შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 8


25-08-2018, 00:14
ავტორი katiusha
ნანახია 3 093

ორი დღე გავიდა.დემეტრე სახლიდან არ გასულა.ოთახში იყო ჩაკეტილი და ფიქრობდა.ყველაფერს აანალიზებდა და გამოსავლის პოვნას ცდილობდა.არა იცოდა,რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა ოჯახურ ბიზნესს სათავეში ჩასდგომოდა,მაგრამ ასე ადრეც არა.არადა ზაფხულს სულ სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი. გეგმებიც აირია და მშობლებთან ურთიერთობაც.ისიც კარგად იცოდა კომპანიაში რომ არ მისულიყო საბოლოოდ დაეძაბებოდა მამასთან ურთიერთობა...
ამჯერად ეზოში იჯდა თავის საყვარელ ადგილას და სოციალურ ქსელში დაძრომიალობდა.თავზე ნიკუშა და ბერდია რომ წამოადგნენ.
-რას შვები?უსაქმურობ?
-არა ვფიქრობ,-უპასუხა ბურდულს.
-შენდა ფიქრი?-გაეცინა მას.
-არ მითხრა რომ შენ არ გაქვს საფიქრალი და მშვიდად ხარ.სხვა თუ არაფერი მოგიწევს სახლში ჯდომა და ლიკას ვეღარ შეხვდები.
-გაჩერდი თუ ძმა ხარ,ეგ ყველაზე მეტად მადარდებს.-დადარდიანდა ბიჭი.
-გეყოთ მოთქმა და გოდება.სხვა გზა არაა მდობლებს უნდა დავუჯეროთ.-ჩაერთო ბერდია.
-კარგი ბატონო დავუჯერეთ და დავიწყეთ მუშაობა,ამით ჩვენ რაა მტერი აღარ გვეყოლება?ნუ მეტყვი რომ მშვიდად ვიყოთ და არაფერი გავაკეთოთ.
-მაგას არ გეუბნები დემე,მაგრამ მშობლების სიახლოვეს უფრო თამამად ვიქნებით და ამავე დროს გარეთ გასვლაც შეგვეძლება, რომ ბიჭებს ვთხოვოთ დახმარება.
-ყოჩაღ ბერდო,ეგ კარგი რამე მოიფიქრე,-იდეით აღფრთოვანდა ნიკუშა.
-ადე წავედით ეხლა,მივაკითხოთ კომპანიაში მამებს.-წამოდგა ბურდული.
-ცუდია მე რომ თქვენთან არ ვიქნები,-მოიღუშა ბერდია
-არაუშავს,სამაგიეროდ ერთმანეთის ნახვას შევძლებთ და ასე შინ გამოკეტილები არ ვიქნებით.-დაამშვიდა დემეტრემ.
სამივე ერთად გამოვიდა სახლიდამ და მანქანებში გადანაწილდნენ.
ცოტა უხერხულობა იგრძნო,როცა მარტო არ აღმოჩნდა და მასთან ერთად ორი შეიარაღებული ახმახი ჩაჯდა.უკან კიდევ ერთი მანქანა გაჰყვათ.ცალკე წავიდა ბერდია.ნიკუშა სახლში დაბრუნდა,მამას საღამოს დაველაპარაკებიო....
კომპანიის შესასვლელთან გაჩერდნენ..კარი გააღო და გადავიდა.თვალი ააყოლა ბექაურების იმპერიის მთავარ ოფისს,ერთი ამოისუნთქა და გაბედულად შევიდა შენობაში.თუმცა მისი გამბედაობა მაშინვე გაქრა,როცა კაბინეტიდან მამის მკაცრი ხმა გაიგო,ვიღაცას ხმამაღლა ესაუბრებოდა გაბრაზებული.შესვლის თანხმობა მიიღო და მორიდებით შეაღო კარი.მამის მზერა მაშინვე იგრძნო და გული შეეკუმშა, როცა მის თვალებში ისევ წყენა ამოიკითხა. მაინც გადადგა ნაბიჯები და პირდაპირ ჩამოუჯდა.
-შენს დათქმულ დროში ვერ ჩავეტიე,გადაწყვეტილების მიღება დავაგვიანე ..მამა.- მძიმედ დაიწყო და ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა.
-მე შენთვის დრო არ დამითქვამს შვილო,-მაინც მზრუნველურად უპასუხა რეზომ. -მაპატიე,მამა.ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის.-თავი ჩაღუნა.
-მე ბოდიშის მოხდა არ მინდა დემეტრე,არც პატიება-არპატიებაშია საქმე.შენ თუ გინდა ამ წუთას გეტყვი გაპატიე შვილო-თქო,მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.შენ თუ არ გრძნობ და ვერ ხვდები რა შეცდომა დაუშვი.შენ თუ გულწრფელად არ ნანობ შენს სულელურ საქციელს.
-ვნანობ მამა,ყველაფერი გავაანალიზე და გადავხარშე,ემოციებს ავყევი..
-ემოციებზე აყოლა არას გარგებს,ყოველთვის საღ გონებაზე უნდა იყო,რომ ნათელი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.ვის გაუგია ბიჭო ქალების წინ იარაღის ტრიალი და დედის,დების და დეიდების წინაშე ასეთი სიტყვების ხმარება?-დატუქსა შვილი.
-ხომ ვთქვი?შევცდი მამა,ასეთი რამე არ უნდა გამეკეთებინა.მე ბევრი ვიფიქრე,გავიაზრე რომ ჩემმა დაუფიქრებელმა საქციელმა შეიძლება არასახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანოს და ამიტომ ვარ აქ.მზად ვარ შენს გვერიდით ვიყო და კომპანიას ჩავუდგე სათავეში,-,მტკიცედ განაცხადა დემეტრემ.რეზოს ჩაეღიმა.
-სამწუხაროდ ეს ასე მარტივი არ იქნება შვილო ხომ იცი?არის კიდევ ერთი რამ,რაც უნდა გადავწყვიტოთ ერთად.ამაზეც დაფიქრდი.
-კიდევ რაღაა მამა?
-შენ გამოცდილება არ გაქვს,მხოლოდ უნივერსიტეტის ცოდნით აქ ვერ იმუშავებ.გამოცდილება გჭირდება,ეს კი ნელ-ნელა მოდის.ის რომ ჩემი შვილი ხარ, არ გაძლევს უფლებას მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნო და ასეთ გამოუცდელს კომპანია განდო.აქ შენ არ ხარ ჩემი შვილი.აქ იქნები ჩვეულებრივი თანამშრომელი,მუშაობას ყველაზე დაბალი თანამდებობიდან დაიწყებ,ყოველი თვის ბოლოს ერთი საფეხურით ზემოთ აიწევ,რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში,თუ დავრწმუნდი რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვი.
-მეხუმრები მამა?-ქედმაღლურად ჩაეცინა დემეტრეს.
-არა,არ გეხუმრები.დაიმახსოვრე შვილო,კარგი მმართველი მაშინ იქნები როცა ყველაფერი,ყველა დეტალი გეცოდინება.ვერავინ შეძლებს შენს გაცურებას და მოტყუებას.
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ გინდა.-უკმაყოფილო კი იყო დემეტრე,მაგრამ მამისთვის უარის თქმა არ უფიქრია.კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს მამა-შვილმა. არეული ურთიერთობა დაალაგეს,ყველაფერი გაარკვიეს,მერე კი დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა....

სახლში წასვლა არ უნდოდა.სხვაგან სად წავიდოდა თუ არა მისი სულის მესაიდუმლესთან და მისი სულის ნაწილთან.ბოლო დროს სოფოსთან ნაკლებ დროს ატარებდა,ერთმანეთს ნაკლებად ელაპარაკებოდნენ.ადრე თუ შეეძლოთ რომ დღის ბოლოს აუცილებლად უნდა დამსხდარიყვნრნ და განვლილი დღე შეეჯამებინათ,გაეზიარებინათ იმ დღის ტკივილიც და სიხარულიც,ახლა ყველაფერი შეიცვალა.ერთი დღე კი არა დღეები და თვეები იყო გასული,რაც მშვიდად არ უსაუბრიათ. ერთმანეთის განცდების შესახებ არაფერი იცოდნენ.სწორედ ამიტომ გამორჩა მისი და გუგას ურთიერთობა.იქნებ ასე უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო,შეემჩნია სოფოს ცვლილება და ის რომ შეყვარებული იყო...
მაშინ მიადგა ბიძაშვილს,როცა პაციენტის ჭრილობის დამუშავება დაესრულებინა და საბოლოო დარიგებას აძლევდა.ნახევარი ტანით შეიხედა და დაბალ ხმაზე დაუძახა.
-აქ რა გინდა ამ დროს?-გაკვირვებულმა ჰკითხა სოფომ.
-საქმე მაქვს,მალე მორჩები?
-ორ წუთში.გარეთ დამელოდე.მუშაობას ვრჩები.ეს ბოლო პაციენტია,-მკაცრი სახით მოუჭრა გოგომ და ანიშნა გადიო.საერთოდ აქ ყოველთვის სხვანაირი იყო გიგაური-დინჯი,თავშეკავებული და სიტყვაძუნწი...
კუთხეში ატუზული დახვდა მამიდაშვილი ყავის აპარატთან.სოფო რომ შეამჩნია,სწრაფად წაიღო ჯიბისკენ ხელი,აპარატში ხურდა ჩაყარა.მასთან მისულს კი ორი ჭიქა ყავით ხელში დახვდა.
-ორი ლატე,ერთი შენთვის,ერთი ჩემთვის,-შესცინა გიგაურს.
-ამჯერადაც ფორმაში ხარ.
-როგორც ყოველთვის,-მხიარულად შესძახა ბიჭმა.
-აბა გისმენ.პირდაპირ მითხარი აქ რომელ გოგოს მოაკითხე ამჯერად.
-საიდან მიხვდი?
-შენ აქ ისე არასოდეს მოდიხარ შე მექალთანევ,-ხელი მიჰკრა გვერდით მდგომს.
-მოკლედ შენ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი.-აბუზღუნდა ბიჭი.
-ჰააა,რას გაჩუმდი?გელოდები.
-წარმოდგენა არ მაქვს ვინაა,მხოლო ის ვიცი რომ გვანცა ჰქვია და საშინლად ბრაზიანია..
-მეხუმრები?იცი რამდემი გვანცა შეიძლება იყოს აქ?მე სულ მცირე ოთხს ვიცნობ.
-მისნაირი სხვა არ იქნება,ის ერთადერთია.-რაღაცნაირი ტკივილით თქვა ბიჭმა.
-დემეტრე მითხარი სახელი რომ გაიგე ისევ ის გაგახსენდა?ისევ მასზე ფიქრობ? გგონია რომ ის იქნება?
-ის სულ მახსოვს,სულელი ვიყავი მაშინ რომ ვერ დავაფასე,როცა გვერდით მყავდა.
-კარგი რაა,ბავშვები ვიყავით,ის მიტუმეტეს.თორმეტი წლის ბავშვი იყო,შენ თოთხმეტის.იქნებ გეჩვენებოდათ?
-არ მომჩვენებია სოფო.უბრალოდ ზედმეტად გვიან მივხვდი ამას.ის უკვე წასული იყო.წარმოიდგინე იმდენად სულელი ვიყავი,რომ მისი მოძებნაც კი არ ვცადე,ისეთი სუსტი აღმოვჩნდი რომ ისევ მის ნაბიჯს და მის გამოჩენას ველოდებოდი.არაფერი გამიკეთებია საიმისოდ რომ ის დამებრუნებინა,-ბევრჯერ უნახავს დემეტრე ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შეეცოდა,იმიტომ რომ უკვე იცოდა რასაც ნიშნავდა სიყვარული.
გრძელ დერეფანს ცოტა ხანს უხმოდ მიუყვებოდნენ,მერე სოფომ მისი გამხიაარულება სცადა და გვერდებში შეუღიტინა.
-რაო ბექაურების მექალთანე პრინცს ამდენი წლის შემდეგ სერიოზულად მოეწონა გოგო?
-თუ არ გაჩუმდები და სიცილს არ მორჩები,გიგაურების პრინცესა დარჩები ენის გარეშე.-დაუბრიალა თვალები
-კარგი ვჩუმდები,მაგრამ ის მაინც მითხარი როგორი გოგოა.ამიღწერე.
-კრგად არც შემიხედავს.სახეზე ნიღაბი ეკეთა,მხოლოდ ის ვიცი რომ თაფლისფერი თვალები აქვს და ცხვირზე პირსინგი.
-აჰ,ახლა მივხვდი,ჩვენს გვანციკოზე იძახი,ახლახანს დაიწყო აქ მუშაობა და საკმაოდ კარგი სპეციალისტია,მართალია ჯერ ისევ სწავლობს,მაგრამ მისგან კარგი ექიმი დადგება..
-მე ეგ არ მაინტერესებს,მისი პროფესიონალიზმი შენ შეაფასე,მე მხოლოდ მისი პიროვვნება მაინტერესებს.
-ჩემთვის ის ძალიან მაგარი ადამიანია,კარგი მეგობარი,კარგი მოსაუბრე, განათლებული,ზრდილობიანი,ნიჭიერიი...
-კარგი,კარგი,მეტი აღარ მაინტერესებს,მე გავიცნობ.არა უფრო სწორად შენ განაცნობ და დანარჩენს მე მივხედავ...
გახარებულმა დემეტრემ ხელები ერთმანეთს შემოჰკრა,ზურგით შებრუნდა და თან უცნაური მოძრაობების გაკეთება დაიწყო,ცეკვის მსგავსი.უკან-უკან მიდიოდა და სულ არ აქცევდა ყურადღებას ბიძაშვილის ეშმაკურ თვალებს.
-დემეტრეე ის...უკანასკნელად სცადა მისი გაფრთხილება,მაგრამ ბიჭი არ ჩერდებოდა.
-მოიცადე ორი წამით,ბარემ დავასრულო ცეკვა,-აღფრთოვანებულმა შესძახა და ისევ განაგრძო იგივე,მაგრამ ცივმა და მკაცრმა ხმამ ადგილზე მიაყინა.
-არ ვიცოდი პაციენტების გასამხიარულებლად კლოუნები და მასხარები თუ დავიქირავეთ.
დემეტრეს მობრუნება და გაშეშება ერთი იყო.მის წინ თეთრ, სამედიცინო ფორმაში გამოწყობილი გვანცა იდგა,მრისხანე სახით და თვალს არ აშორებდა.სოფოს გადახედა,მაგრამ იმან ანიშნა მე გაფრთხილება ვცადეო,მხრები აიჩეჩა.მიხვდა სხვა გზა არ იყო,ისევ თვითონ უნდა ეპოვა გამოსავალი,უდარდელი ღიმილი აიკრა სახეზე და გოგოს მიუახლოვდა.
-თქვენი მონა მორჩილი,სამეფო ცირკის წარმომაგდენელი დემეტრე,თქვენს განკარგულებაში მიგულეთ.-თავი დაუკრა და ოდნავ რევერანსი გააკეთა.
-ყმაწვილო უკვე მეორედ გაფრთხილებთ,აქ ავადმყოფები არიან და მათ აწუხებთ.
-თუ ჩემთან ერთად ვახშამზე წამოხვალთ,გპირდებით რომ აქ აღარავის აღარ შევაწუხებ,თუ არადა ისევ ისე ვიხმაურებ,-რაღაცნაირად უხეშად გამოუვიდა ბოლოს.
-პირდაპირ გეტყვით არა,ვერასოდეს ეღირსებით ამას,თქვენთან ერთად არასდროს წამოვალ არც ვახშამზე და არც არსად.თუ ხმაურს გააგრძელებთ მეპატრონეს დაველაპარაკები და ისე გავაკეთებ რომ აქ არასოდეს შემოგიშვან.და კიდევ ერთი რამ ასე იდიოტურად ნუ იქცევით ზრდასრული მამაკაცი.-ჩაურაკრაკა გოგომ,ზურგი შეაქცია და საპირისპირო მხარეს გაუჩინარდა.მარტო დატოვა ადგილზე მიყინული ბიჭი.რომ გაიაზრა ბექაურმა როგორ დაამცირეს და რა დღეში ჩააგდო გოგომ,ყავის ჭიქაზე იყარა ჯავრი ,მუყაოს ჭიქა დაკუჭა.სანაგვეში მოისროლა გაბრაზებულმა.ასეთი რამ პირველად აკადრეს და ღირსება შეულახეს,უკან აედევნა გოგოს,მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო.სოფო სიცილით იგუდებოდა და ძლივს ითქვამდა სულს..მერე ამღერებულ ტელეფონს დახედა,ნომერი რომ ამოიცნო ბედნიერმა გაუსვა ეკრანს ხელი.
-გისმენ საყვარელო..კარგად შენ?..ახლა გავდივარ სამსახურიდან,სახლში მივალ.მოვემზადები და გნახავ...მეც მომენატრე..სიუპრიზი?რა არის?
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ....არა რა თქმა უნდა შენ უფრო..დროებით,გკოცნი..
შეყვარებულს დაემშვიდობა და მშვიდად შეაღო გამოსაცვლელი ოთახის კარი.

************
დუდას კაფეში შეიკრიბნენ საღამოს ბიჭები.ამჯერად ხმაურიან ბარზე უარი თქვეს.მშვიდად საუბარი უნდოდათ.არც აქ დაუკლია სასმელი.ყველაზე ადრე ის მივიდა,მაგრამ მათ მოსვლამდე ერთი -ორი ჭიქის დალევა მაინც მოასწრო.
-შენ ნამდვილად გალოთდები,თუ სმას არ მოუკლებ.-თავზე წამოადგა დუდა,მერე კი სკამი გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა.
-შენგელ,შენ მაინც ნუ დაიწყებ ახლა,-უპასუხა უხალისოდ.
-ის არ მოსულა?სად დადის ეგ გადარეული გამაგებინა ნეტავ.მომკლა თქვენ ორზე დარდმა და ნერვიულობამ.
-ხოდა ნუ ნერვიულობ,ჩვენ საკმარისად დიდები ვართ და მივხედავთ საკუთარ თავებს.
-როგორ არ ვინერვიულო.სახლი შენ არ გაქვს,მშობლებთან არ მიდიხარ,არ ელაპარაკები.როდემდე უნდა იარო ასე?ან სად რჩები ის მაინც მითხარი?
-ქისტაურის ბინაში,
-იმედია ჩემს სახლში ქალები არ მიგიყვანია,-ღიმილშეპპარული იდგა ლევანი.
-მოვიდა კიდევ ერთი არანორმალური,მოდი,დაჯექი,-სკამი გამოუწია დუდამ.
ქისტაური ჩამოჯდა და მაგიდაზე დადებულ ბოთლს დასწვდა,სასმელი ჩამოისხა.
-გეყოთ დალევა,-ბოთლი ააცალა დუდამ.-საჭმელიც უნდა ჭამოთ.
მიმტანს დაუძახა,შეკვეთა მისცა და მოლოდინში ძმაკაცებთან საუბარი გააგრძელა.
-ესეგი ამიტომ იყო ჩემი ბინა დალაგებული და ამიტომ იყო სააბაზანოში პირადი ჰიგიენის ნივთები?
-კი ჩემია,დღეს წამოვალ და წამოვიღებ.
-და მერე სად წახვალ?სახლში მისვლა არ გინდა.
-ნუ მსაყვედურობ დუდა,შენ მაინც ნუ მსაყვედურობ.
-ლევან შენ მაინც აუხსენი,რომ მშობლებს დაელაპარაკოს და შეურიგდეს.რაც არ უნდა იყოს მათ უყვარხარ,დარდობენ და ნერვიულობენ შენზე.
-ეს თემა დახურულია და მოდი დღეს ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
-შენ რომ გესმოდეს,შენ რომ იცოდე რას ნიშნავს,როცა მშობლები გყავს ცოცხლები და ჯანმრთელები,ზურგს გიმაგრებენ,როცა საყრდენი გაქვს,როცა იცი რომ მათი იმედი შეიძლება გქონდეს,ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია,-ტკივილი იგრძნობოდა ქისტაურის ხმაში.
-არ დაგავიწყდეთ ცოცხალი მშობლების ყოლა, არ ნიშნავს იმას რომ ისინი გყავს და მათი იმედი უნდა გქონდეთ.
-ამას როგორ ამბობ?ენა როგორ გიბრუნდება?რომ დაგჭირდეს ხომ იცი რომ თითოეული სიცოცხლეს დაგითმობს დაუფიქრებლად.
-არ მინდა დუდა მათი სიცოცხლე გესმის.არ მინდა.მე მხოლოდ მინდოდა რომ ისინი მყოლოდნენ,ეკითხათ რა მაწუხებდა,რამე პრობლრმა ხომ არ მაქვს,ვინმე ხომ არ მომწონს,რას ვგრძნობ,რას განვიცდი.არასოდეს,გესმით,არასოდეს დაინტერესებულან ამით.ყოველთვის ყველაფერი აინტერესებდათ,გარდა შვილისა....უცებ შემოსასვლელი კარზე გაუშეშდა მზერა.
-რა დაგემართა თორნიკე?-ჰკითხა ქისტაურმა
-ხო გავაფრთხილე,ხომ ვუთხარი რომ ჩვენს ტერიტორიას არ გაჰკარებოდა.ის ნაბი...ი აქაა..
-დამშვიდდი კარგი.არ გინდა აყალმაყალი.დღეს ბევრი ხალხია და აქ თავი შეიკავე..
დუდას დაუჯერა,ცოტა დამშვიდდა და სუფრას გადახედა.გემრიელი კერძები იწონებდნენ თავს.ერთ-ერთი გადაიღო და ჭამას შეუდგა,თან თვალს არ აშორებდა მოსულს...
ბიჭმა მთელი დარბაზი გადაკვეთა და სიღრმეში მდებარე მაგიდას მიუჯდა,აშკარად ვიღაცას ელოდა და ხშირად დაჰყურებდა საათს.მეტრეველმა შეამჩნია,რომ დაძაბული იჯდა,მერე კი უცებ სახე გაებადრა.მის სახეს რომ გააყოლა თვალი გაშეშდა.კარში ულამაზესი გოგონა იდგა.თითქოს ეცნო სახეზე უფრო კარგად დააკვირდა.წამში შეაფასა გოგო. კრემისფერი,წვრილბრეტელებიანი,მუხლამდე კაბა ეცვა,მის სხეულს ხაზს უფრო რომ უსვამდა.შავი,კულულა თმები უკან ლამაზად შეეკრა და საღამოს მაკიაჟი ამშვენებდა. ულამაზესი ღიმილი ჰქონდა.მარგალიტებივით ჩამწკრივებული თეთრი კბილები მოუჩანდა...მის თითოეულ ნაბიჯში იგრძნობოდა ელეგანტურობა და სინაზე.მიდიოდა ბიჭისკენ და ირგვლივ ყველას და ყველაფერს აუფერულებდა მისი სილამაზე...
-როგორც ყოველთვის გიგაურების მემკვიდრე შესანიშნავ ფორმაშია,-მოესმა დუდას ხმა.
-ვინ არის დუდა?
-სოფო გიგაური -გიორგი გიგაურის უფროსი ქალიშვილი და ქალაქის ცნობილი ექიმის სოფო გიგაურის ძმისშვილი.
-აი თურმე საიდან მეცნობოდა.-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ეს გოგო არ იყო შენი მკურნალი ექიმი?ახლა სხვა ფორმაშია,მაგრამ ნამდვილად ისაა,არ მეშლება.-ჩაერთო ლევანი და ხაჭაპურის ნაჭერი გაიქანა პირში.
-ჯანდაბა,რაღა მაინცდამაინც აქ მოვიდა,ან მასთან რა უნდა?
-მისი შეყვარებულია როგორც ვიცი.
-შენ კიდევ ბევრი რამე იცი დუდა?
-გააჩნია შენ რა გაინტერესებს მეტრეველო.
-ამ ეტაპზე რაც გავიგე ესეც საკმარისია...უპასუხა და ისევ გოგოს გახედა,რომელიც ბიჭთან ერთად უდარდელი სახით იჯდა და საყვარელი ადამიანის გარდა ვერავის ვერ ამჩნევდა და ხედავდა.
თვითონაც არ იცოდა მეტრეველმა რატომ გადაწყვიტა ან საიდან დაებადა გულში შურისძიების გრძნობა,მაგრამ ეს გოგო ნამდვილად აგებდა პასუხს წარსულის გამო.ულამაზესი გოგო იყო,მოეწონა კიდეც,მაგრამ ახლა სძულდა,დაწყევლილი იყო ეს სილამაზე,ისევე როგორც მისი შეყვარებული და მისი ოჯახი....

-როგორც იქნა ჩემთვისაც მოიცალე,სულ სამსახურში ხარ,-უსაყვედურა ბიჭმა და მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია.
-ვიცი გუგა,მაგრამ რა ვქნა,ამაზე ხომ ვილაპარაკეთ,საბოლოო გამოცდამდე ძალიან ცოტა დარჩა,სულ ცოტა.
-მერე კი ნამდვილად მივალ შენებთან და დაველაპარაკები,ასე მალულად შეხვედრებიც ტანჯვაა ჩემთვის..
-შენ გგონია ჩემთვის ადვილია?ჩემთვისაც რთულია,სულ შენზე ვფიქრობ,არეული ვარ,ძლივს ვაბავ თავს საქმეს და სწავლას.
-არვიცი როგორ მოვითმენ.
-მეც მიჭირს გუგა,აი იცი როგორ მიყვარხარ,მინდა ქვეყნის გასაგონად ვიყვირო,რომ ეს ბიჭი ჩემია და თუ ვინმე მიკარებას გაბედავს ცუდად წაუვა საქმე.
-ჩემი დაბნეული და ბრაზიანი გოგო,,-გაეცინა გუგას,ხელი მოხვია და მიიხუტა.
-ახლაც გახვალ და იყვირებ?-გაეცინა გუგას.
-ახლაც,მაგრამ, რომ მაახსენდება ხვალ შეიძლება ყველა გაზეთის გვერდზე დაიბეჭდოს,გული მისკდება.ახლა ვინმემ რომ დაგვაფიქსიროს ესეც კი მეშინია,რომ ჩემებს იქამდე არ უთხრან სანამ ჩვენ ვეტყვით.
-ამიტომ გეუბნები ვუთხრათ-თქო.
-არა,ჯერ არა გუგა,-სთხოვა გოგომ,-ჰო მართლა ჩემი სიუპრიზი სადაა?-გაახსენა სოფომ
-გარეთ,
-მაშინ წავიდეთ.
ანგარიში გაასწორეს და იქაურობა დატოვეს,თან თორნიკე მეტრეველის მტრული მზერა გაიყოლეს....
*************

ორსართულიან,მდიდრულ ვილაში სპორტული,ორკარიანი მანქანა დიდი სიჩქარით შევიდა.ახლაგაზრდა,ელეგანტურმა მამაკაცმა მზის სათვალე მოიხსნა და სახლში შევიდა.ისე მივიდა კაბინეტამდე არც გზა არევია და არც ვინმეს გაუჩერებია,აშკარად არ იყო უცხო...
-შეასრულე?-მხოლოდ ეს ჰკითხა მაგიდასთან მჯდარმა ასაკოვანმა მამაკაცმა.
-დიახ ბიძია,ყველაფერი ისეა როგორც დავგეგმეთ
-კიდევ რამდენი დრო დაგჭირდება?
-დაახლოებით ერთი თვე.
-კარგი,ერთ თვეში საბოლოოდ გავანადგურებ ბექაურებს და მის გარემოცვას,მანამდე კი პატარ-პატარა დარტყმებს მივაყენებ,-გამოსცრა კბილებში.
-ბიძია ასე რატომ გძულს ისინი?
-შენი საქმე არაა ეგ.დრო რომ მოვა გაიგებ,შენ ეს მითხარი იმ გოგოს ძალიან უყვარხარ?
-ძალიან.
-ყველაფერზე თანახმა იქნება?
-ვფიქრობ კიი.
-ანუ დარწმუნებული არ ხარ?
-კი კიი ვარ,-თავი დაუქნია ბიჭმა.
-კარგად უნდა გააკონტროლო,იცოდე შეყვარებულ ქალზე საშიში არაფერია.კარგად დაიმახსოვრე ეს.ახლა წადი და საქმეს მიხედე,იცოდე ერთი ნაბიჯითაც რომ გადაუხვიო გეგმას არც შენ დაგინდობ.
ახალგაზრდა წამოდგა,რამდენიმე წუთიანი აღმოჩნდა მათი შეხვედრა,მერე დაემშვიდობა და მარტო დატოვა თავის ფიქრებთან და გეგმებთან ერთად.

*******



№1 სტუმარი სტუმარი ტასო

როდის დადეფ შემდეგ თავს?თანდათან უფრო საინტერესო ხდება და ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი katiusha

ხვალ სავარაუდოდ,თითქმის დაწერილი თავი წამეშალა:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent