შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 18)


7-09-2018, 22:58
ნანახია 3 174

თავი 18
-ოპერაციის! -მითხრა, გული ამიჩქარდა. იქნებ თანხმობა მოსულიყო? ისევ დავინახავ ? თვალები ცრემლებით ამევსო. -ჰეი ნუ ტირი მამას პრინცესავ. - სახეზე ჩამომისვა მან ხელი. -გპირდები ყველაფერი კარგად იქნება! - თავი დავუქნიე და ძლიერად ჩავეხუტე.
-მოდი დე ისაუზმე! - ელენე.
-თქვენ ? - მამას და ზურას მივმართე.
- უკვე ისაუზმეს! - მათ მაგივრად გამცა პასუხი ელენემ, შემდეგ ჩემთან მოვიდა და სამზარეულოში გამიყვანა. -აქ დაჯექი დე ! - ხელით სკამის საზურგეს დავეყრდენი, მერე კი კომფორტულად მოვთავსი.
-თეფში და ჩანგალი დამიდე წინ და თავად შევვჭამ.
-მაცადე ახლა! -მკაცრად მითხრა. -გააღე პირი! - არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ ერთი ალექსანდრეს მკაცრად ნათქვამს ვყვები უნებურად და მეორე ელენესას. სახე დავმანჭე, როცა ჩემმა რეცეპტორებმა სტაფილო და ჭარხალი აღიქვეს.
-აა ეს რა არის ? -ლამის გადმოვაფურთხე. -მომეცი ხელსახოცი! -ჰაერში გავასავსავე მარჯვენა ხელი.
-შუბაა დე, ბოსტნეულის სალათი, რას ქვია რა არის ?- ამას ვერ გადავყლაპავ შანსი არაა! პირზე ავიფარე ხელი.
-ნუ გადამრიე გოგო, რა პატარა წუნია ბავშვივით იქცევი? წყალი აიღე! - ჭიქა დამაკავა ხელში.
-ფუუ! -ვიმედოვნებდი, რომ ელენე ხელსახოცს მომიტანდა ,მაგრამ, ამასობაში კი ამერია ლამის გული და რად გინდა? სწორედ ამ დროს გაისმა კარზე ზარის ხმა. რა საკვირველია ელენე გასაღებად წავიდა. გულმოსულმა დავდე ჭიქა მაგიდაზე, თუმცა ეს იდეაში მქონდა განსაზღვრული, სინამდვილეში კი მაგიდას ცოტათი ავცდი, რასაც მსხვრევის ხმა ამტკიცებს. მეორე ოთახიდან გავიგე ელენეს კივილი, მერე კი ნაბიჯების ხმა. მოთმინება გამოლეულმა ამოვიხვნეშე.
-რა დაგემართა დედი ? -ანერვიულებულმა მკითხა.
-მმმ! - იატაკისკენ გავიშირე ხელი „წარბებ-გადაფსკვნილმა“. ჩემი სახის გამომეტყველება უსიტყვოდ ამბობდა, „მე ვარ ბრმა თუ შენ?“
-ხელი ხო არ გაიჭერი? - ზედამიწისხელა გამიხდა თვალები, როგორც კი სანდროს ხმა გავიგე.
-მმ! -თავი გავაქნიე.
-რა გჭირს ტო, სიტყვა, რომ ვერ გათქმევინეთ? - ეს უკვე ვაჩე იყო. შემი უნიკალური აზროვნების წყალობით განვსაზღვრე კიდევ ვინ უნდა ყოფილიყო, დილის სტუმარი. ჩამოთვლას არ დავიწყებ, დარწმუნებული ვარ თქვენც მიხვდით.
-პირგამოტენილმა რა უნდა გითხრათ? -გაბრაზდა ელენე. -ლუკმა ვერ გადავაყლაპინე! - თვალები ავატრიალე.
-რატომ არ ჭამ მამა? - ეს ხალხი კი ვერ მიხვდება, რომ პირი არასასურველი საჭმლით მაქვს გამოტენილი და ასე საუბარს არ ვაპირებ.
-დაიცა მოგცემ სხვა ჭიქას და დალიე წყალი! - დამაიმედა ელენემ, შემდეგ კი წყლის ჩხრიალიც გაისმა. -აჰა დალიე! -პირთან მომიტანა ჭიქა. გამოვართვი და სულმოუთქმენლად დავლიე. ეგ შუბაც მას გავაყოლე.
-ელენე, ამ რაღაცას კიდევ მომაკარებ და ძალადობისთვის გიჩივლებ! - ეგრევე გადავედი შეტევაზე.
-ჯანსაღად უნდა იკვებო ლიზა! არ გახსოვს ექიმა რა გითხრა?
-რომ თქვა, ზედმეტად ცხიმიანი, ტკბილი და არადიეტური საჭმელი არ ჭამოო, ცოტა ხანი არ შეიძლება შენთვის_ო, მაგაზე ამბობ? -დავაზუსტე, შემდეგ კი ისევ გავაგრძელე. -მაგსიგრძე წინადადებას მე რა დამამახსოვრებინებდა ელნე? - შევიცხადე.
-ვერასდროს ისწავლი ჭკუას ამხელა გოგო? -დამტუქსა. -სანამ საჭმელს არ შეჭამ იცოდე, არსად გაგიშვებ! - მის წინადადებაზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა. სულ ასე მემუქრებოდა დედაჩემი და მგონი წესად გამოყვა. ხო და კიდევ ის გამახსენდა, კაცი ჭაში, რომ ჩავარდა და მეგობარმა უთხრა: „თოკს მოვიტან და ჩემს მოსვლამდე არსად წახვიდეო“
-მივრბივარ და დამიჭირე! - ამოვისუნთქე.
-სხვათა შორის, ბიჭები იმისთვის მოვიდნენ, რომ შენ და ლანა პიკნიკზე წაგიყვანონ!
-პიკნიკზე ? -გაკვირვებულმა წამოვიძახე.
-ხო...სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავდი, რაღაცა... -გაწელა დედაჩემმა.
-ჩრდილში დავჯდებოდ და წიგნს წაივკითხავდი! -მას მივბაძე, მერე კი უცებ მოვიღუშე. - რა უნდა ვაკეთო პიკნიკზე ? კომბოსტო და სტაფილო ვჭამო ? სხვა მაინც არ შეიძლებაო და!
-ელენე დეიდა, მე ვაჭმევ მას თქვენ გადით მისაღებში ! - თვალები ბუდიდან გადმომცვივდა სანდროს სიტყვებზე.
-ავარიამ არ მომკლა და თქვენ უნდა მომიღოთ ბოლო ? - ძარღვებ დაბერილმა წავისისინე. - რას ქვია ის მაჭმევს და ეს მაჭმევს? მე რა პატარა ბავშვი ვარ ? -წარბები შევჭმუხნე -რასაც არ მინდა, არ შევჭამ.
-ეს თეფში მომეცით - ისე გააგრძელა ჩადუნელმა თითქოს, არც არაფერი მითქვამს.
-ჩემს ოთახში ამიყვანეთ! -პასუხი არავინ გამცა. -ჰეი არ გესმისთ ?
-სკამზე დაჯექი! - მკაცრად თქვა. -და ტყუილად ნურავის ეძახი, ისინი გავიდნენ უკვე !
-რას ქვია...რას ქვია გავიდნენ? - ხელი წამავლო და სკამზე დამსვა. -ცოტა ფრთხილად შე იდიოტო!
-პირი გააღე! -პასუხი არ გავეცი. -გააღე! - გაიმეორა.
-არ შე...-მინდოდა მეთქვა, რომ არ შევჭამ, მაგრამ სალათი უკვე პირში მქონდა.
-გადაყლაპე! -ახლა გავგიჟდები...მართლა გავგიჟდები! გაოგნებუმა გავაცეცე თვალები. დედაჩემსაც არ დაუძალებია საჭმელი არასდროს და ეს...ეს - დაყრუვდი ? - თვალები ავატრიალე. ადამიანი იმასაც არ მაცლის, რომ ფიქრებში გამოვლანძღო. ჯიუტად არ ვამოძრავებდი პირს. -დალიე წყალი. -ამჯერად მშვიდად მითხრა და ჭიქა ტუჩებთან მომიტანა, მე კი ხელი ვკარი და გავაგდებინე. ჯანდაბა! ხო მომკლა ელენემ?! ჩემდა გასაკვირად, ჯერ ხმას არ იღებს. ისევ წყლის ჩხრიალი მესმის და კიდევ ერთი ჭიქა ჩემს ტუჩებთან. ღრმად ამოვისუნთქე, ჭიქა გამოვართვი და შევეცადე, ისე გადამეყლაპა სალათი, რომ გემო არ დამეტანებინა. ასე გავატარეთ თხუთმეტი წუთი- ერთი ჭიქა წყალი ერთ ლუკმაზე!
-აი ასე! - მას კი ჰქონდა კმაყოფილი ხმა, მაგრამ მე გულ-მუცელი ამომიტრიალდა ლამის.
-დედას გეფიცები! -დავიწყე გაღეზიანებული ხმით. -პისტოლეტითაც, რომ დამემუქრო, მე ამას აღარ შევჭამ! სულ ფეხებზე რა მითხრა ექიმმა! - მე, რომ არ ვყოფილიყავი „მე“, ალბათ შემეშინდებოდა ამ ხმის და სავარაუდოდ სანდროსაც შეეშინდებოდა სანდრო, რომ არ იყოს.
-ბევრს ნუ ლაყობობ. -მოკლედ მომიჭრა. -გავიდეთ მისაღებში. - ხო კარგი, ამ ერთხელაც დავუჯერებ. ცოტახანში, მისაღებში ვიჯექი მჟავე სახით. მათ არ ვაპატიებდი იმას, რომ სანდროს მანდეს! ფაქტიურად ლომის ხახაში შემაგდეს!
-აბა დღეს რა გავაკეთოთ ლიზიკო ? - ჩემს ალაპარაკებას შეეცადა გიორგი, მე კი მას დუმილით ვუპასუხე. საოცარია, მათ ყველა სიტყვაში იგრძნობა ჩემი სიბრმავე. - თუ გინდა გამონაკლისს დავუშვებთ და ნამცხვარი ჭამე, პირს გაიტკბარუნებ.
-გიორგი რამდენი წლის ვარ ? ნამცხვრით აპირებ „გაბუტული“ შვილის შემორიგებას ? - უხეშად მივმართე, მერე კი ჩემივე თავის შემრცხვა. -სამსახურში არ მიდიხარ ? -დაბალი ტონით ვკითხე.
-შაბათ-კვირა სახლში ვარ დაგავიწყდა? - ნაწყენმა მითხრა. იდიოტი ხარ ელზაბეტ!
-მა შეგიძლია საძინბელში ამიყვანო ? -ამოვიკნავლე. -რაღაც უნდა ავიღო და...
-მე წაგიყვან ! -არსაიდან გამოხტა ლანა. ოჰ! ამდგარა ქალბატონი.
-მე ავიყვან ლანუკა იყოს! - ხელზე ხელი მომკიდე მამაჩემმა და მეც ნელა ავდექი. კიბეებს, რომ მივადექით გავაჩერე. -ხელში აგიყვანო გინდა? -თავი გავაქნიე.
-მა მაპატიე იქ, რომ უხეშად გითხარი...-ამოვისლუკუნე და მკერდზე მივადე თავი.
-ღმერთო ჩემო, რა მგრძნობიარე გამხდარხარ შენ . -გაიცინა და თავზე მაკოცა. - ამიტომ გამომიყვანე ?
-ხო! -ამოვიზმუილე. - მიყვარხარ ძალიან!
-ჩემი პრინცესა! - ახლა ალბათ ვარსკვლავებივით უციმციმებდა თვალები. ეს სიტყვა მას შემდეგ არ მითქვამს, რაც პატარა ვიყავი. ეგ იმიტომ, რომ არასდროს მიყვარს გრძნობების სიტყვებით გამოხატვა. - სიცოცხლეზ მეტად ბეღურავ! - ორივე ხელი მომხვია.
-მაა...თუ გინდა თმებს არ გავიზრდი, შენ გცვივა და მერე ორივე მელოტები ვიქნებით! - ჩავიფხუკუნე.
-არაფერიცა არ მცვივა! -გამიჯავრდა. საქმე იმაში იყო, რომ წინა მხარე ცოტა შეთხელებული ჰქონდა და მეც რა საქმე მქონდა, თუ არა მაგაზე მასხრობა?
-კარგი ხო დავბრუნდეთ მისაღებში!
-რამე სუპერ ძალები გაგაჩნია ბიძაჩემო და არ ვიცი ? - ეჭვით იკითხა ლანამ.
-მმმ...გზაში გამახსენდა, რომ დამავიწყდა რა მქონდა ასაღები და მოვბრუნდით. - გავიკრიჭე. -ტყუპებსშორის დამსვით რა!
-აქ მოდი პაწუ ! -ვაჩემ ხელზე დამქაჩა.
-ცოტა ფრთხილად! -დავიბღვირე. -გინდა მეორე ხელიც მომტეხო ?
-კარგი ხო ! - ფრთხილად დავჯეხი. ჯერ ერთმა გადმომხვია ხელი და მერე მეორემ. -ამ თაბაშირს რამდენ ხანში მოგხსნიან?
-რა ვიცი. -მხრები ავიჩეჩე. - ისე თქვენ, ან სამსახური არ გაქვთ, ან უნივერსიტეტში არ დადიხართ ?
-აი ტყუპები დადიან, თორემ ჩვენ დიდები ვართ! -განმანათლა ქირიამ.
-ვახ! რაზე სწავლობთ ?
-სმართალზე ჩემო ბატონო!
-ორივე ?
-კი ტო, ყველა ნაბი*ვარი უნდა ჩავალპოთ ციხეში! - ამაყად განაცხადა მიშომ.
-მეტი არა ჩემი მტერი, თქვენ ეგ გააკეთოთ! - ჩავიბურტყუნე.

*-*-*-*-*
ერთფეროვნად გაილია ორი კვირაც. ყოველ დღე ჩემთან იყვნენ ბავშვები. სანდრო და ლუკა სამსახურს მოვწყვიტე, ლანა და ტყუპები კი იყვნენ მოცლილები, ვინაიდან სწავლა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ... უკვე სინდისი მაწუხებდა, ამიტომ ერთ დღეს ყველანი გავყარე, „ძიძად არ მჭირდება ამდენი ადამიანი, აგერ ელენეც მყოფნის_თქო,“ მას შემდეგ, კი მხოლოდ საღამოობით მსტუმრობდნენ. ერთ მშვენიერ დილას კი, როცა გარეთ, ჰამაკში ვნებივრობდი, მოულოდნელი სტუმარი მეწვია.
-ლიზ, როგორ ხარ ?
-ნიკა ? - გაკვირვებული წამოვიწიე. - შენ ხარ ?
-კი მე ვარ. - ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, თითქოს დანაშაულზე წავასწარი. -მე საავადმყოფოში მოვდიოდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ...ვიფიქრე, რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდებოდა და. -კიდევ ერთხელ შემომიტია დანაშაულის გრძნობამ. -ვამჯობინე, რომ...
-რატომ ფიქრობდი, რომ შენი ნახვა არ გამიხარდებოდა ? -წარბები შევკარი. -მე გითხარი, რომ შეგვეძლო მეგობრებად დარჩენა ნიკა...კარგი, კარგი! მე კარგად ვარ და შენ?
-მეც არამიშავს.
-შენები... ისინი რას შვებიან ?
-დედაჩემმა პატარა კაფე გახსნა იქ, ბათუმში და ბედნიერი დაფარფატებს.
-მიხარია! -გულით გამეღიმა.
-ხო... - უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, არც ერთს აღარ გვქონდა დარჩენილი სალაპარაკო.
-იცი, რომ ნუცა თბილისში გადმოდის სასწავლებლად ? - არ ვიცი, ეს რატომ ვთქვი, მაგრამ ფაქტია, რომ ვთქვი.
-ის აქ ? - პაუზის შემდეგ მკითხა.
-კიი...ამიერიდან ჩვენს უნივერსიტეტში იქნება ისიც! -უხერხულად გავიღიმე და ალბათ სახეზეც ავწითლში ამ ტყუილის გამო, თუმცა რატომ ტყუილის? რადაც არ უნდა დამჯდომოდა ნუცას დავითანხმებდი ამაზე! ნიკას გულს, რომელიც მე დავამსხვრიე, მევე აღვადგენდი! ანუ მაჭანკლობა უნდა გამეწია ყოფილი შეყვარებულისთვის! გეთანხმებით, ნამდვილად უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე დავინახე მათ შორის რაღაც სხვა და ჩემეული ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ რაღაცისგან შეიძლება სიყვარული აღმოცენდეს. ჩემეული კი იმიტომ ვთქვი, რომ მგონი ქალური არც არაფერი გამაჩნია, სხეულის გარდა. - გაგიხარდა ? - ამჯერად გავიკრიჭე.
-რა ? აა...ხო რა ვიცი. -აბლუკუნდა. -კარგი მე წავალ ახლა.
-მადლობა, რომ მინახულე.
-არაფრის. - ესღა თქვა და წავიდა.
-ფჰჰ - პირში დაგუბებული ჰაერი ამოვუშვი. -შენ ამას შეძლებ ელიზაბეტ! - თავი გავიმხნევე. -ელენეე! - ხმამაღლა გავძახე დედაჩემს. -ტელეფონი მომიტან რა დეე!
-რა მითხარი ? -ორი წუთის, შემდეგ მეხმაურება ის.
-ტელეფონი!
-კარგი ახლავე! - კიდევ ცოტახანი ველოდები, მერე კი მისი ქოშინის ხმა მესმის. -ისედაც ათასი საქმე მაქ და შენი ნივთების მოსატანად უნდა ვირბინო აქეთ-იქით ? - ქოთქოთებდა. ტელეფონი სწრაფად გამოვართვი და უკვე წასულს კვლავ მივაძახე. - მე როგორ ავკრიფო ნომერი?
-ო ღმერთო! მომეცი აქეთ . - ცალყბად გავიღიმე. მანაც ამაცალა ხელიდან მობილური. -ვისთან რეკავ?
-ნუციკო ეწერება კონტაქტებში, ნახე აბა. - ისევ მდუმარედ დაველოდე.
-აჰა და წავედი მე.
-ელე ნაყინი გამიკეთე რა, მაშინ ვერ მოვასწარი ჭამა. -სიტყვა დავაწიე, თუმცა პასუხის ღირსად არ ჩამთვალა.
-გისმნეთ! -ნუციკოს წკრიალა ხმაც გაისმა მალევე.
-მე ვარ ნუც, როგორ ხარ ?
-ლიზა ? კარგად შენ ? -მხიარულად მიპასუხა.
-მოკლედ საბუთები გადმოგაქ „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში“ ! არც ვაციე, არც ვაცხელე.
-რა ? -დაბნეულმა მკითხა.
-რაც გაიგე!
-გაგიჟდი? -შეიცხადა. -საიდან მოგივიდა ეგ აზრი ? თან უკვე გვიანია.
-არაფერი არ არის გვიანი. მოკლედ მაგას მე მოვაგვარებ, კარგი ნაცნობები მყავს! -ამაყად მოვიღერე ყელი.
-ხომ გითხარი, რომ თბილისში არავინ მყავდა, ჩემებს სასწავლებლის თანხის გადახდა, რომ უწევთ ეგეც ჰყოფნით, ბინის ქირა კი არა.
- მე აქ არ ვარ ნუცი ? ჩემთან იცხოვრებ!
-რას ამბობ, რამდენი ხანი უნდა შეგაწუხოთ? - ახლა სიამოვნებით გადმოვიღებდი ტელეფონიდან და გავპუტავდი! ხო და ასე გადავწყვიტე, უსინდისოდ მესარგებლა ჩემი მდგომარეობით.
-ჩემი ავარიის შესახებ იცი ? - ყოყმანით ვთქვი.
-რა ავარიის? - ლამის შეჰკივლა.
-ავარიაში მოვყევი...მოკლედ ...ვერ ვხედავ. - თავი ჩავხარე.
-ღმერთო! ლიზა მე, მე ძალიან ვწუხვარ! ღმერთო, არ ვიცოდი მე...
-მინდა ჩემთან იყო ნუცა, ჩემი ცხოვრების ამ რთულ მომენტში. ლანა და ჩემი მეგობრები ყოველდღე, ხომ არ მოვლენ ჩემთან? ხმის გამცემი მაინც მეყოლება სხვა თუ არაფერი. ხო იცი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ ? - დუმილი მივიღე მისგან და მეც გამარჯვებულად ჩავიღიმე.
-ლიზ...
-ასეთ მდგომარეობაში მყოფს უარს მეტყვი ? - ნამუსსზე ავაგდე.
-ჩემებს რა ვუყო ? - სიხარულისგან ლამის შევკივლე, მორჩა ნუცა მოგერიაბულია!
-მათ მე დავითანხმებ ნუციკო! - დამაიმედებლად ვუთხარი.
-კარგი...თუ მოახერხებ
-მოვახერხებ, აბა ვერ მოვახერხებ? -ავკისკისდი. მოკლედ საღამოს დაგირეკავ და დამალაპარაკე შენებს.
-აჰამ.
-ვუიმე ძალიან მიხარია, რომ აქ მეყოლები ნუცაა! -გაეცინა. -ბავშვებსაც გაეხარდება, ნიკასაც ვუთხარი უკვე აქ გადმოსვლას ვთხოვ მეთქი. -სიტყვა გავწელე და ჩავახველე.
-ნიკა ? ის...თქვენ ერთად, ისევ...ანუ შერიგდით ? -ენა დაება, მე კი გულში ვხარხარებდი.
-არა ძვირფასო, უბრალოდ მეგობრები ვართ. -უდარდელად ვუთხარი. -სხვათა შორის, მას ყველაზე მეტად გაუხარდა ჩემი ეს იდეა. - ეშმაკურად გავიღიმე.
-მართლა ?
-აბა რა! -დარწმუნებულმა დავუდასტურე.-კარგი ახლა გავთიშავ.
-კარგი ნახვამდის! -კმაყოფილმა დავიდე მუცელზე ჩემი ტელეფონი.
-გენიოსი ხარ!

*-*-*-*
საღამოს კი უკვე დივანზე ვიყავი წამოგორებული. ნუცას მშობლებს ველაპარაკე. დაახლოებით ნახევარი საათი მომიწია მათთან საუბარი, და რა თქმა უნდა, საბოლოოდ დავარწმუნე კიდევაც. ჩემებსაც გაუხარდათ ახალი „მდგმურის“ ამბავი.
-მამაჩემო, ხმას რატომ არ იღებ მთელი საღამოა ? - გაკვირვებული მივუბრუნდი გიორგის.
-აა...არა არაფერი ! - თითქოს ფიქრებიდან ახლა გამოერკვიაო. -ელენე ვახშამი არაა მზად?
-კი დავსხდეთ უკვე. -გამოსძახა დედაჩემმა სამზარეულოდან.
-წამოდი ბეღურავ, სააბაზანოში გაგიყვან და ხელები დავიბანოთ! - ეჭვით გავაქნიე თავი და მას დავყევი. მალევე მაგიდასთან ვიჯექი და მეც ნელა ვილუკმებოდი.
-დღეს ბავშვები არ ყოფილან, ნეტა ხომ მშვიდობა აქვთ? -ჩამეცინა.
-უნდა გავაკეთო. -სრულიად საპირისპირო მითხრა მამაჩემმა.
-რა უნდა გააკეთო გიო?- ერთობ საინტერესო კითხვა დასვა დედამ.
-აა არა, სამსახურზე ჩავფიქრდი უბრალოდ და! - ხო რა თმა უნდა! დღედაღამ რაღაც ნახაზებზე, როგორ ფიქრობს ეს კაცი, გამაგებინა.
-შენ და ჯაბა როდის ამთავრებთ იმ პროექტს ?
-რამდენიმე თვეში.
-დე მეტი აღარ მინდა. -ჩავაკვეხე.
-ავამთავროთ ბარემ ეს ! -გადარწმუნებას შეეცადა ის.
-არ მინდა რა! -შეწუხებულმა გავაქნიე თავი. - დაამთავრეთ თქვენ და მერე ავალ ზემოთ დავიძინებ.
-მარტო დე ? -ეჭვით მკითხა.
-ხო რა იყო, როდის ვიძინებდი სხვესთან ერთად?
-ბოლო ერთი თვე...-ჩაიბურტყუნა მამაჩემმა.
-ხო მაშინ შეუჩვეველი ვიყავი ამ წყვდიადს. -ზანტად ავწიე ტუჩის კუთხე. -მაგრამ ახლა მარტოც ვიქნები..
-იქნებ მე დავრჩე შენთან ერთად ?
-არ მინდა დე, მართლა! - საბოლოოდ დავარწმუნე. ათი წუთი უხმოდ ვუსმენდი თეფშების ჩხაკუნს, მერე კი ელენემ ამაცილა ოთახამდე.


-------

ძალიან პატარაა ? :დ



№1 სტუმარი cota boroti

22:58saatze dade da 22:59saatze vnaxe da mainc ocdamerve ranairad var eeee
nu kai tavi iyo .
liza da sandro mainc ar cherdebian xo?
xoda dzalianac kargiii
nucas mosvla ra kargiaa nikac kai biwia dzaan <3<3
giorgi maintrigebs ratomgac...
imedia male dade dagvibrundeba namdvili liza da male da ra shemdegi<3<3<3<3<3

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

cota boroti
22:58saatze dade da 22:59saatze vnaxe da mainc ocdamerve ranairad var eeee
nu kai tavi iyo .
liza da sandro mainc ar cherdebian xo?
xoda dzalianac kargiii
nucas mosvla ra kargiaa nikac kai biwia dzaan <3<3
giorgi maintrigebs ratomgac...
imedia male dade dagvibrundeba namdvili liza da male da ra shemdegi<3<3<3<3<3



ეგ იმის წყალობით აიტვირთა ასე მალე, რომ მოდერის სტატუსი ავიღე :დ
ოცდამერვე ?რა გინდა კაგი შედეგია joy
ხო აბა მათ რა გააჩერებთ?
ნიკა კარგია კი <3
გირგი ? ჰმმმ
უზომოდ მიხარია, რომ მოგწონს <3 <3

 


№3 სტუმარი cota boroti

ბელუ შეროზია
cota boroti
22:58saatze dade da 22:59saatze vnaxe da mainc ocdamerve ranairad var eeee
nu kai tavi iyo .
liza da sandro mainc ar cherdebian xo?
xoda dzalianac kargiii
nucas mosvla ra kargiaa nikac kai biwia dzaan <3<3
giorgi maintrigebs ratomgac...
imedia male dade dagvibrundeba namdvili liza da male da ra shemdegi<3<3<3<3<3

gilocaaav<3<3

ეგ იმის წყალობით აიტვირთა ასე მალე, რომ მოდერის სტატუსი ავიღე :დ
ოცდამერვე ?რა გინდა კაგი შედეგია joy
ხო აბა მათ რა გააჩერებთ?
ნიკა კარგია კი <3
გირგი ? ჰმმმ
უზომოდ მიხარია, რომ მოგწონს <3 <3

 


№4 სტუმარი ფგდ

უკვე გაწელილად მეჩვენება სანდროს და ლიზას ურთირრთობა, ვერანაირ წინსვლავს ვერ ვხედავ ერთიდაიგივე ჩხუბი და უაზრობები, ცოტა დაათბე, მომბეზრდა უკვე ეს უაზრობები, ისტორია კარგია შენც ძალიან კარგი ხარ უბრალოდ არაფერი ხდება საინტერესო ამ ორს შორის და მოსაბეზრებელიან ეს უკვე. ცუდად არ მინდა რომ გამომივიდეს უბრალოდ ის დავწერე რასაც ვფიქრობ.

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

ფგდ
უკვე გაწელილად მეჩვენება სანდროს და ლიზას ურთირრთობა, ვერანაირ წინსვლავს ვერ ვხედავ ერთიდაიგივე ჩხუბი და უაზრობები, ცოტა დაათბე, მომბეზრდა უკვე ეს უაზრობები, ისტორია კარგია შენც ძალიან კარგი ხარ უბრალოდ არაფერი ხდება საინტერესო ამ ორს შორის და მოსაბეზრებელიან ეს უკვე. ცუდად არ მინდა რომ გამომივიდეს უბრალოდ ის დავწერე რასაც ვფიქრობ.


არა არაუშავს, მესმის შენი
სიმართლე გითხრა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული და მანამდე ვიცდიდი :დდ
თუმცა რაღაც წინსვლები მაინც არის, წინა სამი თავიდან.
თან მალე დავამთავრებ კიდევაც ისტორიას სავარაუდოდ და მოკლედ იქნება ყველაფერი.
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის <3 ისევ თქვენით შენიშვნებით თუ დავიხვეწები. ოჰჰ მე ჯერ რამდენი მაქვს გამოსასწორებელი, ვერ ჩამოგითვლი :დ თან ასე მოულოდნელად დავიწყე წერა.
მიხარია, რომ ყველაფრისდა მიუხედავად მკითხულობ <3




cota boroto (მაგრამ ვფიქრობ, რომ არ გაქვს ეს სიბოროტე) მადლობა მოლოცვისთვის :დ

 


№6 სტუმარი 1234

ლიზას მხედველონის სასწრაფოდ დაბრუმებას ვითხოვ!!!! :დდდ ❤️ ეს რა პაწაწუნა თავებია?! ????????

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

Chemo patara beliko
Patara mweralukao
Chemo sicocxlev da
Gulis gamxarebeloo <3
Amwams shevtxze :))

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

1234
ლიზას მხედველონის სასწრაფოდ დაბრუმებას ვითხოვ!!!! :დდდ ❤️ ეს რა პაწაწუნა თავებია?! ????????



ბრძანება შესრულებული იქნება უახლოეს მომავალში! joy
მეც მომსპო ამ პაწია თავებმა. ნეტა ამდენს რატომ ზარმაცობს ავტორი ? :დდ
მიხარიხარ მე შენ ძალიან!

სტუმარი მარიკო
Chemo patara beliko
Patara mweralukao
Chemo sicocxlev da
Gulis gamxarebeloo <3
Amwams shevtxze :))



ვუიმე scream ჩემო ტკბილო და თბილო!
თქვენ მიხარებთ მე გულს!
მადლობა და მადლობა! stuck_out_tongue_winking_eye kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

კი ძალიან პატარაა.საერთოდ არ მეყოოო :'(

 


№10  offline წევრი naniko mindia

Vaime liza gamojamtele, warmatebebi kargad wer
❤️❤️❤️❤️❤️Veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

გილოცავ მოდერის სტატუსს???? ლიზას სიბრმავე მკლავს და სად ჯანდაბაში მიდის მარტო დასაძინებლად ისევ ის იდუმალი რომ გამოჩნდეს? არადა ასე მგონია რომ სულ ფეხდაფეხ დაჰყვება .
რა გოგოაა ყველას დხმრებას როგორ ცდილობს თვითონ ამ დღეშია. აბა გამოუშვი შემდეგი თავი

 


№12  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანი
კი ძალიან პატარაა.საერთოდ არ მეყოოო :'(



cold_sweat sob sob

naniko mindia
Vaime liza gamojamtele, warmatebebi kargad wer
❤️❤️❤️❤️❤️Veli shemdegs



მადლობა დიდი ნანო heart_eyes

სტუმარი ნათია
გილოცავ მოდერის სტატუსს???? ლიზას სიბრმავე მკლავს და სად ჯანდაბაში მიდის მარტო დასაძინებლად ისევ ის იდუმალი რომ გამოჩნდეს? არადა ასე მგონია რომ სულ ფეხდაფეხ დაჰყვება .
რა გოგოაა ყველას დხმრებას როგორ ცდილობს თვითონ ამ დღეშია. აბა გამოუშვი შემდეგი თავი



მადლობა stuck_out_tongue_winking_eye ვიმედოვნოთ, რომ ის იდუმალი არ გამოჩნდება :დ
გამოვუშვებ აუცილებლად <3 :დ

 


№13 სტუმარი მიუ

კიიი ძალიააან ძალიააან ცოტაა მაგარამ ამისთვისაც მადლობა stuck_out_tongue heart_eyes მალე დადე რააა შემდეგი როდის გამოჯანმრთდელდებააა ცემი გოგო ეს მაინც მითხარი მოვკვდი ლოდინით თუ კიდე ბევრი დარჩა ეს მაინც მითხარი disappointed სხვათააშორის ახალი წყვილი წინასწარ მომწონს smile ველი შემდეეეგს

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

მიუ
კიიი ძალიააან ძალიააან ცოტაა მაგარამ ამისთვისაც მადლობა stuck_out_tongue heart_eyes მალე დადე რააა შემდეგი როდის გამოჯანმრთდელდებააა ცემი გოგო ეს მაინც მითხარი მოვკვდი ლოდინით თუ კიდე ბევრი დარჩა ეს მაინც მითხარი disappointed სხვათააშორის ახალი წყვილი წინასწარ მომწონს smile ველი შემდეეეგს



მალე დავდებ კიი <3
არა არ დარჩა ბევრი :დ
მიხარია, რომ კითხლობ <3

 


№15  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
სტატუსს გილოცავ ჩემო გოგო პირველ რიგში ❤️
პატარა კიარის, მაგრამ რავქნა რომ არ შემიძლია გაგიბაზდე??
მესმის ყველაფერი..
კარგია როგორც ყველთვის..
ნიკას და ნუცას ამბავი კი გამახარებს..
მალე ველოდები დიდ და მსუყე თავს შენგან ❤️❤️



მადლობა ჩემო შოკოლადო!
ვეცდები ყველანაირად, რომ შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ქიტო

ახალ თაცს დიდხანს არ დადებ?

 


№17  offline წევრი naniko mindia

Beluu xom xar kargad? Tu musa armovida? Shen aricodi amdeni xani dagvianeba
--------------------
lomidze

 


№18  offline მოდერი ბელუ შეროზია

მაპატიეთ მეტი არაფრის თქმა არ სემიძლია confounded
სკოლა იწყება მალე და ფაციფუცში ვარ.

 


№19 სტუმარი ..

Gogo dadee rashemdegi tavi:dd movkvdi kali lodinit.

 


№20  offline მოდერი ბელუ შეროზია

..
Gogo dadee rashemdegi tavi:dd movkvdi kali lodinit.



joy ბოდიში!
დავდებ კი. kissing_heart

 


№21 სტუმარი ლეილა

ბელუ შეროზია
..
Gogo dadee rashemdegi tavi:dd movkvdi kali lodinit.



joy ბოდიში!
დავდებ კი. kissing_heart

როდის?

 


№22 სტუმარი Zzz

Ghadaaobb?? Ertikviraaavelodebit????????

 


№23 სტუმარი სტუმარი ქიტო

Agar apireb gagrdzelebas????

 


№24 სტუმარი ცვვ

დადეეეეებ ოდესმეეე?

 


№25  offline მოდერი ბელუ შეროზია

რა ვქნა ბავშვებო მეც ისევე მინდა მომეცეს საშვალება დაწერის, როგორც თქვენ, მაგრამ ნოუთბუქის გარეშე ვერაფერს ვიზამ.

 


№26 სტუმარი X

Noutbuktaan male moxvdebi??

 


№27 სტუმარი სტუმარი ქიტო

სულ ასეა რამდენი წერის პროცესში მყოფი ისტორიის კითხვა დავიწყე იმდენი არ დაამთავრეს მორჩა აწი დაუსრულებელ ისტორიებს არ გავეკარები

 


№28 სტუმარი სტუმარი მარიკო

Kai Ra belushki ar dagvgupo erti taviga Dade dasasruli rigorme gtxoov

 


№29  offline მოდერი ბელუ შეროზია

როგორ დამნაშავედ ვგრძნობ თავს თქვენ არ იცით.
არ იფიქროთ, რომ არ დავასრულებ, არავითარ შემთხვევაში!
მართლა ვერ ვახერხებდი მეგობრებო :(
დღეს კი დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent