შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 15)


24-08-2018, 00:34
ავტორი n-strovet
ნანახია 1 690

-მე და შენ კარგი წყვილი ვიქნებოდით, მე სიყვარული რომ შემძლებოდა-მის წინ დადგა და სახეზე მოხვია ხელები-ახალ წელს გილოცავ “ჩემო” ელიზაბედ-შუბლზე გრილი ტუჩები მიაკრო.
-ეგრე ნუ ამბობ, შენ შეგიძლია სიყვარული და ეს გღუპავს-თლილი თითები სახეზე ჩამოსუვა-გავისეირნოდ….ფეხით-ხელმკლავი გამოდო
-როგორც შენ იტყვი-ხელზე ნაზად აკოცა და მასთან ერთად გაუყვა, თოვლით შეფერილ გზას.-ყოველთვის არასწორ არჩევანს ვაკეთებდი სიყვარულში, ის მიყვარდებოდა, ვინც არ უნდა შემყვარებოდა. თვალები იმდენად დაბრმავებული მქონდა, რომ ვერც ვხედავდი ჩემს გვერდით უმშვენიერეს ქალს, რომელიც მზად იყო ჩემი სიყვარულისთვის ცხოვრება გაეწირა და გაწირა კიდეც, ვინც ჩემი სულის ნაწილს, საკუთარი შვილივით ზრდიდა და იტანდა ჩემს თავხედობას.
-იმ გოგონამ, როდესაც თექვსმეტი წლის იყო, მაშინ დაგიმტკიცა სიყვარული და გაჩუქა საკუთარი თავი. შემდეგ კი ოცდახუთი წლის ასაკში, როდესაც ლილიანთან ერთად მარტო დარჩი. და დიახ ის ჩემი შვილია, დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენა არ არის, შეიძლება ჩემს სხეულში არ ჩასახულა თუმცა მე დედა ვარ!. ამას ამაყად და ხაზგასმით ვამბობ. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით და თუ შენ ჩემდამი სიყვარული არ გაქვს არაუშავს, ჩემი სიყვარული იმდენად დიდი იყო და არის, ორივეს გვეყოფა. როდესაც შენთან მოვედი წინადადებით, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, მაგრამ შენ ვერ მიხვდი, ჩემს მიზანს. მე ყოველთვის გეუბნებოდი, რომ შენს გარდა არავინ მინდოდა და თუ სხვასთან იქნებოდი ბედნიერი, შენი ბედნიერებით მეც გამაბედნიერებდი. ასე თუ ისე ოთხი წელი შენი მერქვა და ეს დღემდე დამყვება.
-მაპატიე….მე მართლა ვეცადე, რომ ისევ შემყვარბოდი…-დახშული ხმით წარმოთვა და დასევდიანებული თვალები ელიზაბეტს შეხედა-ყოველ დღე ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას, რატომ? მაინცდამაინც მე, რატომ შეგიყვარდი? რატომ გამანადგურებინე შენი ცხოვრება და საუკეთესო წლები, მე შენ არ გიმსახურებდი. ზედმეტად კარგი ხარ ამისთვის. ელზას მეტი არაფერი უთქვამს, მხარზე მჭიდროდ მოეხვია. ამდენი წლის შემდეგ ისევ შეეძლო მოხვეოდა და მისი სურნელი შეეგრძნო. ეს იყო ის დიდი სიყვარული, რომელიც თექვსმეტი წლისას ეწვია და დღემდე მყარად დგას.
. . . .
-დილამშვიდობის-ლილიანმა, როგორც კი თვალები გაახილა ნიკას თბილი მზერა დაუდგა წინ.
-დილამშვიდობის-გაუღიმა და დივანზე წამოჯდა-აქ მეძინა?
-რომ მოვედი უკვე ჩაძინებული იყავი, ვიფიქრე სანამ ღმად ჩაეძინება აქ იყოს-თქო და შემდეგ მეც ჩამეძინა სავარძელში.
-ძან შეგაწუხე არა?-სახე დამანჭა-სულ დამავიწყდა, ახალ წელს გილოცავ!-წინ გადაიწია და ლოყაზე აკოცა.
-შენც-ფეხზე წამოდგა და გვერდით მიუჯდა-რამე გინდა?
-არა, ცუდად ვარ-ხმის კანკალით უთხრა და თავი მხარზე დაადო
-ყველაფერი მოგვარდება, არ იღელვო კარგი?
-იმედია, მშია საჭმელი გაქვს?
-კი-ჩაიცინა-მაგრამ რაღაც პროდუქტებს მოვიტან კიდევ
-კარგი, დაგელოდები -თავი დაუქნია და გადასაფარებელში ყელამდე გაეხვია
-გცივა?-შუბლი მაჩვენე -ხელი დაადო შუბლზე-ცხელი ხარ-შეცბა
-ალბად გუშინ გავცივდი
-მე წავალ და სიცხის დამქწვს წამოგიღებ-ფეხზე წამოდგა.
-შენ რა იცი წამლის სახელი-გაიცინა
-დედაჩემი ექიმია, მას ვკითხავ არ იღელვო-თავზე აკოცა გასაღებს ხელი მოკიდა და სახლიდან გავიდა.
ლევანი სანდროსთან ერთად შეხვდა ახალ წელს, ორივენი ჩუმად იყვნენ და სვამდნენ. ორივენი კი დუმდა, მაგრამ სახეზე ,რომ შეგეხედათ დაინახავდით მათ ტკივილს. ორივენი შიგნიდან იწვოდნენ და საყვარელ ქალზე ფიქრობდნენ.
-დათამ სამსახურის გამო ვ რ ვიცლიო, იქნებ მესტუმროთო
-შენ თუგინდა წადი მე არ შემიძლია ნინელის ნახვა-დანანებით გააქნია თავი-ისევ მიყვარს, თან აქედან მივდივარ ხომ იცი.
-ესეიგი მიდიხართ?
-სხვა გზა არ გვაქვს-მხრები აიჩეჩა-არ გაცილდება ის კაცი ტასოს
-და რათ გინდა ეგეთი ცოლი?-განცვრრიფებულმა წამოიძახა
-ცოლი არა, მეგობარი გოგო -შეუსწორა
-მითუმეტეს, რატომ იკიდებ კაცს სამკვდრო-სასიცოცხლოდ?
-რავქნა მარტო მე ვარ დამნაშავე? მე ვუყვარვარ მაგ გოგოს
-და სად მიდიხარ?
-მილანში ცოტახნით, იქ გავჩერდებით შემდ რომში და ასე
-ხეტიალი როდის მერე გიზიდავს?-გაუკვირდა და იმწამს დასხმული ვისკი გადაცალა
-შენ მაიც გამიგე რა, შენსკენ რა ხდება?
-არ მაპატიებს-თავი გააქნია-მასაც ვუყვარვარ, მაგრამ დავკარგე, ისე მოხდა ვერც გავიგე, როდის შევუყვარდი.
-მას გრძნობები ყოველთვის ჰქონდა შენს მიმართ, უბრალოდ ამას ოსტატურად მალავდა.
…….
ნიკა ლილიანის მოვლით იყო დაკავებული ,ძალიან ბევრ სახალისო ისტორიას უყვებოდა.
წამით ავიწყდებოდა კიდევაც მისი პრობლემა და გულით გაიცინებდა. უყურებდა, როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში ლილიანისთვის წვნიანი, რომ მოემზადებინა. ახლა ნათლად ხვდებოდა, რომ ნიკა არ უყვარდა და ეს მხოლოდ გატაცება იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ის იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ ატყუებდა. მისი შეუხორცებელი იარა ანჩვენა...ენდო და მოუყვა, მისი ცხოვრების მნიშველოვანი დეტალები.
-ნიკა-მისაღებიდან გასძახა-მოდი გთხოვ-ისიც მალევე მივიდა მასთან და გვერდით მიუჯდა.
-გისმენ
-წავიდეთ აქედან!-პირდაპირ უთხრა სათქმელი, რაც გული კარნახობდა.
-სად წაწვიდეთ?-ვერ მიხვდა რას გულისხმობდა
-აქედან, ამ ქვეყნიდან წავიდეთ-ყველაფერ მოავლო თვალი-მხოლოდ მე და შენ-ხელი ხელზე დაადო და თვალებში ჩახედა.
-შენ ეს გინდა? დარწმუნებული ხარ?
-კი, მინდა წავიდე რაც შეიძლება მალე-ტელეფომზე აზუზუნდა.-ვუპასუხებ-გაუღიმა და ტელეფონი აიღო.
-გისმენ ელზა....რატომ ტირი?...რა?....რაბრალდებაა? ან როდის?......კარგი, ალხავე მოვდივარ-ყურმილი გათიშა და თავი ხელებში მოიმწყვრია.
-რა ხდება?-ინტერესით შეხედა
-მამაჩემი ის..პოლიციამ დააკავა
-რააა? ადექი წავედით სწრფად-ფეხზე წამოდგა-რას უცდი წავედით
-ვერ შევძლებ, როგორ უნდა დავინახო მისი თავი გისოსებს იქეთ?-ატირდა
-ჰეი..ჰეი-მასთან ჩაიმუხლა-შენ მას ჭირდები, ეხლა მხოლოდ შენ შეგიძლია მასთან ყოფნა, არ შეიძლება, ესე უბრალოდ ადგომა და წასვლა, ეგ არ არის სწორი გამოსავალი. ჩვენ ეხლა ავდგებთ და წავლათ მამაშენთან, გასაგებია?
-კარგი-თავი დაუქნია და ფეხწე წამოდგა-ელზამ დღეს არის პირველი მოსმენაო
-ხოდა მივუსწრებთ, წამოდი-ხელი მოკიდა და სახლი დატოვა.
სასამართლოს შენოსთან გადმოვიდა, იქ ანერვიულებული ელზა დაინახა, თავიდან ვერც იცნო სულ სხვა იმიჯით. კლასიკური სამოსში გამოწყობილი და მაღლებზე შემდგარი, მაკიაჟით და საქმიანი იმინჯით. ლილიანს გაუკვირდა, მაგრამ ახლა ამისთვის არ სცხელოდა. მისკენ დაიძრა თუმცა ელზასგან ოდნავ მოშორებით თეა და ლევანი დაინახა, თვალები ზიზღით აევსო, ნიკას ხელი გაუშვა და ყვირილით მიუვარდა ლევანს.
-რა ნამუსით მოდი აქ? გაეთრიეთ აქედან, ვერ მიაღწევთ თქვენსას არ გაღირსებთ ბედნიერებას, დაიკარგეთ აქედან -ნიკა სწრაფად მივიდა და ლევანს მოაცილა მისი თავი
-ლილიან დაწყნარდი!-დინჯი ნაბიჯებით მივიდა ელზა ლილიანთან-არ შეიძლება ესეთი გქეცა!-კატეგორიულად მოითხოვა ქალბატონმა ელიზაბედმა.
-მამაშენმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილზე-ორი ნაბიჯი გადადგა თეამ მისკენ და მიაძახა
-შენ...შენ...ხვდები რას ამბობ? თავხედო!-ხელის ქნევით წავიდა მისკენ-ეხლა აღარ გინდა მამაჩემი ხო?-თმებში წვდა
-ლილიან რას აკეთებ, გონს მოდი!-კბილებში გამოსცრა ელზამ….ოჰ ფარდონ...ქალბატონმა ელიზაბედმა.
-მამაშენმა პასუხი უნდა აგოს, მან ქმარი მომიკლა-მოიცილა და თმების გასწორება დაიწყო.
-ეხლა გახდა შენი ქმრის მკვლელი არა? მის ფულებს, რომ ხარჯავდი, კარგად იყო საყვარელი ბოიფრენდი თუ საქმრო-ისევ წვდა თმებში-გამიშვით ხელი, ამას სათითაოდ დავაცლი თმებს, ნუ მაკავებთ.-ნიკამ, როგორმე მოაცილა გამწარებული ლილიანი თეას.
-ხელები გააჩერე გოგო-იღრიალა ლევანმა
-მართლა? რასმიზამ?-შედარებით დაწყნარებულმა მიმართა.-ვერაფერს იზამ, დამთავრდა თამაში შენ აღარ ხარ ჩემზე შეყვარებული, ბიჭი და არც მე ლმობიერი გოგო!.-ამაყად და მტკიცედ განაცხადა, მაგრამ მხოლოდ მან იცოდა, რა ფასად უჯდებოდა ეს სიმტკიცე და სიამაყე.
-თავი შეიკავე გთხოვ-ნიკამ ხელები მხრებზე დაადო და შენობისკენ წაიყვანა-ეგრე ნუ უყადრებ თავს.
-ხედავ? ეხლა ამბობს, ჩემი ქმრის მკვლელიაო, ქალი, რომელიც მის გვერდით იწვა სასთუმალზე, ღმერთო ჩემო, ეხლა გაახსენდა ცხონებული ქმარარი-ძალაგამოცლილმა ამოილაპარაკა და ნიკამს მხარზე დაადო თავი.
პირველ მოსმენაზე ლევანი ჯიქურად უყურებდა, დათოს თვალებში და ელოდა, რომ წამი-წამზე მამამისის სიკვდილისთვის პროკურორი ბრას წარუყენებდა თუმცა ირონიული ღიმილი სახეზე შეახმა, რადგან არანაირი მკვლელობა არ უხსენები., მხოლოდ, საბუთების გაყალბება, ფულის გათეთრება და თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მოსამართლე გასაჩენის გამოსატანად გავიდა. ნახევარი საათი ელოდნენ. სასამართლო დარბაზში დაიკავეს ადგილები, მოსამართლეც გამობრძანდა და განაჩენის წაკითხვა დაიწყო.
-სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილით თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით (იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როფორც საჯარო-საზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), დიდი ოდენობით ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შემდეგი მოსმენა გაიმართება ერთ თვეში.
სასამართლოდან გამოსვლისთანავე ლევანმა მამუკას დაურეკა, მან კი მშვიდად მოახსენა, რომ არანაირი საბუთი არ ჰქონდ,ა რათა მამამისის მკვლელობისთვის ბრალი წაეყენებინა.
-თქვენ შემპირდით-იღრიალა მთელ ხმაზე
-შენ ხომ მისი გისოსებ მიღმა ყურება გინდოდა? ხოდა დატკბი, რა მნიშვნელობა აქვს მკვლელობის თუ თაღლითობის მუხლით?
-შენ ეს იცოდი….გამომიყენე! მე მამაჩემისთვის მინდოდა, სამართლიანობა აღმედგინა და ფეხებს რა მულით ჩასვი, მე მამაჩემის მკველის დასჯა მინდა და არა იმ დათოსი, რომელიც შენ გძულს.
-დაასრულე ? ნახვამდის-ყურმილი გათიშა
-ამის დედაც!-იღრიალა ლევანმა.

-ყველაფერს გავაკეთებ ეს სასჯელიც, რომ მოუხსნან-მკაცრი ტონით მიმართა ელიზაბეტმა.
-ქალბატონო ელიზაბედ, ძალიან ძლიერი ბრალდებები აქვს, ეხლა უნდა შევეცადოთ სხვა სამხილები არ იპოვნონ და არ შეტენონ.
-არა! შენ გაანადგურებ იმ სულელურ და აფსურდ სამხილებს და დათოს ციხიდან გამოუშვებ-მიუახლოვდა ადვოკატს, თვალებში ჩახედა და კბილებში გამოსცრა.
-ესე არ არის კანონის თანახმ….
-ვივი კანონი-წყობიდან გამოსულმა დაიძახა-მეც იურისტი ვარ და ნუ მასწავლი კანონს, გააკეთე ის რაც გევალება. და ფული თუ ცოტაა, პირადად გადაგიხდი. სამუშაოს შეასრულებ და დანამატსც მიიღებ, დიდი რაოდენობით ფულს ან სხვა ადვოკატს დავიქირავებ და შენ ნულზე დარჩები
-ყველაფერს გავაკეთებ, ნუ ღელავთ-სწრაფად შეცვალა თავისი სიტყვა და გამომეტყველება.
-ძალიან კარგი-ძალდატანებით გაუღიმა და ლილიანისკენ დაიძრა, რომელიც გაოცებუოლი უყურებდა.
-არაფელი თქვა….გთხოვ-მიზანს მიუხვდა ელიზაბეტი. უბრალოდ მოეხვია და თავზე აკოცა-მე შენთან ვარ!
-მამასთან შეხვედრა მინდა-კატეგორიულად განაცხადა.
-შეგახვედრებ აუცილებლათ.-თავი დაუქნია და ადვოკატის მიმართულებით დაიძრა. თხუთმეტ წუთში ელიზაბეტი და ადვოკატი კმაყოფილი სახით გამოვიდნენ.
-მხოლოდ ხუთი წუთით მოვახერხე, არ შეიძლებოდა-განუმარტა ლილიანს
-არაუშავს, მთავარია მამას ვნახავ.
ელზას გვერდი აუარა ადვოკატს გვერდით ამოუდგა და დათოსთან გაყვა.
-მამა-აცრემლებული თვალებით შეხედა.
-გთხოვ, არ იტირო ჩემო ფერია-სახეზე მოეფერა
-ეს..ეს ბორკილები მოხსენით ადამიანები არ ხართ? აქედან სად გაიქცევა?
-ჩუ ჩუ ნუ ყვირი, არ შეიძლება კანონს უნდა დავემორჩილოთ-დაბორკილი ხელი თავზემოდ გადაატარე წელზე შემოხვია და ჩიხუტა
-მამა ხომ გითხარი, დაგღუპავს ის ქალითქო-კისერზე მოეხვია
-თეაზე გინდა დარჩენილი 5 წუთი ვილაპარაკოთ?-გაუწყრა
-არა, რა გავაკეთო ეხლა მე შენს გარეშე?
-აკადემიური აიღე, ვერ შევძლებ გადახდას, აღარ გვაქვს ფული.
-მამა მე ამაზე არ გელაპარაკები, უშენოდ, როგორ ვიცხოვრო, ექვდიდან ცხრა წლმადე გემუქრება, ცოტა არარის
-არ მინდა აქ, რომ იყო, არ მინდა ჩემს სანახავად დადიოდე.
-აბა რა ვქნა? იცი სანამ შენს ამბავს გავიგებდი, გავრბოდი და გტოვებდი ამხელა პრობლემებთან, ნიკამ მითხრა არ არის სწორი ეხლა აქციო ზურგიო
- ჩემი სასჯელი გამოტანილია, აზრი არ აქვს აქ გაჩერებას, ელზა საახლს მიხედავს, მე და თეა დავშორდით, კანონიერ ქირწინებაში ისედავ არ ვყოფილვართ, შენ კი წადი აქედან,შენ და ნიკა, მხოლოდ თქვენ ორი. მე კი, როდესაც გამოვალ ჩემოვალ და მერე სულ ერთად ვიქნები.
-ანუ გავიქცე?-თვალები სითხით აევსო
-არა, ეს გაქცევა არ არის, შენ აღარ გაურბიხარ აღარაფერს. ყველაფერი დამთავრდა, ჩემი სახლი ციხე იქნებაა, ხომ იცი ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მთავარია შენ არ დანებდე.
-არასდროს არ ვაპატიებ ლევანს ამ ყველაფერს-თავი გააქნია
-ნუ ჩაიდებ ბოღმას გულში, ძალიან გთხოვ, ისევ ისეთი იყავი ენამწარე, მაგრამ კეთილი არ ჩაიდო ბოღმა გულში შენ თუ შურისძიებაზე დაიწყებ ფიქრს, მე აქ ნამდვილად მოვკვდები.
-გპირდები, ყველას თავისი მიეზღვება -ცრემლები მოიმშრალა
-ნუ მანერვიულებ შენს გამო,ძალიან გთხოვ
-მე არა მამა, ღმერთი გადაუხდის ორივე დადა-შვილს სამაგიეროს -ლოყაზე აკოცე და ხელიდან სამაჯური მოიხსნა -"Every end is a new begining" ამოიკითხცა წარწერა, გახსოვს ეს შენ მაჩუქე, ეხლა მე მინდა ეს ატარო-ხელზე გაუკეთა-ამით იგრძნობ, რომ მე შენს გვერდით ვარ და ყოველ წამს შენზე ვფიქრობ. მთელი სამყარო, რომ დაგიდგეს წინ მე შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის!
-დრო ამოიწურა-მოესმა დაცვის ხმა
-ჩემი წასვლის დროა-ჩაიცინა -შენს ერთადერთ გოგოს უყვარხარ-ლოყაზე აკოცა-მამა-დაიჩურჩულა და გადაეხვია
სიკვდილს უდრიდა მისი იქ დატოვებამ მაგრამ რა შეეძლო? როგორც კი გავიდა ნიკას ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა
-წამიყვანე აქედან
-ლილიან-მიახლოვდა ლევანი
-არ შემეხო-ხელი კრა-ეს არის შენი სიყვარული? შენთვის, რომ გეკითხა ჩემი ბედნიერების გამო ყველაფერზე წახვიდოდი. შემომხედე, ეს არის ბედნიერება? ეს არის შენი სიყვარული, წყეულიც იყავ შენც და შენი შურისძიება. ჩემი და მამაჩემის ცოდვით როგორ იცხოვრებთ?
-შენც გიყვარვარ , რა გინდა მასთან ? -ნიკაზე მიუთითა
-წავედით ნიკა-ხელი ჩაკიდა და მანთან ერთად დატოვა შენობა
-ლევან-თეა მიუახლოვდა
-შემეშვი-მოშორდა-მოგწონს, როგორც ვარ? შეგიძლია იგლოვო შენი ქმარი, როგორაც შეეფერაბა.
……...
ნიკამ და ლილიანმა თვითფრინავის ბილეთი იყიდა. აეროპორტში წასასვლელად მოემზადა. ბარგი მანქანაში ჩადო და გზას გაუვნენ. მთელი გზა ლილიანს ხმა არ ამოუღია. ნიკას არ უყურებდა, საქარე მინისკენ ჰქონდა თავი მიბრუნებული და შიგადაშაიგ ცრემლებს იქწენდდა. რას დაემართა იმ მხიარულ და უდარდელ გოგოს? როგორ წარიმართა მისი ცხოვრება….იმის შიშით იძინებს და იღვიძებს, რომ ახალ დღეს ახალი პრობლემა და ტკივილი გაჩნდებოდა და გულწფელად, რომ გითხრათ ალბათ ლილიანისთვისაც უჩვეულო იქნებოდა, დღე, სადაც არაფერი ხდება. ის ხომ მიჩვეულია უკვე გულის ტკენას და ბრძოლის თავიც არ აქვს…. და ლილიან მღებლიშვილი დანებდა? იქნებ მამამისის გამო…..მისთვის გული არ ეტკენინებიდან და ახალი სადარდებელი არ შეექმნა. ეს მიზეზი ზედაპირულად, შეიძლება ლევანი იმდენად უყვარდა, რომ არ შეეძლო მისთვის რაიმეს დაშავება. ეს ხომ არ იყო, ჩვეულებრივი სიყვარული..ფიქრებში თავის თავს იდანაშაულებდა. ფიქრობდა, იქნებ თავის თავის მოტყუება, რომ შეეწყვიტა და ლევანის სიყვარული თავის დროზე აღიერებინა, ესე არ მოხდებოდა, მის მხარეს შემოატრიალებდა და ეხლა ტკივილის ცრემლები კი არ უნდა უსველებდეს მის გლუვ კანს, არამედ სიხარულის.ფიქრებიდან ნიკას შეხებამ გამოიყვანა. წინ, როდესაც გაიხედა უკვე აეროპორტთან იყვნენ, მანქანიდან გადმოვიდა და უკან მანქანით გამოყოლილ ნიკას ძმაკაცებს მსუბუქად გაუღიმა.
-ლილიან-ჩამწყდარი ხმით და მორიდებით წარმოთქვა მისი სახელი
-გისმენ
-ვიცი ამის დრო არ არის, მაგრამ..ლევანი გიყვარს?
-ის ჩემი სიყვარულის ღირსი არ არის, შენი კი ხარ-ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა
-თვითფრინავში ავიდეთ, წამოდი!-ხელი ჩაკიდა მეგობრებს გამოემშვიდობნენ და თვითფრინავში აიდნენ.
იმის გამო, რომ რაიმე კითხვა არ დაესვა ნიკას თვითფრინავში თავი მოიმძინარა. ერთ საათში ნიკამაც დაიძინა, მისი ხელი მჭიდროდ დაეჭირა და გულთან მიედო, თითქოს სადმე გაურბოდა. ლილიანმა თვალები ფრთხილად გაახილა და ჩაეღიმა
-შენ მაინც იყავი ბედრიერი, ამას იმსახურებ-უჩურჩულა და ჩაეხუტა.
.....
დღევანდელი დღე
-როდესაც მის თვალებს შევხედე ვიგრძენი, რომ საშინლად ტკიოდა. უნდოდა მთელი ძალით ეღრიალა, უნდოდა მისი ხმა სამყაროსთვის გაეგებინებინა. ვიცოდი, რომ ეს მისი არჩევანი არ იყო , თავს წირავდა. მინდოდა შემეჩერებიინა, მეთქვა დარჩი! , იბრძოლე! არ დაუშვა, რომ წაიქცე, მაგრამ ვერ ვუთხარი, ვერ შევძელი!, გამბედაობა არ მეყო,...როგორც ყოველთვის. მისი სახე ეხლაც თვალ წინ მიდგას . მისი კანი ბარხატივით ნაზი იყო, თოლივით თეთრი, ღიმილი, რომელიც მთელ სამყაროს ღიმილს უდრიდა და თვალები...თვალები, რომელიც მე ესე ძალიან მიყვარდა მასში....
და უცებ.
ატირდა.
...........
ვიცი პატარა და საშინელი თავია, მაგრამ მეტის დაადება ვერ მოვახერხე იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ



№1  offline წევრი skida

როგორ გამახარე იცი? ძალიან ძალიან გთხოვ ლილიანს ლევანი უყვარს ლევანს კი ლილიანი არ დააშორო ეს ორი ერთმანეთს გთხოვ კარგი შუალედებით დებ ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი n-strovet

[quote=skida]როგორ გამახარე იცი? ძალიან ძალიან გთხოვ ლილიანს ლევანი უყვარს ლევანს კი ლილიანი არ დააშორო ეს ორი ერთმანეთს გთხოვ კარგი შუალედებით დებ ასე გააგრძელე heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent