სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მეორე ნაწილი თავი 2.
-ბექა უნდა დაგელაპარაკო. -რა მოხდა,რა სახე გაქვს ანა ავად ხარ? -ავად შენ ხარ,მომისმინე რაღაც მოვიფიქრე. -რა მოიფიქრე,თქვი ჩქარა გულს ნუ მიწურავ სანამ იტყვი რამეს ანა.ბექა მსუბუქად გაუჯავრდა ანას. -ბექა ურთიერთობები ხან ირევა, ხან ლაგდება, ხან ვჩხუბობთ, მერე ისევ ვრიგდებით, მაგრამ ნამდვლი მეგობრები ხომ ერთმანეთის სულის ნაწილი არის.ხომ მეთანხმები საყვარელო,ჰა გისმენ. -კი ასეა,როგორც მივხვდი შენი შესავალით გიორგიზე უნდა დამელაპარაკო? -მართალია,სულ გიორგიზე ვფიქრობ. -მეც,მეც მასზე ვფიქრობ სულ და ხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა. -ასეა,ეკალმა ისე მწარედ გაკაწრა აღარ უნდა საერთოდ ვარდს შეხედოს.ამიტომ ვიფიქრე და დავრწმუნდი,მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული გიორგი გაუღებს თუ არა კარს ახალ ცხოვრებას, ახალ ოცნებებს და შესაძლებლობებს.ეს ბოლო პერიოდი ასე მგონია,სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს და ჩვენც ტაატით მივყვებით მას ფეხ და ფეხ. რა თქმა უნდა მარიამის უეცარმა წასვლამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ყოველ ღამით ძილის წინ ტრადიციად მექცა მასზე ვიფიქრი. -მერე რას ფიქრობ,ანა თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული ეს უნდა იყოს რაღაც სერიოზული რომ გამართლება ჰქონდეს შენს ჩანაფიქრს. -მოდი ალექსანდრეს დავურეკოთ და მასთან ერთად დავილაპარაკოთ,ჩემებიც ძალიან განიცდიან გიორგის ბედს. -ვიცი ანა ვიცი,ძიამ მელაპარაკა რომ ძალიან გაუხარდება თუ გიორგი პირად ცხოვრებას უფრო მეტ დროს დაუთმობს.მომწონს შენი აზრი,მიდი დაურეკე ალექსანდრეს და თბილიში რომ ჩამოვა გვნახოს.ანა ძალიან გაახარა ბექას მხარდაჭერამ და ალექსანდრეს დაურეკა. -გისმენ ანა. -ალექსანდრე როგორ ხარ ჩემო ბულკო ძმაო. -ანა თქვი რა გინდა,რაღაც გაქვს ჩაფიქრებული გიცნობ კარგად,როცა მეფერები ან რაღაც უნდა მთხოვო ან რაღაც უნდა მომატყუილო.რომელი გაქვს ჩაფიქრებული ამ ორიდან,გისმენ ტვინით ავადმყოფო. -ტვინით ავადმყოფი შენ ხარ,მართლა საქმე მაქვს.-ალექსანდრე ვინ არის,ვის ეჩურჩულები.მოესმა ანას თამარის ხმა. -დედა შენი შეშლილი და ჯერ კიდევ დაუშუშებელი მულიშვილია,რაღაც საქმე მაქვსო და არ მეუბნება რა.თამარს გაეცინა და ალექსის უთხრა. -ორმოც წელს გადაცილდა და ჭკუა ისევ ვერ ისწავლა,როგორ გიძლებს ის საწყალი ბიჭი,როგორ. -ხედავ თამრო ბიცოლას როგორ ვეცოდები შენს ხელში? თავი მოისაწყლა ბექამ და ანამ ქოქოლა დააყარა ალექსანდრეს რაზედაც გულიანი სიცილის ხმა შემოესმა. -როდის ჩამოხვალ,მართლა აუცილებელი საქმე გვაქვს. -ვის და ვის უნდა ჩემთან შეხვედრა? -მე და ბექას. -ჯერ კიდევ კარგად მახსოვს,შეშინებულმა რომ დამირეკე და ჩამითრიეთ თქვენს გეგმებში გიორგის და მარიამის მოსატყუებლად.ახლა ვინ გყავს გეგმაში,ვისი გაბედნიერება გადაწყვიტე მეც რომ მაძლევ დიდ როლს? -რაც არ უნდა გაგიკვირდეს,ამჯერადაც გიორგის. -გიორგის? გაუკვირდა ალექსანდრეს და უცებ დასერიოზულდა. -საკმარისია ალექს 25 წელი გავიდა,დროა პირად ცხოვრებას მიხედოს.ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ვინმე გავაცნოთ,იმედი მაქვს გული არავის არ დაწყდებვა თუ გიორგის ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდება და ის ვიღაც მარიამის ადგილს დაიჭერს. -არა,ანა რას ამბობ პირიქით ეს ჩვენი ყველას სიხარულია. -მაშინ შენი დახმარების იმედი უნდა მქონდეს. -ეჭვი გეპარება? ანა მე თბილიში ვარ, დედა მყავდა ექიმთან,ტაქსით გაუშვებ სახლში და მოვალ თქვენთან. -ბიცოლას რა დაემართა. -სერიოზული არაფერია,ცოტა გულის ფრიალი ჰქონდა. -გული აწუხებს? -არა,ორსულობის სიპტომები ჰქონდა,მაგრამ გადავრჩი ამ სიბერეში გამყოფი ნამდვილად არ მინდოდა. -ახლა მე ვარ კიდე ტვინით ავადმყოფი? გაეცინა ანას. -დრო ისეთი მოვიდა,ყველა ავადაა დღეს ანიჩკა. -ენას ამოგაძრობ.გაუბრაზდა ანა. -ცოტა ხანში დაგირეკავ,კომპანიაში რომ წამოვალ.ალექსიმ ტელეფონი გაუთიშა და თამრო ტაქსით გაამგზავრა სახლში,შემობრინდა და ისევ ანას დაურეკა. -ისე სახლში რომ მიხვიდე არ გინდა? ჩვენც გამოვალთ უკვე.უთხრა უცებ ანამ მაგრამ ანას ალექსის გახშირებული სუნთქვა შემოესმა და ანას მოეჩვენა,რომ ალექსანდრე რაღაცამ აანერვიულა. -ალექს სად ხარ,რატომ გაჩუმდი.ბექა ფეხზე წამოდგა და ანას წინ დადგა,რადგან ანას სახე შეეცვალა და ტელეფონში სასოწარკვეთილი დასჩერებოდა. -რა მოხდა,არ ესმის? -ესმის,მაგრამ ხმას არ იღებს. -ანა გესმის ჩემი? -მესმის,რა გჭირს. -ანა დავინახე,ანა მე ის დავინახე. -ვინ,ვინ დაინახე ალექს ნუ მანერვიულებ გული მაქვს უკვე ცუდად. -ანა მე,მე მარიამი დავინახე. -რა სისულელეა ალექს ალბად მიამსგავსე ვინმეს. -დამიჯერე მარიამი დავინახე,სულ არ არის შეცვლილი ის ისევ ის მარიამია ანა როგორიც გვახსოვს. -ალექს დაეცი და თავი დაარტყი? რა გჭირს,სად ხარ მოვალ. -ანა დაგირეკავ,უკან უნდა გავყვე. -მითხარი სად ხარ და მოვალ,მეც წამოვალ.ალექს.................ალექსანდრემ ტელეფონი გაუთიშა და ანაც შეშლილი სახით იდგა და ბექას უცქერდა არეული თვალებით. -გამარკვიე რა მოხდა ანა. -ეს შეუძლებელია,ბექა მითხარი რომ შეუძლებელია. -რა არის შეუძლებელი,რა არ გჯერა. -მარიამი,მარიამი დავინახეო მითხრა. -ჩამოვიდნენ? გიორგის რომ არაფერი არ უთქვამს? ან რა არის აქ შეუძლებელი და დაუჯერებელი. -ბექა გამოფხიზლდი,ალექსამ მარიამი დავინახეო,ჩვენი მარიამი. -როგორ? ეს ხომ მართლაც შეუძლებელია ანა.დაურეკე და გაიგე სად არის,ახლავეს წავიდეთ. -დაგირეკავო მითხრა და დამირეკავს ალბად მალე თორემ ალბად სადაცაა გავაფრენ.რამდენიმე წუთი რამდენიმე საათად გადაიქცა და ალექსმაც დარეკა რომელსაც ანამ შეშლილი ხმით ჩასძახა. -ახლავეს უნდა გნახო,სად ხარ მითხარი. -სასწრაფოდ უნდა გნახოთ,ახლავეს. -მოვდივართ,კომპანიასთან რომ კაფე არის იქ მიდი.ანამ ბექას შეხედა და ბექამ უთხრა. -უნდა წავიდეთ. -ახლავეს,ბექა ალექსი გველოდება,მაგრამ გიორგიმ არ უნდა გაიგოს ამ შეხვედრის შესახებ. -არ ვიცი რა ხდება,მაგრამ თუ არ მომეწონა შენი გეგმა მე არ ჩავერევი,ეს აქედანვე იცოდე. -ბექა რას მეუბნები,ალექსიმ მარიამი დაინახა ცოცხალი და ხორცშესხმული.უთხრა ცრემლმორეულმა და კაბინეტიდან ისე გავიდა აღარაფერი არ უთქვამს,ჩანთა აიღო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა კომპანია.ეგონა მარტო მიდიოდა,მაგრამ ბექა გაოცებული და გაკვირვებული მიყვებოდა უკან.კაფესთან მისული მხარზე შეეხო ბექამ და უთხრა. -გამაგრდი,რაც არ უნდა იყოს ერთად გადავიტანთ ისე როგორც აქამდე. -იქნებ მართლა ცოცხალია? შეხედა ბექას ანამ და ცრემლიც დაედინა სახეზე. -ჯერ გავიგოთ რას გვეტყვის,ძლიერი უნდა იყო ანა.შემომხედე,შენ შეძლებ შენში სიძლიერე მოიპოვო და შემდეგ ერთად ვიმოქმედოთ.შევიდნენ კაფეში და ორივე ალექსის წინ დაჯდა,რომელიც ხმას არ იღებდა და არც ღიმილით შეხვდა საყვარელ ხალხს ისე როგორც ძველად.ბექამ შეხედა და უთხრა. -პირდაპირ თქვი ალექს რაც ხდება. -ამ ფოტოს შეხედეთ.ანამ ტელეფონი გამოართვა და ფოტოზე მომღიმარ გოგონას დააკვირდა. -ღმერთო ჩემო, მართლა როგორ ჰგავს.ტელეფონი ბექას გაუწოდა და მანაც გაოცებულმა უთხრა ალექსანდრეს. -ალექს ვინ არის ეს გოგო,ეს ხომ მარიამის ორეულია. -არ ვიცი ვინ არის,შემთხვევით ვნახე და უკან გავყევი.რამდენიმე მაღაზიაში შევიდა სამუშაოს ეძებს და გამოველაპარაკე,არ ვიცი რატომ გავაკეთე,მაგრამ ნომერი გამოვართვი და დახმარებას დავპირდი. -დაგთანხმდა? -ჯერ გაუკვირდა,მაგრამ შემდეგ დამთანხმდა.ბექა ფოტოს დასჩერებოდა და დაფიქრებულმა თქვა. -ამ ფოტოს გიორგის ვერ ვაჩვენებთ,დამხმარე სჭირდება სახლში და ეს გოგო რომ იქ გავუშვა მეშინია გულის შეტევა არ დაემართოს. -როგორმე უნდა ვუთხრათ.თქვა ანამ. -არ ვიცი როგორ,მე ვერ ვეტყვი. -ალექს შენ ეტყვი,შენ აუხსნი და შენ რომ მშვიდად დაელაპარაკები ისიც მოთოკავს თავის თავს.უეცრად ბექამ ანას შეხედა და შეეშინდა,ხელზე დაადო ხელი და კითხა. -რა გჭირს,ანა რა დაგემართა. -ვგრძნობ,რომ ვიყინები ბექა. -გაუძელი,გთხოვ გაუძელი ვიცი,განა არ ვიცი რომ რთულია ეს ყველაფერი? -ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა,სამსახურში მოვდივარ და ვგრძნობ რომ ვარსებობ.შენს შეხედვას ვნატრობ,რომ უფრო მეტი ენერგიით შევივსო.ყველაფერი სწორად არის ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ ყინულია,ყინულის ბურთულა რომელიც არა და არ გალღვა.ამ დიდ ყინულის ბურთს კი გიორგი ჰქვია და მეშინია,მეშინია რომ ისევ არ დაბრუნდეს იმ ძლიერ დეპრესიაში როგორც ადრე იყო და თვეები დამჭირდა მისი მობრუნებისთვის. -მარტო შენ ვერ შეძლებ გაუმკლავდე ტკივილს ანა და რატომ ვართ მე და ალექსი აქ,იმიტომ რომ ყველამ ერთმანეთს დავეხმაროთ და აქ შიში არ გვჭირდება,გვჭირდება შენი გვერდში დგომა რომ სამივემ ერთად შევიკრიბოთ და არ მივსცეთ საშუალება გიორგის ეს ჭრილობა ისევ გაეხსნას. -მე მზად ვარ, გიორგის თავად დაველაპარაკო დღევანდელი უცნაური შეხვედრის შესახებ. -ძალიან კარგი იდეაა,ჩვენც იქ ვიქნებით და ძალას მოგცემთ,მარტო არ დაგტოვებთ ალექს. -მეზიზღება ზოგჯერ სამყარო,ჩემს გარშემო შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.არ მინდა ვიგრძნო ისევ ის ტკივილი,ისევ ის სევდა,კვნესა, ტანჯვა და წამება.არავის შეუძლია გაიგოს თუ რა ცეცხლი ტრიალებს ჩემს გულში,მაგრამ მზად ვარ გიორგის გამო ეს გავაკეთო.ბევრჯერ მიცდია ყველასთვის კარგი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაოდ. ყოველთვის, როდესაც ცუდად ვიყავი, როდესაც ასე ძალიან მჭირდებოდა მეგობრების გვერდში დგომა, პრობლემის წინაშე მეგონა მარტო ვიდექი და ვტიროდი, მაგრამ უეცრად არც ვიცი როგორ გიორგი გამოჩნდებოდა და ჩემს გვერდით იდგა მანამ,სანამ ყველაფერი კარგ სახეს არ მიიღებდა.დადგა ჩემი დრო,რომ მეც გავაკეთო რაღაც მისთვის. ალექსისთვის ძალიან რთული იყო იმ ადამიანის პირისპირ დგომა,რომელიც მის გარდაცვლილ დას ჰგავდა,ისე როგორც მისი ტყუპის ცალი.დაიბნა,აირია და სულ გაითიშა.გოგონას შეეშინდა და ხელი შეაშველა ცუდად მყოფ ადამიანს. -ცუდად ხართ? ალექსმა თვალებში ჩააშტერდა და ვერ გაუძლო იმ თვალების სიშავეს,ვერ გაუძლო იმ თვალებს რომლებიც წლებია აღარ ანათებს და საოცარი მონატრების გრძნობა გაუჩნდა.ცრემლი მოერია,თვალები მაგრად დახუჭა და გაიფიქრა,რომ გავახელ თვალს სხვაგან აღმოვჩნდებიო,მაგრამ გოგონა ისევ იქ იდგა და გაოცებული უცქერდა მის წინ მყოფ მამაკაცს.ალექსიმ თვალი გაახილა და ძლივს გასაგონად დაიხავლა. -წყალი,გთხოვ წყალი თუ შეიძლება,უთხრა გაჭირვებით და ხელით ხეს მიეყრდნო. -წყალს მოვიტან,ხელი რომ გაგიშვათ შეძლებთ ფეხზე დგომას? -კი,კი შევძლებ. -ახლავეს მოვალ.გოგონამ ნელა-ნელა შეუშვა ხელი და გაიქცა, წყალი მოუტანა ალექსის და მიაწოდა,ალექსმა სული მოითქვა და გოგონას შეხედა. -უკეთ გრძნობთ თავს? -შეგაწუხეთ,გულის პრობლემები მაქვს და უეცრად სუნთქვა შემეკრა.მე ალექსანდრე ვარ. -მე ლილიანა ვარ ლილუაშვილი. -ლილიანა რამდენი წლის ხარ თუ საიდუმლო არ არის.ლილიანამ გაოცებულმა შეხედა, ალექსის ჩაეღიმა და უთხრა. -არაფერი არ იფიქრო ცუდად,დაოჯახებული ვარ და პატარას ველოდები სულ მალე.ლილიანასაც გაეცინა და უთხრა. -35 წლის ვარ,ასაკი შემატყვე და იმიტომ შემეკითხე? -ცუდია ხო როცა ასაკი გეტყობა,ნაოჭებმა გაგცა.ისე მე უფრო მეტის მეგონე 45 წლამდე.ლილიანამ თვალებ გაფართოვებულმა შეხედა ალექს და მის შეკავებულ ღიმილს თვალი რომ შეასწრო ცოტა გაბედულად უთხრა. -55 წლის რომ გამოგეყვანე დაგიჯერებდი იცი ასაკის გამოცნობათქო,მაგრამ ახლა აშკარად მატყუილებ. -ლილიანა ეშმაკი გოგო ხარ შენ,მიმიხვდი ხუმრობას.ეს ჩემი ნომერია,თუ დაგჭირდეს დახმარება დამირეკე. -სიმართლე გითხრა,არ გიცნობთ მაგრამ სამსახურს კი ვეძებ.ალექსი დაფიქრდა და ლილიანას ისევ თვალებში ჩააშტერდა,აბნევდა ლილანას თვალები და გაუბედავად უთხრა. -სისულელეა რომ გეკითხები,მაგრამ ოჯახში იმუშავებ? მზარეულობა გეხერხება? ლილიანას გაეცინა და უთხრა. -რა თქმა უნდა მეხერხება. -რაღაც მოვიფიქრე და დარწმუნებით ვერ დაგაიმედებ,მაგრამ ნაწილობრივ იმედი რომ მოგცე გეტვი,უკვე სამსახური გაქვს, მხოლოს დამელოდე ორი-სამი დღე და დაგირეკავ. -სადაც მივედი ყველგან დამელოდე მითხრეს ან დაგირეკავთ უახლოეს დღეებში,მათთან ერთად თქვენს ზარსაც დაველოდები ალექსანდრე.ალექსმა ყველაფერი მოუყვა ანას და ბექას და უეცრად ბექამ თქვა. -რუსო,რუსოს დაველაპარაკოთ ჯერ. -წავედით,რუსო გვეტყვის როგორ მოვიქცეთ.სამივე წავიდა რუსოსთან,რუსოსაც ძალიან გაუხარდა სამივეს დანახვა დატრიალდა და მაგიდის გაწყობა დაიწყო,მაგრამ ბექამ ხელი მოკიდა და მის გვერდით დაისვა,შემდეგ კი ალექსის ტელეფონი თხოვა და ფოტო აჩვენა. -მარიამი? ეს ხომ მარიამია,ჩემი მარიამი ბექა. -არა,რუსო ეს ლილიანაა,ლილიანა ლილუაშვილი და დღეს ალექსმა შემთხვევით ნახა,გაიცნო და გაარკვია რომ სამსახურს ეძებს.ვიფიქრეთ,რომ.................. -გიორგიმ გადაწყვიტა დამხმარე აიყვანოს ოჯახში და გინდათ აქ მოიყვანოთ,რადგან გიორგიმ............... -რადგან გიორგიმ მარტოობის წლები შორს მოისროლოს რუსო და დროა უკვე პირად ცხოვრებას მიხედოს.რუსოს საუბარი ანამ დაასრულა. -მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის,რომ აქ ერთი და დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ. -ვიცი უკვე ალექს ეს პრობლემაც,ეს ფოტო თუ მარიამის ფოტო არ არის,მაშინ ეს ლილიანა მარიანას ორეულია და ეს კი არ ვიცით როგორ ვუთხრათ გიორგის. -სწორია და ამიტომ მოვედით შენთან,რომ გვითხრა, რუსო რა ვქნათ? -მე ვფიქრობ,სიმართლის თქმა სჯობს და ეს მხოლოდ შენ უნდა გააკეთო ალექს,გიორგის სიმართლე შენ უნდა უთხრა. და კიდევ,ეს მარიამმაც უნდა გაიგოს,ვნახოთ და მოვუსმინოთ რას იტყვის მარიამი.მე დარწმუნებული ვარ,მარიამს ძალიან უნდა გიორგი ბედნიერი იყოს.მას არა ერთხელ უთქვამს მისთვის,რომ რაიმე შეეცვალა მის პირადულში,მაგრამ გიორგი ყოველთვის უარყოფდა მის თხოვნას. -მეც ასე ვფიქრობ რუსო დეიდა,მე და ბექა წავალთ გიორგისთან. -წადით,ანა შენ აქ იყავი და ერთად მოვალთ სამივე. -ვიცი რომ რთული საუბარი გელოდებათ წინ,მაგრამ ტყუილის მოფიქრებას და მასზე დაყრდნობას უკეთესია სიმართლე ვთქვათ.თქვა რუსომ და სამივეს გაუღიმა. -რუსო მოდი გემრიელი ვახშამი მოვამზადოთ,არ ვიცით გიორგის როგორი რეაქცია ექნება,მაგრამ მაინც. -გავაკეთოთ შვილო.უთხრა რუსომ და ორივე სამზარეულოში გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.