შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (7 თავი)


22-08-2018, 20:05
ავტორი naattii
ნანახია 4 822

ღამის 11 საათი იქნებოდა, დაჩი ლილიასთან ერთად ეთამაშებოდა დემეტრეს და მის კისკისზე ცოლ-ქმარსაც გულიანად ეცინებოდათ. სიმყუდროვე კარზე ბრახუნმა დაარღვია, ვიღაც გაშლილი ხელით გამეტებით ურტყამდა კარს. უეცრად, დაჩიმ იარაღისკენაც კი წაიღო ხელი, მოგვიანებით გაახსენდა, რომ დამნაშავე მთელ ბინას არ შეუყრიდა. გაკვირვებულმა გამოაღო კარი და გაცოფებული გოგის დანახვაზე ორმაგად ანერვიულდა.
-შენ უთხარი რამე?
-შემოდი გოგი, შემაშინე, რა მოხდა?
-არ გინდა დაჩი, უბრალოდ მითხარი, ჩვენ შეთანხმებას გვერდი აუარე და ნათიას ცალკე დაელაპარაკე?
-რა თქმა უნდა არა, რას ამბობ? ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ? ამიხსნი რა მოხდა?
-მაპატიე ლილია, მორიდებით დახარა თავი შეშინებული ქალის წინ -უბრალოდ, დღეს ყველა ჩემს წინააღმდეგაა.
-არაუშავს, იმედია ყველაფერი მოგვარდება.
-მოდი, დაჯექი და თქვი რა მოხდა.
-დღეს ჩემმა სანიმუშო თანაშემწემ გამომიცხადა სამსახურიდან მივდივარო, არ გიშვებთქო და შენი საქმე არაა უბრალოდ გაგაფრთხილეო, ერთ საათში კი ლაშადან შეტყობინება მომდის გოგო გეხევა ყურადღებით იყავიო. მითხარი ეხა რა ვიფიქრო.
-ჯანდაბა, ალბათ ისე აურია იმ გოგოს ტვინი, თავის მხარეს გადაიყვანა, შარში გახვევს, თანაც მისი გონება აწყობს, შენი ყველა საქმის დეტალები იცის_ნერვიულად მოისრისა შუბლი დაჩიმ.
-არა, არა დაჩი, ცდები, აქ რაღაც სხვა ხდება, ნათია სულელი არაა, ასაკთან შედარებით ჭკვიანია, იდეალურია, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ ბოლომდე ვენდობი. საქმეზე საუბარი ზედმეტია, დარწმუნებული ვარ მისგან არაფერი გავა. აქ სხვა რაღაც ხდება და ვერ ვხვდები რა.
-ასე რატო ამბობ?
-დაუკვირდი დაჩი, სიცოცხლეს ვუმწარებდი, წამი არ ვახარებდი და ერთი არ დაუწუწუნია, პირიქით, ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებდა, ლაშას თითქმის მთელი თვეა იცნობს და 3 კვირაა ხვდება, რაღა ახლა მოუნდა სამსახურიდან წასვლა? თანაც რომ მივიღე მითხრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ მუშაობაო.
-ზორგჯერ კაცები ისეთი სულელები ხართ._სიცილით გადააქნია ლილიამ თავი. -თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ რაზეა ქალი წამსვლელი საყვარელი ადამიანებისთვის, მან რაღაც გაიგო გოგი და გეხმარება. ის ამას შენ გამო აკეთებს.
-კი, მაგრამ მე ხომ ასე ცუდად ვექცეოდი? ჩემგან ერთი წესიერი სიტყვა არ ახსოვს, ის ლაშა კი თავს ევლებოდა, ნეტა გამაგებინა ასეთი რა მოხდა.
-ოჰ, და მერე რა რომ ცივად ექცეოდი? დაჩი რომ გავიცანი მისგან პირველი 5 თვე ღრიალის მეტი არაფერი მახსოვს მაგრამ მაინც შემიყვარდა. შეიძლება არ უყვარხარ, მაგრამ პატივს გცემს და ფაქტია გეგმა აქვს. ღმერთო, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, რა კარგია საქმეში ყოფნა_გაცისკროვნებული თვალებით გადახედა ბიჭებს.
-ლილია, ისე ამბობ ვითომ 60 წლის იყო_ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ დაჩიმ -როგორ გავიგოთ რა მოხდა? ან საიდან შეეძლო რაიმეს გაგება? ან საერთოდ რა გაიგო? როდის?
ყველას ერთნაირი კითხვები ქონდათ და საშინლად აინტერესებდათ პასუხები. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ფიქრობდა და ერთად ახედეს ერთმანეთს: -დემნა.

-ლაშა გამარჯობა.
-გამარჯობა საყვარელო, როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?_ცივად დააჟრიალა საყვარელოს გაგონებაზე.
-შენი ხმა როცა მესმის ცუდად რა გამხდის ნათი. შევხვდეთ?
-ხო მაგიტო გირეკავ, პატარა საქმე მაქვს.
-15 წუთში გამოგივლი.
ფრთხილად შეაღო ნათიამ კაფეს კარები და მყუდრო ადგილი აარჩია დასაჯდომად.
-დალევ რამეს?
-მხოლოდ ანანასის წვენს_თბილად გაუღიმა ლაშას და ხელები მაგიდაზე დააწყო.
-აბა გისმენ, რა ხდება?
-შევძელი გოგის დავხმარებოდი.
-მართლა? რიცხვი შეცვალე?_თვალები გაუბრწყინდა კაცს.
-არა, ეგ ვერ გავაკეთე, უკვე გადაგზავნილი ქონდა, გვიან მითხარი და ვერ მოვასწარი, ჩუმად მოველაპარაკე გერმანელებს და ტვირთის გამოგზავნას დააგვიანებენ, ერთი კვირით გადაწიეს თარიღი.
-რა ქენიიიი_სიბრაზე ვეღარ გააკონტროლა ლაშამ.
-რა მოხდა? ხომ მითხარი, რომ ტავარი ახლა არ უნდა ჩამოსულიყო და პოლიციამ ეს თარიღი იცოდა? ახალი თარიღი არ ეცოდინებათ და მასალაც ჩუმად ჩამოვა.
-ნათია რა ჯანდაბა გააკეთე, მე ეგ გითხარი?_მაჯაზე მტკივნეულად მოუჭირა ხელი კაცმა.
-ლაშა მტკივა, ჩვენ ხომ გოგის გადარჩენა გვინდოდა, რა პრობლემაა?_თვალები აუცრემლიანდა გოგოს.
-ჯანდაბა_გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი კაცმა -მაპატიე გეუხეშე_გონს მოსულმა წამში გაუშვა ხელი ნათიას და მის ცრემლებზე უკან დაიხია.
-მართლა მაპატიე, უცებ ვერ მოვთოკე გაბრაზება, ჩვენ ხომ შეთანხმება გვქონდა.
-ხო, მაგრამ მასე არ გამოდიოდა და ასე მოვიფიქრე.
-სხვა დროს დამირეკე და ერთად შევცვალოთ სხვა გეგმით კარგი?_ნაზად მიეფერა გოგოს ლოყაზე.
-კარგი, მაგრამ კიდევ ერთი რაღაც, გოგის უკვე ვუთხარი, ომ მისგან მოვდივარ, თქვენთან არ არის რამე ვაკანსია?_ფრთხილად შეხედა კაცს თვალებში.
„-ჯანდაბა, მისგან თუ წამოვიდა რაღა ჯანდაბაში გამომადგება მერე, მე ის გოგისთან მჭირდება“_მძვინვარებდა გონებაში ლაშა.
-მოდი ასე ვქნათ, ჯერჯერობით მასთან დარჩი, შაბათობით კი ჩემთან წამოდი და პრაქტიკანტად იყავი, ჩემი კომპანია მისგან განსხვავდება და რომ შეეჩვიო, კარგი?
-კარგი_გახარებულმა დაუქნია კაცს თავი და გონებაში გამარჯვება იზეიმა.

ორშაბათ დილით ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში, კოცნის შემდეგ გოგი აღარ ენახა და ცოტა ფეხებიც კი უკანკალებდა. როგორი ვნებიანი კოცნა ცოდნია ამხელა კაცს, ხომ ამიცერცეტა მთელი საჰორმონეთი_ჩუმად ფიქრობდა ნათია და თითების კანკალით აკაკუნებდა კარზე.
-ბოს შეიძლება?
-სწრაფად, ბევრი დრო არ მაქვს_ფურცლებიდან არ აუწევია თავი ისე უთხრა გოგიმ.
-გაგიკვირდებათ და ვიცი, ჩემ შედგენილ გრაფიკს მიყვებით_სანამ დაუკვირდებოდა რას ამბობდა, მანამდე ამოთქვა უყურადღებობით გაბრაზებულმა და კაცის რეაქციამაც არ დააყოვნა
-უკაცრავად?_გაკვირვებული უყურებდა კაცის თვალები.
-ამ არაფერი, მინდოდა მეთქვა რომ ჯერჯერობით ვრჩები, თუმცა შაბათობით ვერ მოვალ ხოლმე პრაქტიკას გავდივარ სხვა ფირმაში.
-შენი ნებაა, ჩემთვის სახლიდან იმუშავებ, ახლა დღის განრიგი მინდა.
წამში ჩაუკაკლა დღის განრიგირ კაცის რეაქციით გაკვირვებულმა და უკან გამოსვლა დააპირა.
-ნათია, თბილისთან კონტრაქტი?
-გუშინ დარეკეს, თქვენ ზარს ხვალ ელოდებიან, ოღონდ ზუსტად არ უთქვამთ როდის, ან ინტერნეტით თუ ისე ტელეფონზე, იქებ ხაზის ტელეფონით, მაგრამ რაღაც არ მგონია იმხელა ფირმა ხაზის ტელეფონს ხმარობდეს, დღეს ვიღა იყენებს, სულ მობილურები და კომპიუტერები უჭირავთ ხელში ბოს, არადა როგორი მოსაბეზრებელია ფიტულებივით რომ დადიან. შენ რაღ....
-ნათია, მხოლოდ გკითხე თუ მოაწერეს ხელითქო, ხომ არ მითქვამს დღევანდელობის საჭირბოროტო საკითხებზე მეჭორავეთქო? თავისუფალი ხარ_ისევ ფურცლებში თავჩარგულმა ამოილაპარაკა და გოგოც აფორიაქებული გაუშვა.
-ნაგავი, დამპალი, არაადამიანი, ვითომ მე ვაკოცე ისე გემრიელად, რა უბედურებაა სულ მის ტუჩებზე რომ მეფიქრება, გონს მოდი გოგო_ლამის თავში ხელი შემოირტყა ისე შეუძახა თავს და მუშაობა გააგრძელა. რა იცოდა, რომ გოგი მასზე ბევრად უარეს დღეში იყო და უკვე მისი მოწონებით კიარა სიყვარულით იტანჯებოდა.

ერთი კვირა ისე გავიდა ვერაფრის გაგება მოახერხა გოგიმ და ლამის ეკლებზე იჯდა, ბოლოს, რომ ვეღარ მოთმინა დაჩის წამოადგა თავზე და ორივე დემნასთან მაშინ მივიდნენ, როცა ნათიას ხვდებოდა საქმეზე სალაპარაკოდ და თავზე წამოადგნენ.
-ხელს ხომ არ გიშლით?_მკაცრად ჩაილაპარაკა გოგიმ და თვალებში შეხედა დაზაფრულ ნათიას.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ამას ქვია შეწყვეტილი სიმღერააა, კაი რა რა ადგილზე დაამთავრე ცუდად ვარ, კიდევ მინდოდააა????

 


№2  offline წევრი naniko mindia

Vauuu patara ki iyo magaram kargi, momwons gogi da natia kargi wyvili iqnebian ❤️❤️❤️❤️❤️❤️veli shemdegs tavs dges dadeb mgoni
--------------------
lomidze

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
ამას ქვია შეწყვეტილი სიმღერააა, კაი რა რა ადგილზე დაამთავრე ცუდად ვარ, კიდევ მინდოდააა????

ამას აქვს მუღამი :D

Nano Goduadze
აუ ძალიან პატარა თავებს დებ , არ მყოფნისს :((((( კითხვის მუღამში შევალ და ჰოპ, დასრულდა ისტორია... (( კარგი რაა, მოუმატე ცოტა. (((

დიდი ბოდიში, მაგრამ ორი დღით ვარ ზღვაზე და აქედან ვდებ, ესეც რომ მოვასწარი მიკვირს, თანაც ყოველდღე ვდებ და მეტს ვერ ვახერხებ...

naniko mindia
Vauuu patara ki iyo magaram kargi, momwons gogi da natia kargi wyvili iqnebian ❤️❤️❤️❤️❤️❤️veli shemdegs tavs dges dadeb mgoni

ხვალამდე ვერ დავდებ სამწუხაროდ :(

უცნაური მე
რა საყვარელია ნათიაზე ვგიჟდები. გეგონება მე ვაკოცეო ასე გემრიელადო :დდ გიჟია გეფიცები <3 შეყვარებული გოგიც ძალიან, ძალიან მომწონს ❤️
ნათიი დილიდან გამახარე შენ ❤️

შენ მე მახარებ როგორ რომ იცოდე ❤❤❤

 


№4  offline წევრი naniko mindia

naattii
სტუმარი ნათია
ამას ქვია შეწყვეტილი სიმღერააა, კაი რა რა ადგილზე დაამთავრე ცუდად ვარ, კიდევ მინდოდააა????

ამას აქვს მუღამი :D

Nano Goduadze
აუ ძალიან პატარა თავებს დებ , არ მყოფნისს :((((( კითხვის მუღამში შევალ და ჰოპ, დასრულდა ისტორია... (( კარგი რაა, მოუმატე ცოტა. (((

დიდი ბოდიში, მაგრამ ორი დღით ვარ ზღვაზე და აქედან ვდებ, ესეც რომ მოვასწარი მიკვირს, თანაც ყოველდღე ვდებ და მეტს ვერ ვახერხებ...

naniko mindia
Vauuu patara ki iyo magaram kargi, momwons gogi da natia kargi wyvili iqnebian ❤️❤️❤️❤️❤️❤️veli shemdegs tavs dges dadeb mgoni

ხვალამდე ვერ დავდებ სამწუხაროდ :(

უცნაური მე
რა საყვარელია ნათიაზე ვგიჟდები. გეგონება მე ვაკოცეო ასე გემრიელადო :დდ გიჟია გეფიცები <3 შეყვარებული გოგიც ძალიან, ძალიან მომწონს ❤️
ნათიი დილიდან გამახარე შენ ❤️

შენ მე მახარებ როგორ რომ იცოდე ❤❤❤

Auuu xvalamde ramoitmens, narkotitivit rom shemoicher amaforiaqe exla xvalamdeo :d(xumrobit)
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ოჰოო დაიძაბა სიტუაციაა ძალიან ცოდოა გოგი

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

შეყვარებულია ბიჭი... ჩვენი პატარა თინეიჯერუკა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent