პაპასკირი და ბაბუციძე 24
-დუდუ რის მიღწევას ცდილობ? -უბრალოდ მოდი რა აქ სულ ორი წუთით კატო ნელა მიუახლოვდა , მიიწევდა მისკენ მაგრამ ვერ ბედავდა მიახლოვებას, ერთდროულად იმაზმე მეტი გრძნობა ბობოქრობდა მასში ვიდრე დატევა შეეძლო , თავს დამნაშავედ გრძნობდა , ღმერთი იყო მოწმე განიცდიდა რომ დაუმალა და ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა მაგრამ თან ბრაზობდა, არ ესმოდა როგორ შეეძლო მასში ეჭვის შეტანა და იმ არარსებულ გრძნობებზე ელაპარა რაც არარსებული კი არა კატოსთვის არარეალურიც იყო. იყო კიდევ მონატრება რომელიც გონებას უბინდავდა, იმ ღამის შემდეგ რაც დუდუსთან გაატარა კიდევ უფრო უძლიერდებოდა მონატრება, კიდევ უფრო მეტად უნდოდა შეხებოდა, მოფერებოდა და ის ენით აღუწერელი გრძნობა გადმოეცა , უნდოდა შეეგრძნო რომ უყვარდა , რომ მისი იყო და მისთვის არსებობდა. წამი სანამ მიუახლოვდა საუკუნედ გაეწელა და რომ არა დუდუ ალბათ უკანმოუხედავად გაიქცეოდა იქიდან უმისამართოდ , არეული . სწორედ ეს არიან ადამიანები , გარბიან მაშინ როცა რაღაცის შეცვლა შეუძლიათ, როცა შანსი ეძლევათ , როცა ნაპერწკალი ჩნდება და ისღა დარჩენიათ სული შეუბერონ რომ ცეცხლი ააგიზგიზონ. ერთიანად მიზიდა დუდუმ თავისკენ , დივანზე დასვა თავი კალთაში ჩაუდო და სიმშვიდეც მაშინვე დაეუფლა. კატოს ისღა დარჩენოდა აკანკალებული ხელებით შეხებოდა , მოფერებოდა და სულ ცოტა მაინც დამშვიდებულიყო. ასეც მოიქცა , თითებით მის თმაში დაბოდიალობდა და უბრალოდ კი არ დაბოდიალობდა იკარგებოდა კიდეც , ისეთ შვებას გრძნობდა რომელზეც ალბათ ბოლო პერიოდში ვერც კი იოცნებებდა. -დუდუ ეს უნდა შეწყვიტო -რაზე მეუბნები -სვამ -მერე რა? -მერე ის რომ გალოთდები , თან შენი პრობლემა -რას გულისხმობ -თვითონაც იცი - წამალს გულისხმობ? -ხო -გეშინია კაიფი არ დავიწყო? - მეშინია რამე ისეთი არ გააკეთო რასაც ვეღარ გამოასწორებ - ნუ გეშინია - მეშინია , - პატარა ბავშვი აღარ ვარ დიდი ბიჭი ვარ უკვე - ხო მაგრამ სვამ - აბა ფხიზელმა ვუყურო ამ სიტუაციას? მერე მართლა დავიწყებ კაიფს - კარგი შენ რატო იქცევი ეგრე? - როგორ - გამხდარხარ და სახეზე ისეთი ფერი გადევს შეეშინდება კაცს რო შემოგხედოს, ლანდად იქეცი. არც სახლიდან გადიხარ . - შენ რა იცი ნეტა - რომ გეუბნები ესეიგი ვიცი , საჭმელს არ ჭამ? - ვჭამ - არ ჭამ ისედაც 20 კილო იყავი ეხლა ალბათ 10 დარჩი - არ ვიცი შეიძლება - კარგი ისე როგორ ხარ - ყველაფერი გცოდნია და ეგეც გეცოდინება - კაი ისევ ჩხუბს ვიწყებთ ცოტახანს გაჩუმდი დავიძინებ - ვჩუმდები დუდუს მართლა დაეძინა რამდენიმე საათს გაუნძრევლად იჯდა კატო და მძინარეს აკვირდებოდა . ფიქრობდა როგორ უყვარდა , როგორ მოახერხა და მის სულში შეიჭრა, მისი ნაწილი გახდა. როგორ მიეჩვია, რამდენი ოცნება გაუჩნდა , როგორ წარმოედგინა მომავალი წლები მის გვერდით , მაშინ როცა არც კი გაიფიქრებდა ვინმესთან ერთად მომავლის დაგეგმვას , არც კი წარმოედგინა თუ ასე მალე მისთვის კიდევ ერთი ადამიანი გაჩნდებოდა რომელთან ერთადაც ცხოვრებას დაგეგმავდა . სასიამოვნო ფიქრებიდან უსიამოვნოში გადადიოდა და რომ ფიქრობდა კარგავდა , ქრებოდა და მარტო რჩებოდა თავის ოცნებებთან და გეგმებთან ჭკუიდან იშლებოდა. კატო ბაბუციძის თვალებში დიდი ხნის წინ გაჩენილი ცრემლები , რომლებსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა ,უკვე თავისიდ მიიკვლევდნენ გზას. -ტირიხარ? დუდუმ მაშინვე გაახილა თვალები როგორც კი მისი აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა იგრძნო . -არ ვტირივარ . კატომ ამაყ სცადა პასუხის დაბრუნება , არ უნდოდა სისუსტე დაენახებინა . -როგორ არა ტირიხარ და მე ჭკუიდან გადაგყავარ. წამოიწია დუდუ ერთ ხანს თვალებში ჩახედა, შემდეგ კი მონატრებულ ტუჩებს , ისევ ისეთი ვნებით და სურვილით დაეპატრონა როგორც პირველაად. არც უცდია კატოს შეწინააღმდეგება. მერე რა თუ არ შერიგდებოდნენ , თუ დილით ისევ ისე უნდობელი თვალებით შეხედავდნენ ერთმანეთს და ჩვეულ მდგომარეობას სადაუბრუნებოდნენ . თუნდაც არაფერი შეცვლილიყო და უკანასკნელი ყოფილიყო ის ღამე მათთვის , მაინც უნდოდა ეგრძნო , დამტკბარიყო და ერთადერთი რაზეც მაშინ ფიქრს ახერხებდა , უნდოდა არასდროს დასრულებულიყო , საუკუნედ გაგრძელებულიყო . დუდუსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კატოსთან სიახლოვე , სჭირდებოდა რომ ეცოცხლა , რომ ეარსება და ფეხზე მდგარიყო მყარად და ამაყად. ძალიან მალე გახდა ეს ერთი პატარა გოგონა დუდუ პაპასკირის ცხოვრების აზრი და მასთან სიახლოვისთვის ყველაფრისთვის მზად იყო. მისი სურნელი, შეხება , ხმა , მისი ღიმილი სჭირდებოდა რომ ეგრძნო ცხოვრება და არსებობა. დილით ერთდროულად გაეღვიძა ორივეს. -დილამშვიდობის , -დილამშვიდობის. ახალი გაღვიძებული რა საყვარელი ხარ. - შენ პახმელიაც საყვარელი ყოფილხარ. რა იყო გუშინ ქვევრში იჯექი? -დაიწყო ცოლივით ქოთქოთი. სულ მაინეტერესებდა როგორ ხდებოდა ეგ ამბავი. - მთვრალი იყავი, თან ერთი დღის კი არა -კაი რააა, ასე კარგად დილა 30 წელია არ დაწყებულა და რატო ბუზღუნებ ბებიაჩემვით ? მოდი აქ და ჩამეხუტე . - მოგენატრე? - ხო აბა წუხელ გათიშულს აქ რა მინდოდა . - მეც მომენატრე. დუდუ თავიდან ვიწყებთ? -რას ურთიერთობას? -ხო - და როდის დავასრულეთ რო? უბრალოდ პაუზა გვქონდა თუ როგორ ეძახით ხოლმე გოგოები ? - მეგონა გადამიყვარე . -შე ალქაჯო როგორ უნდა გადაგიყვარო ერთი მითხარი , შენ გარეშე ადამიანი არ ვარ ხო ხედავ . -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ. ბედნიერება ! რა არის ბედნიერება? ის რისკენაც ყოველთვის ვისწრაფვით? ის რაც ყველაზე მეტად გვინდა ? ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვანაირია, ყველა სხვანაირასდ აღიქვამს . ზოგს ბევრი უნდა ზოგს კი მცირედიც ყოფნის და მხოლოდ წვრილმანებში გამოიხატება. და მერე რამდენხანს გრძელდება ეს ჩვენი ბედნიერება ? განა სამუდამოა? ერთხელ თუ იგრძნობ სიცოცხლის ბოლომდე მიგყვება? თუ სრულდება როგორც ეიფორია და მხოლოდ მოგონებადღა რჩება. ალბათ ეგეც ყველასთვის სხვადასხვანაირია, ან უბრალოდ ვერ გაქრება იმიტომ რომ არც არასდროს უარსებია ! აი კატოსთვის და დუდუსთვის ნამდვილად არსებობდა , მაგრამ რამდენხანს გასტანდა ეგ სხვა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.