შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი VIII თავი (ნაწილი II)


8-09-2018, 00:14
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 13 454

-სად მივდივართ?- უკვე მესამედ იკითხა ნიამ და მოუთმენლად გადახედა საჭესთან მჯდარ მეტრეველს
- ხომ გითხარი.. სურპრიზია - მეთქი! -გაუცინა გიორგიმ, ისე რომ საჭისთვის თვალი არ მოუშორებია
- ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს.. - მოუსვვენრად წრიალებდა გოგონა
- ცოტა დარჩა, ნია... - თვალები აატრიალა მეტრეველმა და ქალის მოუთმენლობაზე თბილად ჩაეცინა
- მიმანიშნე მაინც.. - მუდარით სავსე თვალებით გახედა გოგონამ
- ნია...
- ოჰ , კარგი !- დანებების ნიშნად ხელები აწია ნიამ და გაღიმებულმა ფანჯრიდან სწრაფად მონაცვლე ხედებს გახედა.. გიორგიმ მანქანა წყნეთის გზატკეცილზე გადაიყვანა და ათი წუთის შემდეგ ერთ-ერთ ქუჩაზე, ხის თანამედროვე მესრით შემოღობილი სახლის წინ შეაყენა. ძრავი გამორთო და ნიას ღიმილით გადახედა
-მოვედით...
- დაახლოებით უკვე ვხვდები რაც ხდება.. - ჩაილაპარაკა ნიამ და იგრძნო როგორ აუჩქარდა სიხარულისაგან გული
- თვალები დახუჭე.. - გაუცინა მეტრეველმა
- კარგი რა.. - შუბლი შეიკრა ნიამ
- თვალები დახუჭე!- კატეგორიული იყო მეტრეველი, და როცა ნიამ მისი თხოვნა შეასრულა , მანქანიდან გადავიდა და მასაც დაეხმარა გადმოსვლაში, შემდეგ კი ეზოს კარი გააღო და გოგონა შიგნით შეატარა.
- გაახილე .. - უჩურჩულა ყურში.
ნიას აღარ დაუყოვნებია. თვალები სწრაფად გაახილა და მის წინ გადაშლილი სანახაობით სუნთქვა შეეკრა.. ეზოს შუაგულში თანამედროვე, ორსართულიანი საშუალო ზომის სახლი წამომართულიყო. მის წინ , ასევე საშუალო ზომის , ცისფერ აუზში სანთებით განათებული წყალი ლივლივებდა.. ეზოში ოსტატურად დაეგოთ ასფალტი, ბაღი კი ულამაზესი მცენარეებითა და ყვავილებით გაემწვანებინათ.. ყველაფერი საოცარი გემოვნებით და დახვეწილობით იყო მოწყობილი. ეს სახლი გიორგი მეტრეველის ოცნება იყო.. დიდ ხანს მუშაობდა იგი ამ სახლის აშენებაზე და მისი მთავარი დამხარე და მრჩეველი სწორედ ნია იყო. ის კი არა, თამამად შეიძლება ითქვას კიდეც, რომ სახლი ნიას გემოვნებით უფრო იყო მოწყობილი ვიდრე თავად მეტრეველის.. თუმცა გიორგი არასდროს ანახებდა ნიას სახლს შენების პროცესში... იმ მომენტს ელოდებოდა როცა იგი საბოლოო სახეს მიიღებდა და პირობის მიხედვით, მხოლოდ მაშინ ანახებდა სახლს სანიკიძეს..
- გიო.. - აღტაცებით სავსე თვალები შეანათა მეგობარს რამდენიმე წამით უხმოდ მდგარმა ნიამ
- მოგწონს? - თბილი ღიმილით დააჩერდა მეტრეველი
- ულამაზესია.. - გულწრფელი იყო გოგონას პასუხი
- შენი დამსახურებით.. - თვალებით მიეფერა მეტრეველი
- გილოცავ.. - გაუცინა ნიამ და ძლიერად გადაეხვია მეგობარს, მეტრეველმა მჭიდროდ მოიქცია გოგონას სუსტი სხეული მკლავებში და თმაზე აკოცა
- წამოდი შიგნიდანაც ვნახოთ.. - ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა.
სახლის ინტერიერიც ისეთივე გემოვნებით იყო შესრულებული, როგორც ექსტერიერი.. მართალია , ოთახებშიც თანამედროვე სტილი დომინირებდა , თუმცა არა ზედმეტად. ძვირადღირებული დივანი , სკამები და სხვა ავეჯი მაინც მყუდრო გარემოს ქმნიდა სახლში.
- აბა?- იკითხა მეტრეველმა, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი , მშვიდი ღიმილით მისჩერებოდა სახლის თვალიერებაში გართულ გოგონას
- იცი? მგონი ცოტა მშურს.. - ეშმაკურად გამოხედა ნიამ მეგობარს - მეც მინდა ესეთ სახლში ცხოვრება.. - მეოცნებე მზერით გადახედა სახლს
- და შენი და ჩემი რამ გაყო?- წარბები აზიდა მეტრეველმა - დღესვე შეგიძლია გადმოხვიდე ჩემთან..
- მადლობა.. - თეატრალურად დაუკრა თავი სანიკიძემ - მაგრამ იყოს , ისევ ჩემი ძველი ერთოთახიანი მირჩევნია..
- როგორც გინდა - თვალები აატრიალა მეტრეველმა -ეხლა წამოდი ეს ამბავი აღვნიშნოთ.. - ქალს ხელი ჩაკიდა და ეზოში, აუზის გვერდით გაშლილ სანთლებით გაწყობილი მაგიდისაკენ წაიყვანა.

***
ერთი .. ორი.. სამი..
გაჩერებული გულის ამუშავების მორიგი მცდელობა და წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება ექიმის სახეზე...
სასწრაფო დახმარების გამაყრუებელი სირენა..
ქალის გულისშემძვრელი კივილი .. გამვლელთა დაზაფრული სახეები და ფრაზები "ღმერთო შენ უშველე..."
ერთი...ორი.. სამი...
კიდევ სამი წუთი..
ელექტროშოკის განმეორებითი მცდელობა და ექიმის სიხარულის შეძახილი "პულსი გვაქვს"...
იმედი...

***

-პირველი სადღეგრძელო შენ გეკუთვნის...- ნატიფ თითებში მოქცეული გრძელფეხიანი სასმისი ოდნავ მაღლა შემართა ნიამ და თბილი ღიმილით გახედა მოპირდაპირედ მჯდარ მეტრეველს, რომელიც უხმოდ, თვალმოუშორებლად აკვირდებოდა გოგონას და თავს ძლივს იკავებდა, ღიმილისგან პირი არ გახეოდა...რა ჯანდაბა სჭირდა , აზრზე არ იყო და ბოლომდე ვერ ხსნიდა, თუმცა მზად იყო დაეფიცა რომ ასე ბედნიერად თავი , თავისი 28 წლიანი სიცოცხლის მანძილზე არ უგრძვნია...
- მოკლედ...ამ ჭიქით თავისი საქმის არაჩვეულებრივ პროფესიონალს , უღალატო მეგობარს და უბრალოდ ძალიან ,ძალიან კარგ ადამიანს...
- რაღაც ზურგი მექავება…-თეატრალურად შეცხადებული სახით ჩაურთო გიორგიმ და თავი ძლივს შეიკავა, გოგონას ნაწყენ სახეზე, რომ არ ახარხარებულიყო.
- ხო , ეს ყველა ზემოჩამოთვლილი შენ ხარ გიორგი! - გაეცინა ნიასაც და სასმისი აღმართა - მოკლედ!. შენ გაგიმარჯოს გიორგი,, და შენ ასრულებულ ოცნებას..
- ჩემი ოცნების ბოლომდე ასრულებას ჯერ რაღაცები აკლია.. - მუქი თვალები შეანათა მეტრეველმა - მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია...გაგვიმარჯოს! - გოგონას სასმისს თავისი მიუჭახუნა და მათრობელა სითხე ისე მოსვა, მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია.
მშვიდი, საოცრად მშვიდი და თბილი საღამო იყო...ოდნავ მონაბერი თბილი სიო ნაზად აფრიალებდა ქალის თმას, მხრებზე, ოქროსფერ ტალღებად რომ ეყარა...სასმლისაგან, სახეზე ოდნავ ვარდისფერი გადაჰკვროდა სანიკიძეს და იმდენად ლამაზი იყო...იმდენად ლამაზი და საყვარელი, მამაკაცს გულწრფელად უკვირდა მის შემხედვარეს , როგორ არ უჩერდებოდა გული...
- ნია..
- გისმენ...- მწვანე თვალები შეანათა გოგონამ და მეტრეველმა გულში საკუთარ თავს, გვარიანად შეაგინა, სულ უმიზეზოდ რომ დაუძახა. ინსტიქტურად დასცდა მისი სახელი ბაგეებიდან და ეხლა წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეთქვა.
- გისმენ, გიორგი... - თბილად გაუღიმა ნიამ და მისკენ გადახრილმა პროკურორმაც , ხელები ისევ ანგარიშმიუცემლად წაიღო მაგიდაზე დაწყობილი მისი ხელებისკენ. შედეგად კი მეორედ შეიგინა, ამჯერად ხმამაღლა, ხელი შემთხვევით რომ გაჰკრა ღვინით სავსე ჭიქას, რომელიც ხმაურით გაგორდა მაგიდაზე, იქიდან გადმოღვრილი წითელი სითხე კი პირდაპირ სანიკიძეს დაეღვარა თეთრ პერანგზე.
-არაფერია…-დამამშვიდებლად გაუღიმა გოგონამ და სკამიდან წამოდგა- აბაზანაში შევალ, იქ მოვწესრიგდები...
მაგიდასთან მარტოდ დარჩენილმა მეტრეველმა, სახეზე ძლიერად მოისვა ხელები და ეცადა თანდათან დაბრუნებოდა საკუთარ თავს. ზოგადად, გრძნობების კონტროლი არ უჭირდა ,მაგრამ იმ საღამოს არაფერი გამოსდიოდა , ვერაფერსაც ვეღარ აკონტროლებდა , გრძნობდა შესაძლო იყო რომ ზღვარსაც გადაცდენოდა და ამით გაღიზიანებული კიდევ უფრო იშლებოდა ჭკუიდან.
-დედას შევეცი!-გამოცრა კბილებში და
შუბლშეკრულმა მაჯის საათს დახედა ..უკვე თითქმის ათი წუთი იყო გასული მაგრამ ნია არ ჩანდა. ანერვიულებული მაგიდიდან წამოდგა და სახლში შევიდა შესამოწმებლად. დიდხანს ძებნა არ დასჭირვებია, მისაღებშივე გადააწყდა გოგონას.
- ნია.. - დაუძახა მეტრეველმა , მაგრამ მას თითქოს არც გაუგონია მისი ხმა.. ერთიანად გაფითრებული სანიკიძე დივანზე იჯდა, წეღანდელი მხიარულების ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა და მისი მნახველი იმასაც იტყოდა, ამქვეყნისა აღარ არისო... თვალის დაუხამხამებლად , ლარივით დაჭიმული მიშტერებოდა ტელევიზორს , სადაც რეპორტაჟს გადმოსცემდა თეთრ მაისურში გამოწყობილი კორესპოდენტი..
- და ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ზუსტად იმ ადგილას, სადაც სულ რაღაც სამი საათის წინ , შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბიზნესმენ სანდრო აბაშიძის შვილზე, ლუკა აბაშიძეზე.. ჯერ-ჯერობით პოლიციისათვის უცნობია თავდასხმის მოტივი და ასევე, თავმდამსხმელის ვინაობაც...
პირდაპირ რეპორტაჟს საზარელ კადრებად გასდევდა ყვითელი ლენტით შემოღობილი დანაშაულის ადგილი , ასფალტზე აღბეჭდილი მოზრდილი სისხლის გუბე და თვითმხილველთა თუ უბრალო გამვლელთა დაზაფრული სახეები.
- დაბოლოს რას გვეტყვი , დაშავებულის მდგომარეობის შესახებ? - რეპორტაჟში სტუდიიდან ჩაერთო ახალი ამბების წამყვანი
- სამწუხაროდ, დაშავებულის მდგომარეობა ამაჟამად კრიტიკულია.. - იყო კორესპოდენტის პასუხი ,რასაც სტუდიიდან მორიგი კითხვა მოჰყვა. მეტრეველი სწრაფად დასწვდა პულტს და ტელევიზორი გათიშა..
- ნია.. - გოგონას წინ ჩამუხლა და ლოყაზე ფრთხილად შეეხო
- რა ხდება? - დაბნეულმა გამოხედა ნიამ
-მე მეკითხები?.. - შუბლი შეიკრა გიორგიმ- გაშეშებული ზიხარ და პასუხს არ მცემ.. კარგად ხარ?
- კარგად ვარ - მექანიკურად უპასუხა გოგონამ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.. - თავი ოდნავშესამჩნევად დაუქნია- მაგიდასთან დავბრუნდეთ.. - დივნიდან წამოდგა და პირველი თავად გავიდა ოთახიდან... მაგიდასთან დაბრუნებულებმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივად განაგრძეს საუბარი , მაგრამ ნიას არა თუ ბედნიერების , სხვა არცერთი ემოციის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა სახეზე.. თვალგაშტერებული იჯდა და გიორგის ყველაფერზე მექანიკურად უქნევდა თავს..
- გინდა სახლში შევიდეთ? - შესთავაზა ბოლოს მისი მდგომარეობით შეწუხებულმა მამაკაცმა.
- ვერ ვსუნთქავ...
- რა?
- ვერ ვსუნთქავ...- ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა გოგონამ და ხელები ანგარიშმიუცემლად მიიჭირა გულზე.
- ნია...- სწრაფად მივარდა , თავადაც მომენტალურად გადაფითრებული მამაკაცი ერთიანად ფერდაკარგულს, ხელებს ძლიერად რომ იჭერდა მკერდზე და ჰაერის ღრმა ჩასუნთქვით ცდილობდა ჟანგბადის საკმარისი დოზა მიეწოდებინა ფილტვებისთვის, მაგრამ არ გამოსდიოდა…
- ვერ ვსუნთქავ...ღმერთო, ვერ ვსუნთქავ... - გულისსაკლავად ამოთქვა გოგონამ და ვერ გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა ცივ მიწაზე მუხლებით დამხობილი, ან ის ცრემლების ნაკადი საიდან გაჩნდა, დაუნანებლად რომ უსველებდნენ მთელ სახეს და შეჩერებას არ აპირებდნენ…
პირვანდელი შოკიდან გამოსულ, მგრძნობელობა დაბრუნებულ სხეულში, ელვის სისწრაფით მოსდებოდა გაუსაძლისი ტკივილი, ყველა უჯრედში შეეღწია და ისე ღრღნიდა, რომ ამ ტკივილისგან გაგიჟებული სხვა ვერაფერს ახერხებდა გარდა ხმამაღალი ღრიალისა...მკერდი ეწვოდა, აუტანლად ეწვოდა და ცხადად გრძნობდა:ტყვიით გაგლეჯილ კანს, უჟანბადობას , თანდათან რომ ხუთავდა და გულის ცემას უჩერებდა...ქალის გულსაკლავი ქვითინი, მასვე რომ ეკუთვნოდა , სრულიად გათიშულს უცხო ბგერებად ჩაესმოდა და ვერც მეგობრის მხრებზე მოხვეულ მხრებსა და იმ საალერსო სიტყვებს აღიქვამდა, არაფრით რომ არ იშურებდა ოღონდ კი ოდნავ მაინც აზრზე მოეყვანა ტკივილისგან გონდაკარგული და ერთიანად ათრთოლებული...
-ნია…-სახეზე აფარებული ხელები , ფრთხილად მოაშორებინა მეტრეველმა, და შეშლილი, ტირილისგან დასიებული, მისთვის ესოდენ საყვარელი თვალების დანახვაზე , კიდევ უფრო მოეწურა ისედაც გასკდომამდე მისული გული...


***

სასწრაფო დახმარების ექიმმა ხელის კვრით შეგლიჯა საავადმყოფოს კარი და დერეფანში მომლოდინე კარდიოქირურგს სწრაფად გააცნო პაციენტის მდგომარეობა
- 28 წლის მამაკაცი , თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით.. ღრმა ჭრილობა მკერდის არეში.. მანქანაში გული გაუჩერდა, ელექტროშოკით ავამუშავეთ , მაგრამ ძალიან ბევრ სისხლს კარგავს...
- გასაგებია... - თავი დაუქნია მას კარდიოქირურგმა და სწრაფად გასცა ბრძანება - საოპერაციო მოამზადეთ!
მისი ბრძანება მომენტალურად შეასრულეს და ხუთი წუთის შემდეგ აბაშიძის გონდაკარგული სხეული საოპერაციო მაგიდაზე გადაიყვანეს.. ის იყო ქირურგმა ხელთათმანები და ოპერაციის დასწყებად საჭირო ყველა აღჭურვილობა მოირგო , რომ საოპერაციოს კარი სწრაფად შეგლიჯა მაღალმა , შუახნის მამაკაცმა , საოპერაციო მაგიდასთან მიიჭრა და ქირურგს , რომელსაც მოულოდნელობისაგან სახე მონგრეოდა, ცივი ლურჯი თვალები მიაპყრო
- გაიწიე! - უთხრა ყინულივით ცივი ხმით
- რა ხდება ?- სახეზე აღშფოთება გამოეხატა ქირურგს
- გაიწიე- მეთქი!- შუღრინა კაცმა
- რას ჯანდაბა გინდა, თემურ? - თვალები სიბრაზისაგან გადმოუცვივდა ქირურგს
- ოპერაციას მე ჩავატარებ
- ეს ჩემი ოპერაციაა და ასე შემოჭრის უფლება არ გაქვს!- გამოცრა ერთიანად აჭარხლებულმა ქირურგმა, მაგრამ თემურს აღარაფერი უპასუხია.. მშვიდად იდგა და ცივ თვალებს არ აშორებდა მას. ასე იდგა ორი კარდიოქირურგი ერთამანეთის პირისპირ და რამდენიმე ხანი მზერით ბურღავდნენ ერთმანეთს..
- წნევა ეცემა!- გაისმა იმწამსვე ქალის შეშფოთებული ხმა.. პირველმა ქირურგმა, რომელიც მიხვდა, რომ უცერემონიობამდე მისულ თავდაჯერებით განთქმულ თემურ აბაშიძესთან ვერაფერს გააწყობდა , ნელ- ნელა უკან დაიხია და ბრაზით აჭარხლებულმა დატოვა საოპერაციო.. თემური კი გაკვირვებულ ექიმთა ჯგუფისაკენ შეტრიალდა , უხმოდ რომ უყურებდნენ ამ სცენას და ენაჩავარდნილ თანაშემწისაკენ მისკენ გაუხედავად გაიშვირა ხელი
- ლანცეტი-უბრძანა მოკლედ და როცა მან მისი ბრძანება შეასრულა, ცივად ჩაილაპარაკა - ვიწყებთ! - შემდეგ კი პაციენტის მკერდისაკენ გადაიხარა და კანზე ოსტატურად დაუსვა ლანცეტი


***

უკანასკნელი რაც ლუკას ახსოვდა , თიკას განწირული კივილი, მისი შეშლილი სახე და მკერდში დატაკებული ტყვიით გამოწვეული მწვავე ტკივილი იყო.. იმ მომენტის შემდეგ კი უკვე აღარაფერი გაუგია.. არც სასწრაფოს მოსვლა, არც ის გული რომ გაუჩერდა და ხუთი წუთის შემდეგ ექიმებმა დეფიბრილატორის გამოყენებით რომ დაუბრუნეს ფეთქვა.. მამაკაცის ქვეცნობიერმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და გაიბრძოლა , მაგრამ არაფერი გამოუვიდა.. უცნაურმა ბურუსმა , გარს რომ ეკვროდა , მთლიანად ჩაითრია და სულ მალე უწონადო სივრცეში ამოყო თავი.. სივრცის ბოლოს მზესავით კაშკაშებდა თვალისმომჭრელი ნათება...
- გამომყევი.. - მოისმა სინათლიდან ხმა და აბაშიძეც ანგარიშმიუცემლად დაიძრა მისკენ...

***
იმავე წამს საოპერაციო ოთახში, საწოლის გვერდით დამონტაჟებულ მონიტორზე გულისცემის სიხშირის მაჩვენებელმა ელვის სისწრაფით იწყო ვარდნა, ოთახი განგაშის სიგნალებით აავსო და უგონო პაციენტის ირგვლივ შეკრებილ ექიმთა ჯგუფი პანიკით მოიცვა.. შემდეგ უმცირეს ნიშნულამდე დაეცა და მწვანე ხაზი უსწორმასწოროდ რომ მიიკლაკნებოდა მანამდე , ერთიანად გასწორდა
- ისევ გაუჩერდა ! - გაისმა კაცის შეშფოთებული
- რეანიმაციას ვიწყებთ!- ბრძანა თემურმა და ჯერ პაციენტის მკერდზე ხელის რიტმული დაწოლით სცადა გაჩერებული გული აემუშავებინა.. თან თვალის მოუცილებლად შეჰყურებდა მონიტორს, რომელზე გამოსახული მწვანე ხაზიც ჯიუტად არ სწორდებოდა..
- დეფიბრილატორი , ჩქარა ! - გასცა შემდეგი ბრძანება, როცა ხელით მასაჟმა შედეგი არ გამოიღო.. სწრაფად მოამზადეს დეფიბრილატორი და რამდენიმე წამის შემდეგ პაციენტის სხეული გველნაკბენივით შეხტა უჯრედებში დავლილი ელექტრული იმპულსებისაგან...
- მიდი, მიდი !.. - კბილებში ბრაზით ცრიდა აბაშიძე და მოლოდინით სავსე თვალებს არ აცილებდა მონიტორს, რომელზეც მწვანე ხაზი უცვლელი ტრაექტორიით მიედინებოდა..
- იმპულსი გაზარდეთ !- იყვირა თემურმა და მეორედ მომართა დეფიბრილატორი .. წამების შემდეგ მეორედ შეხტა პაციენტის სხეული.. მაგრამ რეანიმაციის მცდელობა ამჯერადაც უშედეგოდ დამთავრდა - არა.. არა, სად მიდიხარ სად ? - კბილებში ჩუმად გამოცრა მისკენ გადახრილმა კაცმა და შემდეგ ისევ თანაშემწეს გასძახა ყვირილით - კიდევ გაზარდეთ! ..


***
-ამის დედაც! სასუფეველში ვარ ?- ჩაეცინა ლუკას სინათლეში შებიჯების შემდეგ ერთიანად თეთრ დერეფანში რომ ამოყო თავი, ხმა კი რომელიც მას ეძახდა, აღმოჩნდა რომ მთლიანად შავ შარვალ- პერანგში გამოწყობილ , მაღალსა და გამხდარ მამაკაცს ეკუთვნოდა..
- გამომყევი..
- და შენ ვინ ხარ? - წარბაზიდულმა აათვალიერა კაცი - პრინციპში,. შენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ უფრო მიქაელი იქნები.
- გამომყევი... - მისი ირონიისათვის ყურადღება არ მიუქცევია კაცს და პირველი შებრუნდა.
- მაგ სიტყვის გარდა არაფერი იცი?- გამოცრა გაღიზიანებულმა ლუკამ და სიგარეტის პოვნის იმედით ჯიბეები მოიქექა, შემდეგ კი გვარიანად შეიგინა იქ რომ სიცარიელე დახვდა.
- აბაშიძე!- შუბლშეკრულმა გამოხედა კაცმა - აქ მაინც შეიკავე გინებისგან თავი!
- ვეცდები.. - გარემო კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი და გაეცინა - ჯანდაბა...მკვდარი ვარ?
- შენ როგორ ფიქრობ?
- აზრზე არ ვარ.. - მხრები აიჩეჩა აბაშიძემ და სახეზე ძლიერად მოისვა ხელები- მგონი კი, მაგრამ თავს მაინცდამაინც მკვდრად არ ვგრძნობ
- ეგ იმიტომ რომ არ ხარ .. ჯერ- ჯერობით! - მოულოდნელად შედგა კაცი და მისკენ მობრუნებულმა წარბები აზიდა.
- დედას შევეცი...ცოტა უფრო გასაგებად არ შეგიძლია?- ხელები ფართოდ გაშალა გაღიზიანებულმა ლუკამ.
- აბაშიძე! გამომყევი, თუ გინდა ის ადამიანი გაჩვენო გულისგაგლეჯამდე რომ გენატრება ყოველდღე... - პასუხისთვის აღარ დაუცდია შავოსანს, ისე შებრუნდა და დერეფანს გაუყვა.
ლუკამ, რომელიც უთქმელად მიხვდა ვისაც გულისხმობდა კაცი, იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა...შემდეგ კი ისე აძგერდა, ვენებში თავბრუდამხვევი სისწრაფით გაჭრილმა სისხლმა , ყურები დაუგუბა და სმენაც დაუხშო.სახიდან ყველანაირი ირონიის ნიშანწყალი გაუქრა და წინ წასულ მამაკაცს ფეხდაფეხ აედევნა, გზად კი მოუთმენლად აცეცებდა თვალებს ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ ოთახებში საყვარელი სახის დანახვის იმედით , მაგრამ უშედეგოდ...ხუთი წუთი მდუმარედ სიარულის შემდეგ ის იყო გაღიზიანების ახალმა ტალღამ წამოუარა , რომ შავოსანი ერთ-ერთი თეთრი კარის წინ შედგა და აბაშიძეს მიუბრუნდა.
- აქ არის...მაგრამ, იცოდე ბევრი დრო არ გაქვს...ასე რომ, იჩქარე... - გამაფრთხილებელი ტონით მიმართა ლუკას , მაგრამ ეს უკანასკნელი თითქოს აღარც უსმენდა..სახეგაფითრებული, მძიმედ სუნთქავდა და თითქოს იმ განზომილებას აღარც ეკუთვნოდა... ნელა ჩამოსწია შავოსანმა კარის სახელური და ფრთხილად შეხსნა,. შემდეგ კი უკან გადგა და გზა დაუთმო მამაკაცს, რომელმაც ფრთხილად შეაბიჯა მამაკაცმა კარში და ზედმეტად ნაცნობ ოთახში ამოყო თავი... ფართო ფანჯრიდან, სადაც ოქროსფერი დაისი მოჩანდა მზერა საწოლისკენ გადაიტანა და სუნთქვა საერთოდ გაუჩერდა , იქ მჯდარ ფიგურაში სანუკვარი სახე რომ ამოიცნო...ჰაერი ღრმად შეისუნთქა უჟანგბადობით დახუთული გონება რომ შეეფხიზლებინა და სისუსტე შეპარული მუხლებისთვის ძალა მიეწოდებინა, შემდეგ კი ზედმეტად ფრთხილი ნაბიჯებით გადაჭრა ის მცირე მანძილი, რაც საწოლამდე აშორებდა და გოგონას წინ ჩაიმუხლა.
- ჰეიიი...შენ ნამდვილი ხარ? შენ აქ ხარ? - ნელა გაიწვდინა მისი სახისკენ ათრთოლებული ხელი და ფერმკთალ ლოყაზე უფრთხილესად შეეხო..ეშინოდა...სიგიჟემდე ეშინოდა რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა და...სანატრელი განძი არარსებულ ზმანებასავით გაქრებოდა… - მარიამ...მარ… როგორ მომენატრე...ღმერთო, როგორ მომენატრე... - ჩურჩულებდა და ვერც კი იაზრებდა მთელი ძალით როგორ იკრავდა მარიამის სხეულს..მშობლიური სურნელით თავბრუდახვეული საერთოდ გამოთიშა, მანამ სანამ მხრების ცახცახმა და სისველემ არ გამოაფხიზლა, კანს რომ უჟღინთავა დაუნანებლად.
- ჰეიიი.. შენ რა ტირი?- ფრთხილად მოაშორა მკლავები ატირებულს და მისი სახე ხელებში მოიქცია. შემდეგ კი ზღვისფერ თვალებში ჩააცქერდა, ცრემლებით რომ ჰქონდა სავსე. - არა, არა ნუ ტირი.. გთხოვ , ნუ ტირი .. ჩემო პატარავ...
- ლუკა...
- რაო, ჩემო სიცოცხლე? - ფრთხილად შეუმშრალა ცრემლები და ასეთივე ზედმეტი სიფრთხილით დაუკოცნა ორივე თვალი.
- შენ..შენ რომ იცოდე მე როგორ მომენატრე…უბრალოდ, რომ იცოდე...- წვრილი მკლავები უფრო მჭიდროდ შემოაჭდო წელზე გოგონამ, მკერდზე მიეყრდნო ცრემლით დანამული სახე. და კიდევ უფრო ამოუჯდა გული.
- ხოდა უკვე აქ ვარ..ხედავ? უკვე აქ ვარ...შენთან ვარ და აღარ იტირო..ნუ ტირი, თორემ გამისკდება გული... უკვე შენთან ვარ... შენთან დავრჩები და არსად აღარ წავალ...-ძვლების ატკივებამდე ჩაიხუტა აბაშიძემ ატირებული და ასე უხმოდ იდგნენ რამდენიმე წუთი . აბაშიძე, რომელსაც ყველაზე ძვირფასი არსება ჰყავდა გვერდით , აღარაფერზე ფიქრობდა საერთოდ და გრძნობდა ის იარაც ღიად რომ ჰქონდა დარჩენილი მკერდში...როგორ ივსებოდა და ხორცდებოდა თანდათან. ხელები მჭიდროდ შემოეხვია გოგონასთვის , ძლიერად მიეკრო მკერდზე და მის შავ თმაში ცხვირჩარგული ხარბად ისუნთქავდა სიმშვიდის მომგვრელ საოცარ სურნელს…ეშინოდა...სიგიჟემდე ეშინოდა რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა და...სანუკვარი განძი არარსებულ ზმანებასავით გაქრებოდა..და დარჩებოდა ისევ, ფერმკრთალ მოგონებების და უსაშველო მონატრების ამარა...არც მარიამი ჩქარობდა, მასაც ძლიერად მოეხვია მკლავები ძმისთვის და მშვიდად უსმენდა მის მონატრებულ გულისცემას. ასე ისხდნენ რამდენიმე წუთი სრულ მყუდროებაში, სანამ მარიამი არ გამოფხიზლდა , ფრთხილად გაინთავისუფლა თავი ძმის მკლავებიდან და ერთი ნაბიჯით უკან დახეულმა უსაზღვრო სევდით სავსე მზერა არ შეანათა.
- შენ აქ ვერ დარჩები...არ დარჩები…- ამოთქვა ძლივსგასაგონად და ზღვისფერი თვალებიდან ცრემლების ახალმა ნაკადმა იწვიმა...იმ მომენტში სრულიად გათიშულ აბაშიძეს კი მისი სიტყვები თითქოს არც გაუგონია, დაკვირვებით მიმოიხედა გარშემო.
- დედა და მამა სად არიან?
- ისინი აქ არ არიან...მე სულ მათთან ვარ, მაგრამ აქ არა...შენთან მარტო მე გამომგზავნეს ..
- ვინ გამოგგზავნა?
- ამას ვერ გეტყვი...- თავი გააქნია გოგონამ - მე მხოლოდ იმას გეტყვი რა იქნება თუ დარჩები და რა იმ შემთხვევაში თუ წახვალ...შემდეგ კი შენ უნდა გადაწყვიტო დარჩები თუ არა...
- რა იქნება თუ დავრჩები?
- შენ ჩემთან ერთად წამოხვალ...და მე , შენ , დედა და მამა..სამუდამოდ ერთად ვიქნებით.. - ჩურჩულით უპასუხა მარიამმა.
- ჰოდა ვინც გამოგგზავნა მაგარი სი*რი ყოფილა თუ გონია რომ ამის მერე აქედან სადმე წავალ..
- არა, შენ უნდა დაბრუნდე!- მოულოდნელად იფეთქა მარიამმა და კიდევ უფრო ამოუჯდა გული, - შენ უნდა დაბრუნდე...გესმის? უნდა დაბრუნდე...ბედნიერება იპოვნო და უბრალოდ, დიდხანს...ძალიან დიდხანს უნდა იცოხლო...
- ჩემი სიცოცხლე შენ ხარ! - ხელებში მოქცეული თხელ თითები დაუკოცნა ლუკამ - გესმის? შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
-ლუკა…- ამოიტირა მარიამმა და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, ძმის მკლავებისთვის მეორედ რომ ჩაიკრეს გულში…
- არ შემიძლია, ჩემო პატარავ.. უბრალოდ არ შემიძლია…
- დრო გეწურება! რა გადაწყვიტე? - მოულოდნელად არსაიდან გაჩნდა შავოსანი.
- ვრჩები !- მისკენ გაუხედავად, უყოყმანოდ მოუჭრა მამაკაცმა და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა მარიამი მკერდზე.


***

- ისეთი გრძნობა მაქვს რომ ამ ბიჭს უკან დაბრუნება არ უნდა - შუბლი მოისრისა ასაკოვანმა ანესთეზიოლოგმა .. უკვე ოცი წუთი იყო გასული რაც ლუკას პულსი არ უფიქსირდებოდა და ამდენივე მას შემდეგ რაც უშედეგოდ უტარებდნენ სარეანიმაციო პროცედურებს..
- ამას ვინ ეკითხება!- კბილებში გამოცრა თემურმა და ისეთი სიმძლავრით დააწვა აბაშიძის მკერდს , გვერდით მდგარმა ექიმმა სახე დამანჭა
- თქვენ პაციენტს იცნობთ ?- გაბედა ახალგაზრდა ქალმა და ის კითხვა დასვა , ყველას რომ აწუხებდა გარშემო
- ვიცნობ. - მისკენ გაუხედავად მიუგდო თემურმა.
- ვინ არის ? - მეორე კითხვა შებედა ქალმა, მაგრამ ამჯერად ქირურგს სიმშვიდე აღარ გამოუჩენია..
- შენ აქ ინტერვიუს ჩასაწერად მოხვედი? - შეუღრინა ცივად და ისევ აბაშიძის სხეულს მიუბრუნდა.

***

- კარგი, მისმინე...- ამოიოხრა შავოსანმა - შენ ეხლა კლინიკური სიკვდილი გაქვს.. შენი სხეული საოპერაციო მაგიდაზე წევს, უჟანგბადობით დახუთული შენი ტვინი კი ამ ყველაფერს მხოლოდ ჰალუცინაციად აღიქვამს, მაგრამ დიდი დრო აღარ დაგრჩა : ერთ წუთში ტვინიც გაგეთიშება და შენ ბიოლოგიურად.. საბოლოოდ მოკვდები.. ასე რომ იჩქარე გადაწყვეტილების მიღება - დაასრულა მონოლოგი და მათ შორი-ახლოს აიტუზა.
-შენ ჯერ ყველაფერი არ გინახავს, ლუკა…- ძმის ხელებიდან თავი ფრთხილად გაითავისუფლა მარიამმა და ცისფერი თვალები შენათა.
- რა არ მინახავს?
-ის რის გამოც უნდა დაბრუნდე…წამოდი…- რამდენიმე ნაბიჯი, იმდენივე წამი და
აბაშიძემ ნაცნობი სახლის ნაცნობ ეზოში ამოყო თავი, სადაც სრული სიმშვიდე სუფევდა. ეს ისეთივე სიმშვიდე იყო , რაც მარიამთან ყოფნის დროს დაეუფლა...მაგრამ მაინც რაღაც სხვა და პირველი რაც ლუკამ იფიქრა, რომ ალბათ სწორედ ეს იყო ის აღთქმული სამოთხე...სულის მარადიული სიმშვიდე, ცხოვრების გრძელი და ქარტეხილიანი გზით დაღლილი ადამიანი რომ ნატრობს და ელის...ნახევრად გაძარცვული ხეების კენწეროებიდან მზე იჭყიტებოდა და დამშვიდობების წინ...მანამ, სანამ უცხო მხარეში გადაიკარგებოდა და ზამთრის სიცივით გაბეზრებულ, აუტანელ სევდაში ჩაფლულ ადამიანებს თავის სიმხურვალეს მოანატრებდა...თითქოს, ბოდიშისა და მათი გულების მოგების ნიშნად , თავის სითბოს არ იშურებდა და ოქროსფერ სხივებს დაუნანებლად აფრქვევდა არემარეს…შემოდგომას ბუნების ყველაზე თბილ ფერებში შეეღება აქა-იქ შემორჩენილი , ობლად დატოვებული ბალახი... შემოდგომისფერი იყო მხრებზე მბზინავ ტალღებად დაყრილი ქალის თმაც...ზურგით მდგომს, სახე რომ არ უჩანდა...მისგან რამდენიმე ნაბიჯის იქით, პატარა ზომის, გრძელყურება ფუმფულა ლეკვთან ასე წლინახევრის ბიჭი დახრილიყო და ჩანდა რომ, დიდი ინტერესით აკვირდებოდა როგორ ირთობდა ხის ჯოხით თამაშით თავს...შავი თმები ჰქონდა პატარას და ქალის მსგავსად ზურგით მყოფს , არც მას უჩანდა სახე... აბაშიძის ფეხებმა თავისით გაიწიეს მათკენ, მაგრამ გამჭვირვალე, უხილავმა კედელმა მომენტალურად შეაჩერა და გზის გაგრძელების საშულება აღარ მისცა...უარესად გაღიზიანებულმა ძარღვიანად შეიკურთხა და მზერა ისევ ოქროსფერთმიან ქალზე გადაიტანა, რომელიც ბავშვისკენ წავიდა და თამაშის მოსალოდნელი შეწყვეტით უკმაყოფილო და გაჯიუტებული პატარა ხელში აიტაცა.
-გეყოფა , დე… გაცივდები...სახლში ვითამაშოთ, თან მამიკოს საჭმელი ხომ უნდა დავახვედროთ? შენს უჟმურ და მშიერ მამიკოს…- გაეცინა და ჯერ კიდევ ტუჩებგაბუშტულ პატარას, ხმაურით დაუკოცნა ლოყები, რომელიც დედის ალერსზე მაშინვე მოლბა, მორჩილად შემოხვია კისერზე პატარა მკლავები და წამიერად მისი სახეც გამოჩნდა.ზედმეტად ახლობელმა ნაკვთებმა...უმანკო შავმა თვალებმა სიყვარულით სავსე მზერით რომ მიანათეს...სიყვარულით, რომელსაც არ აქვს ზომა და წონა...არ აქვს საზღვარი...რომელიც მხოლოდ ეს ერთადერთი სახეა ამ გრძნობისა, რომელშიც ცხადდება სიყვარული მთელი თავისი სრულყოფილი ფორმით...ერთადერთი სიყვარული რომელიც მხოლოდ მშობელსა და შვილს შორის იბადება და რომლითაც მხოლოდ პატარას შეუძლია შეხედოს მშობელს და მხოლოდ მშობელმა , თავის პირმშოს...ერთადერთი სიყვარული რომელიც ყოველგვარი პირობის გარეშე, ანგარიშმიუცემლად იბადება და ადამიანის ბოლო ამოსუნთქვამდე გრძელდება...ამ სიყვარულით სავსე მზერამ და შავმა თვალებმა , ზედმიწევნით რომ იმეორებდნენ მისას…თვითონაც ვეღარ ითვლიდა უკვე მერამდენედ გაუჩერა გული და შეუკრა სუნთქვა...ფეხებმა ისევ თავისით, ჯიუტად გაიწიეს, მაგრამ ზმანება ისევე მოულოდნელად გაქრა როგორც გაჩნდა და ისევ მარიამის ოთახში ამოყო თავი.
-ეს რაღა იყო?- იკითხა ყრუდ და ხელებში თავჩარგული საწოლზე ჩამოჯდა.სულ რამდენიმე წუთის კვალობაზე ნამდვილად მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი და ემოციებისგან გადამწვარ გონებაში ამდენი აუხსნელი და ირეალური სურათისგან უკვე მთელი ფიქრები ერეოდა..
-ეს ის იყო, რაც შეიძლება რომ იყოს...იმ შემთხვევაში თუ დაბრუნდები…
- ის ბავშვი ჩემი შვილი იყო? - სახიდან ხელები არ მოუშორებია ისე იკითხა."ჩემი შვილი" ეს სიტყვები ზედმეტად უცნაურად გაუვრცელდა გონებაში...არასდროს უფიქრია შვილის ყოლაზე, არც სურვილი გასჩენია ოდესმე...არასდროს უოცნებია მამობაზე სხვების მსგავსად, ეხლა კი ეს სიტყვები უარესად არეულ და უცნაურ გრძნობებს უტოვებდნენ…
- ამის დედაც…. - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შეეცადა არეულ აზრებში როგორმე თავი და ბოლო ეპოვა. შემდეგი რამდენიმე წუთი სრულ სიჩუმეში გავიდა.. მარიამი არ აჩქარებდა ფიქრებში სრულიად ჩაფლულ ძმას,მანამ სანამ ისევ შავოსანი არ გამოჩნდა და გოგონა მიხვდა, რომ დრო უკვე ნამდვილად მოახლოვებულიყო...
- ლუკა…- საწოლთან ნელა ჩაიმუხლა და ფიქრებში ჩაძირული ძმა თმაზე ფრთხილი შეხებით გამოაფხიზლა.
- შენ იცი...იცი ვინ იყო ის? - სახიდან ხელები მოიშორა აბაშიძემ და ზღვისფერ თვალებში ჩახედა დას.
- არა...არ ვიცი.. - თავი ნელა გააქნია მარიამმა და ლოყაზე ფრთხილად მიეფერა ათრთოლებული ხელით - მე მხოლოდ ტკივილი მახსოვს და შემდეგ სიბნელე..მეტი არაფერი...
- მარ… - ხმა გაუტყდა მამაკაცს..იგრძნო როგორ მოეწურა მკერდში წყეული გული და ცხოვრებაში პირველად მოუნდა ისე ეღრიალა, როგორც ბავშვობაში...პირველად მოუნდა ბავშვისა და ქალის მსგავსად ცრემლების საშუალებით გამოედევნა გულიდან ის აუტანელი ტკივილი სუნთქვის საშუალებასაც რომ აღარ აძლევდა...
- ჰეიიი...მე უკვე კარგად ვარ...შენს სიცოცხლეს ვფიცავარ...მე უკვე კარგად ვარ…
- მაპატიე..მაპატიე , ჩემო პატარავ... - ნაკადებად დადენილი ცრემლები ფრთხილად შეუმშრალა აბაშიძემ და აღარც თვითონ უცდია ცრემლის შეკავება...
- რა გაპატიო ? - ძმის თბილი ხელი მხარსა და სველ ლოყას შორის მოქცია მარიამმა.
- შენი დაცვა რომ ვერ შევძელი...შენი გადარჩენა რომ ვერ შევძელი...მაპატიე, რომ ეს ტკივილი გამოიარე...მაპატიე რომ შენ იყავი იქ და არა მე...მაპატიე..უბრალოდ ყველაფერი მაპატიე...ყველაფერი...
- დრო! - გამაფრთხილებლად გამოცრა შავოსანმა და ლუკამ მთელი არსებით იგრძნო რომ დასთან დასაშორებლად მზად არ იყო.
- მაგრამ შენ მაინც უნდა წახვიდე...მეც უნდა წავიდე... - ნელა წამოდგა გოგონა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ჯანდაბა...არა! - ფეხზე წამოვარდა ლუკაც.
-ნახევარი წუთი დაგრჩა!- იმწასვე გაისმა შავოსანის ხმაც.
- დაბრუნდი, გთხოვ.. - ცრემლიანი თვალები შეანათა დამ, რომლის ფიგურაც თანდათან ფერმკრთალდებოდა.
- არ შემიძლია... - სულის შემხუთავი სიმწარე მოაწვა აბაშიძეს ყელში - დედას შევეცი! არ შემიძლია..მარიამ...
- დრო! - იქუხა კაცმა
- გააჯვი!- იფეთქა საბოლოოდ წყობიდან გამოსულმა აბაშიძემ და იმწამსვე ოთახში საშინელი ნგრევის ხმამ შემოაღწია, რომელიც შორიდან მოდიოდა და თანდათან უფრო და უფრო ახლოვდებოდა..
- გადაწყვეტილება მითხარი.. სწრაფად! - ყვირილით გამოსძახა შავოსანმა აბაშიძეს, მაგრამ ის მას არ უსმენდა ,უსაზღვრო სევდით სავსე მზერას არ აცილებდა უკვე ლანდად ქცეულ დის ფიგურას.
- მარ...
- ჩვენ ისევ გვნახავ, გესმის? დადგება დრო და ჩვენ ისევ გვნახავ...- ფერმკრთალი ხელი ფრთხილად გაიწვდინა ძმის სახისაკენ სევდად ქცეულმა გოგონამ და უკანასკნელად მიეალერსა...- გეფიცები , ისევ გვნახავ... მაგრამ შენი დრო ჯერ არ მოსულა… დაბრუნდი, ლუკა...
- მარიამ! - მთელი ძალით იღრიალა აბაშიძემ და იმავე წამს ფიგურაც უკვალოდ გაქრა...
- დაბრუნდი გთხოვ..უბრალოდ დაბრუნდი…- ეს უკვე სხვა ხმა იყო , ზედმეტად ნაცნობი ხმა დაუკითხავად რომ გაუარა გულში და მამაკაცის ფეხებმაც ანგარიშმიუცემლად , თავისით გადადგეს ხმის მიმართულებით ნაბიჯი. იმწამსვე კედლებმა გულისწამღები გრუხუნით იწყეს ნგრევა, ერთიმეორის მიყოლებით იშლებოდნენ ისინი და თეთრ მტვერს ტოვებდნენ მხოლოდ.
- დედას შევეცი!!! - იღრიალა საბოლოოდ არეულმა მამაკაცმა , ხელები მაგრად მიიჭირა სიგიჟემდე ატკიებულ თავზე და მერე კი მთლიანად ისევ ნაცნობ თეთრ ბურუსში ჩაეფლო. შემდეგ იყო გულისწამღები სიჩუმე და ამ სიჩუმეში უეცრად, მთელი სიმძლავრით შემოჭრილი ბაგა-ბუგი,რომელმაც სმენა ერთიანად დაუხშო და გონებაში მტკივნეულად შეუძვრა..თავზე მთელი ძალით იჭერდა ორივე ხელს იმ ხმის ჩასახშობად უზარმაზარი დანადგარის რიტმულ მუშაობას რომ აგონებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა..მერე კი ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით აირია ერთმანეთში... სინათლის სიჩქარით ცვლიდნენ ერთმანეთს ხმები, სახეები...საძულველი სახეები, საყვარელი სახეები...მეგობრები და ახლობლები რომლებიც იყვნენ მასთან და რომლებიც აღარ იყვნენ...თვალები...ზღვისფერი თვალები, შავი თვალები..მამა, დედა...ოქროსფერი თმა , პატარა ბიჭი მისი სრული ასლი რომ იყო და ყველაფრის ფონზე ისევ ის ხმა ,რომელიც არსად გამქრალა , ისევ ისეთი სიმძლავრით ესმოდა როგორც წეღან და ლუკა მიხვდა რომ ეს მისი გულისცემა იყო...ისე მძლავრად ფეთქავდა იგი, რომ ეგონა სადაც იყო ტვინი ნაწილებად დაეშლებოდა , მაგრამ უეცრად ფეთქვა შეწყდა , მინელდა და ბოლოს მთლიანად მიყუჩდა. ისევ ტკივილი ,გაუსაძლისი ტკივილი და ბოლოს საოცარი სიმშვიდე...სიმშვიდე რომელმაც მთლიანად მოიცვა მისი არსება..

***

საოპერაციოში სრული დუმილი ჩამოწოლილიყო.. მხოლოდ მონიტორიდან წამოსული გულისგამაწვრილებელად მონოტონური ხმა არღვევდა სიჩუმეს.. ექიმთა ჯგუფი გახევებული იდგა და ვერავინ ბედავდა განძრევას ან რამის თქმას.. უხმო გაკვირვებითა და თანაგრძნობით შეჰყურებდნენ თემურ აბაშიძეს , რომელიც საოპერაციო მაგიდას არ ცილდებოდა და ჯიუტად , მაგრამ უშედეგოდ აგრძელებდა პაციენტის რეანიმაციას ... ბოლოს , კი როცა უკვე ხელებში უკანასკნელი ძალაც გამოეცალა , მოწყვეტით ჩაცურდა მაგიდის გვერდზე..
- სიკვდილის დრო დავაფიქსიროთ ? - სიჩუმე დაარღვია ქალის ფრთხილმა ხმამ, მაგრამ აბაშიძეს თითქოს არც გაუგონია მისი კითხვა.. ქალმა ეხლა მის თანაშემწეს გადახედა კითხვით სავსე თვალებით
- დააფიქსირეთ - ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა მან
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და მაჯის საათს დახედა
- სიკვდილის დრო... - ის იყო განაჩენივით გაისმა მისი ხმა ოთახში , რომ თემურის ხმამ შეაჩერა
- მოიცადე..
- ბატონო თემურ.. - მორიდებით გახედა ქალმა
- მოიცადე - მეთქი ! - გაიმეორა მკაცრად და წელმოწყვეტილი წამოდგა, ხელებით დაეყრდნო საოპერაციო მაგიდას და აბაშიძის სხეულისაკენ გადაიხარა
- გესმის? გესმის ჩემი ხმა ? თუ გესმის დაბრუნდი.. იცოდე.. თუ არ დაბრუნდები .. მანდაც მოგაგნებ .. მანდაც მოგაგნებ და მეორედ მოგკლავ , გეფიცები! - გამოცრა სიმწრით, შემდეგ სწრაფად დასწვდა დეფიბრილატორს და უკანასკნელად მომართა.. უკანასკნელად შეხტა შეხტა აბაშიძის სხეული საოპერაციო მაგიდაზე და ისევ ყრუ ხმაურით დაეხეთქა ზედაპირს.. ნელა ასწია თემურმა თავი და მოლოდინით შეაცქერდა მონიტორს
- მიდი .. მიდი!.. მიდი, შენი დედაც !- გამოცრა კბილების ღრჭიალით და ხაზმა, ჯიუტი სისწორით რომ მიედინებოდა მონიტორზე, ფორმა რომ არ იცვალა , შეშლილი ღრიალით მოჰყვა ოთახში განლაგებული ნივთების მტვრევას .. ყურადღებას არ აქცევდა თანამშრომელთა გაოცებულ სახეებს და სხვადსხვა ნივთებს ერთმანეთის მიყოლებით ახეთქებდა კედელს.. სიმწრისაგან ერთიანად გონებაგათიშულს არ გაუგია როგორ იცვალა აპარატმა ხმა და უწყვეტი , გულისგამაწვრილებელი წრიპინის ნაცვლად ეხლა დალაგებული, მწყობრი რიტმით რომ ხმაურობდა.. არც თანაშემწის სიხარულის შეძახილებისთვის მიუქცევია ყურადღება, მანამ სანამ ეს უკანასკნელი მხარში არ წვდა , კედელს არ ააკრო და საჩვენებელი თითით მონიტორისაკენ არ მიუთითა
- თემურ, პულსი გვაქვს ! პულსი გვაქვს, გესმის?..


***


აბაშიძის მეგობრები საავადმყოფოს დრეფანში შეკრებილიყვნენ და ლოდინისა და ნერვიულობისაგან ჭკუიდან გადასულები ელოდებოდნენ რაიმე ცნობას მისი მდგომარეობის შესახებ. მოსაცდელ სკამზე მჯდარ დემეტრაძეს, ხელები ტირილისაგან გულამოჯდარი ანუკისთვის მოეხვია და მოპირდაპირე კედლისათვის გაეშტერებინა თვალები, რომელშიც ყოველთვის მოუსვენარი ნაპერწკლები დახტოდნენ, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ტკივილი ჩაბუდებულიყო.. აბაშიძის სისხლით ხელებშეღებილი თიკა კედელთან ჩაცურებულიყო და ხელებში თავჩარგული ტიროდა...ჯიბეებში ხელებჩაწყობილი საბა კი წინ და უკან მოუთმენლად მიმოდიოდა დერეფანში.. ერთი შეხედვით , ყველაზე მშვიდად მას ეჭირა თავი, მაგრამ ყველა ვინც ბარამიძეს კარგად იცნობდა , მიხვდებოდა რომ მისი ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იმ უზომო მრისხანების, ბრაზისა და ტკივილის შემაკავებელი ნიღაბი იყო, იმ მომენტში უხვად რომ დაგროვილიყო მამაკაცის გულში... ასეთ მდგომარეობაში იყვნენ აბაშიძის მეგობრები, დერეფანში თეთრხალათიანი ექიმი რომ გამოვიდა და მათკენ გაემართა არაფრის მთქმელი სახით..დაბარებულივით ყველა ერთად წამოიჭრა ფეხზე სწრაფად შემოეხვივნენ მამაკაცს გარშემო და იმედითა და შიშით სავსე თვალები მიანათეს.
- ექიმო…- ისევ საბამ გაბედა საუბრის დაწყება…თეთრხალათიანმა ერთი ამოიოხრა და მძიმედ დაიწყო.
- ოპერაცია ჩავუტარეთ და ტყვიაც ამოვუღეთ, მაგრამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა...გადავიყვანეთ რეანიმაციაში და მართვით სუნთქვაზე გვყავს...მდგომარეობა კვლავ მძიმეა...
- მისი ნახვა შეიძლება?- ამოიტირა ანუკიმ.
- ზოგადად, ნახვის საათები ამ მომენტისთვის დასრულებულია... - თავი გააქნია კაცმა და წამიერი ყოყმანის შემდეგ დაამატა - მაგრამ გამონაკლისს დავუშვებთ..მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი...
- ეს აქ რას აკეთებს? - უეცრად გამოცრა დემეტრაძე და ყველამ იმ მხარეს გაიხედა , საითაც მისი დაძაბული მზერა იყო მიმართული.დერეფანში , მათ ახლოს ,ნია სანიკიძე იდგა და ტირილისაგან დაწითლებული თვალებით შესცქეროდა მათ.
- აქ რას ააკეთებ?!- მისკენ გაიწია ღრენით დემეტრაძემ.
- მე...- დაიბნა ქალი უეცარი თავდასხმისაგან და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- რისთვის მოხვედი - მეთქი?
- მის სანახავად მოვედი.. - მშვიდი, მაგრამ მტკიცე იყო გოგონას პასუხი.
- ტყუილად შეწუხდი...ნახვის საათები ამოწურულია... - ხელები ირონიულად გაშალა დემეტრაძემ - ასე რომ გაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი!
- მოიცადე.. - მეგობარს მხარში წვდა საბა და სულ ძალით გაათრია გვერდზე ნერვების ზღვარს გადაცდენილი მეგობარი.
- რა გინდა?- შეუღრინა გიორგიმ პარალელურად კი აწურულ ნიას არ აცილებდა მტრულს მზერას.
- ის უნდა შევუშვათ ლუკასთან...
- შენ ხო არ უბერავ?
- გიო, მისმინე..
- შემეშვი!- გამოცრა დემეტრაძემ
- მისმინე- მეთქი! - თვალებში ჩააშტერდა საბა მეგობარს- ეხლა თუ ლუკას ჩვენი ხმა ესმის..თუ ეს ასეა..ეს გოგო ერთადერთი იქნება ვისი ხმაც უკან დააბრუნებს...
- რას ბოდავ?- სიმწრით ჩაეცინა გიოს,
- ვიცი რასაც გეუბნები! - მტკიცედ მოუჭრა საბამ
- ხოო? იქნებ მეც გამიმხილო თუ რამე არ ვიცი.. - ირონიულად გამოცრა დემეტრაძემ, მაგრამ საბა მას აღარ უსმენდა .. სწრაფად მოსცილდა მეგობარს და მარტო მდგარ ანუკისაკენ წავიდა რომელიც ისედაც შოკში მყოფი კიდევ უფრო დაბნეულიყო და ახლა ხან ბიჭებს გადახედავდა გაკვირვებული , ხანაც კი განცალკევებით მდგარ ნიას...
- ვიცი რომ მისი ნახვა ძალიან გინდა…მაგრამ , ის უნდა შევუშვათ მასთან , კარგი? - ლოყაზე მიეფერა საბა.
-კარგი ..- მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდა გოგონა
- რეანიმაციაშია... - მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ნიას რომელსაც ბევრი აღარ უფიქრია ისე დაიძრა ერთი სართულით მაღლა მდებარე რეანიმაციისაკენ...ათრთოლებული მუხლებით და გაჩერებამდე მისული გულით ფრთხილად შეაბიჯა კარში და წამით შედგა.უგონოდ მყოფი, უთვალავ სადენში ახლართული აბაშიძის დანახვაზე კიდევ უფრო მოეწურა ისედაც სუსტად მფეთქავი გული და თვალზე მომდგარმა ცრემლებმაც არ დააყოვნეს...ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ზედმეტად დასუსტებული სხეულისთვის ძალა რომ მიეცა და ფრთხილი ნაბიჯებით მიახლოვდა საწოლს..ცრემლებისგან დაბინდული მზერით მოძებნა მამაკაცის ხელი და ისე, თითქოს სიგიჟემდე ეშინოდა რამე არ ატკინოსო, ნელა გაიწვდინა მისკენ თავისი და მჭიდროდ შემოაჭდო სუსტი თითები...მოდუნებულ სხეულს რომელიც თხოვდა მკაცრად ითხოვდა დაჯდომას, დაემორჩილა , საწოლის გვერდით ჩამოჯდა, თავი საწოლზე აბაშიძის მხართან ჩამოდო და ისე რომ მამაკაცის ხელი არ გაუშვია, თვალებდახუჭული უხმოდ ატირდა...შემდეგ არ ახსოვს რამდენი ხანი დაჰყო ამ მდგომარეობაში...საერთოდ არ ფიქრობდა რა დრო გავიდა,თითქოს ისიც კი არ ახსოვდა სად იყო..უკვე აღარ ტიროდა და ეხლა უბრალოდ უჩვეულო სიმშვიდეში გადასული თვალდახუჭული უსმენდა მამაკაცის სუსტ, მაგრამ მაინც რიტმულ გულისცემას საწოლის გვერდით დამონტაჟებული აპარატი რომ აჟღერებდა ოთახში...მხარზე ფრთხილმა შეხებამ გამოაფხიზლა...თავი ნელა აწია და დაბინდული მზერა შეანათა თავზე წამომდგარ თეთრხალათიანს...
- უნდა გახვიდეთ...
-კიდევ ცოტა ხანი...არ შეიძლება?- თხოვნით სავსე მზერა შეანათა ნიამ.
-არ შეიძლება….- მოუჭრა ქალმა და მისი მოღრუბლული სახის და აცრემლებული თვალების დანახვაზე შედარებით რბილი გაუხდა ტონი დაამატა - დამიჯერეთ, ისევ პაციენტისთვის არის საჭირო….
-კარგი….-ფეხზე წამოდგა დანებებული ქალი და ლუკას გადახედა...არ უნდოდა წასვლა...ყველაზე ძალიან არ უნდოდა წასვლა , მისი დატოვება და თვითონაც ვერ ვხვდებოდა რატომ რჩებოდა უკან გული...ფრთხილად დაიხარა მისკენ და ჯერ ცივ შუბლზე აკოცა, შემდეგ კი გაფითრებულ ბაგეებზე და შუბლით შუბლზე მიეკრო...
-დაბრუნდი გთხოვ...უბრალოდ დაბრუნდი…- დაიჩურჩულა ძლივსგასაგონად...წელში გასწორებულმა ხელებში მოქცეულ თითებზეც დაუტოვა კოცნა და უფრო მეტად გატეხილი ნაბიჯებით დატოვა რეანიმაცია...გარეთ უკვე ბნელოდა...უხმოდ გამოაღო მომლოდინე მეტრეველის მანქანის კარი და ასევე უხმოდ ჩაჯდა...
-წავედით?
უსიტყვოდ დაუქნია თავი მამაკაცს და ამ უკანასკნელმაც სწრაფად აამუშავა ძრავი, მაგრამ წამის შემდეგ ისევ გამორთო...ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სავარძელში მობუზულ ნიას გახედა...პირველად ხედავდა სანიკიძეს ესეთ მდგომარეობაში და გული ეწურებოდა...
- როგორ არის?
- მძიმედ…
- კარგად იქნება..ნუ გეშინია…-ფრთხილად მიეფერა მეტრეველი თმაზე, ქალისთვის კი თითქოს ეს ნიშანი იყოო, სახეზე აიფარა ხელები და კიდევ ერთხელ აუვარდა ტირილი...

...

***

ლუკამ ერთი კვირა დაჰყო რეანიმაციაში და როცა ექიმებს ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდათ, ზუსტად მაშინ მოვიდა გონს. სწრაფად ჩაუტარეს ყოველგვარი გამოკვლევა და იმით გაოცებულებმა რომ პაციენტს ყოველგვარი სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ეს შემთხვევაც სასწაულების რიგს მიაწერეს და აბაშიძე იმღამესვე გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში. მეორე დილით თვალის გახელის შემდეგ პირველი რაც ლუკამ აღიქვა, საწოლის გვერდით უხმოდ ჩამომჯდარი დემეტრაძე და მისი გადაფითრებული სახე იყო
- ლუკამ ერთი კვირა დაჰყო რეანიმაციაში და როცა ექიმებს ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდათ, ზუსტად მაშინ მოვიდა გონს. სწრაფად ჩაუტარეს ყოველგვარი გამოკვლევა და იმით გაოცებულებმა რომ პაციენტს ყოველგვარი სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ეს შემთხვევაც სასწაულების რიგს მიაწერეს და აბაშიძე იმღამესვე გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში. მეორე დილით თვალის გახელის შემდეგ პირველი რაც ლუკამ აღიქვა, საწოლის გვერდით უხმოდ ჩამომჯდარი დემეტრაძე და მისი გადაფითრებული სახე იყო
- რა სახე გაქვს , შე ჩემა ?- გაეცინა მის შემხედვარეს და დემეტრაძეს გამომეტყველება რომ არ უცვლია, თვალები ნელა მოატარა ოთახს - სადმე მოჩვენებაა და მე ვერ ვხედავ?
- ორჯერ გაგიჩერდა გული.. ნახევარი საათი კლინიკური სიკვდილი გქონდა...ასე რომ სრულუფლებიანი მოჩვენება ხარ - მხრები აიჩეჩა გიორგიმ - აზრზე არ ხარ.. ვაბშე აღარავის ეგონა რომ დაბრუნდებოდი...
-კაი არ გინდა დრამატიზება...-გაეცინა ლუკას, რომელსაც არ გამოპარვია მეგობრის ხმაში გაპარული გაბზარული ნოტები და შეცვლილი გამომეტყველება.
- გვეგონა, მართლა კვდებოდი...
- მაგრამ მე აქ ვარ...ასე რომ უკან ჩაიბრუნე ეგ ცრემლები...
- სი*რო.
- ეგრე იყოს...- მშვიდად დაეთანხმა ლუკა და მკერდში დავლილი მწვავე ტკივილის გამო თვალები დახუჭა-რა მოხდა ჩემს არ ყოფნაში?-განაგრძო სუსტი ხმით.
- რა მოხდა ნამდვილ ტელევარსკვლავად იქეცი - მხრები აიჩეჩა დემეტრაძემ - დამპალი ტელევიზიები შენს მეტი არაფერზე ლაპარაკობენ.. იციან არ იციან , მაინც ყველაფერს ლაპარაკობენ.. მაგრად კიდიათ ფაქტების სიზუსტე და ყველანაირ სისულელეს ჩმახავენ..
- რა მოხდა ნამდვილ ტელევარსკვლავად იქეცი - მხრები აიჩეჩა დემეტრაძემ - დამპალი ტელევიზიები შენს მეტი არაფერზე ლაპარაკობენ.. იციან არ იციან , მაინც ყველაფერს ლაპარაკობენ.. მაგრად კიდიათ ფაქტების სიზუსტე და ყველანაირ სისულელეს ჩმახავენ..
- პოლიცია რას ამბობს?
- გამოძიება მიმდინარეობსო.. მანამდე კი ჯერ-ჯერობით კომენტარისაგან თავს შევიკავებთო - ირონიულად ჩაიცინა დემეტრაძემ
- კარგი.. ფრანკენშტეინზე რა გაარკვიე? - ავტოხელოსნის უცნაური თანაშემწე შეახსენა ლუკამ
- იმ საღამოს დიდი ვერაფერი, რადგან მალე შენი დაჭრის ამბავი გავიგე და შენთან წამოვედი.. მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ მივბრუნდი და მასზე ყველაფერი გავარკვიე , როგორც შეგპირდი.. ვინაობა , წარმომავლობა, მოკლედ ყველაფერი... იმ შემოგარენში მთელი მოსახლეობა დავკითხე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - კმაყოფილმა გამოხედა დემეტრაძემ და ჯიბიდან რაღაც ამოაცურა, შემდეგ კი ლუკას ცხვირწინ აუფრიალა... "გამომძიებელი გიორგი დემეტრაძე " წაიკითხა ლუკამ წარწერა წვრილი ასოებით რომ გამოეყვანათ პოლიციის ჟეტონზე
- გიჟი ხარ - ჩაეცინა ლუკას
- მოკლედ... იმ ბიჭს მართლა პაატა რქმევია, გვარად მამუკაშვილია და ის სახელოსნო მაგას და მამამისს ეკუთვნით უკვე თხუთმეტი წელიწადია.. ღარიბი ოჯახია , პაატას დედა ადრე დაეღუპა და მამის ამარა დარჩა რომელსაც ადრეული ასაკიდანვე ეხმარებოდა სახელოსნოში.. ათი წლის წინ ბინა დაეწვათ.. პაატა ხანძრის მომენტში სახლში იყო, მაგრამ სასწაულად გადარჩა და მხოლოდ ის იარები დარჩა სახეზე. უბინაოდ დარჩენილმა მამა-შვილმა თავი ერთადერთი ახლო ნათესავის , პაატას შინაბერა მამიდის სახლს შეაფარეს, რომელიც სახელოსნოსთან ახლოს ცხოვრობს.. ეს ყველაფერი იქ მაცხოვრებლებისაგან გავიგე და შემდეგ მამიდას ვესტუმრე, მაგრამ მან გამომიცხადა ორი კვირაა ისინი თვალით არ მინახავსო
- მოგატყუა..
- ვიცი - სახე დამანჭა გიორგიმ - მაგრამ რაღა მექნა , ოთხმოცი წლის ბებერს იარაღს ხომ არ დავადებდი შუბლზე? ავდექი და წამოვედი.. მერე რაც შენ აქ იყავი, მე და გიორგი ყოველ დღე ვუსატკავებდით მამიდის სახლსაც და სახელოსნოსაც, მაგრამ არცერთგან არ გამოჩენილან
- გამოჩნდებიან სად წავლენ.. - ამოილაპარაკა ლუკამ
- ხო.. და ვაბშე რაზე ვბაზრობთ? რა დროს ფრანკენშტეინია.. საიქიოდან ეხლახანს დაბრუნდი.. მოყევი აბა იქ რა ნახე - გაიკრიჭა დემეტრაძე და ლუკას მოსასმენად სკამზე შესწორდა
- სამოთხე ვნახე...
-მერე? -წარბი აზიდა დემეტრაძემ.
-მერე, ვერ ხედაავ? გამომაგდეს....- მხრები აიჩეჩა აბაშიძემ და დემეტრაძეს საფირმო ხარხარზე , პალატა რომ აიკლო, თვითონაც გაეცინა...
- ამის დედაც.. მოწევა მინდა...
- აქ მოწევა არ შეიძლება - ღიმილით გადახედა ბიჭებს ლუკას მკურნალმა ექიმმა, იმწამსვე დაბარებულივით
-მეც მაგას ვუხსნიდი ამ წუთას.. ქალბატონო ექიმო - გაეკრიჭა დემეტრაძე
- ძალიან კარგი.. ეხლა პაციენტი მარტო უნდა დავტოვოთ და ცოტა ხანს დავასვენოთ
-ჩემი აზრით, პაციენტი ძალიანაც დასვენებულია - შეწინააღმდეგება სცადა უკმაყოფილო დემეტრაძემ
- მხოლოდ ერთი წუთი - გამაფრთხილებლად აუწია წარბი ქალმა და ოთახიდან გავიდა
- ყველა ექიმი ასეთი გრუზი რატომაა ? - სახე დამანჭა დემეტრაძემ და ფეხზე წამოდგა- კაი გავედი..რამე ხო არ გინდა?
- მომაწევინე სანამ გახვალ.. - ნიკოტინის მოთხოვნილებას ჭკუიდან გადაჰყავდა აბაშიძე
- ვერ გაიგე რა იმან რა თქვა?- ხელები გაშალა გიომ - აქ მოწევა არ შეიძლება.
- და შენ წესების დამცველი როდიდან გახდი ?-მეგობარს თვალებმოწკურულმა გახედა უკმაყოფილო აბაშიძემ
- დღეიდან.. - გაიკრიჭა დემეტრაძე და თვალი ჩაუკრა - ექსკლუზიურად შენთვის!
- მოღალატე ყ*ეო! - გამოცრა ლუკამ და იმწამსვე მკერდში დავლილი მწვავე ტკივილისგან სახე დამანჭა - დედას შევეცი...რატომ იქ არ დავრჩი ..
- რა თქვი? - დემეტრაძეს მომენტალურად ეცვალა ხმა და სახე
- გამახსენდა...მაგარი კაიფი იყო...დაბრუნება ვაბშე არ მინდოდა…- გაეცინა ლუკას.
- უყურე შენ...დაბრუნება არ სდომებია ბიჭს….მერე? სხვებზე არ ფიქრობდი? იმათზე ვინც გელოდებოდა...ჩვენზე, ანუკიზე...იმ შენს ნიაკოზე და ის მეორე გრძელფეხება ნაშაა რომაა...რავიცი მე რა ჩემი ფეხები ჰქვია...კაროჩე ჩვენზე სულ არ ფიქრობდი ხო? რო დავწყდით და დავიხოცეთ ნერვიულობით…- ნაწყენი ტონი თანდათან ყვირილში გადადიოდა დემეტრაძეს და გაბრაზებული ხელებს ემოციურად იქნევდა.-მითხარი ვინ არის ეხლა ჩვენ შორის მოღალატე ნაბი*ჭვარი?
- კაი, შე ჩემა...რას გამისერიოზულე?- მშვიდად დაეკითხა აბაშიძე რომელიც მის ემოციურ გამოსვლას წარბაწეული აკვირდებოდა.
- შე ახვარო!- წამოიყვირა გიორგიმ მერე კი გამეხებული სახით კარისკენ შებრუნდა.
- მოიცა...ეხლა რა პატარა ბავშვივით უნდა გამებუტო?- თვალები მობეზრებით აატრიალა აბაშიძემ და გაეცინა.
- წადი შენი! - აწეული შუა თითი მიიღო პასუხად და კართან მისულმა ცერად გახედა-სანამ გავალ, გნებავს რამე?
- დემეტრაძე!- კბილებში გამოცრა ლუკამ.
-წადი შენი-მეთქი...სი*რო! -მისკენ აღარც გაუხედია გიორგის ისე გაიჯახუნა კარი.მარტო დარჩენილმა აბაშიძემ კი საწოლიდან წამოწევა სცადა თავისი მდგომარეობა რომ.მოესინჯა, მაგრამ იმწამსვე ტკივილი და თავბრუსხვევა ერთად იგრძნო..
-ფუ , შენი…-გამოცრა კბილებში კიდევ უფრო განრისხებულმ...დასუსტებულ და გამოფიტულ ორგანიზმს მეტი აღარ შეწინააღმდეგებია,ისევ საწოლს დაუბრუნდა და თვალები დახუჭა


***

გიორგის წასვლის შემდეგ ლუკამ დანარჩენი დღე ძილ-ბურანში გაატარა. როცა გამოეღვიძა , ოთახის ფანჯრებს მიღმა ცა უკვე გამუქებულიყო,ხოლო პალატაში და საავადმყოფოს დერეფნებშიც სრული სიწყნარე სუფევდა. ის იყო თვალები ისევ დახუჭა ძილის გასაგრძელებლად, რომ ინსტიქტურად იგრძნო მის პალატაში ვიღაც იყო. თავი ნელა შეატრიალა გვერდზე.. მიუხედავად სიბნელისა, არ გასჭირვებია რომ კუთხეში მჯდარ ფიგურაში ის ადამიანი ამოეცნო, ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ რომ ნახა და ნამდვილად აღარ ჰქონდა იმის სურვილი რომ იგი ოდესმე კიდევ ენახა. იმწამსვე მის სახეზე ყველანაირი ემოცია გაქრა და მხოლოდ ძლიერად დაჭიმული ძარღვები და გაყინული მზერა მოწმობდნენ იმ ფაქტს, რომ მამაკაცი მთლიანად მრისხანებამ აიტანა.
- გამარჯობა ლუკა.. - პალატაში ჩამოწოლილი მძიმე სიჩუმე კაცის ბოხმა ბარტონმა გაკვეთა
- რა ჯანდაბას აკეთებ აქ?
- ჩემი ძმისშვილის სანახავად შემოვიარე - ხელები მსუბუქად გაშალა კაცმა - როგორ გრძნობ თავს?
- წადი აქედან - ყინულივით ცივი.ხმით მოუჭრა ლუკამ
- მე შენთან საბრძოლველად არ მოვსულვარ..
- ყ*ლეზე მკი'დია რისთვის მოხვედი.. ადექი და წადი ეს დედამოტყ*ნული! - იღრიალა ლუკამ და იმავე წამს საშინელმა თავბრუსხვევამ და ტკივილმა სახე დაუმანჭა - დედას შევეცი!- გამოცრა კბილებში და ორივე ხელი სახეზე აიფარა.. შემდეგ რამდენიმე წუთი პალატაში სრული სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა გულაღმა იწვა, ჭერს მიშტერებოდა და ღრმად სუნთქავდა მოწოლილი ტკივილის ჩასახშობად.
- იშვიათი დონის არაკაცი ხარ.. - ამოთქვა ბოლოს ზიზღით სავსე ხმით.
- არაკაცი რომელმაც სიკვდილს გადაგარჩინა.. - მხრები მსუბუქად აიჩეჩა ქირურგმა
- შენ გადამარჩინე?- ცივად ჩაეცინა ლუკას
- ხო, მე გაგიკეთე ოპერაცია.. მე გადაგარჩინე!
- მაგის გაკეთება ათი წლის წინ მართლაც შეგეძლო , მაგრამ არ გააკეთე.. მაგრამ ეხლა ამას აზრი აღარ აქვს.. - აბაშიძე ცოტა ხნით დადუმდა და თვალდახუჭულმა ღრმად დაიწყო სუნთქვა.. შემდეგი რამდენიმე წამი სრულ სიჩუმეში გავიდა. -მე არასოდეს მივიღებ შენ გადაწყვეტილებას , მაგრამ თან კარგად მესმის რომ ამ დედამოტყნულ ქვეყანაში ყველას აქვს არჩევანის უფლება..
შენ შენი შრომით მოპოვებული სახელი და კარიერა ანაცვლე ძმისშვილთან ურთიერთობას.. ასე იყო თუ ისე, ეს შენი არჩევანი იყო , მაგრამ ისიც კარგად უნდა იცოდე, თემურ რომ ზოგიერთი ჩვენი არჩევანით უკან დასაბრუნებულ გზას ვიჭრით და შენი გადაწყვეტილებაც ასეთი იყო.. ხოდა ეხლა კი გეკითხები.. რა ჯანდაბისთვის დაბრუნდი? - თვალები გაახილა და ყინულივით ცივი მზერა მიაპყრო თემურს
- სასიკვდილოდ უნდა გამეწირე? - წარბები აზიდა თემურმა.
- შენ გარდა სხვა კარდიოქირურგი ვერ მოიძებნა ამხელა საავადმყოფოში, ხო? - ცივად ჩაეცინა ლუკას.
-მოიძებნება... მოიძებნება, მაგრამ მე არ გავუშვი ხელიდან შანსი შენნაირი სირთულის პაციენტისთვის გამეკეთებინა ოპერაცია და ჩემ სახელთან კიდევ ერთი წარმატება დამეკავშირებინა.. - ირონიული იყო თემურის პასუხი.
- წადი შენი.. - გამოცრა ლუკამ და თვალები ისევ დახუჭა
- ტკივილგამაყუჩებელი დავამატებინო?- ჰკითხა თემურმა. ნახევარი წუთი მოიცადა და როცა მიხვდა, რომ ლუკა მასთან ლაპარაკის გაგრძელებას აღარ აპირებდა, სისტემა შეუსწორა და უხმაუროდ გავიდა ოთახიდან.


***

მიუხედავას იმისა, რომ ლუკას ექიმები კიდევ ურჩევდნენ საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელებას, აბაშიძემ დარჩენა არ ისურვა და რამდენიმე დღით ადრე დატოვა საავადმყოფო. სულ ერთი საათის დაბრუნებული იყო სახლში, როცა ახალი ამბების სპეციალური გამოშვების წყალობით შეიტყო რომ პოლიციას მასზე თავდასხმისთვის ვინმე ლევან ბერიაშვილი დაეკავებინა. ამ უკანასკნელის სახელს ლუკასთვის ასევე უცნობ პირს , ილია ახობაძეს უკავშირებდნენ. ხუთი წუთიც არ იყო გასული ამ ამბის გაგებიდან, რომ იმავე საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა საგანგაშო ხმით გააჟღერა ინფორმაცია საპატიმროში მოკლული ლევან ბერიაშვილის აღმოჩენის შესახებ.
- ისეთი პირი უჩანს ჩვენ ხელის განძრევა არც დაგვჭირდება, თვითონ ამოხოცავენ ეს ახვრები ერთმანეთს- გაეცინა ლუკას გვერდით მჯდარ საბას.- და ეს ახობაძე ვინღაა?
- წარმოდგენა არა მაქვს...- მხრები აიჩეჩა ლუკამ-მაგრამ ვიცი ვინც დაგვეხმარება..
გურამ გაბელაია მეორე გამომძიებელი იყო, რომელიც ლუკამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოინახულა და ფულის სანაცვლოდ მისთვის მუშაობა და როცა გაიგო რა რაოდენობის თანხას სთავაზობდა ლუკა, სიხარულით დათანხმდა მის წინადადებას. თუმცა თენგიზ ალავიძესგან განსხვავებით მას საქმეში ჩართვა არცერთხელ არ მოუწია. მშვიდად ელოდებოდა როდის მიიღებდა ლუკასგან რაიმე დავალებას , მაგრამ ეს არ მომხდარა. შემდეგ კი ალავიძის მოწამვლის ამბავი გაიგო და გვარიანად დაფრთხა. სიამოვნებით გავიდოდა კიდეც საქმიდან , თუმცა ვერც ლუკას გადაგდება გაბედა, რომელსაც მისთვის უკვე გადარიცხული ჰქონდა მოზრდილი თანხა. თუმცა ბოლოს , მასაც გაუღიმა ფორტუნამ , როცა აბაშიძეზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს. იმით ისარგებლა, რომ ლუკას მეგობრებს და მითუმეტეს თავად აბაშიძეს მისთვის არ ეცხელებოდათ, ლუკას მიერ გადარიცხული ფულით ბინა იქირავა საზღვარგარეთ, ყოველგვარი საბუთი მოაწესრიგა და თვითმფრინავის ბილეთიც შეიძინა გასაქცევად. კარგად იცოდა რომ , ექიმები ლუკას გადარჩენის შანსებს არ იძლეოდნენ და შესაბამისად , მკვდარი აბაშიძე ვერც პასუხს ვეღარ მოსთხოვდა ღალატზე .ამ ყველაფრით დაიმედებული კი ეხლა მშვიდად მიმოდიოდა ოთახიდან ოთახში და აუჩქარებლად ალაგებდა ბარგს. ის იყო თავისი საქმიანობა დაასრულა და საძინებელში გავიდა რომ იქ სავარძელში მჯდომი ფიგურის დანახვამ და მისკენ მიმართულმა ცივმა მზერამ ადგილზე გაყინა.
- გამარჯობა, გურამ!
- ჯანდაბაა... - ხელი ნერვიულად გადაისვა მელოტ თავზე გამომძიებელმა და მომენტალურად დაზაფრულმა ის იკითხა რაც პირველი მოადგა ენაზე-გადარჩი?
- არა, რა გადავრჩი...- გაეცინა აბაშიძეს - მოვკვდი და პირდაპირ საიქიოდან შემოგიარე…დავდივარ ეხლა ძველი ნაცნობების კარდაკარ და ვალების დაბრუნებას ვითხოვ...
- რა გინდა?
- უკვე გითხარი...შენ ჩემი ვალი გაქვს!
- რა ვალი?
- მორჩი ეხლა ტრა*კის თამაშს…- სახე დაუსერიოზულდა აბაშიძეს-და დაჯექი, რას დამყურებ ყ*ლესავით, მართლა მოჩვენება კი არ ვარ...
გაბელაიამ, უსიტყვოდ გადაყლაპა შეურაცხყოფა და სავარძელზე მორჩილად დაეშვა, შემდეგ კი სახე ხელებში ჩარგო და ყრუ ხმით ალაპარაკდა.
- რა გინდა?
- ბევრი არაფერი…-მხრები აიჩეჩა ლუკამ-გადავახტეთ იმ ნაწილს, სადაც შენ მე...ყ*ლესავით მიპირებდი გადაგდებას და ნისლიან ალბიონზე განავარდებას…-სიგარეტს გაუკიდა და გამომძიებლის გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო - ერთ სახელს გეტყვი: ილია ახობაძე...დაიწყე და ილაპარაკე ყველაფერი ,მასზე რაც იცი, მე კი მოგისმენ...
-მომკლავენ...ალავიძესავით ჩამაძაღლებენ…- ისევ ხელებში ჩარგო სახე გაბელაიამ და უფრო თავისთვის ამოილაპარაკა.
-მაგაზე როდის უნდა გეფიქრა იცი ხოო? - მუხლებზე დაყრდნობილი იდყვებით წინ გადაიხარა აბაშიძე და გამომძიებელზე მიბჯენილ მზერაში ზიზღი ჩაუდგა - ფულზე დახამებული, თხასავით რომ იყიდებოდი...გვიანია ეხლა თითზე კბენანი...ასე რომ...ილაპარაკე, გურამ, ილაპარაკე...ბევრი დრო არ მაქვს და არც იმდენი მოთმინება, შენს ჩაჯმულ სახეს კიდევ დიდ ხანს რომ ვუყურო…
გაბელაიამ, შესამჩნევად დაძაბული თითებით მოუკიდა სიგარეტს და რამდენიმე წამიანი დუმილს შემდეგ აუჩქარებლად ალაპარაკდა.
- ახობაძე საკმაოდ დიდი გაქანების ნაბი*ვარია...ბოზები, ნარკოტიკი, ტრეფიკინგიც...ყველანაირ სიბინძურეშია გარეული...დღეს ეს ნაბი*ვარი მილიონებს ატრიალებს და სასახლეში ცხოვრობს, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა...ერთი ბორდელი წარმოადგენდა მთელ მის ქონებას ათი წლის წინ, მერე კი უცებ რაღაც მოხდა და ეს ტიპი თავბრუდამხვევი სისწრაფით გამდიდრდა...ჯერ საქართველოში დაიწყო...ყველა კლუბში და ბორდელში თავისი კაცი შეგზავნა და ნარკოტიკების გავრცელება დაიწყო...იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანი შეეწირა მაგის გავრცელებულ ნარკოტიკს, იყო რამდენიმე სასტიკი მკვლელობაც , რომლებიც პირდაპირი სამხილებით უკავშირდებოდა მის სახელს, მაგრამ ახობაძე ყოველთვის ახერხებდა წყლიდან მშრალად ამოსვლას...
- ვინ კრიშავდა?
- აზრზე არ ვარ…მართლა არ ვიცი…-ჩამწვარი ღერი საფერფლეზე დააჭყლიტა გურამმა და მაშინვე ახალს მოუკიდა-მარტო ის ვიცი, რომ დღეს ის აზერბაიჯანშია, იქიდან მართავს ყველაფერს, პერიოდულად კი აქაც ჩნდება ხოლმე...სულ ეს არის მასზე ვიცი…-დახრილი სახიდან ფრთხილად ახედა წინ მჯდომს,რომელიც ცოტა ხანს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა უსიტყვოდ და ისედაც ნერვების პიკზე მყოფს კიდევ უფრო ძაბავდა...შემდეგ კი დინჯად წამოდგა და კარისაკენ დაიძრა.
- მიდიხარ?- კითხვა დააწია გურამმა.
- რა იყო, ყავაზე ხომ არ მპატიჟებ? - ცერად გამოხედა ლუკამ.
- გავსწორდით?
- გავსწორდით…- უკან მოუხედავად მიუგდო მამაკაცმა და სახლიდან ისევე შეუმჩნევლად გაქრა როგორც მოვიდა. მარტო დარჩენილმა გამომძიებელმა კი ისე ამოისუნთქა, თითქოს მხრებიდან მთელი ქვეყნის სადარდებელი მოიხსნაო...


***
-აქ რა გინდა?- მომენტალურად არეული მზერა შეანათა ქალმა მამაკაცს, რომელმაც ვიწრო დერეფანში ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე შეაბიჯა, რკინის კარი ხმაურით მიკეტა ზურგს უკან და წამიერად შედგა. შემდეგ კი გაურკვეველი მზერით დააკვირდა ღამის თხელ ხალათში გამოწყობილ ქალს დაბნეულობით და კიდევ უამრავი არეული ემოციით სავსე მწვანე თვალებს რომ ანათებდა. ზედმეტად ზანტად აათვალიერა თხელ მატერიაში გამოწყობილი მისი სიფრიფანა სხეული ბოლოს კი მის სახეზე შეაჩერა მზერა და ზედმეტად მოკლე და გასაგები პასუხით შემოიფარგლა:
-შენ….
კიდევ უფრო არეულმა ქალმა, გულისცემა მომენტალურად რომ მოებჯინა ყელში და ერთიანად ააფორიაქა, ანგარიშიუცემლად დაიხია უკან და ისე აღმოჩნდა ცივ კედელთან მომწყვდეული ვერც კი გაიაზრა. შემდეგ კი მზერა გაბედულად გაუსწორა აბაშიძეს, მტაცებელივით ნელი მოძრაობით მისთვის თვალმოუშორებლად რომ მიუახლოვდა, ხელებით მის გარშემო კედელზე მიეყრდნო და ცივ კედელს ბოლომდე შეეზარდა. გრილმა, უცნაურად სასიამოვნო არომატმა და სიმხურვალემ უხვად რომ აფრქვევდა მისგან მილიმეტრებით დაშორებული მამაკაცის სხეული წამსვე ერთიანად თავის საბურველში გაახვია...თბილმა ხელებმა, ჯერ შიშველ თეძოზე რომ შეეხნენ ნელა აუყვნენ მუცელს და თხელ მატერიასთან შეჩერებულები ნებართვას არ დალოდებიან, ისე მოუშიშვლეს მაღალი მკერდი..მომენტალურად მშვიდი რიტმიდან ამოუგდეს გული, რომელიც გიჟური სისწრაფით მოჰყვა ფეთქვას, გონება კი საერთოდ გაუთიშეს...
-ლუკა…
- რაო, პატარავ…-შიშველ წელზე მოხვეული ხელით , ახლოს მიიზიდა აბაშიძემ და საკუთარ ტანზე იგრძნო მისი სხეულის თრთოლვა.
-მგონი ვგიჟდები…-თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ნიამ და მისკენ დახრილს შუბლით შუბლზე მიეყრდნო...
- შენ რომ იცოდე მე როგორ ვგიჟდები...- ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით, ზედ მის ბაგეებზე ამოილაპარაკა მამაკაცმა , მერე კი წამიც აღარ დაუკარგავს, საჯდომზე ძლიერად ჩავლებული ხელებით აიტაცა სიფრიფანა სხეული და პირდაპირ საძინებლისაკენ აიღო გეზი...ხელის ერთი მოსმით შემოაცალა შერჩენილი მატერია და უკვე სრულიად შიშველი დაუშვა საწოლზე...მამაკაცის ცხელ სხეულზე აკრულს ყველა უჯრედი უხურდა სანიკიძეს და კანი ეწვოდა.. იცოდა , დაიწვებოდა მაგრამ გაჩერება არ შეეძლო და აღარც უნდოდა...რეალობისგან გამოთიშული მთლიანად იმ მამაკაცის თავბრუდამხვევ ალერსში ჩაიკარგა , მისი ცხოვრებაში გამოჩენის პირველივე დღიდანვე თავგზა რომ აუბნია და მთელი მისი ფიქრები და გონება ყირაზე დააყენა...ბოლომდე, უყოყმანოდ მიენდო მამაკაცს, სიგიჟემდე მონატრებულს , რომლის გარეშეც გატარებული ყოველი დღე სულ უფრო გამოფიტულს, ცარიელს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დანაკლისობის მუდმივ შეგრძნებაში მყოფს ჟანგბადისგან დაცლოლს ტოვებდა..სისხლის გიჟური მიმოქცევისაგან დაგუბებულ ყურებში აღარაფერი ესმოდა საკუთარი გულისცემის და გახშირებული სუნთქვის გარდა, დასაშვებ ტემპს ბევრად რომ გადასცდენოდა…სრულიად გონებაგათიშული მხოლოდ იმ თბილ ხელებს, მოქნილ თითებს და მხურვალე ტუჩებს შეიგრძნობდა, მთელ სხეულზე რომ ეხებოდნენ , ჯერ აქამდე გამოუცდელ ნეტარებას აზიარებდნენ, გულისცემის რიტმს კი თავბრუდამხვევი სისწრაფით უმატებდნენ...ყველგან ტოვებდნენ თავიანთ მწველ კვალს და მთელი სიცხადით აგრძნობინებდნენ თუ რამდენად სასურველი , მონატრებული და კიდევ და კიდევ...ვერ გაძღობამდე სასურველი იყო...აფართხალებული გულის, ზღვარს გადაცდენილი ფეთქვა ყელში ებჯინებოდა, ერთმანეთისგან დაშორებული ბაგეებით ცდილობდა ჟანგბადის მიღებას და ვნებისგან ანთებულ მზერას არ აცილებდა შავ თვალებს მამაკაცისას...ამ ანთებული მზერით, ათრთოლებული სხეულით და მძიმედ მოძრავი სავსე მკერდით, იმდენად ლამაზი იყო მის შემხედვარეს ვენებში სისხლი უდუღდა აბაშიძეს...
- სიგიჟემდე ლამაზი ხარ…-ზედ ქალის ტუჩებზე დაიჩურჩულა ზედმეტად თბილი, ვნება შორეული ტონით , მერე კი მწყურვალივით დააცხრა რბილ ბაგეებზე ყოველგვარი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ რომ შეაგება ქალმა...შავი ზედა ათრთოლებულმა თხელმა თითებმა მოხერხებულად გადააძრეს , შარვლის ელვა სწრაფად შეუხსნეს და ვენებში სისხლ ადუღებულს მის გახდაზე თავი აღარც შეუწუხებია,ისე მოთავსდა ქალის ფეხებს შორის და წამიც აღარ დაუკარგავს , მისი თვალებისთვის მზერის მოუშორებლად , მსუბუქი ბიძგით შეუერთდა სიგიჟემდე სასურველ სხეულს...ოდნავ დაძაბულს , გმირულად რომ შეხვდა მწველ ტკივილს და ყრუ კვნესა დასცდა მხოლოდ, რამდენიმე წამიანი პაუზა მისცა , შემდეგ კი უფრო ძლიერი, მაგრამ მოზომილი ტემპით განაგრძო მოძრაობა, პარალელურად კი თვალს არ აშორებდა მის ხელებში მოქცეული ქალის სახეს და მის ყოველ რეაქციას აკვირდებოდა...ყოველ ბიძგზე მისი სხეული უფრო და უფრო მეტს ითხოვდა , მაგრამ არ ჩქარობდა… თოკავდა თავს და თანაბარი , ნელი ტემპით გოგონას მის სხეულთან ადაპტირების საშუალებას აძლევდა...რასაც იმაზე ცოტა დრო დასჭირდა, ვიდრე ფიქრობდა...მალევე მოდუნდა დაძაბული ქალი და სიამოვნების პირველ ტალღებს თამამი კვნესით შეეგება...რაც უკვე ნიშანი იყო მამაკაცისთვის..ბოლომდე მოიხსნა ყოველგვარი შეზღუდვა, პირველი წუთების განმავლობაში სიფრთხილისკენ რომ მოუწოდებდა და უკვე ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, მთელი არსებით დაეუფლა ქალის სხეულს, რომელსაც წამითაც არ დაუხევია უკან...გაბედულად , მთელი მონდომებით ჰყვებოდა მის ალერსს,, მილიმეტრებით არ შორდებოდა ძლიერ სხეულს და რბილ ბაგეებს , იმავე შეუკავებელი ვნებით პასუხობდა და მალევე მასთან ერთად სრულიად მოურიდებლად გადაეშვა გონებისდამბინდავ აქტში, რომლის ბოლოც არამქვეყნიური სიამოვნების განცდას უქადდა...თვალებდახუჭული სრულიად მოდუნდა და მთლიანად სიამოვნების იმ ტალღებზე კონცეტრირდა თანდათან რომ იზრდებოდა ბიძგების სიძლიერესთან ერთად...გონებას თანდათან უთიშავდა და რეალობას სრულიად მოწყვეტილი შეუკავებელი ხმამაღალი კვნესით ხვდებოდა ნეტარების უწყვეტ ნაკადს, მთელ სხეულში რომ უვლიდა , სულ მალე კი სულ სხვა პლანეტაზე გადაინაცვლა სადაც აღარაფერი არსებობდა სრული სიგიჟისა და იმ მამაკაცის გარდა, ძლიერი ბიძგებით წამითაც რომ არ ზოგავდა და ამ სიგიჟეს დაუნანებლად აზიარებდა...
-ლუკა... - ხმადაბლა ამოიკვნესა ქალმა და უკვე მთელი სხეულით დაჭიმული , ზენიტამდე ძალიან ახლოს მყოფი მთელი ტანით აეკრო მამაკაცს, რომლის ძლიერი ბიძგებიც სხეულის ერთ წერტილში აგროვებდა სიამოვნების ტალღებს და ასაფეთქებლად ამზადებდა მის გონებას…
-რაო, პატარა… - დაცვარულ შუბლზე შუბლით მიეყრდნო მამაკაცი სრული ნეტარებისაგან სახეარეულ ქალს და ყბებზე ჩავლებული თითებით აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა - მითხარი, რა გინდა?
-შენ!- თრთოლვით ამოიკვნესა ქალმა, შემდეგ კი მამაკაცის ზურგზე მთელი ძალით ჩაფრენილი თითებით, ხმამაღალ, ყრუ კვნესას დართული სხეულის უკონტროლო კანკალითა და გასკდომამდე მისული გულით შეეგება მოხეთქილ ორგაზმს, კიდევ ერთ ძლიერ ბიძგს რომ მოჰყვა...რამდენიმე წამით გონება მთლიანად გაუთიშა, სრულიად უწონადო სივრცეში გაგზავნა და აქამდე უცნობ ენითაუღწერელ ნეტარებას აზიარა…- შენ...ჯანდაბა...მარტო შენ.. -ამოიჩურჩულა უკვე სრულიად დაცლილმა , კისერზე მოხვეული წვრილი მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია რამდენიმე წამის შემდეგ ფეხდაფეხ მიყოლილ მამაკაცს და ისე ჩაეხუტა მთელი სხეულით, თითქოს აღარასდროს აღარ უნდოდა მისგან განცალკევება...



№1  offline წევრი Na❣Da

მოლოდინს გადააჭარბა რაა <3 არ მინდოდა დამთავრებულიყო, შემდეგი როდის იქნებაა?

 


№2  offline წევრი დარინა

საზიზღარი ბიჭი როგორ მინერვიილა ჩემი ნიაა, მარიამის მომენტზე ცრემლებიც კი წამოვიდა, ისეთი ემოციური იყოო ეს შეხვედრაა, გამიხარდა ნიას რომ გამოყვა, აწი სიბნელეს სინათლე ჩაანაცვლებს ნიას წყალობით, ისეთი დაძაბული თავი იყო ლამის მეც გამიჩერდა ლუკასთან ერთად გულიი, არ მინდოდა გიორგის ნია რომ ყვარებოდაა ლუკას ვარაუდი რომ გამართლდა გული გამიტყდაა, გიორგი ძალიან მომწონს და არ მინდა რომ დაიტანჯოს, ბოლო მომენტმა გამათბო ძლივს რაღაც სასიკეთო გააკეთა ლუკამ თავისი თავისთვის, ახლა ორმაგად გაფრთხილება მოუწევს ნიასთვის, გვერდიდან არ უნდა მოიშოროს რადგან მალე გაიგებენ ნია ლუკასთვის ძვირფასი რომ არის და მას მიდგებიან, უკვე ახალი თავი მინდააა, თბილი და ტკბილი ელენე ხარ შენ რომელიც ძალიან მაგარი გოგოა ასეთი მაგარი ისტორიის შექმნისთვის.

 


№3  offline წევრი kasunia

არ მეგონა თუ დღეს დადებდი კიდევ კაი შემოვედი და ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე :დდ რომ დავინახე სათაური ისე გამიხარდაა ვერ აგიღწერ:*აამ ლოდინად ნამდვილად ღირდა დიდი იყო და მსუყე :დმაგრამ მაინც რომ არ მეყო რა ვქნაა :((ლუკა არის კაცი პიროვნება:დდვაბოდებ მასე ისე მმომწონს :დდ<3ნიაც ჩემი გოგოა :*ნუ ერთი სიტყვით საერთოდ ამ ისტორიაზე ვგიჟდები <3და შენ საერთოდ არა ამქვეყნიურად მაგარი ხარ :**იმედია კიდევ ბევრს არ გვალოდინებ ხოომ:((

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ერთადერთი რაც მაინტერესებს
შემდეგი თავი როდისთვის იქნება?!

და ჰო
შესანიშნავია..
უბრალოდ სიტყვებიც
ზედმეტია რომ გადმოგცე!

 


№5 სტუმარი თინა

ააარ მყოოოფნიისს :(((((

 


№6 სტუმარი ნინიადადიანი

აი აი უბრალოოდ ელენეე!!
ელ-ჯეიმსოოო
ამ თავიის მერეეე
აიი ამ ცეცხლი
ბომბა
შოკი
თავის მერეე
კიდეე რომალოდინოო ამდენი ხანი
ან ვინმემ დაუკომენტაროს რამე არასასიამოვნო
ვაიმეეეეე
ჩემს ცოდვას ჰო დაიდებთ და
თან გაგიყოლებთ :დდდ
აი ამ თავის მერე
როგორ გამიმეტებ და
რამდენხანს მალოდინებ მაინტერესებს ?! :დდ

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

დედაა ესს რა იყოოო როგორ გაღიმებული დამტოვეე ))) ვაიმე ღირდაა ლოდინი ნამდვილადდ საოცარი გოგო ხარ ამ თავმაა ფურორიი მოახდინა ნამდვილად ) აუუუ ასე შეიძლებოდაა გაჩერრბაა იმედიააა ისევ სამიდღეე არ გვალოდინებ თორემ მოვკვდებიი ისე მაინტერრსებს ....
იცი საერთოდ რაა საოცარი გოგო ხარრრ უნიჭიერრსიი უმაგრესიი გოგო ესს რაიყოო რა ჩაგვიტარრრ ...
არმინდოდაა რომ დამთავრებულიყოო...
შეუდარებელი გოგო ხარ და შეუდარბლად წერრ ნიჭიერიი უკვე ვგიჟდები შენზეე ) მალე დაგვიბრუნდი რაა ახალი თავით და არ გვალოდინოო გთხოვ წარატებები შენ ....
უმაგრესი გოგო ხარ ძალიანნ..

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ო, ღმერთო რა ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო. იმდენად კარგი, რომ ბინძური და საშიში რეალობაც კი გადაფარა.
აი, ისე გქონდა ყველაფერი დაწერილი, აღწერილი რომ...მარტო ამ თავისთვის ღირდა ამ ისტორიის წაკითხვა. უზარმაზარი მადლობა ამ ემოციებისთვის!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია... უბრალოდ, ყველა სიტყვის გარეშე,მომწონს და ველოდები...

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საოცარი იყო და-ძმის შეხვედრა. ცრემლები დაუკითხავად მდიოდა, ემოციური და საშინლად მტკივნეული. პირველივე ისტორიიდან ვგიჟდები შენზე. ხშირად ვფიქრობდი, რატო არ წერდი ახალ ისტორიებს, როცა ამ საქმეში შეუდარებელი ხარ. ამ ისტორიაზე დამოკიდებული გავხდი. შევივსე ამ თავით და მადლობა ამისთვის შენ

 


№11  offline წევრი Kalina

აუ, ძალიან კარგია!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12 სტუმარი აბლაბუდა

ვაიმე ჩემი ლუკა, როგორ ველი ხოლმე, იმდენად კარგად და საინტერესოდ, გამართულად წერ მაინც არ მყოფნის ხოლმე

 


№13 სტუმარი Tatt

Sul vkitxulob da velodebi shemdeg tavs... Dzaalian chamitria.

 


№14  offline წევრი tatiko.1995

mabedniereb sheni isyoriebit sayvarelo

 


№15  offline წევრი kora

ემოციებით სავსე თავი იყო, ნამდვილად ღირდა ამდენ ლოდინად. ბოლო მომენტმა გამათბო, საოცრად მეტკბილება ეს ორი ერთად და მომწონს ასეთი ლუკა <3
--------------------
kira.G

 


№16  offline მოდერი abezara98

წინა თავზეც მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და ბარემ ყველაფერს ერთად აქ მოვუყრი თავს. smile ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რა თავი იყო ეს ჰაა? სულ გავგიჟდი, გადავირიე და ახლა მე სემინარის ჩამბარებელი ვარ? laughing
"-ჩემი ოცნების ბოლომდე ასრულებას ჯერ რაღაცები აკლია... - მუქი თვალები შეანათა გიორგიმ, - მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია... გაგვიმარჯოს!" ჰმ... მართალი იყო ლუკა და ნახეთ, მაინც გამოეპარა ასე კარგად დამალულ გრძნობებში რაღაც მარცვალი და ნამიოკი ჩაურტყა ქალს. ეჰ, მაინც არაფერი გეშველება გიო. confused ნიას მთელი ცნობიერება მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და ეს შენ არ ხარ (რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მახარებს, ლუკა&ნიას ფანი ვარ მეე! smile ).
ოჰ, დარჩენა უნდა თურმე ბიჭს. ერთი რომ რჩები, სად რჩები? ვინ გეპატიჟება? ნიას გვერდით არ მინდოდე და არ მომწონდე, ვიცი სადაც დაგტოვებდი მე შენ, მაგრამ ჩემი გოგო რომ მებრალება და არ მინდა შენ გარეშე, ვერ გიმეტებ! angry უნამუსო ეს! უსინდისო! დავრჩები, დავრჩები. დარჩები მანდ და მერე გიორგი დაგტოვებს ხახამშალს, რომ დაავლებს ჩემს ნიას ხელს და იმდენს მოახერხებს, რომ მიისაკუთრებს! დავრჩები... არა, არ უნდა ჩაარტყა რმე თავში ამ ხისთავიანს? დავრჩები! angry დაგტოვებდი პირშიჩალაგამოვლებულს, მაგრამ ისევ ჩემი ნია, ისევ ნია. ჰმმ... ეს გოგო მართლა ამის მფარველი ანგელოზია. innocent innocent
"-ესე იგი აქაც? - ირონიულად ჩაეცინა ლუკას.
-აქაც... და ყველგან, - მის ირონიულს თბილი მზერით უპასუხა გოგონამ.
-ანუ დამენ*რა? მთელი ცხოვრება ვეღარ მოგიშორებ?..
-ხო.. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და მისკენ გაიწვდინა ხელი.
-ბოლომდე? - უჩვეულოდ თბილი ნაპერწკალი გაკრთა კაცის ხმაში და მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-სამუდამოდ.. - დაიჩურჩულა გოგნამ." ვუაიმეეე! მორჩა ეს დიალოგი ჩემი უსაყვარლესია! heart_eyes heart_eyes ვგიჟდები მე ამათზეე! ნახეთ, ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. იქაც რომ არ მიატოვა ჩემმა გოგომ? და აქედან თავის დანებებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია! ამის მერე ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ ლუკა ნიას გვერდით არ უნდა იყოს? ჩემი ბარტყები, ჩემები,მხოლოდ ჩემები!
ნუ, დემეტრაძე როგორც ყოველთვის ფორმაშია. ისევ ეგ თუ გამახალისებს და გამაცინებს. თან ნახეთ,გამომძიებლის ჟეტონიც აურტყამს ბიჭს. იმდენი შენ რა გითხარი გიორგი, შენგან ნორმალირი გამომძიებელი დადგეს! joy
ბოლო მომენტზე ხომ საერთოდ დავდნი, დავტკბი და მგონი, ამდენი სიტკბოებით დიაბეტიც ავიკიდე. sweat_smile sweat_smile მაგრამ ჩემი ბარტყების გამო, ყველაფერს აიტანს კაცი. მთავარია, ესენი მყავდნენ ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად! heart_eyes
მოკლედ, ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა როგორც წინა, ასევე ეს თავიც და უბრალოდ სიტყვებიც კი აღარ მყოფნის! მიშველეთ ვინმემ! heart_eyes
ხო, და ხომ იცი, რომ სასწაული ხარ? სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოჩენას და დღეში ხუთასჯერ მაინც ვამოწმებ ხოლმე საიტს. ძალიან, ძალიან კარგია და ერთი სული მაქვს გავიგო, რა მოხდება შემდეგში. გელოდები, საყვარელო და ბევრი წარმატება შენ! heart_eyes heart_eyes

 


№17 სტუმარი სტუმარი ნათია

შიშით ვკითხულობდ აი ახლა დამთავრდება აი ახლათქო.ხო და იმ ადგილზე ბევრი ვიცინე, მთავარანგელოზს რო წაენაგლა თან სიგარეტსაც რომ ეძებდა???? საოცრად გამოძვრა სიკვდილიდან, საბა საოცარია,არა გიორგიც კაეგია მგრამ მგონი ნიაზე ეჭვიანობს???? ჩვენზე მეტად არ შეუყვარდესოო???? და ბოლოს კულმინაციააა ჯერ რა ვნებიანად ეძგერა და მერე როგორ შეიკავა თავი და დატოვა ნიაკო გაოგნებულიი, და ჩვენც. ახლა როდის დადებ ახალს თუ ვიარო მანამდე ასე გაღიმებული კმაყოფილი იდიოტივით? ????????

 


№18 სტუმარი A

უმაგრესი თავი იყო ვაუ.... გთხოვ ყოველ დღე ატვირთე ხოლმე რა მუდამ მოუთმენლად ველი ახალ თავს და საშინელებაა ლოდინი.....

 


№19 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს ძალიან....????????????????

კარგია.

[quote=სტუმარი ნანა]მომწონს ძალიან....

 


№20  offline წევრი ლუკკიანეცცი

მოკლედ საშინლად არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიების კითხვა და ლოდინი, ჰოდა ველოდებოდი მეთქი რო დაამთავრებს მერე წავიკითხავთქო მაგრამ ჩემს მოუთმენელ თავს რა ვუთხარი და მივაყარე ყველა თავი ერთად????????
ზოგადად შენს ისტორიებზე ვგიჟდები, ჯერ წინა ისტორია იყო რაღაც სასწაული, გამართული, ყველაფერი რომ თავის ადგილზეა და კითხვა რომ არ გბეზრდება.❤
ეს ისტორია კიდევ არვიცი, ძალიან მომეწონა ჩემი ფავორიტია ნამდვილად. ლუკას პერსონაჟი მომწონს ძალიან. მიწოდეთ გიჟი მაგრამ ვფიქრომ ნია ძალიან შეეფერება ლუკას❤
ერთადერთი მეტრეველზე მწყდება გული ძალიან კარგი პიროვნებაა და ვიცი რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე კაცურად მოიქცევა. კი დარჩება ნიას გარეშე მაგრამ არაა პრობლემა ჩემკენ გამოუშვით:დ
დემეტრაძე როგორ მიშლის ნერვებს ღმერთო! ერთი ეგ მაცემინა რა:დდ
მეც რატომღაც მგონია რომ ანუკის მართლა სხვანაირად უყურებს ან არვიცი, შეიძლება მეჩვენება მოკლედ თავს შევიკავებ წინასწარი ვარაუდებისგან.:დდ
ეხლა წავალ ჩემ თავს ვცემ იმის გამო რომ ბოლომდე არ დავიცადე და ამის წყალობით უარესი მოუთმენლობა შემომაწვება:დდ
იმედი მაქვს ძალიან არ მომიწევს ლოდინი:დ
მიყვარხარ შენ შენი შემოქმედებიანად❤❤❤

 


№21  offline წევრი მეDina

აუ ძალიან კარგიააა! მადლობა რომ ძალიან არ აგვიანებ ახალი თავების დადებას.
--------------------
☆NaT☆

 


№22 სტუმარი Mariami

Kargia dzalian male Dade axali

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინა

სასწაულია❤

 


№24 სტუმარი iko

Auurodiis dadeeb?? ardaagvianora gtxov

 


№25  offline წევრი nini :)

არ ვიცი ემოციები როგორ გადმოგცე.....
გამიხარდა ახალი თავის დანახვა.....
იმედი მაქვს შემდეგი თავიც დიდი და მსუყე იქნება..... გელოდები ❤

 


№26 სტუმარი სტუმარი ერკე

აუუ გაგვეციი მაინც პასუხიიი როდისსდადეებ უფ

 


№27 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუროდისდადებ ველოდებიიი ძალიანნნ

 


№28  offline წევრი tatiko.1995

როდის დადებ საყვარელო❤️

 


№29  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როდისს დადებბ ახალ თავსს )

 


№30  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

Na❣Da
მოლოდინს გადააჭარბა რაა <3 არ მინდოდა დამთავრებულიყო, შემდეგი როდის იქნებაა?

დიდი მადლობა ❤ ვეცდები მალე იყოს
დარინა
საზიზღარი ბიჭი როგორ მინერვიილა ჩემი ნიაა, მარიამის მომენტზე ცრემლებიც კი წამოვიდა, ისეთი ემოციური იყოო ეს შეხვედრაა, გამიხარდა ნიას რომ გამოყვა, აწი სიბნელეს სინათლე ჩაანაცვლებს ნიას წყალობით, ისეთი დაძაბული თავი იყო ლამის მეც გამიჩერდა ლუკასთან ერთად გულიი, არ მინდოდა გიორგის ნია რომ ყვარებოდაა ლუკას ვარაუდი რომ გამართლდა გული გამიტყდაა, გიორგი ძალიან მომწონს და არ მინდა რომ დაიტანჯოს, ბოლო მომენტმა გამათბო ძლივს რაღაც სასიკეთო გააკეთა ლუკამ თავისი თავისთვის, ახლა ორმაგად გაფრთხილება მოუწევს ნიასთვის, გვერდიდან არ უნდა მოიშოროს რადგან მალე გაიგებენ ნია ლუკასთვის ძვირფასი რომ არის და მას მიდგებიან, უკვე ახალი თავი მინდააა, თბილი და ტკბილი ელენე ხარ შენ რომელიც ძალიან მაგარი გოგოა ასეთი მაგარი ისტორიის შექმნისთვის.

თბილი და ტკბილი შენ ხარ ესეთ კომენტარებს რომ მიწერ და ესე ახლოს მიგაქვს გულთან ჩემი ნაწერი ^-^
kasunia
არ მეგონა თუ დღეს დადებდი კიდევ კაი შემოვედი და ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე :დდ რომ დავინახე სათაური ისე გამიხარდაა ვერ აგიღწერ:*აამ ლოდინად ნამდვილად ღირდა დიდი იყო და მსუყე :დმაგრამ მაინც რომ არ მეყო რა ვქნაა :((ლუკა არის კაცი პიროვნება:დდვაბოდებ მასე ისე მმომწონს :დდ<3ნიაც ჩემი გოგოა :*ნუ ერთი სიტყვით საერთოდ ამ ისტორიაზე ვგიჟდები <3და შენ საერთოდ არა ამქვეყნიურად მაგარი ხარ :**იმედია კიდევ ბევრს არ გვალოდინებ ხოომ:((

მადლობა ❤
სტუმარი ნინი
ერთადერთი რაც მაინტერესებს
შემდეგი თავი როდისთვის იქნება?!

და ჰო
შესანიშნავია..
უბრალოდ სიტყვებიც
ზედმეტია რომ გადმოგცე!

ვეცდები მალე იყოს
შეფასებისთვის მადლობა ^-^
თინა
ააარ მყოოოფნიისს :(((((

:((( ❤????
ნინიადადიანი
აი აი უბრალოოდ ელენეე!!
ელ-ჯეიმსოოო
ამ თავიის მერეეე
აიი ამ ცეცხლი
ბომბა
შოკი
თავის მერეე
კიდეე რომალოდინოო ამდენი ხანი
ან ვინმემ დაუკომენტაროს რამე არასასიამოვნო
ვაიმეეეეე
ჩემს ცოდვას ჰო დაიდებთ და
თან გაგიყოლებთ :დდდ
აი ამ თავის მერე
როგორ გამიმეტებ და
რამდენხანს მალოდინებ მაინტერესებს ?! :დდ

:დდდდდდ
მადლობა ჩემო კარგო ^-^
ნარჩიტა
დედაა ესს რა იყოოო როგორ გაღიმებული დამტოვეე ))) ვაიმე ღირდაა ლოდინი ნამდვილადდ საოცარი გოგო ხარ ამ თავმაა ფურორიი მოახდინა ნამდვილად ) აუუუ ასე შეიძლებოდაა გაჩერრბაა იმედიააა ისევ სამიდღეე არ გვალოდინებ თორემ მოვკვდებიი ისე მაინტერრსებს ....
იცი საერთოდ რაა საოცარი გოგო ხარრრ უნიჭიერრსიი უმაგრესიი გოგო ესს რაიყოო რა ჩაგვიტარრრ ...
არმინდოდაა რომ დამთავრებულიყოო...
შეუდარებელი გოგო ხარ და შეუდარბლად წერრ ნიჭიერიი უკვე ვგიჟდები შენზეე ) მალე დაგვიბრუნდი რაა ახალი თავით და არ გვალოდინოო გთხოვ წარატებები შენ ....
უმაგრესი გოგო ხარ ძალიანნ..

მადლობა , მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ხალხო ასეთი სიიტყვებისთვის .. ჩემი მოტივაცია თქვენ ხართ !❤
grafo
ო, ღმერთო რა ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო. იმდენად კარგი, რომ ბინძური და საშიში რეალობაც კი გადაფარა.
აი, ისე გქონდა ყველაფერი დაწერილი, აღწერილი რომ...მარტო ამ თავისთვის ღირდა ამ ისტორიის წაკითხვა. უზარმაზარი მადლობა ამ ემოციებისთვის!

მადლობა შენ გრაფო.❤. მიხარია თუ მართლა ესეთი კარგი თავი გამოვიდა..
სტუმარი ნანა
ძალიან მომწონს ეს ისტორია... უბრალოდ, ყველა სიტყვის გარეშე,მომწონს და ველოდები...

უბრალოდ მადლობა ????
Chikochiko
საოცარი იყო და-ძმის შეხვედრა. ცრემლები დაუკითხავად მდიოდა, ემოციური და საშინლად მტკივნეული. პირველივე ისტორიიდან ვგიჟდები შენზე. ხშირად ვფიქრობდი, რატო არ წერდი ახალ ისტორიებს, როცა ამ საქმეში შეუდარებელი ხარ. ამ ისტორიაზე დამოკიდებული გავხდი. შევივსე ამ თავით და მადლობა ამისთვის შენ

ეგ სცენა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო და მიხარი თუ ის ემოცია რაც მასში ჩავდე თქვენამდე მოვიდა..
დიდი მადლობა შენ ❤
მარიკუნაა♥️
აუ, ძალიან კარგია!
♥️

აბლაბუდა
ვაიმე ჩემი ლუკა, როგორ ველი ხოლმე, იმდენად კარგად და საინტერესოდ, გამართულად წერ მაინც არ მყოფნის ხოლმე

Tatt
Sul vkitxulob da velodebi shemdeg tavs... Dzaalian chamitria.

tatiko.1995
mabedniereb sheni isyoriebit sayvarelo

kora
ემოციებით სავსე თავი იყო, ნამდვილად ღირდა ამდენ ლოდინად. ბოლო მომენტმა გამათბო, საოცრად მეტკბილება ეს ორი ერთად და მომწონს ასეთი ლუკა <3

მადლობები ჩემო კარგებო ????
abezara98
წინა თავზეც მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და ბარემ ყველაფერს ერთად აქ მოვუყრი თავს. smile ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რა თავი იყო ეს ჰაა? სულ გავგიჟდი, გადავირიე და ახლა მე სემინარის ჩამბარებელი ვარ? laughing
"-ჩემი ოცნების ბოლომდე ასრულებას ჯერ რაღაცები აკლია... - მუქი თვალები შეანათა გიორგიმ, - მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია... გაგვიმარჯოს!" ჰმ... მართალი იყო ლუკა და ნახეთ, მაინც გამოეპარა ასე კარგად დამალულ გრძნობებში რაღაც მარცვალი და ნამიოკი ჩაურტყა ქალს. ეჰ, მაინც არაფერი გეშველება გიო. confused ნიას მთელი ცნობიერება მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და ეს შენ არ ხარ (რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მახარებს, ლუკა&ნიას ფანი ვარ მეე! smile ).
ოჰ, დარჩენა უნდა თურმე ბიჭს. ერთი რომ რჩები, სად რჩები? ვინ გეპატიჟება? ნიას გვერდით არ მინდოდე და არ მომწონდე, ვიცი სადაც დაგტოვებდი მე შენ, მაგრამ ჩემი გოგო რომ მებრალება და არ მინდა შენ გარეშე, ვერ გიმეტებ! angry უნამუსო ეს! უსინდისო! დავრჩები, დავრჩები. დარჩები მანდ და მერე გიორგი დაგტოვებს ხახამშალს, რომ დაავლებს ჩემს ნიას ხელს და იმდენს მოახერხებს, რომ მიისაკუთრებს! დავრჩები... არა, არ უნდა ჩაარტყა რმე თავში ამ ხისთავიანს? დავრჩები! angry დაგტოვებდი პირშიჩალაგამოვლებულს, მაგრამ ისევ ჩემი ნია, ისევ ნია. ჰმმ... ეს გოგო მართლა ამის მფარველი ანგელოზია. innocent innocent
"-ესე იგი აქაც? - ირონიულად ჩაეცინა ლუკას.
-აქაც... და ყველგან, - მის ირონიულს თბილი მზერით უპასუხა გოგონამ.
-ანუ დამენ*რა? მთელი ცხოვრება ვეღარ მოგიშორებ?..
-ხო.. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და მისკენ გაიწვდინა ხელი.
-ბოლომდე? - უჩვეულოდ თბილი ნაპერწკალი გაკრთა კაცის ხმაში და მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-სამუდამოდ.. - დაიჩურჩულა გოგნამ." ვუაიმეეე! მორჩა ეს დიალოგი ჩემი უსაყვარლესია! heart_eyes heart_eyes ვგიჟდები მე ამათზეე! ნახეთ, ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. იქაც რომ არ მიატოვა ჩემმა გოგომ? და აქედან თავის დანებებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია! ამის მერე ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ ლუკა ნიას გვერდით არ უნდა იყოს? ჩემი ბარტყები, ჩემები,მხოლოდ ჩემები!
ნუ, დემეტრაძე როგორც ყოველთვის ფორმაშია. ისევ ეგ თუ გამახალისებს და გამაცინებს. თან ნახეთ,გამომძიებლის ჟეტონიც აურტყამს ბიჭს. იმდენი შენ რა გითხარი გიორგი, შენგან ნორმალირი გამომძიებელი დადგეს! joy
ბოლო მომენტზე ხომ საერთოდ დავდნი, დავტკბი და მგონი, ამდენი სიტკბოებით დიაბეტიც ავიკიდე. sweat_smile sweat_smile მაგრამ ჩემი ბარტყების გამო, ყველაფერს აიტანს კაცი. მთავარია, ესენი მყავდნენ ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად! heart_eyes
მოკლედ, ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა როგორც წინა, ასევე ეს თავიც და უბრალოდ სიტყვებიც კი აღარ მყოფნის! მიშველეთ ვინმემ! heart_eyes
ხო, და ხომ იცი, რომ სასწაული ხარ? სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოჩენას და დღეში ხუთასჯერ მაინც ვამოწმებ ხოლმე საიტს. ძალიან, ძალიან კარგია და ერთი სული მაქვს გავიგო, რა მოხდება შემდეგში. გელოდები, საყვარელო და ბევრი წარმატება შენ! heart_eyes heart_eyes

ნია თუ ლუკას ნარკოტიკია, ჩემთვის შენი გემრიელი კომენტარებია ნარკოტიკი ❤❤❤ ხო ამხელაა და ასეთი ტკბილია, მარა მაინც რომ არ მყოფნის :დდდ
ხოო სად რჩებოდა რო რჩებოდა ერთი :დდ
დემეტრაძე არაა ნორმალური :დდ
გრაფინია
საქმეში ვინმე ილიას გამოჩენა მაფიქრებინებს,რომ ნელ-ნელ ლუკა კვანძს გახსნის და თავის გასაკეთებელს გააკეთებს.
იმედია,თავზეხელაუღებლად არ მოიქცევა და ნიაზეც იფიქრებს.
ისედაც სულ მასზე არ ფიქრობს?!
გიორგის და თიკას ფაქტორი ძალიან მაშინებს. ორი უარითგაბოროტებული ადამიანი რას მოიმოქმედებს,ვინ იცის..

ძალიან კარგი თავი იყო.ემოციებით და სითბოთი სავსე❤️
წარმატებები

დიდი მადლობა ❤
A
უმაგრესი თავი იყო ვაუ.... გთხოვ ყოველ დღე ატვირთე ხოლმე რა მუდამ მოუთმენლად ველი ახალ თავს და საშინელებაა ლოდინი.....

მადლობა❤ყოველდღე ატვირთვა ფიზიკურად არ გამომდის, მაპატიეთ :(
n-strovet
ნუ ლუკა რომ გადარჩებოდა ეგ ვიცოდი ამიტომ არ ვნერვიულობდი. joy ბიძია??? კაი რა ეგეთი ბიძა, როგორ უნდა გყავდეს? მე მანდ სხვა რაღაც მგონია. ნია და ლუკას წყვიზე არაფერს ვიტყვი no_mouth no_mouth შენ როგორც გინდა ისე ააწყვე მათი ურთიერთობა. ანუკი და გიორგი...რატომღაც მეგონა, რომ ანუკის როგორც დას ისე არ უყურებს გიორგი...ნუ კაი რაც არის არის. ერთი რაც მინდა ნიას წინ წამოწევაა, ლუკას და ნიას ურთიერთობას არ ვგულისხმობ. საერთოდ მინდა, რომ თავად გააკეთოს და გაარკვიოს რაღაცეები. და არაუშავს თუ ლუკას მოუწევს ნერვიულობა ნიას გამო. რატომღაც მინდა, რომ ნიას მიწვდნენ...მეტრეველი ცოდოა მასაც უყვარს. გიორგი და ნია თუ ლუკა და ნია?....არ ვიცი შენი გადასაწყვეტია joy წარმატებები, მაგარი გოგო ხარ! heart_eyes heart_eyes

ნიასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება რაც შენ თქვი:დ სპოილერი როგორც ასეთი.. :დ
მეტრეველი ❤ ჩემი ჯენტლმენი და ღირსება კაცია ეგ????
მეტრეველი და ნია?.. ჰმ:))
თემური ბიძის რაღაც განსხვავებული კატეგორიაა :დდდ
ლუკკიანეცცი
მოკლედ საშინლად არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიების კითხვა და ლოდინი, ჰოდა ველოდებოდი მეთქი რო დაამთავრებს მერე წავიკითხავთქო მაგრამ ჩემს მოუთმენელ თავს რა ვუთხარი და მივაყარე ყველა თავი ერთად????????
ზოგადად შენს ისტორიებზე ვგიჟდები, ჯერ წინა ისტორია იყო რაღაც სასწაული, გამართული, ყველაფერი რომ თავის ადგილზეა და კითხვა რომ არ გბეზრდება.❤
ეს ისტორია კიდევ არვიცი, ძალიან მომეწონა ჩემი ფავორიტია ნამდვილად. ლუკას პერსონაჟი მომწონს ძალიან. მიწოდეთ გიჟი მაგრამ ვფიქრომ ნია ძალიან შეეფერება ლუკას❤
ერთადერთი მეტრეველზე მწყდება გული ძალიან კარგი პიროვნებაა და ვიცი რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე კაცურად მოიქცევა. კი დარჩება ნიას გარეშე მაგრამ არაა პრობლემა ჩემკენ გამოუშვით:დ
დემეტრაძე როგორ მიშლის ნერვებს ღმერთო! ერთი ეგ მაცემინა რა:დდ
მეც რატომღაც მგონია რომ ანუკის მართლა სხვანაირად უყურებს ან არვიცი, შეიძლება მეჩვენება მოკლედ თავს შევიკავებ წინასწარი ვარაუდებისგან.:დდ
ეხლა წავალ ჩემ თავს ვცემ იმის გამო რომ ბოლომდე არ დავიცადე და ამის წყალობით უარესი მოუთმენლობა შემომაწვება:დდ
იმედი მაქვს ძალიან არ მომიწევს ლოდინი:დ
მიყვარხარ შენ შენი შემოქმედებიანად❤❤❤

????????
რა, თავს არაფერი აუტეხო გთხოვ :დდდ ჩემი მკითხველი ცოცხალი და საღსალამათი მჭირდებით :დ
უცნაური მე
აუ რა კარგი იყო...
და-ძმის შეხვედრა იყო ძალიან ემოციური.
ხომ ვიცოდი რომ ლუკა გადარჩებოდა მაგამაინც ძალიან მენერვიულებოდა.
რატომღაც მგონია რომ ბიძა-ძმისშვილს შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა. მგონია ზტემურს აქვს რაღაც პატარა საიდუმლო, რაც მის საქციელს ახნის.
ნია ძალიან ძალიან მომწონს მე ❤️
გიორგი რაღაცნაირად მეცოდება, მგონია რომ ღირსული ადამიანია და არ მინდა მასზე იმედები გამიცრუვდეს..
დემეტრაძეს რა უნდა ერთი :დ ეგ ცანცარა კაცი ეგა.. რას ერჩის ჩრმს ნიაკოს :დ
მოლედ არაჩვეულებრივი თავი იყო..
ეხლა მთავარია ახალი თავი მალრ წავიკითხო..
შესანიშნავი ხარ შენ ❤️

მადლობა ???? ხო, თემური აშკარად რაღაცას ხიმანდრობს, ისე არ გამოჩნდებოდა ეგ :დდ
მეDina
აუ ძალიან კარგიააა! მადლობა რომ ძალიან არ აგვიანებ ახალი თავების დადებას.

სტუმარი ნინა
სასწაულია❤

iko
Auurodiis dadeeb?? ardaagvianora gtxov

nini :)
არ ვიცი ემოციები როგორ გადმოგცე.....
გამიხარდა ახალი თავის დანახვა.....
იმედი მაქვს შემდეგი თავიც დიდი და მსუყე იქნება..... გელოდები ❤

სტუმარი ერკე
აუუ გაგვეციი მაინც პასუხიიი როდისსდადეებ უფ

tatiko.1995
როდის დადებ საყვარელო❤️

სტუმარი მარიამი
აუროდისდადებ ველოდებიიი ძალიანნნ

ნარჩიტა
როდისს დადებბ ახალ თავსს )

მადლობა აბსოლუტურად ყველას.. ყველას, ყველას, ყველას.. ყველა სიტყვისთვის და შეფასებისთვის.. ახალი თავი ვვეცდები რომ მალე იყოს.. მაგრამ ნუ მაჩქარებთ გთხოვთ...ზოგჯერ მთელი დღე და ნახევარი ღამე ვწერ და სამსახურში ნახევრად უძილო დავდივარ.. ასე რომ წამით არ იფიქროთ რომ არ ვცდილობ მალე დაგიდოთ ახალი თავი.. მადლობა კიდევ ერთხელ და ვეცდები მალე მოგიცუნცულოთ ახალი თავი❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent