სიყვარული ჩვენს ქუჩაზეც მოდის (თავი მეოთხე)
მას შემდეგ , რაც სანდრა საავადმყოფოდან დაბრუნდა ოთახში ჩაიკეტა და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ, როგორ დალაპარაკებოდა დედამის წარსულის ამბებზე, რომლებიც სანდროს დედასთან აკავშირებდა. როგორც კი დედამისის მანქანის ხმა გაიგონა სასტუმრო ოთახში გავიდა შესაგებებლად. ცდილობდა მღელვარება დაეფარა და რაც შეიძლება ბუნებრივად მოქცეულიყო, მაგრამ მაინც ეტყობოდა , რომ რაღაც აფორიაქებდა. -სანდრა, შვილო როგორ ხარ, როგორ ჩაიარა დღემ? -დედა იცი, რაღაცაზე უნდა გელაპარაკო. -რამე მოხდა? -დედა უბრალოდ დაჯექი და მომისმინე. -კარგი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. -საიდან იცნობ მარიამ შანშიაშვილს? ლილი გაფითრდა, ააღელვა შვილის მიერ ნახსენებმა სახელმა და გვარმა. -რა გამომძიებელივით მელაპარაკები შვილო. -მიპასუხე დედა , სიმართლე მითხარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე. -რატომაა საჭირო იმის ცოდნა თუ ვინ არის ვიღაც მარიამი? -დედა, მე ვაპირებდი შენთვის და მამასთვის მეთქვა, რომ შეყვარებული მყავს, მარიამი სწორედ სანდროს დედაა და მე აუცილებლად უნდა ვიცოდე რა მოხდა წარსულში ისეთი, რომ ის ქალი ჩემი სახის დაახვაზე შოკში ჩავარდა, რდგან შენი თავი მოვაგონე. -შეყვარებული გყავს, და ჩვენ აქამდე არაფერი გვითხარი? -დედა ლაპარაკი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს, ჯერ პასუხი დასმულ კითხვაზე გამეცი. -კარგი გეტყვი რაც იყო წარსულში, ისე კი იცოდე, რომ თუ მომხდარს ვინმე დამნაშავე მაინც ჰყავს, ეს მე ნამდვილად არ ვარ. -მე და გიორგი შანშიაშვილი, იმ შენი სანდროს მამა სკოლიდან ვმეგობრობდით, ჩვენი ოჯახებიც მეგობრები იყვნენ ერთ დღესაც მივხვდით, რომ უბრალოდ მეგობრები კი არ ვიყავით, მეტი რამ გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ეს სიყვარული იყო. მაშინ, როცა მესამე პირი ერთვება სიყვარულში, იქ ყველაფერი რთულდება, ჩვენს შემთხვევასიც იგივე მოხდა, მარიამს თავიდანვე უყვარდა გიორგი, და ეს ვიცოდი, გიორგიც ხვდებოდა ამას მაგრამ ცდილობდა თვალი დაეხუჭა. როცა ჩემი და გიორგის სიყვარულის ამბავი გახმაურდა, მარიამმა სცადა, მისმა ოჯახმა მიზეზი, რომ გაიგეს გიორგის მიადგნენ სახლში და მის მშობლებს ახსნა დაუწყეს , რატომ უნდა შეერთო მათ შვილს მარიამი. გიორგის ეცოდებოდა, საბრალო გოგო, რომელმაც მის გამო თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა მაინც არ სურდა. სხვა აზრზე იყო მისი ოჯახი, ისინი გიორგის აიძულებდნენ მარიამი შეერთო. როცა მარი გამოკეთდა და ერთხელაც უნივერსიტეტის შენობაში ერთმანეთს გადავეყარეთ, იგი გაბრაზებული მომვარდა და თმებში მწვდა, რა სიტყვებს არ მიწოდებდა, მთელი უნივერსიტეტის წინაშე. მე თავდაცვის მიზნით, მის მოშორებას ვცდილობდი და ამ დროს კიბეებიდან გადაყირავდა, თავი კიბის კიდეზე დაარტყა და ამჯერად, მისი მდგომარეობა უარესი იყო, მე სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო, მაგრამ იმან ვინც ასე მიყვარდა ზურგი მაქცია, მიმატოვა,მან მარის დაუჯერა და არა მე. მეც გიორგის უგულობა დამეხმარა მალე დამევიწყებინა წარსული. შემდეგ მამაშენი გავიცანი, მან შეძლო და თავი შემაყვარა, ეგ ისტორია კი დიდი ხანია რაც წარსულს მივაბარე. სანდრა ატირდა, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, დედამ დაამშვიდა, როგორც პატარა გოგონა, ამ დროს კი ლილი თვითონ უარეს დღეში იყო, უბრალოდ არაფერს ამბობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.