შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აირია! ყველაფერი აირია! 


25-08-2018, 01:38
ავტორი Ninuca)
ნანახია 6 585

აირია! 
ყველაფერი აირია, 
გულს გაუღებ? 
შემოვლენ და გაივლიან....! 
თუ აჩუქებ-
უყოყმანოდ გაჰყიდიან! 
სიყვარულს კი 
სიძულვილში გაგიცვლიან.,..! 
სითბოს მისცემ? 
სიყალბეში ჩაგითვლიან, 
შეცდომებს კი 
სათითაოდ დაგითვლიან... 

შემიძლია, 
გაღიმებაც შემიძლია! 
ტკივილებს თუ სიხარულით 
შემიცვლიან, 
გულზე ლახვარს 
არასდროს თუ არ 
ჩამცემენ, 
მე ბოლომდე, ერთგულება 
შემიძლია! 
გააციეს, სიყვარულიც 
გააციეს 
და მარტივად საგულედან 
გააცილეს, 
ნეტავი მეც ყველაფერი 
შემძლებოდა, 
და ჩემთვისაც მიტოვება 
გაადვილდეს, 
დამივიწყეს, წავიდნენ და 
დამივიწყეს, 
ჩემი სითბო, სიყვარული 
გამირიყეს, 
მღალატობდნენ და 
თვალებში მიყურებდნენ, 
უფალი და ღვთისმშობელი 
დამიფიცეს.. 

გამიკვირდეს? რაღა უნდა 
გამიკვირდეს! 
ჩემი გული სათითაოდ 
გამიყიდეს! 
ოცდაათიც არ დასჭირდათ 
ოქრო-ვერცხლი, 
კაპიკებად და გროშებად 
დამიბნიეს.. 

ვაპატიო? ყველაფერი 
ვაპატიე, 
გულში მაინც სიყვარული 
ჩავატიე, 
დრო გავა და მოსასვლელი 
მაინც მოვა, 
თავდახრილი გეტყვის 
ბოლოს 
მ ა პ ა ტ ი ე ! 

დრო გავიდა, 
სინანული გაიზარდა 
და ცრემლები 
ჩემს თვალებზე 
დაბინავდა, 
როცა მივხვდი 
პატიება რომ შემეძლო... 
ჩემში ქრისტეს 
დაბადება გამიხარდა..



---------------------
გამარჯობათ ბავშვებო,ეს ლექსი შემთხვევით ვიპოვე ფეისბუქზე..არ ვიცი ვინ არის ავტორი,თუმცა მე ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე აქ ამეტვირთა..იმედია თქვენც მოგეწონებათ და ლექსის ავტორს კი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი არაჩვეულებრივი ლექსისთვის..



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანი ნოზაძე - ჩვენი დროის უნიჭიერესი ქართველი პოეტი ♥
არა მარტო ეს ლექსი აქვს არაჩვეულებრივი , ყველა მისი შემოქმედება არის ძლიერი ^_^

 


№2  offline წევრი Ninuca)

Tskrialashvili Mariami
ანი ნოზაძე - ჩვენი დროის უნიჭიერესი ქართველი პოეტი ♥
არა მარტო ეს ლექსი აქვს არაჩვეულებრივი , ყველა მისი შემოქმედება არის ძლიერი ^_^

Namdvilad rom arachveulebrivi poeti❤sxva leksebsac aucileblad wavikitzav..madloba rom mitxari saxeli❤❤

 


№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

Ninuca)
Tskrialashvili Mariami
ანი ნოზაძე - ჩვენი დროის უნიჭიერესი ქართველი პოეტი ♥
არა მარტო ეს ლექსი აქვს არაჩვეულებრივი , ყველა მისი შემოქმედება არის ძლიერი ^_^

Namdvilad rom arachveulebrivi poeti❤sxva leksebsac aucileblad wavikitzav..madloba rom mitxari saxeli❤❤


პირიქით მადლობა შენ ამ ლექსის გამოქვეყნებისთვის საიტზე , კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მისი წაკითხვით ♥♥

 


№4  offline მოდერი bla.ell

გეთანხმებით გოგონებო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად ღრმა ლექსებს წერს ❤❤❤

 


№5  offline წევრი Ninuca)

bla.ell
გეთანხმებით გოგონებო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად ღრმა ლექსებს წერს ❤❤❤

❤❤❤namdvilad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent