შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეათე შეგრძნება (2)


6-09-2018, 14:14
ავტორი ა ნი
ნანახია 1 619

ვაჩე
დილანდელი ინციდენტის შემდეგ ვაჩე კაბინეტში შეიკეტა და იქიდან აღარც გამოსულა, საბუთები გამოალაგა და სხვადასხვა კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს გადაავლო თვალი, ხანდახან თავს აწევდა და უცნობი გოგონას სახეს იხსენებდა. ეს მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, ქალმა არაფრად ჩააგდო მისი უბადლო ვიზუალი, არც იმით დაინტერესდა რომ მომავალ უფროსს ესაუბრებოდა. ამას შეჩვეული არ იყო და რათქმაუნდა ძალიან გაღიზიანდა, შურისძიების სურვილმა შეიპყრო.მისი აზრით ხომ ყველა ქალი ერთნაირია! არაფერი დაშავდებოდა ერთ-ერთ მათგანს თუ ცოტას აურ-დაურევდა ცხოვრებას. ამის სურვილი კლავდა მაგრამ შიგნიდან რაღაც უწევდა წინააღმდეგობას. ბოლოს შეეშვა ამ პატარა ალქაჯზე ფიქრს, თავი გაიქნია და საკუთარ თავს დამცინავად შემოუძახა:
-კაი რა! არ გრცხვენია ბატონო ვაჩე? ქალები გარს გახვევია, ქალები ! დაივიწყე ეს ინციდენტი და საქმეს მიხედე!
ამის შემდეგ კიდევ 2 საათი მუშაობდა, ნელნელა ბინდდებოდა და მზის სხივებიც იძირებოდნენ სადღაც უსასრულობაში, ასპარეზს მთვარის თეთრ ქათქათა შუქს უთმობდნენ.მიხვდა რომ უკვე გვიანდებოდა , პიჯაკი შემოიცვა და საჩუქრის ასარჩევად წავიდა, ამ დღეს ხომ ქვეყანას მისი საყვარელი ბიძაშვილი, ელიზაბედი მოევლინა. მთელი ბავშვობა ერთად ქონდათ გატარებული, ერთად თამაშობდნენ, ერთად დადიოდნენ ყველგან, ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ. თუმცა უერთმანეთოდ გატარებულმა თხუთმეტმა წელმა მაინც დაამჩნია პატარა კვალი მათ ურთიერთობას. აი უკვე კლუბის კართან იდგა და შორიდან უცქერდა მონატრებულ ბიძაშვილს რომელიც ვიღაც გოგონას ესაუბრებოდა,სახე არ დაუნახავს არცერთის, თუმცა აშკარად კარგ ხასიათზე იყვნენ.პულსი აუჩქარდა ვაჩეს! ვენებში სისხლი უფრო მაღალი წნევით გადაადგილდებოდა.არ იცოდა როგორ ჩაივლიდა დღევანდელი საღამო,ცოტახანს უცქრა,შემდეგ კი გადაწყვიტა ქალბატონისთვის დაერეკა
-ელიზაბედ! - ბოხი ბარიტონი გაისმა ელიზაბედის მობილურში
-გისმენ ვაჩუნა,აბა რაშვები მოდიხარ?- უნდოდა ეპასუხა თუმცა დაინახა რომ უცნობი გოგონა ისევ შებრუნდა ელოსკენ და რაღაც უთხრა. რათქმაუნდა მისი ხმა ტელეფონშიც ისმოდა , მისი ბავშვური, ეშმაკური ხმა რომელიც საიდანღაც ეცნობოდა.
-ქალო! არ უნდა შემახსენო დაბერება რო მოგილოცო?თან საჩუქარიც თან მიმქონდა,აჰამ შენ კანფეტები ჭამე, იქნებ გასუქდე და დარჩე მთლად შინაბერა. მაინც დაბერდი უკვე!ჰა რამდენი წლის გახდი- ამ დროს პატარა ყუთიც გაუწოდა ელიზაბედს, მისი თეთრი ლამაზი თითები ნაზად ფარფატებდნენ ჰაერში, კაცს სურვილი კლავდა მისი სახე დაენახა.თუმცა ამის საშუალება არ მოეცა.
-ძაან კარგად იცი რამდენისაც და მომშორდი ეხლა აქედან ლიდია თორე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ- ახლა უკვე ელიზაბედის ხმა ჩაისმა ტელეფონში რომელიც აშკარად იმ გოგონას მიმართავდა
-კაი კაი...წავედი...მერე რო გამოვალ ვინმე ბიჭს დავკერავ და დავტყდებით ალბა, აღარ დამელოდო. -გოგონა შებრუნდა და ახლა კი ნამდვილად წავიდა
-მე რო მელაპარაკებოდი ტელეფონზე დაგავიწყდა სულ? -ტელეფონიდან ჩასძახა ელიზაბედს ვაჩემ, თან ბიძაშვილის მიმართულებით დაიწყო სვლა
-არა არა..მახსოვხარ! რაქენი მოდიხარ თუ არა ბოლოსდაბოლოს? -უკვე ზურგს უკან ედგა ბატონი ვაჩე და ზემოდან დაჰყურებდა
-აქვარ უკვე პატარა ქალბატონო- ყურში ჩასჩურჩულა და ახლა უკვე წინ აესვეტა ბიძაშვილს
-ვაჩუნაა! რამხელა გაიზარდე ბიჭო, არადა მე ვიყავი ყოველთვის შენზე მაღალი! როგორი სხვანაირიხარ! მოიცა მართლაშენხაარ? -თმის ღერიდან ფეხის ბრჩხილებამდე შეათვალიერა აწ უკვე მამაკაცი რომელიც სერიოზული მაგრამ ამავდროულად თბილი თვალებით შესცქეროდა მას...მერე მიხვდა რომ ჯობდა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ჩახუტებოდა უბრალოდ! ეს ხომ ერთადერთი წამალია მონატრებისგან გამოწვეული ჭრილობების დასაფარად...ვერცერთი სიტყვა,ვერცერთი წინადადება ვერ აჯობებდა ახლა ამ ჩახუტებას რომელიც თითქოს არაფერს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს ამბობდა.როცა ერთმანეთს მოშორდნენ ისევ განაგრძეს საუბარი და ნელნელა მეგობრებს მიუახლოვდნენ, თუმცა ვაჩემ აქ ვერცერთი თავისი მეგობარი ვერ ნახა,ვერცერთი! დაჯდა და სერიოზული სახით ათვალიერებდა არემარეს. შემდეგ გადაწყვიტა იუბილარისგან აეღო ნებართვა თავისი მეგობრებისთვისაც დაერეკა და მოსვლა შემოეთავაზებინა. რათქმაუნა ელიზაბედი სიამოვნებით დათანხმდა ვაჩეს და მშვიდი ადგილიც მიასწავლა ტელეფონის გამოსაყენებლად. ვაჩე წინ მიიწევდა და თან ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, მეგობრების ნომრებს ეძებდა... უცეფ იგრძნო რომ ვიღაცას შეასკდა,წინ გაიხედა და ის გოგონა დაინახა რომელიც ცოტა ხნის წინ ელიზაბედს ელაპარაკებოდა,ხელი გაუწოდა, უნდოდა მოებოდიშებინა კიდეც მაგრამ როგორცკი გოგონამ თავი ასწია და მისი ცისფერი,უკვე ნაცნობი თვალები შეანათა გაოგნდა,არც გოგონას ეტყობოდა ნაკლები რეაქცია, ათასმა ფერმა გადაირბინა მის სახეზე და უცებ ისევ დაიწყო ქოთქოთი
-შენ? ისევ შენ? ღმერთოჩემო ისევ შენ?რა გინდა ადამიანო მაინცდამაინც მე უნდა შემეწირო? წინ რატო არ იხედები? ბრმას არ გავხარ რაღაც, ანიქნებ ხარ- ამ სიტყვების შემდეგ ხელები სახესთან აუსავსავა და ვაჩეს რეაქციას დაელოდა, როგორც კი დარწმუნდა რომ ხედავდა განაგრძო- ხო აბა რა ბრმას მარტო ვინ გამოუშვებს კლუბებში ან ბრმა როგორ იმუშავებს იმხელა კომპანიაში,მეც კაი ვინმე ვარ რა...იცოდე! ახლა უკვე სერიოზულად გაფრთხილებ! მესამედ არსად გადამეყარო თორე მართლა აღარ ვაგებ ჩემ თავზე პასუხს გაფრთხილებ!
გოგონას გვერდი უნდა აევლო უცნობი მამაკაცისთვის თუმცა ვერ შეძლო, კაცი არ უშვებდა! წინ გადაეღობა და სახეზე ამოუცნობი ემოციის ღიმილი დასთამაშებდა. ღიმილი კი ნელნელა სიცილმა შეცვალა, გაუკვირდა ლიდიას ამ ადამიანის ასეთი ცვლილება,ეს თვალები ხომ დილით სიბნელით იყო მოცული, რა მოუვიდა იმ საზარელ თვალებს რომელსაც დილით წააწყდა? სად წავიდა ის ადამიანი? საიდან გაჩნდა მის სახეზე ღიმილი? ან თვალები რატო უელავდა ასე?
-რა გაცინებს იდიოტო! გამეცალე!
-ისევ ჩემს წინ დგახარ...- ძლივს მოაბა თავი ერთ წინადადებას, მერე ეცადა აღარ გასცინებოდა და განაგრძო- ისევ აქ დგახარ,ჩემს წინ,დაისევ ისე ქოთქოთებ, ისევ ისე იმუქრები, არადა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია ლიდია! გესმის? არაფრის! ტყუილად ნუ იმუქრები პატარა ალქაჯო, აი რაც შეეხება მესამედ ,,არ გადაყრას'' -უკვე ლიდიას მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო უკან მიდიოდა ქალბატონი ლიდია, ბოლოს კედელს აეკრა და რომ მიხვდა წასასვლელი აღარსად ჰქონდა თვალები მინაბა,ვაჩე ხმას არ იღებდა, ,,მსხვერპლს'' წინ აესვეტა და ხელებს შორის მოიქცია და ლაპარაკი განაგრძო- ... ამას ვერ დაგპირდები ქალბატონო.... მესამედაც გადაგეყრები, მეოთხედაც და თუ მოვინდომებ მთელი ცხოვრება ჩემი სახის ყურება მოგიწევს ლიდია! -სახეზე ღიმილმა გადაურბინა ვაჩეს კედელზე კნუტივით აკრული რომ დაინახა ქალბატონი, ცოტა ხნის წინ ვერც წარმოიდგენდა ქალბატონს ასე მშვიდ მდგომარეობაშიც თუ ნახავდა ოდესმე -გესმის? მარტო ჩმი სახის! იცი? ამბობენ! როცა უცნობ ადამიანს ერთ დღეში სამჯერ შეხვდები ის აუცილებლად შეგიყვარდებაო! იქნებ მესამედაც გადაგეყარო პატარა ქალბატონო! -საუბრისას ხმა უფროდაუფრო უსერიოზულდებოდა და უბოხდებოდა, ბოლოს ლიდიას წინ ზუსტად ის მამაკაცი იდგა რომელიც დილით ნახა. შემდეგ კი თვალების გახელაც ვერ მოასწრო რომ მამაკაცი უკვე აღარ ჩანდა.
ლიდია ერთხანს გაშტერებული იდგა, აფორიაქებული ცდილობდა ყველაფრის გადახარშვას. ნელნელა სიბრაზემაც შეიპყრო ,,პატარა ქალბატონი'' ... სისხლძარღვების საშუალებით ეს გრძნობა მთელს ორგანიზმს მოედო და ფიქრის საშუალებაც აღარ მისცა. ბოლოს ერთი კითხვა გაუჩნდა! საიდან იცოდა მისი სახელი? მაინც საიდან?
აი ვაჩე კი შორიდან უყურებდა ქალს, მიხვდა რომ მიზანს მიაღწია, მისი მიზანიც ხომ ეს იყო, ლიდიას აფორიაქება, ფიქრის უნარის დაკარგვა! იმის მინიშნება რომ მასზე ბევრად პრივილეგირებული იყო და არ ღირდა დადიანების ვაჟთან ასეთი საუბარი,ასეთი ანჩხლობა, ასეთი სითამამე! უყურებდა და სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. ცოტახანში გონს მოეგო და მონატრებულ მეგობრებს დაურეკა. გადაწყვიტა ეს საღამო კარგად გაეტარებინა!
* * *
ლიდია
-არა ამის უფლება როგორ მიეცი, რამ დაგაჩლუნგა გოგო. თან როგორ ამბობდა? მესამედ თუ მნახავ შეგიყვარდებიო!? თუროგორ? მაგას ვაჩვენებ მე! და რაო? მთელი ცხოვრება ჩემი სახის ყურება მოგიწევსო ასე ართქვა? კიაბა რა! მაგ იმედით იცხოვრე! დემონი! დესპოტი! ღმერთოღმერთო! დამიფარე გთხოვ! - წინ მიიწევდა და საკუთარ თავს კიცხავდა ქალბატონი ლიდია, ვერ შეეგუა იმ აზრს რომ ორი წუთის წინ ფაქტიურად უცხო ადამიანმა ასე ჩაიგდო მისი თავი კლანჭებში. ნელნელა მაგიდასაც მიუახლოვდა, ბავშვები როგორც კი დაინახა საკუთარი თავი მოთოკა და ღიმილით შეერია ახალგზარდობას
-ოხ! მოვიდა ქალბატონი! მეკიდე საძებნად უნდა გამოვსულიყავი უკვე - გადაიკისკისა მარიამმა
-ვაა ლიდოო, როგორ ხარ გოგო?არ მინახავხარ რამდენი ხანია! ასე უნდა მომანატრო თავი? - მარიამი ლიკუნამ ჩაანაცვლა და მთელი ერთი დღის და 7 საათის უნახავ მეგობარს გადაეხვია
-შეხედე რა! ჩააკვდა იმ წიგნებს და მერე წუწუნებს რამდენი ხანია არ ,,მინახავხარო''- ეს რომ თქვა ლიკუნას მოშორდა და ახლა ყველას სათითაოდ მიესალმა ლაშას გარდა
-ჩემზე ისევ გაბრაზებულიხარ ლიდო? - ალმაცერად გახედა ლაშამ
-არ უნდა ვიყო?
-და რითი გამოვისყიდო ლიდია? ხოიცი როგორც მიყვარხარ არა? შემირიგდი რა! თან არ მიყვარს ეს გაფუჭებული ურთიერთობები...
-არ უნდა გააფუჭო და არ იქნება გაფუჭებული ლაშუნა - თვალი ჩაუკრა მეგობარს და მის პირისპირ დაჯდა, მერე ელიზაბედს გაუბა საუბარი რომ ლაშასთან ასე საჯაროდ ურთიერთობის გარკვევა აერიდებინა თავიდან
საღამო ფაქტიურად დაიწყო.ყველა ერთობოდა, ცეკვავდა, სვავდა,მღეროდა. ლიდია კი იჯდა კოქტეილით ხელში და მეგობრების ბედნიერებით ხარობდა, თვალს ადევნებდა წყვილებს რომელთა თვალებიც უხვ სითბოს აფრქვევდა ერთმანეთის მიმართ, ფიქრობდა მის წარსულზე, მომავალზე. ყველაფერზე ფიქრობდა რაზეც კი შეიძლებოდა ფიქრი. კოქტეილი ისე გამოწრუპა ჭიქიდან ვერც შეამჩნია, ჭიქა მაგიდაზე დადო და ბარმენთან მივიდა ახალი ჭიქის შესაკვეთად
-ლიდო! -გვერდით ამოუდგა ელიზაბედი
-ჰოუ! გისმენ ბებერო! ხდებარამე? -ღიმილით მიუბრუნდა მეგობარს და ჭიქიდან მარწყვის კოქტეილი მოწრუპა
-ბებერი იქნება მაგ ჭიქას თავზე რო დაგაფარებ! ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ, ეხლა ვიწყებ ცხოვრებას- ტუჩები საყვარლად მოწრუპა ქალბატონმა
-კაიკაი! რამე ხო არ გინდოდა ელო?- მისი ბავშვური ქცევებით გახალისებულმა სიცილი ვეღარ შეიკავა,თითი ცხვირზე დაკრა და თმაც აუჩეჩა რამაც აშკარად გააბრაზა ელიზაბედი
-რა და გახსოვს რომ გეუბნებოდი ბიძაშვილი ჩამომდისთქო? - თან თმაზე ჩამოისვა ხელი და მეგობარს მკვლელი მზერით გახედა- გაფრთხილებ! დღეს ჩემს თმას აღარ შეეხო!
-ვერ დაგპირდები საყვარელო- სიცილით უთხრა ლიდომ და მისკენ გაიწია
-ეეეეე...მომშორდიქალო
-მოდიააქქ!
-აუმოისვენე რა! რაღაცის თქმას ვაპირებდი თუკარგად მახსოვს! -ლიდიას ხელები აიცილა ელომ და საუბრის თემა შეცვალა
-ა ხო! მახსოვს. ბაჩიო ხო? -უცეფ დაკერა სერიოზული სახე ლიდიამ და კიდევ მაგიდაზე შემოდებულ კოქტეილს ისევ დასწვდა
-ვაჩე! ... ხოდა მოკლედ აქარის ეხლა- ტაში შემოჰკრა დაპატარა ბავშვივით ახტუნავდა ელიზაბედი
-კაიამერე, მაგას რაჯობია. მერე რაუნდა გეთქვა?
-არაფერი, ზუსტად ჩვენს უკან დგას შენი გაცნობის მოლოდინში! შენკიდე აქ მეთამაშები რაღაცეებს- ლიდიას უკან გახედა ვიღაცას და სახეზე ბავშვური ღიმილი აიკრა
-უიმართლა? გეთქვა აქამდე! - კოქტეილი ისევ მაგიდაზე დააბრუნა და უკან მიტრიალდა- გამარჯობა მე... -ნაცნობი ანარეკლი რომ დაინახა დაპროგრამებულივით მიუბრუნდა მეგობარს, ნაძალადევად გაუღიმა და ჰკითხა-აბა სად არის შენი ბიძაშვილი?
-ეგ არის გოგო-ხელით მიაბრუნა დაქალი და მათ შორის ჩადგა-გაიცანი ეს ვაჩეა! -ხელით ანიშნა ვაჩეზე- ეს კი ლიდიაა ვაჩუნა.
ელიზაბედი გაშტერებული უყურებდა მამაკაცს და კიდევ ვერ იჯერებდა რომ ის იდგა მის წინ, ხელი ელიზაბედს გაუწოდა და მიჩქმიტეო სთხოვა. ვერ იჯერებდა რომ ახლა ისევ მის წინ იდგა და თანაც ასეთ სიტუაციაში. გონებაში მისი სიტყვები ამოუტივტივდა: ,,როცა უცნობ ადამიანს ერთ დღეში სამჯერ შეხვდები ის აუცილებლად შეგიყვარდებაო! იქნებ მესამედაც გადაგეყარო პატარა ქალბატონო! ''. კაცს კი სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, ისევ ისეთი იდუმალი, ცივი თვალებით უყურებდა ლიდიას და აშკარად სიამოვნებას იღებდა მისი რეაქციით
-სასიამოვნოა ლიდია! -ხელი გაუწოდა ქალს და ფიქრებისგან დაიხსნა
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის როგორი სასიამოვნოა ! -სახეზეც აიკრა ყალბი ღიმილი ელიზაბედის დასანახად და ხელიც გაუწოდა, კაცმა ხელით მისკენ მიიზიდა ,,ვითომ გადასაკოცნად და ჩუმად ჩასჩურჩულა:
-ესეც მესამე!
ელიზაბედმა მისი ხელი უხეშად მოიშორა, თავი დაუკრა ორივეს და იქაურობას გაეცალა.



№1  offline წევრი ნორმი

ხომ ვამბობდი რა წინ საინტერესო რაღაცეები მოხდებოდა მეთქი..ხოდა მოხდა.ძალიან მაგარი იყო,მაგრამ ცუდი გოგო ხარ,უფრო დიდი თავები დადე რა??არ მყოფნის.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი ა ნი

Farvana
ხომ ვამბობდი რა წინ საინტერესო რაღაცეები მოხდებოდა მეთქი..ხოდა მოხდა.ძალიან მაგარი იყო,მაგრამ ცუდი გოგო ხარ,უფრო დიდი თავები დადე რა??არ მყოფნის.

ჰომმ ... ჯერ სადხარ ქალო :დდ შენ ნახე რეები ვიჩალიჩო :დდ კაივეცდები უფრო დიდი თავები დავდო ხოლმე ^^ იმედია გავამართლებ იმედებს <3

 


№3  offline წევრი ნორმი

ა ნი
Farvana
ხომ ვამბობდი რა წინ საინტერესო რაღაცეები მოხდებოდა მეთქი..ხოდა მოხდა.ძალიან მაგარი იყო,მაგრამ ცუდი გოგო ხარ,უფრო დიდი თავები დადე რა??არ მყოფნის.

ჰომმ ... ჯერ სადხარ ქალო :დდ შენ ნახე რეები ვიჩალიჩო :დდ კაივეცდები უფრო დიდი თავები დავდო ხოლმე ^^ იმედია გავამართლებ იმედებს <3

kissing_heart kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№4 სტუმარი :))

ეეე რა კაია ქალო მონეწონა მაგრად მალე დადე შემდეგი თავი და გაზარდე ხოლმე❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ა ნი

:))
ეეე რა კაია ქალო მონეწონა მაგრად მალე დადე შემდეგი თავი და გაზარდე ხოლმე❤️❤️❤️❤️

ძაააალიან დიდი მადლობაშენ kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Aniii magari car<3

 


№7  offline წევრი ა ნი

უცნაური მე
კარგია.. მომეწონა. შენიშვნებიც გაგითვალისწინებია :)
ერთადერთი რაც უნდა გთხოვო.. როგორც მივხვდი სახალისო ისტორია გაქვს ჩაფიქრებული და თხოვნა მექნება ლიდიას ხუმრობებს უზრდელიბაში ნუ გადაიყვან..
ანუ ვაჩესთან მიმართებაში ვამბობ
ხომრობა და ენის ტლიკინი არ აურიო ერთმანეთში, ხომ მიხვდი რასაც ვგულისხმიბ? :)
სხვა დანარჩენი მშვენიერია..
ველდები უფრო მეტ განვითარებას ❤️

როგორი მომთხოვნი და საყვარელი ხარ :დდ <3 მადლობადიდი <3 <3

სტუმარი მარიკო
Aniii magari car<3

უღრმესიმადლობა მარიკუნა heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი SmileGirl

მიყვარს ასეთი ისტორიები.იმედია ესეც კარგი გამოვა.დასაწყისი მშვენიერია.საინტერესოა შემდეგ რა მოხდება...კარგია...
--------------------

 


№9  offline წევრი ა ნი

SmileGirl
მიყვარს ასეთი ისტორიები.იმედია ესეც კარგი გამოვა.დასაწყისი მშვენიერია.საინტერესოა შემდეგ რა მოხდება...კარგია...

მადლობასაყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent