უნებლიე შეცდომა (18 თავი)
-დაჩი, მემგონი პრობლემა გვაქვს_კაბინეტში შესულმა დემნან დაღლილმა ჩამოისვა სახეზე ხელი და მეგობარს გადახედა. -უჰ, გამაკვირვე, ჩვენ და პრობლემა? გეშლება რაღაც_ხელები გაშალა, თუმცა დასერიოზულებული მეგობრის სახეზე თითნაც წამოდგა ფეხზე -რა ხდება? -ბიჭო ნათიას ვერ ვპოულობ მეორე დღეა. -მოიცა რას ნიშნავს ვერ პოულობ? და ამას ახლა მეუბნები დემნა? იქნებ ისევ აიყვანეს? ნორმალური ხარ? ამ ბავშვზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და პლიუს გოგი მოგვკლავს. -არა არა, ტელეფონით დავყვები, გამორთული არ აქვს და მიტო არ შემეშინდა, ისინი რომ ყოფილიყვნენ ტელეფონის აჩრდილს ვერ მივაგნებდით, ახლა კი ტელეფონი ჩართულია წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში. -სახელი მითხარი -რისი. -სოფლის დემნა სოფლის -გუბისწყალი. -კაი, საქმეში მოძებნე თუ აქ მაგ სოფელთან კავშირი ოჯახს, მე გოგის დავურეკავ ჩააკითხოს. -იქნებ თთნ წავიდა? -და ჩართული ტელეფონით უბრალოდ არ გვპასუხობს? არა რაღაც მოხდა. -დედამისმა ჩემზე გაიგო, არ მოეწონა ამას ბავშვის დაჭრა მიემატა და მისი ჭკუით გადამალა, ორს პლიუს ორია_ხელები გაშალა იმავე წუთს შემოსულმა გოგიმ. -არასასურველი სასიძო ხარ ბიჭო?_სიცილი აუტყდა დაჩის. -ასე გამოდის_გოგისაც ჩაეცინა. -არაუშავს შეეგუება_თვალი ჩაუკრა დემნამ. -მოუწევს, მისი ქალიშვილის დათმობას არ ვაპირებ, აქვეა ეგ სოფელი ნამყოფი ვარ, ერთ საათში აქ ვიქნებით_კარი გაიხურა გოგიმ და ახითხითებული გამომძიებლები ოთახში დატოვა. -აი ოჯახური დრამები ნამდვილად გვაკლდა_სიცილი ვერ შეწყვიტა დაჩიმ. -შენ ვის დაცინი ბიჭო საკუთარი სიმამრი ჩააყუდე _ხელი დაკრა ბეჭებზე დემნამ. -ეეე, ცოდვების გახსენებებს არ ვართ ეხა_დაჩის სერიოზულ სახეზე დემნა სიცილისგან მოიკეცა. მთელი ორი დღე ტირილში გაატარა ნათიამ, მეგობრები ენატრებოდა, გოგი ორმაგად.რაც არუნდა მაგარ გოგოდ გამოეყვანა თავი გოგის გარეშე ნახევრად ცარიელი იყო, ასე როგორ შემოაღწია ამ პატარა გულში თვითონაც არ იცოდა. ბებო სულ გვერდით ედგა, მანანას ეწინააღმდეგებოდა და ნათიას იცავდა, მაგრამ ქალს ვერაფერ შეაგნებინეს, ისიც უკვირდა მეგობრებმა რომ არ ჩამოაკითხეს, ნუთუ გამორთულმა ტელეფონმა არ შეაშინათ? ფიქრებს უკვე თავს ვეღარ უყრიდა, როცა მშვენიერი შესაძლებლობა გამოუჩნდა. -შვილო მანანა,_ ოთახში აქოშინებული შემოვიდა ბებო -ხბო წაქცეულა ტალახში და ფეხს ვერ იღებსო მეზობლებმა, უშველე რა იქნება. -აი, ნათია წავა. -ნათიამ არ იცის შუკის გზები დედა და მიდი რაიქნება ეგ ერთი ხბო დამრჩა არ დავიღუპოთ. -კარგი დედა, კარგი, ახლავე_მაშინვე ამოიცვა ვალინკები და ეზოდან გადავიდა. -ჩქარა ბებო, 15 წუთი გაქვს_წამოახტუნა ნათია ფეხზე და ისიც სწრაფად წამოდგა, მომზადებული რუგზაკი გადაიკიდა და ბებოს ლოყა დაუკოცნა. -მიყვარხარ ბებო. -ბედნიერი იყავი ბებო, ბედნიერი_პირჯვარი გადაწერა ეზოდან გამავალ ერთადერთ შვილიშვილს და გაღიმებული შებრუნდა სახლში. გზას მიუყვებოდა ნათია და გეგმებს აწყობდა, მეორე სოფელი იქვე იყო ფეხით ალბათ 45 წუთში ჩავიდოდა, იქედან წყალტუბომდე ალბათ ერთი საათი, იქ კი ტაქსსაც იპოვიდა და ამაში ბებოს მოცემული 20 ლარიანი დაეხმარებოდა, ცრემლიანი თვალებით რომ მიცა, მეტი ვერ გადავინახე ბებო პენსიიდანო. ფიქრებში გართულს არ გაუგია ჩავლილმა მანქანამ როგორ შეაჩერა და მალევე ამოუდგა გვერდით ვიღაც. -რაღაც არ მახსოვს შვებულება გეთხოვოს და მეც თანხმობა მეთქვეს ახალგაზრდა ქალბატონო. -ბოს_გაკვირვებული შებრუნდა ხმის მიმართულებით და საყვარელი სახის დანახვამ გულს ორმაგად აძგერება აიძულა. -მომენატრე_მთელ სახეზე მოედო გოგის სიყვარულით სავსე მზერა და ლოყებიც აუწითლდა. -აქამდე სად იყავით ორი დღე გავიდა_საყვედურით ჩაილაპარაკა გოგომ. -მაპატიე, გვეგონა რამე მოხდა და მიტო არ გვპასუხობდი, თანაც რომ გავიგეთ ბებოსთან იყავი, მეორე დღესაც რომ აღარ გვიპასუხე მივხვდი სიდედრმა არასასურველ შყვარებულს მოგაშორა. გზაში რატომ ხარ? ბებოს გაცნობა მინდოდა. -ეგ სხვა დროს, ახლა სიდედრზეც არაფერს გეუბნები, იმიტომ, რომ 15 წუთი კარგა ხანია გავიდა და არ გამიკვირდება ეხა მანანა დავინახოთ კივილ წივილით მორბენალი, ამიტო წამიყვანე_უკითხავად დაჯდა მგზავრის სკამზე და ღვედიც გადაიკრა. -დაბრძანდით ნუ მოგერიდებათ_სიცილით მიუჯდა გოგიც და მანქანა დაძრა. -სახლში წაგიყვანო? -გაგიჟდი? ამ გამოპარვის შემდეგ რუსებს გადასცემს ჩემ თავს ტერორისტია არ გამოგექცეთო, ისე ნეტა რუსები თუ ჩამიბარებენ? ან დაიჯერებენ? რა მეტყობა ტერორისტის ანგელოზივით გოგო ვარ, ... -ნათი_მოუთენლად გააწყვეტინა გოგიმ -თუ სახლში ვერა სად წახვალ? ცოდვაა, ხომ უნდა გააგებინო კარგად რომ ხარ. -რას მეუბნები გოგი აბა რას ვიზამ ადამიანო, უბრალოდ არ მინდა ამჯერად თმით წამათრიოს. ამ საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა, რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა დავიჭიროთ, ჩემს ცალ საკვერცხეს გეფიცები_ხელი ფიცის ნიშნად ასწია ხელი და გოგის სიცილს ყურადღება არ მიაქცია. -ამისთვის ყველაფერს გააკეთებ?_წარბ აწევით გადმოხედა კაცმა. -აბსოლიტურად ყველაფერს. -მაშინ ერთი იდეა მაქვს და დიდი იმედი რომ თავს არ გამიტეხავ_ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა და საჭესთან დამაგრებული ტელეფონის სენსორს გადაუსვა თითი. -დაჩი....... ნახევარ საათში გოგიმ მანქანა იუსტიციის სახლის სადგომზე დააყენა. გაკვირვებული გადმოვიდა ნათია, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია ისე აედევნა უკან წინ წასულ კაცს. შიგნით შესულმა ლილიას და დაჩის დანახვამ კი ნადმვილად გააკვირვა. -აქ რა გინდათ ხალხო? -გაიგებ_თვალი ჩაუკრა ლილიამ და ხელი უბიძგა -აი თქვენი ნომერია წამოდით. -გიმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?_ღიმილით მიმართა თანამშრომელმა სკამზე ჩამომჯდარ გოგის, რომელიც საბუთების ამოღებით იყო დაკავებული. -მე და ამ გოგონას ხელის მოწერა გვინდა_ნათიასკენ გაიშვირა თითი, რომელმაც წამიერად დააღო პირიც, თვალებიც, გონებაც და ყველაფერი. -რას... რას ვშვებიიით? -ხელს ვაწერთ, ჩემი კანონიერი ცოლი იქნები და ვერავინ შეგეხება_გამაფრთხილებლად აუწია წარბი გოგიმ. -ჯანდაბა მანანა შენ თავს, ჩემს უმანკო მსხვერპლს გწირავ_ჩაიდუდღუნა თანამშრომლისგან ჩუმად და გვერდით მიუჯდა გოგის. -ჯანდაბა ჩემ თავს, გავყვები ამ ბებერს_ტუჩ აბზუებულმა გადახედა გოგის, არადა გული ათას ნაწილად ქონდა უკვე გადაშლილი -გოგონა, ძალადობას ხომ არ აქვს ადგილი?_გოგისგან უჩუმრად კითხა წინ გადმოხრილმა თანამშრომელმა -დაგეხმარებით. -რას ამბობთ ქალბატონო, რისი თავი აქვს ამ ბებერს 40 წლისაა_უდარდელად ჩაიქნია ხელი და მთელი ძალით შეიკავა თავი გოგის სახეზე არ გადაეხარხარა. ერთ საათში უკვე გოგის ბინის კარი შეაღეს და გოგოს ოთახისკენ გაუძღვა. -შენ აქ დაიძინე, მე მისაღების დივანზე მოვთავსდები. -მადლობა გოგი რომ დამეხმარე. -არაფრის, იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებ_მოწყენილმა გაუღიმა გოგიმ და გულ ატკივებულმა დაინახა როგორ მიაყუდა ნათიამ ხელჯოხი კედელზე. -თერაპიაზე უარი რატომ თქვი? -იმიტომ, რომ შენი ფული არ მჭირდებოდა, უკვე ვგრძნობ ჯოხიც აღარ მჭირდება, არაუშავს, მე ჩემი თავი ისეთი მომწონს როგორიც ვარ, თუ ვინმეს შერცხვება გვერდით არ დამიდგება და მორჩა. -ამას ჩემზე ამბობ? შენი აზრით ოდესმე შენი შემრცხვება? ვინმეს მივცემ უფლებას რამე თქვას? -ზოგადად ვთქვი_თვალი აარიდა გოგომ -ნათია_მაშინვე მიუახლოვდა გოგი და სახე ხელებში ჩამალა -მე შენი გარეგნობის გამო კიარ შემიყვარდი, ნუ რა თქმა უნდა ეგეც მიყვარს, მაგრამ ჩემი მთელი ცხოვრება აი ეს ორგანოა აქ რომ გიცემს_გულზე დაადო ხელი და იგრძნო როგორ აუჩქარდა გოგოს გულისცემა -არ მაინტერესებს როგორი იქნები, ცალთვალა, ცალფეხა, მე მხოლოდ იმას მივაქცევ ყურადღებას, რომ ჩემი შეხებისას სულ ასე აძგერდეს შენი გული. ოდესმე იმედია მაპატიებ, თორემ მეორედ ცხოვრების დაკარგვას ვეღარ გადავიტან, ვერ გაგიშვებ, არ შემიძლია. ახლა დაისვენე, გვიანია უკვე, სახლს თითნაც დაათვალიერებ, ისე დავიღალე და გამოვიფიტე თვალები მეხუჭება. -ჰმ, რა გეგონა? შენ ჩემი ქმრობა იოლი ხომ არ გგონია? ნელნელა გამოგაცლი სასიცოცხლო ძალებს_ენა გამოუყო გახალისებულმა გოგომ და გოგის სიცილზე თითნაც გაეცინა. -რა შარში ჩავიგდე თავიიი, რა მეგონა გიორგაძე რომ მომყავდა, უნდა დავფიქრებულიყავი_თავის ქიცინით წავიდა კარისკენ და ჩაბჟირდა ზურგზე ნათიას ფეხსაცმელი რომ მოხვდა. -მოდი იოცნებე ვითომ მეტკინა, ბავშვო. -უჟმურო. დილით რვაზე გააღვიძა კაცმა, სამსახურში გვაგვიანდებაო, სულ უგულო უჟმური ეძახა, მაგრამ ვერაფერს გახდა, მალევე მოწესრიგდა, ასე ადრე ვერაფრით შეჭამდა, არც გოგისთვის მოუკლია თავი რამე გაეკეთებინა და ფეხსაცმელები ამოიცვა. უკვე გასვლას აპირებდნენ კარზე ზარი რომ დარეკეს და მაშინვე გამოაღო გოგიმ. განრისხებული მანანას დანახვისას ნათიამ უცებ წამოიძახა ვაი დედაო და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, მალევე მოეხვია გოგის ხელი და უკან ამოიყენა. -ახლავე სახლში წამოდი უსირცხვილო, როგორ გაბედე ღამით აქ დარჩენა. -არა დედა, მე ..... -სანამ თმებით გამოგათრიე გამოდიმეთქი_ტონსაც ვეღარ აკონტროლებდა ქალი. -გამარჯობათ ქალბატონო მანანა, როგორ ბრძანდებით? ცოტა აღელვებული ჩანხართ, შემოდით სასმელს შემოგთავაზებთ რამეს რასაც ინებებთ, ღამით დარჩენას რაც შეეხება, რაც თქვენ იფიქრეთ მაგიტომ რომ დარჩენილიყო დღეც შეგვეძლო, რაც შეეხება ჩემი ცოლის თმით წათრევას, არ გამოგივათ_გაიღიმა გოგიმ და ქორწინების მოწმობა დაუტრიალა წინ. -ცოლიიი? ცოლიიი? შენ გოგო გააფრინე? ცოლად როგორ გაყევი? ასე როგორ შეიძლება? არა საერთოდ როგორ შეიძლება?გეთქვა იქნება და რას გეუბნებოდი? იქნება კიარა კარგსაც გეტყოდი ერთ ორ სიტყვას...... -ახლა ვხვდები ვისაც გავხარ_ჩუმად გადაუჩურჩულა ზურგთან მდგომ ანერვიულებულ გოგოს და გამამხნევებლად ხელი უფრო მაგრად მოხვია. -საღამოს ვილაპარაკებთ_მუქარით დაამთავრა მონოლოგი ქალმა და ჯახუნით გაიკეტა კარები. -წაიღე ბარემ სახლში_გაბრაზებულმა მიაძახა გოგომ და ბუზღუნით ჩამოჯდა დივანზე -არ მინდოდა ასე ტკენოდა გული. -მალე მოვაგვარებთ_შუბლზე აკოცა გოგიმ და სამსახურში წავიდნენ. ამდენი ხნით დაკეტილებს ბევრი საქმე დახვდათ, ნათიას ფეხი ყოველი საათის შემდეგ ორმაგად ტკივდებოდა, მაგრამ ჯინაზე არ იჭერდა ჯოხს ხელშ და ცდილობდა ისე გაევლო, რომ არაფერი დატყობოდა. მალენას ვეღარ ცნობდა, ქალი სულ აფორიქებული დადიოდა, ყოველ დაძახებაზე კრთებოდა და ხელში თუ რამე ეკავა უცვივდებოდა. მაშინვე იეჭვა ნათიამ რაღაც ხდებაო და უფრო აქცევდა ყურადღებას. უკვე 9 იქნებოდა სხლისკენ რომ წავიდნენ ცოლ-ქმარი. -პირველი ვანაში მე ვარ_შემორჩენილი განწყობით დაიყვირა სახლში შესულმა ნათიამ და როგორც შეეძლო გაიქცა. -მართლა ბავშვი ხარ_სიცილით შეყვა სახლში გოგი და ოთახში შევიდა სუფთა ტანსაცმლისთვის. მალევე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული და ოთახში გოგის დახვედრაზე ოდნავ შეხტა. -მაპატიე, ახალ პიჟამოს ვეძებდი_ძლივს მოაცილა თვალი გოგიმ ნახევრად შიშველ სხეულს და კარადას მიუბრუნდა. -მეორე თაროზე დევს უკანა მხარეს. -ხო აი.. აი აგერ ვიპოვე, ხო_დაბნეული ბლუკუნებდა კაცი და კარისკენ მიდიოდა. -ღმერთო ცოლი მყავს და ვერც ვეხები_ხელი ჩამოისვა სახეზე და დივანს მიაშურა. მალე გაიგონა ნათიას ნაბიჯების ხმა და წუწუნი. -აუ არ მეძინება. -არც მე_მაშინვე წამოჯდა თვითონაც, არადა დაღლილობისგან ძლივს მოძრაობდა. -კარტი გვააქვს? -კი, უჯრაში, რად გინდა? -მომშივდა და საჭმელი არ გვაქვს_მობეზრებით აიქნია ხელი გოგომ -ვითამაშოთ, უნდა გაგადურაკო_წარბები სასაცილოდ აუთამაშა ახარხარებულ კაცს. გვიანობამდე ისმოდა მათი ბინიდან სიცილი და მხიარული შეძახილები. ამჯერად თვითონ გაეღვიძა პირველს, თურმე დივანზე ჩაძინებია გოგისთან ერთად, კაცს ხელი ქონდა შემოხვეული და სახე მის კისერში ჩაერგო, ისე სასიამოვნოდ ედებოდა მისი სუნთქვა, ხვდებოდა, რომ დიდი ხნის წინ აპატია, მაშინვე წასვლის მიზეზი როგორც კი გაიგო, ცოლადაც სიამოვნებით გაყვა, მაგრამ ცოტა ხანი წვალებას მაინც აპირებდა, მერე კი სიურპრიზად მოუწყობდა ჯვრისწერას და ნამდვილი ცოლ-ქმარივით იცხოვრებდნენ. აღარ ეტკინებოდა დილით წელი დივანზე წოლისგან და აღარც ნერწყვების ყლაპვით დაიხრჩობოდა შიშველს რომ დაინახავდა. ამ ფიქრებში გოგიმაც გაიღვიძა და ღიმილით უსურვა დილა მშვიდობისა. უკვე მომზადებულები მანქანაში ჩასხდნენ და სამსახურისკენ წავიდნენ რამდენიმე წუთში პატრული რომ ამოუდგათ სირენებით. -რა ჯანდაბა უნდათ, რამე წესი დაარღვიე?_შიშით გადახედა გოგის. -საქმეც მაგაშია, რომ არა_მწარედ გაეღიმა გოგის და მაშინვე გადააყენა მანქანა, დაახლოებით ხვდებოდა რაც ხდებოდა. -მანქანიდან გადმოდით და ხელები სახურავზე დააწყვეთ_რუპორში გაისმა ხმა და ორი თანამშრომელიც გადმოვიდა მანქანიდან. ორივე გაჩხრიკეს და გოგის ბორკილები დაადეს. -დაკავებული ხართ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება, რადგან თქვენი ნათქვამი თქვენს წინააღმდეგვე იქნება გამოყენებული. -რას ბოდავთ? რა ნარკოტიკი? ახლავე გაუშვით ჩემ ქმარს ხელი_მაშინვე თავდასხმაზე გადავიდა ნათია და იმ პატრულის თანამშრომელს კრა ხელი ვინც მას იჭერდა. -ქალბატონო, თუ არ გინდათ თქვენც იგივე დაგემართოთ დაწყნარდით. -წამიყვანეთ მერე, არავის ეშინია, ჩემი ქმრის გვერდით მაინც ვიქნები_ისევ კრა ხელი კაცს და ისიც მის წაყვანას აპირებდა გოგიმ რომ ამოიღო ხმა. -აპატიეთ რა, ახალი დაქორწინებულები ვართ და უბრალოდ შოკშია. -გასაგებია_ირონიულად აათვალიერეს გოგო და ბორკილებ დადებული გოგი მანქანაში შესვეს. ძლივს გაიგონა ნათიამ მანქანიდან გოგის დაძახილი დაჩის დაურეკე და მაშინვე ტელეფონს ეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.