შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგალითად, როგორც მე (თავი IV)


30-08-2018, 15:32
ავტორი კარენინა
ნანახია 1 406

მოზარდებს განსაკუთრებულად აინტერესებთ თემა სახელად სექსი, არც მე ვიყავი გამონაკლისი. ვხედავდი გარშემო ჩემს თანატოლებს, რომლებმაც ჩემზე მეტი იცოდნენ ამ საკითხში და შესაბამისად ჩემი მისამართით ხშირად იყო მომართვები: „ ეს როგორ არ იცი, აუ რა გოიმია“ და ა.შ. სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რატომ , მაგრამ ძალიან ვენდე ამ ადამიანს. ვაპატიე ის დიდი ტყუილი, გავაგრძელე ისევ იგივე ურთიერთობა, შეიძლება ითქვას უფრო ახლოც (მეგობრული).
ჩემთვის არასდროს ჰქონია გარეგნობას მნიშვნელობა, მაგრამ ახლა, როცა ამას ვწერ ყველაფერი სხვაგვარადაა, ( დამიჯერეთ გარეგნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს).
მუქი ყავისფერი თვალები, 28 წლისთვის ზედმეტად ბევრი ნაოჭი, არაპროპორციული ნაკვთები, ნაიარებიანი სახე. მინდა წარმოიდგინოთ „ლამაზი და ურჩხული“ ზუსტად შეეფერება ამ ადამიანს სახელწოდება ურჩხული. ის არის ადამიანი, რომელსაც გარეგნობაში გაეჟღენთა სიბოროტე, სიამაყე და სიბინძურე.
ალბათ იმიტომ ვენდე, რომ ზედმეტად პატარა ვიყავი და ვინც გამიღიმებდა ყველა კეთილისმსურველი მეგონა, მეგონა ბოროტი ადამიანები არ არსეობდნენ.დამიჯერებთ? მეგონა იარაღს მხოლოდ ფილმებისთვის ქმნიდნენ და რეალურ ცხოვრებაში მას არავინ იყენებდა, ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინმეს ვიღაცის მოკვლა შეეძლო. მაგრამ ახლა მე შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ ამ ადამიანმა მე მომკლა.
5თვე ადამიანის გასაცნობად ძალიან ბევრი მეგონა, ვენდე და ჩემთვის საინტრესო თემაზე ვკითხე. ვეკითხებოდი სექსზე, გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზე, მაგრამ არა ტონით „ მე და შენ“, მსგავსი არაფერი ყოფილა, ზოგადად ვსაუბრობდით. გაიარა დღეებმა და ერთ „მშვენიერ“ დღეს მომდის ფოტო, სქრინი ჩვენი მინაწერების, უბრალოდ კარგად დაფოტოშოპებული, სრულიად შეცვლილი ტექსტით, სადაც უკვე ვითომ მე ვსაუბრობდი ჩემსა და მის ინტიმურ ურთიერთობაზე. შემეშინდა, ვთხოვე წაეშალა ეს სისულელე. აქედან იწყება ჩემი ტანჯვით სიკვდილი. დაიწყო შანტაჟი. მეუბებოდა : „ თუ იმას არ გააკეთებ, რასაც მე გეტყვი, ამ მინაწერებს დედაშენს ვაჩვენებო“, შემეშინდა, ძალიან უსუსური ვიყავი, ვერავის ვუმხელდი ამ ამბავს, ჩავიკეტე ძალიან. დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა. პირველი სურვილი ნახვა იყო, მეორე სურვილი მისი ძმაკაცის შეყვარებულად ყოფნა, (ხვდებით მაინც რა ავადმყოფია? ვუყვარვარ და მაიძულებს სხვისი შეყვარებული გავხდე). „ გამიმართლა“ ჩემზე ორი წლით უფროსი იყო ეს ბიჭი. ახლო ურთიერთობა არ გვქონია, არც კი შევხებივართ ერთმანეთს, უბრალოდ მიმოწერები იყო შეყვარებულ წყვილს როგორიც შეეფერებათ.
ეს ჯოჯოხეთური პერიოდი ძალიან იწელება უაზრო შეხვედრები, რომლის დროსაც დედაჩემის მოტყუება მიწევდა, რომ ან მობილური დამიჯდა გზაში და მაგიტომ ვერ ვპასუხობდი, ან ცეკვაზე გამომართვევინეს და მერე ჩართვა დამავიწყდა, და სახლში მისულს ჩხუბი თუ როგორი უყურადღებო ვარ. ნელ-ნელა ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ რაღაცას ვიტყუებოდი. თურმე ჯოჯოხეთი ზუსტად ახლა იწყება ალექსანდრა.
- შემოდი სკაიპში (მწერს ურჩხული)
- მოვედი რა იყო? ( სიმწრისგან, შიშისგან ყოველთვის კანკალით ვწერ და ვესაუბრები ამ ადამიანს. მეშინია შემდეგი სურვილის და რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდება)
- უნდა დაგირეკო და ერთი სურვილი მაქვს. ზედა უნდა გაიხადო
- რა? არ არსებობს, გამორიცხულია, მაგას არ გავაკეთებ. ( კანკალი უფრო მემატება, ვიცი ამას მაიძულებს მაინც. მაშინ როცა, დედაჩემისაც კი მრცხვენია და შიშველი არასდროს ვენახვები, უცხო კაცთან უნდა გავიხადო)
- რა გინდა? გავუგზავნო ეხლავე დედაშენს ეს მინაწერები? გაგაგდონ სახლიდან და ყველას შესძულდე?
- ნუ მელაპარაკები მასე და ნუ მემუქრები, მე მაგას არ გავაკეთებ( ცრემლები ჩანჩქერივით მომდის თვალებიდან, ტონი უნდა გენახათ, როგორ მელაპარაკებოდა, ზიზღნარევი, სიბრალულის, ირონიის და დამცინავი ტონი ერთმანეთში იზილებოდა და ბოლოს ბოროტი ჩაცინება)
- ვსო, აღარ მაინტერესებს აღარაფერი უკვე, ვგზავნი.
- არა გთხოვ, მასე ცხოვრებას დამინგრევ, ყველაფერს გაანადგურებ
- მაშინ გაიხადე
შემოდის წყეული სკაიპის ზარი, და მეჩვენება, რომ უსასრულო, გამაყრუებელი ჩაცინება მაბრუებს.
-მიდი გელოდები, მალე
ავიწიე მაისური ოდნავ და უცებ ჩამოვიწიე
-შენ რა მეღადავები გოგო? ლიფი გაცვია თან და ვერაფერი დავინახე, მალე გაიხადე ლიფი და ნრმალურად აიწიე
ისევ ავწიე მაისური, ლიფი გახდილი მქონდა ამჯერად. მოტყუებით ვითომ არ ჩანდა არაფერი რამდენჯერმე ამაწევინა მაისური და ბოლოს გათიშა.
დაახლოებით 15 წუთში მომდის ვიდეო წარწერით: დამთავრებულია შენი ბედნიერი ცხოვრება, მთელი მსოფლიო გაიცნობს ბოზ ალექსანდრას, რომელიც სკაიპში იხვეწება მკერდის გამოჩენას“
გული წამივიდა, მაგრამ მალე მოვედი გონს, ყველაფერი მტკიოდა, თვალები დასიებული მქონდა. ვეცადე მშვიდად მეთხოვა ამ ვიდეოს წაშლა, რომელშიც მისი სიცილიც ისმოდა და ჩანდა მისი ბოროტი გამომეტყველება. რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი, ახლა უფრო დიდი კოზირი ეჭირა ხელში. ამის მერე იმ სქრინთან ერთად ამ ვიდეოთი მაშანტაჟებდა და ამ ყველაფრით ერთობოდა.
ძალიან ბევრი ღამე გავათენე ტირილში, დილით თვალებდასიებული ვიღვიძებდი, ამიტომაც ყოველთვის თავის არიდება მიხდებოდა ოჯახის წევრებისთვის და თუ მაინც დამინახავდნენ ვატყუებდი, რომ ეს რაღაც ვიდეოს ან ფილმის ბრალი იყო. რეალურად არაფერი აღარ მაინტერესებდა, ვერავის ვუყურებდი თვალებში, მრცხვნოდა სხვებისაც და საკუთარი თავისაც, იმ თევზს დავემსგავსე რომელიც ხეზეა და ვერ გაურკვევია როგორ აღმოჩნდა იქ, ვერ სუნთქავს და ნელ-ნელა კვდება.
წელიწად ნახევარი ვებრძოდი ამ ადამიანს, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინა, ისევ ისე გრძელდებოდა ყველაფერი ამ დროის განმავლობაში. იწელებოდა ღამეები, რომლებსაც თეთრად ვათენებდი ტირილში. ამავდროულად ოჯახის წევრებთან უნდა მეცინა, რომ არაფერი ეეჭვათ.
ამასობაში, ელენემ შეყვარებული გაიჩინა, ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა, მეც გამაცნო. თითქმის სულ ერთად იყვნენ, მე სახლიდან გამოსვლა აღარ მინდოდა, ყველაფერს მოვწყდი, მე ხომ მკვდარი ვიყავი. ელენეს შეყვარებულს ზაზა ერქვა დავახლოვდით ძალიან, ვმეგობრობდით, რაღაცნაირად ძმასავით მყავდა თვითონაც ძალიან ზრუნავდა ჩემზე და დას მეძახდა, ერთადერთი რაც მაბედნიერებდა ელენეს სიხარული იყო. მაგრამ მალე ჩამომენგრა ეს ბედნიერებაც.
- ალექსანდრა ჩამოდი რა დაბლა, საქმე მაქვს ( მირეკავს ზაზა)
გამიკვირდა ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონოდა მარტო ზაზას
- ელენეც მანდაა?
- არა, ჩამოდი გელოდები ( ამას მეუბნება და თიშავს)
დიდი ხის ქვეშ სკამი დგას და იქ დამხვდა, ჩემს სახლთან ახლოს.
- ზაზა როგორ ხარ? რა მოხდა ( გადავკოცნე)
- ხო იცი ელენეს არ მოეწონებოდა ასე მარტო როომ გნახე და მოდი არ ვუთხრათ
- და საწყენი რა არის? ჩემი ძმა არ ხარ?
მოდის და მეხუტება. კი ვიცოდი, რო თბილი ადამიანი იყო მაგრამ ან ის რაშუაში იყო ელენეს არ უთხრაო, ან ეს ჩახუტება რაღაა
მალევე გავიწიე უკან, უხერხულად ვიგრძენი თავი.
- რა იყო მითხარი მალე გავიყინე
- არაფერი, ადი სახლში, შენი ნახვა მინდოდა
დავიმანჭე ვერ მივხვდი რა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეორე დღეს ადრე მქონდა რეპეტიცია და მალევე ჩამეძნა ტირილისგან დაღლილს.

- ელენე გამოგიარო? მზად ხარ უკვე?( მობილურით ვკითხე ელენეს დილით/)
- არა, მე სოფიასთან ერთად მივდივარ, უკვე გავედით, იქ გნახავთ. გკოცნით
- კარგი,მეც
უკმაყოფილომ ჩამოვწიე მობილური, ჩავიცვი და გავედი

ცეკვაზე მისულს სიტუაცია არ მომეწონა რაღაცნაირად. ელენე და სოფია ორ გოგოსთან ერთად იდგა, რომლებსაც არასდროს მოვწონდი, იმიტომ რომ ბიჭს, რომელზეც ისინი გიჟდებოდნენ მე ვუყვარდი. გამოვიცვალე და გოგოებთან მივედი და უცებ სახტად დავრჩი, ზურგი შემაქციეს და ხმამაღლა გაჭორვა დამიწყეს. მთელი რეპეტიცია მარტო ვიჯექი, არც სოფია და არც ელენე არ მოსულან ჩემთან, კუთხეში იდგნენ და დამცინავად მიყურებდნენ.
-ელენე რამე მოხდა და არ ვიცი?
- მალე გაიგებ რაც მოხდა ( დამცინავი ტონით მითხრა, ჩანთა აიღო და გავიდა სოფიასთან ერთად)

დაბლა ჩასულს ზაზა, ელენე და სოფია დამხვდა, უცებ სიცილი დაიწყეს და ელენე ზაზას მოეხვია
- ეს და აფერისტი გოგოები, ვითომ დაქალები, ვის რაში სჭირდება
- მართალი ხარ, ჩვენთან ეგეთები ვერ იქნებიან (მხარი აუბა სოფიამ და მე გამომხედა ღიმილით)

ჩემს უკან 5 ბიჭი იდგა ანსამბლიდან და კიდევ რამდენიმე გოგო, ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდა, სამეული ისევ იმ ადგილას იდგა და შეძახილებს აკეთებდა ჩემი მისამართით.
კიდევ ერთი დარტყმა. გავარდი გარეთ, ცრემლები თავისით მომდიოდა, უცებ ძალა აღარ მეყო და მიწაზე დავვარდი, ბოლო ხმაზე ვბღაოდი, ნუთუ ეს არის ჩემი ცხოვრება, ნუთუ ასეთი საშინელი ვარ, მეზიზღება ჩემი თავი. მალე ვიღაცის ხელი ვიგრძენი მკლავზე, ეს ნინი იყო, ჩემი მეზობელი ჩემზე 5 წლით უფროსია, თავისთან წამიყვანა დამამშვიდა, სახლშიც დარეკა ჩემთან, რომ არ ენერვიულათ, ცოტა დააგვიანდება ჩემთან არის ალექსანდრაო.
წელიწად ნახევარი მარტო ვიყავი, მეგობრის გარეშე, დაძაბულობაში, შიშში და სტესში, ყველა ღამე ტირილით იწყებოდა და მთავრდებოდა, ზოგჯერ გაკვეთილებზეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლები მომდიოდა, გზაშიც სახლიდან სკოლისკენ მიმავალს ან პირიქით. ცეკვაზე მისვლა მეზიზღებოდა ამიტომ ბოლო პერიოდში ააღარც დავდიოდი,ამის გამო მთელი ჩემი სოლოები ელენეს გადაულოცეს. და მე გარდავიცვალე.



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Vaime damewva guli am gogos sacodaobit Ra vqna kinagam vitire imedia gogoebma Da saertod yvelas AR gaagebina Im idiotma beberma kacma.dzalian momewonaa

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Sruli sashinelebaa mis adgilze dedas avuxsnidi situacias rac arunda dzneli yofiliyo

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ მომწონს ძალიან შემდეგ თავს დღეს არ დადებ?

 


№4  offline წევრი khatia khatia

აუუუ ცუდიაა დზაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent