შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრჭყვიალა (თავი I)


4-09-2018, 22:15
ავტორი Irmaa17
ნანახია 1 537

_თიკა, გაიღვიძე დაგაგვიანდება _გავიგონე თინას ხმა.
მე უბრალოდ გვერდი ვიცვალე და ძილი გავაგრძელე.
_თიკა ადექი _ოთახის კარი შემოაღო თინამ.
_ხუთი წუთიც და ავდგები _ვუთხარი თვალდახუჭულმა.
_იცოდე არ დაგეძინოს.
_კაი ბებო ცოტახანიც.
დილით გაღვიძება ყველაზე მეტად მძულს, ვერაფრით მივეჩვიე, ვერც სლოლის პერიოდში ვიღვიძებდი ადრე. მახსოვს სულ მაგვიანდებოდა და ამაზე ხშირად ვიღებდი საყვედურებს.
_თიკა ისევ დაგეძინა? _ისევ შემოვიდა თინა.
მე თავი წამოვწიე, მეგონა უკვე მეორე დილა გათენდა. ხშირად მემართება ასე, ხუთი-ათი წუთის ძილის და გაღვიძების შემდეგ სულ მეორე დღე, ან უკვე საღამო მგონია.
მერე გამახსენდა რო უკვე სტუდენტი ვარ და დღეს პირველად მივდივარ უნივერსიტეტში. სწრაფად წამოვდექი და გარდერობი გამოვაღე, ჩემ გარდერობში ყველაფერი ბრჭყვიალა და ღია ფერიასაა. მიყვარს ტანსაცმელი რომელიც ანათებს, ბავშობიდან მიტაცებს ასეთი ტანსაცმელი. მოვემზადე, ბრჭყვიალებით გაფორმებული “მაიკა„ თეთრი ჯინსი და ღია ფერის კეტები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. თინამ უკმაყოფილოდ შემომხედა.
_ბებო ეს რა გაცვია?
_რა არ მოგწონს?
_ცოტა სადად ან კლასიკურად უნდა ჩაგეცვა.
_კარგი რა ბებო, ვინ იცვამს მასე, ვისაც რა უნდა ის აცვია.
_ოხ თიკა, თიკა, მოკლედ ყველაფერზე გაქვს პასუხი.
_მამა წავიდა სამსახურში? _ვკითხე თინას
_არა მისაღებში იქნება.
_კაი ვნახავ და გავიქცევი არ დამაგვიადეს.
_მა მე მივდივარ _ვუთხარი მამას
_კაი თიკა, გინდა გაგიყვანო?
_არა მა მეთვითონ წავალ, ხო და კიდევ რაღაც უნდა მეთხოვა _ვუთხარი და მის გვერდით დავჯექი.
_რამდენი გინდა? ­_თქვა და საფულე ამოიღო. უკვე მიხვდა რაც უნდა მეთხოვა მისთვის.
_რავიცი _ვუთხარი და გავუღიმე
_ღმერთო ეს რა ქრთამისტი შვილი მყავს, ნეტა ვის დაემსგავსა? _აღმოხდა მამაჩემს და ფული გამომიწოდა.
_კაი რა მამა ხანდახან გთხოვ ისიც თუ დამჭირდა მაშინ, თან ეხლა მჭირდება აბიტურიენტი ვარ უკვე _ვუთხარი და ჩავეხუტე
_კაი მა, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ, დამირეკე რო დასრუდება ლექციები და წამოგიყვან, დღეს არ ვიქნები სამსახურში.
­_კაი გავიქეცი მე. დედა სადაა?
_დეიდაშენთან ყავაზე.
_მოკლედ რა, დილაუთენია ყავა რო არ დალიოს არ შეუძლია.
პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ჩემ შესაძლებლობებში მინდოდა დავრწმუნებულიყავი და იურიდიულზე ჩავაბარე. თუ არაფერი გამომივა არც ამაზე ვიდარდებ. უბრალოდ ვცდი და მერე შეიძლება სხვა პრიფესიაც ავირჩიო, მიყვარს ექსპერიმენტები და აზრები ელვის სისწრაფით მეცვლება (არ დაიბნე მკითხველო).
მე თიკა ჩხეიძე ვარ, 18 წლის. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. დედა დიასახლისია, მამა მენეჯერია ერთერთ კომპანიაში. ფინანსურად არასდროს გვიჭირდა, ყოველთვის კარგად ვცხოვრობდით. პაპა და ბებიაც ხშირად გვეხმარებოდნენხოლმე სოფლიდან. მამაჩემის დაჟინებული თხოვნით ბებია ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ბებოს კი არ უნდოდა მაგრამ დაითანხმა, ვიცი სოფელში არ მოისვენებ, უსაქმოდ არ იჯდები და კიდევ რამეს დაიშავებო. ერთი თვის წინ სოფელში თალარზე იყო ასული, მახსოვს ასე სამი-ოთხი მეტრი სიმაღლის იქნებოდა, ყურძენს კრეფდა, უცებ კიბე გაცურდა და თინა ძირს დაეცა. მე შეშინებული მივვარდი. ისკი წევს და იცინის.
_რა გაცინებს? _ვკითხე გაოცებულმა
_რაკარგი გრძნობა იყო, თითქოს მეხუთე სართულიდან გადმოვხტი _იცინოდა თინა
_კარგი რა, მე ვნერვიულობ, რამე ხო არ დაიშავა მეთქი, შენკიდე იცინი
_მოდი ბებო წამომაყენე თორე გოგია მოვა და დამცინებს ამხელა ქალი როგორ ჩამოვარდიო.
თინა წამოვაყენე, ხელები და სახე დავაბანინე. ცოთახანში მარცხენა ხელი საგრძნობლად გაუსივდა, როგორც ჩანს მოტეხილობა იყო. მერე თაბაშირი დაადეს და ცოტახნით საქმიანობა აუკრძალეს. აი ასე გადმოვიდა თინა ჩვენთან. მასზე უამრავი სასაცილო ისტორია და კურიოზი ვიცი (ეგ ცალკე თემაა).
თინა ძალიან მხიარული და უზომოდ საყვარელი ქალია, ძალიან მიყვარს. მე ბებოს პატივის ცემის ნიშნად თიკა მქვია. (პირადობაში თინა). ზოგადად ვეწინააღმდეგები იმ აზრს რომ შვილიშვილს ბებიის ან ბაბუის სახელი უნდა დაარქვა, აი რატო? რარო უნდა დაიტანჯოს ბავშვი თუ შენ პირობითად მაყვალა ან დურმიშხანი გქვია. თინას კიდე არაუშავს (თავს ამით ვიმშვიდებ ხოლმე).
სამეგობრო წრე არც ისე დიდი მაქვს, რამდენიმე მეგობარი მყავს, ისიც ბავშობის. ელენე ქარქაშაძე ჩემი კლასელი, ამასთანავე მეზობელი და ჩემი საუკეთესო მეგობარია. მარი ბრეგვაძე ჩემი დეიდაშვილია, ერთ დღეს დავიბადეთ, წარმოიდგინეთ ჩვენს ოჯახში რა ბედნიერება იქნებოდა, ფაქტობრივად დებივით ვართ, სულ ერთად ვიყავით, დაბადებიდან დღემდე. კიდევ ნიკუშა ნარეკლიშვილი. ნიკა და მე ბაღიდან ვმეგობრობთ, ოღონდ ერთი წლით დიდი და ერთ კლასში ვერ მოვხვდით, მაგრამ მაინც მაგრად ვართ და მისი ბიძაშვილი დემეტრე ნარეკლიშვილი, რომელიც ამჟამად აქ არ ცხოვრობს. ნიკა მეორე კურსზეა, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ. მარიმ დიზაინი აირჩია, ბავშობიდან ეხერხებოდა ტანსაცმლის გადაკეთება და ხატვა, ხელოვნება აშკარად მისი სფეროა. ელემ ტურიზმი აირჩია, მასაც ასევე იტაცებს სხვადასხვა ქვყნები, მოგზაურობა და ა.სშ. რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი, მე რა მიტაცებს არ ვიცი, ვითომ ადამიანების და მხარეების დაცვა? მა რას ავიჩემე ეს იურისტობა, რა მინდოდა?
საშინლად ვღელავდი, მღელვარებამ პიკს უნივერსიტეტის ეზოში მიაღწია. ხშირად მემართება ესე, როდესაც სადმე პირველად მივდივარ, ვღელავ, შეიძლება უმიზეზოდაც, მაგრამ ეს ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია, იმიტო რო სიტოაციას და გარემოს არ ვიცნობ, ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება, თავს უცხოდ აღარ ვიგრძნობ, ზუსტად ვიცი. ( თავის დამშვიდებაც ამას ქვია)
გზა გავაგრძელე, ფრთხილად გავუყევი უნივერსიტეტის ეზოს, ცოტახანს შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე. იქვე ახლოს, სკამზე ბიჭები ისხდნენ და კრტს თამაშობდნენ. ამ დროს რადროს კარტის თამაში იყო, უბრალოდ ვერ ვხვდები. ერთერთმა გამომხედა და გაიღიმა.
_ეს ფუფალა ვინაა­? _იკითხა ხმამაღლა
_აშკარად მისამართი შეეშალა _თქვა მეორემ სიცილით და მე შემომხედა.
მივხვდი რო ჩემზე ამბობდნენ.
_ჰა სანდრიკ, შენი ჯერია, ჩამოდი _მიმართა მესამემ.
სანდრიკა ჩამოვიდა და ისევ მე შემომხედა, მე გზა გავაგრძელე.
_წააგე სანდრიკ, ხო იცი რაც უნდა ქნა _მომესმა ზურგს უკან.
_საღამოს ბარში უნდა დაგპატიჟოთ დასალევად, მახსოვს.
_არა ეგ აღარ გვინდა, უფრო მაგარი მოვიფიქრეთ.
_ეეე... მაგაზე არ შევთანხმებულვართ _მომესმა კიდევ უფრო შორიდან, მისი ხმამაღალი შეძახილი. მერე შენობაში შევედი.
მეტნაკლებად თითქმის მთელი კურსის გაცნობა მოვახერხე, განსაკუთრებით ერთი გოგო, ნინო დამიმეგობრდა. ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული იყო, მაშინვე გამეცნო და ბევრი მელაპარაკა, ოღონდ არ მახსოვს რაზე, ძალიან ვღელავდი და ვერაფრით მოვახდინე კონცენტრაცია.
მერე ლექტორი შემოვიდა და პირველი ლექციაც დაიწყო. ჩემ გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, “როგორც ჩანს მარტო მომიწევს ჯდომა„ გავიფიქრე ჩემთვის როცა კარზე დააკაკუნეს.
ბატონმა ზურაბმა საუბარი შეწყვიტა და კარს მიაშტერდა.
_მობრძანდით.
_უკაცრავად შეიძლება? _იმ ბიჭებიდან ერთერთი იყო, წეღან უსაქმურობის გამო კარტს რო თამაშობდნენ ეზოში.
_შეიძლება მაგრამ უკვე ოცი წუთია ლექცია დაიწყო, პირელი დღეა და უკვე იგვიანებ?
_იცით მე.. ვერ მოვაგენი აუდიტორიას_ სინამდვილეში არც მოძებნა უცდია და აშკარად იმის თქმაც უნდოდა, კარტის თამაში ჯობია ლექციაზე დასწრებასო, მგრამ უფრო მართებული ტყუილი მოიფიქრა.
_დაბრძანდით.
ბიჭმა სივრცეს მოავლო თვალი და ჩემს გვერდით თავისუფალ ადგილზე გააჩერა მზერა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მომიახლოვდა, ფრთხილად გამოსწია სკამი და მშვიდა დაჯდა. უნდა ვაღიარო ძალიან სიმპათიური იყო, მუქი შავი თვალები, შავი თმა და სწორი ცხვირი ჰქონდა. მერე მე გამომხედა.
_რომელი საათია? _მკითხა მან. ალბათ უფრო იმიტო რო საუბარი წამოეწყო.
მე მაჯის საათს დავხედე.
_თერთმეტი დაიწყო.
_მე სანდრო კანდელაკი ვარ.
_ვინმემ გკითხა? ­_გავვოცდი მე.
_ისე გითხარი უბრალოდ.
_იქნებ ლექციისთვის მოგვესმენა?
_კაი ბოდიში, ისე საათი ძალიან გიხდება.
პასუხი აღარ გამიცია, ლექტორს ვუსმენდი.
_შენ რა გქვია? _მეკითხება ცოტახნის შემდეგ.
_თიკა.
აშკარად უკვე ძალიან მაბეზრებდა თავს, კიდევ ერთი სიტყვა და ალბათ თავში რამეს ჩავარტყამდი.
_კარგი სახელია.
_თქვენ ორნი ან გაჩუმდით ან მიბრძანდით აქედან _შენიშვნა მოგვცა ლექტორმა და სანდროც გადაურჩა ჩემს რისხვას.


__________

მოგესალმებით ჩემი ახალი ისტორიით. პირველი ისტორიის კომენტარები ძალიან მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ისტორია ამეტვირთა. იმედია მოგეწონებათ, ყველას აზრი მაინტერესებს. მიყვარხართ ძალიან.



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან ბევრი ვიხაილეს და დარწმუნებული ვარ აწი უფრო მეტი სახალისო რაღაცეები იქნება,იმედია გააგრძლებ.
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს მალე დადე❤️❤️❤️❤️და თავები გაზარდე❤️

 


№3 სტუმარი ბხდბბდ

Farvana
ძალიან ბევრი ვიხაილეს და დარწმუნებული ვარ აწი უფრო მეტი სახალისო რაღაცეები იქნება,იმედია გააგრძლებ.

ცუდად არ გამიგო მაგრამ ვერ მივხვდი სახალისო რომელი ნაწილი იყო?

მგონი შინაარსიც და მისი განვითარებაც აშკარაა.. და ძალიან ბანალურიც მინდა გითხრა... იმედია რამე ახალს შემოგვთავაზებ თორემ ასეთი ისტორიები უამრავია და ზედნეტად მოსაწყენიც -_-

 


№4 სტუმარი მკითხველი

“რო“ არა “რომ“ არის კავშირის სწორი ფორმა.

 


№5  offline წევრი Irmaa17

მკითხველი
“რო“ არა “რომ“ არის კავშირის სწორი ფორმა.

ხარვეზია, სორიი

 


№6 სტუმარი mia

Vai deda rogor momwonaaa.bebias ra acinebda ??.albat mec gavicinebdi chemi suleli tavis ambavi xom vici magram bebias ra acinebda?? Tumca mec vicine ratomgac imitom rom ar megona tu gaicinebda. Da xo gagrdzeleba male dadeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent