უნებლიე შეცდომა (17 თავი)
-16 წლამდე დედისერთა ვიყავი, ამაყი, ეგოისტი, თავნება, შემდეგ დედას ტყუპები გაუჩნდა, გოგო და ბიჭი. თავიდან სიმართლე რომ გითხრა ვეჭვინობდი, მაგრამ როგორც კი ხელში დავიჭირე, ვეღარ გამომართვეს, მე ვზრდიდი, პამპერსსაც მე ვუცვლიდი, ვბანდი, ვაჭმევდი. ორი წელი რომ შეუსრულდათ ბაღში წავიდნენ და მეც მხოლოდ რამდენიმე საათით ვნახულობდი საღამოს, თავისუფალ დროს ახალ ძმაკაცებთან ერთად ვატარებდი, არც მანამდე გამოვირჩეოდი დიდი კანონმორჩილებით, მაგრამ მერე სულ ავუშვი, არ დამავიწყდება მისაბაძი მამაჩემის სახე პირველად რომ გამომიყვანა პოლიციის შენობიდან, შემდეგ კი რადგან ერთხელ უკვე გაცრუებული მქონდა ოჯახისთვის იმედი აღარ მოვრიდებივარ. ერთ ასეთ საღამოს მოსაწევით გათიშულმა გავიცანი სესილი, 18 წლის ღლაპს თავბრუ დამახვია, 7 წლით უფროსია ჩემზე, ისეთი სექსუალური ჩაცმულობა, ტანი და მანერები ქონდა მეტი რა მინდოდა, მალევე ვიფიქრე გაგიჟებით მიყვარსთქო და შეხვედრები დავიწყეთ, ოჯახს ნელნელა მაშორებდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, ტყუპებს უკვე კვირაში რამდენჯერმე ვხედავდი და მონატრებულები არ მცილდებოდნენ. 19ის ვიყავი ცოლად რომ მოვიყვანე, ოჯახმა ჩემზე უარი თქვ და მის ბინაში დავიწყეთ ცხოვრება, არცერთი ვმუშაობდით, მაგრამ ფული სულ გვქონდა, შემოსავლის წყარო მალე გავიგე რაც იყო_მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგიმ და წინ წყნარად მჯდომ ნათიას ახედა. -ნარკოტიკი_მაშინვე მიხვდა გოგოც და თავბრუს ხვევა რომ შეეჩერებინა თვალები დახუჭა. -იმდენად ვყავდი დაბრმავებული გული გამისკდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, თუ რამეს თქმას დავიწყებდი გაჩუმების საოცარი ხერხები ქონდა, სექ*ი. ერთ წელიწადში მეც გამასინჯა, თითონ უკვე კარგა ხანი იყო მომხმარებელი რაც იყო და მეც ჩამითრია, ასე ვითომ სიამტკბილობაში ორი წელი გავიდა და სიმართლე მთელი ძალით დამეჯახა. ერთ საღამოს, სახლში მისულს სახლი ცარიელი დამხვდა, კარადა გამოსუფთავებული, არანაირი ბარათი, მივხვდი სესილიმ მიმატოვა, გავგიჟდი, ყველგან ვეძებდი, მაგრამ არცერთმა ნაცნობმა არაფერი იცოდა. რამდენიმე დღეში საშინელი მთვრალი ვიყავი ვიღაც სამი ახმახი რომ მომადგა, სესილის ეძებდნენ, მცემეს, ლამის სიკვდილამდე მიმიყვანეს და ძლივს დავაჯერე რომ არ ვიცოდი. გასვლის წინ ერთმა სიცილით გადმომხედა, იცი მისთვის მერამდენე ხარო? ამითი მივხვდი ყველაფერს, კაცებზე თხოვდებოდა და მისი ვალის გადახდა მათ უწევდათ, ჩემთან არ გამოუვიდათ, 21 წლის უმუშევარს ერთი თეთრიც არ მქონდა, არც ის ბინა იყო ჩემს სახელზე. ათასჯერ მოსულ მუქარას უგულოდ ვაქცევდი ზურგს რას მიზამენ ფეხებიც ვერ მომ*ამონთქო, თურმე რა მეგონა_სიმწრით გაეღიმა გოგის და გაშეშებულ ნათიას გადმოხედა, კაცს ოჯახი არასდროს უხსენებია და გუმანით ხვდებოდა რასაც მოისმენდა. -მეორე დღეს ნაბახუსევიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა, პატრულის თანამშრომელი მშობლების სახლში მიბარებდა. ლოთი და ნარკომანი ისე გამოვიყურებოდი ირგვლივ ყველას ვაშინებდი, მაგრამ მე არავინ მიყურებდა იქ ისეთები დამხვდა. დედაჩემის სხელი შესასვლელშივე იყო, ეტყობა კარის გაღებისთანავე დაჭრეს, სიკვდილამდე გაუპატიურებაც მოასწრეს, ჩემი ტყუპები კი საკუთარ საწოლში ვიპოვე ერთმანეთზე ჩახვეულები, ყოველთვის ასე იცოდნენ, როცა ეშინოდათ ერთმანეთით წყნარდებოდნენ_მოწოლილი ცრემლები ვეღარ შეაჩერა გოგიმ და გახევებულ გოგოს ზურგი აქცია. ნათიას ქვითინი დაჩიმაც გაიგონა და მიხვდა კაცი სიმართლეს ყვებოდა. -მამაჩემს პატარა ბიზნესი ქონდა, რამდენიმე მაღაზია და ვეტ-აფთიაქი და იმ დროს თბილისში იყო ახალი ტავარის ჩამოსატანად, იცი უკან მიმიღო, ვხვდებოდი თავიდან როგორ უჭირდა, მაგრამ ჩემი თთოეული ლომკის დროს მეხვეოდა, ყოველ წუთს მიმეორებდა, რომ მათი ხათრით შევძლებდით, ბოლოს მიხვდა იქ არაფერი გამოგვივიდოდა და სახლი გაყიდა, საკმაოდ კარგი საკუჯთარი სახლი გვქონდა, იმ ფულით შედარებით პატარა ბინა იყიდა და იქ გადავიდა, დანარჩენით უკრაინაშ გამიშვა სამკურნალო ცენტრში. ყოველთვის, როცა ჩემი ორგანიზმი ნარკოტიკს მთხოვდა, ჩემ პატარებს ვიხსენებდი და სურვილიც კი მიქრებოდა. გამოჯანმრთელებულმა მუშად დავიწყე მუშაობა, ყველგან ყველაზე ბინძურ და შრომატევად საქმეს ვაკეთებდი, ყველგან ვმუშაობდი სადაც შემეძლო, ბოლოს მამა მიხვდა და ყვირილი დამიწყო გეყოს თავის დასჯაო, აღარ დამტოვა იქ და აქ ჩამომიყვანა, აქ კი რა ბიზნესიც წამოვიწყინე შენც იცი. პატარა გიორგი უკრაინაშივე დავასამარე და ცხოვრება როგორც გოგიმ ისე დავიწყე. -ეს არ არის პასუხი კითხვაზე რატომ მიმატოვე_ტირილისგან დაოსებულმა ძლივს ამოთქვა ნათიამ. -კარგი, ბოლომდე მოგიყვები, გრიგოლი ერთ-ერთია იმ ხალხიდან, ვისგანაც სესილი ნარკოტიკს ყიდულობდა, უფროსი არა თორემ ცოცხალს არ დავტოვებდი, ისიც ერთ-ერთი კლიენტია, ოღონდ მსხვილი, ამიტომ გიშლიდი ლაშასთან ურთიერთობას, როცა ოთხივე წაგიყვანეს, ყველამ ვიცოდით, რომ რაც არუნდა დაგვებრუნებინა მათთვის ცოცხლებს არ გამოგიშვებდნენ, მაგიტომ იყვნენ გამტაცებლებიც უნიღბოდ, მოკვლას გიპირებდნენ, როდესაც გადარჩით და საავადმყოფოს ეზოში გიცდიდი, შეტყობინება მივიღე, დაბლოკილი ნომრიდან მწერდა ვიღაც, რომ „რამდენჯერ უნდა მოვკლა შენი საყვარელი ადამიანი რომ მიხვდე, რომ ქუთაისში შენი ადგილი არ არის“-ო. მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა, მე მას ხელს ვუშლიდი და შენი მოკვლა მისთვისაც არაფერი იქნებოდა, დავიცადე სანამ ექიმმა არ მითხრა გამოკეთდება და სიცოცხლეს არაფერი ემუქრებაო და წამოვედი, რამდენადაც არუნდა შემიძულო, მირჩევნია გძულდე, მაგრამ ცოცხალი იყო. სანამ მათი ორგანიზაცია ფეხზე დგას მე ვერ დავბრუნდები. -გეთანხმები, მეზიზღები, იმიტომ არა, რომ ნარკომანი იყავი და შენი ოჯახის სიკვდილში თავს იდანაშაულებ, მე გოგი შემიყვარდა მთელი გულით და არა გასაცოდავებული გიორგი, წარსული წარსულია და ის ყველას გვაქვს, თუნდაც ცუდი, იმიტომ მეზიზღები, რომ მხდალი, ლაჩარი ნაბი*ვარი აღმოჩნდი, მეც კი 25 წლის გოგოს უფრო მეტი გამბედაობა მაქვს და ცალი ფეხით კოჭლი მანამ არ მოვიცდი სანამ არ ვაზღვევინებ, შენ კი პატარა გოგოსავეთ ზიხარ და მოთქვამ, იმის ნაცვლად, რომ შურისძიება გწყუროდეს? -მთელი წლები მაგას ვცდილობდი სანამ მარტო ვიყავი, რატომ არ გესმის? ლაშას და გრიგოლს შორიდან ვუთვალთვალებდი და ასე ვცდილობდი მათზე გასვლას, მაგრამ ახლა მარტო არ ვარ გესმის? ახლა შენ მყავხარ და ცოცხლად მოვკვდები რამე რომ დაგემართოს. -ჩემი თავი მეზიზღება შენნაირი ლაჩარი რომ შემიყვარდა_იმედგაცრუებული ხმით ამოილაპარაკა ნათიამ და მუჭებით მოიწმინდა ცრემლები. -შეგიძლია აქედან გვიყურო შენს ნაცვლად ჩვენ როგორ ვიძიებთ შურს და ჩავძირავთ მათ ვითომ ძლიერ ორგანიზაციას. უფალმა შეგინდოს. რამდენადაც შეეძლო ისე სწრაფად აქცია ზურგი განადგურებულ კაცს და მომლოდინე დაჩისკენ წავიდა. რამდენიმე საათში დაღლილობა მომიზეზებული თავის ოთახში იწვა და მთელი გონებით ფიქრებში იყო ჩაძირული. დაჩის შეტყობინება მიიღო და მაშინვე წამოდგა. ძლივს ამოიცვა ჯინსი და ახლა უკვე განუყრელ ჯოხს სტაცა ხელი. -დედა გავდივარ, არ დამელოდო. -ნათია, მოდი შვილო ჯერ ჩემთან_სასტუმრო ოთახიდან გამოსძახა ქალმა. -დედა მეჩქარება, მერე იყოს რა. -მოდითქო_უჩვეულოდ მკაცრად დასჭექა მანანას ხმამ და ნათიამაც ავტომატურად გადადგა მისკენ ნაბიჯი. -მეტყვი ბოლოსდაბოლო რატომ დაჭრეს ჩემი 25 წლის ერთადერთი ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით, როცა უბრალო ასისტენტია სამშენებლო მასალების ჩამომტანი კომპანიის დირექტორის? -იმიტომ, რომ ერთ მეგობარს გამოძიებაში ვეხმარები. -რომელ მეგობარს? გამომძიებელი კიარა მეგობრები სულ არ გყავს, ან შენ რაში უნდა დაეხმარო ჰუმანიტარული ფაკულტეტი დაამთავრე. საიდან გაიცანი? -ჩემი უფროსიდან. -და შენი უფროსი რატომ აცნობს მის ასისტენტს თავის მეგობრებს? -იმიტომ, რომ ჩემი შეყვარებულია_მეხის გავარდნის მოლოდინში თვალები დაეხუჭა ნათიას. -ის... ის გოგი? შენი უფროსი გოგი? ის ხომ ათი წლით უფროსია შენზე? -ასაკი რა შუაშია_ამჯერად მართლა დაიბნა ნათია. -როგორ თუ რა შუაში ის იმხელა ჩამოყალიბებული 35 წლის კაცია, შენ კიდევ 25 წლის ღლაპი, რა შეყვარებული ნუ გადამრევ. -დედა, შემიყვარდა და ასაკი ყველაზე უკანასკნელია რაც ახლა გვაშორებს. არ დამელოდო შეიძლება დამაგვიანდეს_გაოცებული დედა დივანზე დატოვა და დაჩისკენ წავიდა. უკვე ყველა ადგილზე დახვდა და თითონაც მოწყვეტით ჩაეშვა დივანში, დაცემამ შეახსენა მტკივანი ფეხი. -ხო მშვიდობა გაქვს?_გაკვირვებულმა გადმოხედა დემნამ, პირველად ხედავდა უხასიათო ნათიას. -დედაჩემმა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი რა ნახევარი, ნუ გოგის მონაყოლს თუ კიდე გამოვაკლებ ნახევრის ნახევარი, ისე როგორ იზომება რაა ნახევარი და რა მთელი, მემგონი სხვადასხვა საზომი არსებობს შესაბამის სიტუაციაში, თორე ყველაფერს ერთი თვალით ხომ არ შეხედავ. -აი ეს უკვე ჩვენი გოგოა_სიცილით შეაწყვეტინა ლილიამ და გვერდულად მოეხვია გოგოს. -მოკლედ, რომ არ გაგვიგძელდეს, გამტაცებლებს მეტი ვერაფერი ვათქმევინეთ, ნათი შენი იმედი მაქ, ლაშასთან ახლოს იყავი, გეცოდინება სახლები სად აქვს. რომელიმეში უნდა იმალებოდეს. -ესეიგი, ვიცი რომ ქუთაისში ორი სახლი აქვთ, თბილისშიც ორი, ერთი პატარა ბინაო ბათუმშიო, მაგათი პატარა რომ ვიცი ალბათ მთელი სართული იქნება, ნეტა ჩემი ბინა რომ დაანახა მინიატურას უწოდებდა? -ნათია... -ხო, ანუ ბათუმში და ერთიც ბორჯომში. ესენი ვიცი. -კარგი, მისამართებს გავარკვევ და ახლავე დავაგზავნი ოპერატიულ ჯგუფებს, იქნებ რომელიმეში იყოს. -სურამის გამოგრჩათ, პირდაპირ ტყეში აქვს საკმაოდ დიდი ორსართულიანი სახლი და იმდენად იზოლირებული დიდად შესაძლებელია იქ იყოს_ნაცნობი ხმა მოესმათ კარებიდან და ყველამ იქეთ მიაბრუნა თავი. გაოცება ვერვინ დამალა ასეთი გოგის დანახვაზე. -მაპატიეთ ასე შეშინება არ მინდოდა_დაბნეულმა წვერზე ჩამოისვა ხელი და მონატრებულ ნათიას თვალი ვერ მოაცილა. -მიხარია შენი ნახვა მეგობარო_ხელი ღიმილით ჩამოართვა დაჩიმ და გადაეხვია. რამდენიმე წუთში საუბრის შემდეგ ნათია წასასვლელად მოემზადა. -აბა, ხვალამდე ხალხო, იმედია დედაჩემი შამფურზე არ შემწვავს, თორე ვეღარ გნახავთ, ისე გამაგებინეთ მერე როგორი ხორცი მექნება. თუმცა მე თუ ვიქენი შამფურზე როგორ გამაგებინებთ. ნუ როგორცაა, აბა ჰე._მაშინვე გაყვა გოგიც და სადარბაზოს გასასვლელთან დაეწია. -ნათი. -გისმენ. -მადლობა. -რისთვის? -გამოფხიზლებისთვის. -წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში გოგი_გაღიმებულმა ვერ მოითმინა ასე წასულიყო და გულს გაამარჯვებინა, ნაზად ჩამოუსვა ხელი მოზრდილ წვერზე და ლოყაზე მიეფერა -ამჯერად არაფერს შეუშინდე იცოდე, თორემ.... ამ.. თორემ არ ვიცი ალბათ გცემ, რამდენადაც შევძლებ, ღმერთო დამუქრებაც არ გამომდის_თავი გადაიქნია დანანებით და გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა. სახლში მისულს დედა ჩემოდნით დახვდა. -სოფელში მივდივართ. -რაა? მე არ მოვდივარ რატო დედა? მე ვრჩები. -ბებიაა ცუდად_დააბრეხვა მანანამ და ნათიაც მაშინვე წამოეგო. -ვაიმე, ისევ? კიდე გული? ექიმი მიგვყავს? კარგი წამო უცებ, ასე ჩემოდნით მე მიცდიდი? -ხო, ამწამს დავამთავრე და დარეკვას ვაპირებდი კიც მოხვედი. არეული ფიქრებით მივიდნენ სოფლამდე, მანანა გეგმებს აწყობდა რა როგორ გაეკეთებინა, ნათია მხოლოდ ბებოზე ღელავდა. გაკვირვებისგან თვალები გაუდიდდა ეზოში შესულს ჯამრთელი ბებო ფეხზე მდგომი რომ გამოეგება. -ჩემი გოგო მოსულა, რატომ არ დამირეკე ბებო თუ მოდიოდი_ქანდაკებასავით მდგომ შვილიშვილს მოეხვია და მაგრად აკოცა. -დედა, ეს რას ნიშნავს?_გამწარებული სახით მიუბრუნდა მანანას. -რას და სანამ ჭკუაზე არ მოხვალ აქ იქნები, გასაგებია? ჩანთა მომეცი_ძალით წაგლიჯა შვილს გადაკიდებული ჩანთა და იქედან მობილური და საფულე ამოაცალა -ახლა ვეღარც გამეპარები და ვერც შენს სატრფოს გააგებინებ ვერაფერს, აქ კარგა ხანი მოგვიწევს დარჩენა, ამიტომ კარგად მოეწყვე, მე შვებულება ავიღე და თვალს არ მოგაცილებ._თითი დაუქნია აცრემლებულ ქალიშვილს და სახლისკენ წავიდა. მთელი ძალით ეცადა ნათია, მაგრამ არ გამოუვიდა და იმდენად იმედგაცრუებულმა გააყოლა დედას თვალი თითონაც გაუკვირდა. ------------------------------------------------------ შემდეგი თავი დასასრულია მეგობრებო, მაგრამ თქვენ შეფასებებს ვეღარ ვხედავ :( წინა თავს ერთი დისლაიქიც ქონდა და მითხარით ხოლმე რა არ მოგწონთ, რომ გავითვალისწინო...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.