შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი'ც ადამიანია (თავი 3)


27-08-2018, 07:30
ავტორი Mariamk
ნანახია 1 381

ფოთოლცვენა დაიწყო და ამ ლამაზ ფერად ფოთლებს, ქარი დროდადრო აცვენდა ხეებს. ეს პერიოდი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან რაღაცით ადამიანების ცხოვრებას ჰგავს. ერთხელ ხარ და ალამაზებ იქაურობას, მეორე წუთს კი, შეიძლება ძირს ეგდო და ზედ გადაგიარონ, ისე თითქოს ვერც გხედავენ... ასეთია ჩვენი ცხოვრებაც.
ჩემი ეზო განსაკუთრებული იყო იმით, რომ ულამაზესი ხედი იშლებოდა ჭიშკრიდან. სახლის უკან ჩამუქებული ტყე მოსჩანდა. მარჯვნივ, მოხუცი კარლო ცხოვრობდა, მარცხნივ კი, ახალი მეზობლები...
სახლი, რომელიც ახლა ჯორჯსა და ანას ეკუთვნის, მისი პატრონი ადრე ახალგაზრდა წყვილი და მათი პატარა შვილი გახლდათ..
მე ისინი ბუნდოვნად მახსოვს, რადგან აქ იშვიათად ჩამოვყავდი ჩემს მშობლებს, ბებია-ბაბუის სანახავად.
ალბათ ათიოდე წლის ვიქნებოდი, ზაფხულში აქ ვისვენებდი, როცა გავიგე, ამ წყვილის გარდაცვალების შესახებ. ისინი ავარიაში მოყვნენ და ორივე ადგილზე დაიღუპა. მადლობა ღმერთს შვილი თან არ ჰყავდათ...
რაც მათი გარდაცვალება გავიგე, ამ სახლში შესვლის სურვილი არ გამჩენია, რადგან ყოველთვის ისინი მახსენებდნენ თავს...
მას შემდეგ ოცი-ოცდაორი წელია გასული და აქ არავინ ჩამოსულა საცხოვრებლად. ამ წყვილის მშობლები საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და ქალაქში ცხოვრობდნენ. არც ის ვიცი მათი შვილი სად არის ან რატო აღარ აკითხავდა სახლს.
თუმცა სანამ ბებია და ბაბუა ცოცხალი მყავდა, ისინი მიყვებოდნენ, როგორი კარგი პიროვნება დამდგარა. თურმე გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა და თავისი მშობლების დანატოვარს, მხოლოდ კარგ საქმეს ახმარდა.
კარგი იქნებოდა, ამ სახლისთვისაც, რომ მიეხედა ან ვინმე გაჭირვებული ოჯახისთვის გადაეცა...
ყოველთვის მომწონდა მათი სახლი, და იმასაც კი ვფიქრობდი შევიძენ მეთქი, მაგრამ ჯერ ის რომ თანხა არ მქონდა და მეორეც, ამ სახლს პატრონი არ ჰყავდა. შესაბამისად ბევრი სიარული მომიწევდა და იმის გარკვევა ვინ იყო მეპატრონე...
ერთი წელია რაც გადმოვედი და ალბათ სულ ხუთჯერ ვიყავი ქალაქში, ისიც იმისთვის, რომ მშობლები მომენახულებინა.
აქ კარგად ვგრძნობ თავს. სადღაც ორიოდე კილომეტრში, ბენზინგასამართ სადგურთან პატარა კაფეა, მეც იქ ვმუშაობ და თან ახალ-ახალ ადამიანებს ვეცნობი. ძირითადად ტურისტები სტუმრობენ ამ მხარეს.
ეს სოფელი განთქმულია, თორმეტი ერთმანეთზე ლამაზი ჩანჩქერით, ამიტომ მნახველიც საკმაოდ ბევრია.
გარეთ ჩემს ჰამაკში, ხშირად ვიჯექი, ფინჯანი ყავით ხელში და ვუყურებდი ბუნებას, რომელიც ყოველთვის მამშვიდებდა და ცხოვრების ძალას მმატებდა.
იმ დღით, როცა ანამ თავისთან მიმიპატიჟა, საღამოს მაშინაც ჰამაკში ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი...
თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ადრე თუ გვიან, მომიწევდა მათთან სტუმრობა. ამიტომ გადავწყვიტე გავსულიყავი, და ისინი უფრო ახლოდან გამეცნო.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian kaia

 


№2  offline წევრი Mariamk

სტუმარი მარიკო
Dzalian kaia

დიდი მადლობა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent