ბედისწერა (თავი1)
გჯერათ ბედისწერის? მე არა. არასდროს მჯეროდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენივე ბედს ჩვენ ვგანაგებთ. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. არც შევმცდარვარ. ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, რომელიც სავსეა ტკივილით, ცრემლით ბედნიერებით, უდიდესი სიყვარულით ამაში დამარწმუნა. მაგრამ იციით? ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე. მიზეზი კი ძალიან დიდი (ჯერ პატარა) მაქვს. მალე დედა გავხდები! ერთადერთი მიზეზი ჩემი სიცოცხლის მხოლოდ ეს პატარა არსებაა. ვუყურებ მუცელს და ჩემში უამრავი გრძნობა ირევა... უბედნიერესი ვარ! მაგრამ თან შიში მიპყრობს. არც კი მინდა ვიფიქრო იმის შესახებ რა მოხდება თუ ოდესმე მამამისმა მისი არსებობის შესახებ გაიგო. დარწმუნებული ვარ იფიქრებთ რაც არ უნდა მიმზეზი მქონდეს არ უნდა დავუმალო მისი არსებობის შესახებ. მაგრამ თქვენ ხომ არ იცით მე რა გადავიტანე რა მოხდა ჩვენს შორის... არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს.. ამიტომ გაგეცნობით. ჩემი სახელია ნიტა. უბრალოდ გოგონა რომელსაც უნდა თავისი ერთადერთი სიყვარულის შესახებ გიამბოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საშინლად დამთვრდა. მაგრმამ იქნებ არც დამთავრებულა...... იქნებ ყველაფერი წინაა... მინდა ეს ვირწმუნო. მოკლედ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 13 წლის ბავშვი ვიყავი. პირველად მისი არსებობის შესახებ მაშინ გავიგე. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე. სკოლაში ვიყავი, კლასში ვიჯექი დასვენებაზე, როდესაც ჩემი უახლოესი მეგობარი თეკლე შემოვიდა და მახარა-გაიგეე გუშინ საბა ჟღენს ვიღაც დაუჭრია, ახლა პოლიციაშია მაგრამ რა ენაღვლება მამამისი ფულით მოთაფლავს ყველას და ადვილად გამოძვრებაო. მე არ მესიამოვნა რას ქვია ადამიანი დაჭრა, თავისი დანაშაულის გამო უნდა დაისაჯოსთქო. თან ვკითხე ვინ იყო ეგ საბა რადგან პირველად მესმოდა მის შესახებ და აი ნეტავ არ მეკითხა რადგან თეკლემ შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩუმებულა. რაც კი იცოდა ყველაფერი დაწვრილებიათ მიამბო. აშკარა იყო მოწონდა ჟღენტი. რატომ არ ვიცი, როგორ შეიძლება მოგეწონოს ეგეთი ადამიანი. მაგრამ ეგეთები თეკლეს ,,ეკიდა". მთვარია კაი ტიპი იყო საბა. სიმპატიური, კარგი ოჯახიდან და თქვენ წარმოიდგინეთ თურმე განათლებულიც. ამ მხრივ მე და თეკლე ყოველთვის განვსხვავდებოდით ერთმანეთსგან რადგან ჩემთვის ის ბიჭი საბა უბრალოდ ერთ განებივრებულ თავში ავარდნილ ტიპთან ასოცირდებოდა. არა და ზუსტად შემდეგ დაიწყო ყველაფერი თურმე.. დიდი სიყვარულის ისტორია. ))) მიუხედავად იმისა, რომ მოფირებული მქონდა წერის მანერა, ისტორია, ყველაფერი, მაინც გამიჭირდა, როდესაც პირისპირ დავრჩით მე და კლავიატურა. მოკლედ პირველად ვწერ და მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ. ღირს თუ არა გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.