შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული ( მეშვიდე ნაწილი )


2-09-2018, 22:14
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 469

ტიტესთან საუბრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ტვინს ყველაფრის გადახარშვის საშუალება მიეცა, გული ისე ამიფრიალდა ,თითქოს უზმოზე სამმაგი ესპრესო სულმოუთქმელად მქონოდა დალეული.
მე განა შემწევდა ძალა,რომ უდრეკი, გონებამახვილი ათენა ვყოფილიყავი? პირდაფჩენილი და დამდაბლებული , უკურნებელი სენით დაინფიცირებული შემექნა მრისხანე და უძლეველი მეტოქე. სიამაყე და ცრუ რწმენა შემესისხლხორცებინა ერთმანეთისთვის, გაურკვეველი გზით ჩემში მოზღვავებული სიმამაცისაგან. მე ხომ არ მჯეროდა ,რომ ამ ომში დანაკლისის გარეშე გავიდოდი ფონს? ამოდენა მდინარის შემდეგ, როგორ იქნებოდა ბედნიერი დასასრული?
იმ წუთებში საუკუნეგამოვლილი, მონჯღრეული გემის კიჩოზე არამყარად ვიდექი. გაშმაგებული ტალღები შორს მოელვარე შუშის ნამსხვრევების ფონზე,ცას რომ ჰკაწრავდნენ დაგეშილი მეძებრებივით, ქვესკნელიდან გამოპარულ ავსულებს წაჰგავდნენ და წამებით სიკვდილს მიქადნენ არანორმალური კმაყოფილებით.
ელვამ მჭახე ხმით გადაჰკრა პრაღის სახურავებს ლერწმის წვრილ-წვრილი წკეპლები. ცამ დაიგრგვინა და დასხო თქეშად წყლის მსხვილი მარცვლები.
მე და ტიტე ზემანების სახლიდან თხუთმეტი წუთის გამოსულები თუ ვიქნებოდით ,"ოლდ თაუნში" მდებარე ადგილობრივი მწვანე ბარის - "ბერნარდის" კარი რომ შევხსენით. შესვლის წუთიდან რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს წინარე საუკუნის უხილავ პორტალში გავიარეთ მე და სანიკიძემ. ჩემი ცხოვრების იმწუთიერობასავით დაგუდული ატმოსფეროს ნაცვლად , ხმამაღალი ირლანდიული მუსიკა და ლუდით მსუბუქად შეთრობილ-თვალაჟუჟუნებული, ცეკვის ფერხულში შებმული მრავალეროვანი ხალხი დამიხვდა.
- დღეს ჩვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა, არ აღვნიშნოთ? _ დაძაბულობისაგან რადიკალურად განსხვავებული კუბი შესთავაზა ჩემს გონებას.
- ეგ რომელიმე სარეკლამო პლაკატზე ამოიკითხე? _ გავაჯავრე ხასიათზე მოსულმა. ჯერ გაეცინა,მერე გაზაფხულის ამინდივით უმალ შეეცვალა გამომეტყველება.
- რაღაც უნდა გითხრა,_ ის იყო ბარმენის ნაცვლად მომსახურე, რელსებზე შემდგარ მატარებელს ორი ბურბონის გამჭვირვალე ჭიქა ააცალა,რომ სახე ისე დაემანჭა თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოყოლილიყო და ახლა ტანზე შემოტმასნული სველი სვიტრი გულს უღონებდა, _ დამპირდი ,რომ ალადინის ჯადოქარივით არ აალდები ბრაზისაგან, _ პასუხს არც დალოდებია ,ისე განაგრძო , _ბარის ბოლოში,მარჯვენა კუთხე,კაცი ლურჯი ჰალსტუხით. გაიხედე ! _ მიმწოლი ტონით ნათქვამმა წამში გამახედა მითითებული ადგილისაკენ. კანკალმა ამიტანა. უთქმელად ვიცანი. თუ წარმოგიდგენიათ ავსული ადამიანი? ბოროტებასა და ღვარძლში გამოწრთობილი მანიაკი.სწორედ ასეთი იყო ბობი დევონშირი. მეჩხერი,ოქროსფერი ბუსუსები მაღალი შუბლის საძირკველში რომ შეჰფენოდა, უწარბოს ამსგავსებდა ერთი შეხედვით და ამავდროულად,წვრილი და გრძელი თვალები ისე გამოჰქონდა სააშკარაოზე,როგორც დიასახლისის აივანზე გამოფენილი ფერად-ფერადი თეთრეული. გაჩხიკულ ,ჩავარდნილ ყბებზე მეჩხერადვე შეფენილი ყავისფერი წვერი კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემში ახლად გაღვივებულ ზიზღის გრძნობას.
- ის არის არა?
- დრო აღარ ითმენს, _ თითქოს პატიება მთხოვა ამ სიტყვებით.
- რა საზიზღარი სახე აქვს. ამისთვის თავის მოწონება ვის უნდა მოუნდეს?
- ცირა ! ..
- კარგი , _ ამოოხვრას მივაყოლე რამდენიმე ყლუპი ბურბონი. ვეღარ ვგრძნობდი ვერაფრის გემოს.ალბათ ნამეტანი შიშის ბრალი იყო ყველაფერი, _ გეგმა როგორია?
- ყველაფერი,აფსოლუტურად ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ახლა ავდგებით, მის მაგიდასთან მივალთ და გატეხილი ინგლისური ენით ეტყვი,რომ ბავშვობის მეგობარს მიამსგავსე მისი თვალებით და გინდა დარწმუნდე,ნამდვილად ის არის თუ არა.
- კი, მაგრამ ტიტე, მე ხომ მისი ცხოვრების შესახებ ჯერ არაფერი წამიკითხავს? _ შფოთის ტალღებმა მომიგუდეს გავარვარებული სუნთქვა,როგორცვე წარმოვიდგინე,რომ მკვლელის წინ უნდა წარვმდგარიყავი,_ ერთი დადებითი მხარე ის აქვს ამ ამბავს,რომ არ ეცოდინება ახლანდელი ალინა როგორია.
- არ ეცოდინება? _ გაცინება სცადა, _ ალბათ, ისიც კი იცის ერთ თვალზე რამდენი ღერით მეტი წამწამი აქვს მეორესთან შედარებით. სახეზე ვერ გიცნობს,მაგრამ იმის შნო მაინც აქვს,რომ ალინა სხვებისაგან გამოარჩიოს.
- რას გულისხმობ?_ცოტა არ იყოს დავიბენი,მე ხომ ბევრი არაფერი ვიცოდი დევონშირის დაავადებაზე.
- როგორც გითხარი, ბობი ნახევარი წლის წინ დაყეყეჩდა სულ მთლად. მანამდე, ალინას ჩრდილად იყო გამხდარი. მისი დღიური ოცდაოთხი საათიდან ერთი წამიც კი არ გამოჰპარივია, თუმცა რაც ყველაზე მეტად მიკვირს, არასდროს გამოლაპარაკებია ამ ქალს, მეტიც ათი მეტრის რადიუსზეც კი არ მიახლოებია არასდროს. როგორც ჩანს,ბავშვობიდან ეგ ამხსოევა უყვარს ამ მანიაკს და აზრზე არ ვარ,რატომ არ ეკარება ახლოს ან როგორ ითმენს ამდენი წელია. თუ უარყოფის ეშინია მაგ ა*ვარს, ერთი გემოზე კი ვიცინებ.
- მისი სიყვარულიც ისეთივე წმინდა იქნება,როგორიც მისი ცხოვრებაა, _ გახუმრება ვცადე და ფეხზე წამომდგარმა, მანტოს შემოცმით მივახვედრე ჩემი თანმხლები ,რომ აღარ მსურდა ამ აყალმაყალში მეტი ხნით გაჩერება.
- კარგი, ახლა კარგად მისმინე. ყველაფერი სპონტანურად უნდა მოხდეს,რაც უფრო დავგეგმავთ,მით უფრო დაიბნევი და გამოგააშკარავებს ნებისმიერი ზედმეტი სიტყვა. რა ინფორმაციასაც გეტყვი,ამის იქით მასთან საუბრისას არაფერს იტყვი. თუ საჭიროება მოითხოვს,ჩემი თავი ბენჟამინ ვილბერტად წარუდგინე,თქვი რომ სწორედ იმ სახლის მასპინძელს ვესტუმრე,რომელშიც შენ დაბინავდი. პრაღაში გაცვლითი პროგრამის საშუალებით ჩამოხვედი ორი დღის წინ,მას შემდეგ,რაც მაგდა გასვიანის ადგილი დაიკავე,ვინაიდან გოგონა ავარიაში მოყვა და ვეღარ შეძლო წამოსვლა. ადამიანს,რომელიც მას მიამსგავსე, ბავშვობაში იცნობდი ბაკურ კურცხალიას სახელით. დარწმუნებული ვარ,არაფერს შეიმჩნევს თავისი სახელის გაგონებისას და როცა შენსას გკითხავს,არავითარ შემთხვევაში არ წამოგცდეს, თავი დაიძვრინე პასუხის გაცემისაგან. ამ ინტრიგას შხამად ჩავაწვეთებთ მის დამპალ გონებას. თავაზიანად დაემშვიდობე და გამობრუნდი,_ ტიტეს დარიგებას მთელი გულისყურით ვუსმენდი. გასაკვირია,მაგრამ თავი უნიათო პეპელად წარმოვიდგინე, სანთლის მბჟუტავი ნათებისაკენ რომ მიიწევს,მიუხედავად იმისა,რომ იცის,თუ არ იფრთხილა,ერთი მოუხერხებელი მანევრის გამო,ცეცხლის ალი მოიხელთებს და ერთიანად ჩაანაცრებს ისე,თითქოს ჰაერში ფარფატის მოალერსე არ ყოფილიყოს,სული არ ჰქონოდეს ანდა ყვავილების მოტკბო სურნელი ყველაფერზე მეტად არ ჰყვარებოდეს.
ბევრი გაჭიანურების გარეშე გავწიე ჩემი მოსისხლე მტრის მიმართულებით. ნერვიულობისაგან სუნთქვა საფეთქლებზე დამაწვა. ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს საკუთარ მფეთქავ ორგანოს ჩემ შიგნეულობაში დაგუბებულ მტკნარ წყალში ახრჩობდნენ, მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,იმ წამს ჩემი სისხლის სუნზე დაგეშილი ქოფაკი ,იმასაც კი ვერ მიხვდებოდა, მის წინ მე ვიდექი თუ ოთხმოცდაათიანების სუპერვარსკვლავი მადონა.
- უკაცრავად,ბატონო..._ სიტყვა განგებ დავადუმე,მინდოდა თავად შეეშველებინა თავაზიანად უცნობი ქალბატონისთვის მისი სახელი.
- თავიდან მომწდი და შენს გზაზე გაიარა, _ უტაკტობით გაჟღენთილი მდარე ხმის ტემბრი ნედლ მურყანზე შეკიდებული ცეცხლისაგან აბობოქრებული შავი კვამლივით მეცა სასულეში.
- ეს ტლანქი იდიოტი! _ ჯიბრზე ქართულად ერთი ლაზათიანად შევიკურთხე,_ ნამდვილად არ იქნები ის,ვინც მეგონე!
- მოიცა!_ ულაზათოთ დამალა ახლად აფორიაქებული მედიდური მზერა, _ ახლა რა ჯანდაბა თქვი უცხო ენაზე?
- ვთქვი,რომ..._ ჩინებული დაბნეულობით,ყელზე შემოხვეული გიურზასავით ჩავიხვიე ენის წვერზე მომდგარი წინადადების ბოლო,_ ვთქვი,რომ ძალიან ჰგავხართ ჩემი ბავშვობის ნაცნობს.
- მაინც ვის მიმამსგავსე?_არაგულწრფელი ინტერესთით ჩამეძია ხელახლა.
- თქმას რა აზრი აქვს?_ყასიდად ნირწამხდარმა გავეპასუხე,_როგორც ჩანს, მყუდროება დაგირღვიეთ,მე სულელმა.
- მომიტევეთ, გახსოვდეთ,რომ ყველანი ადამიანები ვართ უცნობო ქალბატონო,დღეს ზედმეტად ზერელე ხასიათზე ვიმყოფები,_დამთმობისა და ლმობიერის ლიბრი მოეკიდა მის წინანდელ მოუხეშავ საუბარს ,მაშინვე მივხვდი,რომ ქართულ ენას უნდა ემოქმედა ასე მის ინტერესზე.
- მოდი,ბევრი მიკიბმოკიბვის გარეშე გკითხავთ, საქართველოსთან თუ გქონიათ შეხება ოდესმე,პატარა ქვეყანაა ამიერკავკასიაში,_ პასუხად გაწყალებული მზერის გარდა რომ ვერაფერი მივიღე,მეტი დამაჯერებლობისთვის დავუმატე,_ იცით, თუ ამ ქვეყანაში არ ყოფილხართ ბავშობაში,მაშინ სხვაში ამერიეთ და აქ სალაპარაკოც მეტი არაფერია.
- ჯერ ის მითხარით, ეს თევზივით უტყვი კაცი რომ გახლავთ თან , ვინ ბრძანდება? და კიდევ ერთი,სანამ ჩემთან საუბარს წამოიწყებდით,ვფიქრობ, თქვენი ვინაობა უნდა წარგედგინათ ,პირველ რიგში, _ მიდეგაობა შეუზავდა მის მოთმინებას.
- აჰ,ეს ბენჟამინია, ჩემი ახალი მეზობელი და რადგან თქვენ კი არა,არც მე მიცნობს ნორმალურად,საუბარში არ ერევა. მე რაც შემეხება, გაცვლითი პროგრამის უბრალო სტუდენტი გახლავართ. საუბარი რომ მეტად აღარ გავწელო და აღარც მოვაცდინო,თქვენნაირი თავაზიანი პიროვნება, გეტყვით,რომ ჩემს ქართველ მეგობარ ბაკურ კურცხალიას მიგამსგავსეთ თვალებით,_ მთელი ეს დრო,ტიტეს დარიგებისამებრ ჩემი აქცენტით ვაწამებდი ინგლისურ ენას.
- ფაქტია,ვიღაცაში გეშლებით, გოგონა ! _ ჩემს გულზე დაბნეულ ქინძისთავს ჰკიდა დაფანტული თვალები ,მთელი სიმძლავრით ცდილობდა ცნობისმოყვარეობის ყოველგვარი ნაპერწკალი ჩაექრო ჩემსა და მას შორის ჩამდგარ უხერხულობაში.
- რადგან ასეა, მაშინ კარგად ბრძანდებოთეთ,უცნობო! წავედით ბენჟამინ, ტყულად მოგაცდინე ამდენხანს, _ ერთ ადგილზე გახევებულ ტიტეს მკლავი რომ გამოვდე, თავშესაფარში შეხიზნულად დავიგულე თავი და უფრო თამამი ნაბიჯებით გავცილდი თანამოსაუბრეს.
- თქვენი სახელი არ გითქვამთ,_ მაინც გაყიდა თავი,მაინც აებნა თავგზა.
- ჩემი სახელის გაგების ავტომატური უფლება,თქვენთვის ჩეხეთის კონსტიტუციას ჯერ არ მოუნიჭებია! , _ უკანმოუხედავად გავძახე კეკლუცი ხმით, - ჩემი ინიციატივით გაიგებთ ჩემს ვინაობას. იმავე ადგილზე,იმავე დროს. აი, რამდენ დღეში,ამას თავად გადავწყვეტ,_ ვეცადე შარმი არ დამეკარგა ჩემივე სურვილით გაბმული ფლირტისთვის,რომელიც მწვანე ბარის კარის გამოხურვისთანავე განეძარცვა ჩემს სხეულს.
განგებ რამდენიმე ჩიხში შევყოვნდით მე და უცნაურად მიყუჩებული სანიკიძე,რომ სავარაუდო მდევარისაგან თავი დაგვეზღვია.
- ვლტავის სანაპიროზე გავისეირნოთ? სახლში მისვლა არ მინდა, _ პატარა ბავშვივით შემომჩივლა ათ წუთიანი უხმაურო ,უგზოუკვლო ხეტიალის შემდეგ. არც კი შემაქო ჩემი მსახიობური ნიჭის გამო,ცოტა მეწყინა კიდეც,ისე მოვინდომე ყველაფრისდა მიუხედავად,_ამ ფარსის შემდეგ, შენს გვერდით ჰაერი იმდენად ბევრი და სუფთაა,რომ...
- რომ გეშინია არ დამკარგო, _ მივუხვდი რისი თქმაც უნდოდა. ისე მიყურებდა,გეგონება მისი ყველაზე დიდი ოცნება ხვალინდელი დღის არდადგომა იყო. თითქოს დღეში ოცდაოთხ საათზე მეტი წამებისა და წუთების მოძნებნას ლამობდა და ყურძნისფერ გუგებში ჩაგროვილი იმედგაცრუების მხურვალე ნაკადებს მუქი მწვანე რკალებითღა იკავებდა , რომ ხასხასა ფოთლებზე დაფენილი წვიმის წვეთებივით ცხადად არ გადაშლილიყვნენ ჩემს თვალწინ მისი თვალები. ვლტავის სანაპიროსკენ ფეხით მივდიოდით ჩვენი ფეხსაცმლის ძირებს ამოკრულ მდუმარებასთან ერთად,ცალი თვალით რომ გამომხედა და მითხრა
- შენ არავინ გგავს და იცოდე, ესაა შენი ძალაუფლებაც. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე განსხვავებული სხეულების მქონე ერთნაირ ადამიანებს ვხედავდი გარშემო. აი,შენ კი, მართლა არავინ გგავს. იქ რა ამბები ჩაუტარე ღვარძლიან-დამცინავ ღოღნაშოს?_ ჯანმრთელობამოკლებული სიცილით წაუყრუა ჩემს გონებამახვილობას,მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.
- ასე ნუ მიყურებ გესმის? თორემ ლამისაა საკუთარი ტყავიდან გამოვძვრე. რა ჯანდაბა გჭირს, უბრალოდ ვესაუბრე,მეტი ხომ არაფერი? _ მას რომ ყოყმანი შევატყვე, სხეული ერთიანად დამეჭიმა. იოლად იგრძნო ჩემი ცვლილება მის ხელზე ჩაბღაუჭებული ჩემივე ხელიდან,რომელიც ქურთულის ფართე ჯიბეში მოგვეთავსებინა გასათბობად.
- იქ,რომ ვიდექი გაფიჩხებული,სანამ იმ ტარაკანას თავბრუს ახვევდი, ჩვენი საუბარი გამახსენდა ხიდზე. უფრო სწორად, სულ თავში მიტრიალებს. რისიც გეშინოდა ის რომ დაგმართო, ალბათ სიკვდილის შემდეგაც ათასჯერ მოვკვდები,ცირა . ვიცი ახლა უნდა გამხნევებდე,მაგრამ პირველად ვიგრძენი რა არის შიში,ალბათ იმიტომ,რომ მანამდე დასაკარგი არავინ მყავდა,ახლა კი ყველაფერი მაქვს. და არ მრცხვენია იმის აღირება ,რომ ვკვდები, ისე მეშინია,იმის რაც წინ გველის, _ ვლტავის სანაპიროზე ვიდექით უკვე. მოზოზინე ნაკადები მათივე ზედაპირზე მთელი სიბრჭყვიალით არეკლილ შენობებს უნებურად არხევდნენ,თითქოს რიტმულ ცეკვას აჰყოლოდნენ აბსტრაქტული გამოსახულებები და არაფერი,ქვეყნად არაფერი მეგულებოდა ტიტეს კოცნაზე უფრო მელოდიური. ვიდექით უკუსვლით წასულ ცელსიუს გრადუსში და ასობით მზის ცეცხლში ვიწვოდით ამავედროს. ტიტე ისეთი გამჭოლი მზერით მიყურებდა, თითქოს ლეიკემიის ბოლო სტადიისაგან დაუძლურებულსა და გამოფიტულს ჩამძინებოდაა,ის კი ამ მზერით ჩემივე პულსის გასინჯვას ლამობდა,რომ გაეგო ვსუნთქავდი თუ არა.ვერაფრით ვხსნიდი რა სჭირდა.
- საერთოდ შენ თუ არა ხარ,მეც არ ვარ,გესმის,სანიკიძე ?_ჩემი თმები ხელით ისე მოვისინჯე ,თითქოს შავი თმის ღერებს ერთი ჭაღარა დავტყუე უნებურად.
- მე თუ არ ვიქნები, შენ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც უნდა იცოცხლო, _ განიერი ყბები წინ წამოწია სიმტკიცის ნიშნად და ფართოდ გამიღიმია. მის ხელში მოქცეული ჩემი ხელი ისევ თავის ჯიბეში მოათავსა და უთქმელად დაადგა სახლისაკენ მიმავალ გზას. ამ ჟესტით მივხვდი,რომ მისი გული ლავაგადასხმულ პომპეის აღარ ჰგავდა,მაგრამ მაინც ვუთხარი,რასაც ვფიქრობდი.
- იმ რაოდენობის სიყვარული,რომელსაც ახლა ვგრძნობ და შენი ზეგავლენა ჩემზე ,რომელმაც ერთ დღეში ჩამიგროვა ეს გრძნობა მთელს სხეულსა და სულში, თუ კი ოდესმე მომკლავს,როგორი სიკვდილიც არ უნდა იყოს ეს, იცოდე ,რომ ყველაფრად მიღირს. არაფერი მიპასუხა,ისედაც ხვდებოდა ყველაფერს.
იმ ღამით გონების მღრღნელი სურვილი ვეღარ დავიკავე, დაბამბულ საღამურებსა და წინდებში გამოწყობილი ,მარცხენა მკლავის არეალში შევეტუზე , ზუსტად ისე , ახლად გამოჩეკილი ყვითელთავა წიწილა რომ შეიჩურთება ხოლმე კრუხის მჭიდროდ დაკეცილ ფრთებში და ოკუპანტივით გამოვაცხადე, დღეიდან იცოდე,რომ მარცხენა მხარეს ყოველთვის მე მძინავს-მეთქი. ბევრი ,ძალიან ბევრი იცინა,მე კი მის სიცილზე მეცინებოდა გულიანად. იმ ღამეს დიდი ხანი ვერ დავიძნე ,ჩემს მდგომარეობას შესაფერის სიტყვებს ვუძებნიდი. ტიტესთან ერთად რომ ვიყავი,მის არსებობას რომ ვგრძნობდი ჩემ გვერდით, თავი ნარნიაზე უფრო მშვენიერი სამყაროს დედოფალი მეგონა. ვერავინ დამაჯერებდა ,რომ ქვეყნად ისეთი რამე არსებობდა,რის გაკეთებასა და მიღწევასაც ვერ შევძლებდი. გულიღა მტკიოდა ამდენი ბედნიერებისაგან. ასეთი ეიფორია კი, განა იქნებოდა სწორი ჩემისთანა სიტუაციაში მყოდი ადამიანისათვის?



№1  offline წევრი Lineta

ისევ მე ვარ პირველი :D
ხოოდაა
ეს ცირაკო რავარი ეფლირტავა ბობის :D
ტიტიკონა კი იყო გვერძე მიმდგარი და უყურებდა შრეკის კატის თვალებით მარა სადაა ბიჯო შეგეშინდეს გოგის დაკარგვის ზუსტადაც :D
შენ რო რაღაც საოცრება ხარ მაგას თქმა არ უნდა :D
ვერ გიტან ცუდო ❤

 


№2  offline წევრი ჟიზელი

Lineta
ისევ მე ვარ პირველი :D
ხოოდაა
ეს ცირაკო რავარი ეფლირტავა ბობის :D
ტიტიკონა კი იყო გვერძე მიმდგარი და უყურებდა შრეკის კატის თვალებით მარა სადაა ბიჯო შეგეშინდეს გოგის დაკარგვის ზუსტადაც :D
შენ რო რაღაც საოცრება ხარ მაგას თქმა არ უნდა :D
ვერ გიტან ცუდო ❤

ეს ტიტიკონა იქნება ,რომ დაგვმართებს დასამართს :დ
უიმე, ჩემი "არა+18" ყუყუტელა ხარ შენ ❤ ბევრს ნიშნავს,ასე რომ მიდგახარ მხარში და იმედია,ოდესმე დაგიფასებ ❤ მეც ვერ გიტან თავწაგდებულო მამლაყინწავ :დ

 


№3  offline წევრი Kalina

რა თბილი იყო... :))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი ჟიზელი

მარიკუნაა♥️
რა თბილი იყო... :))))

მარიკუნა, მიხარია ,რომ ისევ პრაღაში ხარ,ჩვენთან ერთად :დ ♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი მ ა რ ი ა მ ი

ჟიზელ !!!!
საიდან გაქვს ამდენი სიტყვათა მარაგი,ადამიანი არ ხარ?????
იცი რა? რაც გიყურებ თუნდაც აქ და თუნდაც ფეისბუქზე, შენ გგონია ,რომ არ ხარ კარგი მაგრამ ერთს გეტყვი.
შენი დონის აქ ბევრი არ არის.
გადარეული ხარ,გიჟი. აი საუბრისას მეც ტიტესთან ერთად გახევებული ვიდექი და ვუყურებდი იმ დამპალის სიფათს. დაძაბულობის სუნიც კი მეცა. არ ვიცი რა. წერე !!!! წერე !!!! სულ წერე ჟიზეეეელ !!!!

 


№6  offline წევრი ჟიზელი

სტუმარი მ ა რ ი ა მ ი
ჟიზელ !!!!
საიდან გაქვს ამდენი სიტყვათა მარაგი,ადამიანი არ ხარ?????
იცი რა? რაც გიყურებ თუნდაც აქ და თუნდაც ფეისბუქზე, შენ გგონია ,რომ არ ხარ კარგი მაგრამ ერთს გეტყვი.
შენი დონის აქ ბევრი არ არის.
გადარეული ხარ,გიჟი. აი საუბრისას მეც ტიტესთან ერთად გახევებული ვიდექი და ვუყურებდი იმ დამპალის სიფათს. დაძაბულობის სუნიც კი მეცა. არ ვიცი რა. წერე !!!! წერე !!!! სულ წერე ჟიზეეეელ !!!!

ვაიმე,არ ვიცი რა ვთქვა ან სწორად როგორ ვთქვა. შენ ხარ სასწაული,რომ ამხელა ბედნიერებას მანიჭებ,მარიამ. სიტყვებით ვერ გადმოგცემ,მართლა,როგორი ბედნიერი ვარ ახლა,ეს რომ წავიკითხე ^^^^^

უცნაური მე
ტიტეზე ვგიჟდები ❤️
შენზეც ❤️
ყველაზე, ბობის გარდა :დდ ეგ ცუდი კაცი ეგა :დდ
ყუყუტელა ბავშვო :დდ საოცარი გოგო ხარ ❤️
მაგრამ შენიშვნა მაქვს.. პატარა თავი იყო და არ მეყო :დდ
ოოჰ როგორ მაინტერესებს ამბებიი...

აჰაჰ :დ ეს ყუყუტელა მომწონს :დ დიდი მადლობა უცნაურო ^^ პატარა თავს რაც შეეხება,აქ მეტი ვერ გადმოდიოდა :დ ❤️❤️ მე და ტიტესაც გვიყვარხარ ❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

როგორც ყოველთვის, ბოლოს მოვიტოვებ ხოლმე ძილის წინ წასაკითხად შენს თავებს და მერე გემრიელად ვიძინებ. მგონი ერთადერთი მწერალი ხარ საიტზე, რომელიც ზოგჯერ თავის გამოგონილი სიტყვებით გველაპარაკება laughing ალბათ, ესეც ერთგავრი სტილია. მოკლედ, კარგი იყო.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline წევრი ჟიზელი

ქეთი იმერლიშვილი
როგორც ყოველთვის, ბოლოს მოვიტოვებ ხოლმე ძილის წინ წასაკითხად შენს თავებს და მერე გემრიელად ვიძინებ. მგონი ერთადერთი მწერალი ხარ საიტზე, რომელიც ზოგჯერ თავის გამოგონილი სიტყვებით გველაპარაკება laughing ალბათ, ესეც ერთგავრი სტილია. მოკლედ, კარგი იყო.

ალბათ არა, მაგის გარეშე მე არ ვიქნები ჟიზელი :დ უბრალოდ თავისით გამოდის...რამდენადაც არაეთიკური ან რა ვიცი,რამდენადაც ცუდი უნდა იყოს ეს, ვფიქრობ,რომ ჩემი სიტყვებით შემიძლია ვილაპარაკო,იქნებ მკითხველმა თავად მოძებნოს ამ სიტყვების შესატყვისები. ისე რომელიმე სიტყვა თუ გეუცხოვა, დაგუგლე :დ შეიძლება მნიშვნელობაც იპოვო. ხშირად ვერთობი ხოლმე ასე,ქართული ენა ისეთი მდიდარია,რომ ერთ სიტყვას ასი სინონიმი აქვს :დ მოკლედ, დიდი მადლობა ^_^ მახარებ სულ,რომ აქ ხარ,თან უზომოდ მახარებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent