იმ საღამოს წვიმდა
ცხოვრება და სიყვარული...რა საერთო აქვს ამ ორ ცნებას?ალბათ ის რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.ცხოვრებაზე მუდამ დრომოჭმული ფრაზები მახსენდება:მთელი ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა;მისი გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი;მუდამ სიურპრიზებს გვიმზადებს. სიყვარული...აზრი მის შესახებ ვერ იქნება ფიზიკის რომელიმე კანონის მსგავსი,რომელიც უბრალოდ უნდა დაიმახსოვრო.ის ყველას სხვადასხვანაირად ესმის,სხვადასხვანაირად აღელვებს,სულს უფორიაქებს.გამოხატვის ხერხები განსხვავებულია.მე შემიძლია გითხრათ რომ ის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.აი აქაც ვერ შევძელი მათი განცალკევება.არც კი დაგეკითხება ისე შემოიჭრება ჯერ შენს ყოველდღიურობაში,შემდეგ გონებაში და ბოლოს გულისკენ მიმავალ გზასაც გაიკვლევს.მთლიანად დაიპყრობს სულს,სხეულს.ერთიანად აგიწეწავს ჩვეულებრივ,არაფრით გამორჩეულ ცხოვრებას და მის მორჩილს გაგხდის.კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია.სწორედ ეს გელოდებათ წინ.ბანალური?გიჟური?რომანტიული?თუ ყველა ერთად?მოდით ვნახოთ რას გვიმზადებს ამბავი,რომელიც ერთ წვიმიან საღამოს დაიწყო. 1. -ტაქსი გავაჩეროთ.ფეხით როდემდე ვიაროთ?-უკვე მეათედ ვიმეორებ ერთი და იგივეს და ვცდილობ სირბილით დავაღწიო თავი წვიმას. -დამშვიდდი.მალე მივალთ.-დამიყვავა კატომ და სახეზე ღიმილი აიკრა,რომელიც უფრო მიშლიდა ამ,ისედაც წყობიდან გამოსულ ნერვებს.ათი წუთია ქუჩაში დავდივართ და წვიმით ვირთობთ თავს.ყოველ შემთხვევაში კატო ერთობა.მე კი მოწმედ გამოვდივარ. -სრული კრახით დამთავრდება შენი ვიზიტი,თუ ამ ქალაქში წვიმას ერთხელაც არ შევეგებებით ღია ცის ქვეშ.-ასე ამართლებს კატო ლონდონის ქუჩის ფეხით დალაშქვრას.რა თქმა უნდა ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.მაფრამ არა თავსხმა წვიმაში.ალბათ ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს,რომ წვიმიანი ამინდი არ მიყვარს.მას მუდამ ცუდი მოგონებები მოაქვს,რომლებიც სწრაფად გაირბენენ ჩემს გონებაში და თავს შემახსენებენ.მე კი მედგრად ვხვდები და ვცდილობ ტვინის პატარა კუნჭულში,მათთვის განკუთვნილ ადგილას გამოვკეტო.უხასიეთობა და მოწყენილობა ჩემი მუდმივი თანამგზავრებია ასეთ დროს.მიზეზი?მიზეზის პოვნა მხოლოდ წვიმის წვეთებში შეიძლება. -აი ამ სასტუმროში შევიდეთ.თავს მოვიწესრიგებთ.-ამ სიტყვებით მიბიძგა კატომ მდიდრული სასტუმროსკენ,რომლის ინტერიერიც ღია ფერებით,უზარმაზარი ჰოლით,მარმარილოს იატაკით კომფორტულად აგრძნობინებდა თავს შიგნით შესულ ადამიანს.თუნდაც მისი მიზანი საპირფარეშოს ერთჯერადი მოხმარება ყოფილიყო.დანიშნულების ადგილისკენ მივემართებოდით.ამ დროს ლიფტიდან გამოსულმა ხალხის ნაკადმა მცირე ხნით გზა გადაგვიკეტა.როცა ვიფიქრე დაბრკოლება უკან მოვიტოვეთ და ნაბიჯს ავუჩქარე,სწორედ მაშინ შევასკდი ვიღაცის მხარს.პირველი რაც გავარჩიე ნაცრისფერი მაისური იყო,რომელიც დაკუნთულ მხარს ფარავდა.თვალები ზემოთ გამექცა.აქ კიდევ ერთ მოულოდნელობას გადავწყდი.ორი ცივი სფერო,რომლითაც სწრაფად შემავლო მზერა და ზედაზე დაიხედა.სადაც წვიმაში გაწუწულს უკვე დამეტოვებინა ჩემი კვალი.მე კი ამ ყველაფრის პატრონს ვაკვირდები სახეზე.ბოდიშის მოხდა ახლაღა გამახსენდა,მაგრამ ვინ გაცალა?! ბიჭმა გვერდი ამიარა და საპირისპირო მიმართულებით გაემართა. -ისე რა სიმპატიური იყო ის ბიჭი.-მეუბნება კატო და თან გულმოდგინედ ანახლებს მაკიაჟს აწ უკვე გამშრალ სახეზე.საპირფარეშოში,სარკესთან ვდგავართ. -ვინ ბიჭი?-ინსტიქტურად ვეკითხები. -რას გამოიშტერე თავი რუსასო?ის ზე გამაგიჟებელი,ინგლისის მკვიდრი ახალგაზრდა,მკერდით რომ შეასკდი. -საიდან დაასკვენი რომ აქაურია? -ამხელა წინადადებიდან მხოლოდ ეგ გაიგე? უბრალოდ ვივარაუდე.თანაც რა მნიშვნელობა აქვს?მისი შარმით დატყვევებული ყველა გოგო ფეხქვეშ გაეგება. -ვერანაირი შარმი ვერ დავინახე.-ვუთხარი მობეზრებულად და გასასვლელისკენ დავიძარი. -ეჭვი არ მეპარება,ძვირფასო,შენ ხომ ამ კუთხით არასდროს უყურებ ბიჭებს.-სიცილით მითხრა კატომ და უკან გამომყვა. თუმცა ამ ჯერად ცდებოდა ჩემი ლამაზი დეიდაშვილი.საწოლზე გულაღმა ვიწექი და ძილი არ მეკარებოდა.მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა ის "ზე გამაგიჟებელი"კაცი,რაც დასაძინებლად გავემზადე.სახის ლამაზი ნაკვთები,სწორი ცხვირი(რაზეც ასეთი გართულება მაქვს) და გრძელი,თლილი თითები,უცბად რომ ჩამოისვა დასველებულ მაისურზე.გულში ჩამივარდა?როგორ შეიძლება ასეთი გარეგნობის პატრონმა არ დაიკავოს შენს გულში ადგილი.მაგრამ ეს რომ დიდხანს გაგრძელდეს?მასზე ფიქრი რომ ვერ შევწყვიტო?ხშირად წამიკითხავს ერთი შეხვედრით დაწყებული რომანის შესახებ.ერთმანეთზე ფიქრს რომ ვერ წყვეტენ,შემდეგ ერთმანეთს პოულობენ და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.ამას ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებენ.ამ ცნებას კი ყოველთვის არარეალურად აღვიქვამ.საინტერესო,მიმზიდველი სასიყვარული ისტორიები მხოლოდ ქაღალდზე ვიცი.და რა თქმა უნდა კინოს სამყაროშიც.მაგრამ ახლა მე სწორედ იმ გმირებივით მემართება.რატომ ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს?რა მჭირს??ასეთი რამ არასდროს დამმართნია.თითქოს ბოლომდე ჩავიძირე მის ცივ სფეროებში და ერთიანად მოვწყდი რეალობას. აი მის თვალებსაც შევეხეთ.დიახ,სწორედ ის თვალები,მათი ფერის მიუხედავად ასე ცივი რომ გამხდარიყო.მწვანე ზოლი შემოხვეოდა მის შავ გუგებს.გასაგიჟებლად მწვანე.ეს ფერი არასდროს მომწონდა.მართალია,სწორად ვიხმარე წარსული დრო.აწმყოში კი ვითარება მკვეთრად შემოტრიალდა.მისმა ცივმა,ამოუხსნელმა თვალებმა მწვანე ფერი შემაყვარა.ერთადერთი ჩემი მრავალფეროვანი პალიტრიდან,რომელიც არასდროს მიზიდავდა.ახლა დარწმუნებით შემიძლია ვუპასუხო კითხვას:რომელია შენი საყვარელი ფერი?და აღარ დავიწყო ჩამოთვლა დაუსრულებლად. სამ დღეში თბილისში ვბრუნდებით.კატომ სწავლა ლონდონში გააგრძელა და წელს წარმატებით დაასრულა კიდც.ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მიზეზი მხოლოდ დასვენებასა და გართობაში მდგომარეობდა.ეს უკანასკნელი კი კატომ აიღო საკუთარ თავზე.რაც ვგონებ მას უკეთესად გამოსდიოდა,ვიდრე გართობის მთავარ ობიექტს.კლუბები,რაც ჩემ უახლოეს ნათესავს ყველა ქალაქის მთავარ "ღირსშესანიშნაობად" მიაჩნია,ჩემგან,ადამიანისგან,რომელიც გატაცებულია საოცარი ხედების და ორიგინალური შენობების თვალიერებით,ძალიან შორსა.მართალია კატოს წყალობით მათაც ვეზიარე,მაგრამ მთავარი მოწონება და აღფრთოვანება ლონდონის მშვენებებმა დაიმსახურა,რომლებიც ამაყად იწონებენ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ მშვენიერ ქალაქში.ახლა კი შემეშინდა,ისინი მდიდრულ სასტუმროში შეჯახებამ არ ჩაანაცვლოს მეთქი.ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გავიგე ისე მომერია ძილი. -იცი რა ძვირფასო,მიუხედავად შენი ასეთი ტკბილი ძილისა,ძალა არ შემწევს ღიმილით გიყურო და მოთმინებით გელოდო.ადექი, თორემ გუშინდელი წვიმა მონაგონი იქნება.-ამ სიტყვენთან ერთად კატომ საბანი გადამაძრო და საწოლიდან წამომაგდო(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).-დღეს დიდი გეგმები მაქვს.ეს სამი დღეც დავტკბეთ ლონდონით. ერთი საათის შემდეგ დახეულ ჯინსში და ყვითელ ტოპში გამოვეწყვე.კატოსთან ერთად მოვიარე მაღაზიები და უკვე დიდ შენაძენს რამდენიმე ფუთაც დავამატეთ.ტანსაცმელი და საჩუქრები ერთიანად დავახვავეთ საწოლზე. -მშვენიერია.ახლა მე და შენ გავისეირნებთ,რახამ ვერ გაძეხი ამ ლონდონის თვალიერებით და სახლში მალე დავბრუნდებით.ჩემი დიდი გეგმები არ დაგავიწყდეს.-მითხრა კატომ და კარისკენ გაემართა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.