შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 10


5-09-2018, 12:12
ავტორი katiusha
ნანახია 3 051

უცნაური სიტუაცია შეიქმნა სავადმყოფოში.ერთდროულად თავი მოიყარა ერთმანეთის მტრებმა,მეტოქებმა,დაშავებულების ახლობლებმა,წარსულის აჩრდილებმა,მეგობრებმა და უბრალოდ ხალხმა,რომელიც არაფერ შუაში იყო ამ დაპირისპირებასთან...
უფროსი სოფოს წინაშე რომ ჩაიარა წყვილმა,ჯერ თვალებს არ დაუჯერა,ეგონა ეჩვენებოდა,მაგრამ მერე ისინიც რომ შეჩერდნენ მის წინ და ქალი გამომწვევად მიაჩერდა,აი აქ კი გადაეკეტა,თავის მხრივ სესილიმაც ძლივს შეიკავა თავი,რომ მოსისხლე მტრისთვის სკანდალი არ მოეწყო.დროულად გამოსდო ქმარმა ხელი და დერეფნია ბოლოსკენ წაიყვანა,სადაც შვილია მეგობრებს ექიმი ელაპარაკებოდა და მისს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.პირველად არ იცოდა სოფომ როგორ მოქცეულიყო და რა გაეკეთებინა,ფაქტია რომ კარგ ამბავზე არ იყვნენ მოსულები, მითუმეტეს როცა ძმისშვილი აღევებული დაინახა... ისედაც განერვიულებულზე ამ ამბავმაც იმოქმედა,საკუთარ კლინიკაში სრულიად უმოქმედო იყო.ერჩივნა ახლა მიწა გასკდომოდა და და ეს არ ენახა- გიგაური მეტრეველების წინაშე.გულწასული ჩაესვენა ქმრის ხელებში.
-დედაა,-იყვირა თამარმა და ძმასთან ერთად მასთან მივარდა,რეზომ ხელში აიყვანა და მისი კაბინეტიასკენ წაიყვანა,შვილებიც უკან გაჰყვნენ.

მაშინვე იცნო საძულველი გვარის წარმომადგენელი ქალმა,როგორც კი დაინახა. ზიზღი ჩაუდგა თვალებში.მერამდენედ ხდებოდა რომ მისი შვილის გადარჩენა ისევ მას უწევდა.
-მეჩვენება თუ ეს ის გოგოა?-უჩურჩულა ქმარს.
-ის გოგოა,ხოო,ის გოგო და ძალიან გთხოვ ახლა სკანდალი არ მოაწყო.-მკაცრად გადახედა ქმარმა.-მეორედ გადაგირჩინა შვილი ბოლოსდაბოლოს.
-როგორ არის ექიმო ჩვენი მეგობარი?-ჰკითხა დუდამ
-საბედნიეროდ გადარჩა,კარგად იქნება,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყველანაირი გართულებების გარეშე.შეჯახების შედეგად ელენთა დაუზიანდა და ნეკნები,ელენთის ამოკვეთა მოგვიწია,პატარა ნაკაწრებს მალე ეშველება და გაუვლის,აი ნეკნები ცოტა შეაწუხებს,მაგრამ თუ წოლით რეჟიმს დაიცავს და თავს მოუფრთხილდება,მალე გამოჯანმრთელდება და გავწერთ სახლში.-ღიმილით ამცნო უმცროსმა სოფომ.
-ნახვას როდის შევძლებთ ექიმო?-ჰკითა ზაზამ.
-გონს რომ მოვა დაგიძახებთ,ახლა ნარკოზიდან გამოდის,ისე შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ,გამოიძინოთ,დილით კი მას უფრო დამშვიდებულები შეხვდებით,არც მისთვისაა კარგი გადაღლა და არც თქვენთვის აქ ღამისთევა....
-გასაგებია ექიმო,-კაცმა გაუღიმა.სესილი ისევ ისე შუბლშეკრული უყურებდა გოგოს.
-მე წავალ,სიახლეებს შეგატყობინებთ.
გიგაურმა თავისიანებისკენ აიღო გეზი,რამდენიმე წამში მოასწრო გარდასახვა და სრულიად დაავიწყდა ექიმი რომ იყო,ახლა ზეზვა და კესო იყვნენ მისთვის მთავარი,ისიც ისეთივე ახლობლად იქცა,ექიმს რომ ელიან სიახლის მოლოდინში მიმღებში.ნინიასთან მივიდა და ჩაეხუტა,იატაკზე ანას გვერდით ჩამოჯდა და არაბულს აგრძნობინა,რომ მის გვერდით იყო....
როგორც კი ექიმთან საუბარს მორჩნენ,ბიჭები მაშინვე კედელთან აიტუზნენ,იცოდნენ რომ ზაზასგან თავის დაცვა მოუწევდათ.
-აბა ახლა გამოტყდით სად მიდიოდით,რა მოწიეთ?რა დალიეთ?-იქუხა კაცმა.
-არაფერი ზაზა ბიძია,გეფიცებით სრულიად ფხიზლები ვიყავით.
-დუდაა.როდის აქეთ დაიწყე ტყუილები?
-სიმართლეს ამბობს..-მოესმა კაცს ზურგსუკან და მისკენ მოტრიალდა.
-მაისურაძე შენ ხარ?
-მე ვარ მეე,მართალს ამბობენ ბიჭები,ნუ უბრაზდები.როგორ არის ვაჟბატონი?
-კარგად იქნება,ოპერაცია ახლახანს დასრულდა.შენ აქ რა გინდა?
-როგორც ყოველთვის ასეთ ჩახლართულ საქმეებს ვის მიაწერენ თუ არა მე?ჩემი ბედის რა ვთქვი...შეიგინა გამომძიებელმა,-ან შენ შვილმა საიდან შეარჩია ეს მანქანა მაინცდამაინც.
-რატომ ამბობ მაგას?-გაუკვირდა ზაზას.
ბიჭებმა იცოდნენ რასაც გულისხმობდა გამოცდილი გამომძიებელი.
-შენი შვილი არც მეტი არც ნაკლები ბიზნესმენ ზეზვა არაბულის მანქანას შეეჯახა.
-ახლა გასაგებია რატომ არიან ისინი აქ.ჩაილაპარაკა ზაზამ.
-მე ცოტა ხნით ჰაერზე გავალ,-ვეღარ მოითმინა ლევანმა
-შორს არ წახვიდე იცოდე და ფრთხილად იყავი,ბერდიას და მის ძმაკაცებს არ გადაეყარო არსად...გააფრთხილა დუდამ და თვალი გააყოლა ძმაკაცს,რომელმაც ისედაც იცოდა რომ ახლა არაბულთან შეხვედრის დრო ნამდვილად არ იყო.ადამიანურად,გულწრფელად ეცოდებოდა ბიჭი,რომლის მამის სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა,მან ხომ კარგად იცოდა რასაც ნიშნავდა მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მტრობა დასრულებული იყო.
დუდამ რამდენიმე მეტრით გადაინაცვლა რომ უფრო კარგად დაენახა თამარი.გოგო შეშინებული და გაფითრებული იჯდა ძმას ჩახუტებული. როგორ უნდოდა ახლა მის გვერდით ის ყოფილიყო,მოხვეოდა და ენუგეშებინა.შიში ჩამდგარიყო მის თაფლისფერ თვალებში.ბევრი რამ მოესმინა ბექაურების უმცროს ქალიშვილზე,მის გონებაგამჭრიახობაზე,სილამაზესა და ნიჭიერებაზე,მაგრამ ახლოდან და საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა აღმოჩნდა...
*******%
საავადმყოფოდან გამოსულს ესიამოვნა გრილი ჰაერი,უკანა ეზოში გავიდა და ის იყო სკამზე უნდა ჩამომჯდარიყო,რომ ეგონა მოჩვენება დაინახა.ჯერ თვალებს არ დაუჯერა,რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა.მაგრამ გოგო რომ ისევ იქ იყო,მაშინ დაიჯერა რომ ნამდვილი იყო.
სკამზე იჯდა ნინია,ფეხები აეკეცა და მუხლებზე შემოეხვია ხელები. დაუფიქრებლად გადადგა მისკენ ნაბიჯი და გვერდით მიუჯდა.ოდნავ შეეხო მხარზე ხელით,მაგრამ ისეთი მუხტი იგრძნო თითქოს მასში ვულკანმა გაიღვიძა და ამოხეთქვის პირას იყო.გოგომ უხმოდ შეხედა.მასში ის ბიჭი რომ ამოიცნო,ვინც იმ საღამოს კლუბში გადაარჩინა,ოდნავ ჩაეღიმა,მერე კი ისევ სიბნელეს მიაპყრო მზერა.სიტყვა არ დაუძრავს.ბიჭმა მისი ხელი თავისაში მოიქცია,ნაზად გადაუსვა თითები მის თხელ და ნაზ ხელს.თითქოს ამით აგრძნობინა რომ მის გვერდით იყო,მის ტკივილს იზიარებდა..
-მე მესმის შენი,ვიცი ახლა რასაც გრძნობ...-დაარღვია სიჩუმე ლევანმა
-არ გესმის,-ხელი უკან გასწია ნინიამ.
-მესმის დამიჯერე და იმაზე კარგად,ვიდრე შენ გონია ეს.კარგად ვიცი რა საშინელი გრძნობაა,გტკივა,მთელი შიგნეულობა გეწვის,თითქოს დანით გსერავენ,სულამდე აღწევს ეს შეგრძნება და თან საკუთარ თავზე ბრაზდები,რომ უმოქმედო ხარ,არაფრის გაკეთება არ შეგიძლია..-თავჩაღუნული საუბრობდა ქისტაური იმ ტკივილზე,რაც მან უკვე გამოსცადა.
-შენ...შენ საიდან იცი?ასე როგორ გესმის ყველაფერი,მე ხომ არაფერი მითქვამს?
-მნიშვნელობა სიტყვებს კი არა,იმას აქვს რასაც გრძნობ.შენი ერთი შემოხედვაც საკმარისია გავიგო რა გჭირს,რას გრძნობ და როგორ გეშინია..
-იცი რა ხდება?
-როგორ შეიძლება არ ვიცოდე,-გაეღიმა ლევანს,მაგრამ ეს სიმწრის ღიმილი უფრო იყო.
-იცი შენ მართალი ხარ,ძალიან მეშინია,იმდენად მეშინია,რომ გაფიქრებასაც ვერ ვბედავ,აქ იმიტომ გამოვედი,რომ ვცდილობ მამასთან გატარებული ბედნიერი წუთები გავიხსენო. ფიქრებს არ მივცე იმის უფლება რომ საშინელება მაფიქრებინოს.-ფეხები მიწაზე დაუშვა და ისე გაუაზრებლად ჩამოადო
ლევანს მხარზე თავი,ვერც მიხვდა.სამაგიეროდ ბიჭს დაემართა თავისი და უარესად ააფორიაქა.
-იცი მამა როგორი იყო?სიტყვებით მისი გადმოცემა მიჭირს...უსიტყვოდ ესმოდა ჩემი,ბავშვობაში სულ უკან დავდევდი,ისე მიყვარდა მასთან ყოფნა,მასზე ვიყავი მიწებებული,ვტიროდი როცა სამსახურში ან საქმიან შეხვედრებზე მიემგზავრებოდა.დარჩენა თუ უწევდა სიცხეს მაძლევდა რომ ვერ ვხედავდი.ვერც დედა და ვერც ექიმები მშველოდნენ,არაფერი მიწევდა სიცხეს სანამ მას არ დავინახავდი.საკმარისი იყო ის დამენახა,მაშინვე გადამივლიდა ყველაფერი და ისე ვიყავი,თითქოს ავად სულ არ ვყოფილიყავი რამდენიმე დღე.მისი დანახვა და ჩემთის სხვა ყველა და ყველაფერი არსებობას წყვეტდა.-ცოტა ხანს გაჩერდა,ჰაერი ჩაისუნთქა და მერე ისევ განაგრძო.
-პრინცესას მეძახდა,ყველაფერს მისრულებდა.რამდენჯერ გამიბრაზებია ალბათ,ის კი არასოდეს გამოსულა წყობიდან,ჩემთვისარასოდეს დაუყვირია,ყოველთვის მშვიდად მიხსნიდა და მახვედრებდა ჩემი დანაშაულის სიმძიმეს,ერთადერთხელ აუწია ხმას როცა გაიგო რომ უნივერსიტეტში მათი არჩეულ ფაკულტეტიდან საბუთები სხვაგან გადავიტანე ჩუმად და პროფესია შევიცვალე,ერთი კვირა არ მცემდა ხმას,ძლივს შემოვირიგე,ახლა იმ ერთ დაუმორჩილებლობასაც ვერ ვპატიობ თავს,მის გარეშე გატარებულ ერთ კვირასაც კი ვნანობ.ახლა რა ვქნა?-მითარი როგორ გავაგრძელო ცხოვრება?როგორ შეიძლება ვისუნთქო მის გარეშე..-ვეღარ შეიკავა თავი და ატირდა.ქისტაურმა მორიდებით შემოხვია ხელი და მკერდზე მიიხუტა.საოცარი სურნელი ჰქონდა გოგოს.ესეც სამუდამოდ შემორჩა მის მეხსიერებას.
-ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი.ნუ გეშინია,უფალი არ გაგწირავთ,ასე ვერ გაგიმეთებთ თქვენ,-ჩურჩულებდა ბიჭი.-რატომ შემხვდი ნინია არაბულო რატომ?-ფიქრობდა გულში და უფრო ძლიერად ხვევდა გოგოა ხელებს.
-ასე რატომ განიცდი ჩემს ამბავს?ნუთუ შენც..
-კი მეც...მეც დავკარგე მშობლები,ვიღაც არაკაცებმა მომიკლეს,დღემდე მტკივა და ვერ მომიშუშრბია ეს იარა.ძნელია როცა გინდა გადაარჩინო,მაგრამ ხვდები რომ უძლური ხარ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.-უნებურად ისიც გაენდო გოგოს და თავის ყველაზე მძიმე ამბავზე დაიწყო საუბარი.იგრძნო როგორ ძლიერად ჩაჰკიდა ნინიამ ხელი მის ხელს და თავის ნაზი თითები მოუჭირა
-ყოველთვის ვფიქრობდი რომ მშობლების ამაგს ვერასოდეს გადავიხდით და ვერასოდეს დავაფასებთ ისე,როგორც ისინი იმსახურებენ ამას,მანამდე სანამ სიკვდილი არ წაგვართმევს.მათ ფასს მხოლოდ ამ დროს ვხვდებით და გვტკივა როცა ვაანალიზებთ რომ არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლია.
-მართალი ხარ,ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ თითოეულ ჩადენილ სისულელეს,თითოეულ უაზრო საქციელს და დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებს,ალბათ როგორ ვტკენდი გულს, ისინი კი ყოველთვის მპატიობდნენ.ოღონდ ახლა კარგად იყოს და აღარასოდეს,აღარასოდეს აღარ გავაბრაზებ.ისე მოვიქცევი როგორც მათ უნდათ.
ლევანს რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მისმა ტელეფონმა დარეკა,ისე ამოაცურა ჯიბიდან ნინიასთვია ხელი არ გაუშვია.
-ალბათ გეძახიან..გთხოვ არ დამტოვო,ჩემთან დარჩი,-შეევედრა გოგო და ქვემოდან ამოხედა.ნინიას ცრემლიანი თვალები ერთადერთი იყო ამ ქვეყნად,რის გამოც ლევან ქისტაური ბევრ რამეს დათნობდა,ტელეფონი გათიშა და უკან ჩაიდო.
-შენთან ვარ,არსად არ მივდივარ.ოღონდ არ იტირო კარგი?შენ არ იტირო.თავზე მოეფერა და მისი თმები ხელში მოიქცია.-გინდა შევიდეთ შიგნით,მამაშენის მდგომარეობა გავიგოთ?
-არა,აქ ვიყოთ,იქ არ მინდა.დამიჯერე ყველაფერს ვიგრძნობ. ახლაც ვგრძნობ როგორ ებრძვის სიკვდილს.მეშინია ლევან,მეშინია რომ მას დავკარგავ..აქვითინდა გოგო
-არა,არა და არა,ეგ არ მოხდება.უფალი არ გაგწირავთ,ორივეს დაგეხმარებათ. ცდილობდა გოგო ენუგეშებინა,ცდილობდა მისთვის ის არ წაერთმია რაც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო -იმედი იმისა რომ მამა კარგად იქნებოდა. გულში ეცინებოდა საკუთარ თავზე საძლველი მტრის გადარჩენას ევედრებოდა უფალს.თან საკუთარ ბედს დასცინოდა იმ ადამიანს რომ შეახვედრა და მასთან გადაკვეთა ცხოვრების გზები,ვისაც არასოდეს არ უნდა შეხვედროდა.
ნეტავ თუ შევძლებ დავივიწყო ყველაფერი?თუ შევძლებ წავშალო ყველაფერი რაც ამ გვართან მაკავშირებდა?-ფიქრობდა და სულ უფრო მეტად იკრავდა გულში გოგოს,რომელიც ჩიტივის იყო შეშინებული,და რომლის გულიც შიშისგან ფეთქავდადა რასაც ქისტაური მთელი არსებით გრძნობდა.
**********$

შუახნის ქალმა დაცვას გვერდი აუარა და კარი შეგლიჯა,კი არ შეაღო. ისეთი გაბრაზრბული იყო თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო,,მთავარია მასპინძლამდე მიეღწია. კაბინეტში მაგიდასთან იჯდა მასპინძელი,ირონიული სახით შეხედა ქალს და ჩაეღიმა.
-არ გელოდი.მეგონა აღარასდროს მოხვიდოდი
-ყველას შეგიძლია შეეხო,ჩემი შვილის გარდა,-გამოსცრა ქალმა კბილებში და მაგიდაზე მუშტები დაარტყა.
-ვერ გავიგე რას მეუბნები?-სახე შეეცვალა კაცს.
-ახლა ვერ გაიგე?დავიჯერო არ იცოდი ან ჯერ არ გაგიგია რომ ზეზვა არაბული ჩემი შვილის მანქანას შეეჯახა?კინაღამ იმსხვერპლა.-თავს ვერ აკონტროლებდა ქალი.
-დაჯექი,დაწყნარდი და მშვიდად ამიხსენი ყველაფერი.-საბუთები გვერდით გადადო კაცმა და ქალს მიაჩერდა.
-მართლა არაფერი იცოდი?
-რავუნდა ვიცოდე ადამიანო რაა?ჭირსაც წაუღია ის ნაბი....ი არაბული, ათასი სიცოცხლე აქვს.არადა ყველაფერი ისე მოვაწყეთ რომ ხევში უნდა გადავარდნილიყო.
-ჩაგივარდა გეგმა ბატონო,ჩაგივარდა.მაგ დროს შემთხვევით ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა გაიარეს და პირდაპირ მათ მანქანას შეასკდა...წარმოგიდგენია მაინც მას რომ რამე მოსვლოდა...არა,არა ამის გაფიქრებაც არ მინდა...
-რა უნდოდა შენს სულელ ბიჭს იქ იმ დროს?ან მე საიდან უნდა მცოდნოდა ეს?
-ესეგი მართლა არაფერ შუაში ხარ?-მაინც ეჭვები ჰქონდა ქალს.
-რა თქმა უნდა არა სესილი,რამდენჯერ უნდა აგიხსნა ეს?ისე ბედი აქვს იმ არაკაცს,შემდეგში ყველაფერს სხვანაირად დავგეგმავ,
-როდის აპირებ საბოლოო დარტყმას?ოო,როგორ მინდა ის ქალბატონი და მისი ოჯახი განადგურებული ვნახო,-ქალის თვალებში ბოროტება იკითხებოდა.
-მალე,ძალიან მალე,სულ ცოტა დარჩა,პირველი შეტყობინება უკვე გავგზავნეთ,უკვე მიიღებდა ბექაური,შენ კი გირჩევნია შენი შვილი გაარიდო ამ ყველაფერს,ცხვირი არსად ჩაყოს,-გააფრთხილა ქალი და კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.
**********
მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს,ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული არასოდეს რომ არ მომხადარა ასეთი რამე მუდამ ხალხით სავსე დერეფნებში.ოპერაცია მიმდინარეობდა,სიახლე არაფერი იყო...
კიდევ ცოტა ხანს დაჰყო ნინიამ გარეთ,აშკარად დაამშვიდა ლევანმა,მერე კი ისე მიაცილა მეგობრებთან და ახლობლებთან.უკან ისე გამობრუნდა რომ არავის შეემჩნია.
სოფო გონს მალე მოიყვანეს,ძალები აღიდგინა და უკან დაბრუნდა ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად.მის გვერდით დაიკავა ადგილი და შეეცადა მშვიდად დალოდებოდა თამუნას გამოსვლას.
გიორგი და დათა გვერდით იყვნენ გასულები და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.გოგოები ისევ ერთად შეჯგუფებულებიყვნენ და ნინიას ამხნევებდნენ.მათ წინ ბიჭები ჩამომსხდარიყვნენ.დემეტრე დაჟინებით უყურებდა გვანცას და თვალს არ აშორებდა.გოგოც გრძნობდა ამას და მზერის სხვა რამეზე გადატანას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.მაინც მისკენ გარბოდა თვალები.
აუტანელ სიჩუმეს დაესადგურებინა.ნათელი შეეპარა ბნელ ცას..სიახლე ისევ არაფერი იყო,ხანდახან როგორ აუტანლად იწელება დრო,ხან კი როგორ უცებ გარბის...
ორად იყო გაყოფილი იმ ღამით უმცროსი სოფო გიგაური.წინ და უკან დარბოდა,ვერც ოჯახის წევრებს და ახლობლებს ტოვებდა და ვერც მის პირველ დამოუკიდებელ პაციენტს.იმედის გაცრუება არ უნდოდა იმ ხალხისთვის ვინც მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.პაციენტს წვეთოვანს ხშირას უცვლიდა და სასიცოცხლო მაჩვენებლებს აკონტროლებდა.ისე გაერთო აპარატების ყურებაში,რომ გამორჩა როგორ გაახილა ბიჭმა თვალები.
-ისევ თქვენ ხართ?-მოესმა ბოხი,ხრინწიანი ხმა,მძიმედ საუბრობდა.-ბედი დამცინის თუ თქვენ ვეღარ ვიგებ.
-გონს მოხვედით?როგორ ხართ??როგორ გრძნობ თავს?ხომ არაფერი გაწუხებს?-მასთან მიიჭრა გოგო და დაბნეული ამოძრავებდა ხელებს,ჯერ თავზე გადაუსვა, მერე მისი ხელი მოიქცია თავისაში.
-კი მაწუხებს-ისევ სერიოზული და მკაცრი იყო ბიჭი.გოგომ დაბნეულმა შეხედა ჯერ მას,მერე აპარატებს და წვეთოვნებს,რომ დარწმუნდა ყველაფერი წესრიგში იყო, ბოლოს პულსი შეუმოწმა,მაგრამ ბიჭმა უკან გამოსტაცა ხელი და უხეშად მიმართა.
-შეეშვი მაგ ყველაფერს,წესრიგშია,შენ მაწუხებ უბრალოდ.
-მეე?ვერ მიგიხვდით?რამე გატკინეთ?რამე არასწორად გავაკეთე?მართლა ვერ ვხვდები.
-კი,მატკინეთ,გული მატკინეთ საშინლად,-ბიჭმა მკლავზე დაქაჩა და თავისთან ახლოს მიიყვვანა.
-ვერაფერი გავიგე..მართლა დავიბენი...-ბავშვურად აფახულებდა თვალებს სოფო.
-გიგაური რომ ხარ ეს მტკივა,ბინძური სისხლი რომ გაქვს და მაინც შენ მოგიწია ჩემი გადარჩენა ეგ მტკივა,შენთვის აჯობებდა ასე არ მოქცეულიყავი,ან სხვისთვის ჩაგებარებინა ჩემი თავი ან სიკვდილის უფლება მოგეცა.რადგან ეს შეიძლება ერთ დროს ძალიან ინანო,-ზიზღით გამოსცრა კბილებში,გოგომაც კარგად შეამჩნია ეს და ვერაფერი უთხრა,ვერც ვერაფერი გააკეთა,სამაგიეროდ მეტრეველმა კარგად დაინახა მის თვალებში აკიაფებული ცრემლები,რომელსაც სიამაყის გამო არ აძლევდა უფლებას დაეტოვებინა თვალები და ლოყებზე მდინარესავით დაშვებულიყო.
-ეტყობა ნარკოზის ბრალია,-გამოსტაცა ხელი და უკან დაიხია.
-მშვენივრად ვგრძნობ თავს,ნარკოზი არაფერ შუაშია,საღ გობებაზე ვარ.შენ და შენი დაწყევლილი გვარი ხართ ყველაფერში დამნაშავე,თქვენ..მხოლოდ თქვენ..ნელ-ნელა მიწყნარდა მისი ხმა და ბოლოს საერთოდ ჩაეძინა.
გაურკვევლობამ მოიცვა სოფოს გონება,რა უნდა დაეშავებინა ბიჭისთვის მას ან მისი გვარის წარმომადგენლებს,რომ ასე სძულდა ისინი.ან საერთოდ საიდან იცნობდა და რა კავშირი ჰქონდათ მათ?დასკვნა რომ ვერ გამოიტანა,იფიქრა ბიჭს რაღაცა აერია და ნარკოზის ზემოქმედების ქვეშააო და აღარ გადაიტვირთა გონება ამაზე ფიქრით.ახლა სხვა ვინმე უფრო ადარდებდა...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

საზიზღარი სესილი. ეგ არაქალი, რამხელა ბოროტება ჰქონია გულში. შვილიც კი გააბოროტა. მიყვარს ეს ისტორია მრავალფეროვანი პერსონაჟებით

 


№2  offline წევრი katiusha

სტუმარი ქეთი
საზიზღარი სესილი. ეგ არაქალი, რამხელა ბოროტება ჰქონია გულში. შვილიც კი გააბოროტა. მიყვარს ეს ისტორია მრავალფეროვანი პერსონაჟებით

მადლობა ჩემო კარგო რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent