შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 9


2-09-2018, 21:55
ავტორი katiusha
ნანახია 3 523

ცნობა იმის შესახებ,რომ ქისტაური ციხიდან გამოვიდა,არაბულებისა და მისი ვისწრო საახლობლო წრისთვის,რომლებმაც წარსულში მომხდარი ამბები იცოდნენ,ცოტა მოულოდნელი იყო.ზეზვა ისე გადაირია რომ მარტო არსად უშვებდა შვილებს,ბერდია ხომ საერთოდ სახლში გამოკეტა,სამსახურსაც არ გააკარა....
ცალკე ბურდულებთან აირია სიტუაცია.დათა და თამუნაც არ საუბრობდნენ სმ ნაკლებს საუბრობდნენ ამ თემაზე,მაგრამ აშკარად დაძაბულები იყვნენ,ქალი კი დაემორჩილა მის მოთხოვნას,თუმცა მთლად ბოლომდე ვერა და განსაკუთრებულ შემთხვევებში და მძიმე ოპერაციებზე საავადმყოფოს ვერ აშორებდნენ..
დაძაბულობა სუფევდა ბექაურების ოჯახშიც.ცდილობდა დაცვის გარეშე მისი ცოლ-შვილი არსად გასულიყო,შეეზღუდათ გარეთ გასვლა და სამსახურებში სიარული,დემეტრე გვერდით ჰყავდა და მასთან ერთად დადიოდა კომპანიაში..
აი ამდენი წლის მერე პირველად აირია სიტუაცია ოჯახებში,იწე რომ ერმანეთთან საუბარს და კონტაქტს გაურბოდნენ..
ამ ეტაპზე ოჯახი,რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნენდა გიორგი გიგაურის ოჯახი იყო,მაგრამ მის თავზეც იწყებდნენ შავი ღრუბლები შეკრებას და როდის დაიქუხებდა არავინ იცოდა.
ერთადერთი დაუმორჩილებელი ადამიანი,ვინც უარი განაცხადა შინ გამოკეტვაზე, ეს სოფო იყო, სერიოზული კამათი მოუვიდა ქმართან,რის გამოც განაწყენდა და ხმას არ სცემდა მას....
ვერ უძლებდა რეზო ცოლის მოწყენილ სახეს და სევდიან თვალებს.მისი თბილი და მოსიყვარულე ხმის გაგონება ენატრებოდა...
ყოველთვის ასე იყო,როცა იჩხუბებდნენ სოფო თავის თავში იკეტებოდა და ქმართან საუბარს და შეხვედრებს თავს არიდებდა,შვილის საფლავზე მიდიოდა,თითქოს იქ პოულობდა შვებას.ესაუბრებოდა მას,თავის გულისტკივილს გაანდობდა და თითქოს ისიც უსმენდა და გამოსავლის ძიებაში ეხმარებოდა....
ახლაც შვილის საფლავთან იჯდა.რამდენიმე დღე ითმინა და მაინც მიაკითხა იქაურობას.მდუმარედ უსმენდა შვილი,თითქოს ხვდებოდა დედის განცდებს და გრძნობებს.
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი,-მოესმა ზურგს უკან მეუღლის ხმა და მერე გვერდით მიუჯდა.მისი სუნამოს სუნი იგრძნო დაბადების დღეზე რომ აჩუქა...
-დიდი დრო ხომ არ დაგჭირდა მოსასვლელად?-წყენა გაისმა მის ხმაში.
-არა,არ დამიგვიანია,უბრალოდ მინდოდა დაფიქრებულიყავი და გაგეანალიზებინა თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და რა შეიძლება მოყვეს შენს დაუმორჩილებლობას.
-მე მაინც იმ აზრზე ვარ რეზო.არ გამოვიკეტები სახლში.მე ექიმი ვარ,ფიცი მაქვს დადებული და ჩემს პაციენტებს ვერ მივატოვებ.ვიღაც არანორმალურის გამო ჯერ არდაბადებულ პატარების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ.
-მესმის შენი,მაგრამ შენი სიჯიუტით უარესს აკეთებ.რამე რომ მოგივიდეს,სულ ვეღარ დაეხმარები.შენს შვილებზე,შენს ოჯახზეც ხომ უნდა იფიქრო,მე თუ აღარ გადარდებ.
-როგორ შეიძლება შენ არაფერი იყო ჩემთვის?როგორ შეიძლება არაფრად გაგდებდე?მე შენში ჩემი სიცოცხლის არსს ვხედავ და ვხედავდი ყოველთვის,ახლაც ასეა.არ ვიცი მაშინ უფრო მიყვარდი თუ ახლა,იმდენად დაუსრულებელი და ამოუწურავია ჩემი გრძნობა შენდამი.
რეზომ ცოლს ხელი მოხვია და მიიხუტა.
-იცი სულ ვფიქრობდი რომ შენ გგავდა,შენი თვალები აქვს.ნეტავ რომ ეცოცხლა შევხვდებოდით თუ არა ერთმანეთს?იქნებ არა, მამამისს რომ გაეგო შვილის არსებობის შესახებ.
-ის ჩემთვის მაშინ მოკვდა როცა არჩევანი გააკეთა და ისე წავიდა ჩემგან რომ უკან არც მოუხედავს,არც კი დაინტერესებულა როგორ ვიქნებოდი.ასე რომ წარსულს ნუ ჩავუღრმავდებით და ნუ გავეტირებით.რადგან ახლა აესებობს „ჩვენ“.
ბექურმა ცოლს რომ შეხედა,მის თვალებში ისევ ის სიყვარული დაინახა როგორც მაშინ,პირველად რომ ამოიკითხა მის თვალებში...
-რეზო რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე.ამდენი წელია ეს კითხვა მაწუხებს და ვერ ვბედავდი რომ მეკითხა.
-ანუ შეიძლება გავბრაზდე,-გაეცინა კაცს
-რეზოოო...შეხედა ნაწყენმა ცოლმა
-კარგი,მაგრამ ერთი პირობით,არც შენ გაბრაზდე,თუ პასუხი ისეთი არ იყო როგორსაც ელოდი.
ქალმა თავი გააქნია და ჰკითხა:-ამდენი წელი გავიდა რაც ერთად ვართ,ნუთუ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ჩემი ცოლად მოყვანა ინანე?იცოდი როგორი ვიყავი,როგორი ცოდვიანი,რა წარსული მქონდა და მაინც...
-სიყვარული ცოდვაა?არ ვიცოდი,-გაეცინა კაცს.
-რეზოოო,-წარბებაწევით ჰკითხა ქალმა.
-კარგი გეტყვი,მხოლოდ ერთხელ იყო ეს და დღემდე მრცხვენია.მაშინ როცა დედა დაიღუპა,ჩვენს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო,მე კი ეს ამბავი რომ მამცნეს,,ისე წამოვედი და ისე დაგტოვე,შენზე არც მიფიქრია, შენ დაგადანაშაულე მის სიკვდილში,რამდენს მეჩხუბებოდნენ დათა და მამაჩემი ის გოგო არაფერ შუაშია,გონს მოეგე თორემ დაკარგავო.გონს რომ მოვედი,ხრამში მივფრინავდი მანქანით და ერთადერთს, რასაც მაშინ ვნატრობდი ის იყო,შენი სიყვარულით სავსე თვალები კიდევ ერთხელ დამენახა,თუნდაც უკანასკნელად და ისე არ მოვმკვდარიყავი,რომ შენი ჩახუტება კიდევ ერთხელ არ მეგრძნო.აბა ახლა მითხარი გაბრაზდი თუ არა?
-ცოტა,სულ ცოტა.იცი რატომ?ის ბედნიერი წუთი რომ გამოტოვე,როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე და ეს სიხარული შენ ვერ გაგიზიარე..
-არაუშავს,სამაგიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა მთავარია რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ერთად ვართ ბედნიერები.
ბექაური ცოლს მოეხვია და გაჩუმდა,მაგრამ მისი ტელეფონის ზარი გაისმა და რაღაცნაირად შეკრთა,ეკრანს რომ დახედა,წამოდგა,გვერდით გავიდა და უპასუხა.
სოფომ ქმარა სახეზე და საუბარზე შეატყო რომ რაღაც მოხდა და ისინ ნერვიულობამ აიტანა.
-რა მოხდა?-ჰკითხა მაშინვე.
ქმარმა დუმილით უპასუხა.
-ვინ არის?-მაშინვე მიხვდა დუმილია მიზეზს.
-ზეზვა,-ხმის კანკალით თქვა რეზომ და ცოლს მოეხვია.გიგაურმა საბოლოოდ მისცა ცრემლებს გასაქანი...
****
ვერ მოისვენა ბერდიამ.დილით ადრიანად გაეღვიძა და ძილი ვერადავერ შეიბრუნა. ადგა,ქვემოთ ჩამვიდა სამზარეულოში,ცივი წყალი დალია და დემეტრეს დაურეკა.
-დილა მშვიდობისა დემე,როგორ ხარ?
-ამ დილაადრიანად რამ გაგაღვიძა შე....ა?-მოესმა მისი ხმა
-რავიცი ბიჭო,ცხელა და ვერ დავიძინე.სადმე ხომ არ გავაულიყავით?
-აუ ბოდიში ბერდო რაა,ახლა კომპანიაში მივდივარ,რომ დავაგვიანო ხელფასა დამიქვითავენ.
-რაა?მეღადავებიი?-ატედა სიცილი არაბულმა,ძლივს მოითქვა სული.-შენ საკუთარ კომპანიაში დაგაჯარიმებენ?
-ჯერ არაა ჩემი კომპანია და მეორეც რიგითი თანამშრომელი ვარ,ყველანაირი პრივილეგიების გარეშე.აბა წავედი.-ნაჩქარევად დაემშვიდობა და ტელეფონი გაუთიშა.
იგივე პასუხი მიიღო ნიკუშა ბურდულისგანაც.უხალიაოდ ადგა და ზემოთ წავიდა.თან გულში ილანძრწბოდა,რომ ვიღაცის გამო მთელინზაფხულის გატარება თბილისში მოუწევდა.არადა ამ დროს ყოველთვის სადღაც იყვნენ წასულებიდა ისვენებდნენ ერთად თუ არა ცალ-ცალკე მაინც...
დის ოთახში შევიდა.უდარდელად ეძინა ნინიას,საწოლზე გაწოლილიყო,ხელები ბალიშისთვის შემოეხვია და მშვიდად სუნთქავდა,სახეზე თმა ჩამოშლოდა. ჩაეღიმა დის დანახვაზე,ჯერ კიდევ რომ შემორჩენოდა მასში ბავშვურობა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,და თმა სახიდან გადაუწიადა ბოლომდე ჩააყოლა ხელი გრძელ,სწორ თმას.
-აუ ბერდო,კარგი რაა,მეძიმება,შეიშმუშნა გოგო,მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-დაიძინე პატარა,დაიძინე,-ყრუდ უპასუხა ძმამაგრამ გოგომ მაინც შეამჩნია მასში შეპარული სევდა და მაშინვე ჭყიტა თვალები.
-რა ხმა გაქვს?რავხდება?-წამოჯდა უცებ
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?
-გიცნობ და ვხვდები რომ რაღაც გიჭირს.ნუ ცდილობ დამალო.იმ ბიჭთან გაქვს პრობლემა?
-დაივიწყე ის ბიჭიც და იმ საღამოს მომხდარი ამბავიც კარგი?
-რატომ არ მეუბნები?ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე,სულ მოწყენილი დადიხარ,უმიზეზოდ ჩხუბობ,რა ხდება ძმაო?
-ის ხდება რომ ერთი ქალბატონი ღამ-ღამობით სადღაც იპარება და სახლში გვიან ბრუნდება,-აარიდა თავი კითხვას.
-ერთი-ორი გაპარვა არ შემარჩინო ეხლა.-გაეცინა გოგოს.
-ნინია სასაცილო სულაც არაა,მამ ხომ გაგვაფრთილა რომ საშიში სიტუაციიაა,შენ კი იპარები,თან დაცვის გარეშე.რამე რომ მოხდეს?მამამ შენი თავი მე ჩამაბარა და რა პასუხი გავცე?
-მუდამ მორჩილი და თითით საჩვენებელი მამიკოს დამჯერი ბიჭი,-ლოყაზე ხელები მოუჭირა და უჩმიტა გოგომ,-პასუხის გაცემა არ მოგიწევს,ნუ ეტყვი ნურაფერს ვაა.-გაეცინა დას.-მართლა როდის ჩამოდიან?
-დღეს,საღამოს.
-ადექი ბერდო,მაშინ რამე მოვიფიქროთ.-წამოდგა საწოლიდან და კარადა გამოაღო.
-შენ უკვე მოიფიქრებდი,-გაეცინა ბიჭს.
-პრინციპში კიი,წვეულება ელიტარული საზოგადოებით ბექაურ-ბურდულ-გიგაურიანებიანად.
-ისე არც გამოვა,-აედევნა უკვე ჩაცმულ დას.რომელიც დერეფანში მიდიოდა უკვე.
-აი ყველაზე მაგარი და და შვილი ხარ.
-ვიცი.
-ჸველაზე გიჟი და გადარეული.
-ეგეც ვიცი.
-აი ყველაზე ზეუმაგრესი..
-ეს რაღაც ახალია?-შედგა გოგო კიბის თავზე.
-კიი,ახლა მოვიფიქრე.
-შენ კიდევ ყველაზე მაგარი ძმა ხარ მსოფლიოში.-მოეხვია და ლოყაზე აკოცა.....
******
თორნიკე დაძაბული მართავდა მანქანას და ყურადღებით აკვირდებოდა მოსახვევებს,შემხვედრ ავტომობილებს მოხერხებულად უქცევდა გვერდს და სიჩქარესაც ხან დაუკლებდა,ხან მოუმატებდა.გვერდით ლევანი ეჯდა მდუმარე და მკაცრი სახით,უკან მჯდომი დუდა კი ცდილობდა საზოგადოების გამხიარულებას, მაგრამ ამაოდ,ვერ აიყოლია ბიჭები. ანეგდოტების მოყოლაც კი სცადა,მარგრამ რომ მიხვდა მხოლოდ თვითონ იცინოდა,ისიც გაჩუმდა.
-აბა იტყვი თუ არა რატომ მივდივართ ყაზბეგში?-სიჩუმე დაარღვია მეტრეველმა.
-ბებიასთან.-სიტყვაძუნწი იყო ქისტაური.
-დაგიჯერეთ უცებ,-გამოცოცხლდა დუდა
-შენგელია დაეტიე შენს ადგილზე და გააჩუმე ენა.
-მეტრეველო ეს ასეთი უხეში და სიტყვა ძუნწი როდის აქეთ გახდა?ციხიდანაც კი არ აჩერებდა ენას და ახლა რა დაემართა,ჰკითხე აბა!
-მემგონი იმ დღიდან ის გოგო რომ ნახა,-სარკეში გახედა უკან მჯდომ დუდას,პასუხად ლევანისგან კეფაში წამოთაქება მიიღო.
-კაი ლევან,ძმურად განა როდისმე რამე გვქონია ერთმანეთისგან დამალული?რატომ გქონდა იმ გოგოს დანახვაზე ასეთი რეაქცია?
-კაროჩე რაა,არ დამანებეთ თავი,მთელი კვირაა მაგას მეკითხებით..
-იმიტომ რომ შენ ასე არასოდეს მოქცეულხარ და მიზეზი გვაინტერესებს.ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა ის გოგო კიდევ იმ ამბის მერე,მაგრამ შენ აღარ მიკარებიხარ ახლოს,არც კი დაენახე,მაგრამ ისე უმზერდი რომ აშკარად იცნობ ან იცი ვინაა.თან წარმოიდგინე უკანაც კი გაეკიდე და სახლამდე მიაცილე,წარმოიდგინე ქისტაური გოგომ დააინტერესა,ატეხა სიცილი დუდამ.
-იმ ნაბიჭ...ი ბერდია არაბულის უმცროსი დაა.-თქვა უცებ,დუდამ სიცილი შეწყვიტა.თორნიკემ კი სიჩქარე შეანელა რომ არსად დამტვრეულიყვნენ.
-ციხიდან რომ გამოვედი,სანამ თქვენთან მოვედი ,მანამდე სახლში მივადექი იმ არაკაცს,უკან გავყევი,წვეულებაზე მიდიოდნენ და გულაობდნენ ბიჭები,ყველა იქ იყო,მთელი მათი ხროვა.გარეთ გამოვიყვანე იარაღის მუქარით და მზად ვიყავი მომეკლა მისი და რომ არ გამოსულიყო, შემთხვევით დაგვინახა და ძმის დასაცავად იარაღისაც კი არ შეეშინდა,წარმოგიდგენიათ ძმაზე მამაცი აღმოჩნდა და ისე გადაეფარა,რომ არც კი დაფიქრებულა,მეხვეწებოდა არ მესროლა.ამ თუ ვისროდი ჯერ მისთვის მესროლა.მაშინ პირველად მოვიხიბლე ქალის მამაცობით და გამბედაობით და თან როგორი ქალით?ჩემი საძულველი მტრის დაა და შვილი,ქალი რომელიც ვხვდები რომ იმდენად მაფორიაქებს,მზად ვარ უარიც კი ვთქვა შურისძიებაზე.
-მდაა,-წაუსტვიდა დუდამ,-შენ უკვე გაები ქისტაურო...
-და იმედია შურისძიებისთვის მის გამოყენებას არ აპირებ.არ მოგცემ ამის უფლებას უდანაშაულო გოგოს....
-შენ მე მაგას მეუბნები?მაშინ რატომ გაქვს იგივე მიზნები შენს ექიმთან დაკავშირებით?-გააწყვეტინა ლევანმა,-მეტს გეტყვი,და თუ გინდა იმ ქალთან,ასე რომ გეზიზღება უფრო ახლოს მიგიყვან,იცი ის მეორე გოგო ვინ იყო მაშინ?თამარ ბექაური-სოფო გიგაურის ქალიშვილი და დემეტრე ბექაურის და.
-ვაახ,რა პატარაა ეს თბილისი,ყველა ყველას ახლობელია.მე კიდევ სერიოზულად მომეწონა,ვიფიქრე რამენაირად დავუახლოვდები-თქო.არადა რას წარმოვიდგენდი თუ..არა,არა,დაუჯერებელია რაა.
-ნუ მოათქვამ ისტერიკიანი ქალივით,მოიცადე ერთი წუთით.-გააჩერა ორივე თორნიკემ,-ძალიან საეჭვოდ იკვეთება გზები.მათი სანაცნობო წრე და შენი მშობლების მკვლელების.შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
-ჰოო და ამიტომ მივდივართ იქ.არსებობს ხალხი ვინც მათ დიდი ხანია იცნობს და იქნებ რამე გავარკკვიოთ.
-მოიცა მეც ამიხსენით რა ხდება?-
-აუხსენი თუ ძმა ხარ ლევან,ამის მეგრული ტვინი ვერ ხვდება.
-სამაგიეროდ თქვენმა ტვინებმა იცის ყველაფერი და მითხარით,გამაგებინეთ რა ხდება.
- ჩემო დუდა და თუ ის გოგო ბერდია არაბულის დაა,ის კი ბექაურებთან დაკავშირებული პირია,მაშინ შესაძლოა ჩემი მშობლების მკვლელობა მათი შეკვეთილი იყოს.
-კი მაგრამ რატომ უნდა შეეკვეთა ცნობილ ბიზნესმენს ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მკვლელობა?რა მიზეზით?ამ საქმეში რაღაც ისე ვერაა,თან პოლიციამაც რომ ვერ გამოიძია და დაადგინა მიზეზი და მკვლელების ვინაობა.
-სწორედ ეგააა საქმე,ვიღაცამ დიდი ფული გადაიხადა დუდა,დიდი ფული,ფული კი ვის აქვს?მათ რა თქმა უნდა.
-არ დაიწყო ახლა გამომძიებლობა შენი ჭირიმე და არც რამე შარში გაყო თავი ისედაც უკან დაგდევენ სულ და გითვალთვალებენ ეს პოლიციელები,-ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს,შენ მშვიდად იყავი.-დაარიგა მეტრეველმა და მორიგ მოსახვევში შევიდა,მოულოდნელად მათკენ მომავალი მანქანა დაინახეს,დიდი სისწრაფით მოდიოდა.გაბმული სიგნალი მისცა,მაგრამ სიჩქარე ისწრაფით მოდიოდა.გაბმული სიგნალი მისცა,მაგრამ სიჩქარე არ შეუნელებია.
-რას აკეთებს?-იყვირა დუდამ,მაგრამ უკვე გვიანი იყო.მანქანები ერთმანეთს შეასკდნენ და გამაყრუებელმა ხმამ და ბოლმა დაფარა იქაურობა...
*********
სოფო საორდინატოროში ისვენებდა,როცა მიმღებიდან დაუძახეს,მაშინვე გავარდა და დერეფანში შეეჯახა იმ წუთის მოსულ თამუნას,სახეზე ისეთი ფერი ედო ქალს კითხვაც კი ვერ გაუბედა რა მოხდა.ხალათს ირგებდა ფორმაზე.
ქვემოდან სასწრაფოს გამაყრუებელი ხმა მოისმა დაალე სამი მანქანა ერთმანეთის მიყოლებით შემოიჭრა.უკან რამდენიმე მანქანა მოჰყვ,სავარაუდოდ ახლობლები. დაშავებულის დანახვაზე გამოეცალა თითქოს მასაც მიწა ფეხქვეშ.გვანცამ მიჰკრა ხელი რომ გონზე მოსულიყო.
-წარმოუდგენელია ზეზვაა?-გაფართოებული თვალებით გადახედა აბაშიძეს.
-რას დამდგარხართ.გაინძერით,ეს გასწავლეთ მე თქვენ?-შეუძახა ქალმა,მაგრამ მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა სასოწარკვეთა.გამიცდილმა ქირურგმა უცებ შეაფასა მდგომარეობა,მიხვდა რომ არასახარბიელო სიტუაცია იყო.
-სასწრაფოდ მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა და თავია ტვინის ტომოგრაფია გადამიღეთ,და ეცადეთ ჩემს მოსვლამდე არაფერი მოუვიდეს,თორემ ვერ გადამირჩებით,-დაუყვირა ექთნებს და მორიგე რეანიმატილოგებს,თვითონ მეორე საკაცეს მივარდა.
-ღმერთო არა,კესო შენც?-თვალებში ცრემლი ჩაუდგა და პულსი შეუმოწმა,გუგებში ჩახედა.რეაგირებდნენ სინათლეზე.ხელები აუკანკალდა,ისე თითქოს დამწყები ქირურგი ყოფილიყო და არა გამოცდილი დოქტორი.კარში ხმაური გაისმა და იქით გაიხედა.ახლობლები რომ დაინახა ხმა ვერ ამოიღო.ცრემლიანი თვალებით გახედა მათ.
-თამო,გთხოვ გადაარჩინე ისინი,შეუძლებელი უნდა შეძლო,-შეევედრა სოფო და ქმრის გამოწვდილ ხელებს დაეყრდნო.ძალაგამოცლილი იყო.
-მე მივხედავ,წადი შენ ზეზვა ბიძიას სჭირდები,-ანკეტა გამოართვა გვანცამ და ხელით მსუბუქად უბიძგა ლიფტისკენ თამუნას,რომ საოპერაციოში ასულიყო.-სოფო გაიყოლე შენ.
-კარგი გვანცა, გაბარებ მას,ვიცი იმედს არ გამიცრუებ.აი მამაშენმა კი უნდა ილოცოს, რომ მალე მოვიდეს თუ არადა ვერ გადამირჩება.ადგილიდან მოსწყდა და უმცროსი სოფოც გაიყოლა.-და ვერც შენ მას თუ რამე მოუვა,-მიაძახა ლიფტის მოლოდინში გაჩერებულმა.
-უკაცრავად ამ ბიჭს ვინ მიხედავს?-მესამე საკაცე შემოაგორეს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და დაბნეულები გაჩერდნენ.თამუნამ და სოფომ ერთმანეთს გადახედეს.
-წადი...მხოლოდ ეს უთხრა მან
-დარწმუნებული ხარ?იქნებ სხვა ქირურგი გამოვიძახოთ?
-ქირურგების ნაწილი შვებულებაში,ნაწილი კი ოპერაციებზე,ზოგიც ემზადება, ერთადერთი თავისუფალი ქირურგი შენ ხარ.მე კი შენ იმდენი რამე გასწავლე დარწმუნებული ვარ ოპერაციას თამამად ჩაატარებ და წარმატებითაც.-ქალი ლიფტში შევიდა და საჭირო სართულის ღილაკს დააჭირა ხელი.
ისედაც აკანკალებული სოფო უკან სწრაფად დაბრუნდა და უგონო პაციენტს დახედა,კიდევ უფრო დაიბნა და აკანკალდა მასში ყოფილი პაციენტი რომ ამოიცნო..
-ჯანდაბა,მაინცდამაინც ეს უნდა შემხვედროდა ისევ?-ჩაილაპარაკა და ანკეტას დასტაცა ხელი.-როგორც ჩანს მაგნიტივით იზიდავს უბედურებას...
მაინც სად გადის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის?ან ვის შეუძლია ხელი შეუშალოს ადამიანს, რომ ეს ხაზი არ გადაკვეთოს?რა თქმა უნდა ექიმს,მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.კანკალით მუშაობდა უმცროსი გიგაური.თავიდან კი ფიქრობდა ახლობლებზე და კონცენტრაცია გაუჭირდა,მაგრამ მერე თავის ხელში აყვანა შეძლო და ოპერაცია დაიწყო..
რომ ეუბნებოდნენ ბიჭები თორნიკეს კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვსო, ბრაზდებოდა,მაგრამ ახლა ფაქტი იყო უკვე მესამედ გადაურჩა სიკვდილს და ვინ იქნებოდა მისი გადამრჩენელი თუ არა ისევ სოფო და ისევ გიგაური.ამჯერად უმცროსმა სოფომ არ მისცა ნება რომ იმ ქვეყნად წასულიყო...სწორედ მან არ გაუშვა იქ საიდანაც არასოდეს ბრუნდებიან.
შიშის კანკალით დაადო ბოლო ნაკერი და ექთნებს მისი პალატაში გადაყვანა უბრძანა,გონს რომ მოვა დამიძახეთო დაუბარა,თვითონ კი მიმღებისკენ გავარდა.იცოდა იქ იქნებოდა ყველა....

-ვაიმე შვილო,-დაიკვნესა სოფომ როცა კიბეზე ამომავალი ნინია დაინახა.ქმარს ძლიერად მოჰკიდა ხელი.
ნინია არაბულის კივილმა გააყრუა იქაურობა.დამუნჯებული იდგა ყველა და ხმას ვერ იღებდნენ რომე რამე ეთქვათ და დაემშვიდებინათ.
-როგორ არიან?ხომ ცოცხლები არიან?მითხარი ნათლია,ძალიან გთხოვ მითხარი რომ კარგად იქნებიან.რეზო ბიძია შენ მაინც მითხარი რამე,რატომ ხართ ჩუმად?დემე..ნიკუშაა...თამრიიი.სათითაოდ ჩამოუარა ყველას.ბოლოს სოფოსთან შეჩერდა.-ნათლიააა,-აცრემლებული სოფოს მკერდში დაუშინა ხელები,ქალმა ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
-დამშვიდდი საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერს გაუძლებენ და გადაიტანენ.აი ნახავ.თამუნა არ დაუშვებს რომ მათ რამე დაემართოთ,-თმაზე ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა ქალი.
-წამოდი საყვარელო,დაჯექი.დამშვიდდი,ნერვიულობით რას უშველი?-თამარმა და ანამ გაიყვანეს და იქვე საავადმყოფოს მოსაცდელში,სკამზე ჩამოაჯინეს,აქეთ-იქიდან მიუსხდნენ, მისი ორივე ხელი ცალ-ცალკე მოიქციეს თავის ხელში.
-ოპერაციას უკეთებენ ორივეს.აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.-ანუგეშა თამარმა.
-ანა,დედა როგორაა?ეს მაინც მითხარით?
-დედა კარგადაა,უკვე პალატაშია,მსუბუქი დაზიანებები და დაჟეჟილობები აქვს, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,-მოესმა გოგონას წკრიალა ხმა.მასინვე წამოხტა სამივე და გარს შემოეხვივნენ.
-გვანცი შენ ხარ?ხო ნამდვილად შენ ხარ,-გულში ჩაეკრა დიდი ხნის უნახავ ბავშვობის მეგობარს.
-კარგად იქნება ნინია,კარგად იქნება,აი ნახავ ზეზვა ბიძიაც გადაიტანს და გაუძლებს.ხომ იცი რა მაგარი მამიკო გყავს,-ეჩურჩულებოდა გვანცა.
-ხომ კარგად იქნება?ხომ არ მატყუებ გვანცი?-სლუკუნებდა გოგო.
-არა,არ გატყუებ.ახლა დამამშვიდებელი გავუკეთეთ,სძინავს,მაგრამ დილით გაიღვიძებს და მის ნახვას შეძლებ.ჩამოვჯდეთ მოდი.-გვანცამ გვერდით მოისვა ნინია,მეორე მხარეს თამარი მიუჯდა,მუხლებთან კი ანა ჩამოჯდა და კალთაში ჩაუდო თავი.....
გვანცამ დანარჩენებს გადაავლო თვალი,სოფოს ანიშნა კარგადაა ყველაფერიო. მასაც ღიმილმა გაუპო სახე.ერთი კარგი ამბავი მაინც გაიგეს.
კუთხეში ბიჭები მოგროვილიყვნენ ბერდიას გარშემო და მის გამხნევებას ცდილობდნენ.დემეტრეს გაფართოებულ თვალებს რომ გადააწყდა,მიხვდა უკან დახევა აღარ შეიძლებოდა.ახლა იმის დრო არ იყო გაირკვეოდა თუ არა მისი ვინაობის შესახებ სიმართლე.
-ესენი ამ ექიმს იცნობენ?-გადაულაპარაკა ნიკუშას
-ვის?გვანცას?
-შენც იცნობ?
-ისინიც.მეც,ბერდიაც,შენც...ყველა ვიცნობთ.ირაკლის უმცროსი ქალიშვილია.ერთი თვეა რაც გერმანიიდან დაბრუნდა.სოფოსთან ერთად გადის პრაქტიკებს და მგონი აქ იწყებს მუშაობას.-ბოლომდე დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა ბურდულმა.
-თქვენ მეღადავებით ხო?
-არა არ გეღადავებით,ეს ის მსუქანი,კიკინებიანი,მახინჯი იხვის ჭუკია,შენ რომ დასცინე მაშინ და აბუჩად აიგდე.ახლა ხედავ შენ მასზე ხარ გაგიჟებული,ის კი ზედაც არ გიყურებს,-არ დაინდო ბერდიამ ძმაკაცი.
-ეეე,რა დღეში ხართ თქვენ?ახლა ამის დრო არაა.-ჩაერთო გუგა და დაშოშმინა სამივე...
სიჩუმე ჩამივარდა.დემეტრე გამეხებული იდგა ადგილზე და თვალს არ აშორებდა გვანცას.არ შემცდარა მისი გული,როცა პირველივე შეხვედრაზე იგრძნო რაღაც ამოუხსნელი მის მიმართ...ის ნამდვილად მიაი გვანცა იყო,მაშინ დაბრუნდა რიცა არ ელოდა.მაშინ როცა ასე ძალიან სჭირდებოდა.რას არ გააკეთებდა ახლა,თუნდაც ერთხელ ჩახუტებოდა.....

ისე იყო ნინია გონებაარეული და განადგურებული,სულ არ შეუმჩნევია როგორ უყურებდა ორი წყვილი თვალი დაჟინებით,მისგან რამდენიმე მეტრიდან.
ქისტაურს წარბი გადაუსკდა შეჯახების შედეგად მხოლოდ,ექიმს ჭრილობა დაემუშავებინა,ცოტა გვერდებიც დაჟეჟილი ჰქონდა,ახლა მიმღებში იჯდა დუდასთან ერთად და მეტრეველის მშობლებს ელოდა. დუდასაც თავი ჰქონდა გატეხილი,მაგრამ არც ისე რთულად და ისიც თავშეხვეული იჯდა მის გვერდით.
ორივე დუმდა.ორივე ალბათ ერთ რამეზე ფიქრობდა.მაინცდამაინც ზეზვა არაბულს როგორ უნდა შეჯახებოდნენ.
შეჯახების შემდეგ ბიწები მანქანიდან გადახტნენ.დუდამ გონებადაკარგული თორნიკე გადმოათრია ჯერ მანქანიდან,რომელიც მალე შეიძლებოდა აფეთქებულიყო,ქისტაური კი საპირისსპირო მანქანისკენ წავიდა და კარი გამოხსნა.კიდევ ერთი შოკი მიიღო როცა მძღოლი დაინახა.მისთვის საძულველი მტერი სიკვდილის პირას იყო. გაშეშებული იდგა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოეხერხებინა,შენგელიამ თორნიკე დასახმარებლად გაჩერებულ მგზავრებს ჩააბარა,თვითონ იქით გაიქცა სადაც გაშეშებული ქისტაური იდგა.მასაც იგივე დაემართა დაშავებულების დანახვაზე....
-გვიშველეთ გთხოვთ,სიცოცხლე მინდა,,ჩემს ქმარს დაეხმარეთ,-მოესმათ გვერდიდან ქალის ხმა.კესო ძლივს ახელდა თვალებს,მერე გონებაც დაკარგა.
-რას დამდგარხარ ლევან,კვდება ადამიანი.
ორი გრძობა ებრძოდა ერთმანეთს ქისტაურის გონებაში. მიეცა სიკვდილის უფლება საძულველი მტრისთვის,თუ ადამიანური გულწრფელობით გადაერჩინა ის.
-ქისტაურო,ახლა თუ მაგ კაცს მანდედან არ გადმოიყვან,იცოდე მის გზას გაგიყენებ გპირდები,-გამოსცრა კბილებში დუდამ,თვითონ ქალი ეჭირა ხელში და გააფთრებული თვალებით შეხედა მეგობარს. ბოლოს ლევანის გონებაში ნინიას წრფლელი,სუფთა თვალები ამოტივტივდა და კაცის დახმარებას შეუდგა..
-კიდევ დიდხანს უნდა უყურო ასე გამოლენჩებულმა?-შეგამჩნევს ბერდია და ახლა ამის დრო აქ არაა.-გააწყვეტინა ავარიაზე და გოგოზე ფიქრი შენგელიამ, გვერდში მიჰკრა ხელი.
-მეტკინა შეჩ..ა.-დაიჭყანა ლევანი.
-ახლა თორნიკეს უფრო სტკივა.წარმოდგენაც არ მინდა მას რომ რამე დაემართოს,რა მოხდება.მის გარეშე როგორ ვიქნებით,ჩვენი სამეული დაიშლება..
-გაჩერდი დუდა.ეგ არ მოხდება..ვერასოდეს ვაპატიებ თავს,მას რომ რამე მოუვიდეს.რას ავიტეზე ეს სოფელში წასვლა.ან ზაზა ბიძიას რა ვუთხრა,როგორ შევხედო თვალებში?
-სამაგიეროდ ხედავ ახლა რა ხდება?შეხედე ლევან,კარგად შეხედე ხომ ხედავ შენს მტრებს განადგურებულებს.აი კარგად დაინახე ყველა თითქოს მკვდარია,ეს გინდოდა?შენი შურისძიება მგონი სრულდება...ეს გინდოდა?-მკაცრად ჰკითხა დუდამ
-არა,დუდა.გაჩუმდი ასე არ მინდოდა.ასე არა,მე უბრალოდ სიმართლის გარკვევა მინდა.-თავი ჩაღუნა ქისტაურმა დამნაშავესავით.-შეხედე ის რა დღეშია,ამას ვერ გავუძლებ,უნდა მივიდე,
-დაეტიე შენს ადგილზე,დაქაჩა სახელოზე დუდამ,-არც კი გაბედო მისვლა და არც იმ გოგოს შურისძიების იარაღად გამოყენება,ეს არაკაცურია და ამაში ხელს ვერ შეგიწყობ.
-ვახ ჩემი რა დღეში ვარ,ამის დედაც...-შეიგინა ჩუმად.-ექიმი მაინც გამოვიდეს..
-ადექი ბიჭო,ექიმიც მოდის და თორნიკეს მშობლებიც.თან ნახე ისევ ის გოგოა,აქ ამბავი ატყდება მტრისას,-ჩაილაპარაკა დუდამ და უმცროსი გიგაურისკენ დაიძრა.



№1  offline წევრი katiusha

მალეე,ძალიან მალე იქნება შემდეგიი სავარაუდოდ საღამოს

 


№2 სტუმარი taso

Tandatan upro kargi xdeba es istoria.velodebi shemdeg tavs imedia male iqneba

 


№3  offline წევრი katiusha

დღეს იქნება შემდეგი თავი,საღამოსკენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent