სიგიჟის პიკი (თავი 2)
გოგოები მთელი გზის განმავლობაში მუსიკებს უსმენდნენ, მოკლედ რომ ვთქვათ ერთობოდნენ როგორც შეეძოთ.გზაში ერთ მაღაზიასთან გაჩერდნენ და ენერგეტიკული სასმელები იყიდეს გოგონებმა.საჭესთან კი გაბრიელა დაჯდა.სარა როგორც იქნა მოშორდა საჭეს და გვერდით დაუჯდა გაბრიელას ახლა კი მუსიკებს ბოლო ხმაზე უსმენდნენ იმიტომ რომ მათ მეტი გზაზე არავინ მოდიოდა.გოგოების სიგიჟეებს ბიჭები სიცილით უყურებდენ არ უკვირდათ რადგან სულ ასე იქცეოდნენ მუსკის გაგონებაზე. -კარგია რომ წამოვედით-თქვა სარამ -ხო კარგია- თქვა გაბრიელამ რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა -რა დაგემართა გაბრიელა?-იკითხა სარამ რადგან მეგობრის უხასიათობას ამჩნევდა -ჰარის დავშორდი,მითხრა სხვა გოგო მომწონსო და აღარ მიყვარხარო-უთხრა გაბრიელამ და ტირილი დაიწყო -რაა? რას ქვია აღარ მიყვარხარო-კითხა სარამ -რავიცი აღარ მიყვარხარო მითხრა და წავიდა -ნაგავი იდიოტი-ზიზღით წარმოსთქვა სარამ -ვინ არის ის გოგო?-კითხა ლილიანმა -არ ვიცი მხოლოდ სახელი მითხრა -რა ქვია იმ დეგენერატს?-იკითხა სარამ და მანქანა გააჩერებინა გაბრიელას -მეგი,ერთად სწავლობენ -ძალიან კარგი რომ დაგშორდა საერთოდ ძალიან უჟმური ბიჭი იყო ნამდვილი მუდო-თქვა ლილიანმა -კარგი ხო აღარ გვინდა იმ მუდოზე ლაპარაკი ადექი და გადმომსვი მანდ-უთხრა სარამ და მანქანიდან გადაუსვლელად გადაცველეს ადგილები მანქანა დაძრეს და ნახევარ საათში ლილიანის სახლში მივიდნენ კარგი სახლი იყო ორ სართულიანი ირგვლივ ყვავილები იყო და დიდი ბაღი სადაც ორი ჰამაკი ეკიდა მანქანა აეზოში შეაყენეს და გადმოვიდნენ, სახლიდან ლილიანის ბებია გამოვიდა და ლილიანისკენ გაეშურა -ბებო როგორ ხარ?-კითხა ლილიანმა და ბებოს მოეხვია -როგორ ვქნები შვილო აღარ ჩამოდიხარ აქეთ მოვიწყინე-უთხრა ვითომ გაბრაზებულმა ბებიამ და შვილიშვილი გულში ჩაიკრა -გაიცანი ბები ესენი ჩემი მეგობრები არიან სარა, გაბრიელა, ქეითი, სანდრო, ბექა, გიორგი, და თაზო -გამარჯობა-ყველანი მიესალმნენ ერთად -მოდით ბები მოდით მე საჭმელს გავაკეთებ თქვენ კი მანამდე დაბინავდით-თქვა ლილიანის ბებიამ და სამზარეულოსკენ წავიდა -კარგით წავედით ოთახებს განახებთ-თქვა ლილიანმა და ჯერ ბიჭები დააბინავა მერე კი გოგოებს მიუჩინა თავისი ოთახები.სარას და სანდროს ოთახები გვერდი- გვერდ იყო ლილიანმა მოინდომა ასე რასაც სარას გაბრაზებული სახე მოჰყვა მაგრამ მერე მაინც დაეთანხმა და ოთახში პირველი შევიდა ბარგი უცბად დააბინავა და ძირს ჰამაკისკენ წავიდა -ოჰ სარა მანდ მე უნდა დავჯდარიყავი -უთხრა გაბრიელამ და უცბად მეორე ჰამაკისკენ გაიქცა და იქ დაჯდა -რა თქმა უნდა თქვენ დაჯდებოდით პირველები სხვას ვის დააჯენდით-თქვა ლილიანმა და სარას მიუჯდა თანდათან ყველა ჩამოვიდა და ბაღისკენ წავიდა სადაც სარა ლილიანი და გაბრიელა იყვნენ -ოჰ ასე უცბად რა ბარგი ამოალაგეთ?-იკითხა თაზომ და ძირს ჩამოჯდა -მეც მაინტერესებს-თქვეს ბიჭებმა და ყველანი ძირს ჩამოჯდნენ -თქვენსავით ჯერ სამზარეულოში არ შევარდნილვართ -თქვა სარამ დ თაზოს გახედა -კარგი ერთი მართლა? -ხო მართლა ჭამის მინისტრებო- უთხრეს ერთხმად გოგოებმა და ერთმანეთს ხელები მიარტყეს -ესეიგი თქვენ ჩვენს წინააღმდეგ შეთანხმდით არა?-იკითხა სანდრომ -ხო ზუსტად როგორი დაკვირვებული ყოფილხარ-უთხრა სარამ -ხო აბა შენ ეგა თქვი-თქვა გაბრიელამ და ყველამ ერთად გაიცინეს სანდროს გარდა რომელიც დაბღვერილი უყურებდა ყველას რაზეც უფრო დიდი სიცილი მოყვა -ჩვენ ბიჭებს მხოლოდ გოგოები და საჭმელი გვნდა გაიგეთ?-თქვა ბექამ -ხო აბა სხვა რა გენდომება?-კითხა ქეითმა -გაჩუმდი გოგო მანდ შენ-უთხრა გიორგიმ -გადაშენდი ერთი მაქედან თქვენ მხოლოდ გოგოები გინდათ რო მერე ძმაკაცებთან ალბათ მათი სილამაზით იბლატაოთ მერე კიდე დაინახავთ სხვა გოგოს და თქვენს შეყვარებულს მიაგდებთ ,სულ არ გაინტერესებთ რას გრძნობს მერე ის საწყალი გოგო თქვენ საერთოდ გული არ გაგაჩნიათ,-თქვა სარამ და ბიჭებს გახედა რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ -ახლა მივხვდი რატომ არ გყავს შეყვარებული-თქვა ბექამ -მე იმიტომ არ მყავს შეყვარებული რომ არ მინდა იმ გოგოების ბედი გავიზიარო რომლებიც თვეები და ზოგჯერ წლობითაც იკეტებიან ოთახებში ნაყინს ჭამენ და მთელი დღე და ღამე ტირიან იმ იდიოტი ბიჭთან ერთად გატარებულ მომენტებს იხსენებენ და დეპრესიაში ვარდებიან მე იმ უბედურ გოგოებთა რიცხვს და კატეგორიას არ მივეკთვნები,და მეორე ჯერჯერობით შესაფერისი ბიჭი ვერ ვიპოვე რათა დავრწმუნდე რომ ისიც ისე არ მომექცევა როგორც ის ბიჭები ექცევიან იმ გოგოებს მიხვდი?-კითხა სარამ და გაბრაზებულმა გადახედა სანდროს რომელიც ისე უყურებდა ვითომ მოჩვენება დაინახაო -ყველა ეგეთი ნუ გგონია სარა მაგალითად გაბრიელას ჰარი ეგეთი არ არის-უთხრა გიომ -ზუსტად ეგეთია ზუსტად მაგიტომ ჩაგიტარეთ ლექცია რომ გაბრიელა ჰარის დაშორდა ვიღაცა დებილის და ნაგავი გოგოს გულისთვის მიხვდი? მაგრამ თქვენ რას მიხვდებით თქვენ ხომ მხოლოდ საჭმელი და გოგოები გინდათ ასე არა თაზო?-მთელ ამსითყვებს სარა გაბრაზებული ამბობდა და თან ყველა ბიჭს უყურებდარომლებიც ამაოდ ცდილობდნენ სარას დამშვიდებას.რამოდენიმე წუთის მერე როგორც იქნა საა დაამშვიდეს და ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ ბიჭები, გოგოები კი გაბრიელას დამშვიდებას ცდილობდნენ რომელიც ტიროდა ჰარის გამო,ბიჭები კი ალბათ სარას სიტყვებზე ფიქრობდა რომელიც ნამდვილად სიმართლე იყო.ბოლოს კი როცა ყველა დამშვიდდა ერთ საათიანი დუმილის მერე გაბრიელამ ამოიღო ხმა. -კარგი ხო მოდით სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ -კარგი-თქვა სარამ და სხვებს გადახედა,ისინიც დათნხმდნენ და დაიწყეს -მე ვიწყებ- თქვა სარამ და სანდროს მიუბრუნდა -სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება-უთხრა სანდრომ -კარგი მაშინ ადგები და თაზოს უფრო სწორად ჭამის მინისტრს სახეზე ტალახს შეაზელ-უთხრა სარამ და გოგოებს გადახედა -ხო ხო თაზოს ტალახს შეაზხელ და შენც შეიზელ -დაამატა სარამ და გოგოებმა ერთხმად გადაიხარხარეს -არა სხვა მოიფიქრე-მტკიცე უარი განაცხადა სანდრომ -კი იზამ -არა -კი -არა -კითქო რომ ვამბობ ესეიგი იზამ გასაგებია? -არა არ არის გასაგები -კარგი მერე გადავინახავ ჩემს სურვილს-თქვა სარამ და გოგოებს უჩურჩულა -კარგი- თქვა სანდრომ და ბიჭებს გადახედა რომლებიც საკმაოდ გაკვირვებული სახით უყურებდნენ სარას რომელმაც ბიჭებს დაუბღვირა მერე კი გოგოებს მიუბრუნდა,მერე კი სადღაც გაუჩინარდა -ქალბატონო ლელა ერთი ძალიან დიდი ვედრო არ გაქვთ-კითხა სარამ ლილიანის ბებიას -კი ბებო სარდაფში დევს რად გინდა-კითხა ლელამ და ცომის ზელვა დაიწყო -ისეთი არაფერი- თქვა სარამ და სადაფისკენ წავიდა.ვედრო იპოვა მერე წყლით აავსო და იქით წავიდა საითაც ბავშვები იყვნენ.გოგოებმა თვალი მოკრეს და ჩუმად გაიცინეს მაგრამ მერე დასერიოზულდნენ და ერთმანეთში ლაპარაკი განაგრძეს,ამ დროს კი სარა ბიჭებს მიუახლოვდა და ყველას ერთიანად გადაასხა წყალი,გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა ბიჭებმა სარას ახედეს -ხომ ვთქვი რასაც გეტყვი გააკეთე თრემ შენსას მიიღებთქო?-უთხრა სანდროს -ესეიგი ასე არა თქვენც მიიღებთ თქვენსას -უთხრა სანდრომ და ბიჭებს თავისი აზრი გააცნო ბიჭებმა მოუწონეს და ახლა ისინი წავიდნენ მაგრამ სარა რისი სარაა თუ არაფერი მოიმოქმედა სახლს უკნიდან მოუარეს და ბიჭებისთვის მათაც აავსეს წყლით ჭურჭელი როცა ბიჭები იქ მვიდნენ სადაც გოგოები ეგულებოდათ არ დახვდნენ და ძებნა დაიწყეს მაგრამ გოგოებმა მეორე სართულიდან გადმოასხეს წყალი და გადმოძახეს -ხედავთ სარა თქვენზე ჭკვიანი ყოფილა-გადაძახეს ბიჭებს და სიცილი ატეხეს -სარა მანდ არ ამომიყვანო ძირს ჩამოდი-უთხრა სანდრომ -და რომ არ ჩამოვიდე რას იზამ?-გადაძახა სარამ -სარა ჩამოდი-უთხრეს ახლა ბიჭებმა -არა მაქედან მითხარით -კარგი ჩამოხვალ შენ აქ და ნახავ რასაც გიზამ-გააფრთხილა სანდრომ და ოთახისკენ წავიდა,სარა კი ამ დროს ოთახიდან გამოდიოდა როცა სანდრომ პირზე ხელი აფარა და ოთახში შეიყვანა -შენ ნორმალური ხარ?-კითხა სანდრომ -შენზე ნორმალური რომ ვარ ეგ მაინც ვიცი-უთხრა სარამ და კარისკენ წავიდა -ჩაკეტილია-უთხრა სანდრომ გამარჯვებულის ხმით -ნეტა დედაშენს შენნაირი ჭკვიანი შვილი კიდევ ყავს?-კითხა სარამ -არა მე ვარ მხოლოდ,და დედაშენს შენნაირი უტვინო შვილი კიდევ ყავს?-კითხა სანდრომ სარას ეს სიტყვები არ ესიამოვნა და ცოტაღა ეკლდა რომ ტირილი არ დაეწყო -ახლავე გამიღე კარი-უთხრა სარამ -არა -სანდრო კარი გამიღე -უთხრა სარამ და სანდროს გახედა -კარგი გაიწიე ვითომ და ძალიან ჭკვიანო -უთხრა სარას სანდრომ კარი გააღო და სარას გახედა რომელსაც ცრემლები ჩამოუვარდა.სარა ოთახიდან გავიდა და ატირებული თავის ოთახისკენ წავიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.