შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაფუჭებული ტელეფონი (სრულად)


10-09-2018, 15:45
ავტორი თა თა
ნანახია 6 862

ძალიან ნაცნობი ეზოს ჭიშკარი შევაღე,ნაცნობ ეზოში შევაბიჯე,რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს,ირგვლივ უამრავი ბავშვები დარბოდნენ,ზოგი ბედნიერი ჩანდა,ზოგი საშინლად მოწყენილი,ჩემი ყურადღება ერთმა გოგომ მიიქცია,არ იყო ძალიან პატარა,15 წლის იქნებოდა,მაგრამ არ მეცნობოდა. მერე ნაცნობი კიბეები ავიარე და კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე
-შემოდით -გაისმა კარს იქიდან მამაკაცის ბოხი ხმა
-გამარჯობა დემეტ...-კარები სიხარულით შევაღე,მაგრამ სიტყვა გამიწდა,როცა დემეტრეს მაგივრად ვიღაც კაცი დამხვდა. კაცი ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა. ჩემს დანახვაზე მამაკაცს ჯერ სახე ეცვალა,ფერი დაკარგა მერე ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა
-გამარჯობა-გაკვირვებული მიყურებდა,ისეთი თბილი ხმა ჰქონდა
-დემეტრე?-გაკვირვებული ვეკითხებოდი და მის სასწაულად ლამაზ ცისფერ თვალებს თვალს ვერ ვწყვეტდი
-მე დაგტოვებთ და მოგვიანებით შემოვალ-ახლა შევამჩნიე ის ბიჭი მას,რომ ესაუბრებოდა
-კარგი სანდრო-რა ნაცნობი სახელია,სანდრო ოთახიდან გავიდა და მარტო მე და ის უცნობი მამაკაცი დავრჩით
-გისმენთ
-მე,იცით მე..
-კარგად ხართ?დაბრძანდით-სკამი გამომისწია
-აქ დემეტრე იყო ხოლმე
-დემეტრემ 2 წლის წინ დატოვა ეს ადილი,და არა მარტო ეს ადგილი
-ანუ?-ხმის კანკალით ძლივს ამოვილუღლუღე
-ის გარდაიცვალა-ამ სიტყვების მერე ჩემმა გულმა კიდევ ერთი დარტყმა გადაიტანა,ნუთუ მართლა აღარაა,ჩემი დემეტრე,არა ეს შეუძლებელია
---
მოდი გავიცნოთ ანკა დადიანი. ვარ,21 წლის,მოდელი ვარ,ძალიან სუსტი და მაღალი,შავი,გრძელი თმები მაქვს და ღია ცისფერი თვალები. ბევრს შურს ჩემი თვალების. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას,არ მქონია გადასარევი ბავშვობა. მშობლებმა ბავშთა სახლში,მიმიყვანეს და იმის მერე გაუჩინარდნენ,ბავშვთა სახლში,ერთი ბიჭი იყო,ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და მპირდებოდა,რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი სულ დამიცავდა,მაგრამ მობეზრდა ამ კედლების და ამ გარემოს ყურება და 15 წლის იყო რომ გაიპარა ბავშვთა სახლიდან,ვერავინ იპოვა, საშინლად მტკიოდა მისი წასვლა,ის ხომ მპირდებოდა,რომ არასდროს დამტოვებდა მარტო. მე მაშინ 13 წლის ვიყავი ის რომ წავიდა. დემეტრე და ნინა ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას,მაგრამ არც თვითონ იყვნენ ნაკლებ მდგომარეობაში. ძალიან მიყვარდა ორივე,დემეტრეც და მისი ცოლი ნინაც,მათ გამზარდეს. მერე 18 წლის გავხდი და მეც წამოვედი ბავშვთა სახლიდან. არ მიცდია ჩემი მშობლების მოძებნა,არ მინდოდა მათი ნახვა და მათი ხმის გაგებაც კი. სამაგიეროდ სანდროს მოძებნა ვცადე მაგრამ უშედეგოდ..მეგობრები არასდროს მყოლია,მეგონა ყველა სანდროს მსგავსად მატკენდა გულს და ვერავის ვენდობოდი,მხოლოდ ერთ გოგოსთან ვიყავი ახლოს,ლიზი ერქვა,მაგრამ მასაც ვერ ვენდობოდი ბოლომდე.
ახლა 21 წლის ვარ,8 წელი გავიდა იმის მერე რაც სანდრომ დამტოვა,იმ ბიჭმა ვინც მპირდებოდა,მაგრამ მაინც მიმატოვა.
მომინდა,რომ ბავშვთა სახლში მივსულიყავი,მომენატრა ის გარემო სადაც მთელი ბავშვობა გავატარე,ვიცი ზოგს სძულს იქაურობა,მაგრამ მე მიყვარდა,მე ხომ მთელი 18 წელი იქ გავატარე,18 წელი საკუთარი შვილივით მივლიდნენ,დემეტრე და ნინა. ახლა ისევ იქიდან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით
---
-როგორ?დდე..მმეტრე..ჩემი დემეტრე-ჩემთვის ვჩურჩულებდი
-ვწუხვარ გოგონა. თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე აქ ვიზრდებოდი,მე მან გამზარდა,ის ჩემი მამა იყო,ჩემი მეორე მამა
-თითქოს აქამდეც მყავხარ ნანახი,ძალიან მეცნობი-მისმა სიტყვებმა ცოტა გამაკვირვეს,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია,ახლა მხოლოდ დემეტრეზე ვფიქრობდი
-საინტერესოა,მაგრამ მე არ მეცნობით-ოდნავ გავუღიმე და გასასვლელად მოვემზადე,კარებში,რომ გავდიოდი უკან მივბრუნდი და ჩაფიქრებულ მამაკაცს ვკითხე-შეიძლება კიდევ მოვიდე ხოლმე?
-რათქმაუნდა-გაკვირვებული მიყურებდა,მადლობა ვუთხარი და წამოვედი,ეზოში იმ გოგონასთან მივედი,არ ვიცი რით მიიქცია ამ ბავშვმა ყურადღება მაგრამ მომინდა მასთან მესაუბრა
-გამარჯობა-გავუღიმე და გვერდით დავუჯექი
-გამარჯობა-უემოციოდ თქვა,ისე,რომ არც შემოუხედავს
-მე ანკა მქვია-მხოლოდ ახლა შემომანათა თავისი შავი თვალები,ძალიან საყვარელი ჩანდა
-მე ნია
-აქ მეგობრები არ გყავს?-ირგვლივ მიმოვიხედე,მის გარშემო არავინ იჯდა,ალბად ესეც არავის იკარებს ჩემსავით
-არა-თავი გააქნია
-არ გინდა ჩვენ ვიმეგობროთ?-მართალია ჩემზე პატარა იყო,მაგრამ ვიცოდი,როგორ უნდოდა ახლა ვინმე მეგობარი,მაგრამ ეშინოდა სხვების,ვერავის ენდობოდა
-არც კი გიცნობ-ისე შემომხედა აშკარად სულელი ვეგონე
-ნია აქ ხშირად მოვალ და აუცილებლად გნახავ ხოლმე
-ჰოო,კარგი-მხოლოდ ეს თქვა მეც დავემშვიდობე და წამოვედი,სახლში საკმაოდ დაღლილი დავბრუნდი,როგორც ყოველთვის ღამე ფიქრები არ მასვენებდა,ყოველ ღამე ვფიქრობდი სანდროზე და ჩემს წარსულზე,ადგილზე სადაც უამრავი მოგონება მაკავშირებს,დღეს კიდევ ერთი საფიქრალი დამემატა,პატარა ნია,მე მას უნდა დავეხმარო,რომ არ ჩაიკეტოს საკუთარ თავთან,ეს ყველაზე ცუდი რამეა.
მეორე დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა,სამსახურში წავედი და სახლში,როგორც ყოველთვის გვიან დავბრუნდი,ძალიან დაღლილი. რამდენიმე დღის მერე გადავწყვიტე ნია მენახა. ეზოში შევედი,ის კვლავ იმ ადგილზე იჯდა,ჩემს დანახვაზე გაეღიმა
-გამარჯობა ნია
-გამარჯომა ანკა
-აბა როგორ ხარ?
-ძველებურად-მხრები აიჩეჩა
-გინდა დღეს გავისეირნოთ?
-არამგონია-ისეთი სახით შემომხედა აშკარად გიჟი ვეგონე
-ნია მე შეგიძლია მენდო,მე უბრალოდ მინდა დაგეხმარო
-რატომ უნდა ვენდო მას,ვისაც ორი დღეა რაც ვიცნობ?
-მისმინე,მეც აქ ვარ გაზრდილი,მთელი ბავშვიბა აქ მაქვს გატარებული,ისიც ვიცი რა არის გულის ტკენა,ისიც ვიცი რას ნიშნავს საუკეთესო მეგობართან დაშორება და ისიც მესმის,რომ ასე მარტო საკუთარ თავთან ჩაკეტვა საშინელებაა-მან უბრალოდ თავი დამადო,მეგონა მისი ნდობა მოვიპოვე რაც ძალიან გამეხარდა,მართლა მინდოდა მისთვის დახმარება
-ხშირად მნახავ ხოლმე?
-რათქმაუნდა გნახავ. აბა დღეს წამომყვები სასეირნოდ?
-ანკა აქ ასე თავისუფლად არავის უშვებენ გარეთ
-მაგას მე მოვაგვარებ-ვთქვი და უფროსთან წავედი სასაუბროდ,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ დემეტრე აღარ იყო და ასე ადვილად არ გამატანდნენ ბავშვს,მაგრამ მაინც ავედი უცნობ კაცთან
-შეიძლება?
-მობრძანდით..ისევ თქვენ?სასიამოვნოა თქვენი ნახვა
-იცით?მე აქ იმიტომ მოვედი,რომ..აი იქ ეზოში ნია რომ ზის,შეიძლება სასეირნოდ გავიყვანო?გპირდებით მალე დავაბრუნებ
-უკაცრავად?
-გთხოვთ
-იცით მე..არ..კარგი,მაგრამ მალე დააბრუნეთ
-დიდი მადლობა-ოთახიდან სიხარულით გამოვარდი და ეზოში მჯდარ გოგონასკენ გავემართე,როცა რაღაც მყარს დავეჯახე,რაღაც კი არა ვიღაცას
-უკაცრავად-ჩემთვის ჩავიბუტბუტე და გზა გავგრძელე,შევნიშნე,როგორ გაეღიმა იმ ბიჭს
-აბა გაემზადე სასეირნოდ-ვახარე ნიას,მას კი ისე გაუხარდა,თითქოს სამუდამოდ შორდება ამ ადგილსო
-რაა?სერიოზულად?
-რათქმაუნდა პატარავ
-აუუ რა მაგარიაა-კისერზე ჩამომეკიდა-აუუ დიდი მადლობა ანკა
-მალე ეხლა სანამ გადაიფიქრა უფროსმა-სიცილით ვუთხარი და ეზოდან გავიყვანე,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირვლად ხედავს ამ ადგილებსო,ყველაფერს ინტერესით უყურებდა,მაგრამ ეს ასეც იყო,ის ხომ ბავშვთა სახლს გაცილებულიც არ იყო. პირობა შევასრულე და ნია თავის დროზე დავაბრუნე ადგილზე
-დიდი მადლობა ანკა
-არაფრის პატარავ,კიდევ მოვალ ხოლმე და აუცილებლად გნახავ-კარგიო მითხრა და მაგრად ჩამეხუტა. მერე უფროსთან ავედით და ბავშვი ჩავაბრე
-ნია დავაბრუნე
-კარგით,ნია შეგიძლია ცოტა ხანს დაგვტივო?-ბავშვს გაუღიმა,მერე მე შემომხედა,ნია გავიდა ოთახიდან
-როგორც ჩანს სიტყვას ასრულებთ
-რათქმაუნდა-გამეღიმა
-თქვენი სახელი არ ვიცი
-მე ანკა,ანკა ანჯაფიძე
-ანკა?ანკა ანჯაფიძე?-სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ჩემი სახელი,თან გაკვირვებული მიყურებდა,ნეტა რა ვთქვი ასეთი..
-დიახ,ანკა ანჯაფიძე-ახლა ისეთი სახით შემომხედა თითქოს ტყვია ესროლესო,აშკარად არ იყო კარგად-უკაცრავად უნდა წავიდე საქმეები მაქვს-ვთქვი და ოთახი ისე დავტოვე აღარაფერი გვითქვამს,წასვლის წინ ნია კიდევ ვნახე და წავედი.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა,ერთ დღეს მეორე ცვლიდა,მეორეს მესამე, და ასე შემდეგ. ყველაფერი ძველებურად იყო,ხშირად დავდიოდი ნიას სანახავად,მას ისე დავუახლოვდი,საკუთარ მეგობართან არ ვიყავი ისე ახლოს. ხშირად დამყავდა სასეირნოდ,როგორც ჩანს უფროსის თვალში,კარგი რეპუტაცია შევიქმენი,ძალიან შეიცვალა ჩემს მიმართ,იმაზე მეტად მენდობოდა ვიდრე ვიმსახურებდი. ამასობაში 2 თვე გავიდა,ძალაინ შემიყვარდა ნია და როგორც ჩანს მისი ნდობაც დავიმსახურე
-აბა როგორ არის ჩემი პატარა?-სიხარულით შევაღე მისი ოთახის კარები
-ანკა-სიხარულით წამოფრინდა ფეხზე და კისერზე ჩამომეკიდა
-აბა არ ვიმსახურებ ერთ კოცნას შენგან?-სიცილით ვუთხარი,მანაც არ დააყოვნა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა
-მაიმეე,რა სანახაობაა-ოთახში ბიჭის ხმა,რომ გავიგე,გიჟივით წამოვფრინდი ფეხზე-ბოდიში არ მინდიდა შენი შეშინება
-არაუშავს-ოდნავ გავუღიმე ჯერ მას მერე ნიას
-მგონი აქამდეც შევხვედრილვართ
-დიახ,უფროსის კაბინეტში
-აჰამმ..ანუ ისიც შენ იყავი კოლიდორში,რომ დამეჯახა და ლამის ხელი მომატეხა-ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,ეს რათქმაუნდა უფრო მეტად მაღიზიანებდა
-ჰაჰა,დიახ ეგეც მე ვიყავი
-სხვა დროს უფრო ყურადღებით იყავი
-გავითვალისწინებ-ვცადე ირონიით მეთქვა,ისე ნერვებზე მოქმედებდა მისი ასეთი ლაპარაკი,რომ მალე გავგიჟდებოდი
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლით?-საუბარში ნია ჩაერთო,აშკარად მის ნერვებზეც მოქმედებდა ეს ბიჭი
-უკაცრავად პატარა ქალბატონო-გაუღიმა და გასვლას აპირებდა,უკან,რომ მობრუნდა-ხო მართლა მე სანდრო მქვია(ოჰჰ ახალი ამბავი)
-ეგ უკვე ვიცი სანდრო, უფროსის კაბინეტი-თვალები კაბინეტისკენ გავაპარე და ვანიშნე,რომ იქ ვნახე
-და შენ რა გქვია?
-მე ანკა ანჯაფიძე
-ანკა ანჯაფიძე?ძალიან მიყვარს ეგ სახელი-ისეთი სახე მიიღო,როგორც მაშინ უფროსმა,საინტერესოა რა ხდება?არა მეც ძალიან მიკვირს ყველას რატომ რჩება პირი ღია ჩემი სახელის გაგებაზე
-მადლობა,რამე მოხდა?
-არა ისეთი არაფერი,უბრალოდ..
-კარგი თუ გინდა ნუ მეტყვით
-დროებით ანკა-ჩემი სახელი ისე თბილად თქვა,ცხოვრებაში არავის დაუძახია ეგრე თბილად
-დროებით-ხელი დავუქნიე და კვლავ ნიას მივუბრუნდი
-ანკა მგონი ამ ტიპს მოსწონხარ
-არა საიდან მოიტანე ეგ. სულ სამჯერ მყავს ნანახი
-კარგი რაა...სირცხვილია,15 წლის ბავშვმა უნდა გასწავლო,რა ემართება ბიჭს როცა გოგო მოსწონს?
-შენ საიდან იცი ამდენი ჰა?-სიცილით ვკითხე
-ანკა ვერ დაინახე,როგორ უციმციმებდა თვალები?რავი მე მჯერა ერთი ნახვით შეყვარების-მხები აიჩეჩა და ფანჯარასთან მივიდა
-ჯერ შენ პატარა ხარ,რომ გაიზრდები მიხვდები,რომ ერთი ნახვით არ უნდა ენდო ადამიანს,გარეგნობა მატყუარაა ნია-ვცადე მხიარულად მეთქვა და მეც გვერდით დავუდექი
-კარგი ეგრე იყოს-თვალს ფანჯარას არ აშორებდა ისე მიპასუხა
-გინდა აქედან გასვლა?
-ვის არ უნდა რო?
-მაგალითად მე არ მინდოდა
-დემეტრე,რომ იყო არც მე მინდოდა,მაგრამ ეს კაცი და მისი ცოლი არ არიან მათსავით თბილები,არც ეს არის ცუდი კაცი მაგრამ..
-ისე,რომ გიშვილო რას იზამ?-არ ვიცი ეს რამ მათქმევინა,ვიცოდი ბავშვს არ გამატანდნენ,და ტყუილად ვერ შევპირდებოდი,მას ეს სიცილად არ ეყო-რა გაცინებს?
-და შენ გგონია გაგატანენ ჩემს თავს?
-ჰო ვიცი ჯერ არა,მაგრამ თუ შენ გინდა,ყველაფერს გავაკეთებ,რომ აქდან გაგიყვანო
-ანკა,მთელი 15 წელი ველოდები ამ სიტყვებს"გაემზადე დედაშენი მოვიდა" და როგორ ფიქრობ არ მენდომება აქედან გასვლა?
-ჩემო პატარა აი ნახავ აქედან სულ მალე წაგიყვან
-ნეტავ შენ თუ გჯერა შენი სიტყვების?
-აი ნახავ-არ ვიცოდი ამას,როგორ გავაკეთებდი,მაგრამ ვიცოდი რომ ბოლომდე უნდა მებრძოლა ნიას აქედან გასაყვანად,ისე შემიყვარდა,რომ არ მინდოდა სხვის ოჯახში გაეშვათ,ხო შეიძლებოდა ის სხვას ეშვილებინა,აი ეს კი სამუდამოდ გააჩერებდა ჩემს გულს. მასთან კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრე და სახლში წავედი. ყოველ დღე წესად მექცა ბავშვთა სახლში მისვლა და ნიას ნახვა. სამსახურის მერე პირდაპირ ნიასთან მივდიოდი და ვუყვებოდი ახალ ამბებს,ის თავის ამბებს მიყვებოდა.
კიდევ 2 თვე გავიდა,ანუ 4 თვეა რაც ნია გავიცანი,ამ მოკლე დროში მას ისე დავუახლოვდი,პატარა დაიკო მეგონა,რომელზე ზრუნვაც მე მევალებოდა,ახლა მხოლოდ ნია გახდა ჩემი მთავარი საფიქრალი,ვფიქრობდი,როგორ წამომეყვანა ის იქიდან,მაგრამ შანსი არ იყო,უბრალოდ ეს შეუძლებელი იყო.
-ნიას ნახვა მინდა და შეიძლება შევიდე?-ვკითხე უფროსს და მისი პასუხის გასაგებად გავისუსე
-ანკა,შეიძლება ვილაპარაკოთ
-რათქმაუნდა,რაზე?
-შენზე
-ჩემზე?-საჩვენებელი თითი გულზე მივიდე და გაკვირვებულმა შევხედე -აჰმმ ალბად უკვე გაიგეთ ნიას წაყვანა,რომ მინდა
-არა!მე პირადად შენზე უნდა გელაპარაკო,და არა ნიაზე
-მაგრამ ეხლა მეჩქარება ნიას შევპირდი გნახავ თქო
-კარგი ანკა ანჯაფიძე-ვიცოდი რაც უნდა ეთქვა,ალბად ისევ ჩემს სამოდელო ამბებს შემახსენებდა და მეტყოდა,რომ ყველფერზე იმიტომ არ მთანხმდებიან რომ ცნობილი გოგო ვარ,ამიტომ ეს საუბარი თავიდან ავირიდე და ნიას ოთახში შევედი
-ნია გამოხვალ?
-გარეთ დამელოდე და ახლავე-მისი ხმა არ მომეწონა,ზედმეტად ცივი ჩანდა..მანაც არ დააყოვნა გამოსვლა,ეზოში როგორც ყოველთვის სხვებისგან მოშორებით დავჯექით
-რა ხდება?
-არაფერი ისე გნახე
-ძალიან კარგი,მადლობა ყურადღებისთვის,მე კარგად ვარ,ახლა შეიძლება ოთახში დავბრუნდე?-არა უეჭველი რაღაც ხდებოდა ასე არასდროს ულაპარაკია ჩემთან
-ნია რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს?
-ნია რამე ხდება?
-ანკა რა გინდა პირდაპირ საქმეზე გადადი რაა..
-ნია დაჯექი და წესიერად მელაპარაკე
-ბოდიში ქალბატონო ანკა,რომ თქვენგან ნებართვა არ ავიღე,როგორ მელაპარაკა,ისიც ხომ არ გკითხო რომელზე შევიდე ჩემს ოთახში და რომელზე დავიძინო?
-ნია წესიერად ილაპარაკე თქო,რა გეირს საერთოდ?რანაირად ლაპარაკობ?-თავი ვეღარ შევიკავე და საკმაოდ ხმამაღლა დავუწყე ჩხუბი
-შემეშვი ანკა,საერთოდ თავი დამანებე,აქ რატომ მოხვედი იმიტომ,რომ შენი დანადაული გამოისყიდო?
-ნია რაზე მელაპარაკები საერთოდ
-საინტერესოა მე მასულელებ თუ საკუთარ თავს?
-ნია მოთმინების ძაფი მეწურება უკვე-იმხელაზე დავიღრიალე მეც შემეშინდა ჩემს ხმაზე
-ანკა წადი და აღარ დამენახო საერთოდ-მის თვალებში ისეთი რამ დავინახე,რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. იქაურობა უხმოდ დავტოვე,მაგრამ სახლში არ წავსულვარ,პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ წავედი..კარები შევაღე კი არა შევგლიჯე და ისე შევაბიჯე ოთახში დაკაკუნება ვიღას ახსოვდა
-რა სიურპრიზია?-სიხარული წამოდგს ფეხზე ლევანი (უფროსი)
-რა სჭირს ნიას-არ ვაპირებდი მას ავყოლოდი სიცილ-ხარხარში,ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი
-სანამ მასთან შეხვიდოდით თქვენთან საუბარი ვცადე,მაგრამ არ მომისმინეთ,მაგრამ როგორც ჩანს ახლა თქვენი ფეხით შემოაღეთ კარები სასაუბროდ-ის კვლავ არ წყვეტდა იუმორს და ირონიას
-საერთოდ არ ვარ ღადაობის ხასიათზე ბატონო ლევან-ხელებით მაგიდას დავეყრდენი ოდნავ გადავიხარე ლევანისკენ,თავი გერძე გადავსწიე და თვალებში ჯიქურად ჩავაშტერდი
-კარგით,მაშინ არც მეტი,არც ნაკლები,პირდაპირ გეტყვით, ჩვენ მას წამლებს ვასმევთ
-რა წამლებს ასმევთ?-კბილებში გამოვცერი და დაველოდე როდის მეტყოდა პასუხს
-დამამშვიდებლებს,ყოველ ღამე გიჟივით იქცევა და აქედან გასვლას ცდილობს-თავი გაიმართლა ლევანმა,მისი სიტყვები გულზე ისე დამერსო,ტკივილისგან მალე მოვკვდებოდი,რატომ?თქვენი აზრით?გგონიათ ეს მართლა დამამშვიდებელი წამლები იყო?
-მომისმინე ლევან! მე აქ ორი დღის მოსული კი არ გეგონო,მთელი 18 წელი აქ ვიზრდებოდი,ამიტომ თუ არ გინდათ ეგ დამამშვიდებლები თქვენ გადაგაყლაპოთ ნიას საკუთარი შვილივით მოექეცით და შეწყვიტეთ მის მიმართ ასეთი მოქცევა,ან გაითვალისწინებ და ამ წამლებ ახლავე გადაყრი ფანჯარაში,ან რაც მოხდება საკუთარ თავს დააბრალეთ ბატონო ლე ვან!-ეს ბოლო სიტყვები ისეთი სიძულვილით ვთქვი,ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი,ლევანი კი გაქვავებული იდგა და მომშტერებოდა,ალბად არ ეგონა ასეთი თუ იყო ანკა ანჯაფიძე. არა საკუთარი თავი არც მე მეგონა ასეთი მაგრამ როცა საქმე ასეთ დანაშაულს ეხება,უბრალოდ შეუძლებელია გაჩუმება.. საუბარი დავასრულე თუ არა,მარცნივ გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ოხხ..როგორ ამეწვა გული. არა ეს არ გეგონოთ ანკას საქციელის ან ლევანის საქციელის ბრალი,მე გულის პრობლემა მქონდა. ვიკეცებოდი,გულზე ხელს მთელი ძალით ვიჭერდი,თითქოს ვცდილობდი,გამეყუჩებინა ტკივილი, მერე ლექსოს ხმა გავიგე
-სანდრო!!-ღრიალებდა და სასწრაფოს იძახებდა,მის ხმაში აშკარად იმჩნეოდა სინანული,ნუ მე ასე მომეჩვენა. მერე კი,რომ გითხრათ მახსოვს თქო ნამდვილად მოგატყუებთ
---
სასწრაფოს დაუძახეთ,ირგვლივ სულ ეს ხმები ისმოდა,სანდრომაც არ დააყოვნა კაბინეტში შესვლა,ანკა,რომ დაინახა,თვალები გადმოუბრუნდა, შეეშინდა ასეთი ანკას დანახვის. ამ ყვირილზე ნია შევიდა ოთახში
-ის ხომ კარგად იქნება?-ხმის კანკალით ჰკითხა სანდროს და ანკასთან ჩაიკეცა
-არ ვიცი პატარავ,ოთახში შედი და მალე მოვალთ ჩვენ
-ანკა გთხოვ არ დამტოვო კარგი?გთხოვ იბრძოლე ანკა,მაპატიე ანკა არ მინდოდა ასეთი რამეების თქმა,ძალიან ცუდად ვიყავი ანკა, მაპატიე გთხოვ-სანამ ანკას სასწრაფოს მანქანაში ჩასვავდნენ,ნიას ხვეწნა-მუდარის ხმები ისმოდა მთელ ეზოში,რომ მარტო არ დაეტოვა. სასწრაფოდ სავადმყოფოში წაიყვანეს. უშედეგოდ ელოდნენ 1,2,3,4 საათი,ამასობაში ლიზისაც დაურეკეს,ანკას მეგობარს, შეშინებული შევარდა სავადმყოფოში, იქ მხოლოდ ორი ადამიანი დახვდა, სანდრო და ლევანი
-თქვენ ვინ ხართ? -ისე იყო შეშინებული,არც მისალმებია უცნობებს
-მე ლევანი ვარ-აქ ციტა ხანს შეჩერდა,ღრმად ამოისუნქა და განაგრძო-ეს კი სანდრო,ჩვენი ბავშვთა სახლის მფლობელი და ჩემი დამხმარე
-ვინ ხართ? -იმხელ ხმაზე დაიყვირა,და ისეთი სახით შეხედა აშკარად იფიქრა ღადაობენო
-როგორც ჩანს ვერ გაიგეთ ამიტომ თქვენს ენაზე აგიხსნით,ჩვენ ვართ ბავშვების მომვლელები ბავშვთა სახლში
-ხო მართლა რა მოუვიდა ანკას?-სცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა
-არ ვიცი,ვსაუბრობდით და მერე ცუდად გახდა
-აჰა გასაგებია,ესეიგი ჩხუბიც მოგისწრიათ-ირონიით თქვა ლიზიმ
-კი მაგრამ არ მინდოდა ასე მომხდარიყო
-ხო მაგრამ მოხდა,მას გული აწუხებდა,მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა,ორჯერ აქვს გადატანილი მწვავე შემოტევები,მაგრამ ის მაინც არ ნებდებოდა,რადგან ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით ის ძლიერი გოგოა. ახლა კი ილოცეთ მის გადასარჩენად -პირდაღებული უყურებდნენ,როგორ ყვიროდა ლიზი, ენა ჩავარდნილები იდგნენ,ახლა ყველაზე მეტად სძულდათ საკუთარი თავი ყველას. ლევანს იმიტომ,რომ ანკას საუბარმა თვალები აუხილა და უკვე ძალიან გვიან ინანა თავისი დიდი დანაშაული, სანდრო რას ნანობდა,თავად მისთვის,რომ გეკითხათ ვერაფერს გიპასუხებდათ,ან რა უნდა ეთქვა?ის როგორი დიდი შეცდომა დაუშვა წლების წინ? თუ ის როგორ მოკლა და გაანადგურა გოგო?არა პირდაპირი გაგებით არა,მაგრამ სულის ტკივილი ფიზიკურ ტკივილზე მწარეაო ხომ გაგიგიათ.. დიდი ხანი კამათობდნენ,ხან ლიზი ყვიროდა,მერე სანდრო და ლევანი ამშვიდებდნენ,ამასობაში ექიმიც გამოჩნდა,ყველა მას მისცვივდნენ და იმედის თვალით დაუწყეს ყურება
-ანკა როგორ არის?-ხმა ჩამწყდარმა ჰკითხა ლიზიმ ექიმს
-ის მძიმედ იყო,როგორც ჩანს გულზე აქვს პრობლემა და ხშირად ხდება ცუდად,მაგრამ ძლიერი გოგონაა,მან გადაიტანა ეს ყველაფერი,ახლა უკეთაა,მნახველები ხვალიდან შეძლებენ შესვლას -მოკლედ ჩამოაყალიბა ექიმმა. იმ ღამეს ყველა სახლებში წავიდნენ,ლევანი და სანდრო ბავშვთა სახლში,კარებში ცრემლებიანი ნია დახვდათ
-ანკა ხომ კარგადაა?-მათ დანახვაზე მაშინვე მათკენ გაიქცა და ძლიერად მოხვია თავის ნაზი თითები სანდროს
-კი პატარავ,ის ხომ ძლიერი ანკაა
-ის ძლიერია,ის შემპირდა,რომ არასროს მიმატოვებდა,რადგან თავად ჰქონდა გამოცდილი,როგორია როცა საყვარელი ადამიანი გტოვებს
-ეს თვითონ გითხრა? -სერიოზული სახით გახედა ნიას სანდრომ
-კი მითხრა,რომ წარსულში,აქ ვიღაც ბიჭმა მიატოვა,რომელიც საკუთარ თავზე მეტად შეუყვარდა
-ჩემი პატარა,მიდი ახლა დაიძინე კარგი?-ის თავის ოთახში აიყვანა თვითონაც იქვე ჩამოჯდა და უყურებდა,როგორ იძინებდა ნია,თან ფიქრობდა წარსულზე ან იქნებ მასზე?ან იქნებ საკუთარ იდიოტურ საქციელზე?მაგრამ ამას რა აზრი აქვს,მთავარია ფიქრობდა და ნანობდა თავის დანაშაულს,წლების შემდეგ კვლავ შეახსენა თავისი დანაშაული ცხოვრებამ,ძლივს მოშუშებული იარები კვლავ გაეხსნა.
მეორე დღეს ანკას სანახავად,ლევანი,სანდრო და ლიზი წავიდნენ,ექიმმა სათითაოდ შესვლის უფლება მისცეს "ჯერ სძინავს,ამიტომ ფრთხილად იყავით არ გააღვიძოთო"
-ლიზი შეიძლება ჯერ მე შევიდე?(სანდრო)
-რათქმაუნდა,მაგრამ მალე გამოდი,მეც მინდა ნახვა
-სანდრო პალატაში შევიდა,სულ დაავიწყდა ლიზის ნათქვამი მალე გამოდიო,ისე გაუტკბა ანკას ყურება,მართალია ეძინა მაგრამ,მაინც სიამოვნებდა მისი ყურება,ესაუბრებოდა სხვადასხვა საკითხზე,მისგან კი ვერანაირ პასუხს ვერ იღებდა,როგორ შეიძლება მძინარე ადამიანმა გიპასუხოს რამე
**ანკა**
თვალები,რომ გავახილე,თქვენდა გასაკვირად ყველაფერი დეტალურად მახსოვდა,რამდენიმე დღის წინ მომხდარიც,ანუ ისიც ვიცოდი აქ რატომ ვიყავი,თვალი მოვავლე ოთახს და თეთრ ხალათიანი ექიმები,თეთრი კედლები,აპარატის ხმა,და ჩემს ხელებზე გაკეთებული უამრავი მილის მეტი ვერაფერი შევნიშნე. მერე ექიმებმაც დამტოვეს,მაგრამ კარებში მალევე დავინახე ლიზი,ყურადღება არც მასზე მიმიქცევია,ჩემი გონება სხვა რამეზე იყო გადატანილი,ამიტომ არც ლიზის ხმა მესმოდა
-ის..ის იყო ლიზი,აქ იყო ჩემს გვერდით..მეფერებოდა და რაღაცას მიჩურჩულებდა -ვბუტბუტებდი ჩემთვის და ერთ წერტილს,ოთახის კუთხეში თვალს არ ვაშორებდი
-ანკა ნუ მაშინებ,ვინ ის იყო?
-სანდრო,ჩემი სანდრო იყო,მისი ხმები მესმოდა,რაღაცას მიყვებოდა მაგრამ არ მახსოვს-ცოტა ხანს დავფრიქრდი ვცადე გახსენება მაგრამ უშედეგოდ -აქ იყო ლიზი გესმის?
-დამშვიდდი ანკა,ალბად ამ წამლების ბრალია,ცოტა ხანში გადაგივლის და მერე ვისაუბროთ
-ლიზი გგონია მელანდებოდა?-უცბად დავსერიოზულდი,რადგან საშინლად ვერ ვიტან როცა ადამიანი არ მენდობა,მაგრამ ლიზისიც მესმოდა -აქ იყო,თავზე მეფერებოდა,მიჩურჩულებდა და რაღაცას მიყვებოდა მერე ადგა და გავიდა,რადგან მისი ხმა აღარ მესმოდა,აქ იყო ლიზი,ჩემი სანდრო აქ იყო გესმის?-მაინც ჩემსას ვაგრძელებდი
-ანკა,არ ვიცი სანდრო,როდიდან გახდა შენი მაგრამ ის ვიცი,რომ ლევანის დამხმარე,სანდრო იყო შემოსული
-ვიიინ?-ისე წამოვრინფი სულ დამავიწტდა დაბმული რომ ვიყავი რაღაც წვრილ-წვრილი მილებით
-სანდრო,ოღონდ ლევანის თანამშრომელი
-კარგი ლიზი,ნია როგორაა ხომ არ გაგიგია?
-კი მითხრეს,ძალიან შეეშინდაო,მაგრამ სანდრომ დაამშვიდა
-მაგ სახელს ნუღა მიხსენებ
-უკაცრავად უნდა დაგვტოვოთ-პალატაში ექიმი შემოვიდა და ლიზი ოთახიდან გაიყვანა. მერე რაღაც წამალი დამალევინეს და მალე დამეძინა. სიზმარიც ვნახე,მე,ნიას მივსდევდი ის გარბოდა,უზომოდ ბედნიერი ვიყავით,მერე ვიღაც გამოჩნდა,რომელიც სახეზე არ მეცნობოდა,მერე ნიამ ხელი გამიშვა და გზაზე გაიქცა,მერე სიგნალის ხმები მესმოდა,დიდი,უზარმაზარი შუქი,ხალხის ხმები,ნიას ყვირილის ხმა,კვლავ ხალხის ხმები,რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ ჩემს გამოფხიზლებას,მერე ნიას პატარა ხელები ვიგრძენი და ყველაფერი განათდა,შავ-თეთრი სამყარო გაფერადდა,და თვალებიც გავახილე. თურმე ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა,სკამზე,ჩემს გვერდით მართლა იჯდა ნია,იქვე ფანჯარასთან სანდრო და ლევანი, და ჩემს მეორე მხარეს ლიზი
-ანკაა,როგორ მომენატრე იცი?-ამ ტკბილმა ხმამ სულ დამავიწყა ტკივილი. თან მიკვირდა რამდენიმე დღის წინ ჩემი დანახვაც არ უნდოდა ახლა მოვენატრე? მაგრამ მალევე გამახსენდა ლექსოს არანორმალური საქციელი
-ჩემო პატარა-ნიას ოდნავ გავუღიმე,ლაპარაკის თავი აღარ მქონდა,ყურადღება მხოლოდ იმ ერთისკენ მქონდა გადატანილი,სანდროსკენ,მაგრამ როგორც ლიზი ამბობს ეს მხოლოდ მომეჩვენა და მეტი არაფერი. მაგრამ რა ვუყო ამ გულს ასე მარტივად,რომ არავის არაფერს უჯერებს? მე ხომ ანკა ანჯაფიძე ვარ,გოგო,რომელსაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავისაც არ სჯერა
-მაპატიე კარგი?ძალით არ მინდოდა ასეთი ლაპარაკი-ამ ფიქრებიდან კვლავ ნიას ხმამ გამოიყვანა
-კარგი რა ნია,გაპატიებ აბა რას ვიზავ,ისეთი არაფერი გაგიკეთებია
-კიდე ხომ მოხვალ ხოლმე ჩემს სანახავად?
-მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ
-ძალიან შეგვაშინე-საუბარში სანდრო ჩაერთო,მის ხმის გაგონებაზე ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა
-მეც შემაშინეს,თორემ ასე არ მემართება ხოლმე-ოდნავ გავიღიმე და ლექსოს შევხედე,რომელსაც აშკარად არ ედო ფერი სახეზე
-ექიმებმა თქვეს 2 დღეში გავწერთო
-მშვენიერია-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და უფრო კომფორტულად მოვთავსდი საწოლზე.. ერთი სული მქონდა,როდის გამწერდნენ,ეს ორი დღე ისე გაიწელა,საუკუნედ მეჩვენებოდა,როგორც ყოველთვის ახლაც,დღები დღებს მისდევდა,წუთი კი ყოველ წამს,მზეს მთვარე ანაცვლებდა მერე პირიქით. აი დადგა ჩემი გამოწერის დრო,სიხარულით ცაში ვფრინავდი. სახლში მიმიყვანეს,ჩემთან ლიზი დარჩა,დანარჩენი ყველა სახლებში წავიდნენ. ლიზი ისრ მივლიდა,ზოგი შვილს არ უვლის ეგრე. რამე ხო არ გტკივა?ცუდად ხომ არ ხარ?ხო არ გშივა?ყოველ წუთს ამ კითხვებზე პასუხი მიწევდა.
ორ დღეში სახლიდან გავედი,მანამდე კარგად დავისვენე. გავედი თუ არა მაშინვე ნიასკენ ავიღე გეზი. კვლავ ფრთხილად გავიარე ნაცნობი ეზო,ნელა ჩავუარე კაბინეტს,რომელმაც სულ გამახსენა რა მოხდა რამდენიმე დღის წინ. მერე ოთახის კარები გავაღე და ნიას დანახვაზე ოდნავ გამეღიმა
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები სუფთა ჰაერზე,რომ გავიდეთ?-ვკითხე ნიას,ჩემს დანახვაზე სიხარული წამოფრინდა ფეხზე
-ანკა..რათქმაუნდა გავიდეთ-ეზოში ვისხედით ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ,ბევრი ვიცინეთ,ის თავის ამბებს მიყვებოდა მე ჩემსას,ასე ვიცინოდით სანამ უკნიდან მამაკაცის ბარიტონი არ გავიგეთ
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლით?-უკან მივიხედე და მაღალი,შავგვრემანი ბიჭი შემრჩა,არა უცხო არ გეგონოთ,ეს სანდრო იყო
-სანდროო?
-შეიძლება შემოგიერთდეთ?
-რათქმაუნდა-ცოტა ჩავიჩოჩე და სკამზე დავსვი,ჩვენც დიდი ხანი ვისაუბრეთ,კიდე დიდი ხანი ვიცინეთ,მერე ნიამ თქვა უნდა წავიდე,რამე პრობლემა ხომ ატ გაქვსო და არა თქო,რადგან მეც გადავწყვიტე წასვლა
-კარგი მეც უნდა წავიდე
-ანკა!
-დიახ
-შიძლება ცოტა ხანი დარჩე?-ამ ბიჭის ხმამ სულ დამავიწყა სადაც ვიყავით
-ეხლა,რომ მეჩქარება?-არ მინდოდა მასთან დარჩენა მაგრამ არ გამომივიდა ჩემი ტყუილი
-მაშინ გაგაცილებ
-კარგი
გზაში არც ერთი ვიღებდით ხმას უბრალოდ მივუყვებოდით,ნამიან ქუჩებს,ვხდავდით უამრავ ბედნიერ,მაგრამ ამავე დროს უბედურ ხალხსაც,მაგრამ დუმილს არც ერთი ვარღვევდით,მიკვირდა რატომ იწვევდა ეს ბიჭი ჩემში ასეთ ემოციებს,მასთან სულ.სხვანაირი ანკა ვხდებოდი. და აი სახლსაც მივადექით,როგორც იქნა დაირღვა ჩვენს შორის დუმილი,როცა სახლში შევდიოდი მან დამიძახა და ხელი დამიჭირა
-ანკა
-ჰოო
-მგონი რაღაც დაგრჩა
-მე?არა არაფერი,რა დამრჩა?
-აი ეს-მან ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო,ერთი სული მქონდა მენახა რა იდო შიგნით,მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე,სახლში მოწყვეტით დავეხეთქე საწოლზე და საჩუქრის გახსნას შევუდექი..თქვენ გგონიათ შიგნით რამე ძვირფასი იყო?მეც ეგრე მეგონა სანამ გავხსნიდი,მაგრამ ხელებში გაფუჭებული ტელეფონი შემრჩა,ეგეც სათამაშო. პატარა გაფუჭებული ტელეფონი. ამ ტელეფონმა იმდენ რამეზე დამაფიქრა,21 წლის ვარ და ცხოვრებაში ამდენი არ მიფიქრია არასდროს
-ნეტავ რა არის ეს გაფუჭებული ტელეფონი,თუ ტელეს მჩუქნიდა ნამდვილი ეჩუქებინა რაღა სათამაშოს მჩუქნიდა. მაგრამ...იქნებ რამეს თქმა უნდოდა ამ ტელეფონით? მთელი ღამე თავი მასკდებოდა ამდენი ფიქრით,რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი,უფრო ვერ ვაზროვნებდი. რაც არის არის,უბრალოდ ჩუქება უნდოდა და მაჩუქა,თავს ვიმშვიდებდი. უკვე ძილს ვაპირებდი და როგორც ყოველთვის დროა ჩემს საუკეთესო მეგობარს მოვუყვე ყველაფერი, არა,ეს ლიზი არ გეგონოთ,ეს დღიურია,ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი ბავშვობიდან,მას ვუყვებოდი ყველა ტკივილს,სიხარულს,და ემოციებს. დღიურს მოვუყევი ყველაფერი და დასაძინებლად დავწექი. ამდენი ფიქრისგან ძალა გამოცლილს მალევე დამეძინა.
მეორე დღეს სამსახურში წავედი,ყველას ჩვეულებრივად მივესალმე,მაგრამ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად მომესალმა დათა,ესეც ჩემი თანამშრომელია,რომლის მხრიდანაც ზედმეტ ყურადღებას ვგრძნობ,ძალიან საყვარელი ბიჭია მაგრამ,მე მაინც არ ვაქცევ ყურადღებას,რაც მას უფრო აგიჟებს.
სამსახურიდან დაღლილი სახლში ძლივს დავბრუნდი,მაგრამ მალევე გამახსენდა რომ ნიას შევპირდი გაგასეირნებ თქო. გამოვიცვალე და ნიასკენ წავედი,ის კვლავ ეზოში იჯდა,აშკარად ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა და მთელი ძალით ჩამეხუტა
-როგორ ხარ ნიაკო?
-უკვე კარგად ვარ
-წავიდეთ?
-წავიდეთ
-სად მიდიხართ?-ამ ბიჭის ბარიტონმა ადგილზე გაგვაქვავა,ახლა გამახსენდა ჯერ უფროსთან არ წავსულვარ და არ გამიფრთხილებია
-ისა...უკაცრავად,ბატონო სანდრო,შეიძლება ნია წავიყვანო სასეირნოდ?დემეტრესთან ჯერ არ ავსულვარ და იქნებ მასაც უთხრათ
-მხოლოდ ერთი პირობით
-რათქმაუნდა
-სასეირნოდ მეც წამიყვანთ-ამაზე გადაიხარხარა-და კიდევ,ბატონ სანდროს ნუ მეძახი,უბრალოდ სანდრო დამიძახე
-დიდი სიამოვნებით წაგიყვანთ-საუბარში ნია ჩაერთო,რადგან უკვე უარის თქმას ვაპირებდი,ამ ბიჭის გვერძე თავს უცნაურად ვგრძნობდი და მაინც არ მინდოდა მასთან ასე ახლოს ყოფნა
-აბა წავედით-თქვა სანდრომ და ნიას მეორე მხარეს ამოუდგა.
ბევრი ვისეირნეთ,ვიცინეთ,ვითამაშეთ,ნაყინები ვჭამეთ,როგორც ჩანს ნიაც კმაყოფილი დავტოვეთ,და ბავშვთა სახლისკენ ავიღეთ გეზი,როგორ არ მიყვარდა ეს მომენტი,როცა ნიას კვლავ ამ გარემოში ვაბრუნებდი...ნია დავაბრუნეთ და დავემშვიდობე ნიასაც და სანდროსაც მაგრამ,როგორც ჩანს კიდევ რაღაც დამავიწყდა
-ანკა ერთი წუთი
-გისმენ
-სახლამდე მე გაგაცილებ
-არ შეწუხდე სანდრო,მე თვითონ მივალ
-უარი არ მიიღება-ოხ..ამ ბიჭისგან შორს ყოფნა არ მიწერია..მთელი გზა კვლავ ჩუმად ვიყავით,დუმილს წესისამებრ,არც ერთი ვარღვევდით,სახლში,რომ შევდიოდი,მან კვლავ დამიძახა
-ანკა მოიცა
-რა მოხდა?
-კიდევ რაღაც დაგრჩა
-კიდევ გაფუჭებული ტელეფონი?
-შეიძლება-გამიღიმა და უსიტყვოდ წავიდა,ხელებში შემრჩა მისი საჩუქარი. სახლში შევედი მართლა დავიღალე და საწოლზე მოწყვეტით დავეხეთქე. ხელში ლამაზ ყუთს ვატრიალებდი და თან ვფიქრობდი:გავხნა თუ არ გავხსნა?დიდი ხანი ვფიქრობდი და ბოლოს მაინც გავხსენი. გაინტერესებთ იქ რა იყო? კვლავ გაფუჭებული ტელეფონი და 2 პატარა წერილი,ამ წერილებმა ცოტა დამაფირა,მაგრამ მაინც გავხსენი
"8 წლის წინ" -ერთ ბარათზე ეს ეწერა
"გადაავლე შენს დღიურს,თვალი,ვიცი,რომ წესად გაქვს ყოველ ღამე წერა. მგონი უკვე დაივიწყე,შენი საყვარელი თამაში,სულ რომ მეხვეწებოდი ხოლმე მოდი ვითამაშოთო,"გაფუჭებული ტელეფონი"-ამ წერილის წაკითხვის თანავე დღიური გადმოვაგდე და 8 წლის წინანდელი ჩანაწრების კითხვა დავიწყე. საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი სანამ..სანამ 20 ნოემბერთან მივედი. ეს ის დღეა ჩემი სანდრო რომ გაიქცა,ეს ის დღე იყო როცა ის შემპირდა აუცილებლად გიპოვი ერთ დღესო,მაგრამ ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვიპოვე,ეს ის დღე იყო როცა შემპირდა მხოლოდ ერთ საშუალებას გამოვიყენებ ჩემს გასახსენებლადო..ნუთუ რასაც ვფიქრობ სინამდვილეა?ეს სანდრო ჩემი სანდროა?არა ჩემი სანდრო არ იქნება ეს,უბრალოდ დამთხვევაა,მაგრამ ვის ასულელებ ანკა? ღმერთო უკვე რამდენი საფიქრალი დამემატა.. ბოლოს ტელეფონი ავიღე და ბარათის ქვემოთ მითითებულ ნომერზე დავრეკე
-გისმენთ
-ეს შენ ხარ?-ისეთი მკვდარი ხმით ვუთხარი,აშკარად ვერ ვიყავი კარგად
-კარებს არ გამიღებ?
-ღირსი ხარ რომ გაგიღო? -კითხვას,კითხვით ვპასუხობდით,მერე კარებისკენ წავედი სახელური ჩამოვსწიე და წინ სანდრო შემრჩა,ისეთი სახით მიყურებდა მართლა ვეღარ ვიცანი,ასეთი სანდრო პირვლად მყავდა ნანახი,გული მიკვდებოდა მის ყურებაზე,მაგრამ რა გგონიათ მივიდოდი და გულზე შევახტებოდი,ჩემი სანდრო დაბრუნდა თქო?მე ხომ ანკა ანჯაფიძე ვარ,ყველაზე მშვიდი და ჯიუტი გოგო. თუ ვთქვი,რომ ეს არ მოხდება ასეც იქნება
-არ შემომიშვებ?
-აქ რამე დაგრჩენია?
-მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა-კარები გავაღე და თავით ვანიშნე შემოსულიყო. ყავის გაკეთებას უხმოდ შევუდექი,ყავა წინ დავუდგი და თვალებში ჯიქურად მივაშტერდი,მერე კვლავ მე დავიწყე ლაპარაკი,ძალიან მიჭირდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
-8 წლის წინ წახვედი,მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მითხარი და დამტოვე 2010 წლის 20 ნოემბრის მერე ყოველ ღამე ბალიშს ვასველებდი და მოვსთქვავდი,შენთან მინდოდა,შენ ყველაზე მეტად გესმოდა ჩემი,მაგრამ როგორც ჩანს იმაზე არ გიფიქრია რა მოჰყვებოდა შენს ამ საქციელს,ჩემი ფსიქიკური აშლილობა,მაგრამ მალევე გამოვჯანმრთელდი,სულ ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა,გაინტერესებს ხო?რომ დაგინახავდი მაშინვე მოვიდოდი და კისერზე ჩამოგეკიდებიდი,გეტყოდი,რომ მომენატრე,და ხელს აღარ გაგიშვებდი,ისე ჩაგკიდებდი ხელს,რომ არავის დავეშორებინეთ,მაგრამ ეს მხოლოდ 13 წლის ანკას ოცნება იყო,მის მერე 8 წელი გავიდა და შეიცვალა ანკა ანჯაფიძე,ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრა,რომ მართლა მენატრებოდი,მაგრამ შენც იცი,რომ უკვე ყველაფერი ძალიან გვიანია-ხმას არ იღებდა თავდახრილი იდგა და მის ლოყებზე უმისამართოდ დასრიალებდნენ. ასევე უხმოდ დატოვა მისაღები ოთახი და კარებში გადიოდა უკნიდან,რომ მივაძახე
-შენ,რომ ისე გყვარებოდი, როგორც მე,ახლა, ამ მდგომარეობაში არც ერთი ვიქნებოდით -უკან მობრუნდა ისეთი ჩამქრალი სახე ჰქონდა ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი სანდრო
-შენ რომ ისე გენატრებოდე,როგორც მე,ახლა,ასე უსიტყვოდ არ დამტოვებდი -არც თვითონ ჩამომრჩა,ბოლოს ჩემსკენ წამოვიდა,თვალებში დაჟინებით მიყურებდა
-თავალებში მიყურე და მითხარი,რომ არ გიყვრვარ -მან ზუსტად იცოდა ჩემი სუსტი წერტილი,მე ხომ ტყუილის თქვა არ შემეძლო ასეთ სიტუაციაში,მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ჩავხედე თვალებში,სულ ორი სიტყვა ვუთხარი
-აღარ მიყვარხარ-მას გაეღიმა,ნეტა რა აცინებს ამ სულელს?მერე ჩემსკენ წამოვიდა,ხელები მკლავებზე მომხვია,ჩემსკენ წამივდა და ჩამჩურჩულა
-კარგად იტყუები
-აღარ გაბედო შეხება-ხელები ცივად მოვაშორებინე დაა მისი სიტყვები დავაიგნორე.
-რატომ?
-არ მინდა
-გეშინია წარსულის?
-არა
-აბა?
-შენი სიყალბის მეშინია -მას უფრო გაეღიმა და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა. სინამდვილეში რისი მეშინოდა იცით? ყველაზე მეტად მასთან შეხების მეშინოდა,რადგან ვიცოდი,ძველი მოგონებები გაიღვიძებდა.
უკან სრულიად ძალა გამოცლილი მივბრუნდი,საძინებელში ავედი ტანსაცმლიანად დავწექი, ერთ წერტილს მივშტერებოდი,ბოლომდე ეხლაც კი არ მჯეროდა,რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. მეცინებოდა,გეფიცებით,მეცინებოდა სიმწრიგან და ცრემლები მომდიოდა. იმაზე აუტანელი არაფერია,როდესაც ხვდები,რომ სიყალბეა ყველგან. მთელი ღამე არ მძინებია,ან რა დამაძინებდა? ვერ ვიძინებდი,სულ მისი სახე მიტრიალებდა წინ.
მეორე დღეს ძალიან მეზარებოდა სამსახურში წასვლა მაგრამ სახლშიც ვერ დავრჩებოდი. კარები ნელა შევაღე,ყველას ყალბი ღიმილით მივესალმე,ყველას უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი..
სამსახურის მერე სახლში ვერ მივიდოდი ვერც ნიასთან,რადგან სანდროც იქ იქნებოდა. ამიტომ ბარში გადავწყვიტე წასვლა,შევედი თუ არა მაშინვე ამიწვა ცხვირი სასმლის და ალკოჰოლის სუნმა. ყველა თავის სტიქიაში იყო,ზოგი ცეკვავდა,ზოგი სვავდა,ზოგი ყველასგან ფარულად ტიროდა. აი მე კი ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებდი,მაგრამ ცეკვის თავი სად მქონდა ამიტომ,დახლისკენ წავედი,და ყველაზე ძლიერი სასმელი შევუკვეთე, ორი ჭიქა ისე დავლიე არ ამომისუნქია,მაგრამ ვერც თაბრუს ხვევა ვიგრძენი. არადა ორ ჭიქაში უკვე ვითიშებოდი ხოლმე. კიდევ დავამატე,ორ ჭიქას სამი მოჰყვა,სამს,ოთხი და ასე ავედი ხუთ ჭიქაზე. თაბრუს ხვევას ვერც ეხლა ვგრძნობდი. უკვე გვინი იყო,ამიტომ სახლისკენ წავედი,რომ გითხრათ ახლაც მშვენივრად ვარ თქო მოგატყუებთ,სახლამდე ძლივს მივედი,გზაში რამდენჯერ გადავურჩი მანქანის დაჯახებას ვინ მოთვლის,რამდენიჯერ გადამიბრუნდა ფეხი,მაგრამ სახლამდე მაინც მივაღწიე,ცხელი შხაპი მივიღე და თბილს საბანში გავეხვიე. მაინც არ მასვენებდა სანდროზე ფიქრები,არადა გულის სიღრმეში როგორ მენატრებოდა..მაგრამ,მან მე 8 წლის წინ გამანადგურა,მიუხედავად იმისა,რომ ვუყვარდი და მეც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ჰო,აი ასე,თვალებში მიყურებდა,გრძნობდა ამ სიყვარულს,მაგრამ მაინც წავიდა. თუმცა მე მას რა უნდა დავბრალო? ისიც განიცდის,რომ განადგურდა და მე მარტო დამტოვა,თუმცა შანსი,რომ ჰქონდეს უარესს იზავდა.. ახლა კი გავიზარდე და აღარ მინდა ტყუილში ცხოვრება,მწარე სიმართლე მირჩევნია..
დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდნენ,ყოველი დღე უაზროდ ღამდებოდა და მერე პირიქით თენდებოდა. ისე უაზროდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი,ჩემს თავზე ვბრაზდებოდი.
უკვე 1 კვირა მაინც იქნება რაც სახლიდან არ გავსულვარ. არც სამსახურში,არც ნიასთან,ახლა უკვე ჩემს თავს ვადანაშაულებ,იმაში,რომ მეც სანდროს მსგავსად ვიქცევი. მე ხომ ნია სულ დავივიწყეძალიან მენატრებოდა ნია,მაგრამ მასთან მისვლის მეშინოდა,მეშინოდა იმის დანახვის რასაც მაშინ ვიგრძნობდი,როცა მის თვალებში ჩავიხედებოდი. მინდოდა მასთსნ მისვლა და თუ საჭირო იქნებოდა ყველაფრის მოყოლა,ჩემს თავს ვეკითხებოდი :ანკა,როდიდან გახდი ასეთი მშიშარა? რაც არის არის,მე მის სანახავად მივდივარ.
უკვე კარებთან ვიდექი,ვუყურებდი,როგორ დარბოდნენ ბავშვები ეზოში,ზოგი როგორი ბედნიერია,ზოგი კი უბედური,ნეტავ ნია რას შვება სადაა? ეზოში ძლივს შევაბიჯე,ფეხები უკან მრჩებოდა. წარსულის ყველა კადრმა თვალწინ გამიარა,ეს ის ადგილი იყო სადაც სანდროს შევხვდი პირვლად,სადაც სულ ერთად ვიზრდებოდით,სადაც არავინ და არაფერი გვაინტერესებდა.
იქვე ეზოში სკამზე ჩამომჯდარი ნია დავინახე,გული ამტკივდა მის დანახვაზე,ვცდილობდი კვლავ ცუდად არ გავმხდარიყავი,წინასწარ ვფიქრობდი იმაზე რაც მოხდებოდა,და საკუთარ თავს ვამხნევებდი,რომ ცუდად გახდომის დრო არ იყო. უკნიდან მივედი,ხელები მხრებზე დავადე,ლოყაზე ვაკოცე,და ხელებით მაგრად მოვეხვიე უკნიდან. ცივად შემობრუნდა ჩემსკენ,ფეხზე წამოდგა,თვალები ამოღამებული ჰქონდა,ჩაშავებული,ჩაწითლებული. სახეზეც სუსტად იყო. ვერ ვუყურებდი,მართლა არ შემეძლო მისი ყურება,ნუთუ ამ მდგომარეობაში მე ჩავაგდე?საკუთარ თავს ვერ ვიტანდი. ასე,როგორ მოვექეცი ნიას,ის რა შუაში იყო
-აქ რატომ მოხვედი?-ისე უემოციოდ მითხრა,ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა
-ნია გთხოვ მისმინე კარგი?
-გისმინო? -გაეღიმა,მაგრამ ეს ღიმილი,აშკაეად ყალბი იყო-გისმინო კი არა შენ,რომ გიყურებ ცუდად ვხდები
-ნი გთხოვ,მეც ცუდად ვარ,გთხოვ შენ ნუღარ დამიმატებ
-ვიცოდი,რომ ერთ დღეს ასე მოხდებოდა,აბა როდემდე შეძლებდი ჩემს ნახვას და აქ მოსვლას,ვიცოდი ანკა ვიცოდი,რომ ერთ დღეს მოგბეზრდებოდა ეს ყველაფერი,მაგრამ მე ხომ არაფერს გეუბნებოდი? გთხოვ არაფერი მითხრა ისე წადი აქედან
-ის მართლა არაფერ შუაშია ნია-კვლავ ეს ბოხი ხმა,რომ გავიგე,ცოტა ხანში მართლა ცუდად გავხდებოდი,არ მინდოდა სანდროს გაეგო,რა მდგომარეობაში ვიყავი მისი წასვლის მერე,მაგრამ უკვე გასაგები იქნებოდა ყველაფერი. მისი ხმა,რომ გავიგე ნას სულ ოდნავ გავუღიმე და ისე დავტოვე იქაურობა სანდროსთვის არც შემიხედავს. უკვე გასაგები იყო,ის,რომ სანდრო,ნიას ყველაფერს მოუყვებოდა,ამიტომ ჩემი იქ დარჩენა საჭირო აღარ იყო.
ტაქსში ჩავჯექი,მძღოლს მისამართი ვუკარნახე. უკან ვიჯექი,მლაშე სითხე მისველებდა ღაწვებს,ტირილი დავიწყე,მივხვდი,რომ შეუძლებელი იყო მისი გადაყვარება,შუძლებელი.
-ბიჭის გამო არა?-მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა,ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკებოდა
-უკაცრავად?-ცრემლებს ვიმშრალებდი და ძლივს ამოვილუღლუღე
-ბიჭის გამო ტირიხართ?
-შეიძლება
-წარსულში გიყვარდა,მერე გული გატკინა და კვლავ გაგიღვიძა გრძნობები
-თქვენ საიდან იცით?
-უბრალოდ გულის ხმას მიჰყევი,ის არ გააკეათო,რასაც მერე ინანებ
-მგონი ეგ ჩემი გადასაწყვეტია-ცოტა უხეშად ვუთხარი,მაგრამ საკმაოდ დამაფიქრა მისმა სიტყვებმა
-მეც მიყვარდა ქალი,მერე ისეთი რამე გავაკეთე რაც ახლაც მტანჯავს,შვილო მე ისევ შენთვის გარიგებ,თორემ მე ეგ ასაკი დიდი ხნის წინ გავიარე
-მადლობა დახმარებისთვის -გავუღიმე და დული გავუწოდე,მერე სახლში შევარდი,თავს ცოტა კარგად ვგრძნობდი,მასთან საუბრის მერე.
დაღამდა,დასაძინებლად წავედი,ძილი არ მომეკარა,თვალი ვერ მოვხუჭე,ტელეფონის ეკრანს დებილივით დავჩერებოდი,უაზროდ ვუყურებდი,ჩაქრებოდა ავანთებდი,მერე კიდე,კიდე,კიდე..ასე ვაკეთებდი მანამ სანამ მესიჯი არ მოვიდა
-ოთახში შუქი რომ ჩააქრო უფრო მალე დაგეძინება-ეს სანდროს მესიჯი იყო
-შენ ჩემს სახლს,რომ მოშორდე ამ დროს შენც გეძინება-თან ნელ-ნელა ფანჯარასთან მივედი,დავინახე მისი ტელეფონის ეკრანი განათდა და გაეღიმა
-შენ რომ გიყურებ შეუძლებელია დაძინება,ფანჯარას მკშორდი და დაიძინე-მერე ისევ მე ამომხედა და გაეღიმა,მეც გამეღიმა მის საქციელზე,ამაზე უფრო გაეცინა
-სანამ აქ იდგები არსად არ წავალ-მივწერე და დაველოდე როდის წავიდოდა
-მინდოდა მეთქვა,რომ ნიამ ყველაფერი გაპატია
-მადლობა დახმარებისთვის-ეს,რომ მივწერე,კვლავ შემომხედა გაეღიმა,ხელი დამიქნია და წავიდა. მე კი დავრჩი დებილივით გაღიმებული გოგო,რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა და ელოდა როდის მიეფარებოდა თვალს საყვარელი ბიჭი. ჰო არ მოგესმათ საყვარელი ბიჭი,მაგრამ ამ სიამაყეს რა ვუთხარი.
მეორე დღესაც მივედი ნიას სანახავდ თუმცა სანდრო აღარ დამხვდა,ცოტა მომეშვა,გამიხარდა,რადგან მის დანახვაზე არაამქვეყნიური შეგრძნება მეუფლებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ მისი ნახვა ყველაზე მეტად მინდოდა,ნია ვნახე ჯერ ბოდიშები მიხადან,მერე იმდენი ხანი ვეფერებოდი სანამ გული არ ვიჯერე,ბოლოს ის გარემოც დავტოვე და სახლში წავედი. არ ვიყავი დაღლილი,არც გამოფიტული,რაც ხშირ შემთხვევაში მემართება ხოლმე,ამიტომ აბაზანაშიც სულ ფრენით შევედი. იქიდან პირსახოც გამოხვეული გამოვედი და საწოლზე მოწყვეტით დავეხეთქე,ბოლოს ჩემს საუკეთესო მეგობარს "დღიურს" მოვუხმე და ყველაფერი მოვუყევი,მერე კი გადავეშვი სიზმრების მორევში.
მესამე დღეც გავიდა,უკვე ოთხი,ხუთი,ექვსი, ასე ავიდა 10 დღემდე. ათი დღე გავიდა რაც სანდრო არ მინახავს,ყოველ დღე დავდიოდი ბავშვთა სახლში იმ იმედით,რომ მას ვნახავდი. მაგრამ ის მაინც არ ჩანდა. ღამეებიც ისე იწელებოდა,რამდენი ღამე გამითენებია მასზე ფიქრით. მაგრამ ის მაინც არსად ჩანდა. 2 კვირა გავიდა რაც არ მინახავს,მაგრამ ნიას ნახვას მაინც არ ვწყვეტდი,ისიც ამჩნევდა,რომ ყველაფერი კარგად არ მქონდა,მაგრამ არაფერს იმჩნევდა,პირიქით მამხნევებდა. ჩვეულებისამებრ ეზოში ვიჯექით თავი მაგიდაზე მედო და ნიას თბილი ხელები მითბობდა ბეჭებს. ამასობაში ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა ვიღაც მაღალი სილუეტი,ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ მერე გვერძე მომიჯდა,თავი ჩემსავით დადო მაგიდაზე. თვალებში დაჟინებით მიყურებდა,მწვანე თვალები,ჭაობისფერი მწვანე თვალები,მის თვალებს ყველაგან რომ ვიცნობ
-არ მეგონა ასე თუ მოგენატრე-გაეცინა,მეც გამეცინა,მაგრამ მალევე მოვედი გონს და თავი სწრაფად ავსწიე,ერთი-ორი მლაშე სითხის ბურთულა მოვიშორე,რომელიც ჩემს თვალებზე მოგორავდნენ. ჩემს თვალებში ეგრევე იკითხებოდა მხოლოდ ერთი კითხვა "სად იყავი?" ისიც მაშინვე მიხვდა ჩემს შეკითხვას,მას ხომ ბავშვობიდან უხმოდ ესმოდა ჩემი
-ყველაფერს მოგიყვები,ოღონს აქ არა
-რატომ?მე ხომ არაფერი მიკითხავს?
-თვალებმა გაგყიდეს ანკა-ეს ჩემი ძველი სანდროა,როგორ მინდოდა ახლა მივსულიყავი და მომეხვია ჩემი გრძელი და ნახი ხელები და არსად გამეშვა.
ნიას დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი,როცა უკნიდან ვიღავის ნაბიჯების ხმა მომესმა,მეც ავუჩქარე ნაბიჯებს,მერე ხელი წამავლო და თავისკენ მიმაბრუნა,ის ის იყო უნდა მეკივლა,როცა ხელებში სანდრო შემრჩა
-გული გამიხეთქე იდიოტო
-არ მინდოდა შენი შეშინება
-მართლა?
-ჰო მართლა. ახლა კი საუბარი არ დაგვისრულებია
-მგონი მე ეგრე არ ვფიქრობ
-ანკა რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა მომისმინო
-როგორც შენ მომისმინე არაა 8 წლის წინ?
-მადლობა,რომ შემახსენე ჩემი შეცდომა
-არაფრის ბატონო სანდრო
-ანკა! -მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა გაბრაზება,ამიტომ დავსთანხმდი მოსმენაზე,იქვე პატარა კაფეში შევედით,ყველაფერი მომიყვა რატომ აღარ დადიოდა ბავშვთა სახლში,აბსოლიტურად ყველაფერი
-მორჩი? -სრულიად უემოციოდ ვთქვი
-მოვრჩი
-ჩემი წასვლის დროა სანდრო
-ანკა,მეჩვენება თუ გამირბიხარ?
-ალბად გეჩვენება-მხრები ავიჩეჩე,დავემშვიდობე და სახლში წამოვედი,მართლა გავურბოდი,რადგან მს დანახვაზე,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი,ყველაფერი მეწოდა სადაც ის მეხებოდა,ყველაფერი მტკიოდა მის დანახვახე,რაღაც საშიმელი გრძონობა მეუფლებოდა. მენატრებოდა,ვაღიარებ,რომ მენატრებოდა და ხლაც მენატრება სულ მენატრება.
მეორე დღეს სამსახურში წავედი,ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს,მაგრამ მაინც უმდა წავსულიყავი, სახლში ადრე მივედი,ყველაფრის მიუხედავად ნიას სანახავად მაინც წავედი,ლაპარაკის თავიც არ მქონდა,უბრალოდ ვუსმენდი მის ტკბილ ხმას. მალევე ვიგრძენი გულის არეში სშინელი ტკივილი,ყურადღება არ მივაქციე,ასეთი შემოტევები ხშირად მაქვს ხოლმე. ხელს მაგრად ვიჭერდი და საკუთარ თავს ვემუდარებოდი "ოღონდ ახლა არა,ოღონდ აქ არა,ანკა მიდი გაუძელი ანკა" მაგრამ ანკა დამარცხდა, ყველაფერი სიბნელემ მოიცვა,ყურში მხოლოდ ნიას ხმები ჩამესმოდა
**სანდრო**
ეზოში ხმაურის ხმა?რომ გავიგე გიჟივით გავარდი გარეთ,იმის გააზრება რა შეიძლება მომხდარიყო,წინასწარ მკლავდა.
გარეთ,რომ გავედი ბევრი ბავშვები იყვენენ ერთად მოგროვილი შუაში კი ვიღაც იწვა. რომ ვნახე ეს ვიღაც ჩემი ანკა,რომ იყო მართლა ცუდად გავხდი,ვერ ავღწერ მაშინ რა ვიგრძენი. ახლა მე მჭირდებოდა სასწრაფო. ცოტა რაღაც მესმოდა პირველად დახმარებაში,ამიტომ იმდენი შევძელი,რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა,ეძინა ამიტომ ჩემს სახლში გადავწყვიტე მიყვანა,მას ეძინა ამიტომ წინააღმდეგობას ვეღარ გამიწევდა. საკმაოდ დიდი სახლი გვქონდა,ანკა მეორე სართულზე ავიყვანე,და ფრთხილად დავაწვინე,რომ არ გაღვიძებოდა.
**ანკა**
ჯერ ერთი თვალი გავახილე,მეორე მეორე,მერე ორივე მაგრად დავხუჭე და თავიდან გავახილე. აშკარად არ მეცნობოდა ეს გარემო. მერე ვცადე ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები გამეხსენებინა,ნელ-ნელა ვიხსენებდი,მერე კი კარების ხმაც გავიგე
-შეიძლება? -აი თურმე სად ვყოფილვარ
-მოდი სანდრო
-კარგად ხარ?
-უკეთ ვარ..სად ვარ?
-ეს დანიელის სახლია
-ეგ ვინაა?
-კაცი ვინც ცხოვრების გზაზე დამაყენა,ვინც დამანახა როგორ ვყოფილიყავი ძლიერი და უშიშარი ბიჭი. 8 წლის წინ მან მიპოვა და თავისთან წამიმიყვანა. დანიელი შეძლებული კაცია,ამიტომ მან შეისყიდა ბავშვთა სახლიც,ახლა კი მე ვარ ბავშვთა სახლის უფროსი -მოკლედ ჩამომიყალიბა სანდრომ და ოდნავ გამიღიმა
-მგონი ცოტა უხერხულია მე რომ აქ ვარ
-ანკა!-კვლავ ეს მკაცრი ხმა -ის ძალიან კარგი კაცია და ძალიან საყვარელი მეუღლე ჰყავს,ეხლა სახლში არ არიან,მაგრამ იციან აქ რომ ხარ. საღამოს მოვლენ და გაგაცნობ
-სანდრო მე..
-ანკა თქო! ბოლოსდაბოლოსარ გაინტერესებს სად ვიზრდებოდი 15 წლის შემდეგ?-ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა ამიტომ გავჩუმდი,მაგრამ ასე არ შემეძლო ასე ვერ დავეჩებოდი. მასთან რომ ვიყავი მართლა არანორმალურივით ვიქცეოდი,ასეთი მორცხვი ანკა არასროს ვყოფილვარ მასთან რომ ვიყავი. ამიტომ ეს სიჩუმე ცოტა ხანში მე დავარღვიე
-სანდრო უნდა წავიდე
-მგონი ამაზე ვილაპარაკეთ უკვე
-არ შემიძლია სანდრო აქ გაჩერება
-ანკა ხალხს რა ვუთხრა,რა ვუთრა დანიელს და ეკატერინეს, და კიდევ ბევრს?ამიხსენი და მაშინვე გიშვებ

-არავის უამბო,გზები რად გაიყო
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო,რა მოხდა..რა იყო..
არავის უამბო გული მეტკინება.
არავის უამბო,თუ როგორ მიყვარდი
როგორ ვოცნებობდით,ან როგორ ვბავშვობდით..
არავის უაბო,იმ ლამაზ დღეებზე..
და არც ის უამბო,თუ რატომ დავშორდით.
არავის უამბო,გული სად გაცივდა
და,როგორ ჩაგვიქრა,ოცნების ლამპარი..
სხვას ნუ მოუყვები,ჩვენ შორის რა იყო..
მე და შენ..ვიცოდეთ..ლამაზი ზღაპარი -ვეცადე სათქმელი ლექსად ჩამომეყალიბებინა,ის კი იჯდა და მისმენდა. ამიტომ მიყვარდა სანდრო,არ აინტერესებდა ის,რომ ბიჭი იყო. მის ღაწვებზე მაინც უმისამართოდ დასრიალებდნენ ცრემლის პატარა ბურთულები
-ანუ ყველაფერი დამთავრდა?-აკანკალებული ხმით მითხრა,როგორ მინდოდა ახლა მოვხვეოდი და მთელი ძალით ჩავხუტებოდი..
-გრძნობები არ იცვლება სანდრო,გრძნობები არასდროს იცვლება
-აბა რა იცვლება ანკა რა?
-8 წლის წინ,რომ დაგინახავდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი,ჩემი დათაა თქო,ახლა შენც კარგად იცი,რომ ეს ყველაფერი შეიცვალა
-ცუდად ვარ ანკა,მართლა ცუდად ვარ,შენ ვერც კი ხვდები,როგორ ცუდად ვიყავი და ვარ
-შენ იცი?
-რა?
-იმ წვიმას რა ჰქვია?რომ არ წვიმს და ჩვენს ლოყებზე მაინც წვეთებია?
-მე მაგ წვიმაში ყოველ ღამე მიწევდა გავლა და დასველება,შეუძლებელი იყო თავიდან არიდება,ყოველ ღამე ბალიშს ასველებდა ეგ წვიმა
-რაც შენ წახვედი,ყოველ წუთს ველოდი იმ დღეს,რომ მოხვიდოდი,კვლავ დაბრუნდებოდი და აღარ დამტოვებდი,შენი ხმის გაგონება ჰაერივით მჭირდებოდა, იმის იმედი რომ არ მქონოდა,რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდი,ალბად გულის შეტევის ფასად დამიჯდებოდა -სრულიად უემოციოდ ვყვებოდი,არც ცრემლი იყო,არც ხმის ოდნავ კანკალი. რაც შემეძლო მშვიდად ვსაუბრობდი
-ახლა ეს,რომ არ გავაკეთო მთელი ცხოვრება ვინანებ -პასუხის გაცემაც კი არ დამაცადა ისე დამეძგერა ჩემს ნაზ და თბილ ბაგეებზე,მაშინ რა ვიგრძენი? ტყვილად გაქვთ იმედი,რომ გეტყვით,მეც ვერ ავღწერ ამას. ეს იყო პირველი,პირველი,რომელიც არასდროს დამავიწყდება. არც შევწინააღმდეგებივარ,ან სად მქონდ ამის ძალა
-მე კი ახლა რომ წავიდე ამას ვინანებ მთელი ცხოვრება -ჩემი სიტყვების მერე,თავიდან გაკვირვებული მიყურებდა,ეგონა ვეღადავებოდი,მაგრამ არც მე მჯეროდა ბოლომდე ჩემი,მართლა ვინანებდი აქედან,რომ წავსულიყავი,სახე გაუნათდა. მთელი ძალით ჩამეხუტა,და ნაზად მკოცნიდა თავზე. როგორც იქნა ჩემი სანდრო დავიბრუნე,მთელი დედამიწა ჩემი მეგონა,ისეთი გახარებული ვიყავი.
სამზარეულოში ვიყავი,ყავას ვაკეთებდი,ჩემთვის და სანდროსთვის,თან ოჯახის უფროსს ველოდებოდით. კარებზე ზარის ხმა გაისმა
-დანიელი და ეკატერინე მოვიდნენ გამოდი-მისაღებიდან გამომძახა სანდრომ,მესმოდა კაკ კუკ,კაკ კუკ, ქალის ფეხსაცმლის ხმა,და მამაკაცის ბარიტონი. მეც მათთან გავედი, ისინი უკვე დივანთან იდგნენ,ღიმილი სახისან არ მშორდებოდა
-ანკა ეს დანიელია-ხელი დანიელისკენ გაიწოდა,ამასობაში ეკატერინე ჩამოდიოდა კიბეებზე,როგორც ჩანს უკვე მოასწრო ტანსაცმლის გამოცვლა,ხელში მაღალი ფეხსაცმელები ეჭირა და კიბეებზე სწაფად მოფრინავდა
-ეს ეკატერინეა -ეკატერინემ ჩემსკენ გამოიხედა მეც ნაზად გავუღიმე
-ვაიმეეეეე- ეკატერინეს განწირული გმის გაგებაზე ყველა მისკენ გავიქეცით,ხელს გულზე იჭერდა და ნელ-ნელა იკეცებოდა
-კატუს კარგად ხარ? -შეშინებული ეკითხებოდა სანდრო,დანიელი სახეზე უსმევდა ხელებს
-წყალიი-ძლუვს გასაგონად წარმოსთქვა ეს ერთი სიტყვა, მერე დივანზე წამოაწვინა დანიელმა და წყალი მიუტანა, ძლივს მოითქვა სული ქალმა. მერე მე შემომხედა,დიდი ხანი მიყურებდა თვალებში,მერე თუთქოს სახის თითოეული ნაკვთის შესწავლას ცდილობსო,კარგად მაკვიდებოდა
-ბოდიში არ მინდოდა თქვენი შეშინება-თვალი არ მოუშორებია ისე ამოილაპარაკა
-კატუს გაიცანი ეს ანკაა,ანკა ანჯაფიძე -ამაზე ქალს წყალი გასაცდა სასულეში,ახლა ხელმეორედ გახდა მოსაბრუნებელი
-უკაცრავად რა თქვი?
-კატუს კარგად ხარ?
-ჩემს ოთახში ავალ,მგონი დღეს ცოტა დავიღალე,ბოდიში ანკა კარგი?
-რა პრობლემაა ქალბატონო ეკატერინე
-კატო დამიძახე გთხოვ-გამიღიმა და ოთახში ისე ავიდა ხმა არ ამოუღია,ასე დაგვტოვა სამივე პირ დაღებული
-რა მოუვიდა?-შეშინებულმა ჰკითხა სანდრომ დანიელს
-ალბად დაიღალა და თავს შეუძლოდ გრძნობს
-ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა,ახლა მგონი ჩემი წასვლის დროა-სანდროსკენ გავიხედე
-ანკა ეხლა არ გამაგიჟო,დღეს აქ რჩები,ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა მაგას
-სანდრო სირცხვილია,უნდა წავიდე-ვცადე ჩუმად მეთქვა მაგრამ როგორც ჩანს დანიელმაც გაიგო
-ანკა სანდრო მართალია,,უკვე გვიანია,ამიტომ დღეს აქ რჩები
-ვაიმე არ ვიცი მადლობა,როგორ გადაგიხადოთ
-უბრალოდ აქ დარჩი და მაგით-დაამატა სანდრომ
-კარგი მაშინ მე მაღლა ვიქნები კარგი?-გავუღიმე და კიბეებისკენ წავედი
-კარგი ანკა
კიბეები ნელ-ნელა ავიარე,ჩემი ოთახი სანდროს ოთახის გვერდით იყო,მანამდე კი დანიელის და კატოს ოთახის წინ უნდა გამევლო,ოთახიდან რაღაც ხმები მომესმა,თითქოს ქალის ტირილის ხმას მივამსგავსე,რომელიც ცდილობდა არავის გაეგო მისი ხმა,კარები ოდნავ გავაღე
-შეიძლება შემოვიდე?
-მოდი ანკა
-კარგად ხართ?-რაც შემეძლო თბილად ველაპარაკებოდი
-კარგად ვარ ანკა კარგად
-ეს რა სურათებია?-მხოლოდ ახლა შევნიშნე მის წინ უმისამართოდ მოფრიალებული სურათები
-ისეთი არაფერი,ჩემი წასულის სურათებია
-მიყვარს ძველი სურათების თვალიერება
-მასაც ძალიან უყვარდა
-ააა...არავის საყვარელო,ისე ვთქვი ჩემთვის
-შეიძლება მეც დავათვალიერო?-ციტა ხანს იფიქრა,უარის თქმა უნდოდა მაგრამ,მაინც გადაიფიქრა და დამსთანხმდა,ვათვალიერებდით სურათებს,ის კი მიხსნიდა ყველა სურათში რა ხდებიდა,სად იყო,ვისთან იყო,ერთი საოჯახო სურათთან მივედით
-ეს ქალი ვინაა?
-ეს ჩემი დაა
-ძალიან გგავთ, და ეს კაცი
-ესს...ესს კაცი.. ჩემი ქმარია-არა ეს კაცი ნამდვილად არ ჰგავდა დანიელს,მიკვიდა მაგრამ ვერაფრის თქმას ვბედავდი
-კი მაგრამ..
-ის ცოცხალია,მაგრამ ჩემს გულშია მკვდარი
რაფერი მიპასუხია
-დანიელი მისი საუკეთესო მეგობარი იყო,სულ დანიელს სულ ვუყვარდი,მაგრამ მე ანდრა ავიჩიე,იმ დღის მერე დანიელი ზრუნავს ჩემზე. მერე არ ვიცი,როდის?როგორ?რანაირად მაგრამ დანიელი შემიყვარდა და აი ასე ახლა ცოლ-ქმარი ვართ
-გასაგებია-იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში,მაგრამ ვერც ერთ ვამბობდი,არ მინდოდა ზედმეტი კითხვების დასმა,მაგრამ არც ეს გამოჰპარვია მას მხედველობიდან
-16 წლის ვიყავი როცა გავიგე,რომ დედა უნდა გავმხდარიყავი,მაშინ ანდრეა 18 წლის იყო,მისმა ოჯახმა არ მიგვიღო,ძალიან პატარაა ბავშვისთვისო,ან ის აირჩიე ან ჩვენო. მან მე ამირჩია,ჩვენი პატარა ერთი წლის იყო,ძალიან გვიჭირდა ოჯახის რჩენა,არც ერთი ვიყავით მზად ოჯახის რჩენისთვის,მან მითხრა რომ ბავშვი უნდა ჩაგვებარებინა,იქ კარგად მოუვლიდნენ,მასზე უსაფრთხოდ იზრუნებდნენ,არაფერს მოაკლებდნენ. გავგიჟდი,ისე გავგიჟდი რომ მივეშვი სახლს გადავწვავდი,ძალიან არ მინდოდა ჩემი პატარას იქ მიყვანა,იქ სადაც არავინ არაფერს არ გპატიობს,იქ სადაც ყველაფერზე არიან წამსვლელები,ეს ხომ ბავშვთა სახლია. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მან ბავშვი წამართვა და წაიყვანა. შენი აზრით მასთან კიდევ დავრჩებოდი? ასე მხოლოდ სულელები იქცევიან, მაშინვე დანიელთან გამოვიქეცი,თან ჩემი ორი დაქალი წამოვიყვანე,ყველაფერი მოვუყევი,დანიელი დასაბამი გახდა,ძლივს ვაჩერებდით. იმ დღის მერე დანიელი ზრუნავს ჩემზე, იმ დღის მერე ვეძებდი ჩემს პატარას,ვიპოვე კიდეც მაგრამ რად გინდა,ცოცხალი თავით არ მატანდნენ,როგორც ჩანს აქაც იქონია ანდრეას ფულმა გავლენა --დიდი ხნით დუმდა,ხმას ვეღარ იღებდა,დაჟინებით მიყურებდა თვალებში,კიდევ რაღაცის თქმა სურდა მაგრამ ვეღარ აგრძელებდა,ხმა აღარ ამოსდიოდა,მისი ბგერები სადღაც იკარგებოდნენ,ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს მთავარი არ უთქვამს,მაგრამ მისმა ისტორიამ გული მომიკლა,მართლა იმოქმედა ჩემზე,არ ვიცოდი,როგორ დამემშვიდებინა,მის თვალებზე ჩაგუბებულ მლაშე სითხეს რომ ვუყურებდი ცუდად ვხდებოდი,თაფლისფერი თავლები სულ გაშავებოდა,გარედან კი სულ ჩაწითლებოდა,სახეზე ვეფერებოდა,ის კი ყოველ შეხებაზე კრთებოდა
-თქვენც რთული გზის გამოვლა მოგიწიათ
-ისევე,როგორც შენ-გამიკვიდა მან საიდან იცოდა მე რის გამოვლა მიწევდა
-უკაცრავად?-დაბნეულმა შევხედე
-ჩემო პატარა,საყვარელო,ჩემი ანკა,ჩემი პატარა-სახეზე ხელებს მისმევდა და გულში მთელი ძალით მიხუტებდა. არ ვიცოდი ამას რატომ აკეთებდა,მაგრამ არაფერს ვაკეთებდი,მეც მოვხვიე ჩემი ხელები მის მხრებს,როგორ მაკლდა ეს სითბო,მე ხომ ცხოვრებაში ასე თბილად არავის ჩავხუტებულვარ. მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი,უბრალოდ ვეხუტებოდი
-ვაიმეე საყვარლებიი-ოთახში დანიელის ხმა,რომ გავიგეთ,მხოლოდ მაშინ მოვშორდით ერთმანეთს,ის ცრემლებს იშორებდა
-შენ რა იტირე?-დაბიელი კატოსთან მივიდა და თავზე ნაზად აკოცა
-არა დანნ,კარგად ვარ-გაუღიმა,მე კი ოთახიდან გამოვედი და ჩემს ოთახში შევედი. ისე ტკბილად დამეძინა,ასე არასდროს მძინებია,თან სულ კატო მედგა თვალწინ,როგორი თბილი ქალია,ასეთი თბილი და საყვარელი ქალი ხომ ძალიან იშვითია. ძილისწინ ბევრ რამეზე ვფიქრობდი,მიხაროდა ის,რომ სანდროს შევურიგდი,რაც ძალიან მჭირდებიდა. მალევე გადავეშვი სიზმრების მორევში,ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახე,მაგრამ დილით აღარაფერი მახსოვდა,რადგან მაღვიძარამ ისე გამომაფხიზლა,სულ დამავიწყდა ყველაფერი.
-გაიღვიძა ჩემმა გოგომ?-ღიღინით შენივიდა ოთახში სანდრო
-სანდრო უნდა ჩავიცვა და გადი რაა -ვცადე მშვიდად მეთქვა,ისე ავწითლდი სახეზე,ჭარხლის ფერი დამედო
-კარგი რა ანკაა,ისე ნუ იქცევი თითქოს პირვლად გხედავდე-ამაზე სულ ავწითლდი,ის კიდე გაჩუმებას აღარ აპირებდა,-აღარ გახსოვს?მთელი 13 წელი საკუთარი შვილივით გივლიდი -ამაზე ორივეს გაგვეცინა
-სანდრო!
-კარგი ჰოო-ძლივს გავაგდე ოთახიდან, მე ნელა წამოვიზლაზნე საწოლიდან,მერე კი ჩაცმას შევუდექი. ჩავიცვი და კივბეებზე ორივე ღიღინით ჩავედით,დანიელი და კატო,გაკვირვებული გვიყურებდნენ,მერე იმათაც გაეცინათ ჩვენს დანახვაზე. მადლობა გადავუხადე და სახლში წავედი,მოვემზადე და მერე სამსახურში წავედი
-როგირ ხარ ანკა?
-კარგად დათა შენ როგორ ხარ? -ვცადე ზრდილობიანად მეთქვა
-მეც კარგად
-მშვენიერია-გვერდის ავლა დავაპირე ხელით რომ დამიჭირა
-ანკა -დღეს საღამოს რას აკეთებ?-გამეცინა,გამეცინა კი არა გადავიხარხარე
-რა იყო ვინმე მიგწონს და რეპეტიციას გადიხარ ჩემთან?-ისევ სიცილით ვუთხარი,არა კი ვიცოდი,რომ მე მოვწონდი მაგრამ მე რისი ანკა ვარ ნერვები,რომ არ მოვუშალო ვინმეს
-ანკა,კარგი რაა
-არ მცალია-უხბად დავსერიოზულდი,და ხელი გავაშვებინე
-ხვალ?
-არც ხვალ
-ზეგ?
-დათა!
-ანკა გთხოვ-ისეთი თვალებით მიყურებდა შეუძლებელი იყო არ დავთანხმებულიყავი
-კარგი დღეს საღამოს,მაგრამ სულ ცოტა ხნით,მერე საქმეები მაქვს
-ჯიგარი ხარ რაა-ახლა მივხვდი,რომ მაგარ შარში ვიყავი მას რომ დავთანხმდი
-ერთი პირობით
-აბა გისმენ
-ეს იქნება პირველი და უკანასკნელი-ცოტა ხანი ფიქრობდა,რაღაცის თქმა სურდა მაგრამ არ მითხრა
-გამიჭირდება,მაგრამ კარგი -გავუღიმე და ჩემს კაბინეტისკენ წავედი.
სამსახურის მერე,დათას უნდა შევხვედროდი,მერე ნიასთან წავსულიყავი,ნუ რათქმაუნდა უკვე სანდროსთანაც. შავი შარვალი,ყვითელი გრილი, გაშვებული მაიკა ჩავიცვი,მაკიაჟი როგორც ყოველთვის მსუბუქად მესვა,და წავედი. ვაუუ,,როგორი პუნქტუალური ყოფილა დათა
-სალამი ლამაზო
-დათა!!
-კარგი ჰოო,წავიდეთ
-წავიდეთ
კაფეში შევედით,ყავა შევუკვეთე. დიდი ხანი ვისაუბრეთ,ვისაუბრეთ რა,სულ ის ლაპარაკობდა,მე ვუსმენდი.
-ანკა სად დაფრინავ?
-რაა?მეე?
-ჰო შენ
-აქ ვარ
-ანკა ყველაფერი იმ ბავშვის ბრალია?
-ვინ ბავშვის?
-ანკა!
-დათა არ ვიცი ამ ბოლოს იმდენი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში დავიღალე. მინდა ნიას გამოყვანა,სამუდამოდ,მაგრამ ვიცი არავინ გამომატანს,მართლა ცუდად ვარ. სანდრო,ახლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და უკვე იმდენი რამე შეიცვალა..-გამეღიმა,რომ დავფიქრდი,რომ ის ისევ ჩემი სანდრო იყო
-ნიას წამოყვანა გინდა?
-მინდა,მაგრამ ეგრე სადაა?
-პირდაპირ მიდი და ყველაფერი უთხარი უფროსს
-უფროსი სანდროა,დათა
-მითუმეტეს
-დათა მეჩქარება,უნდა წავიდე კარგი?
-გაგაცილებ
-არ მინდა ჩემით წავალ
-კარგი-გადავკოცნე და ბავშვთა სახლისკენ გავეშურე,სანდროს კაბინეტის კარები ისე შევაღე არც დამიკაკუნებია
-ოჰჰ,გავახსენდი ქალბატონს
-სანდრო რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ
-ნიას წაყვანა მინდა
-წაიყვანე მერე
-არა სანდრო მე სამუდამოდ მინდა წავიყვანო,მინდა,რომ ვიშვილო
-შენ?ეს ხომ შეუძლებელია
-ეს ხომ შენ შეგიძლია
-კი მაგრამმ..-ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს
-გისმენთ
-
-სამსახურში
-
-კარგი დანიელ
ტელეფინი გათიშა
-დანიელი გვეპატიჟება ვახშამზე
-გ'ვეპატიჟება?
-ჰო რა იყო,ალბად მოეწონე
-კარგი და ნიაზე არ დაგვიმთავრებია საუბარი
-ეხლა არა, მაღაზიაში წავიდეთ და რამე კაბა შევარჩიოთ
-სანდრო რა საჭიროა,ქორწილში კი არ მეპატიჟება
-ჩემი ანკა ხომ დედოფალს უნდა ჰგავდეს-გამიღიმა და გასასვლელისკენ წამიყვანა.
მივედით მაღაზიაში,ბევრი ძებნის შედეგად ვიპოვე კაბა,სანდრომ რომ დამინახა თვალები შუბლზე აუვიდა. ატმისფერი,ვიწრო,გრძელი,კაბა იყო ბეჭები სულ ამოღებული ჰქონდა. ძლივს მივედით დანიელის და კატოს სახლში
-ჩვენ მოვედითთ -კარებში შესვლისთანავე ახარა სანდრომ დანიელს,დანიელი კარებში შემოგვეგება,კატო სამზარეულოში ფუსფუსებდა
-მოდი დასხედით-დსნიელი დივნისკენ გაგვიძღვა
-მე კატოს მივეხმარები,სანდრო აბაზანა საით არის?ხელები დავიბანო
-მე გაჩვენებ წამო -მე და სანდრო აბაზანისკენ წავედით,ის თავის ადგილზე დაბრუნდა,სამზარეულოსკენ მივდიოდი როცა შემთხვევინ გავიგე დანიელის და კატოს საუბარი
-.....მოვუყევი
-მერე რა რეაქცია ჰქონდა?
-არანაირი,ჩვეულებრივად მიიღო
-კატო რეებს იგონებ,სიმართლე მითხარი
-აუუ დანნ..ბოლომდე არ მითქვამს-ღრმად ამოიხვნეშა დანიელმა,მერე კვლავ კატოს მიუბრუნდა
-ან შენ ეტყვი ბოლომდე ან მე
-დანნ...
-მეც მოვედი რაში მოგეხმარო კატო?-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,მსგრამ არ დავაცადე,ჩემი ცნობისმოყვარეობა მკლავდა,ნეტა რაზე საუბრობდნენ?
-არარის საჭირო,მიდი დასხედით და მეც მოვალ -სანდროსგან ვიცოდი,რომ ის თუ რამეს იტყოდა ვეღარავინ შეეწინააღმდეგებოდა,ამიტომ გამოვედი და სანდროს გვერდით დავიკავე ადგილი,მალე დანიელიც შემოგვიერთდა,მერე კი ეკატერინეც მოვიდა. ოთხივე სუფრასთან ვისხედით,ჩვეულევრივად ვსაუბრობდით,მერე დანიელმა წამოიწყო ლაპარაკი
-ახლა კი დროა მთავარი სათქმელი გითხრათ
-დანნიელლ-ხმა აკანკალებულმა კატომ,დანიელს ხელი ხელზე დაადო
-კატო!
-ხო მშვიდობაა რა სახეები გაქვთ-საუბარში სანდრო ჩაერია
-სალაპარაკო გვაქვს
-თუ გინდათ მე წავალ-გამოვთქვი ჩემი აზრი,მაიც,უხერხული იყო საოჯახო საქმეების მოსმენა
-არა ანკა,შენც აქ იჯდები და ბოლომდე მოისმენ
-კი მაგრამ რაზე უნდა ისაუბროთ?-მართლა გამიკვირდა
-შენზე -აჰამ. ალბად უკვე გაიგეს ჩემზე და სანდროზე და ცოტა დავმშვიდდი
-ჩემზე? -საჩვენებელი თითი გულზე მივიდე და გაკვირვებულმა გავხედე, ჯერ დანიელს მერე სანდროს,სანდრომ მხრები აიჩეჩა,ამიტომ კვლავ დანიელს გავხედე
-და სხვათაშორის დედაშენზეც-აქ უკვე აღარაფერი მესმოდა,ყურები დამეხშო
-ვისზე?-მე და სანდრომ ორივემ ერთად ვთქვით
-ანკას დედაზე
-კი მაგრამ მეე...დე..დააა..-სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს
-პირდაპირ გითხრა თუ ცოტა შორიდან მოვუარო? -ცოტაც და გული ამომივარდებოდა,არ შემეძლო ამდენი ლოდინი
-პირდაპირ მითხარი
-გუშინ კატომ თავისი ისტორია მოგიყვა ხომ მართალია?
-ასეა
-მას შვილი ბავშვთა სახლში ჰყავდა, ის ერთი წლის მიიყვანეს იქ,ხომ არ გეცნობა ეს ისტორია?
-კი გუშინ მომიყვა
-დანიელ პირდაპირ თქვი ნუღა გვტანჯავ-სანდროსაც აინტერესებდა აშკარად
-კარგი,პირდაპირ გეტყვით
-დანიელ!-უკვე ყვირილზე გადავიდა სანდრო,არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში,ბოლოსდაბოლოს საქმე მე მეხებოდა
-შენ ანდრე ანჯაფიძის და ეკატერინე დადიანის ქალიშვილი ხარ
-რააა?-ლუკმა გადამცდა,ისტერიკული სიცილი ამიტყდა,იმ დროს რომ დაგენახეთ საგიჟეთიდან გამოქცეული გეგონებოდით,სულელივით ვხარხარებდი,რა მაცინებდა?არ ვიცი. ალბად რეალობას გავურბოდი,მაგრამ სადამდე შევძლებდი გაქცევას? სანდროს შეხებამ გამომაფხიზლა
-ანკა რა გაცინებს-აშკარად გაურკვევლობაში იყო,მეც არ ვქონდა ამის პასუხი და მისთვის რა მეთქვა?
-ანკა ეს სიმართლეა, ეკატერინე დედაშენია -კვლავ ეს სიტყვები,ახლა ნამდვილად არ ვიყავი სიცილის ხასიათზე,ნუთუ ეს მართლია? აღარაფერი მესმოდა,ყურებში მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა,"ეკატერინე დედაშენია". არა ის დედაჩემი არ იქნება,ვამხნევებდი ჩემს თავს,ის ხომ..არა ეს შეუძლებელია,არაა,არაა..საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. მერე ფეხზე ავდექი,უხმოდ მივდიოდი,ცრემლები სახეს მინამავდნენ, ვეღარაფერს ვხედავდი,მაგრამ მაინც მივდიოდი,სად მიდიხარო,რომ ეკითხათ ვერაფერს ვუპასუხებდი,ამის პასუხი თავადაც არ მქონდა. უბრალოდ მივდიოდი,შორს სადღაც უსასრულობაში. კარებთან ვიდექი სახელურს,რომ მოვკიდე ხელი მაშინ ვიგრძენი,მარცხნივ გულის არეში საშინელი ტკივილი,სანდროს ხმა მესმოდა,ისე ღრიალებდა მის ხმას რა დამავიწყებს. ვიკეცებოდი,მაგრამ ვიღაცის ხელებმა გადამარჩინა,მერე აღარაფერი მახსოვს,სრულიად არაფერი
**სანდრო**
ვიცოდი ამ საუბარს ეს შედეგი,რომ მოჰყვებოდა. ჯერ კიდევ მე თვითონ ვიყავი შოკში და ანკასთვის რა მეთქვა. როცა მან გონება დაკარგა,კატო გიჟივით წამიფრინდა ფეხზე,მასთან მივარდა და სახეზე ხელებს უსვამდა
-მას გული აწუხებს -იმხელაზე დავიღრიალე მეც ვერ ვიცანი საკუთარი ხმა -ახლა ბედნიერები ხართ? ეს გინდოდათ?
-ყველაფერში მამამისს რატომ უნდა ჰგავდეს -ჩუმად ჩაიბუტბუტა კატომ და სასწაფოში დარეკა-გაუძელი პატარავ გაუძელი,ჩემო პატარა,მაპატიე გთხოვ,არ მინდოდა,ანკა მაპატიე გთხოვ -ემუდარებოდა კატო თავის შვილს,ამასობაში სასწრაფოც მოვიდა,ანკა სასწრაფოდ სავადმყოფოში გააქანეს,ჩვენც უკან გავყევით..
როდესაც საოპერაციოს კარები იკეტება და განურჩევლად ყველა,იმედის და სიამაყის თვალებით შეჰყურებს ქირურგს. საუკუნედ იწელება სულ რაღაც ერთი წამი. წამი,რომელიც ერთდროულად მოიცავს ყველაფერს.. ერთ შანსს,იმედებს ან შესაძლოა იმედგაცრუებასაც, სიძლიერე და ამავდროულად უდიდეს სისუსტეს, სიამაყეს და მეორე მხრივ შიშს.. ამ წამის შემდეგ უდიდესი ბრძოლა იწყება, ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ. ვერ აცნობიერებ რომ აქ სრულიად მარტო ხარ და სასწაულების მომსწრე და თანამონაწილე ხარ. მხოლოდ ერთად-ერთი მიზანი გიტრიალებს,რაც არ უნდა მოხდეს იბრძოლო ბოლომდე....
როცა ანკა საოპერაციოდ შეიყვანეს კატოს მინიმუმ 3-ჯერ დასჭირდა ექიმი. მე ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი,ყოველი ექიმის გამოსვლის დროს იმედით თვალებით შევსცქეროდით,მაგრამ უშედეგოდ,პასუხი ყოველთვის ერთი იყო. უკვე მძულდა ცხოვრება,რომ ვფიქრობდი ანკას გარეშე ვინ ვიქნებოდი,არ შემეძლო. ის ხომ ჯერ კიდევ პატარა იყო,არ იყო მზად ამდენი სირთულეებისთვის,ამ ბოლოს იმდენი რამის გადატანა მოუწია,ბევრ მოხუცს არ აქვს მაგდენი გადატანილი. ყველაფერს გავიღებდი მის გადასარჩენად,საკუტარ სიცოცხლესაც კი,ოღონდ ის გადარჩენილიყო. წუთებს წუთი მისდევდა,საათებს საათი,დღეებს დღეები მაგრამ პასუხი კვლავ ერთი იყო. ასე უაზროდ გადიოდა 1 კვირა,ადამიანს აღარ ვგავდი,კატო კი მალე ჩონჩხი გახდებოდა,ისე იყო დასუსტებული. ყოველ დღე გლოვაში ვატარებდით. საკუთარ თავს და ვის აღარ ვადანაშაულებდი ანკას ამ მდგომარეობაში ყოფნისთვის. უკვე 1 კვირა გავიდა აი ექიმიც ძლივს გამოჩნდა
-ექიმოო? -ხმის კანკალით უთხრა კატომ თეთრხალათიან ექიმს,ექიმმა პირბადე მოიხსნა,ღრმად ამოისუნქა და გააგრძელა,სავარაუდოდ უკვე ვიცოდი რასაც იტყოდა,მაგრამ იმედი ბოლოს კვდება
-საქმე ძალიან ცუდად არის,აზე რთულად ვიდრე შეიძლება იყოს. 2 დღეში თუ გონს არ მოვიდა...სამწუხაროდ ვეღარ დაგეხმარებით
-ჩემი ანკა ჩემი პატარა,ექიმო გთხოვთ შემპირდით რომ ის გადარჩება ექიმო -კატოს ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა,მისი ხმა არაადამიანურ ღრიალს ჰგავდა,აქეთ მე ვტიროდი იქით ის ღრიალებდა,მაგრამ რა შეგვეძლო?მხოლოდ დავლოდებოდით ორ დღეს
-ექიმო დონორი? -უცბად მომაფიქრდა,რათქმაუნდა ვიცოდი ვინც იქნებოდა დონორი ამიტომ თმმად ვკითხე
-თუ გონს არ მოვიდა სხვა გზა არ გვექნება
-გასაგებია სახეზე ნათელმა სხივმა გადამირბინა,გამეხარდა,რადგან მისი გადარჩენის გზები კვლავ არსებობდა,ერთ მხრივ გულში რაღაც მწყდებოდა,რომ მეტად მას ვეღარ ვნახავდი,მაგრამ ეს რკმ არ გამეკეთებინა მთელი ცზოვრება დავიტანჯებოდი.
--ორი დღის მერე--
ექიმს პალატაში შესვლა ვსთხოვე,მაგრამ არ შემიშვა,აქ,ცხოვრებაში პირვლად გამომადგა ჩემი ფული ჩემს სასიკეთოდ.. პალატაში შევედი,მართლა მიჭირდა ანკას ამ მდგომარეობაში ნახვა,მერე ფურცელი და კალამი ავიღე,ხმას არ ვიღებდი,უბრალიდ ვიჯექი და ხან თავზე ვკოცნიდი,ხან ვეფერებოდი,მლაშე სითხე დაუკითხავად მოგორავდნენ ჩემს ღაწვებზე,წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. მართლა ცუდად ვიყავი,მას რომ ვუყურებდი. მერე აპარატის წრიპინის ხმა გავიგე,ხაზებმა მოუსწაფერს ფეთქვას,ეს ალბად კარგის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. კვლავ უხმოდ ავდექი,და პალატიდან გამოვედი............
**ანკა**
თვალები,რომ გავახილე,არ მეუცხოვა ეს გარემო,უკვე მიჩვეული ვიყავი,აქ გაღვიძებას,მაგრამ არასდროს ვიცოდი,როდის გავიღვიძებდი. აპარატის წრიპინის ხმა ნერვებზე საშინლად მოქმედებდა,ყველაფრის გახსენება ვცადე,ბევრი ფიქრის შედეგად,აღვიდგინე მოვლენები,სანამ აქ მომიყვანდნენ. მერე თეთრ ხალათიანი ქალი დავინახე
-უკაცრავად -ამოვიხავლე,რადგან ხმა აღარ მქონდა,ის მაშინვე ჩემსკენ მოტრიალდა
-დამშვიდდით ყველაფერი კარგადაა,თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,ხო მართლა მითხრეს,რომ ეს თქვენთვის მომეცა როცა გონს მოხვიდოდით -მან თეთრი კონვერტი გამომიწოდა,ისე დამაინტერესა რა იყო შიგნით..მაგრამ სანამ ექიმი თვალს არ მიეფარა არ გამიხსნია,გული ალბად მალე ამომივარდებოდა საგულედან,ალბად კვლავ ამ საწოლზე მომიწევდა ყოფნა. ეს მხოლოდ ჩემი აზრები იყო,სანამ ამ წერილს გავხსნიდი

" ჩემო პატარა სიცოცხლე,როცა ამ წერილს ნახავ,შეიძლება აღარ ვიყო, იცი ამ ნაბიჯს არასდროს ვინანებ,ვინანებ მხოლოდ იმას,რომ მე შენ მეორედ მიგატოვე. მაგრამ იმას უფრო ვინანებდი,შენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავი. მე ამას ვერ გადავიტანდი,შენ კი ყველაზე ძლიერი გოგო ხარ მსოფლიოში, ახლა შენ ჩემს გულს ატარებ, რომ მოგენატრები, მე ყოველთვის შენთან ვიქნები,მე თუ არა ჩემი გული სულ შენთან იქნება. გთხოვ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,არ იტირო, მე ახლა ვტირივარ,ამას რომ ვწერ,მაგრამ შენ არ იტირო,რადგან მე სულ მიყვარხარ - არ ვიცი რა დამემართა,მეგონა მთელი დედამიწა დაიქცა ჩემს გარშემო,ეს ასეც იყო. მოვკვდი,სანდროს ამ სიტყვებმა მეორედ მომკლა და გამანადგურა,ჩემი ხმა არ ჰგავდა ადამიანის ტირილს,ეს შეიძლება ცხოველის ღრიალს უფრო შევადაროთ,ალბად ჩემი ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა,მაგრამ ეს ახლა სულ არ მაინტერესებდა,ოღონდ ეს არა,ვჩურჩულებდი ჩემთვის,მერე თავს ძალა დავატანე და კითხვა გავაგრძელე - ჩემო პატარა ანკა,ერთს გთხოვ,დედაშენს აპატიე ყველაფერი,ის ხომ სრულიად უდანაშაულოა,ეს მხოლოდ ჩემს გამო გააკეთე,და კიდევ,ნიაზე ისე იზრუნე,როგორც საკუთარ შვილზე,ისე იზრუნე,თითქოს ჩვენი შვილი იყოს. ჩვენ შეიძლება კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს ახლა თუ არა ასი წლის მერე მაინც,და იცი როგორ მიცნობ? რათქმაუნდა გაფუჭებული ტელეფონით - ამის წაკითხვის დროს გამეღიმა, ცალი ხელით ცრემლებს ვიწმენდდი,მეორე აკანკალებულ ხელში თეთრი ფურცელი მეჭირა და კითხვას ვაგრძელებდი -მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი,იყავი ბედნიერი, იმიტომ,რომ მე ასე მენდომებოდა. ახლა თავზე გკოცნი,და სამუდამოდ მივდივარ,შორს სადღაც უსასრულობაში. მაგრამ ეს ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება პატარავ.. 1,2,3 აი უკვე ყველაფერი დამთავრდა. შეგიძლია მარჯვნივ გაიხედო,შენს გვერძე რომ რაღაც პატარა ყუთია გახსნა,ეხლა ამოიღო ის რაც შიგნით დევს. ჰოო,ეს გაფუჭებული ტელეფონია, ახლა დააჭირე პირველივე ღილაკს თითი -ღილაკს თითი დავაჭირე,და კვლავ ფურცელს მივუბრუნდი,მაგრამ იქ აღარაფერი ეწერა,სულ ეს იყო?ვეკითხებოდი საკუთარ თავს,მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა,კიდევ ერთხელ დავაჭირე თითი და გიჟივით გამეცინა ჩემს საქციელზე. ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო
-ახლა კი კარებისკენ გამოიხედე და ხელი დამიქნიე -ამ ხმის გაგონებაზე სერიოზულად მეგონა,რომ გავგიჟდი და ხმამაღლა დავიყვირე
-აააააააა!!!!!მგონი გავგიჟდი ხალხო გავგიჟდიიიიიი!!!
-ჩემი ანკა არასდროს გაგიჟდება-კიდევ ეს ხმა,თან სიცილის ხმები,არ მეგონა ნარკოზმა ასეთი ჰალუცინაციები თუ იცოდა -ზედ შემოხედვის ღირსიც არ ვარ? -ეს ხმა მაინც არ ჩუმდებოდა,თავი გავაქნიე,რათა ეს ფიქრები გამეფანტა,მერე კი ნება ვიბოძე და კარებისკენ გავიხედე,თვალებს არ ვუჯერებდი,ახლა მართლა მეგონა,რომ საბოლოოდ გავგიჟდი...ერთ ადგილიდან ვერ ვდგებოდი,ადგომა მინოდა მაგრამ რაღაც მაკავებდა,თვალებსაც ვეღარ ვახელდი, სანდროს ვუყვიროდი საშველად მაგრამ ისიც აღარ ჩანდა.
-სანდროოო!!! -ვყვიროდი მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა,მერე სანდრო გაქრა,თავი კიდევ ერთხელ გავაქნიე და კიდევ დავიყვირე
-სანდროოო!!
თვალებსაც ვერ ვახელდი,ვერ ვინძრეოდი,ვხვდებოდი,რომ ჩემს გარშემო საკმაოდ ბევრი ადამიანები იყვნენ სავარაუდოდ ექიმები,მათი ხმა ბუნდოვნად ჩამესმის ყურში
-მიდი პატარავ იცოცხლე,შენ ხომ ახალი გული გაქვს,მიდი იცოცხლე,შენ ამას შეძლებ -რაო?ახალი გულიო? ანუ სანდრო? ჩემი სანდრო?
-სად წავიდა სანდრო ჩემი სანდრო -მგონი ამას ბოდვას დავარქმევდით
-დამშვიდდი პატარავ მიდი ისუნთქე,ჩშშ!! იბრძოლე მიდი გთხოვ იბრძოლე -რისთვის ვიბრძოლო? ჩემი სანდრო აღარ არის და მე რისთვის ვიბრძოლო? -გაახილე თვალები,შენ ამას შეძლებ, გოგონა იღუპება,სწრაფად,ელექტრო შოკი გაამზადეთ,წნევა ეცემა...ტტტუუუუუუუ
____

-დედიკო მერე რა მოხდა?
-მერე ის მოხდა რამაც სიცოცხლის ხალისი კიდევ ერთხელ წამართვა
-ანკა დეიდას მართლა უნოდა შენი შვილად აყვანა?
-უნდოდა,მაგრამ მაგ დღეს დაურეკა დანიელმა?და მაგ დღეს გაიგო სიმართლე
-რამდენი წელი გავიდა იმის მერე რაც ანკამ და სანდრომ დატოვეს ყველაფერი და უსიტყვოდ წავიდნენ სადღაც შორს უსასრულობაში?
-10 წელი გავიდა ჩემო პატარა 10, მაშინ 15 წლის ვიყავი,ანკას და სანდროს 15 წლის გოგო უნდა ჰყოლოდათ ნაშვილები,მაგრამ ცხოვრებამ სრულიად შეცვალა მათი გეგმები
-დედიკო მე ხომ არასდროს წამიყვან ბავშვთა სახლში?
-რათქმაუნდა არასდროს ჩემო პატარა
-მეც მოვედიი -ოთახში,ოდნავ მოგრძო წაბლიფერთმიანი,მაღალი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა
-მამიკო მოვიდაა -5 წლის ოქროსფერ თმიანი ბიჭი მამამის ჩამოეკიდა კისერზე
-ნია უთხარი რამე თორემ მომაგლიჯა კისერი -სიცილით უთხრა ახლაგაზრდა სიმპატიურმა ბიჭმა ცოლს და მასაც ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
-აბა თუ გამოიცნობ რა გიყიდე?
-აუუ რა მიყიდეე?-სიცილით უთხრა პატარა სანდრომ მამამისს
-რა.. და ...აიი ნახეე -მან ყუთიდან ტელეფონი ამაძვრინა,ოღონდ გაფუჭებული ტელეფონი
-აუუ მამა ეს რათ მინდა,მე ხომ გთხოვე რომ ნამდვილი ტელეფონი მინოდა
-ნამდვილს რომ გაიზრდები მერე გიყიდი,ახლა კი ამით ითამაშე ხოლმე -გაუღიმა და ცხვირზე აკოცა პატარას
-მამიკო დედიკომ მითხრა,რომ მალე პატარა დაიკო მეყოლება -მამამისს ენა გამოუყო და კვლავ შეაფრინდა კისერზე
-რაა?? -პირ დაღებული მიაჩერდა ცოლს
-ჰოო მაქს მალე გოგოს მამიკო გახდები
-ანუუ...შშ..ეეენნ
-ჰოო მამიკო დედიკომ პატარა დაიკო შემიწამა -კისკისებდა პატარა ოქროსფერ თმიანი სანდრო, მის სიტყვებზე მაქსსაც და ნიასაც სიცილი აუტყდათ
-ოღონდ სახელს მე ვარქმევ
-ეგ წესების დარღვევა გამოდის
-აუუ გთხოვვვვ
-ამ ქალებს ხო ვერაფერს გადააფიქრებინებ რაა..
-ჩვენ პატარა გოგოს ანკას დავარქმევთ
-მშვენიერია სანდრო და ანკა, კიდევ კარგი სახელების მოფიქრებაში მაინც ხარ ოსტატი- სიცილით უთხრა მაქსმა ნიას და მის გაბუტულ ტუჩებზე ნაზად მიაწება თავისი ტუჩები



№1 სტუმარი სტუმარი ანი

არ მომეწონა დასასრული.... ყოველ ჯერზე,აი იმენა ყოველ ჯერზე ასე ხდება როცა ისტორიის წაკითხვამდე ბოლოში არ ჩავდივარ და არ ვამოწმებ როგორ მთავრდება.... უხხხ როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს როგოოორ......
მითუმეტეს,სხვა რო არაფერი ვთქვათ საშინლაააად საშინლად ბანალური დასასრულით.... დეტალებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო... მაგალითად სად მუშაობდა ანკა?! რა პროფესიის იყო?! როგორ მიიღო განათლება?!! და უამრავი მსგავი დეტალი რომელიც ისტორიას ავსებს.... ზოგ ისტორიას არ ჭირდება მსგავსი დეტალები რადგან შინაარსი სხვა აქვთ. მაგრამ მსგავს ისტორიებს ეს "შევსება"ჭირდება რომ ისტორია შეიკრას...... კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო რომ საშინლად ბანალური დასასრული იყო.
წარმატებები, იმედია შენი შემდეგი ისტორიები უკეთესი იქნება.

 


№2  offline წევრი teko-teko

Mokled daviwyeb imit rom istoria cudi ar iyo me piradad momewona sasiamovno wasakitxi iyo magram... Ar vamaxvileb gramatikul shecdomebze yuradgebas saxelebshi gqonda areva anka pirvelad giweria rom dadiania mere wer meore gvars levani leqso xshirad shecdomit gaqvs gamoyenebuli da sandros magivrad ert adgilas Dato giweria daakvirdi sheaswore da uketesi wasakitxi iqneba warmatebebii

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

რა კარგია ჯერ კომენტარი რომ წავიკითხე დაწყებამდე :).

 


№4  offline წევრი always-love

ეს ხომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო?! ერთმანეთი ძლივს იპოვეს და შემდეგ კიდევ დაშორდნენ, sob საერთო ჯამში ძალიან მომეწონა ისტორია heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფი

მაპატიე, მაგრამ ყველამხრივ გაუმართავია, შეიძლება 14წლის ბავშვს გული აუჩქაროს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის, რასაც მე პირადად ”კარგ, არაბანალურ ისტორიას” ვუწოდებ.
წარმატება მომავალში

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Gmerto cremlad davigvare

 


№7 სტუმარი Mari

Mec dzalian.momewona es istoria

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეე საშინელება იყოო მოვკვდი ტირილით????????

 


№9 სტუმარი ava

Vaime movkvdi tirilit es Ra iyo?kargi Ra ratom daamtavre ase????????.vaime deda ramdeni vitiree

 


№10  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

აუუუ რა კაი იყოო და თან რა დასასრულით ????

 


მოკლედ...მოდი ჯერ დადებითით დავიწყებ(კომენტარებში ბევრი უარყოფითი წავიკითხე)ისტორიამ გული ამიფორიაქა წარმოვიდგინე თითქოს მე ვიყავი ის პერსონაჟები...მაგრამ ყველაფერს ააქვს როგორც დაადებითი ასევე უარყოფითი მხარეებიც...ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომები იყო მაგრამ ეგ იმ შეცდომებთან შედარებით ელემენტალურია რაც შენ დაუშვი...დასასრული იყო 'შოკი'სხვა რომ არაფერი მე ერთმა დიდმა 'შეცდომამ'დამაფიქრა გამოდის რომ სანდომ თავი ტყუილად გასწირა მაგრამ ვიცი ეს სიყვარულია...ანკა არ უნდა მოგეკლა...მაგრამ ნუ ეს შენი ისტორიაა და ყველაფერი შენი გადასაწყვეტია წარმატებებს გისურვებ მომავალში იმედია შემდეგ ისტორიებს უფრო დახვეწავ

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

რა სისულელე იყო... ???? ნეტა ჯერ კომენტარები წამეკითხა. ტყუილად დავკარგე დრო???? მილიონობით გრამატიკული შეცდომა, ჩამოუყალიბებელი სახელები და ათასობით ბანალური სიუჟეტი.????????

 


№13  offline წევრი მარი,,

მეგობრულ რჩევებს მოგცემ, ცოტა წინადადებები გამართე და ეცადე მოვლენათა განვითარება უფრო დახვეწო, ცუდი ნამდვილად არ იყო... წარმატებები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent