"გატაცებული" (თავი 4)
ტკივილი. ტკივილი მაფხიზლებს და გამოვყავარ სიბნელიდან, რომელიც ჩემს გონებაშია. თვალების გახელის ძალა არ მაქვს. ყველაფერი მტკივა. მგონია, რომ ვერ ვმოძრაობ. უკვე ვეღარ ვარჩევ, სულიერი ტკივილი უფრო ძლიერია, თუ ფიზიკური. ჩემი სხეული იმდენადაა ძალაგამოცლილი, რომ მინდება, მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაუნძრევლად ვიყო. ლოგინში ვწევარ. თავი იმდენად მტკივა, რომ ფიქრშიც ხელს მიშლის. ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ არ გაამართლა ჩემმა გაქცევის გეგმამ. ვიცოდი, ყველაფერი ასე მარტივი არ იქნებოდა. ტვინამდე აღწევს ტკივილი, რომელიც ტყვიამ მომაყენა. არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. ალბათ, ჩემი სულელური გაქცევის მცდელობის შემდეგ, "ბატონი" ალექსი ძალიან გაბრაზებული იქნებოდა. რადგან ფეხში მესროლა, სავარაუდოდ, არ სურდა, რომ მოვეკალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩავფლავდი და ჩემმა გეგმამ არ გაამართლა, იმედი მაინც არ გამქრალა. იმედი ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს აცოცხლებს, ხოლო თუ მას წაართმევ, მის სიცოცხლეს არანაირი აზრი აღარ ექნება. რამდენიმე საათი ისევ უძრავად ვიწექი რბილ ლოგინზე. ხელით ნელა შევეხე ბარძაყს, რომელიც ბინტით იყო შეხვეული. არასდროს მეგონა, რომ ტყვია ამხელა ტკივილს აყენებდა ადამიანს. ბოლოს, ძალას ვიკრებ და თვალებს ვახელ. ისევ ჩემს ოთახში ვარ. თვალებს ვატრიალებ, ისევ იმ საშინელი ოთახის დანახვისას. აქაურობა მეზიზღებოდა. ნელა ვიწევი და გვერდზე ვტრიალდები. ტკივილი ერთიანად მივლის ტანში, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვცდილობ, სწრაფად შევიცვალო პოზა. ძალა გამოლეული, თავს აღარ ვიწუხებ, რომ ვიმოძრაო. სანამ შემიძლია, მანამ უნდა დავისვენო, რომ ჭრილობა მალე შეხორცდეს. სამი დღეა, რაც აქ ვარ, იმას თუ არ ჩავთვლით, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა, რას მიპირებდა. თავში, ბევრი საშინელი აზრი მიტრიალებს, თუ რას გამიკეთებს ალექსი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად არცერთი არ მაშინებს. ვიცი, რომ აქედან მაინც გავაღწევ. ყველგან სიჩუმეა. ხმა არსაიდან ისმის და ეს მაგიჟებს. ვერასდროს ვიტანდი სიჩუმეს. სიჩუმე და მარტოობა. ყველაზე მეტად, ეს ორი რამ მძულს. მიხარია, როდესაც ფეხის ხმას ვიგებ, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ეს შეიძლება ალექსი იყოს, მაშინებს. თვალებს ვხუჭავ. კარები იღება და შიგნით ვიღაც შემოდის. თავს ვიკატუნებ, თითქოს მძინავს. ყოველთვის კარგად გამომდიოდა მსახიობობა. ხმით ვხვდები, რომ იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა. ალბათ, ელოდება როდის გავიღვიძებ. ყველანაირად ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და თამაში გავაგრძელო, მაგრამ ბოლოს ნერვები მღალატობს და უნებლიედ თვალს ვახამხამებ. ჩაცინების ხმა მესმის. ჯანდაბა, გაები ამელია! - ვიცი, რომ გღვიძავს. მაინტერესებდა, რამდენ ხანს მოიტყუებდი. - მისი ხმა საშინლად ბოხი იყო. ხმაზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. თვალები ნელა გავახილე და ლოგინთან მდგარ სილუეტს შევავლე თვალი. თვალებში შეხედვა არ მინდოდა, რადგან მეშინოდა, იმ გაბრაზების ამოკითხვა, რომელიც ჩემმა გაქცევამ გამოიწვია. - შემომხედე! - მბრძანებლური ტონით თქვა და დაიხარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას დავემორჩილე, თავი ნელა ავწიე და თვალებში შევხედე. - იცი, რომ ამისთვის ძალიან, ძალიან მწარედ დაისჯები? - მის ხმაში სისასტიკე იგრძნობოდა. გამაკანკალა. ეს არ იყო, სიცივისგან გამიწვეული, ეს იყო იმ შიშისგან, რომელსაც ის მგვრიდა. არაფერი მითქვამს. ვიცოდი, ახლა ხმა, რომ ამომეღო მის წინაშე ავტირდებოდი. ყელში მობჯენილი ბურთის გადაყლაპვა ვცადე. თავი და მუცელი იმდენად ამტკივდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. ის იდგა და პასუხს ელოდა. - მართლა? და რას იზამ, ტყვიას ამჯერად შუბლში დამახლი? - ირონიულად ვიკითხე ბოლოს. "ენა გააჩუმე ამელია!" ჩამძახა მეორე მემ. არ ვიცი, საიდან მქონდა ამდენი გამბედაობა. - ნუ მაბრაზებ ამელია, თორემ საკუთარ ქმედწბებზე პასუხს არ ვაგებ! - ყველანაირად ცდილობდა, რომ აქვე არ აფეთქებულიყო. - ეგ შენი მუქარა შენთვის შეინახე. შენი არ მეშინია. აქედან მაინც გავიქცევი და შენ ვერაფერს გააკეთებ. - რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. დავინახე, სიბრაზისგან, როგორ ჩაუშავდა მწვანე თვალები. უცებ ვიგრძენი, რომ ლოყა ამეწვა. მან დამარტყა. არასდროს, არავის დაურტყამს ჩემთვის ხელი, მაგრამ მან ეს გააკეთა. მწარედ ჩავიცინე. სწრაფად გავარდა და ისევ მარტო დამტოვა, ამ საშინელ ოთახში. ამჯერად, თავს უფლება მივეცი, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი და ამდენი დღის შემდეგ, პირველად ავქვითინდი როგორც პატარა ბავშვი. იმდენ ხანს ვტიროდი, რომ ბალიში სულ დასველდა. ბოლოს, როგორც იქნა ემოციებისგან დავიცალე. გადავწყვიტე ავმდგარიყავი და ჭუჭყი ჩამომერეცხა. ლოგინიდან ჩამოვბობღდი. ფეხის ტკივილის გამო, ძლივს მივედი აბაზანამდე. შიგნით შევედი და ცხელ წყალში დავდექი. კედელს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი და ნელა ვცადე სხეულის ჩამობანვა. თავის გასუფთავებას დიდი ხანი მოვუნდი, რადგან სხეული ჯერ კიდევ მტკიოდა. როდესაც გამოვედი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. დავინახე, ტირილისგან დაწითლებული თვალები და ლოყა. იმდენად ვიყავი გამხდარი, რომ ნეკნების დათვლა თავისუფლად შეიძლებოდა. ჩემი თავის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ, ცუდად გამხადა და ანარეკლს, თვალი სწრაფად მოვაშორე. გამოსვლისას, თავი ვერ შევიკავე და სველ იატაკზე დავეცი. დაცემისას, თავი ნიჟარას ჩამოვარტყი. ვიგრძენი, როგორ წამომივიდა სისხლი. ტკივილისგან დავიყვირე, მაგრამ ხმა ჩახლეჩილი მქონდა და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვინმე გაიგებდა. ყველაფერი იმდენად მტკიოდა, რომ წამოდგომას ვერ ვახერხებდი, ამიტომ გადავწყვიტე დავლოდებოდი, როდის მომაკითხავდა ვინმე. ათი წუთის შემდეგ, გავიგე როგორ შემოვიდა ის წითური და ჩემი სახელი დაიძახა. გაოცებული დარჩა, როდესაც სააბაზანოში ასეთ მდგომარეობაში მნახა. - დამეხმარე... - ამოვიხავლე. მრცხვენოდა, რომ იმის გამო რაც გავუკეთე, მაინც ურცხვად ვთხოვდი დახმარებას. თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი, მის წინაშე. ნელა მომიახლოვდა და წამოდგომაში დამეხმარა. ოთახში გამიყვანა და ლოგინზე დამაჯინა. მისი მადლიერი ვიყავი, რომ მეხმარებოდა. - ბოდიში. - მხოლოდ ეს ვუთხარი. კიდევ ერთხელ მომინდა ტირილი. მხოლოდ თავი დამიქნია. შემდეგ, ფეხზე ჭრილობის დამუშავებას შეუდგა. ჭრილობა გახსნილიყო და სისხლი მომდიოდა. სისხლის არასდროს მეშინოდა, მაგრამ როდესაც ჩემს სხეულზე დავინახე, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. შუბლიც დამიმუშავა და ლოგინში ჩამაწვინა. მიუხედავად იმისა, რაც იმ დღეს გავუკეთე, მაინც ზრუნავდა ჩემზე. შეიძლება ამას მოვალეობის გამო აკეთებდა, მაგრამ ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავდა. გასვლისას წითურმა თქვა, რომ საჭმელს ამომიტანდა და ამდენი დღის შემდეგ პირველად გამიღიმა. ცოტა ხანში ლანგრით ხელში გამოჩნდა სადაც სულ ცოტა ხუთი სხეობის საჭმელი ელაგა. მადა საერთოდ არ მქონდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ვეცადე, ცოტაოდენი შემწვარი ქათამი და კარტოფილი მეჭამა. წითური იჯდა და მელოდებოდა, როდის დავასრულებდი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მექცეოდა, მაინც ვერ ვხვდებოდი მის დამოკიდებულებას ჩემდამი. - უგონოდ რამდენ ხანს ვიყავი? - ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე. ჯერ კიდევ ძალიან მრცხვენოდა მისი. - ორი დღე. - მოკლედ მიპასუხა და ფრჩხილებს დააშტერდა. ალბათ, ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ამ ოთახიდან. ხმა აღარ ამომიღია, მალე დავასრულე ჭამა და გოგონამაც სწრაფად დატოვა ოთახი. მას შემდეგ, ერთი კვირა გავიდა. ყოველი დღე საშინლად მომაბეზრებელი იყო. მთელი დღეები მარტო მიწევდა ყოფნა. ფეხზე ჭრილობა თითქმის მომირჩა და სიარულიც შემეძლო, მაგრამ ტკივილი ბოლომდე არ გამქრალა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ალექსი ერთხელაც არ მინახავს, რაც ძალიან მახარებდა. ოთახიდან ძალიან იშვიათად გავდიოდი, მხოლოდ წითური მოდიოდა დღეში ერთხელ, იმის შესამოწმებლად, რამე ხომ არ მჭირდებოდა. დამლაპარაკებელი არავინ იყო და ამას ჭკუიდან გადავყავდი. მობეზრებულმა, გადავწყვიტე ამ ოთახიდან გავსულიყავი და სახლი დამეთვალიერებინა. არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა ოთახიდან გასვლა, მაგრამ არ მადარდებდა, თანაც კარებს აღარ კეტავდნენ. გაქცევაზე ყოველ დღე ვფიქრობდი, მაგრამ ამჯერად ასე უყურადღებოდ არ უნდა მოვქცეულიყავი. ოთახიდან ჩუმად გამოვედი. მთელი სახლი დავათვალიერე. ყველაფერი, ძალიან ლამაზი და მდიდრული იყო. სახლის სიდიდე არ მაოცებდა, მხოლოდ ის მაკვირვებდა, რომ ამხელა სახლში ალექსი მარტო ცხოვრობდა. ბოლოს, ბევრი ბოდიალის შემდეგ, ჩემთვის აკრძალულ ოთახს მივადექი. ბატონი ალექსის ოთახს. იმდენად ვყავდი ცნობისმოყვარეობას მოცული, რომ სანამ თავს შევაჩერებდი, მანამ გავაღე კარები. გამიხარდა როდესაც ღია დამხვდა. შიგნით შევედი. დიდი ოთახი იყო. მუქი ფერის კედლებით, რომლებსაც ასევე, მუქი ფერის ავეჯი ამშვენებდა. ოთახი საკმაოდ დიდი იყო. ერთი კედელი, მთლიანად წიგნებით იყო სავსე, რომლითაც ძალიან მოვიხიბლე. ბოლოს, გადაწყვეტილება მივიღე, სანამ ალექსი დაბრუნდებოდა ოთახი დამეტოვებინა. სწრაფად გამოვედი და სახლის მარცხენა მხარეს წავედი. ყველაფერი ისეთივე იყო, როგორც სახლის მეორე მხარეს, მაგრამ ჩემი ყურადრება, ერთმა ჩაკეტილმა კარებმა მიიქცია. ძალიან მინდოდა შესვლა, მაგრამ გასაღების გარეშე, კარს ვერ გავაღებდი. გადავწყვიტე, თავი დამენებებინა და ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი. მთელი ღამე არ მეძინა. ინტერესი მკლავდა, გამეგო თუ რა იყო ჩაკეტილი კარის უკან. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ იმ კარის უკან, არაფერი ყოფილიყო, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ბოლოს, საკუთარ თავს დავპირდი, რომ დილით, ისევ დავბრუნდებოდი იმ კარებთან. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. დაველოდე, როდის მოვიდოდა წითური. სწრაფად ვისაუზმე და როდესაც, როგორც იქნა მოვიშორე გოგონა, ოთახიდან ფეხაკრეფით გავედი. თავი, პატარა ბავშვი მეგონა, რომელიც იმის ჩადენას აპირებდა, რასაც უფროსები უკრძალავდნენ. კარებთან მალე მივედი და შევამოწმე, ღია ხომ არ იყო. ცოტა ხანს ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ალექსის ოთახში, გასაღები მომეძებნა. გული სწრაფად მიცემდა, იმდენად სწრაფად, რომ მეგონა საგულედან ამოვარდებოდა. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და უფრო მეტად მინდებოდა, იმ იდუმალებით მოცული კარების გაღება. ვიცოდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ რაიმეს გაკეთება მჭირდებოდა, თორემ მოწყენილობით, აუცილებლად მოვკვდებოდი. ბევრი ძებნის შემდეგ, გასაღებების ასხმა ვიპოვნე. ზუსტად არ ვიცოდი, რომელი აღებდა, ამიტომ ყველა წავიღე. გული დამწყდა, როდესაც კარებს არცერთი მოერგო, მაგრამ ბოლოს ბედმა გამიღიმა და კარები გაიღო. სიხარულით შევყვირე და ხტუნვა დავიწყე პატარა ბავშვივით. როდესაც დავწყნარდი, ჩასვლა გადავწყვიტე. კარების იქით, კიბეები დაბლა მიდიოდა, მის შემდეგ, კი დერეფანი მოჩანდა. კიბეები სწრაფად ჩავიარე. სულ სიბნელე იყო, მხოლოდ ალაგ-ალაგ ანათებდა სინათლე. მალე, კიდევ ერთ პატარა კარს მივადექი. მობეზრებული, უკან დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც მეორე მხრიდან ხმა მომესმა. ცოტა ხანს გავჩერდი. კიდევ ერთხელ გავიგე ხმა. გოგონას ხმას ჰგავდა. ვიფიქრე მეჩვენებოდა, მაგრამ ხმა არ წყდებოდა. ერთ-ერთი გასაღები კარებს მოვარგე და გამიკვირდა, რომ მაშინვე გაიღო. მეორე მხრიდან გამომავალმა სინათლემ, თვალი მომჭრა. შიგნით შევედი და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ათი გაუჩინარებული გოგონა დავინახე. -------------------- მოკლედ ძალიან დიდი ბოდიში, რომ გალოდინეთ :( ქალაქში არ ვიყავი და ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა, მაგრამ გპირდებით ამიერიდან არასდროს გადავაცილებ დათქმულ დროს და ვეცდები მალმალე ავტვირთო ????????❤️❤️ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ. ყველანაირად ვეცადე დიდი თავი დამედო და იმედია მოგეწონებათ ❤️❤️ თქვენი კომენტარები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ????❤️❤️❤️ მაინტერესებთ რას ფიქრობთ ამელიაზე და ასევე ოთახზე რომელიც მან აღმოაიჩნა???????? ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი ალექსზე და იმ წითურზე ????❤️❤️❤️ველი დიდ კომენტარებს ❤️❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.