შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ ერთმანეთი დაგვებედა [სრულად]


25-08-2018, 08:03
ავტორი Mathew
ნანახია 3 184

გაზაფხულზე ვიყავი,ბედობისთვის ვემზადებოდით მე და ლიზი.ჩემთვის და ლიზისთვის,2 იანვარი ახალწელზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.მუდამ ასე იყო და ვიცი,რომ ასე იქნება.
მიუხედავად ჩვენი ასაკისა,მაინც გვჯერა 2 იანვრის ცრურწმენის და ვცდილობთ ერთად გავატაროთ ეს დღე,რათა ერთად ყოფნა დაგვებედოს.
მაგრამ,მაშინ ყველაფერი სხვანაირად გამოვიდა.
ჩვენთან ერთად,ლიზის უფროსი ძმაც იქნებოდა,თავისი მეგობრებით.
მართალია,მსგავსი <<ღონისძიებები>> მე და ლიზის დიდად არ გვხიბლავს,მაგრამ ამის ატანა მოგვიწია.რადგან,ეს სახლი ისევე ეკუთვნის ლუკას,როგორც ლიზის.

_ლიზი._ყვირილით შემოვარდა ლუკა სამზარეულოში._ტასიკო,შენც აქ ხარ გოგო?_გამიცინა და გადამკოცნა,მე კი შევუბღვირე და მაშინვე გამოვთქვი პრეტენზია,

_ლუკა,ნუ მეძახი ტასოს.

_აბა ანასტასიას სანამ ვიტყვი..._ისევ შევუბღვირე._კარგი ხო.ახლა რა უნდა მეთქვა._ისევ თავის სათქმელზე გადავიდა._ხვალ,აქ ტიმოთეც მოვა.ანასტასია,არ მინდოდა ისე მოსულიყო რომ არ გცოდნოდა,ამიტომ შენ გეუბნები._მის ნათქვამს არ ვუსმენდი.მხოლოდ ოთხი სიტყვა მიტრიალებდა თავში და გულს მიჩერებდა.ნელ-ნელა სუნთქვაც მეკვროდა და მთლიანად ვცახცახებდი.გონება კი მხოლოდ ერთს იმეორებდა. <<ხვალ,აქ ტიმოთეც მოვა>>.
მაშინ მივხვდი,რომ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ დიდი ტკივილის გარდა არაფერს მოიტანდა.
აი თურმე რა არის ბედობის საოდუმლო.
შეიძლება დაბედებული,ძალიან დიდი ხნის შემდეგ აგიხთედ და განმეორდეს.
თუ დაგაბნიეთ არ მიწყვინოთ.
ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ.

_ანასტასია._ლიზამ ფრთხილად შემახო ხელი და ისევ რეალობაში დამაბრუნა.

_ლიზ,ხვალ რომ არ მოვიდე?

_არ გაბედო.ხვალ,ისევე როგორც ყოველ წელს,აქ იქნები._მკაცრად განმიცხადა და ჩემ წინ დადგა.

_ლიზ…_ვიცოდი,რომ არაფერი გაჭრიდა,მაგრამ მაინც ვცადე თავის დახსნა.

_არანაირი ლიზ ანასტასია.საბოლოოდ უნდა შეეგუო ტკივილს.მან დაგტოვა,გესმის?ორი წლის წინ,ადგა და წავიდა.
ახლა კი,უნდა ადგე და დაანახო,რომ ტკივილმა და მონატრებამ ვერაფერი დაგაკლო._იგრძნობოდა მის ტონში სიმკაცრე და რაღაც მომენტში მივხვდი,რომ მართალი იყო.

_შეიძლება წამოვწვე.

_რა თქმა უნდა._ლოყაზე ოდნავ შევახე ტუჩები და მისი ოთახისკენ გავეშურე.
საწოლზე წამოვწექი და თავს ვაიძულე,რომ წარსულზე არ მეფიქრა.
არ გამომივიდა.პრინციპში,ეს შეუძლებელიც იყო.
***
ძნელია თავიდან საყვარელი ადამიანის ამოგდება.მითუმეტეს მაშინ,როცა მან ძალზედ დიდი ტკივილი მოგაყენა.
მაშინ,როცა მუდამ ერთად ყოფნას და ბედნიერებას გპირდებოდა.
ადამიანზე უფრო,კი ტკივილის დავიწყებაა შეუძლებელი.
შეიძლება,ძალზედ არ დაგაზიანა.მაგრამ,ტკივილი ორმაგდება თუ საყვარელი ადამიანის მიერ არის მოყენებული.
პატიებაც კი შეიძლება,მაგრამ ის ძველი ტკივილი ყოველთვის მოგაგონდება.
განა ანასტასიამ ეს ყველაფერი არ იცის.
უბრალოდ უჭირს იმის გააზრება,რაც ორი წლის წინ მოხდა.
ისევ საშინლად ტკივა.
***
როცა გავიღვიძე ლიზი ჩემ გვერდით იწვა, ჩემ თმებს ეთამაშებოდა.
ფრთხილად წამოვწიე თავი და გავუღიმე.

_დიდი ხანია მძინავს?

_არა,დაახლოებით ერთი საათი.

_კარგი,წამოდი საქმე დავასრულოთ და
შემდეგ წავალ.

_დღეს არ დარჩები?_დაწვრილებული თვალოებით გამომხედა.

_არა,ხვალისთვის უნდა მოვემზადო._თვალი ჩავუკარი.ვიცოდი როგორ უნდა დამეყოლიებინა ლიზი.
მითუმეტეს,მაშინ დაივიწყებდა თავის მოთხოვნებს,როცა ტიმოთეს ვახსენებდი.
რა თქმა უნდა,მეორე დღისთვის ყველაფერი გავამზადე,შემდეგ კი დაღლილი დავბრუნდი სახლში სადაც,დედ-მამა სტუმრებით დამხვდებოდნენ.
თავი არ შემიწუხებია ხალხთან ბაასით,მხოლოდ მივესალმე,რამდენიმე წუთი მათთან გავჩერდში,შემდეგ კი ჩემ ოთახში შევედი,აივნის კარები გამოვაღე და იქვე,კომფორტულად მოვთავსდი სავაეძელში.
ჩაბნელებულ ქალაქს ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე თოვლის ფიფქების ცვენა,როცა სიცივისგან დამაჟრიალა.ტანზე პლედი მოვიფარე,თვალები დავხუჭე და უნებლიე,ჩემი და ტიმოთეს პირველი შეხვედრა გამახსენდა.
***
2 იანვრის ღამე იყო.მაშინაც,რა თქმა უნდა ლიზასთან ვიყავი და ერთად ავღნიშმავდით ბედობას,ლუკას და მის რამდენიმე მეგობართან ერთად.
მათ შორის იყო ტიმოთეც.
ბიჭი,რომლის თვალებმაც ერთი შეხედვით მომნუსხა,თუმცა ეს ფიქრები სწრაფად გადავაგორე.
მთელი დღის მანძილზე ვერთობოდით და ვცდილობდით კარგი ხასიათი მეორე დღემდე შეგვრჩენოდა,რათა შემდეგ მთელი წელი ხალისში გაგვეტარებინა.
ხომ იცით,ბედობის
ცრურწმენაზე ვსაუბრობ.
გარეთ თოვდა,დაბნელებულ და ლამპიონებით განათებულ ქალაქში,თოვლის ფიფქები საოცრებას მოგაგონებდნენ.
თითქოს,ციდან პატარა ბალერინები მოფრინავდნენ და მოხდენილი მოძრაობით ეშვებოდნენ მიწაზე.
არ შემეძლო ამ ყველაფრისთვის ფანჯრიდან მედევნებინა თვალი.თანაც,ოდნავ თავის ტკივილმა შემაწუხა.
ამიტომ,აივანს მივაშურე.
მოჯირს დავეყრდენი და ცას ავხედე.
ასე უფრო ლამაზი იყო ციდან წამოსული თოვლი.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები სიცივით ავივსე.
უნდა ვაღიარო,ბედობა ამ დღიდან შემიყვარდა.
შემიყვარდა ისე,როგორც არაფერი სხვა.
ვფიცავ,ჩემ დაბადების დღეზე მეტადაც შემიყვარდა.
იმ დღეს გავიცანი ტიმოთე.

_ლამაზია არა?_ფიქრებიდან ოდნავ ხრიწიანმა ხმამ გამომიყვანა.
მივხვდი,რომ საუბრის დაწყება სურდა,ამიტომ გავუღიმე და მეც დაბალი ხმით დავიწყე ჩურჩული.

_კი,უჩვეულოდ ლამაზია.

_როგორც ჩანს შენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა._არ იღიმოდა,მაგრამ მის ხმაში ხალისი იგრძნობოდა.უჩვეულო იყო ტიმოთე.

_არ ვიცი,ალბათ.მაგრამ,გაზაფხულს ნამდვილად ვერ შეცვლის.

_და შემოდგომაზე რას იტყვი?

_იცი რა,ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს.ოთხივე დროში არის თოთო დღე,რომელსაც გამოვარჩევ.

_აი,რაღაც საერთო ვიპოვე._ნელა გავაპარე მისკენ თვალი და ტუჩებზე გადავიტანე მზერა.ოდნავ ჩატეხილიყო,თითქოს ღიმილი უნდოდა,მაგრამ თავს იკავებდა.

_ანუ, შენც თითო დროში თოთო დღე გიყვარს?

_ასე შეიძლება ითქვას,მაგრამ ბედობა ყველას მირჩევნია.

_რატომ ბედობა?_ოდნავ დააშორა ტუჩები ერთმანეთს,რათა პასუხი გაეცა.მაგრამ,უცებ გაჩნდა ჩვენ შორის ლუკა და ტიმოთე წამართვა.მე კი,უპასუხოდ დავრჩი.ნუ,ყოველი შემთხვევისთვის მე მეგონა ასე.
მაგრამ,წასვლის წინ,როცა გადამკოცნა ყურში დაბალი ხმით მიჩურჩულა,

-რადგან ჩვენ ერთმანეთი დაგვებედა._პირი ოდნავ გავაღე,რათა რაღაც მეთქვა,მაგრამ ვერცერთ სიტყვას ვუყრიდი თავს.

იმ მომენტში მხოლოდ მისი წარმოთქმული სიტყვები ტრიალებდა გონებაში,სხვა კი უბრალოდ გამქრალიყო.
იმ მომენტში,თითქოს სამყაროს არ ვეკუთნოდი.
თითქოს სხვა პლანეტაზე ვიყავი.
მაგრამ,მგონი ეს ასეც იყო.
რადგან გონებაში,მხოლოდ ჩვენ ორი ტრიალებდა.
არ ვიცი,სე რამდენი ხანი ვიდექი,მაგრამ ისევ ლიზიმ გამომაფხიზლა.
მეც,რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე,რადგან ასე უფრო გამიადვილდებოდა.
თუმცა,ერთი ვიცოდი-ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი.
***
სივრცეს მივშტერებოდი და პლედს მაგრად ვუჭერდი ხელს.როცა მოგინებების ზღვა შეწყდა ფეხზე წამოვდექი და ჩემ ოთახში შევიკეტე.
ტანსაცმლით მოვკალადთი საწოლზე და ისე ჩამეძინა.
მეორე დღეს,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.
ეს არაკომფორტულობა და თავის საშინელი ტკივილს დავაბრალე.
არა და,კარგად ვიცი.მაშინ,ცუდად მხოლოდ მის გამო ვიყავი.
არ მინდოდა მენახა.
რადგან ვიცოდი,თავს ვერ შევიკავებდი.
მივვარდებოდი და მთელი ძალით მოვხვევდი მონატრებულს ხელს.
განა მონატრებაზე ძლიერი ტიკივილი არსებობს ამ ქვეყნად?
ჩემთვის არა.
რადგან,მონატრება შიგნიდან მღრღნის და მანაწევრებს.
ის მაიძულებს შევეგუო იმას,რომ საყვარელ ადამიანს ვეღარ ჩავეხუტები.
ვეღარ გავუღიმებ.
ვეღარ ჩავხედავ საყვარელ თვალებში და ალბათ,ვერც ვერასდროს გავიგებ მის ხმას.

ბოლოს,მოვემზადე და შეშინებული წავედი გაზაფხულზე.
გზაში ყველაფერზე ვფიქრობდი რაც ტიმოთეს უკავშირდებოდა.
შემდეგ,ლიზის სახლის აივანს ავხედე და ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე გამახსენდა.
ბოლოს დღე,რომელიც ენით აუღწერელ სითბოს იტევს.
მაშინ ვერ მივხვდი ტიმოთეს სიტყვების აზრზს,მაგრამ უკვე ყველაფერი გააზრებული მაქცს.
ბოლო სიტყვები,ისევ იგივე იყო.მაგრამ,ამჯერად მასში ბედნირების ნაცვლად დიდი ტკივილი იგრძნობოდა.

_გახსოვდეს ანასტასია,ჩვენ ერთმანეთი დაგვებედა._საშინლად დაბოხებული ხმით მითხრა,შუბლზე მომაწება გავარვარებული ტუჩები და გაქრა.

მე კი ვიცოდი,რომ მეორე დღეს უნდა მენახა.
თუმცა, გავიგე,რომ წავიდა.იმ დღესვე წავიდა.
შორს,ათასი კილომეტრის მოშორებით და დამტოვა.
მაგრამ,ეს არაფერია.შემეძლო ამაზე თვალი დამეხუჭა,ალბათ ცოტას წავიკინკლავებდით და შემდეგ,ყვაფერი ისევ ისე იქნებოდა.
უკვე ვიცოდი რასაც ვეტყოდი,მისი პასუხებიც წინასწარ გავთვალე,მაგრამ არ დაურეკავს.
იქ ყოფნის დროს,ორი წლის მანძილზე ერთხელაც არ დაურეკავს.
არც წერილი მოუწერია.
თუნდაც ერთი სიტყვა,რომელიც უცებ მომცემდა მისი პატიები უფლებას.
მაგრამ,არა.
ხო,აი ასე დამთავრდა დაწყებული.
მაშინ,2 იანვარს ლიზის აივანზე აწყობილი ურთიერთობა იქვე,ზუსტად ორ წელში,2 იანვარს ლიზის აივანზე დაინგრა.
ხო,მე კი მომდევნო დღეს მივხვდო მისი სიტყვების აზრზს.
მიჭირდა,ორი წლის უნახავი სიყვარულის ნახვა.
მას შეიძლება სხვა ყოლოდა,ან რადიკალურად შეცვლილიყო.
თუმცა,თავს ძალა დავატანე და მალე ლიზის სახლის კართან ვიდექი და რკინის კარზე რიტმულად ვაკაკუნებდი.
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ,როგორც იქნა კარები გამიღო და შიგნით შემატარა.
გადავკოცნე და ქურთუკი იქვე დავკიდე,შემდეგ ჩუმად გავაპარე თვალი მისაღებისკენ და ლიზის მივუბრუნდი.

_არ მოსულან ჯერ.დაახლოებით ნახევარ საათში აქ იქნებიან.
იცოდე,თავი მაგრად დაიჭირე ანასტასია და შენი სისუსტე არ დაანახო.

_ვიცი ლიზი.უბარლოდ,ძალიან ძნელი იქნება ორი წლის შემდეგ შეცვლილი ტიმოთეს ნახვა.თან დღეს ხომ ბედობაა.

_ხომ იცი,საკუთარ თავში ეჭვი არ უნდა შეიტანო.

_მაგარმ შემაქვს._მეტი არაფერი უთქვამს,მე არ მივეცი ამ საკითხე საუბრის უფლება და სუფრის გაწყობა დავიწყე.

წუთებს ვითვლიდი და თითქმის,ყოველ წამს საათს ვამოწმებდი.
ისიც ვიფიქრე,ხომ არ ჯობია წავიდე მეთქი.
მაგრამ სავარძელში მოვკალათდი და ლოდინი დავიწყე.
ერთიანად გამცრა,როცა საკეტის ხმა გავიგე,შემდეგ კი მას სიცილიც დაერთო.
ადგილზე გავიყინე,ლიზისკენ მივაბრუნე თავი და თვალებით შველა ვთხოვე.
რეაქცია არ ქონია,ფეხზე წამოხტა და მეგობრებს გადაეხვია.
მეც სხვა რა გზა მქონდა.ფრთხილად წამოვდექი ფეხზე და მათკენ მივბრუნდი.
ჩემ წინ იდგა.
თვალები უფრო მუქი ქონდა,ან მე მეჩვენებოდა მონატრებულზე ასე.
წვერი ისევ ოდნავ ქონდა მოშვებული,სახეზე ვერაფერს წაიკოთხავდით.
უემოციო გამომეტყველებით იდგა,სულ არ შეცვლილა.
ისევ ის ტიმოთეა,რომელიც ორი წლის წინ იყო.
_გამარჯობა_ჩავარდნილი ხმით დავიჩურჩულე.არ ველოდი მისგან თბილ მოსალმებას,არც მე ვაპირებდი რამე მსგავს.

_გამარჯობა ანასტასია._ალბათ სისულელეა,მაგრამ ჩემ სახელს სულ სხვანაირად წარმოთქვამს.

დაიხარა, და ლოყაზე შემახო გავარვარებული ბაგეები.
ისევ იმავე შეგრძნება დამეუფლა და დამეფოცება,რომ არა მისი ორი წლის წინანდელი ქცევა მის მკლავებში დავიმალებოდი.
მაგარამ არა.
სიამაყემ მძლია და გვერდი ავუარე.სხვებს თბილად მივესალმე და სუფრასთან ადგილები დავიკავეთ.
ისევ იგივე მეორდებოდა,ჩემში კი ნელ-ნელა იმატებდა მღელვარება.
ადრე,მეგონა რომ ამ დროს ისევ ერთად,ერთმანეთზე ჩახუტებულები შევხვდებოდით.
მაგრამ,ყველაფერია ისე,როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას.
ჩემ წინ ზის და თვალს არ მაშორებს.
ძარღვებში კი სისხლი ორჯერ უფრო სწრაფად მიედინებოდა,გულის ფეთქვა არ მესმოდა.
ვეღარ ვუძლებდი ასეთ სიახლოვეს და სიშორეს მასთან.
აივანზე გავედი,მოაჯირს დავეყრდენი და ფიფქებს დავუწყე ყურება.
ხო,ყველაფერი იგივე იყო.
თითქოს,წარსულში დავბრუნდი.
მივხვდი,რომ ჩემ გვერდით იყო.
ვიგრძენი მისი მოახლოება.
გამეღიმა,გამრამ ამ ღიმილში ტკივილი უფრო იკვეთებოდა,ვიდრე ბედნიერება.
არაფერს ამბობდა.
არც მე მქონდა დუმილის დარღვევის სურვილი.
ველოდებოდი,თუ როდის გადმოდგამდა პირველ ნაბიჯს,მაგრამ არა.
მე კი,ისევ ფიფქებს ვუყურებდი.

_იცი,ამ ორი წლის მანძილზე უფრო დავრწმუნდი ჩემ ნათქვამში._საშინლად ხრიწიანი ქონდა ხმა.არც ჟრუანტელმა დააყოვნა და ტანში სასიამოვნოდ გამცრა.

_და მაინც რომელში?

_იმაში,რომ ბედობა არაა ცრურწმენა.

_როგორც ჩანს სხვადასხვა აზრი გაგვაჩნია.

_და მაინც,რატომ ფიქრობ რომ ცრურწმენაა ანასტასია?-უკან არ მივბრუნებულვარ,ჯიუტად ვაკვირდებოდი მოცეკვავე ფიფქებს.

_ერთხელ მომხდარი მეორედ არ გამეორდება ტიმოთე!
მე შემიძლია მოგიყვანო მაგალითი,სადაც მე და შენ მთავარ როლს ვასრულებთ.
შენ არ ამბობდი-ანასტასია,ჩვენ ერთმანეთი დაგვებედაო.?!
მერე,ახლა რა ხდება ტიმოთე?სადაა დაბედებული?გეკითხები,რატომ ვართ ერთმანეთთან ასე ახლოს და თან ასე შორს?

_არა,ეს მხოლოდ შენი წარმოსახვაა ანასტასია.ჩვენ ერთმანეთთან იმაზე უფრო ახლოს ვართ,ვიდრე წარმოგიდგენია.

_ხო,ამ ორ წელში დავრწმუნდი, ტიმოთე.

_მართალი ხარ.ამ ორ წელში მეც მივხვდი,რომ იმაზე მეტი იყავი ვიდრე ბედობის საჩუქარი.

_და მაინც,ასე რატომ წახვედი ტიმოთე.არ ვიყავი გაფრთხილების ღირსი?კარგი,ეგ თუ არაფერი,ერთხელაც არ უნდა დაგერეკა?

_ასე უნდა ყოფილიყო ანასტასია.ჩვენთვის.

_ჩემთვის და შენთვის.ასე უნდა ყოფილიყო,სანაცვლოდ რა მიიღე?ზიზღი ტიმოთე!

_აქაც ცდები ანასტასია.ეს ზიზღი კი არა სიყვარულია.გაორმაგებული გრძნობა და ხვდები,რომ არც შენ შეგიძლია უჩემოდ.
შენც კარგად იცი ანასტასია,რომ ამ დავას არანაირი აზრი აქვს.დასასრული მაინც ერთი იქნება,შეუცვლელი.

_დაწყებული დასრულდა ტიმოთე,ორი წლის წინ დასრულდა._ვკანკალებდი.თვალებში კი მლაშე სითხე იკავებდა ადგილს,მხედველობას მიბინდავდა.მაგრამ,ეს კარგიც იყო,რადგან არ მინდოდა მისი სახის დანახვა.

_არა,ორი წლის წინ დაიწყო.მე კი გითხარი,რომ დასასრული შეუცვლელი იქნება.არ დასრულებულა,გესმის?!

_რას გულისხმობ დასასრულში?


_იმას,რომ ჩვენ ერთმანეთი დაგვებედა ანასტასია._ფრთხილად მომაბრუნა მისკენ,თვალებში ჩამხედა და მისი გავარვარებული ტუჩები შუბლზე მომაწება.
ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
მესმოდა თუ როგორ ძგერდა მისი გული და წამში,ვიგრძენი თუ როგორ გაორმაგებული ძალით აძგერდა ჩემი.
თითქოს,რაღაც აკლდა და დანაკლისი შეივსო.

ახლა?!ახლა,მე ჩემ წარსულს თქვენ გიყვებით.გული კი ისევ ისე ძგერს,არ გაჩერებულა.
ტიმოთე აქაა,ჩემ გვერდით
და ყურში ჩუმად მეჩურჩულება,რომ ჩვენ ერთმანეთი დაგვებედა.
მე კი მჯერა,რომ ბედობა სულაც არაა ცრურწმენა.


ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დადება,მაგრამ ვნერვიულობ.
მგონია,რომ რაღაც აკლია და არ მოგეწონებათ.
იმედია,ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია.



№1  offline მოდერი Mathew

ელპინი
ოჰ, ანი, ოჰ.
მე ხომ გითხარი, იმ სიმაღლიდან ფეხი არ მოიცვალო - მეთქი?!
გთხოვე, ანი.
შენც ხო დამპირდი,
მერე სადაა დანაპირები?!
მე ვეღარ ვხედავ იმას, რასაც აქამდე ვხედავდი.

ყველაფრის მიუხედავად, შენი ემოციები და გრძნობები ნათლად ეტყობა.
ცუდი არ იყო, ანი, მაგრამ შენთვის ახლა და ამ წუთს შეუფერებელი.

გამოასწორე.
ტყუილად არაფერს გეტყვი, ხომ იცი?!
სულ ბოლომდე არ დავარდე ძირს, დროულად დაუბრუნდი ისევ იმ სიმაღლეს.

გკოცნი და
მიყვარხარ.

ხომ ხედავ,ჩემი ცუდად ყოფნა ისტორიებზეც ცუდად მოქმედებს.
მაგრამ,გეფიცები,მე იმ მწვერვალიდან არ ჩამოვალ.
უფრო მაღლა ავალ და გპირდები,რომ შენ იმედებსაც გავამართლებ.

მართლა არ ვიცი რა მომივიდა.
მაგრამ,ალბათ ასე უნდა მომხდარიყო,რომ კიდევ უფრო მაღლა წავსულიყავი.

შენ თავს ვფიცავარ,შემდეგში ყველაფერი ისე იქნება,რომ მეც კი ვამაყობდე ჩემი თავით.

მადლობა და მიყვარხარ ლურჯო.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ki namdvilad sheni warmosaxvis nawilakia<3

 


№3  offline მოდერი Mathew

სტუმარი მარიკო
Ki namdvilad sheni warmosaxvis nawilakia<3

ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent