მოსიარულე აისბერგის მახეში {6 თავი}
უნდა ვითავისებდეთ იმას,რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის საფუძველი მომავალისა. საკუთარ ბედს თავად ვიქმნით და მაინც,არაფერია იმაზე ამაღელვებელი,ვიდრე ორი მთრთოლვარე გულის ძგერა. არაფერი შეედრება საყვარელ ადამიანთან იმ ტკბილი წუთების გატარებას,რაც უდიდეს ბედნიერებასა და სიხარულს განიჭებს,რომლის მკლავები მცველად გევლინება ჭირსა თუ ლხინში და ყოველთვის მზადაა შენი კეთილდღეობისთვის ზრუნავდეს. ანდრონიკე ინწკირველი ყოველთვის ფიქრობდა,რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში უმთავრესია ნდობა და ურთიერთგაგება,თუ ამ ყველაფერს წარმატებით გაივლიან,თავად ეცდებიან გრძნობებშ გარკვევას და იმის გაანალიზებას,თუ რას წარმოადგენს ის ერთადერთი მისთვის. ანდრონიკეს მსგავსად თამარიც ფიქრობს,რომ ''უსახელო'' ურთიერთობები უფრო საინტერესო და იდუმალებით მოცულია,როდესაც შენ გრძნობებს მხოლოდ საკუთარ გულში არქმევ სახელს,ან შეიძლება არც არქმევ და უბრალოდ იცი,რომ ეს ადამიანი შენი გულის გასაღებია,მისთვის კი მხოლოდ ისაა ცნობილი რასაც გულით ამტკიცებ და ქცევებით გამოვხატავ. რა თქმა უნდა ადამიანს კომპლიმენტი და თბილი სიტყვების კორიანტელი გულს უხარებს,თუმცა ადამიანის გრძნობებს ქცევები გამოხატავს,რაც ამ 2 უკანასკნელისთვის ურთიერთობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. რას გრძნობს თამარი ანდრონიკეს მიმართ? ამ გრძნობას სახელს ვერ დაარქმევს,ეს ამ ბიჭის დანახვით გამოწვეული ეიფორია,თრთოლვა და ლტოლვაა. განა რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ალბათ სიყვარულის საწყისი სტადია. თუმცა თამარს რომ ეს ვუთხრათ ალბათ რაიმე ბლაგვ საგანს სახეში გამოგვიქანეს,ასე რომ სჯობს თავად გაერკვას გრძნობებში და ჩვენ ხელი არ შევუშალოთ. ზოგჯერ,რა ტყუილად ვისულელებთ თავს,არა? შეიძლება ეს ასეც არაა,უბრალოდ არ გვინდა რეალობასთან თვალის გასწორება,ან ნამდვილად ვერ ვწვდებით რეალიზმს. რას გრძნობს ადნრონიკე თამარის მიმართ? ვერც ის არქმევს ამ გრძნობას სახელს,ან არც იმდენად ფიქრობს სახელის დარქმევას რამდენადაც საჭიროა...ეს მუდმივი ვალდებულებები და საჭიროებები მის ერთგვარ რუტინას ნამდვილად არ წარმოადგენს. თამარის დანახვისას უზადო სიამოვნებას,ვნებათაღელვასა და ამოუხსნელ ემოციათა შემოტევას გრძნობს,განა ძნელია ასეთ სექსუალური ქალის გავლენის ქვეშ არ მოექცეს მამაკაცი? მაგრამ არა! ანდრონიკე ადვილად არცერთი ქალით ინტერესდება. ეს უფრო სხვაა...რაღაც ამოუცნობი და წრფელი. ********** რესტორანში ვალსის ნელი მელოდიები ჟღერდებოდა,წყვილები ტანის ნაზი რხევით მეწყვილეებს სითბოთი აღსავსე მზერით შეჰყურებდნენ. ლიზის ერთი ხელი თორნიკეს ტორში მოეთავსებინა,მეორე კი მხარზე. უდიდეს ლტოლვას გრძობდა ეს წყვილი,უერთმანეთობა მათთვის სიმარტოვესთან და სიცოცხლის აღსასრულთან ასოცირდებოდა,რომლის ერთადერთი თელი წერტილი ელენე უნდა ყოფილიყო. ლიზიმ მეუღლეს მხარზე თავი დაადო,გაიტრუნა,მელოდიას ნაზად აჰყვა და ის სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა,რომელიც მის საყვარელ მამაკაცს ეკუთვოდა. -ლიზ,იცი როგორ მიყვარხარ?-თავზე აკოცა მამაკაცმა -არა, არ ვიცი-გაეშმაკდა ქალბატონი -მაშ, არ იცი ხო?-ჩაიღიმა-უსასრულოდ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლის აზრო. სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრნობას,ზოგჯერ მგონია რომ ჩემი გული ამ სიყვარულს ვერ დაიტევს და გაიხლიჩება.უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია,უშენოდ არარაობა ვარ,რომელიც ცხოვრობს და მხოლოდ ფიზიკურად არსებობს ამ ქვეყნად. რომლისთვისაც შენი ერთი ცრემლიც კი საჭიროა,რომ მისი მიზეზის პატრონი სიცოცხლეს გამოასალმოს. ეგოისტი ვარ და ეგოისტურად მიყვარხარ. ვერასდროს შვეეგუები შენ გვერდით სხვა მამაკაცს,მარტო ჩემი ხარ. თორნიკე ასათიანი ცოლი და შვილის დედა ხარ. შენ ჩემი ლამაზი ქალი ხარ,რომელიც თორნიკეს უღმერთოდ უყვარს-სახეზე ღიმილი არ მოშორებია ბიჭს,ცოლი კი ცრემლებად იღრებოდა,რომელიც სიხარულისა იყო,მან თავისი თაფლისფერი თვალები ქმარს შეანათა და ბაგეებზე დაეკონა,ეს იყო ამქვეყნიურ ცხოვრებასთან მოწყვეტის ტოლფასი -მიყვარხარ უღმერთოდ და უკიდეგანოდ. ჩემი კაცის იდეალი ხარ შენ! ჩემი გულის თრთოლვის მიზეზი ხარ შენ!ჩემი სულის ნაწილი ხარ შენ! მიყვარხარ თორნიკე ასათიანო სიგიჟემდე და არაამქვეყნიურად-ამოიტირა და კვლავ ბაგეებზე დაეკონა,ბიჭმა წელზე შემოხვია ცოლს ხელი და მხურვალე კოცნით დააგვირგვინესს ეს ულამზესი სიტყვები -ჩემი ვნებიანი ქალი ხარ შენ. ლიზა აქ ნუ გამომიწვევ პატარავ,თავს ვერ შევიკავებ,თან ამ სექსუალურ კაბაში,შემდეგში სიგრძეს მოვუმატოთ,თორემ სხვები რომ გიყურებენ ვერ ვიტან-ჩაიცინა და გოგოს ჩაეხუტა-რა კარგია რომ მყავხარ ლიზ...რა მეშველებოდა უშენოდ -ოხ ეს ეჭვიანობა რომ არა რა გეშველებოდათ კაცებს?-წარბები აუწია და ლოყაზე აკოცა-რა გვეშელებოდა ერთმანეთის გარეშე თოკო?-ჩაიცინა, ქმარს მიეკრო და თავი მის ყელში ჩარგო,რომელსაც არ კოცნიდა,უბრალოდ ტუჩებით ეხებოდა ************* ანდრონიკე ლიკასთან ერთად ცეკვავდა,თამარი კი გიორგისთან ერთად ტანის ოსტატური რხევით აგრძელებდა ცეკვას. 9 წელი ცეკვაში დადიოდა,რისიც მშობლების მადლობელია,ნამდვილად ძალიან კარგად ცეკვავს,რასაც სხვები ბევრჯერ მოუყვანია აღტაცებაში. -ანდრონიკე შეყვარებული თუ გყავს?-ინტერესიანი მზერით მიაჩერდა ლიკა -შენთვის ეგ მნიშვნელოვანია ლიკა?-უემოციო სახით კითხა და ტუჩები მოკუმა,რომ არ გაცინებოდა. -უბრალოდ მაინტერესებს-კვლავ ეს მზერა... -არა, არ მყავს-ჩაიცინა -ასეთ სიმპათიურ ბიჭს,რატომ არ გყავს შეყვარებული?-''ოხ ეს ბანალურობა არ შემიძლია,ყველა ქალი ერთმანეთს რატომ ჰგავს,ამ მომაბეზრებელი კითხვებით?'' გონებაში თვალები აატრიალა - ჩემი სწორი ვერ ვიპოვე,თან ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს-მოკლედ მოუჭრა და ცეკვა განაგრძნო,მათ პირდაპირ გიორგისა და თამარის წყვილი ''იწონებდა'' თავს. გიორგის მზერაში აშკარად იკითხებოდა გოგოსადმი ინტერესი,ხელებს უმისამართოდ დააცურებდა თამარის მოშშვლებულ ზურგზე,რაც ნამდვილად არ სიამოვნებდ ანდრონიკეს. ''ჩემი საქმე არ არის ვინ ვისთან იცეკვებს...დეკოლტე კაბა კი აურჩევია ქალბატონს. გესლიანი კოდალა'' მოშხამა თამარ ქალი.ლიკა ნამდვილად არ აღმოჩნდა საინტრესო პარტნიორი,ნამდვილად აღიარებდა,რომ თამარი საკუთარი გამოხტომებით უფრო სასიამოვნო ასატანი იყო,ხალისობდა მაინც...''ბატონო ანდრონიკე მხოლოდ ხალისობდი არა?! რაღაც ვერ დავიჯერებ.'' ეწინააღმდეგებოდა მეორე ''მე''. ''ერთ ადგილას მახატია,დაიჯერებ თუ არა,მომცილდი გონებიდან,თავ-გზას ნუ მიბნევ''.-ახლა თავად ანდრონიკე გამოესარჩლებოდა.რა რთულია საკუთარ თავთან ჭიდილი,არა?! ********* -თამარ შესანიშნავად ცეკვავ-გაიღიმა გიორგიმ -მადლობა,შენც არ დაიწუნები-თვალი ჩაუკრა და გაიცინა -ანდრონიკე ინწკირველთან მხოლოდ თანამშრომლობა გაკავშირებს? პირდაპირი ვარ ხომ იცი და რასაც ვხედავ იქიდან გამომდინარე გეკითხები-სერიოზული ხმა ჰქონდა ბიჭს,რომელიც ყულში ეჩურჩულებოდა თამარს -რა თქმა უნდა მხოლოდ თანამშრომლები ვართ გიო...ეს კთტხვა რატომ დამისვი?-დაიბნა,თან გაეცინა,რომ წარმოიდგინა საკუთარი თავი და ანდრონიკე ინწკირველი ერთად. ''ორი დარეხვილი ერთად, მაგარი დუეტი ვიქნებოდით''-ო. -კაცი ვარ და ჩემი სქესის წარმომადგენლების ასეთ დაძაბულ მზერას თუ ვენდობი აშკარად თანამშრომელზე მეტად აღგიქვამს...ცეკვის დროს შევნიშნე-თვალი ჩაუკრა გახევებულ გოგოს -გიო გეჩვენება ალბათ...ანდრონიკე და მე ერთმანეთს ყოველთვის ვკბენთ,ვაბრაზებთ და ნერვებს ვუშლით, ეს წარმოუდგენელია-გაიცინა და მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა -ზოგჯერ სიყვარულსაც ეგრე გამოხატავენ-თვალი ჩაუკრა გოგოს და ლოყაზე აკოცა. ''სიყვარული არა ჯვალოს მეშოკი...არა,თამარ ეს აფსურდია,არ დაიჯერო გესმის? რა ანდრონიკე, რის ანდრონიკე, ეგ მარსზეა, შენ ვენერაზე...გიორგისაც ზოგჯერ მტრედები უფრენს თავში,ეს აზრიც მაგიტომ დაებადა,ან ელამიზმისკენ აქვს მიდრეკილება''. საკუთარ ფიქრებზე ხმამაღლა გაეცინა და თვალი გააყოლა ლიკასა და ანდრონიკეს წყვილს,ძარღვები დაებერა,რადგან ლიკას ვნებამორეული მზერა ნერვებს უშლიდა ''ეს ტუტუცი გოგო,აქაც არ ისვენებს,ყველგან როგორ უდგება ამ ჩემისას,რეზინის გასაბერი კაცი მაინც უყიდონ დაქალებმა,თუ ფული ენანებათ მე ვაჩუქებ''-გაიფიქრა. ვალსის დასრულების შემდეგ ცეცხლოვანი ტანგოს ჰანგები გაისმა. -დაო,ტანგოს ცეცხლი ხარ, მეწყვილეს არ გინდა ეცეკვო?-თვალი ჩაუკრა თორნიკემ თამარს და გიორგიზე ანიშნა -თორნიკე ტანგოს ნამდვილად არაფერი გამეგება,ასეთ ქალბატონს ჩემი მიხვრა-მოხვრით ვერ შევარცხვენ-ჩაიცინა გიორგიმ,თამარს ცეკვა ნამდვილად უნდოდა,ტანგოს ცეკვის დროს ავიწყდებოდა გარესამყარო და რჩებოდა მხოლოდ თავად! -მე შემიძლია პარტნიორობა გაგიწიო თამარ-ანდრონიკე ინწკირველი იდგა თამარ ასათიანთან და მაღლიდან დაჰყურებდა გოგოს,თან ხელი გამოწვდენილი ჰქონდა,მანაც გაიღიმა და ცალი ხელი მას ჩაჰკიდა -დიდი სიამოვნებით ანდრონიკე-ეშმაკურაად ჩაიცინა და უკანალის რხევით გაიწია დარბაზის ცენტრისკენ.ტანგო ცეკვებს შორის ყველაზე გამორჩეულია თავისი ხასიათითა და სტილით, რომელშიც პარტნიორები სხეულის ენაზე გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებსა და დაუოკებელ ვნებას.სწორედ ამიტომ მას მეორენაირად "ვნების ცეკვასაც" უწოდებენ. წყვილმა ერთმანეთის პირისპირ დაიკავა ადგილი,თამარმა ცალი ხელი მამაკაცის მხარზე მოათავსა,მეორე კი ტორში ჩაჭიდა. ანდრონიკეს მეორე ტორი კი წელს უწვავდა,ის სიმხურვალე რაც ერთმანეთისგან მოდიოდა ორივეს ვნებათაღელვას აცოცხლებდა და წყურვილისკენ ასწრაფებდა.ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და რჩებოდნენ მხოლოდ ორნი! ერთადერთი შემთხვევა იყო,როდესაც თამარი გრძნობდა მხოლოდ ცეკვას და ანდრონიკეს! ცეკვის დროს მთავარია გახსოვდეთ, რომ უნდა გამოხატოთ ერთდროულად თავშეკავება და ვნება, სიმკაცრე და თავისუფლება, სინაზე და აგრესიულობა. ტანგო ნამდვილად ავსებს სიცარიელეს ადამიანიდან ოცნებამდე. თამარი და ანდრო კი ავსებს ორგანიზმს,ერთმანეთის სიმხურვალითა და უხილავი გრძნობებით. ორივე ნაბიჯებს ერთმანეთის საპირისპიროდ,სინქრონულად ადგამს,მათი მზერა მხოლოდ ტრიალის დროს წყდება ერთმანეთს,თუმცაღა ტანგოს ცეკვის დროს მეწყვილეს თვალებში არ უნდა უყურო,ეს ერთადერთი შემთხვევაა როდესაც წესების დარღვევაც კი ასეთ სიამოვნებას განჭებს.სრული ჰარმონია დევს ამ მოძრაობაში,შემდეგ კი კვლავ გრძელდება ანდრონიკეს შეხბისგან გამოწვეული სხეულის წვა...თამარის გრძელი,ნატიფი თითებით გამოწვეული ვნებათაღელვის ახალი ნაკადის ორგანიზმში გავრცელება... -ულამაზესი ხარ...-წარმოთქვა ანდრომ -გმადლობთ,კომპლიმენტს შევიფერებ-წაიკეკლუცა თამარმა -კაბა ზედმეტად დეკოლტეა...ხარბი მზერები შენკენ არიან მომართულნი-ირონიულობა გაუკრთა,არადა რის ფასად უჯდებოდა თავის გაკონტროლება,რომ იმ კაცების სახეები არ მიენაყა. -საკუთარ სხეულს არ ვმალავ-თვალი ჩაუკრა თამარმა და მარჯვენა ფეხი ოსტატურად,ჩქარი მოძრაობით შემოაჭდო ანდრონიკეს მარცხენა ფეხს,მას ზემოდან გადააწვა,შემდეგ ფეხი აღმართა ქვემოდან ზემოთ და ისევ ქვემოთ...იგივე მოძრაობა უკუნსვლით,რომელსაც ბიჭის ფეხს აჭდობდა წამიერად...და კვლავ იგრძნო სითბო მუცლის არეში...ჟრუანტელის დავლა... და ბიჭის ცხელი ტორი მის მარცხენა თეძომდე ჩაჭრილ ფეხზე,რომელიც ქვემოდან ბარძაყამდე მოიწევდა...შემდეგ კვლავ გრძელდებოდა ეს თავბრუდამხვევი ილეთები,შიგადაშიგ იყო ეროტიული მოძრაობები და ვნების ქარცეცხლის დატრიალება... ''ეს რა ჯანდაბა იყო....დინოზავრებმა ნაკვალევი დატოვეს ჩემ მუცელში''-შუბლზე ხელი მიიდო თამარმა და გაიცინა -მშვენეირი მეწყვილე ბრძანდებოდით....მომავალში იმედია მთლად ასეც არ ჩამადნებით ხელში-ყურში უჩურჩულა ანდრონიკემ და იქვე აკოცა. ის ადგილი უხურდა სადაც ბიჭმა აკოცა,თვალები დახუჭა და მხოლოდ ამის თქმა მოახერხა -საკუთარ შესაძლებლობებსი ეჭვი არასდროს მეპარება,უდაოდ შესანიშნავი მეწყვილე ვიყავი...შენც არ გიწუნებ რამეს,პირიქით-ტუჩთან ახლოს აკოცა და ზურგი აქცია ბიჭს. ''რა მაცდუი ქალი ხარ თამარ ასათიანო...რა ჯანდაბას მმართებ ამის დედაც''-ჩაიცინა ბიჭმა და სასმელი მოსვა. ********** დილით თამარის ოთახის კარი თორნიკემ შემოგლიჯა. -რა ჯანდაბაა გოგო, კიდევ არ მომზადებულხარ?-უყვიროდა,თუმცა სიცილი ეპარებოდა -რა ჯანდაბა გაღრიალებს შენ დედას შევახტი დოინჯით-ბალიში თავზე დაიფარა -ენას წაგაცლი ერთ დღეს იქნება გოგო შენ....ახლავე აეთრიე ლოგინიდან,თორემ ცივ აბაზანას მოგიწყობ-საბანს დაეჯაჯგურა ბიჭი,თუმა უშედეგოდ -თორნიკე დღეს სამსახურში ვერ წამოვალლ,თავი მისკდება და ნერვებს ნუ ამიშლი-შეევედრა-თან ანი უნდა მოვიდეს -არა! ახლავე ადექი და მოწესრიგდი. დღეს მჭრდები კომპანიაში-შეუვალი იყო ბიჭი-ანუშკა საღამოს მოვიდეს და დარჩეს -ააუუ თოკო,სახლში მივხედავ ყვეალფერს მართლა...შემიბრალე-ამოიკრუსუნა -ასე არა? ვატყობ ცივი აბაზანა დაგამშვიდებს-საბანი ძლივს გადააძრო გოგოს და მხარზე გადაიკიდა,თან უკანალზე ხელი მოსცხო-ეს მიკი-მაუსის პერანგი მაგრად მევასება-ჩაიცინა -თორნიკე მოგკლაავ. არ გაბედო და აბაზანაში არ შემიყვანო-კიოდა-ლიზიი,ელეე მიშველეთ -თორნიკე რას აკეთებ?-ეცადა სიმკაცრე შეენარჩუნებინა ლიზის,თუმცა ამაოდ,ბოლოს მაინცხარხარი ატეხა -შეენც ლიზაზუუ? კარგი რაა, თორნიკეე...არაა...არ გაბედოო იცოდე-თითს უქნევდა ძმას აბაზანაში და მკლავებზე ეჭიდებოდა -მამიი..ლატო აწვალებ მამიდას?-კისკისებდა ელენე -მამი ღირსია, ზარმაცია და სამსახურში არ მოდის-იცინოდა უფროსი ასათიანი,ამასობაში ცივი წყლის ჭავლიც და კივილის ახალი ნაკადი წამოვიდა,თამარი ისე ფართხალებდა თორნიკეც გაწუწა -შე ტყიდან გამოქცეულო მაუგლო...შე ჯილაგ გასაწყვეტო,მოუსვლელში წასავლელო,დეგენერატო,დეგრადიულო....-თან ფართხალებდა, თან კიოდა და ძმასაც ასველებდა,შემდეგ ფეხი აუსრიალდათ და კაბინაში ზღართანი მაოდინეს,თორნიკეს ზემოდან გადააწვა თამარი -ვაიმე დედა წელი...გადადი გოგო ჩამინგრიე ყველა ორგანო...წყალმა დაგამძიმა ასე თუ ტრაქტორი გადაყლაპე?-ყვიროდა თორნიკე -შენი ფანტაზიორი დედა შევაცილე მაღაზიაში...მეტის ღირსი ხარ უსინდისო...ცოდვებმა გიწიეს-ფეხზე ძლივს წამოდგა თამარი,დუში ხელში დაიჭირა,ზემოდან დააჯდა თორნიკეს და სახეში შეასხა წყალი,თან ხარხარებდა-რაო,ახლა ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ვინოო? -მოგკლაავ,გაეთრიე აქედაან ალქაჯო-ამჯერად ქვემოთ მოიქცია თამარი,დუში ხელიდან გამოგლიჯა და ახლა თვითონ დაუწყო გაწუწვა. საოცარი სანახავი იყო მოსისხლე მტებივით მოჩხუბარი და-ძმა...ვერ გაარკვევდით ვის, ვინ აჯდა ...რა კარგია არა და-ძმობა? ეს დღეც მათ მოგონებებში წარუშლელ და სახალისო მოგონებად დარჩება. P.S. სოფელში ვიყავი და ახლა მოვახერხე ახალი თავის დადება. ყველას დიდი მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.