან დაღლილი და ტელევიზორის წინ დასასვენებლად ჩამომჯდარი მამა,.ახლა კი არავინ,სულ არავინ ელოდა ლევანს.ქვეყნად მარტო იყო თავის მოგონებებთან,საოჯახო ფოტოებთან და მშობლების ნივთებთან ერთად,რომლებიც მათი ოჯახის ტრაგედიას ინახავდნენ...
რატომღაც ელოდა რომ მოუვლელი იქნებოდა აქაურობა,მაგრამ საოცრად სუფთა იყო ყველაფერი.ალბათ ბიჭები ალაგებინებდნენო გაიფიქრა და სავარძელში ჩაეშვა.თვალები დახუჭა და ისევ ის დღე გაიხსენა.
...„მოულოდნელად დაბრუნდა სახლში.არადა სოფელში მიემგზავრრბოდა ბებიასთან.ბოლო ავტობუსმაც გაასწრო და უკან გამობრუნდა,მაინც ვერაფერს გავყვები ამაღამ და დილით ადრე წავალო.კარი ნახევრად შეღებული დახვდა,გულმა ცუდი უგრძნო.როგორც წესი ასეთი უყურადღებო არც ერთი არ იყო რომ კარი ღია დარჩენოდათ და მითუმეტეს ასე. პირველი რაც თვალში მოხვდა სავარძელში მისვენებული,საკუთარი სისხლით დასვრილი მამა იყო..არეულობა იყო.ყველაფერი გადმოყრილი,ვერ დაიჯერა.ეგონა ეჩვენებოდა და ყველაფერი სიზმარი იყო.მექანიკურად აუარა გვერდი მას და სამზარეულოსკენ წავიდა.რატომღაც იმედი ჰქონდა,რომ დედა ისევ იქ დახვდებოდა.შეცდა.იმედი აქაც გაუცრუვდა. საკუთარ სისხლში მოცურავე დედა იატაკზე იწვა გარდაცვლილი.
სიმწრისგან ძირს დაეშვა,ჩაიხუტა და ბოლო ხმაზე იღრიალა.იხუტებდა დედას და უფრო უმატებდა ყვირილს...
მერე არაფერი ახსოვს.გონს პოლიციის განყიფილებაში მოვიდა და მის წინ გამომძიებელი იჯდა.
-მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა.-ამცნო მან. ხელები მოკუმა და მაგიდის ზედაპირს დაარტყა.
-მკვლელებს ვეძებთ,ეჭვმიტანილები გვყავს.ეს დანა და ეს ინიციალები ხომ არ გეცნობათ?-წინ დაუდო უცნაური ფორმის ბებუთი.კარგად დააკვირდა.არაო თავი გაუქნია,მაგრამ სამუდამოდ დაამახსოვრდა მკვლელობის იარაღი.
არ ახსოვს რამდენინე დღე..რობოტივით მოქმედებდა და დადიოდა.ახსოვს მხოლოდ მეგობრების გვერდში დგომა.მის მაგივრად ყველაფერი რომ გააკეთეს.
რამდენიმე დღე ირგვლის სიშავე იყო.ყველაფერი ბურუსს ჰქონდა მოცული.მერე გამოიდარა,მოჩვენებითად.გაიგო რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ბერდია არაბულის ძმაკაცი იყო და მან გადამალა და გაამგზავრა უცხოეთში...
როგორც კი საჭირო დრო გამონახა შური მასზე იძია და ისე მაგრად სცემა რომ ერთ თვეზე მეტი არაბულმა საავადმყოფოში გაატარა.თვითონ კი ორი წელი ციხეში.სამაგიეროდ იმ ღამისგან და არაბულისგან საჩუქრად ეს ნაიარევი დარჩა,
რომელიც მარჯვენა ლოყას მთლიანად კვეთდა,ყვრიმალს გაივლიდა და თვალისქვეშ ჩერდებოდა.
ეს უფროსი არაბულისგან,უმცროსისგან კი მკერდში სამუდამოდ დარჩა ამ ღამის შემდეგ ის იარა,რომელიც არავინ იცის როდის იფეთქებდა.
-ნინია არაბული.-იმეორებდა მის გონებაში ვიღაც და სამუდამო დაღს ასვავდა მის არეულ ცხოვრებას
პ.ს.ფოტოზე ნინია არაბული.აი ასეთი გმირი იქნებოდა ის რეალობაში ჻)



№1 სტუმარი სტუმარი ტასო

კარგი ისტორიაა რაღაცნაირად საინტერესო და იმედია რომ მალე დადეფ წარმატებები

 


№2  offline წევრი დარინა

უკვე ლევანი მიყვარსს, ჩემი ფავორიტია ამ ისტორიაშიი უფ როგორ ჩაიხლართებააა მტრის შვილებს რომ შეუყვარდებათ ერთმანეთი იმედია მაშინ მოგვარდება ყველაფერი და უფრო არ აირევა სიტუაციია.

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
უკვე ლევანი მიყვარსს, ჩემი ფავორიტია ამ ისტორიაშიი უფ როგორ ჩაიხლართებააა მტრის შვილებს რომ შეუყვარდებათ ერთმანეთი იმედია მაშინ მოგვარდება ყველაფერი და უფრო არ აირევა სიტუაციია.

მიხარია რომ მოგწონთ,თანდათან უფრო საინტერესო გახდება.
.მოვლენებს ნუ გაასწრებ,არანაკლებ საინტერესო წყვილები იქნებიან მომავალში :)

სტუმარი ტასო
კარგი ისტორიაა რაღაცნაირად საინტერესო და იმედია რომ მალე დადეფ წარმატებები

აი ყველანაირად ვეცდები რომ ყოველდრე თუ არა,ყოველ მეორე დღეს დავდო.დამიჯერეთ მეც მინდა ხსირად დავდო,მაგრამ წერის პროცესშია ისტორია და არ მინდა სიჩქარის გამო მივაფუჩეჩო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent