პაპასკირი და ბაბუციძე 22
-ეხლა თუ არ გამაჩერებ იცოდე მერე ვეღარ გავჩერდები - დუდუ - გინდა რო გავჩერდე? - არ ვიცი დუდუ ეხლა არაფერი ვიცი ერთმანეთით ისე იყვნენ გართულები რომ გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ. დუდუს ბევრჯერ წარმოედგინა საყვარელი ქალით დატკბობა მაგრამ ახლა ვერ იგებდა რა ხდებოდა. ბრაზობდა კატოზე , ისე ბრაზობდა რომ გონება ეკარგებოდა, დუდუ პაპასკირი ღალატს ვერასდროს ვერავისგან აიტანდა, დედამისთან მისი ცივი ურთეირთობა სწორედ ღალატის დამსახურება იყო, ის რომ დედამ მოკიდა ორ მცირეწლოვან შვილს ხელი და მათი ნების საწინააღმდეგოდ , სრულიად უცხო ქვეყანასი, უცხო ხალხში წაიყვანა, რომ არც კი მიუცია მისთვის საშუალება მამა ეგლოვა გამომშვიდობებოდა იმას რისი დათმობაც მისთვის ძნელი იყო ღალატად მიაჩნდა. ბევრჯერ უნდოდა მამის საფლავზე გასულიყო და თუნდაც ეტირა, მასთან ახლოს ეგრძნო თავი და ისე შეგუებოდა მის სიკვდილს, მაგრამ ამის საშუალება არასდროს ჰქონია. ისე უცბად გააქრეს მისი საყვარელი ადამიანი მისი ცხოვრებიდან , რომ გააზრების საშუალებაც არ მისცეს და დარჩა მარტო ჯერ კიდევ ბავშვი ტკივილთან რომელიც 30 წლის ასაკშიც კი არ ასვენებდა, ამ ყველაფერში კი დედას ადანაშაულებდა. ახლა უკვე მეორედ იდგა თავისი საყვარელი ქალის და მისი ღალატის წინაშე და ვერ იგებდა რა იწვევდა მისი მოფერების წყურვილს სიყვარული და ის ვნება რომელიც მისი დანახვის წუთიდან ენთო მასში თუ ბრაზი და ზიზღი რომელსაც მარტო კატოსი კი არა იმ მომენტში სრულიად სამყაროს მიმართ გრძნობდა. ვერც კი მოვიდა გონს ისე აღმოჩნდა კატო მის მკლავებში სრულიად შიშველი . ერთი ხელის მოსმით , ვნებამორეულმა მოიშორა ტანსაცმელი და მზად იყო დაემტკიცებინა ის გრძნობა , რომელშიც მის საყვარელ კაცს ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ხვდებოდა რომ ეს ეჭვი უსაფუძვლო არ ყოფილა. -კატო -ამის მერე კიდევ თუ ეჭვი შეგეპარება როდისმე , ჩემი ხელით მოგკლავ - რას აკეთებ - აზრზე რომ მოხვალ ბიჭებთან დარეკე - რა? -ცოლად მოგყვები - კატო -წინააღმდეგი ხარ? -არა , მოდი აქ ის დღე არც ერთს და არც მეორეს გაუგია ისე გალიეს ერთმანეთით ტკბობაში. არამგონია რომელიმე საღად მოაზროვნე , ადამიანს მიაჩნდეს რომ სიყვარული ხორციელი სიახლოვით გამოიხატება მაგრამ ის უფრო მეტი იყო ვიდრე ორი სხეულის უბრალო სიახლოვე . მათთვის ის სიყვარული რომელსაც ნამდვილად გრძნობდნენ , ის სიტყვები იყო რომელსაც ერთმანეთს ან ან ვერ ეუბნებოდნენ, ის გრძნობა იყო რომელსაც უბრალო მოკვდავები სიტყვებით ვერ გადმოსცემენ. ერთმანეთს კი არ უმტკიცებდნენ რამეს უბრალოდ იმას აკეთებდნენ რასაც გრძნობდნენ და შეიძლება თვითონ ვერც აცნობიერებდნენ მაგრამ მათი გრძნობა კიდევ უფრო ძლიერი და სუფთა იყო ვიდრე ეგონათ. -მოდი სადა ხარ აქამდე -მარკეტში შევედი და ნიკალაევნა გამეჩითა , -ვინ ნიკალაევნა ბიჭო -მარინა ნიკალაევნა ჩვენი რუსულის მასწი -კაი ტო და გიცნო? -ხო გამომელაპარაკა -ეგ კიდე ცოცხალია ? კვცარაცხელიას პირი დარჩა ღია -ხო და შენზე კარგად გამოიყურება რო იცოდე. -ეეე ნუ იგესლები რაო ნიკალაევნამ -არაფერი მოგიკითხათ, გამახსენა ბავშვობა სახლში მივიყვანე და წამოვედი მაგიტო დამაგვიანდა. - ჩვენ კიდე დაგვხოცე აქ უსიგარეტოდ, უკვე ხასიათში გადასვლოდა ქებურიას და ბუზღუნებდა. -კაი სუ ნუ წუწუნებ , აი ერთი ბლოკი მოვიტანე გეყოფა? -კი ტო ერთი ღერიც მეყოფოდა. -რა სჭირს ამას რას იღრინება. -დაიკიდე ხო იცი უსიგარეტოდ არ შეუძლია , შენ რა გჭირს ის თქვი. -ნინის დასდევს ბიჭო ენაგადმოგდებული ის გიორგობიანი -მერე ? -რა მერე ძმაო - ნინისაც ევასება და რამე? ჩაეძია გაბელაია -აარაო იძახის -ანუ არ ევასება? მერე რა პრობლემაა, მაიკის სწორებით შევიდა ოთახში ქებურია - მოხვედი ხასიათზე? - ხო ძმაო მაკანკალებდა უკვე - შიგ******** რაა -მე კი არა შენ გაქვს ნინის რო არაფერს ეუბნები , უთხარი და დაისვენებ რა რა ბურნუთასავით იქცევი რა გჭირს. - არ მინდა შევაშინო , არ ფიქრობს ჩემზე და თან პატარაა , რა -პატარა კატოც იყო , ნუ მიედმოედები რაა უთხარი პირდაპირ რაც გინდა , ეგრე ჯობია -და ამას მეუბნება კაცი რომელსაც გოგო ესპანეთში გაექცა. -ჩემი სიტუაცია სხვა იყო შენც ხო იცი , თითქმის ნათესავები ვართ და არ გამოდიოდა. - რა ნათესავები შე ქლიავო, ბაბუაშენის ბიძის , სიძის შვილიშვილი თუ შვილთაშვილი საიდან არის შენი ნათესავი , მართლა ქლიავო შენ. - ნანიმ მითხრა ნათესავები ხართო არ შეიძლებაო. -ნანის ის აღარ ახსოვს რამდენი წლისაა და საიდან გაახსენდა სადაური ნათესავები ხართ არ კითხე?, -კაი კაი ხო ვსო მორჩით, გიორგობიანს რაღა უნდა ? - რო დავკიდებ თავისი სი**** გაიგებს მერე, დაურეკე მიდი მაგის ბიძაშვილს უნდა ვებაზრო. - ამოდის უკვე მაგისი ბიძაშვილი ნახევარ საათში აქ იქნება , რო დამირეკე მაშინ დავურეკე იმასაც და ამოვა, ხო იცი ჩვენი ძმაა და ზედმეტი ჩოჩქოლის გარეშე მოვგვარდებით თუ არადა დავცხოთ მაგის დედაც ვატირე რა პირველად დავცხებთ თუ რა შენ არ იდარდო ნიკუშ , თუ გინდა ეხლავე გავემართები და ცოლსაც მოგიყვანთ. - მეღადავები არა შე ბო****** -არა შენთავს ვფიცავარ სიმართლეს გეუბნები . - ცოლს თვითონ მოვიყვან. - რას მოიიყვან ბურნუთ ის ვერ გითქვამს რო გიყვარს . წაკბინა გაბელაიამ - ვეტვყი -აი ეხლა ხარ 3 წლის ბავშვი 30 ის კი არა . -ოო შემეშვით რაა . -კაი კაი ვსო მივხედოთ მაგ საქმეს . არ იდარდო. - გძინავს? კატომ უკვემერამდენე მცდელობის მერე რომ დასძინებოდა , თვალდახუჭულ დუდუს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -მღვიძავს -ეხლა რა იქნება? - რას გულისხმობ -მე და შენ დუდუ რას უნდა ვგულისხმობდე? -შენ რა გინდა რომ იყოს . - მე რა მინდა? -ხო შენ -მე მეგონა კარგად აგიხსენი უკვე მაგრამ ეტყობა ვერ გაიგე . გაბრაზებული წამოხტა კატო ტანსაცმელს დაავლო ხელი უცბად გადაიცვა მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გამოვიდა. -კატო !!!!!, გზაში დააწია დუდუმ მაგრამ ვეღარ გააჩერა -ჯანდაბა კატო ბაბუციძე , ამას ვის გადავეკიდე .შენი . საცვლის ამარა იდგა დუდუ ეზოში ღია ჭიშკართან და უმისამართოდ იგინებოდა. - დებილი ხარ კატო დებილი , დებილი, თავის თავს ეჩხუბებოდა ბაბუციძე და ისე ადგამდა გაზის პედალს ფეხს ვერც გრძნობდა. ტელეფონის ხმამ გამოარკვია. დუდუ იყო , მაშინვე უპასუხა -რა გინდა ! - ნუ სულელობ მოატრიალე მანქანა და მოდი აქ. -არსადაც არ მოვალ, არ გინდა და ნუ გინდა, მართალი ხარ ჩემი ბრალია, არ გითხარი და არც ვნანობ, ეხლა რო გითხარი რააა მითხარი რაა, წახვალ და სისულელეს იზამ , მერე ან დაგიჭერენ და ან მოგკლავენ . მერე დუდუ ? მერე ? მერე რა იქნება ! - კატო , მოატრიალე მანქანა და მოდი აქ ვილაპარაკოთ ნუ ბავშვობ -არ ვბავშვობ დუდუ , ბავშვი ვარ დაგავიწყდა? მიაძახა ტელეფონში , გათიშა და მოისროლა უკან სავარძელზე. -იდიოტი , არ სჯერა თურმე ბიჭს ჩემი, თურმე იმიტომ არ ვუთხარი რომ ის მიყვარს, თინეიჯე რ ბავშვებს მოგვწონს თურმე მაფიოზები, იდიოტი. თბილისში რომ შევიდა , დანელიას დაურეკა, -ნიკა ჩემს სახლთან მოდი რაა - რა ხდება კატუს მშვიდობაა? დუდუ სადაა? -საგურამოში , მოხვალ? -ხო მოვდივარ , წყნეთში ვარ გამოვალ ეხლავე . -იქ დაგელოდები , ტაქსით წამოდი დუდუს მანქანა უნდა გაგატანო, -კაი . სანამ დანელია წყნეთიდან კატოს სახლამდე მივიდა კატომაც მოასწრო მისვლა . მოუყვა ყველაფერი ნიკას და ახლა მის რისხვას დაელოდა . - გოგო შენ სულ გაგიჟდი? -ოოო კაი შენც ნუ დაიწყებ ეხლა შემეშინდა რაა რამე რომ მოგივიდეთ რომელიმეს თავს არ ვიცოცხლებ ხო იცი ? ხოდა ვიფიქრე დაიღლებოდა რეკვით და მომშორდებოდა, თუ არადა გეტყოდით,. ხოდა რო არ შემეშვა აჰა გითხარით და რა მივიღე , იდიოტი ისეთი სისულელეები მითხრა , იოცნებოს რო ეხლა მე შევურიგდე, წადი ეხლა და ჩამოათრიე, მარტო დარჩა იქ უმანქანოდ. უთხარი მოახლოებული არ დავინახო ჩემთან თორე ავფეთქდები. -კატო - დამპალი ისე მელაპარაკა თითქოს ვუღალატე და სხვასთან წავედი ან რავიცი მე რამე უარესი ჩავიდინე. - აბა რა გეგონა რო უმალავდი .? -ნიკა ! - რა ნიკა გოგო გადამრევთ ეს ქალები რააა . -შენ კიდე მიდი ნინისთან უთხარი და დაისვენეთ ორივემ. წავედი მე დავიღალე ამდენიც არ შემიძლია უნდა გამოვიძინო , მიაკითხე იმ ავადმყოფს . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.