*სისხლიანი პაემანი* (თავი 27)
სისხლიანი პაემნის ბოლო დღე. 28 ნოემბერი,კვირა. 22:30 სკამზე მოშვებული იჯდა,გრძელი ფეხები ფართოდ გაეშალა და ერთ ხელზე ჩამოედო თავი,ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდა საყვარელ ქალს,რომლის შავი კუპრივით თვალების გახელას ელოდა,თვალების,რომლებმაც სიცოცხლე აჩუქეს,რომლებმაც სიყვარული ასწალეს,აგრძნობინეს როგორია იყო - ადამიანი.. მთელ ოთახში აპარატის წრიპინი ისმოდა,ანასტასიას სასუნთქ ორგანოში პატარა წრვილ მილებს გაეხსნათ გზები,წვეთოვანი ნელნელა იცლებოდა,ის კი მაინც არ ინძრეოდა,თითქოს ტკბილად და მშვიდად ეძინა. - გამომართვი მეგობარო.. კაცის ბოხ ბარიტონზე უცბად შეცბა,მაღლაკელიძეს ახედა,რომელიც ყავას აწვდიდა ნახევრად გაღიმებული სახით. - მადლობა..არ მინდა ძმაო.. ჯერ ვერ გაარკვიეს ვინ ესროლა,არა? - ჯერ ვერ.. ტყვია ამოუღეს,თუმცა რევოლვერის მესაკუთრის ვინაობა არ არის ცნობილი. - მაიც გავიგებ.. პლასტმასის ჭიქას ხელი მოუჭირა და ერთიანად მოაქცია მუჭში. - მე წავალ და დავბრუნდები რამოდენიმე საათში,ცოლ-შვილი მყავს დატოვებული მარტო უკვე ორი დღეა,ხო ხვდები.. - წადი,მე აქ ვარ,არსად არ ვაპირებ წასვლას. - კარგი,დროებით. - დროებით. მზერა ისევ ქალისკენ გააპარა,რომელიც თვალების გახელას ცდილობდა,სწრაფად წამოდგა ფეხზე და სკამი მისკენ უფრო ახლოს მისწია,ხელი მის თბილ ხელებში მოაქცია და ჩუმად ჩასჩურჩულა. - სიყვარულო.. გაიღვიძე ჩემო მშვენიერო.. გაიღვიძე.. - დემე... ჩუმად აღმოხდა ბაგეებიდან მისი სახელი,კაცმა კი მისი ხელის ზურგს მიაწება ტუჩები აცრემლებული თვალებით. - სად ვარ.. რა ხდება.. ტასო პანიკამ მოიცვა,თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით,მაგრამ ჯერ კიდევ ხანგრძლივი ნარკოზიდან გამოსულს,უჭირდა სხეულის გამოძრავება,ნელნელა ჩურჩულით საუბარი ყვირილში გადაეზარდა. - წავიდეთ.. წავიდეთ.. წამიყვანე აქედან.. მეშინია.. წამიყვანე.. აქ არ მინდა... არ მინდააა... - დამშვიდდი პატარავ,დამშვიდდი.. მამაკაცი სწრაფად ადგა,ექიმს დაუძახა,რომლებსაც ექთნები მოყვებოდნენ უკან,ხელში საზომი აპარატებით მომარჯვებულები. - ექიმო,გამოფხიზლდა.. მაგრამ ძალიან შეშინებულია.. ექიმმა თვალები შეუმოწმა,წნევა.. აპარატს გადახედა,ყველაფერი ნორმაში ჰქონდა,კისერზე ფონედოსკოპი შემოიხვია და დემეტრეს შეუტრიალდა. - არაფერია,ნარკოზიდან ყველა სხვანაირად გამოდის,ეს ინდივიდუალურია.. არ შეგეშინდეთ,მძიმე ოპერაცია იყო და ხანგრძლივი,მას დასვენება სჭირდება. - მადლობა. სკამზე ისევ მოკალათდა,ექთანს შეხედა,რომელიც ვენაში გაურკვეველ სითხეებს უშვებდა და წვეთოვანს ასწორებდა. - არავის შევარჩენ ამას,გპირდები ჩემო ერთადერთო.. არავის შევარჩენ.. მუცელს ტყვიებით გავუტენი,ვინც არ უნდა იყოს.. აი იმ ტყვიას,რომელიც მუცლიდან ამოგიღეს,პირველს ზუსტად მაგ ტყვიას გავისვრი. წამლის ზემოქმედების შემდეგ თვალები ისევ დაეხუჭა ახვლედიანს და ძილს მიეცა. შუაღამე იყო,სკამზე მჯდომს ხელები გულზე შემოწყო,თავი გვერდით გადაეხარა და თვალები მიელულა. ტასოს თვალების გახელისთანავე მის წინ საყვარელი მამაკაცი დახვდა,სახე ღიმილით მოეფინა,ბალიშიდან თავი ოდნავ წამოწია და მამაკაცისკენ უფრო ახლოს მიატრიალა თავი.. - დემე.. მის ხმაზე თვალები მოიფშვნიტა და მისკენ ახლოს მიიწია. - გაიღვიძე პატარავ? - ჰო.. ოდნავ შეიშმუშნა, სახე მაშინვე დაემანჭა,როცა ხელი ნაოპერაციები ადგილისკენ წაიღო. - რა მოხდა,აქ რატომ ვარ? დემეტრემ თავი დახარა და თითქოს ძალას იკრებდა,პასუხის გასაცემად. - გესროლეს. - რაა? მე მესროლეს? როგორ.. რატომ? - გთხოვ,ოღონდ ამაზე არ ვილაპარაკოთ ეხლა.. გამოძიება ყველაფერს დაადგენს,ყველაფერს მივხედავ,გპირდები. ცხელი ტუჩები შუბლზე მიადო და მისი თმის კულულა მოიქცია თითებში,რამოდენიმე წამში სანდრო და მართა შემოვიდნენ,ნანერვიულები,დაღლილები,რომლებსაც ღიმილი ჰქონდათ აკრული სახეზე. - როგორ მანერვიულე... მის წინ ჩაიმუხლა სანდრო,ქალის ხელი სახეზე მოიქცია და თავი დაადო. - შენ რომ რამე დაგმართნოდა,რა მეშველებოდა... ცრემლები ისევ გადმოყარა მართამ და ხელის ზურგზე აკოცა. ტასო კი თვალებამღვრეული უყურებდა მათ,ხან ერთს გახედავდა,ხან მეორეს.. ხელები ორივეს ჩასჭიდა და ამოისლუკუნა. - რა კარგია რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში.. დემეტრემ ჩაახველა,სანდროს მხარზე ხელი მოკიდა და პალატის კართან მიიყვანა. - სანდრო,შეგიძლია დღეს ანასტასიასთან იყო? - კი,რა ხდება?მშვიდობაა? - მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს,ხომ ხვდები.. თვალებით ანასტასიაზე ანიშნა და ისევ სანდროს მიუბრუნდა. - მიხედე რა.. - რაზეა ლაპარაკი,აბა რას ვიზამ? - მადლობა...კარგი,წავედი.. კარი გააღო და თვალი ისევ ანასტასიასკენ გააყოლა,აკვირდებოდა მის სახეს,მის იდეალურად ლამაზ სახეს,რომელსაც მაინც ვერაფერი დააკლდა,აკვირდებოდა,როგორ ელაპარაკებოდა მართას,მის სახის მოძრაობას,ტუჩების,თვალების ბრიალს და დაცლილი გული თითქოს ევსებოდა რაღაცით,მაგრამ ვერ ხსნიდა რა იყო ეს რაღაც.. ფიქრებიდან გამოფხიზლდა და პალატა დატოვა. _____ - უფროსო,მოკლედ ყველაფერი გავარკვიე ახვლედიანის საქმესთან დაკავშირებით. - სხეულიდან ამოღებული ტყვიით დადგინდა, კოლტის რევოლვერითაა ნასროლი,რომელიც სულ რამოდენიმე კილომეტრშია შესაძლებელი მიზანს მოარტყა,კალიბრი 0,36 დიუმი 9 მმ.. არანაირი კვალი არ არსებობს გარკვეულ ტერიტორიაზე,როგორც ჩანს ანასტასიას პირდაპირ მანქანიდან ესროლეს და ადგილიდან გაქრა დამნაშავეც. თუმცა,ისეთი ადგილიდან ისროლეს,სადაც ვიდეო კამერებია დამონტაჟებული,დამნაშავე არც ისეთი ჭკვიანია.. - გასაგებია.. კამერები შეამოწმეთ? - რა თქმა უნდა,პირადად შევამოწმე,შავი რეინჯ როვერი,თუმცა ნომერი კარგად არ ჩანს.. უფროსი კანდელაკი ადგა და სიარულს მოუყვა. - არაუშავს,მაინც ყველაფერს გავარკვევთ,დამნაშავეს მაინც ვიპოვით.. კალამი მაგიდაზე დაატრიალა და ლილეს მიუახლოვდა,ქალმა კი მისი სიახლოვისას ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა. - კარგი,მუშაობა გააგრძელე,ლილე. - დიახ უფროსო. ლამის კედელთან ატუზული ძლივს დაიხსნა მისგან თავი და ოთახიდან გავიდა თუარა,მაშინვე ღრმად ამოისუნთქა... - ეს რა იყო.. ჯანდაბა. გამომშრალი ტუჩები ენით გაილოკა,საქამრე შეისწორა და კაბინეტში დაბრუნდა. კარებში გასაღები გადაატრიალა,ყავის არომატს მოეცვა ოთახები,წარბები აზიდა კაცმა და გაკვირვებული სახით გავიდა შესასვლელში. სავარძელში,ხალათში მოთავსებული ქალი დახვდა,რომელსაც სიგარეტი მოექცია ტუჩებს შორის,ერთ ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა,მეორეში კი ტელეფონი,სენსორს აქეთ იქით სწევდა და დაძაბული კითხულობდა რაღაცას. - კარგად გამოიძინე? მაგიდაზე მანქანის გასაღები ტელეფონთან ერთად გაასრიალა. - კი,შესანიშნავად. ორაზროვნად გაიღიმა ქალმა. - სააბაზანოში შევალ.. მალე გამოვალ და ჩვენს დაწყებულ საქმეს მიხვედოთ,ბევრი რამ დაუმთავრებელი დაგვრჩა. თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ზედა გაიძრო. სააბაზანოდან უკვე გამოსულ ტვილდიანს,ჯინსის შარვალი ამოეცვა,ქამარს იკრავდა და ისევ ქალს უყურებდა. - მაგ დედააფეთ*ებულ ტელეფონში რას უყურებ ამდენ ხანს? - ვერთობი,ეშმაკურად აუციმციმდა თვალები,რომელსაც სიგარეტის ბოლი გამოეშვა ტუჩებიდან. შავი სვიტერი გადაიცვა,ამავე ფერის გრძელ პალტოს გაუყარა ხელები,ტყავის ხელთათმანები მოირგო გრძელ თითებზე და ქალს მიუჯდა გამომცდელი მზერით. - ეხლა,რასაც გეტყვი,იმას გააკეთებ. - რაც საჭიროა,იმას გავაკეთებთ.. მოეშვი ამ მბრძანებლურ ტონს.. თითებით სიგარეტი მიიტანა ტუჩებთან და ეს უკანასკნელი ტვილდიანმა გამოგლიჯა ხელიდან,მაგიდაზე დაასრისა და ხელი ძლიერად მოკიდა. - ხომ არ გგონია შენ და იმ შენს ბებერ კლიენტს აგყევით? იცი კარგად რატომაც დაგთანხმდი გამოსვლაზე. - რა მეამიტი ხარ დემეტრე..ნუთუ უბრალოდ ქალის გამო გამოხვედი? კაცმა თავი სიცილით გააქნია,პალტოს ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,სადაც "დაბოლილი" მომავალი პრეზიდენტს ვიდეო მასალები და ფოტოები ჰქონდა. - ოჰოო.. ეს როდის მოასწარი? - ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვარ,ადვოკატო. მოკლედ,იასონს დაურეკე,ის ახვ*რები შემახვედროს.. დანარჩენს შენ მიხედავ,იცი უკვე ჟურნალისტებს რა ინფრომაციაც უნდა გაავრცელებინო.. ყველგან თიკოო,გესმის?? აბსოლიტურად ყველგან... სადღაც მიგდებულ გარეუბანში,ბოლო დონის ბომჟმაც კი უნდა იცოდეს,დათა ნაკაშიძე ვინ არის და რისი მაქნისია,გესმის?! ეს ყველაფერი დღეს,სწრაფად უნდა მოხდეს,რადგან დღესაა მაგ სი*ის გაპრეზიტენდების დღე,რომელსაც სავარაუდოდ,ვერ მოესწრება. სარკეში პალტოს საყელო შეისწორა და ანარეკლს გახედა თავისივე შურისძიებით აგიზგიზებული თვალებით. ქალი ზურგს უკან მოეკრო,ხელები წელზე შემოხვია და სარკეში გახედა. - მაპატიე,წარმოდგენას ვიცვლი შენზე ამ წამიდან. ხელები სწრაფად გააშვებინა,მისკენ შეატრიალა და კედელზე ააკრა. - რატომ მეთამაშები?? - მე?არანაირად... გეშლება.. ხელები მამაკაცის გულზე დაუსვა,რომელსაც კმაყოფილებით სავსე ღიმილი დათამაშებდა სახეზე და თვალები ეშმაკებით ავსებოდა. - თიკო,თიკოო.. ასე არ გამოვა,წადი ჩაიცვი,გავდივართ. - კარგი რა,ვიცი რომ შენც გინდივარ,ასე არ არის? თავს რატომ იკავებ? თვალებში გეტყობა ერთი სული გაქვს გამ*იმო.. ხელებით ყელში სწვდა,სახე მისკენ უფრო ახლოს მისწია და ყურთან ჩასჩურჩულა - თვალებში,ჩემს თვალებში მხოლოდ შურისძიებაა...ამას უნდა კითხულობდე,გესმის? ჩაიცვი ან არადა გაა*ვი აქედან,გაიგეეე??? - ვგიჟდები შენს ყვირილზე.. მომწონს ძალიან..ეს უფრო სექსუალრს გხდის.. კარგი,კარგი.. წავალ ჩავიცმევ. შემოსასვლელისკენ მიმავალ ქალს თვალი გააყოლა,თითები გაატკაცუნა და თავი გააქნია. - შეშლილი ძუკ*ა.. _____ - ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოცდამეხუთე საარჩევნო უბანზე,დილიდან სიმშვიდეა,არანაირი ექსესი არ ყოფილა,რვა საათამდე შესაძლებელია ხმის მიცემა,ხალხის რაოდენობა ყოველ წუთში მატულობს,პრეზიდენტობის კანდიდატები თავიანთ უბნებში უკვე გამოცდახდდნენ ხმის მისაცემად. მთელ საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას,აერჩიოთ შესაფერისი კანდიდატი. ამბობს ჟურნალისტი და კადრები საარჩევნო უბნებისკენ ტრიალდება,სადაც პრეზიდენტობის კანდიდატები თავს იწონებენ ფოტოაპარატებთან და ინტერვიუს მისაცემად ჰალსტუხის შესწორებაში არ ზოგავენ თავს. - იცინე ნაკაშიძე.. იცინეე.. ეს შენი სიცილის ბოლო დღეა...დღეიდან შენს სახეზე ღიმილის ნაოჭები სამუდამოდ გაქრება... იცინე ნაბი*ვარო.. - დემეტრე... ყველა მასალა გაგზავნილია.. რამოდენიმე საათში მედია ამოქმედდება.. - ძალიან კარგი.. ძალიან კარგიი.. თავი სავარძლის საზურგეს მიადო და უკან გადასწია. - ისინიც მოვიდნენ,თქვა ქალმა და ფარდა ფრთხილად გასწია. ღია კარში რამოდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა,სავარძელში მჯდომ დემეტრეს წინ დადგნენ და წრიულად გაიშალნენ,უკან კი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა უფროსი ტვილდიანი,მზერა სამხარაძეს გაუსწორა კმაყოფილმა,შემდეგ შვილისკენ დაიძრა და ისიც მის წინ დაჯდა. - რაო იასონ,რას მიყურებ? - კარგია,თინათინს რომ დათანხმდი... - შეგაწუხა სინდისმა და დამეხმარე? რა იყო,ხომ არ გგონია რომ მამიკოს დაგიძახებ? - არაფერი არ მგონია. ახლა ვახტანგს და მის შვილს სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. - შენ როდის მოასწარი ნაკაშიძის კაცის გამოჭერა? - ზედმეტად ხანში შესული ვარ იმისთვის,რომ ასეთ საბავშვო ბაღის გეგმებს ვერ ჩავწვდე.. იმ დღიდან მივხვდი,რომ ყველაფერი ცუდად იყო,ვახტანგი რომ მოვიდა ჩემთან.. მაშინვე ვიცოდი რაც მოხდებოდა და საჭირო ზომები მივიღე.. ხელები გაშალა და სიცილი დაიწყო,საშინელი,ამაზრზენი სიცილი. - ყოჩაღ,ყოჩაღ... დედამო**ლად ჭკვიანი ხარ,ეგ კი.. - ეს ბიჭები ყველაფერს იტყვიან,ეხლა წავლენ პოლიციაში და ყველაფერს დაფრქვევენ.. ასე არ არის? მამაკაცებს ახედა,რომლებმაც ერთხმად შესძახეს - დიახ ბატონო იასონ. კაცმა კიდევ ერთხელ გაიცინა და შვილს მიუბრუნდა. - არანაკლებ მომეწონა,შენი გეგმა.. ვნახე უკვე ფოტოები და ვიდეო მასალები,მგავხარ,ძალიან მგავხარ.. ზურგით მიეყრდნო სავარძელს და სიგარას მოუკიდა. - ჩემს ჭკუას შენს კვერ*ხებს ნუ აბრალებ,იასონ... ეს,რაც აქ არის,თავზე თითი მიიდო, - მე მეკუთვნის,მხოლოდ მე. არავის დამსახურებით არ ვარ ჭკვიანი,შეიგნე - კარგი..როგორც იტყვი.. კაცი ფეხზე წამოდგა და გზაში დაწეულმა დემეტრეს სიტყვებმა შეაჩერა. - ანასტასიას ვინ ესროლა? - ანასტასია ვინ არის? - იასოოოონ.... დაიღრიალა დემეტრემ და კაცის წინ აესვეტა ავისმომასწავებელი მზერით. - არ იცი ანასტასია ვინ არის?! კარგიი.. გაგახსნეებ.. ქალი,რომელიც მიყვარს გუშინ წინ სასიკვდილოდ დაჭრეს,არ იციიი? - მე საიდან უნდა ვიცოდე?? მხრები აიჩეჩა კაცმა. - ესე იგი ამ საქმესთან არ გაქვს შეხება,არა? - შენ მე ვიღაც ლაწირაკებში ნუ გეშლები.. რომ გეუბნები გაიგე,წარმოდგენა არ მაქვს ეს ვინ გააკეთა!! ქუდი დაიფარა და ბრძანება გასცა: - წავედით! ერთი მეორის მიყოლებით ჩამწკრივებული მამაკაცებიც თან გაყვნენ,ნაბიჯების ხმაც ნელნელა შეწყდა და ოთახში დამყარებული მძიმე ჰაერი უფრო მეტად ძაბავდა ტვილდიანს. პალტო ისევ მოიცვა და კარებისკენ დაიძრა. - ისევ მიდიხარ? ჰკითხა ქალმა და გულზე ხელები დაილაგა. - ჰო,რა გინდა? - არაფერი.. აქ ვიყო,დავრჩე წავიდე თუ რა ვქნა?! - ჯერ აქ იყავი,გვიან დავბრუნდები. - კარგი. _____ პალატაში ფრთხილად შევიდა,სადაც სანდრო იჯდა,ხელში ჟურნალი ეჭირა და ჩასძინებოდა. მხარზე ხელი ფრთხილად შეახო მამაკაცმა და თვალები სწრაფად დაახამხამა. - დემეტრე? უჰ,უცებ შემეშინდა.. არ გელოდი. თქვა კაცმა და ჩაეცინა. - ძმა ხარ,მადლობა რომ დარჩი.. ბოდიში აქამდე ვერ მოვედი,ვიცი შენც საქმეები გაქვს. - კაი არაუშავს,რას მებოდიშები. - წადი მართასთან,მე აქ ვიქნები.. - კარგი,თუ რამეა დამირეკე - აუცილებლად. - აბა ღმერთი შენკენ. - ასევე მეგობარო. სკამი ანასტასიას საწოლისკენ მისწია და მონატრებული მზერით თვალებს ვერ აშორებდა მის სახეს. - როგორ მინდა მაპატიო.. როგორ მინდა ჩემთან იყო.. შენს გარეშე არავინ ვარ.. შენს გარეშე რა ვაკეთო ჩემო სიცოცხლე? არარაობა ვარ..არაფერი ვარ.. არ დამტოვო,ვერ გავუძლებ.. იცი ეს..არ მიმატოვო,არ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან.. შენ ხარ აზრი ჩემი სუნთქვის,არსებობის.. ჩემო მშვენიერო.. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს,ჩემს ბარბის თოჯინად დარჩები,სულ ასეთი მემახსოვრები.. სულ... ხელები დაუკოცნა მძინარე ქალს და საწოლზე თავი დადო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.