შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მერვე]


24-08-2018, 20:44
ავტორი -venus-
ნანახია 4 260

ანდრეი რომ გავაცილე ძალიან დაბნეული დავდიოდი აქეთ-იქით და მის სიტყვებზე ვფიქრობდი, სასმელი ოდნავ მომეკიდა, ძალიან მომერია ძილი, არაფრის თავი მქონდა, საჭმელები მაცივარში შევალაგე, გასარეცხი ჭურჭელი კი ნიჟარაში ჩავალაგე და საძინებელში გავედი. "ჭურჭელს ხვალ დავრეცხავ"- თქო გავიფიქრე და ტანზე გავიხადე, საწოლში შევწექი. ანდრეიზე ფიქრები არ მომშორებია ისე ჩამეძინა...
დილით ადრე გამეღვიძა, პირი მიშრებოდა, თავი მისკდებოდა. საშინლად ვგრძნობდი თავს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ტანკმა გადამიარა. ნაბახუსევიდან გამოსასვლელად კოქტეილი გავიკეთე, რომ დალევ ეგრევე გამოყავხარ.
15მლ კონიაკი, 1ცალი ლიმნის წვენი და რომეპიმე მინერალური სასმელი. ყველაფერი მქონდა გარდა მინერალური წყ*ისა. "ღმერთო ნეტა საქართველოში ვიყო რა ჯობია ბორჯომს ან ნაბეღლავს... ძლივს წამოვიზლაზნე, ჩავიცვი თმები როგორ შევიკარი აღარც მახსოვს და სახლის ფლოსტითვე ჩავედი მაღაზიაში, არც კი ვიცი აქ რომელია მინერალური სასმელი ან რა ქვია.
სადარბაზოდან გამოვედი და იქაურობა მოვათვალიერე, კიდევ კარგი კორპუსის გვერდით იყო მარკეტი თორე შორს წამსვლელი არც ვიყავი...
მაღაზიაში უნდა შევსულიყავი, რომ ვიღაცამ მკლავზე ხელი მომკიდა და შემატრიალა, გული გამისკდა, მაგრამ მობრუნებისას ჩემს წინ მდგომის დანახვისთანავე გამოვფხიზლდი, აღარც შენი გამოსაფხიზლებელი კოქტეილი მინდოდა და არც მინერალური წყალი. თვალები შუბლზე ამივიდა, გამიკვირდა, შემეშინდა, მოკლედ ყველაფერი ერთდროულად ვიგრძენი.
- ლაშაა?!
- გამარჯობა ტასო, გამიღიმა.
- აქ რა გინდა?
- შენთან ჩამოვედი, ბოდიშის მოსახდელად.
- მეღადავები ხო?! ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე.
- მომისმინე. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ამ სიტყვებზე ნერვები მომეშლა და აღარც გავაგრძელებინე ისე მივაყარე.
- მომისმინე ლაშა, ძალიან კარგია თუ იცი, იცოდე და არასოდეს დაგავიწყდეს, არ მაინტერესებს რას მეტყვი, რას მაჩუქებ, რას მოიმოქმედებ იმის გამო, რომ გაპატიო, არ გაპატიებ და იცი რატო? გუშინ წერილი მომწერე, რომ გიყვარდი, ქალი რომელიც უყვართ სხვების ნალაპარაკევის გამო, მითუმეტეს როცა იცის, რომ ეგ ეგრე არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრაზდა არ მივარდებიან და არ ცემენ გაიგე? შენ მე არც მალაპარაკე, არც მკითხე, არც დამელაპარაკე, მოხვედი და დამარტყი, ლაშა, ძალიან გთხოვ, მე ახალი ცხოვრების დაწყება მინდა, მე შენ ვერც გაპატიებ და მითუმეტეს შენთან ვერც ვიცხოვრებ, არ მინდა შიშში გავატარო ჩემი ცხოვრება, როდის მოგეპრიანება და მეცემი. არ მინდა, რომ სიყვარულის მაგივრად შიშს ვგრძნობდე. მე შენ პატივსს გცემდი მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი მიმიღე და გვერდით დამიდექქი როგორიც ვიყავი, უფროსწორად კი არ ვიყავი, მაგ გზაზე დავდექი და შენ მომაბრუნე, შენ დამეხმარე და მხოლოდ ამიტომ გაფასებდი, მაგრამ შენი იმ საქციელის შემდეგ წაიშალე ჩემი ცხოვრებიდანაც და ტვინიდანაც. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიმუშაო, კარიერა ავიწყო და ბედნიერი ვიყო. მადლობა, რომ ჩამოხვედი, მიპოვე და მოინდომე ლაპარაკი, მაგრამ...
- ტასო, მხოლოდ ერთი შანსი, გთხოვ... პირობას გაძლევ ხმასაც არ აგიწევ...
- ლაშა მეც გთხოვ, დამივიწყე და ცხოვრებას მიხედე, ჩათვალე, რომ არც არასდროს ვარსებობდი. ახლა მეჩქარება ბოდიში. არაფერი აღარ ვათქმევინე გამოვბრუნდი და სადარბაზოში შევვარდი. ესღა მაკლდა, არ მიყვარს როცა ადამიანს გულს ვტკენ, მაგრამ ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. შეიძლება ვუყვარვარ, მაგრამ რომ მეპატიებინა, განმეორების შემთხვევაში ვინანებდი. დაზღვეული არავინ ვართ ამიტომ ზედმეტად თავის ატკივება ნამდვილად არ მჭირდება. ფიქრებში ჩაკარგული, ჩემს სახლშ ავცდი, მივიხედ მოვიხედე და ჩემთვის გამეცინა, უკან ჩამოვბრუნდი... "ვაიმე რა დებილი ვარ"... კარი გავაღე და სახლში შევედი, თავი მტკიოდა, წამალი ვიპოვე სადღაც და დავლიე, ცოტახანში აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ცივმა წყალმა მიშველა, გამოვედი და რ 4 გამოტოვებული ზარი დამხვდა ანდრეისგან... გადავურეკე.
- ხოო ანდრეი.
- ხო კი არა, სად ხარ გოგო?
- აბაზანაში ვიყავი, რა მოხდა?
- მოკლედ რაა, ტელეფონი რათ გინდა შენ, მაინც არ პასუხობ როცა გირეკავ,
- ოო ნუ მეწუწუნები, ჩავიცმევ და წამოვალ, ერთ ნახევარ საათში,
- არა მომისმინე, აქ ჯერჯერობით არაფერია გასაკეთებელი, მეც გამოვდივარ, თუ გინდა გამოგივლი და სადმე გავიაროთ, ქალაქს დაგათვალიერებინებ, ან სადმე შევიდეთ, რას იტყვი?
- ეგრე რაა. ძალიან მაგარი იქნება გამომიარე, თან გუშინდელი ლაპარაკი არ დასრულებულა.
- მაგის დრო მერეც გვექნება, დღეს გავერთოთ რა, კაი?
- კაი გელოდები.
- 15 წუთში მანდ ვარ.
ტელეფონი გავთიშე და უნებურად გამეღიმა. "ანდრეი" ხმადაბლა წარმოვთქვი და დავფიქრდი, რატომ? რატომ არ არის ჩემი ბიძაშვილი, ამდენიხანი რატომ მიმალავდა, რას ნიშნავს მისი საქციელები. ადრე ის ნაბიჯი იმიტომ გადავდგი , რომ არავის იმედი მქონდა. ალბათ ახლა უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ახლა თუ დამეხმარა, ადრეც რომ მეთხოვა ვიცი იგივეს იზავდა, სულელი ვარ, მაგრამ მომერიდა, რადგან სხვა ნათესავებმა მაქციეს ზურგი შემეშინდა, რომ ანდრეიც უარს მეტყოდა, ამიტომ მოხდა ალბათ ისე, როგორც მოხდა. ამასობაში, ჩავიცვი კიდეც. თმას ვიშრობდი, კარზე ზარი დაირეკა.
წამოვდექი კარი გავაღე და ანდრეი დავინახე ყვავილებით ხელში.
- ოჰოო, ეს რას მივაწერო?
- არაფერს. ვიფიქრე, რომ ყვავილები გიყვარს და გაგიხარდებოდა. გამიღიმა და შემოვიდა...
- კი მიყვარს და გამიხარდა. მადლობა, გადავკოცნე და სამზარეულოდან ლარნაკი გამოვიტანე, რომ ყვავილები ჩამეწყო.
-ჯერ არ ხარ მზად??
- არა, თმას გავიშრობ და ვსო.
- კაი მიდი მალე მაშინ.
-კომპანიაში ვინ დატოვე?
- საშა და რამოდენიმე კიდევ, რა იყო?
- არაფერი, არ არის დღეს შეკვეთები?
- ისეთი არაფერი ჩვენი იქ ყოფნა, რომ იყოს საჭირო, პატარ პატარა რაღაცებია და მაგეებს საშა მოაგვარებს.
- აუფ, ანუ მოიწყე შენთვის არდადეგები?
- რატო მარტო ჩემთვის? შენც რო მოგიწყე? გაიცინაა
-ხოო.
თმის გასაშრობად შევედი აბაზანაში, ანდრეი ჩემს ოთახში დავტოვე, 15 წუთში მოვემზადე, და სახლიდან გავედით.
იმდენი ვისეირნეთ, იმდენი ადგილი მანახა, რომ თავბრუ დამეხვა, თითქმის მთელი კიევი მომატარა, ბავშვებივით ნაყინებით ხელში, დავრბოდით შადრევნის გარშემო, პარკები, ისტორიული ადგილები, ეკლესიები, მუზეუმები, რაც კი რამე იყო ახლომახლო, ან შორს ყველაფერი მანახა, ძალიან ბევრი ვიცინეთ, გავერთეთ.
- აუუ ანდრეი, რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენნ,
- მშია. გავუღიმე და ისეთი თვალებით შევხედე, მე შემეცოდა ჩემი თავი.
- ნწ ნწ, სამი წელია არავინ არაფერს გაჭმევს ხო? საწყალი, რა სახე აქვს შეხედეთ. სახე მომანჭა და შეცოდების ნიშნად “ორი წვეთი ცრემლი” საჩვენებელი თითით მსახიობურად მოიცილა თვალებიდან.
- მასხარა, მოგშივდება შენც ოდესმე ჩემთან ერთად და მეც ასე გაგასაზიზღრებ. გავიბუტე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.
- რას ინებებს ქალბატონი ანასტასია? ამის გაგონებაზე მაშინვე სახე შემეცვალა და გახარებული სახით მოვაყარე.
- პიცა, ჰამბურგერი, ან რამე ფასტ-ფუდი.
- კალორიული საკვების ბიცოლა ხარ მამის მხრიდან. წავიდეთ მაშინ, პიცა ვჭამოთ და თუ კიდევ გენდომება სამი კილოს მომატება მაკდონალდშიც შევიაროთ.
- მასეთი დამშეულიც არ ვარ მეყოფა პიცა.
ისე კარგად ვგრძნობდი თავს, დამავიწყდა ჩვენი გუშინდელი ლაპარაკი, მივეხუტე და გულზე თავი დავადე, მისი გულის ცემა მესმოდა, და დებილივით თვლა დავიწყე.
არ ამიხედავს მისკენ, მაგრამ ვიცოდირომ მიყურებდა და ეღიმებოდა.
მანქანა იქვე ახლომახლოს გვყავდა გაჩერებული, რამოდენიმე მეტრში იყო დომინოს-ი შევედით და დიდი ზომის პეპერონი შევუკვეთეთ. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით და ერთმანეთს ვუყურებდით.
- რატომ არ მითხარი აქამდე?
- ხო ვთქვით, რომ დღეს გავერთობოდით.
- გავერთეთ კიდეც, მაინტერესებს, რატომ ახლა?
- არ ვიცი. აქამდე შანსი არ მქონდა, რომ მეთქვა. აქ რომ ჩამოხვედი, ჩემთან რომ ხარ. ვიცოდი, რომ ვერ დავმალავდი და გადავწყვიტე მეთქვა.
- ვერ დამალავდი რას?
- აუ, სტაას, გთხოვ რა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ხომ გითხახრი გუშინ როცა შენგან დავინახავ იმას რაც მინდა, შენც მაშინ გაიგებ იმას რაც შენ გინდა.
- გიყვარვარ ხო? ბავშვობიდან, და მე კიდევ ძმად და ბიძაშვილად გიყურებდი.
- ტასო, სხვადროს თქო. გამიღიმა და ჩვენს წინ უგემრიელესი პიცაც დაიდო. პიცის დანახვისას ყველაფერი დამავიწყდა. ერთი ნაჭერი გადავიღე და გემრიელად მივირთვი...
პიცერიადან, რომ გამოვედით მანქანამდე ძლივს მივედით, ჩავსხედით თუ არა ამოვისუნთქეე.
- გეჭამა კიდევ რამე, გასლიკული რომ დადიხარ. “დაიწყო იუმორინა” გაიცინა, მერე რადიოში რაღაც წყნარი მუსიკა ჩართო და მანქანა დაქოა.
- ხო მეღადავე, სხვა რა საქმე გაქვს.
სადარბაზოსთან რომ გააჩერა, კორპუსის წინ პარკში ლაშა დავლანდე და შემეშინდა, სახეზე შემეტყო და ანდრეიმაც შეამჩნია..
- რა მოგივიდა?
- არა არაფერი, ავიდეთ ხო?
- ხო აბა აქ ხო არ დავეყუდებით. გაიცინა მეც ძალით გავიღიმე და იქაურობა მოვათვალიერე. სადარბაზოში უნდა შევსულიყავით უკნიდან ლაშას ხმა რომ გავიგე, მე დამიძახა, ანდრეის გავხედე.
- აქ რაგინდა? მოახლოვებისას, ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.
- რაც დილით მინდოდა,
- ხომ ვილაპარაკეთ და ხო გითხარი ყველაფერი.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? ლაპარაკში ანდრეი ჩაგვერთო.
- უი ანდრეი, დამავიწყდა უცებ, ეს ჩემი ძველი ნაცნობია ლაშა, ლაშა ეს ანდრეია.
-ამოვიდეს მერე სახლში და იქ ილაპარაკეთ რამე თუ გაქვთ სალაპარაკო...
- არა იყოს უკვე მიდის.
- სიამოვნებით, მადლობა... ლაშამ გაუღიმა და სადარბაზოსკენ აიღო გეზი, ნერვები მომეშალა მის ასეთ საქციელზე და ანდრეის ავხედე, იღიმოდა თუმცა მასაც ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა და მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობის გამო მოიქცა ასე...
სახლში ავედით, სამზარეულოში შევედით და მაგიდასთან დავსხედით. პირველად ვარ ასეთ უაზრო სიტუაციაში. ადრეი იქით ლაშა აქეთ, მე კიდევ შუაში და დებილივით შევცქერი ხან ერთს, ხანაც მეორეს...
ყელში ამომივიდა და მე დავარღვიე სიჩუმე.
- მოკლედ ლაშა მინდა, რომ წახვიდე და აქ აღარასდროს მოხვიდე, დაივიწყე ჩემი სახლის ადგილ მდებარეობაც და მეც, ძალიან გთხოვ. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ქართულად ვუთხარი ღიმილით, რომ ანდრეის რამე არ ეეჭვა.
- მე გავალ თუ სალაპარაკო გაქვთ, ილაპარაკეთ და მერე შემოვალ, ანდრეი წამოდგა და ჩემს ოთახში შევიდა, ეს ბიჭიც როგორ მიშლის ნერვებს იმას აკეთებს რაც არ უნდა გააკეთოს, სად წავიდა ახლა?!
- ეს შენი ბიძაშვილია ხო?
- არა! რა შენი საქმეა?! შენი არავინ ვარ, რომ აგიხსნა...
- შენ ჩემი ხარ გოგო! ჩ ე მ ი... დამარცვლით გამიმეორა და ყელზე ძარღვები გამოებერა.
- ლაშა, სანამ ცუდად არ დამთავრებულა ჩვენი ლაპარაკი, სანამ ნერვები არ მომეშალა უარესად და მდგომარეობიდან გამოვედი, წადი!.
- კაი ტასო, ახლა წავალ, მაგრამ იცოდე, რომ თავს არ დაგანებებ.
- ვაიმე, ლაშა, უკვე ყელში ამომიხვედი, გითხარი არ მინდა! არ მინდიხარ ჩემს გვერდით, ვერ გხედავ, არ მინდა და რა ვქნა?
- მე მინდა!
- აუ შემეშვი რა, მარტო შენ, რომ გინდა მეც ხო უნდა მკითხო მინდა თუ არა?!
- აბა შენ ვინ გინდა ეს ანდრეი? თუ 2დღის უკან რომ მანქანით მოგაკითხა?
- რაა? შენ... შენ ვინ გგონია შენი თავი? რას წარმოადგენ საერთოდ, რადგან შენთან ვიწექი და ფული მომეცი იმას ნიშნავს, რომ შენს გარდა ცხოვრება არ მაქვს?
- ეგ რა შუაშია, შემიყვარდი, მინდა რომ ჩემი იყო და ჩემთან იყო.
- დაივიწყე, მე არ მინდა ხოდა! გაიგე, შეიგნე, გთხოვ დამტოვე ახლა!
- კარგი, მე ახლა თბილისში წავალ, მაგრამ...
-გთხოვ ლაშა, დამივიწყე.
- შევცდი, რომ მიყვარხარ! დაგანაებებ თავს და მოგცემ ბედნიერების უფლებას. უბრალოდ პატივს გცემ, კიდევ ერთხელ გიხდი ბიდიშს. იმედია ბედნიერი იქნები...
წამოდგა, ოთახში შეიხედა ანდრეის დაემშვიდობა და წავიდა.
გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მისი ეს ლაპარაკი, ასე სწრაფად თუ აპირებდა დანებებას, რას ჩამოდიოდა?! “რა უცნაურები ვართ ქალები, როცა შანსს გვაძლევენ ზურგს ვაქცევთ, ხოლო როდესაც თავადვე გაქცევენ ზურგს გვწყინს.” ანდრეი ოთახიდან გამოვიდა და წინ დამიჯდა.
- რა მოხდა? მშვიდობა?
- კი... ცოტახანს დავფიქრდი, რატომ ვატყუებ?! ნუთუ ანდრეიზე მნიშვნელოვანია ლაშა? იცი ანდრეი, ლაშა ძველი მეგობარი არარის... მისი ცნობისმოყვარე და გაკვირვებული თვალების დანახვისას მივხვდი, რომ დრო იყო ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა. მინდოდა, რომ სცოდნოდა. ამოვისუნთქე და მოყოლა დავიწყე.

იმდენად უემოციოდ და უბრალოდ ვუყვებოდი ჩემს ამბავს, ანდრეის რეაქციები თავადვე მიკვირდა. გამიბრაზდა, მეჩხუბა, გაგიჟდა, მაგრამ არც ერთი წამით სიბრალულით არ შემოუხედავს.
- შენს თავს თურმე რაები ხდებოდა, მე კიდევ ვფიქრობდი, რომ ყველფერი კარგად გქონდა. რატომ არ დამირეკე თქო გკითხავდი, მაგრამ რა აზრი აქვს, წარსულში მომხდარი ახლა, რომ გამოვიკვლიოთ და ამაზე ვიჩხუბოთ სისულელე იქნება, მაინც ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ძალიან მეწყინა. მეგონა ჩემი იმედი სულ გქონდა. უნდა დაგერეკა ანასტასია.
- ვიცი ანდრე, ვიცი, რომ სულელურად და ბავშვურად მივიღე გადაწყვეტილება რომელსაც ვნანობ, მაგრამ ადამიანს ყველაფერი ემართება. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ მე თვალები გამეხილა და დავბრუნებულიყავი იქ სადაც ჩემი ადგილია, იქ სადაც ერთი ადამიანისთვის მაინც ვარ ძვირფასი. გავუღიმე და მისკენ ახლოს გადავჯექი. ვიგრძენი როგორ მოემატა პულსის ცემა.
- დარწმუნებული ვარ შენს ნათესავებს თავში ტვინი არაქვთ, შენნაირი ადამიანი, რომ დაივიწყეს.
- გიყურებ და ვერ ვხვდები როგრო შეიძლება ასეთი კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოგატყუე.
- არ მომატყუე, უბრალოდ სიმართლე დამიმალე. გიბრაზდები, შენც კარგად იცი, რომ ახლა ძალინ გავრაზებული ვარ, მაგრამ ვერ გამოვხატავ. არ შემიძლია ოდნავი აგრესია მაინც გამოვხატო შენს მიმართ. გამიღიმა და თემის გადასატანად ყავის მოდუღება მთხოვა.
ყავა დავლიეთ და ჩემს ოთახში შევედით.
- რამე ფილმს ვუყუროთ რა, არ გინდა?
- კი როგორ არა, მაგრამ რას?
- რავი რამე ავარჩიოთ.
- კაი მაშინ მე პოპკორნს გავაკეთებ, შენ რამე მოძებნე და მოვალ.
-აჰამ, მიდი.
სამზარეულოში გავედი და პოპკორნის კეთება დავიწყე. უნებურად ანდრეიზე ფიქრი დავიწყე და ალბათ კარგიც არის, რომ ნათესავები არ ვართ. ვგრძნობ რომ ვუყვარვარ, მაგრამ მიჭირს იმის გაანალიზება, რომ ეს სიყვარული ქალ-ვაჟურია.

ოთახში გავედი და ანდრეის გვერდზე წამოვწექი. პოპკორნი წინ დავიდგით და მისი არჩეული ფილმის ყურება დავიწყეთ.
როგორ ჩამეძინა არ მახსოვს. ღამე გვიან გავახილე თვალები, მაგრამ ვერ გავინძერი, გვერდზე გადავაბრუნე თავი და ჩემ თმებში თავჩარგული ანდრეი დავინახე. გავიღიმე, ჩემს მუცელზე ედო ხელი და ისეთი სახით ეძინა გაღვიძებისთვოს შემეცოდა. მეც საწყის პოზას დავუბრუნდი და ძილი გავაგრძელე.


დილით, რომ გავიღვიძე ანდრეი სახლში არ დამხვდა. არც გამკვირვებია. ვიცი, რომ ადრე დგება და სამსახურში პირველი მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანიაა.
წამოვდექი, თვალები მოვიფშვნიტე, მივიხედ მოვიხედე, საათი 11ს უჩვენებდა. ავდექი, სააბაზანოში შევედი და ონკანი მოვუშვი, რამოდენიმე წუთი გავატარე ცხელი შხაპის ქვეშ. რომ გამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სრულიად დაცლილი ვიყავი და ყველაფერი რაც შინაგანად ნეგატიური მქონდა წყალს გავატანე. გამოსვლისას ტელეფონი ავიღე და ანდრეის დავურეკე.
- როგორ ხარ? როგორ გეძინა?
- მაპატიე, მეც ჩამძინებია. იმედია არ გამიბრაზდები.
- თან სულ შემთხვევით ჩამეხუტე და ისე ჩაგეძინა. გავიცინე
- ნუ იცინი. რავქნა?! მაპატიე თქო.
- კაი ვხუმრობ შენცკიდე რაიყო? მაგისთვის არ დამირეკავს, მოკლედ, კომპანიაში მოვდივარ და იმედია არის საჩემოდ რამე თორემ მომწყინდა ძალიან.
- კი არის, ოღონდ კლიენტი ქართველია.
- ანუ? აქ არის და ქართველია თუ. აუუ არ მითხრა რომ თბილისში დაბრუნება მომიწევს.
- ცოტახნით.
- კაი რა, ძლივს წამოვედი იქიდან.
- გთხოვ, კარგი პროექტია ბევრი შემოსავალი იქნება და უარს ნუ იტყვი.
- მეღადავები ხო? აქ რატომ შეუკვეთა დავიჯერო თბილისში შიდა დეკორატორები არარიან?
- კი, მაგრამ ალბათ ვიღაცამ უთხრა შენზე, იმიტო რომ დიზაინერად შენ აგარჩია.
- უიმე, როდის უნდა წავიდე?
- ვიცოდი, რომ უარს არ იტყოდი, მოკლედ ხვალ დილით მიდიხარ, 6ზე ფრენა გაქვს, სასტუმრო, ნომერი ყველაფერი დაჯავშნილია ჩვენი კომპანიის სახელზე, წამოგყვებოდი მაგრამ არ მცალია, იმედია ჭკვიანად იქნები,
- ისედაც ნერვები მაქ მოშლილი და ნუ დამიმატებ გთხოვ.
- კაიი რა იყო, მოკლედ ყველაფერი გითხარი, როცა მოხვალ, ყველაფერს დაწყვრილებით აგიხსნი, პროექტს ჩაგაბარებ და უაკან წადი, მოემზადე...
- კაი მოვალ 20 წუთში.

ესღა მაკლდა რაა. რა მინდა ახლა თბილისში, ისე კაია მარის მაინც ვნახავ, ნერვებ მოშლილმა ჩავიცვი დასახლის კარი გავიჯახუნე.
კიბეებზე ისე ჩავიებინე, ლამის ფეხები ამებლანდა ერთმანეთში და გავიშხლართე. სადარბაზოდან გასულს ისევ ის ხმა, ნუთუ არ დამანებებს თავს?
- ტასო, გელოდებოდი.
- შენ ყრუ ხარ ხო?
- მოიცა რაა, დავიღალე შენი შემოტევების მოსმენით, ფეხე*ზე მკიდ ია შენ რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე, მომისმინე და მორჩა.
- მეჩქარება, იმის მაგივრად, რომ რამის გამოსასწორებლად, (თუ ასე ძალიან გინდა) ნორმალურად ილაპარაკო, კიდე "გორლაზე" ხარ?
- აბა დავიღალე ბლ*ად კაცი ვარ თუ რა ვარ, ყოველ მოსვლაზე მამცირებ, და ვეღარ ავიტან ამას.
- რა გინდა?
- ტასო, გთხოვ დამიბრუნდი რა, არ გინდა ეს ანდრეი-ები და ვიღაც სი*ი ქერა უკრაინელები რაა. დაბრუნდი თბილისში ჩემთან, არაფერს მოგაკლებ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ. ბოლოს და ბოლოს ხო ხედავ შენს გამო რაებს ვაკეთებ ტო?! ჩემმა ძმაკაცებმა რო გაიგონ გოგოს გამო უკრაინაში ჩამოვედი და ყოველდღე სადარბაზოსთან ველოდები, რომ დავინახო და დაველაპარაკო მაგრად დამცინებენ.
- ლაშა, შენ კიდე შენ თავზე და ძმაკცების დაცინვა არ დაცინვაზე ფიქრობ? ახლა გამცირებ? ახლა გკიდ ია ხომ ჩემი აზრო, მინდა თუ არა შენთან?! იცი რა? მე არ ჩემი აზრი, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი და მორჩა. ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა სანამ ლაპარაკის და მოსმენის გარეშე მომვარდებოდი საცემრად, მაგრამ არა! კაცები ხომ ასეთი დაუფიქრებლები ხართ. აკეთებთ ყველაფერს რაც გინდათ, მერე გაბრაზებას და აფექტის მდგომარეობას აბრალებთ და საბოლოო ჯამში შედეგებზე სულ არ ფიქრობთ. არ მინდა და მორჩა! ერთხელ აწეულ ხელს ვერასდროს ჩამოსწევ! ეს მე არ მომიგონია. “კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო” ნათქვამია, ამიტომ გთხოვ დამანებე თავი.
- ნახე რა, კიდე თავისას უბერავს. რა კუზიანი გოგო, რა სამარე, რა შედეგებზე არ ვფიქრობთ. ყველაში რატო მრევ?
- მეჩქარება მართლა.
- დღეს მივფრინავ ღამე და ვიფიქრე გნახავდი და წაგიყოლებდი, მაგრამ შენსას არ იშლი.
- წაგიყოლებდი რა უბედურებაა?! ან რატო გქონდა იმედი, რომ შენგან ასეთ დამცირებას გადავყლაპავდი და მუხლებში ჩაგივარდებოდი?! გამეცინა მართლა გულწრფელად.
- რახან შენ გაგაცინე რაღა მიჭირს, მანაც გაიღმა და გადასაკოცნად წამოიწია. მე შემეშინდა, უცებ ტანში დამიარა და უკან დავიხიე.
- არ მინდა რომ გეშინოდეს, უბრალოდ დასამშვიდობებელი კოცნა მინდოდა.
-არარის საჭირო ლაშა, კარგად!
- კარგად. ჯიბიდან სიგარეთი ამოიძვრინა და გაუკიდა. თავჩაღუნული იდგა. მე გამოვბრუნდი და წამოვედი. გზატკეცილზე გასვლისას
ტაქსი გავაჩერე და სამსახურისკენ წავედი. კომპანიასთან, რომ ჩამოვედი, იქვე კაფედან ორი კაპუჩინო ავიღე და ოფისისკენ წავედი.
- ანდრეი ოფისშია? მიმღებში თანამშრომელს ვკითხე, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და გეზი ანდრეის ოფისისკენ ავიღე
- მობრძანდა ქალბატონი.
- ხო თან ხელცარიელი არა, ყავაც მოგიტანე.
- რა მზრუნველი ხარ.
- მზრუნველი კი არა მე მინდოდა და მარტო რა პონტი იყო. გავიცინე და ენა გამოვუყავი.
- ნწ, არადა უკვე მომავალიც დავგეგმე.
- ტყუილად ჩემო კარგო, ტყუილად.
- მოკლედ აი ყველაფერი ამ დოსიეშია, თვალი გადაავლე, დეკორაციას შენს გემოზე გააკეთებ, ერთადერთი რა თხოვნაც იყო, ფერადი ნუ იქნებაო.
- აუფ, ისევ მკვდარი ფერების გამა გვაქგვს.
- ნუ ხო რა. "დალშე" შენზეა.
- აჰამ კარგი, რამდენიხნით ვიქნები იქ?
- დაახლოებით 1 კვირაში დიზაინი დახაზული და გამზადებული უნდა ჩააბარო, თუ მოიწონებს მერე რამდენხანშიც გაკეთდება იმის და მიხედვით.
- მოიცაა, სანამ არ დასრულდება ყველაფერი იქ უნდა ვიყო?
- ხო, გახსნაზეც დაგპატიჟა, რომ წარმოგადგინოს.
- სრული სიგიჟეა. ვერ ვიქნები მაგდენიხნით, კაი რაა!
- რა ქენი, ჩაალაგე? თემა გადაიტანა.
- არააა ჯერ.
- მოდი გაკოცო, დაგემშვიდობო.
- აუ საერთოდ არ მინდა წასვლა.
- ნუ სტასს. გთხოვ. ჩემსკენ წამოიწია და ჩამეხუტა.
ანდრეის დავემშვიდობე, შემდეგ, თანამშრომელბი გადავკოცნე, საშა არ იყო იმ დღეს, საქმეზეა წასულიო ანდრეიმ, გამოვედი კომპანიიდან და სახლისკენ წავედი.
რა ტყუილად მიმიყვანა ახლა იქ, გამოეგზავნა მეილზე და ვნახავდი ყველაფერს, მარა მერე როგორ დამემშვიდობებოდა, მოკლედ რა ზარმაციაა. ფიქრებში გართულმა ისე მივედი სახლთან ვერც მივხვდი. კარი გავაღე და პირდაპირ ოთახისკენ წავედი. ბარგი ჩავალაგე, დროც მალე გაიქცა.. უკვე საღამოს 8 საათი იყო. სკაიპში შევედი მარი ონლაინ იყოდა დავურეკე.
- ვაიმეეე, ტასო. სად ხარ აქამდე? მეგონა დაგავიწყდი, ან რამე მოგივიდაა.
- როგორი სასწაული სცენარი დაგიწერავს, არ მეცალა საყვარელო, მაგრამ ხვალ გნახავ.
- რასქვია მნახავ?
- ხოო გოგო, საქმე მაქვს მანდ, ერთი კაცის მაღაზიაში შიდა დეკორაცია უნდა გავაკეთო და ჩამოვდივარ.
- ღადაობ ხო? იმხელაზე იყვირაა უეჭველად მთელი კორპუსი შემიყარა.
- რა გაყვირებს გოგო, გამეცინა
- მომენატრე, ბევრი ბევრი ვიჭორაოთ..
- შენ ხო სუ ჭორაობა გახსენდებააა.
დაახლოებით 3 საათი მაინც ვილაპარაკეთ, მერე ორივე დავიღალეთ და მივხვდით, რომ წასვლის დრო იყო და გავთიშეთ. მე დასაძინებლად დავწეექი...
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
" როგორ მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე, მე პრინცი შენ კი ჩემი პრინცესა"
-" ზღაპრებში თავიანთ პრინცესებს არ ცემენ ხოლმე" კოცნის სმაილიც მივაყოლე და ტელეფონი გავთიშე.

სულ 2 საათი მეძინა, 6ზე ფრენა მქონდა, 5ზე აეროპორტში ვიყავი, რეგისტრცია გავიარე და ჩასხდომის გამოცხადებას დაველოდე.
როდესაც გამოაცხადეს თვითმფრინავში ავედი, ჩემი ადგილი დავიკავე და თვალები დავხუჭე, ძალიან მეძინებოდა.
სულ რაღაც რამოდენიმე საათში, ისევ თბილის, ნაცნობი ქუჩები, ხალხი, მოგონებები, ტკივილი და ისევ ლაშა.



№1  offline წევრი kristigelashvili1234

ძალიან კარგია

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

kristigelashvili1234
ძალიან კარგია

მადლობა დიდი <3

 


№3  offline წევრი anuchki

ძალიან მომეწონა ძალიან ძალიაააან ველი ახალ თავს და სასწრაფოოოდ kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი იზუკა

აიი რა კარგი იყოო..მომწონს მე ეს ანდრეი და რა გავაკეთოო .მართლა და რა კაი ტიპია ვაა!)) მომდევნოსაც თუ ასე დააგვიანდება ინფაქტი გარანტირებული მაქვს ☺ ისე ველი ხოლმე ყოველ ახალ თავს ????

 


№5 სტუმარი სტუმარი Kristi

Es istoria srulad maqvs cakitxulii.... isev tavidan daicyeet?

 


№6  offline ახალბედა მწერალი -venus-

სტუმარი Kristi
Es istoria srulad maqvs cakitxulii.... isev tavidan daicyeet?

ახლიდან დავიწყე იმიტომ, რომ ვასწორებ გრამატიკულად, თან ვცვლი ნიუანსებს და სავარაუდოდ დასასრულსაც :)

 


№7 სტუმარი Vv

ძალიან მომწონს <3 შემდეგ თავს ველი მოუთმენლად <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი -venus-

Vv
ძალიან მომწონს <3 შემდეგ თავს ველი მოუთმენლად <3

მადლობა დიდი, შემდეგი თავიბოლო იქნება, ცოტა მოზრდილი თავია და ცოტა დრო დამჭირდება. ვეცდები ხვალ დავდო. <3

 


№9  offline წევრი nini :)

მეგილოოო..... როდის დებ ახალ თავს?
ველოდები მოუთმენლად

 


№10  offline წევრი იზუკა

როდის გააგრძელეებ..ამომხდა სულიიი

 


№11 სტუმარი Vv

-venus-
Vv
ძალიან მომწონს <3 შემდეგ თავს ველი მოუთმენლად <3

მადლობა დიდი, შემდეგი თავიბოლო იქნება, ცოტა მოზრდილი თავია და ცოტა დრო დამჭირდება. ვეცდები ხვალ დავდო. <3

მთელი გულით ველიიი <3 მალე დადე რა <3

 


№12 სტუმარი გგგგ

ისტორიის ლოდინში, დავღვინდი, დავძმარდი, ფესვები გავიდგი, დავობდი, ხავსი მომეკიდა, ჩრჩილი მჭამს უკვე

 


№13  offline ახალბედა მწერალი -venus-

გგგგ
ისტორიის ლოდინში, დავღვინდი, დავძმარდი, ფესვები გავიდგი, დავობდი, ხავსი მომეკიდა, ჩრჩილი მჭამს უკვე

ბოდიში, ბოდიში და ბოდიში. გამლანძღეთ მეჩხუბეთ. ღირსი ვარ ვიცი, მაგრამ არ მეცალა:((( ძალიან ძალიან მალე დავდებ ბოლო თავს. მადლობა მოთმინებისთვის <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ანა

მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაწილს.იქნებ ცოტა მალე გაგვახაროთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent