შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქამელეონისფერი სიყვარული (თავი 1)


10-09-2018, 14:40
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 775

-ეს ავალიანი ელენეა?გაკვირვებულმა იკითხა ქერა შოლტივით მაღალმა გოგონამ და ძველ კლასელს თვალი გააყოლა.
-არამგონია,არ გახსოვთ რამხელა იყო?სკოლაში ყველაზე მსუქანი.სიცილით უპასუხა მეორემ.
-თან დადიანი რო მოწონდა?სარკაზმით წარმოთქვა ეს წინადადება შავგვრემანმა რათა დაქალებს არ ჩამორჩენოდა.
-მგონი ეგ იყო.საბოლოოდ დაასკვნა ქერამ და აეროპორტში შევიდა.

-----------------
მონატრებული ყველაფერი ლამაზიაო ამბობენ,მაგრამ მე მაინც ყოველთვის ლამაზად მიმაჩნდა თბილისი.მიყვარდა ამ პატარა ქალაქში ყველაფერი კარგიც და ცუდიც,ლამაზიც და უშნოც,საშიშიც და სიამოვნების მომრგვლელიც.მე და ის რაღაც უხილავი ძაფებით ვიყავით დაკავშირებულნი.იმისმიუხედავად,რომ აქ ,ამ ქალაქში საშინელი რამ გადამხდა მე ის მაინც ასე ძალიან მიყვარდა და მეყვარება.დიახ ,უკვე ოთხი წელია რაც ლონდონში ვცხოვრობ და მენატრება ოჯახი,მეგობრები გაგეცინებათ და ჭორიკანა მეზობლებიც კი.ალბათ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა როდესაც ბულინგის მსხვერპლი ხდები.
ბავშობის ტკბილი წლები,,ჯოჯოხეთად გექცევა წამოუდგენლად სასაცილო მიზეზის გამო ხდები ხალხის მსხვერპლი .მაშინ ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის ვიყავი და ჰორმონალური დარღვევა მქონდა,როგორც ეს ექიმმა მითხრა. გავსუქდი,ჩემი გარეგნობა სასაცილოდ არ ყოფნიდათ კლასელებსა თუ სკოლელებს.წიგნებზე ათასგვარ სისულელეს მიწერდნენ,ყოველდღე მამცირებდნენ და ცდილობდნენ თავი გარიყულად მეგრძნო.ალბათ გაგიკვირდებათ რატომ არ გადავედი ამ სკოლიდან ან რატომ არაფერი ვთქვი მშობლებთან თუ მასწავლებლებთან.ამის მიზეზი ერთი ბიჭი იყო დემეტრე დადიანი.არგეგონოთ,რომ მიცავდა ან რამე უბრალოდ არ ჰყვებოდა ხოლმე ბრბოს,ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ უსიერ ადგილას.მასზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.რატომ მიყვარდა?არვიცი,მაგრამ ეს სიყვარულზე მეტი იყო,მეტი ვიდრე გრძნობა.ჩემს მეგობარსა და მეზობელს ვწერდი მარიამს,ვუყვებოდი თუ როგორ მიყვარდა დადიანი,ვუყვებოდი თუ როგორი შეუძლებელი იყო ჩვენი ერთად ყოფნა…ვიღაცამ ჩვენი მესიჯები გაასაჯაროვა რამაც უფრო გაზარდა ჩემს მიმართ აგრესია.დადიანზე უსაზღვროდ შეყვარებულ ფანატიკოს „ძროხას“ მეძახდნენ.გაინტერესებთ რა ქნა დემეტრემ ეს ყველაფერი რომ გაიგო?ხოდა გეტყვით.მომიახლოვდა ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა,მისი დიდი სისხლისფერი ტუჩები ყურთან მომიტანა და ის მითხრა რამაც ყველაზე მეტად გამიტეხა გული-,,შენნაირთან ერთად ყოფნას მირჩევნია ცხოვრების ბოლომდე მარტო ვიყო“.სკოლიდან ატირებული გამოვვარდი,სახლში მივირბინე შემდეგ კი ჩემი ოთახის კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე,მახსოვს იმ დღეს ბევრი ვიტირე,შემდეგ ვნახე,რომ სოციალურ ქსელშიც აეტვირთათ მესიჯების სქრინები.მტკიოდა,მეწვოდა გული მთელი არსებით…,ფურცელი და კალამი ავიღე და წერა დავიწყე.ვწერდი გამოსამშვიდობებელ წერილს მშობლებისთვის რადგანაც მქონდა განზრახული.წერილის წერა დავასრულე თუ არა იქვე მიგდებულ მაკრატელს ხელი დავავლე და მაჯასთან მივიტანე ,თვლა დავიწყე...1...2...3...ვერ შევძელი 4...5...6...ვერ ვბედავდი ხელის მარტივი მოძრაობით ვენის გადაჭრას.7...8...9...10...კედელთან ჩავიკეცე,მაკრატელი მოვისროლედა ცრემლებს თავისუფლება მივეცი.მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა,ახლა აღარ ვარ ის გასიებული გულუბრყვილო და ემოციური ელენე როგორც ადრე ვიყავი.ლონდონში წავედი სასწავლებლად,ყველაფერს ვაკეთებდი,რომ საუკეთესო ვყოფილიყავი,ამავდროულად ვვარჯიშობდი და წონაშიც საგრძნობლად ვიკლებდი.ახლა უკვე სულ სხვა ელნე ავალიანი ვარ.
ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და ტაქსი გავაჩერე,მძღოლს მისამართი ვუკარნახე და მონატრებული ქალაქის ფანჯრიდან თვალიერება დავიწყე.თითქმის არაფერი შეცვლილიყო,ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ოთხი წლის წინ დავტოვე.მანქანა დანიშნულების ადგილას მალევე მივიდა.მეც გახარებული გადმოვხტი და სახლს სირბილით მივაშურე.კარებზე დავაკაკუნე,ვერ ვითმენდი ვცქმუტავდი ერთ ადგილზე ერთი სული მქონდა მონატრებულ დედას როდის ჩავეხუტებოდი.კარები რიჟა დახვეწილი ჩაცმულობის ქალმა გამიღო,სახეზე სიმკაცრე ეტყობოდა,მაგრამ როგორც კი დამინახა მოლბა და ღაწვზე ჩამოსული ცრემლი შეიმშრალა.
-დედაააა...ვიკივლე და მონატრებულ სხეულს მთელი ძალით ჩავეხუტე.მას ისევ გვირილების სუნი ასდიოდა რომელიც მე ასე მაბრუებდა.
-მანჩოო რა არის ვინ კივის მანდ?გამოსძახა მამამ და თავი გამოყო სამზარეულოდან.
-ვაიმე ელენე...ერთი შეჰყვირა კაცმა გადმომეპოტინა,გულში ჩამიკრა და მომეფერა.ოხ როგორ მენატრებოდა ეს გრძნობა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ.
-კარგი ირაკლი შემოუშვი ბავშვი სახლში სიცილით უთხრა დედამ.მეც აღარ დავაყოვნე და მისაღებ ოთახში დავჯექი.
-მანჩო ჩემი ბედოვლათი ძმა სადაა?
-სძინავს სად იქნება.
საათს დავხედე და უკვე 14:00 აჩვენებდა.
-დე,რამე გემრიელს არ მაჭმევ?ვკითხე კნუტის თვალებით და მივეკარი მონატრებულ სხეულს.
-ცეზარი და ატმის წვენი გინდა?
-აბა რავა ქალბატონო მანჩო.
სადილობას,რომ მოვრჩი სწორედ მაგ დროს შემოვარდა ნიკა სამზარეულოში და დედას რაღაც გაურკვეველ ენაზე ებუზღუნებოდა თან აქეთ იქით დადიოდა და ბოლთას სცემდა.
-ოჰო,მოიცადე ამოისუნთქე, -არ არსებობს ელენე?
-არ არსებობს ელენე? ხმა დავიბოხე და ნიკას გავაჯავრე.
-როგორ მომენატრე შე მაიმუნო ვერც კი წარმოიდგენ,გახარებულმა მითხრა და ისე ჩამეხუტა რამის სკამიდან გადმომაგდო.
-გეთქვა და დაგხვდებოდი
-კაი ერთი მერე ეგ რაღანაირი სიურპრიზი გამოვიდოდა?
-შენ და შენმა ძმამ რა ერთდროულად მოინდომეთ ჩამოსვლა.
-რაააა?დამიანე აქაა?ბედნიერმა ვიკითხე და ჩემი უფროსი ძმის მიმართ უფრო მელანქოლიური გავხდი.
-ხვალ საღამოს ჩამოდის.
-დე დღეს საღამოს ელენეს მივათრევ კლუბში და იცოდეე-კარგი ხო,თავი დაუქნია მანჩომ და ირაკლისთან წავიდა.
-ჩემი პუნტკუნა და გოჭუნა და სად გაქლაო სადო?ენა მოიჩლიფა ნიკამ და თან ჩქმეტა დამიწყო.
-მეტკინა ნიკაა
-კაირგი ხო
-ისაა...დემეტრე დადიანი ისევ ჩვენს გვერძე ცხოვრობს? ვიკითხე და პასუხის მოლოდინში ფეხზე წამოვდექი.
-კი,უღიმღამოდ მიპასუხა ნიკამ.
-ამმ...
-მისმინე ელენე შენ თუ ისევ იმ ბიჭზე ფიქრობ ხო..ოთხი წელი გავიდა და იმედია ისევ არ გიყვარს ის.მან რაც გაგიკეთა ეს უბრალოდ საშინელება იყო,დამამცირებელი და სხვა არაფერი.გაბრაზებულმა მითხრა ნიკამ და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-ვიცი,დამწუხრებულმა ვუთხარი,დაღლილი ვარ ავალ ჩემს ოთახში ცოტას დავისვენებ.ძმას მოვშორდი,მაგრამ ოთახში არ ავსულვარ,გარეთ გასეირნება გადავწყვიტე.შემოდგომის დღეები ყოველთვის მიყვარდა,ამ დროს თბილისი განსაკუთრებული ხდებოდა.ქუჩები ყვითელ-წითელი ფოთლებით იმოსებოდა.
-ელენე ავალიანი?
უკან გავიხედე და დემტრეს საძმაკაცო დავინახე.საძმაკაცო რომელიც ასე ძალიან არ მეხატებოდა გულზე.
-გისმენ,უღიმღამოთ გამოვეპასუხე ბიჭს
-ვაა რა გოგო დამდგარხარ?სკოლაში იმ სისქე იყავი ხოლმე,რომ ორ მერხზე ძლივს ეტეოდი.თავის ჭკუით კარგი შედარება მოიყვანა გიორგიმ.
-წარსულის ქექვა არ მიყვარს.
-დემტრე ნახე უკვე?სიცილით მკითხა მეორემ
-არა
-მოიცადე და გამოვა ახლა გამომეპასუხა,გიორგი
-ვიღაც დემეტრეს რატომ უნდა ვუცადო? ნიშნის მოგებით ვკითხე ბიჭს.
-უკვე ვიღაც დემეტრე გავხდი?
და აი ისიც მისი ჩალისფერი თმა უძირო ლურჯი თვალები,დიდი სისხლისფერი ტუჩები.მონატრებული სილუეტი ავათვალუერე და მზერა მის სახეზე შევაჩერე.აშკარა გაკვირვება დაეტყო ჩემი დანახვისას.
-ის მსუქანა ელენე აღარ ხარ ხო იცი.ცალი წარბი მაღლა ავწიე გაკვირვებული მზერა მივიღე და ბიჭს თვალებში ჩავხედე.-აი შენ კიდევ დაგიკარგავს შენი ეშხი და სიმპათიურობა დადიანო.მისკენ წავედი ოდნავ ვკარი ხელი ბიჭს და უკან ტანის რხევით გამოვბრუნდი.სეირნობის თავი აღარ მქონდა პირდაპირ სახლში წავედი და მონატრებულ ბიჭზე ფიქრი დავიწყე.
-ვერ ეღირსები დადიანო,ვერა.ბოლო სიტყვები ხმამაღლა ჩავილაპარაკე და საღამოსთვის ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი.
--------------------------------------------

რას იტყვით ჩემს ახალ მოთხრობაზე???იმდენად პოპულარული გახდა დღესდღეობით ეს თემა გადავწყვიტე მეც დამეწერა ამ თემის შესახებ...რას ფიქრობთ დემეტრეზე?ელენეზე?ალექსანდრეზე?



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Ai mesmis gogo Ai ase.msuqana AR moswondat gaxda damshvenda Da dorblebs yrian boianebi.demetre Tu vigac sikvdili debilia.xo elene ki kargad moiqca aseti pasuxi rom gasca.me dzalian momewona dadawyisi Da warmomidgenia mere rogor momewoneba .xo imedia eles karg bichs moudzebni Da vinme aseti AR iqneba rogoric es demetreaaa.male dade shemdegiiii

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ალექსანდრეზე??? ალექსანდრე სად იყო ნახსენები?

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

ველოდები შემდეგ თავს.. მომეწონა <3

 


№4  offline წევრი Mia_smith

სტუმარი anuchki
Ai mesmis gogo Ai ase.msuqana AR moswondat gaxda damshvenda Da dorblebs yrian boianebi.demetre Tu vigac sikvdili debilia.xo elene ki kargad moiqca aseti pasuxi rom gasca.me dzalian momewona dadawyisi Da warmomidgenia mere rogor momewoneba .xo imedia eles karg bichs moudzebni Da vinme aseti AR iqneba rogoric es demetreaaa.male dade shemdegiiii


მადლობააა

heart_eyes
ანი ანი
ალექსანდრეზე??? ალექსანდრე სად იყო ნახსენები?


ბოდიში შემეშალა ნიკა უნდა დამეწერა joy


.M.A.R.I.
ველოდები შემდეგ თავს.. მომეწონა <3


დიდი მადლობა დავდებ მალე heart_eyes

 


№5 სტუმარი ნია

ძალიან კარგია ეს მოთხრობა ადრეც ვკითხულობდი ხოლმე შენს მოთხრობებს და გამახსენდი.ისე მე მაინც მგონია რომ დემეტრესთან უნდა იყოს ელენე რატომღაც მაინც საყვარელი ჩანს ეს ბიჭი

 


№6  offline წევრი buterfly

დასაწყისი მომწონს და დარწმუნებული ვარ შემდეგი თავები უფრო საინტერესო იქნება. წარმატებებს გისურვებ❤❤❤

 


№7  offline წევრი always-love

ძალიან მომწონს გააგრძელე და ბევრი არ გვალოდინო joy heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი Ani

როდის დადებ შემდეგს?

 


№9  offline წევრი Mia_smith

დიდი მადლობა მეგობრებო ყველას heart_eyes არ დავაგვიანებ დღეს დავდებ აუცილებლად heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent