იმ საღამოს წვიმდა (თავი 6)
-ეს შენ არ გეხება!-ვცდილობდი რაც შეიძლება მკაცრი ვყოფილიყავი და ხმაში არ გამრეოდა ის სისუსტე,რასაც მისი სიახლოვე მაგრძნობინებდა. -სწორედაც რომ მე მეხება.ჩემსას თითი არ უნდა დააკარონ!-მისი სიტყვები მსიამოვნებდა.როგორ არ მესიამოვნებოდა?!მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი.თვალები ცეცხლისთვის გამეშტერებინა. -რუსუდან,ყველაფერი მაშინ გადაწყდა როცა პირველად დაგინახე.ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა,წვიმისგან გაწუწული სასტუმროში რომ შემეჯახე.ამის შეცვლას კი ახლა უბრალოდ აზრი არ აქვს.-მშვიდად საუბრობდა და სახიდან ღიმილს არ იშორებდა. -და იმაზე რას მეტყვი რომ დამტოვე.სახლთან დამტოვე და აღარ გამოჩნდი.ნუთუ ერთი წუთით არ დაფიქრებულხარ მე რას ვიგრძნობდი?!არ გიფიქრია რა დღეში ჩავვარდი?!-ათრთოლებული ხმის დამორჩილება აღარ შემეძლო.მთელი ამ დროის დაგროვილი წყენა და ტკივილი ახლა ლამობდა გარეთ გამოსვლას.მე კი სულაც არ მინდოდა ცრემლების ღვრა.მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი.ძალა აღარ შემწევდა. -ბევრი იტირე?-ხმაში სინაზე შეეპარა. -ჰაჰ...რომელ ტირილზეა ლაპარაკი.ერთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია შენი გულისთვის! -ჩემი ძლიერი გოგო!-ღიმილმაც არ დააყოვნა. -რაღაც მეეჭვება კუთვნილებითი ნაცვალსახელი სწორად გეხმაროს.-თვალებმოჭუტული მივაჩერდი. -ცდები.მე თუ არა ამას სხვა ვინ იტყვის?!ეს უფლება თავიდანვე მე მომენიჭა. -ზედმეტად ბევრი უფლებები დაუწესე შენს თავს.-ვუთხარი თავი ისევ ბუხრისკენ მივაბრუნე. მოსე უცბად დასერიოზულდა.მის სახეზე ყოველგვარი ირონია გაქრა და მათი ადგილი ტკივილმა დაიკავა. -რუსუდან,ვიცი ძალიან ცუდად მოვიქეცი... -საშინლად!-მივაძახე გაგულისებულმა. -ნუ მაწყვეტინებ.მაშინაც გითხარი რომ ამის მიზეზი მქონდა.მაგრამ ახლა შენი დაკარგვა არ მინდა.არ დაგთმობ,არავითარ შემთხვევაში. არ ვიცოდი რა მეთქვა.ან რა კითხვა დამესვა.ჩემ შიგნით ყველაფერი თავდაყირა იდგა.გული სხვას ამბობდა.გონება კი სხვას.ეს უკანასკენელი შიშს მოეცვა.იმედგაცრუების შიშს.ასე ადვილად ვერ განვაახლებდი ურთიერთობას.მართალია ის რამდენიმე დღე გაგრძელდა,მაგრამ ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ჩემში ძირეული გარდაქმნები განხორციელებულიყო.აქამდე უცნობი გრძნობა დამეუფლა და მინდოდა ეს სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელებულიყო.მაგრამ დაბრკოლებებს გვერდს ვერ ავუქცევდი.გული?გული მხოლოდ მოსეს სახელს გაიძახოდა.მისით შეპყრობილს არაფერი სურდა გარდა იმისა,რომ ძლიერად მოხვეოდა და მისი სურნელი შეეგრძნო.სიხარული მოსდებოდა მთელ სხეულს.ახლა ჩემში გულისა და გონების ჭიდილი გაიმართა.ერთმანეთს ებრძოდა შიში და სურვილი.სურვილი,რომელიც მისით იყო გაჟღენთილი. -არაფერს იტყვი?თუ სიჩუმის ფიცი დადე?-მოსეს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. -რა მიზეზი?-ახლახანს ამოტივტივებული კითხვით მივმართე. -მაშ დაგაინტერესა? -დიახ! -გეტყვი,მაგრამ ასე ადვილად არა.სანაცვლოდ შენც მოგიწევს რაღაცის გაღება. -რა?ეს რა თამაშია?-აფორიაქებულმა კითხვებს თავი ძლივს მოვუყარე. -მოვიწყინე და გადავწყვიტე გავერთო.მერწმუნე შენც მოგეწონება.-სახე ანცმა ღიმილმა გაუპო. -ეჭვი მეპარება. -სულ ტყუილად. -კარგი.რა გინდა? -აი ეს მომწონს.-თვალებში ჭინკები დაურბოდნენ.-კოცნა! -კარ...-ვიდრე სიტყვას დავასრულებდი,მანამ გავიაზრე მისი ნათქვამი.-რა?არა,არავითარ შემთხვევაში. -ვითომ რატომ?-ახლოს მოიწია.მე კი უკან დავიხიე და ხელისგულებით იატაკს დავეყრდენი.-თითქოს შენც არ გინდოდეს?სურვილის წინააღმდეგ წასვლა დაგტანჯავს.მითუმეტეს ეს სურვილი იმ წუთიდან თან გსდევს,როცა პარკში,შენს გვერდით ჩამოვჯექი.-ისევ ეს თვითკმაყოფილი ღიმილი. -ვერაფერსაც ვერ მიიღებ.-გაგულისებულმა შევუტიე. -მივიღებ...აუცილებლად მივიღებ.ამისთვის ნებართვა არ მჭირდება.უბრალოდ შემოთავაზებამ უფრო სახალისო გახადა ჩვენი საღამო.-ჩვენ შორის მილიმეტრები იყო დაშორება.მის სუნთქვასაც ვგრძნობდი.ცერა თითი ბაგეებზე გადამისვა.ტუჩები შუბლზე მომაკრო და ლოყისკენ გაიკვლია გზა. -როცა მეტყვი გავჩერდები.-ამოიჩურჩულა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.არ შემეძლო ნანატრი შეხებისგან გავთავისუფლებულიყავი.უარის თქმა არ მინდოდა.კარგად მახსოვდა ჩემი წეღანდელი სიტყვები,მაგრამ მის მოშორებას ვერ ავიტანდი.ამიტომ ავყევი მოსეს,რომელიც ქვედა ტუჩს მიკოცნიდა.ამ კოცნაში მოიყარა თავი წყენამ,გაბრაზებამ,მონატრებამ.თითქოს თვეეები,რომლებიც მის გარეშე გავატარე,არც მიცხოვრია.მხოლოდ ახლა მიეცა ცხოვრებას აზრი.თითები მის თმაში ავხლართე.მოსეს ტუჩებმა ჩემს ყელზე გადაინაცვლეს.ნეტრებისგან თვალებდახუჭულმა თავი უკან გადავწიე და საშუალება მივეცი სიამოვნება მოენიჭებინა.ხელები წელზე მოეხვია.ბოლოს კვლავ ბაგეებზე დამეწაფა.ერთმანეთს მაშინ მოვწყდით როცა უჰაერობამ შეგვაწუხა. -რუსუდან... -არაფერი თქვა.ახლა არა...ამ საღამოს არა.დღეს გვეყოფა.-ვუთხარი და სავარძელში გადავინაცვლე. -როგორც გინდა.-თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.თვალები სივრცისთვის უაზროდ გამეშტერებინა.ამდენი ფიქრისგან თავი მტკიოდა.უცბად მოვარდნილი ემოციებისგან დატვირთულს,ვერც გავიგე როდის ჩამეძინა. დილით გაღვიძებულს გარემო მეუცხოვა.როგორც ჩანს საძინებელში მოსემ შემომიყვანა.ადგომისთანავე სააბაზანოში შევედი.საძინებელში დაბრუნებულმა კარი ფრთხილად გამოვაღე და მივაყურადე.ჩამიჩუმი არ ისმოდა.ან რა ხმაური უნდა გამოეწვია ერთ ადამიანს.კიბეები სწრაფად ჩავირბინე.მისაღებში არავინ დამხვდა.სახლის უკანა ეზოში გავედი.იქაურობა მოვათვალიერე და ხეზე დაკიდული საქანელა შევამჩნიე.ბავშვივით აჟიტირებული გავიქეცი მისკენ.სახეს ნაზ სიოს ვუშვერდი და ირგვლივ გამეფებული სიჩუმით ვტკბებოდი,როცა წელზე შემოხვეული ხელები ვიგრძენი. -ის მოვიდა ვისზე ფიქრიც არ გასვენებდათ,ქალბატონო რუსუდან.-ყურში ჩამჩურჩულა და თავი მხარზე ჩამომადო. -ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული ხართ?-ვიგრძენი როგორ გაეცინა.წინ გადამიდგა,დაიხარა და ხელებით ფეხებზე დამეყრდნო. -მხოლოდ თქვენთვის.როგორ გეძინა? -არ მახსოვს.მეძინა. -იცი რა ლამაზი ხარ როცა გძინავს.არა მხოლოდ სახეზე. -რას ამბობ?-ხელის კვრით მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.ამაზე ხმამაღმა გადაიხარხარა. -კარგი დამშვიდდი.წამოდი ვისაუზმოთ.-ცხირის წვერზე მაკოცა და სახლისკენ გაემართა.მე კი მის სიარულის მანერას ვაკვირდებოდი. -ყველაფერი ასეთი გამაგიჟებელი რატომ გაქვს?-ღიმილმორეულმა ჩავილაპარაკე. -კიდევ დიდხანს უნდა მჭამდე თვალებით?-შემობრუნდა.-მაგას ჯობია ახლოს მოხვიდე თვალებს ეგ გემრიელი ტუჩებიც მიახმარო. -თავხედო.-მივაძახე და უკან ავედევნე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.