შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 26)


23-08-2018, 19:25
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 659

დოლიძის მიმდებარე ტერიტორიაზე,ბართან,იქვე კუთხეში,კედელს აყუდებული მაღლაკელიძე იდგა,თვალები დაეწვრილებინა,ნაფაზს-ნაფაზზე არტყავდა და სიბმელეში ცდილობდა ნაცნობი სილუეტი შეემჩნია.
თვალები მანქანის ფარებმა მოუჭრა,რომელიც ცდილობდა ვიწრო მოსახვევში შემოსვლას,ჯიპიდან შავებში გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა,სანდრო ლამპიონის განათებისკენ წამოვიდა, ავალიანმაც მაშინვე შენიშნა და მისკენ დაიძრა.
სიგარეტი გვერდით მოისროლა და ქეჩოში ჩასწვდა.
- ზემდეტები ხომ არ მოგდის მართასთან ნა***რო?!!!
თუ გინდა ისე დაგაინვალიდო შვილს ვერ ეღირსო მთელი ცხოვრება?!
ავალიანს სახეზე ღიმილი მოეფინა,თითქოს ამ წუთას კაცი კიარ ემუქრებოდა,პირიქით,ია-ვარდით მოფენილ ცხოვრებას სთავაზობდა.
ხელი ერთი მოძრაობით გააშვებინა,რომელიც მტკივნეულად გადაუწია,მეორეთი კი ყელში დაწვდა.
- მე ვფიქრობ,ზედმეტები შენ მოგდის.. რაო,რაო?
მართასთან მოგდის ზედმეტებიოო?აბა კარგად აღიღინდი ეხლა გისმენ *ლეო!!
გაკავებული ხელის მიუხედავად,მაღლაკელიძემ სიმწრით ხეთქა შუბლი ავალიანს პირდაპირ სახეში,რომელსაც წამიერად წასკდა სისხლი,ეს უკანსაკნელი ისევ თავად დაესხა მაქსიმეს,სახეში რამოდენიმე მუშტი მოუგერია და ძირს დავარდნილს არც წიხლები დააკლო.
- უფრო კარგად უნდა გევარჯიშა,მხოლოდ პროტეინებით არ უნდა დაგებერა ეგ კუნთები *ლეო... ხოდა ეხლა მომისმინე,ხო გესმის?!მართას თავი დაანებე,თორემ ბო**ს გაზრდილი ვიყო,ისეთს გაგიჩალიჩებ შვილსაც ვეღარ ნახავ.. ხო იცი მაღლაკელიძეები რიჟა ბაზრის მოყვარული ხალხი არ ვართ,არა?
- არ შეგარჩენ..
ამოიხრიალა ავალიანმა,სისხლი გადმოაფურთხა და მუცელში მოკეცილი ასფალტს ეწებებოდა,სახე ტკივილისგან ათასნაირად დაემანჭა,რომელმაც მუცელში კიდევ ერთხელ იგრძნო საშინლად მწველი ტკივილი და გონება საერთოდ გაეთიშა.
სახლში მისულმა მაღლაკელიძემ ფრთხილად დახურა კარები თვალების ცეცებით,მაშინვე აბაზანაში შევიდა,სისხლით გაღჟენთილი ტანსაცმელი გაიძრო და შხაპის ქვეშ თვალდახუჭული ნაიარევზე ფრთხილად იკიდებდა ხელებს..წელზე პირსახოცი შემოიხვია,ოთახის კარი შეაღო თუარა,მაშინვე მართა დახვდა,რომელიც ნამტირალევი უყურებდა მამაკაცს და გული აუდიოდა ერთიანად.
- სად იყავი,სად გქონდა ტელეფონი.. რატომ არ იღებდი?!
ან ეს.. ღმერთო ჩემო,ჯანდაბა ეს რა არის სანდრო?!
მისკენ გაიქცა და სახეზე ნაიარევ ადგილას თითები ფრთხილად შეახო.
- პატარა საქმე მქონდა,კბილებში გამოსცრა და ხელები გააშვებინა.
- სანდრო რა საქმე?! ამ შუაღამისას რა საქმე გქონდა?
მამაკაცმა მძინარე რატის სიყვარულით სავსე მზერით გახედა,ტუჩებთან თითები მიიტანა და ქალს ანიშნა,ჩუმად ელაპარაკა,რომ მას არ გაღვიძებოდა.- ჩშშ,გაიღვიძებს.
- წამოდი! ხელი დასტაცა მამაკაცის ძლიერ ხელს და საძინებლიდან გაიყვანა.
- რა ხდება პატარავ? ხელები ქალის ნაზ სახეს შემოავლო,რომელმაც სწრაფად გააშვებინა და გამომცდელად შეხედა.
- მითხარი.. სად იყავი.. ეს ნაიარევი,საიდან გაქვს?! მაქსიმე ნახე არა?
კაცს სახეზე ღიმილი შეეპარა,დივანზე წამოჯდა და ქვევიდან ახედა ცალი თვალით.
- ჰო.. ის ნახე.. სახეზე გეტყობა..
ხელები აიფარა თვალებზე და ქვითინი აუვარდა.
- რა გატირებს? ჯანდაბა,მართა რა გატირებს?!
- ასეთი ეგოისტი რატომ ხარ?! გინდა რომ დავიტანჯო?! შენ რომ რამე დაგემართოს ჩემზე აღარ ფიქრობ ხოო?!
- ჩემო სიცოცხლე რა უნდა დამემართოს?
- ვითომ არ იცნობ ავალიანს.. თავის გავლენიან მამიკოს და ძმაკაცებს! ერთი ხელის მოსმით გაგაქრობენ! მერე მე რა ვქნა?! რა ვქნა?!
- ვერავინ ვერაფერს დამიშავებს გესმის?!
- აღარ გაბედო და არ დამტოვო მარტო!
- არა,არ დაგტოვებ.. გპირდები.
- მშვიდი ცხოვრება მინდა,გესმის?! მშვიდი..
- ხომ გვაქვს?
- არა.. ასეთი არა.. მე ანასტასიასავით ვერ ვიქნები..მე ისეთი ძლიერი არ ვარ.. ვერ გადავიტან.. საყვარელი ადამიანის გარეშე მოვკვდები,შენ გარეშე მოვკვდები.
- კარგი მართა,გეყოფა.. აქ ვარ..
ქალი გულზე მიიკრო და მხურვალე ტუჩები მის ყელში მოაქცია.
- ჩემი ტკბილი გოგო ვინ არიის?
- არვიცი!
- არაა? ცალი წარბი ასწია გაკვირვებულმა, ქალს დახედა რომელსაც ტუჩებზე ღიმილი ეპარებოდა.
არც ეხლა? ხელი კისერში შეუცურა,ტუჩზე უკბინა შემდეგ კი ნაკბენი ადგილი თავის რბილ ტუჩები მოაქცია,ჯერ ქვედა,შემდეგ ზედა.. თითებს კი ოსტატურად ასრიალებდა მის სხეულზე.
მის ხმას სიმტკიცე დაეკარგა,როცა კაცის თლილი თითები საცვლის ქვეშ მოექცა და ამოიკვნესა.
- გამიშვი!
- სულ ტყუილად წვალობ..ხომ იცი რომ არ გაგიშვებ?
_____
დილის რვა საათი იქნებოდა,ანასტასიას თვალები მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კიდევ ადრე იყო და შეეძლო ერთი საათი კიდევ გამოეძინა,ვერა და ვერ იძინებდა,მის გულს რაღაც ღრღნიდა,საშინლად აფორიაქებული იყო,ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.
რა მჭირს.. გაიფიქრა ქალმა და გულისრევით დაიძრა სააბაზანოსკენ.
- ტასო,რა გჭირს?
თვალების ფშვნეტით მიუახლოვდა მარიამი და საპირფარეშოში გადაყუდებულ ანასტასიას თმა გადაუწია სახიდან.
- არ ვიცი,დილიდან რაღაც ცუდად ვარ..
- ექიმი გამოვიძახო?
- არა არა.. მომაწოდე ხელსახოცი.
წყალი სახეზე შეისხა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა,თან სახეზე ჩამოგორებულ წყლის წვეთებს იწმენდდა,მარიამი კი შეშინებული უყურებდა.
- გთხოვ დღეს თუ ისევ ცუდად იგრძნობ თავს ექიმთან წადი რა..
- აუცილებლად.
- კარგი,წავალ.
- ასე ადრე?
- ვერ ვისვენებ.. გარეთ მაინც გავალ სუფთა ჰაერზე,იქნებ მიშველოს.
ჩანთას ხელი წაავლო და სახლიდან გავიდა.
კიბეებს აუჩქარებლად ჩაუყვებოდა,ცივი ნოემბრის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა ფილტვებში,ხასხასა წითელი მანქანქანის საჭესთან მოკალათდა და დაქოქა.
ნაცნობი მანქანის დანახვისას გაეღიმა,მის გვერდით შეაყენა თავისი მანქანაც და გადმოვიდა თუ არა,წინ მაღლაკელიძე აესვეტა.
- კიდევ კარგი,ღვიძლი ძმა არ ხარ.
ენა გამოყო ქალმა და გაიცინა.
- ღვიძლი არ ვიცი,უარესი კი ვარ!
თითი დააქნია მკაცრად.
- შენ ღვიძლზე მეტიც ხარ..
- ჰო კაი ეხლა,ნუ ჩამოუყვები ანატომიას თორემ ვარწყევ.
- მახსოვს,სკოლიდან გიყვარს ეგ საგანი..
- ვგიჟდები.
- რა იყო,ციალა მასწავლებელი გაგახსნენდა?
- ფუუ... ანასტასია მოგკლავ იცოდე..
- ფაშფაშა,დიდ ძუძუებიანი ციალა..გახსოვს?! ციას რომ ეძახდი.. სამაგიეროდ,ხომ დაგავაჟკაცა?!
მოქნილ ხელს გადაურჩა და სწრაფად გასწია თავი,მის გაბრაზებულ სახეზე უფრო მეტად ეცინებოდა,ლოყაზე უჩმიტა,ისე რომ ლამის კანი გამოაძრო.
- გეყოფა!
- კაი რაა.. მხარზე ხელი მოარტყა და წინ წაიწია.
- აახ.. ეგ აღარ გააკეთო,მხარზე ხელი მოისრისა სახემობრეცილმა.
- რა გჭირს?! მართამ მოგდო? ვენაცვალე ხელებში!
- დღეს ძალიან აღადავებული ხარ,იმედია საქმესაც მასე არ მოიუდგები.
- შენს თავს მიხედე!
- ჯერ ადრეა,სადმზე ხომ არ დავსხდეთ,აქვე კაფეში?
- კარგი,დილით არც მე მისაუზმია.
- დღეს მიდიხარ განყოფილებაში?
- არ ვიცი.. არანაირი აზრი არ აქვს,ვფიქრობ.
- არ ინერვიულო,კარგი?
- ხო,რა თქმ..
- ანასტასია???
ქალმა ღრმად ამოისუნთქა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ხელები მუცლისკენ წაიღო,სადაც სისველე ეგრძნო.. სანდროს გახედა,რომლის სახეც,ხმაც,ნელნელა ბუნდოვანი ხდებოდა,ხმები აღარ ესმოდა,მხედველობის არეალიც ნელნელა ქრებოდა,ბურუსით მოცულ არემარეში,მხოლოდ ისღა მოასწრო,ხელებზე მუქი წითელი სისხლში შეემჩნია.
ფეხები მოეკვეთა,სანდროს ხელების მეშვეობით ძირს დაცემას გადარჩენილი,რომელიც ჟანგბადის მიღებას ლამობდა,უკვე მაგასაც ვეღარ ახერხებდა,სანდრო გამწარებული ყვიროდა,ხალხი ერთიანად შეგროვდა მათ გარშემო,ყველა სასწრაფოში რეკავდა,ანასტასიას თავი სანდროს ხელებში ჩაერგო,რომელსაც უკვე თვალები ნელნელა ეხუჭებოდა.
- არაა,ანასტასია,ანასტასია არ დახუჭო თვალები,არ დახუჭო გესმის?! ამის დედაააც!!! სად არის ეს სასწრაფო!! დარეკეთ!! დარეკეთ!!!
სასწრაფოს და პოლიციის სირენის ხმებს დუეტში მოეცვა იქაურობა,სანდროს ხელებიდან როგორ გასტაცეს ქალი ვერც კი შეემჩნია,საკაცეზე ფრთხილად დააწვინეს,ვენაში ნემსი შეუშვეს,ექთნები,რომლებიც გარს ეხვეოდნენ და ათას რიტუალს აკეთებდნენ,მანქანის კარები გაიხურეს.
- როგორ მოხდა?!! როგორ მოხდა ეს ყველაფერი?!
- ის.. ის.. ისე სწარფად მოხდა ყველაფერი ამის დედაც!!! მანქანის ბამპერს ფეხი მწარედ შემოკრა და თავზე ხელები შემოიწყო.
- შეგიძლია გაიხსენო საიდან გაისმა გასროლის ხმა? სანდრო,შემომხედე! შეგიძლია?
- არა ლილე არა! ვერ ვიხსენებ... იმასაც ვერ ვიხსენებ რაზე ვლაპარაკობდით!!
- რა გაეწყობა.. პერიმეტრი შეამოწმეთ - გასძახა ლილემ კოლეგებს და ისევ სანდროს მიუბრუნდა.
- გავიგებთ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,გესმის?!
ამას პირადად გამოვიძიებ!
- უნდა წავიდე.. შენ დაურეკე მარიამს.. მაგრამ მას ძალიან შეეშინდება,ჯანდაბა!!
- რუსუდანს დავურეკავ..
- მაგ *ლექალასთან რატო უნდა დარეკო?! იღრიალა ბოლო ხმაზე.
- სან,დამშვიდდი.. ეხლა შენ ძალიან ხარ განერვიულებული.. დამშვიდდი..გთხოვ..წავალ,საქმეებს მივხედავ და შენ ტასოსთან წადი,კარგი?
- კარგი.
სწრაფად ჩაჯდა მანქანაში,თვალებზე ხელები მოისრისა,ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო რეალობაში,გაზს მიაჭირა და მის წინ სირენით აჟიტირებულ მანქანას გაჰყვა.
- ამის დედაც!! ამის დედაც!!
საჭეს ხელი რამოდენიმჯერ მიარტყა და თვალები სიმწრისგან სისხლისფრად შეღებვოდა.
- ბატონო,თქვენი დავალება შესრულებულია..
- ძალიან კარგი..კმაყოფილებით სავსემ ფულის შეკვრა გაუწოდა ახალგაზრდას და სიგარეტს გაუკიდა.
- ახლა რა ვქნათ?
- დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
ზურგით სავარძელს მიეყრდნო და სახეზე კმაყოფილებით სავსე ღიმილს ვერ იშორებდა.
_____
განყოფილების დერეფანს ქალმა ქუსლების კაკუნით ჩაუარა,უკვე მერამდენედ მოსულს,თითქმის ყველა ცნობდა და გამარჯობა-გაგიმარჯოთი ნელნელა მიუახლოვდა დაკითხვის ოთახს.
სკამი გამოსწია და კმაყოფილი მზერით მოკალათდა.
- მგონი დაგევასე და ჩემს სანახავად მოდიხარ ასე ხშირად,არა ადვოკატოო?
- არაა,უბრალოდ აზარტში ვარ.. თან მე უმცროსი ბიჭები მომწონს.
- ვაახ,აი თურმე რაში ყოფილა საქმე,არ გამაგიჟო?
გამოუცდელი ბიჭუნები გაკმაყოფილებენ ასეთ მადისაღმძვრელ ქალს?!
- მადისაღმძვრელიც ვარ?
- ისე რა.. პროსტა აქ უკვე იმდენი ხანია ვარ,ადვილად მიდ*ება.. ჰო კაი,გეხუმრე არ იტირო..
- ნელნელა ვეჩვევი შენს იუმორს,მაგრამ ჩემთან თანამშრომლობა მაინც არ გინდა და იმ შენს იდიოტ ადვოკატთან ერთად დროს ტყუილად კარგავ,ასე არ არის?
- რა გინდა თიკოო?
- აი მოდი,მე გეტყვი ერთ საინტერესო მოვლენას.. სანამ შენ ციხეში ხარ,გარეთ რაც ხდება..
- რა საინტერესოა,რა ხდება?
- დღეს დილით,შენი ანასტასია დაჭრეს.
ტვილდიანი დაიძაბა,თვალები ისეთი მრისხანებით აევსო,ქალს ოდნავ შიშმაც კი დაუარა.
- რაა?!! ვინ?? ვინ გაბედა?! როგორ?!
რკინის მაგიდას მუშტებად შეკრული ხელები დაარტყა და შეიკურთხა.
- დედას შევე*ი!!!! ფუუ ამისს!!!
- მოკლედ,გინდა? გაგიყვან აქედან.. არ გინდა? მაშინ იჯექი,დაელოდე როდის რა მოუვა შენს ახლობლებს და იცხოვრე ასე..
- კარგი!!!
- კარგი? ანუ?!
- ვთანხმდები შენს დედამო**ლ წინადადებას!!!
- ძალიან კარგი..რადგან დამთანხმდი,კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს.
- რა ამბავი?!
- ბატონმა იასონმა,იმ ხალხიდან რამოდენიმე დაიჭირა,რომლებმაც ნარკოტიკები ჩაგიდეს,შენი სახელით გაავრცელეს ინფორმააცია,რომ შენ შეუწყვე ხელი ამ ყველაფრის ექსპორტს.. მოკლედ რომ ვთქვათ,პრეზიდენტი დათა - შენს ხელშია.
- და იასონმა ეს ყველაფერი რატომ გააკეთა?!
- ამის გარეშეც გამოგიშვედით ციხიდან,მაგრამ იასონმა შემოგითვალა,ციხეში ჯდომა რამედ ხომ უნდა უღირდესო..ასე არ არის?
- მალე დავასრულოთ ეს დედამოტყ*ული თამაში!!
- მოკლედ,შვილის გამო დიდი ხნის მეგობარს ისევ უღალატა..იმედია ამას ხვდები.
კარგი,ახლა კი საქმეებს შევუდგები.
- თინათინ..
კაცს ყბის ძვალი დაეჭიმა და გამჭოლი მზერით გახედა ქალს.
- ანასტასია როგორ არის?
- მძიმედ.



№1  offline წევრი ლილილი

ვაიმე ვაიმე ვაიმეე.ეხლა გავგიჟდები.საოცრება ხარ!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

არარსებოოობს,არ მითხრა რომ დემეს მამამ მის დასათანხმებლად გასწირა ტასოო,თუ დათას მამამ?ორივე შემთხვევაში ცუდიაა საცდელი ბუაჭი ხომ არ არის? საწყალი ტასოო როგორ გაწირესარამზადებმა????

 


№3 სტუმარი nino

dzalian didi madloba shen <3 vekodebi shemdeg tavs dzakian mainteresebs❤umagresi xar????❤

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

Nameless Girl
ვაიმე ვაიმე ვაიმეე.ეხლა გავგიჟდები.საოცრება ხარ!

ძალიან დიდი მადლობააა!<3
სტუმარი ნათია
არარსებოოობს,არ მითხრა რომ დემეს მამამ მის დასათანხმებლად გასწირა ტასოო,თუ დათას მამამ?ორივე შემთხვევაში ცუდიაა საცდელი ბუაჭი ხომ არ არის? საწყალი ტასოო როგორ გაწირესარამზადებმა????

ამასაც მალე გავიგებთ აუცილებლააად <3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Mziko

Vaimee exla gavgijdebi vin esrola tasoss??au uechveli an datas xeli urevia an iasoniisss auu male dade Axali tavi Ra moitmens dzalian Kargi iyoo

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

nino
dzalian didi madloba shen <3 vekodebi shemdeg tavs dzakian mainteresebs❤umagresi xar????❤

უღრმესი მადლობა ჩემო თბილოო<3
სტუმარი Mziko
Vaimee exla gavgijdebi vin esrola tasoss??au uechveli an datas xeli urevia an iasoniisss auu male dade Axali tavi Ra moitmens dzalian Kargi iyoo

გავიგებთ მაგასაც მალე<3 მადლობა მზიკოოო :*

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

Daizaba situacia, ...... madloba ro wer. Vaimeee rodis iqneba axali tavi, exla wavikutxe da gavgijdiii. Male Dade raa .....

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

ჩემო საყვარელო ეს რაშოკი ამბავი დაატრიალე აქ როგორ მიყვარს ეს ისტორია და შენ არიცი არ გვალოდინო <333

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მარი
Daizaba situacia, ...... madloba ro wer. Vaimeee rodis iqneba axali tavi, exla wavikutxe da gavgijdiii. Male Dade raa .....

მადლობა დიდიი საყვარელო <3 მალე იქნება ისიც <3
სტუმარი ლიკა
ჩემო საყვარელო ეს რაშოკი ამბავი დაატრიალე აქ როგორ მიყვარს ეს ისტორია და შენ არიცი არ გვალოდინო <333

მე როგორ მიყვარხართ ის თუ იცით?????
ვეცდები რომ ბევრი არ გალოდინო ჩემო თბილოოო<3 <3

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

უცნაური მე
რომ მგონია დასასრულს ვუაახლივდებით, უცებ ისეთი რაღაც მოხდება სულ აირევა ხოლმე ყვეაფერი.. ძალიან კარგია.. იმედია ანასტასიას ის არ სჭის რაც მგონია :დ და თუ მართლაც ასეა ყველაფერი კარგად იქნება. ნუ მოკლედ ველოდები ახალ თავს რაა და იმედია გავიგებთ ყველაფერს ❤️❤️

დიდი მადლობა ჩემო უცნაურო<3 არა,ეს ის ნამდვილად არ არის რაც შენ გგონია:დდდდდ <3 <3
სხვა ამბავია აქ:დ <3
მალე შემოგთავაზებთ ახალ თავსაც<3 <3 <3

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

თამო1712
dges dadeb?

ვეცდები ყველანაირად:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent